ტერმინატორი

უდაბურ ველებზე სინათლე ბნელს შეუმჩნევლად ერწყმის, მოწითალო დაისი წევს ჰორიზონტზე. მნათობის  სხივების მოიასამნისფრო მეწამული შუქი სუსტად იფატნება ღრუბლების ღრიჭოებში.  ცის სხვა კიდეში ვარსკვლავები კიაფობენ. ქარი ბოგინობს გაშლილ სივრცეებში, სიმარტოვის და უდაბურების ჩრუჩული დაძრწის ირგვლივ. მტვრის ქარიშხლები და ბუნების იშვიათი წყალობის მოლოდინი, უსაშველოდ გაწელილი გზა – ეს პეიზაჟი გაყინულა მოგზაურთა ასობით თაობათა მეხსიერებაში. ფორნებში მამრები ჩაბმულან და მიათრევენ ცხოვრების ჭაპანს, ქარავნები მიყვება დაისს.  მტვერში მოთხვრილი ფეხშიშველა მოგზაურები მიუყვებიან ცხოვრების  უგრძელეს გზას. დედებს პატარები ზურგზე მოუკიდიათ, მოზრდილები ფეხებთან მიყვებიან უკან, თვალები მტვრით ივსება, სხეული მოქანცულობით. ქარავანი ჰორიზონტისკენ მიიწევს ბუნების მცირეოდენი წყალობის იმედით, არ უნდა დაკარგოს ოქროს შუალედი, ტერმინატორი, ღმერთების შერიგების და წყალობის ადგილი, რომელიც ნელა მიცოცავს ამ უზარმაზარ მიწაზე, აქ გზის ბოლო იგივე გზის დასაწყისია, ასე ტრიალებს წრეში მუდამ, მიდის მნათობი და მიყვება ხალხი.

Continue reading

Bang Bang – და იქმნა ნათელი

ჩემი  აზრით (და არა მარტო ჩემი) ადამიანი გონიერი არსება მაშინ გახდა როდესაც მასში ცნობისმოყვარეობა დაიბადა. პირველი ნაბიჯებიდანვე ადამიანი ალბათ ცდილობდა გაეცა პასუხი კითხვებს, ვინ ვარ, რა არის ჩემს გარშემო და საიდან გაჩნდა ეს ყველაფერი. ადამიანის უნიკალურმა ფანტაზიამ მრავალი მითი და ლეგენდა შვა, ზოგიერთ კულტურას მიაჩნდა რომ  დედამიწა რომელიმე ღმერთის სხეულისგან ჩამოყალიბდა, ზოგს კი ეგონა რომ ცის თაღი სვეტებს უჭირავს ანდაც ხმელეთი უზარმაზარ სპილოებს უკავიათ ეშვებით, გიგანტური კუს ბაქანზეა მთელი ქვეყანა და ა.შ..

თუმცა, მეცნიერებამ ნელ ნელა ბევრი რამ გამოარკვია, სამყარო იმაზე დიდი და რთული აღმოჩნდა ვიდრე რომელიმე  მითი აღუწერდა ადამიანებს. მიუხედავად იმისა რომ მეცნიერებამ დიდი გზა გამოიარა და ბევრ კითვაზე პასუხი გასცა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად ვინ ვართ, საიდან მოვედით, საიდან დაიბადა სიცოცხლე და რა იქნება სამყაროს მომავალი. 19-ე საუკუნეში მეცნიერებს მიაჩნდათ რომ სამყარო და შესაბამისად მასში არსებული მატერია იყო უცვლელი და სტატიკური. ანუ სამყარო არასდროს დაბადებულა: – ის იყო არის და იქნება მუდამ. მაგრამ მეოცე საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში ამერიკელმა ასტრონომმა ედუინ ჰაბლმა გააკეთა რევოლუციური აღმოჩენები, მან აღმოაჩინა რომ ზოგიერთი ნისლეული, სავარაუდოდ ძალიან შორს იყო და წარმოადგენდა ცალკე ვარსკვლავურ სისტემას, ჰაბლმა აღმოაჩინა რომ არსებობს გალაქტიკები, რომ ჩვენც გალაქტიკაში ვცხოვრობთ.

Continue reading

რას აკეთებდა ღმერთი სამყაროს შექმნამდე?

რას აკეთებდა ღმერთი სამყაროს შექმნამდე?ეს  კითხვა არასდროს გამჩენია, ან გამჩენია და არ ვიცი, რადგან ეს კონკრეტული კითხვა მიუხედავად იმისა რომ რელიგიურ საკითხებზე ერთი პერიოდი ბევრს ვფიქრობდი , ამ ფორმულირებით არასდროს მომწიფებულა ჩემს გონებაში. მხოლოდ რამდენიმე დღის წინ ანინას ბლოგში წავაწყდი, მისივე დღიურიდან ამოკრეფილ საინტერესო წინადადებებს და გავიფიქრე რომ ეს კითხვა აქამდე მე არ მომსვლია თავში. ღამით არ მეძინებოდა და ისევ რელიგიურ საკითხებზე მეფიქრებოდა.

ჩემი მითოლოგია: თავი პირველი – დაბადებამდე (ღმერთის ვნებანი)

რას აკეთებდა ღმერთი სამყაროს შექმნამდე? ალბათ მოწყენილობისგან ამთქნარებდა. არ იყო  დრო, არც სივრცე, არც მატერია, ღმერთი ეულად ეკიდა სადღაც, ანდაც დაფრინავდა თუმცა ჩამოკიდებაც და ფრენაც ისევე ფიზიკის კანონებს ემორჩილება. ასე რომ თავად ღმერთმაც არ იცის რა მდგომარეობაში იმყოფებოდა მანამდე, არც ის იცის რამდენი ხანი დაჰყო მოწყენილობასა და მთქნარებაში, რადგან აკი ვახსენეთ არც დრო იყო და შესაბამისად ღმერთს ერთი უბადრუკი მაჯის საათი და კედლის კალენდარიც არ ქონდა რომ დრო დაეთვალა. ბევრი იფიქრა თუ ცოტა მოწყენილობისგან თავის დასაღწევად დღიურის წერა გადაწყვიტა,

Continue reading

მითები სამყაროს შექმნის შესახებ (მეორე ნაწილი)

ვაგრძელებ მსოფლიო მითების თხრობას სამყაროს წარმოშობის შესახებ, (იხილეთ პირველი ნაწილი – იყო და არა იყო რა, მითები სამყაროს შექმნის შესახებ )

მაორის მითოლოგიის თანახმად: (ახალი ზელანდია, პოლინეზიელი მკვიდრნი)

თავიდან იყო სიცარიელე ანუ ტე კორე, მისგან წარმოიშვა ტე პო ანუ ღამე, ღამე ბევრი იყო, უკანასკნელი ღამე სივრცეს შეუერთდა და მათგან წარმოიშვა რანგი ანუ ცა (მამა)  და „პაპა“ ანუ დედამიწა (დედა), მათ ერთმანეთი ისე უყვარდათ რომ მჭიდროდ იყვნენ ჩახუტებულნი ისე რომ  ცასა და მიწას შორის არ იყო ადგილი, მათი სიყვარულის შედეგად ასი შვილი გაჩნდა. მათ შორის ტანგაროა – ზღვის ღმერთი,   ტანე – ტყის ღმერთი, ტუმატუენა – ომის ღმერთი, ჰირუ – ბნელეთის ღმერთი და ტაჰირიმატეა – ქარის ღმერთი. ისინი შევიწროებულნი იყვნენ მშობლებისგან, რადგან მიწა და ცა ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან, ამიტომ  ითათბირეს იმისთვის თუ რა მოემოქმედნათ,

Continue reading

იყო და არა იყო რა – მითები სამყაროს შექმნის შესახებ

ამ ბოლო დროს მითოლოგიამ დამაინტერესა ჰოდა გადავწყვიტე სხვადასხვა კულტურათა მითების შესახებ დამეწერა.

თითქმის ყველა კულტურაში უძველეს დროს ჩაისახა წარმოდგენები და მითები სამყაროს შექმნასთან დაკავშირებით, რათქმაუნდა ყველას აინტერესებდა საიდან გაჩნდა მიწა ცა, ცოცხალი არსებები და ადამიანი.  რადგან ასეთი მითები ბევრია გადავწყვიტე ეს თემა რამდენიმე ნაწილად დავყო, ასე რომ თხრობა მითებზე ამ პოსტით არ დამთავრდება.

სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით, სამყაროს შექმნამდე იყო სიცარიელე,  არსებობდა მხოლოდ ჩრდილოეთით მყარი ყინულის მთები სამხრეთით კი ცეცხლის ტბები, მათ შუა  უზარმაზარი უფსკრული იყო – გინუნგაგალი.

Continue reading

როცა დრაკონი ყლაპავს მზეს

თუ არ ვცდები ასეთი სათაურის ფილმიც არსებობს, თუმცა ეს პოსტი ამ ფილმს საერთოდ არ ეხება, იმდენად რამდენადაც საერთოდ არ ვიცი რა ფილმია “When the Dragon swallowed the sun” ამ ფილმის სახელწოდებას მხოლოდ წინამდებარე პოსტის წერის დროს წავაწყდი, ინტერნეტში ხეტიალისას. მოკლედ მინდა მოგიყვეთ მოვლენაზე როცა ჩვენს მაცოცხლებელ ერთადერთ მნათობს ყლაპავს დრაკონი ან დემონი თუ უბრალოდ ეფარება მთვარე. ნასას საიტზე მზის დაბნელებების ცხრილს ვათვალიერებდი და გავიფიქრე რომ საინტერესოა სხვადასხვა ხალხების და კულტურათა ლეგენდები თუ მითები ამ საკითხის გარშემო, ეს მოვლენა ყოველთვის მნიშვნელოვანი და ძალიან ამაღელვებელი იყო მითუმეტეს ძველ დროს როცა ადამიანს ჯერ კიდევ არ ამოეხსნა მეცნიერულად ეს ამბავი, ჩემი აზრით სწორედ ამ მოვლენამ იქონია დიდი გავლენა ჩვენი ქვეყნის გაქრისტიანების საქმეშიც, როცა მეოთხე საუკუნეში მირიან მეფეს ტყეში მზე დაუბნელდა და ამიტომ სასწრაფოდ ირწმუნა ქრისტიანობა.

Continue reading