That’s how it will be

იმ დღეს სულ წვიმდა, წვრილად და ინტენსიურად ღვრიდა ცრემლს ნაცრისფერი ზეცა. შავი ღრულბები მძიმედ მიიგრაგნებოდნენ. მეც თანაბრად სევდიანი განწყობა მქონდა ღრუბლებისა და წვიმის გამო. ასეთი ამინდი  მთრგუნავს, თუმცა, ხანდახან მიყვარს. იმ დღესაც ეს ორი გრძნობა ებრძოდა ერთმანეთს, ერთი უცნაური წინათგრძნობაც მაწუხებდა, მეგონა აღარასდროის გადაიღებდა, თითქოს რაღაც დასასრულის დასაწყისის ზღურბლს ვუახლოვდებოდი. მეგონა მზე აღარ გამოანათებდა, ცარიელ ქუჩებს ხალხი აღარ შეავსებდა, სველი ქუჩები არასდროს გაშრებოდა, დარჩებოდა გუბეები და მეზობლის სხვენის კარის ჭრიალი, რომელიც ისე ისმის ჩემ ოთახში ქარიან დღეს, რომ გულს გაგიწვრილებს. მაშინ ვფიქრობდი რომ ეს წინათგრძნობა არ იყო, არამედ წვიმიანი დღის გამო წარმოშობილი სევდის უცნაური ნაწილი.

Continue reading

Advertisements

ჩიპები, ეშმაკები და მეორედ მოსვლის ნიშნები

“Anno 1000.  მძიმე, სულის შემხუთავ ძილს მოუცავს დასავლეთის სამყარო. თვალები მეტისმეტად მოქანცულან, რომ ფხიზელი მზერა შემოავლონ გარშემო, გრძნობები მეტისმეტად დაჩლუნგებულან, რომ ცნობისმოყვარეობა გამოიჩინონ.  კაცობრიობის სული პარალიზებულია, როგორც მომაკვდინებელი სნეულების მოხდის შემდეგ; კაცობრიობას მეტი აღარაფერი არ სურს იცოდეს იმ ქვეყნიერების შესახებ, რომელზედაც ის დასახლებულა. და ყველაზე უფრო გასაოცარი ისაა, რომ ყველაფერი ის, რაც ადამიანებმა ადრე იცოდნენ რაღაც გაუგებარი გარემოებით დაივიწყეს. გადაეჩვივნენ წერას, კითხვას, თვლას; თვითონ დასავლეთის მეფეებსა და იმპერატორებსაც კი აღარ შეუძლიათ ეტრატზე თავიანთი სახელის მოწერა. მეცნიერებანი დახავსებულან, ღვთისმეტყველების მუმიებად ქცეულან, მოკვდავის ხელს აღარ შეუძლია ნახატსა და ქანდაკებაში თავისი საკუთარი სხეულის გამოსახვა. თვალგაუვალ ნისლს მოუცავს ყველა ჰორიზონტი. არავინ აღარ მოგზაურობს, არავინ არაფერი იცის უცხო მხარეების შესახებ; ადამიანები ციხეებსა და ქალაქებს აფარებენ თავს ველური ტომების შიშით, რომლებიც განუწყვეტლივ მოდიან აღმოსავლეთიდან. ცხოვრობენ სივიწროვეში, ცხოვრობენ სიბნელეში, ცხოვრობენ გმირული შემართებების გარეშე – მძიმე, სულის შემხუთავ ძილს მოუცავს დასავლეთის სამყარო.

Continue reading