პოლ მაკარტნი თბილისში და ბიტლომანური 2011 წელი

არ იცოდით? სერ პოლ მაკარტნი თბილისში ჩამოვა!!! ჰმმ… მაპატიეთ დეზინფორმაცის გავრცელებისთვის, (უფრო სულსწრაფობისთვის) მაგრამ არა მგონია ამ პროვოკაციას წამოგებოდით, ალბათ ბევრმა თქვენთაგანმა უკვე იცის ონლაინ პეტიციის შესახებ paulmccartneyintbilisi.ge ვინც არ იცით კი გეტყვით რომ ჩვენ thebeatles.ge ბითლზის ოფიციალური ქართული  ფან კლუბი, რომლის ერთ-ერთი წევრიც გახლავართ, ონლაინ პეტიციით მივმართავთ საქართველოს კულტურის სამინისტროს რათა შეისმინოს საქართველოს ბიტლომანთა და სრულიად მელომანთა ღაღადი და დახმარება გაგვიწიოს სერ პოლის ჩამოყვანის საქმეში. ასეთ თამამ და კადნიერ ოცებებს გვიღვივებს ის ფაქტი რომ მაკარტნიმ გადაწყვიტა არ გავიდეს პენსიაზე და 2011 წელს კიდევ ერთი ალბომი შემოგვთავაზოს რასაც ლოგიკურად მოყვება ალბომის პრომოუშენი და ტურნე. ასევე დიდ იმედს გვიღვივებს ის რომ 2008-ში სანამ ის ავად სახსენებელი ომი მოხდებოდა პოლ მაკარტნის ჩამოსვლის საქმე თითქმის გადაწყვეტილიც კი იყო და ზემოდ ხსენებულმა ცუდმა ამბავმა შეუშალა ხელი. კიდევ ერთი იმედი ბიტლომანთა სიმრავლეა, 27 დეკემბრის შემდეგ ანუ პროექტის პრეზენტაციიდან, ონლაინ პეტიციის ოფიციალურად გახსნის შემდეგ 1314 ადამიანმა მოაწერა ხელი და მხარი დაუჭირა მაკარტნის საქართველოში მოწვევას რაც დამეთანხმებით ალბათ 16 დღისთვის ნამდვილად არაა ცოტა.

Continue reading

ჩემი კომპიუტერის ძველმანებში

გუშინ გადავწყვიტე კომპიუტერი გამესუფთავებინა, ხავსმოდებული ძველმანები სანაგვეზე გადამეყარა, ძველი ფაილები დამეხარისხებინა, “ფორთოჩკა” გამომეღო და ჰაერი გამეწმინდა, ჩახუთულ მყარ დისკს რომ ამოესუნთქა თავისუფლად. გადავქექე ძველი ფოტოები, მტვრიან თაროებზე შემოდებული ფოტოალბომები და გადავწყვიტე, რამდენიმე საინტერესო და ჩემთვისაც მივიწყებული ფოტო გამომეფინა,

ეს იყო მაშინ როცა ტიტანიკი ჩაიძირა, არ ვიცი იცოდნენ თუ არა ეს ამბავი ტფილისში ჩემმა წინაპრებმა, მაგრამ ის კი იცოდნენ რომ ფოტოს გადაღება არაჩვეულებვრივი მოვლენა იყო.

ტფილისი 1911-1913 წწ (ზუსტი თარიღი უცნობია)

Continue reading

კლუბი 33ა, პოლ მაკარტნი და შალახო ანუ პოლის დაბადების დღე ქართულად

მოკლედ წინა პოსტში მაკარტნის დაბადების დღის აღსანიშნავი კონცერტის აფიშაც დავდე და ჩემი მტკიცე გადაწყვეტილებაც გავახმოვანე, რომ ქართველ ბიტლომანთა მილოცვას არ დავაკლდებოდი, ასე რომ, 19-ში 6 საათი არ იყო უკვე 33ა-ში რეპეტიციას ვუყურებდი. მონაწილეთა უმეტესობას ამშვენებდა შავ მაისურზე გამოსახული მაკარტნის პორტრეტი წარწერით Long live Paul.

ბლიცი გადიოდა რეპეტიციას როდესაც საიდანღაც სავარაუდოდ პარკში მომუშავე დამლაგებელი მოხუცი ქალი გამოჩნდა და ჩხუბი დაიწყო, რამხელა ხმაზე უკრავთ? ქართველები არა ხართ ქათულად მაინც დაუკარითო, ყველას გაეღიმა, მაგრამ ეს ქალი  რომ არ დაწყნარდა ბლიცის წევრებმა შალახო შეუბერეს. მოხუცს გაუხარდა და პირჯვარი გადაიწერა, ყველას სიცილი წასკდა, შალახო რომ გაჩერდა ბებია კიდევ აყვირდა ქართული დაუკარითო.

Continue reading

მისალოცი ბარათი – პოლ არ დაბერდე!

ვინც მიცნობს ან ამ ბლოგს კითხულობს ალბათ მიხვდებოდით რომ ამ თარიღს არაფრით არ გამოვტოვებდი, ისე რომ ერთი პოსტი არ მიმეძღვნა მისთვის – ადამიან ბითლზს და ბიტლომანების უკანასკნელ იმედს 68 წელი შეუსრულდა.

ამას წინათ, ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში გავიფიქრე, რომ პოლს თავის იუბილეზე რაიმე განსაკუთრებულ სტატიას მივუძღვნიდი, და აი როცა მოახლოვდა 18 ივნისი, დავიწყე ტვინის ჭყლეტა თუ რა შეიძლებოდა დამეწერა პოლზე, პოლის შესახებ როგორც ბიტლომანს ბევრი რამ წამიკითხავს, ბევრი მსმენია, მაგრამ ვერაფრით გადავწყვიტე კონკრეტულად რა კუთხით შევხებოდი სერ პოლის ჩემთვის ამოუწურავ პიროვნებას? მისი 50 წლიანი კარიერა იმდენად მდიდარი და სავსეა რომ ამ თემაზე წერა ზედმეტიც მომეჩვენა, იმდენად გადაღეჭილი მაქვს ბითლზის პერიოდი. შემდეგ სოლო კარიერა და უინგზი გამახსენდა, 70-80-იან წლებზე სხვებს პირველად თუ ლედ ზეპელინი, დი ფარფლი კლასიკური როკი და ჰარდ როკი ახსენდებათ ჩემთვის ამ წლებთან უინგზი ასოცირდება: Wild life, London Town, Give My Regards to broad street.

Continue reading