მარსის სახე – ილუზია თუ მონუმენტი?

aliens-on-mars-2მას შემდეგ რაც კაცობრიობამ გაიგო რომ მარსი დაახლოებით ისეთივე პლანეტაა როგორც დედამიწა. მის მიმართ ინტერესი გაიზარდა. კაცობრიობამ მეტი მღელვარებით და შიშითაც კი მიაპყრო მზერა წითელ პლანეტას. ნეტავ ვინმე ხომ არ ცხოვრობს მანდ? მტრულად ხომ არ იქნებიან განწყობილი ჩვენს მიმართ. აკი ომის ღმერთის სახელი ქვია? განა მარტო მარსია ჩვენი მეზობელი პლანეტა? არა. მაგრამ მხოლოდ მარსს შეეძლო საკმარისი ინტერესის გამოწვევა. ვენერას რამდენიც გინდა დაკვირდი. ერთფეროვანი სფეროს გარდა არაფერი ჩანს. მისი სქელი ღრუბლები საიმედოდ ფარავს პლანეტის საიდუმლოებებს. მერკური მთვარის მსგავსი შიშველი პლანეტაა რომელიც საკმარისზე მეტად ახლოა მზესთან. დანარჩენი პლანეტები ძალზედ შორს არიან. მარსი კი აქვეა. თუ მოინდომებ შეგიძლია გაარჩიო მარსის ზედაპირის მოხაზულობები. და აი თითქოს ჯიოვანი სკიპარელი და პერსივალ ლოუელიც რაღაცას ხედავენ. არხებს, ბუნებრივს თუ? შესაძლოა ხელოვნურსაც, სკიპარელი მიიჩნევს რომ არხები ბუნებრივია, მაგრამ ლოუელი დარწმუნებულია – ისინი გონიერმა ცივილიზაციამ გაიყვანა მარსზე წყლის ნაკლებობის გამო.

და აი 19-ე საუკუნის ბოლოს იფეთქა უზარმაზარმა ინტერესმა მარსიანელების შესაძლო არსებობის შესახებ. განა ამოდენა არხები თავისით გაჩნდებოდა? ისინი ვიღაცას უნდა გაეყვანა. ეს იდეა ისეთი რეალური და ბუნებრივია რომ მარსზე უეჭველი უნდა ცხოვრობდნენ გონიერი არსებები. საყურადღებოა ისიც რომ ზუსტად იმ პერიოდში ხდება პანამის არხის გაყვანა. ეს ფაქტი უდავოდ აისახება ადამიანთა გონებაში რომელიც მოწოდებულია ახალ ახალი საგნები დაუკავშიროს ერთმანეთს. ორი ათასწლეულის მანძილზე კაცობრიობა ძრწოლით ელოდა აპოკალიპსს. მაგრამ ახალ ეპოქაში გამოიკვეთა სხვა საშიშოროებებიც- უცხოპლანეტელები!

Continue reading

Advertisements

კარლ სეიგანი – კოსმოსი – პერსონალური მოგზაურობა

დიდი ხანია მინდოდა დამეწერა ამ კაცზე რამე, ერთი პოსტი დავწერე კიდეც ადრე – A pale blue dot fairy tale  მაგრამ ეს პოსტი მხოლოდ ნაწილობრივ ეხებოდა მას და ინფორმაცაც ძალიან მწირი იყო. სამწუხაროა რომ ინტერნეტ სივრცეში ქართულად თითქმის არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება მასზე. სანამ პოსტის წერას დავიწყებდი კიდევ ერთხელ დავძებნე გუგლში, გვარის ყველა ვარიანტი ვცადე “საგანი” “სეიგანი” “სეგანი” დარწმუნებული არ ვარ ქართულად რომელი ვარიანტი უნდა იყოს სწორი. მე სეიგანი ავირჩიე რადგან ინგლისურადაც ანალოგიურად გამოითქმის. ძებნის შედეგებმა მხოლოდ სოც ქსელებში და ფორუმებზე კერძო საუბრებში შემთხვევით ნახსენები სეიგანი მანახა. აქედან კი ლამის 50% -ის ავტორი მე ვარ.

მინდოდა დამეწერა იმიტომაც რომ ინფორმაცია მის შესახებ ძალიან მცირეა და იმიტომაც რომ სეიგანის ფილოსოფია ჩემთვის ახლობელი და მთავარი შთამაგონებელი ძალა გახდა.

რატომ მაინცდამაინც დღეს? დღეს მოვრჩი მის ცნობილ წიგნს, რომელსაც კოსმოსი ქვია. რომელიც ნიუ იორკ თაიმსის მიხედვით არის “ერთ-ერთი პირველი ბესტსელერი სამეცნიერო წიგნი რომელიც კი ოდესმე გამოქვეყნებულა ინგლისურ ენაზე.” ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა ჩემი მიმოხილვა წიგნის შესახებ. თუმცა სადაც ამ წიგნს ახსენებ იქ იგივე სახელწოდების სატელევიზიო სერიების გამოტოვება არ შეიძლება. რადგან სატელევიზიო სამეცნიერო სერიალმა კიდევ უფრო დიდი გავლენა იქონია პუბლიკაზე და საერთოდ მსოფლიოზე, ვიდრე წიგნმა. როგორც წიგნის ყდა იტყობინება კოსმოსი 5 მილიონზე მეტი ასლი დაბეჭდილა, სატელევიზიო სერიალი კი 200 მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა მსოფლიოში რაც 80-იანი წლების მსოფლიო მოსახლეობის 5%-ზე მეტია – როგორც თავად სეიგანი გვეუბნება წინასიტყვაობაში.

Continue reading

პლანეტური აღმოჩენების ბუმი

ამ ბოლო დროს, ძალიან ბევრი ახალი, საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩენა გახდა ცნობილი ეგზოპლანეტების შესახებ. მახსოვს კეპლერის ტელესკოპი ახალი გაშვებული იყო კოსმოსში როცა მოუთმენლად ველოდი ხოლმე საინტერესო ცნობებს ნასასგან, მაგრამ აღმოჩენები იგვიანებდა. არადა ცოტა აზრზე თუ მოხვალ, მიხვდები რომ აღმოჩენის დადასტურებას რამდენიმე საგულდაგულო გადამოწმება და საბოლოოდ დარწმუნება სჭირდება. ეს ახალი აღმოჩნებიც არაა გუშინდელი აღმოჩნენები, ყველა მონაცემი მოწმდებოდა 3 წლის მანძილზე, კეპლერის, სპიტზერის და მიწაზე მყოფი გიგანტი ტელესკოპების მიერ. საჭირო იყო ერთხელ დაფიქსირებული დაბნელების მინიმუმ სამჯერ დადასტურება კეპლერის ფოტომეტრით და გადამოწმება სხვა ტელესკოპების მიერ.

Continue reading

გაიზიარებს თუ არა დედამიწა მარსის ბედს? (კიდევ ერთი საფრთხე)

მეცნიერების აზრით მარსზე მილიარდი წლის წინ იყო სიცოცხლე, მარსი დაფარული იყო ოკეანეებით და ზღვებით, ჰქონდა ატმოსფერო, (ატმოსფერო აქხლაც აქვს, მაგრამ ძალიან სუსტი და გაიშვიათებული) რა სახის იყო სიცოცხლე არავინ იცის. ან კი იყო? სინამდვილეში უცნობია, თუმცა დიდი შანსია რომ იქნებოდა, რადგან სიცოცხლისთვის საჭირო პირობები კი იყო. მარსს ქონდა წყალი, ატმოსფერო, ტენიანი გარემო, ნორმალური ტემპერატურა, სეზონური ცვლა. თუმცა შემდეგ უცნობი მიზეზის გამო ყველაფერი გაქრა, წყალი (ახლა ალბათ პლანეტის სიღრმეში შემორჩებოდა) ატმოსფერო,  ყველაფრის მიზეზი არც ისეთი ძნელი მისაგნებია, მარსმა თითქმის დაკარგა თავისი მაგნიტური ველი. მაგნიტური ველი კი კოსმოსში მთავარი დამცავი ფარია მზის რადიაციისგან. სწორედ მზის დამღუპველმა ძალამ აქცია მარსი უდაბურ პლანეტად. არავინ იცის რატომ დაკარგა მარსმა მაგნიტური ველი.

Continue reading