Hey Aliens where are you?

იმ დღეს მეგობარს მწუხრის ვარსკვლავი დავანახე საღამოს ცაზე, ვარკსვლავებზე საუბრისას როგორც ხშირად ხდება ხოლმე მეორე, მესამე კითხვა ან აქტუალური თემა არის ხოლმე: “ნეტავ თუ არის სხვაგან სიცოცხლე?” ჰოდა ამ ჩემმა მეგობარმაც არ დააყოვნა და ამ კითხვას შემდგომ მოაყოლა: “აქამდე რატომ ვერ გაარკვიეს?” (მეცნიერებმა)

ჯორდანო ბრუნო ყველას გეცოდინებათ, ისიც რომ რომის ინკვიზიციამ ცოცხლად დაწვა, მისი ბრალდებების ჩამონათვალში ერთ-ერთი ბრალდება იყო – “მიაჩნია რომ არსებობს სხვა სამყაროების უსასრულო რაოდენობა (მათი მუდმივობა)” Claiming the existence of a plurality of worlds and their eternity. ბრუნოს აზრები იმ დროისთვის რევოლუციური იყო, ის კოპერნიკის ჰელიოცენტრულ მოდელს იზიარებდა (ის რომ სინამდვილეში მზეა ცენტრალური სხეული და მის ირგვლივ მოძრაობენ პლანეტები) მაგრამ მისი მიხვედრილობა და პროგრესული აზრები უფრო შორს წავიდა, მისი აზრით მზე უბრალო ვარსკვლავი იყო.

Continue reading

Advertisements

ბობი, ელისი და შავი ხვრელი

მაინც რა არის ეს შავი ხვრელები? რატომ არიან ისინი ეგზოტიკური და მისტიური ობიექტები? იმიტომ რომ  ყველაფერს თავდაყირა აყენებენ, მათ სრულად შესაცნობად თანამედროვე ფიზიკა ჯერ კიდევ უძლურია. ისინი ერთდროულად არიან ძალიან რთული და ძალიან მარტივი ობიექტები. ისინი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ სამყაროს არქიტექტურას და სიცოცხლის არსებობასაც კი, დედამიწაზე.

შავი ხვრელების არსებობა პირველად ფრანგმა მეცნიერმა პიერ ლაპლასმა იწინასწარმეტყველა 1796 წელს, მისი თქმით ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონის მიხედვით საკმაოდ მძიმე ობიექტი არ მისცემდა საშუალებას სინათლესაც კი რომ მას გასხლტომოდა. რათქმაუნდა იმ დროისთვის ეს სენსაციური და ძალიან არარეალური ვარაუდი იყო. შემდეგ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში მეცნიერებმა იგივე ივარაუდეს აინშტაინის ფარდობითობის თეორიის მიხედვითაც, თუმცა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრამდე შავი ხვრელი მაინც ფანტასტიკური ვარაუდი იყო, მეცნიერთა უმეტესობა სერიოზულად არ განიხილავდა რადგან მისი არსებობის დამადასტურებელი არც ერთი ირიბი ფაქტი არ მიანიშნებდა. მითუმეტეს ისინი არღვევდნენ ფიზიკის კანონებს და ამიტომაც ასეთი ობიექტი არავის ეპიტნავებოდა.

Continue reading

შენ არ ხარ სამყაროს ცენტრი!

სწორედაც! არ ხარ სამყაროს ცენტრი, – იმ ადამიანებს მივმართავ ვისაც გონიათ რომ ადამიანისთვის შეიქმნა სამყარო. არიან ასეთებიც, განსაკუთრებით მორწმუნეები, ვინც ამტკიცებენ რომ ღმერთმა სამყარო ადამიანისთვის შექმნა, (იმ დღეს ამტკიცებდა ერთი გენიოსი ფორუმზე) ანუ ადამიანი რომ არ ყოფილიყო არაფერს აზრი არ ექნებოდა. ერთის მხრივ შეიძლება რისიმე აზრი მხოლოდ საკითხისადმი ადამიანური მიდგომაა და მეტი არაფერი, აზრი ადამიანს ჭირდება და არა სამყაროს, სამყარო ისეთია როგორიც არის და მორჩა, აზრი ჩვენ გვჭირდება რომ გავიგოთ რა არის სამყარო. მაგრამ ჩვენ როგორც ადამიანები ისევე ადამიანურად ვაკეთებთ დასკვნებს იმიტომ რომ სხვა გზა არ გვაქვს: მაგალითად განა სისულელე არ იქნებოდა ამხელა სამყარო მხოლოდ ჩვენთვის შექმნილიყო? სწორედაც, ამხელა სამყარო, უზარმაზარი, რამდენადაც თანამედროვე კვლევები საშუალებას გვაძლევს მოდით ვისაუბროთ სამყაროს მასშტაბებზე. იქნებ უკეთ გავაცნობიერთ ჩვენი მნიშნვნელობა.

Continue reading

Bang Bang – და იქმნა ნათელი

ჩემი  აზრით (და არა მარტო ჩემი) ადამიანი გონიერი არსება მაშინ გახდა როდესაც მასში ცნობისმოყვარეობა დაიბადა. პირველი ნაბიჯებიდანვე ადამიანი ალბათ ცდილობდა გაეცა პასუხი კითხვებს, ვინ ვარ, რა არის ჩემს გარშემო და საიდან გაჩნდა ეს ყველაფერი. ადამიანის უნიკალურმა ფანტაზიამ მრავალი მითი და ლეგენდა შვა, ზოგიერთ კულტურას მიაჩნდა რომ  დედამიწა რომელიმე ღმერთის სხეულისგან ჩამოყალიბდა, ზოგს კი ეგონა რომ ცის თაღი სვეტებს უჭირავს ანდაც ხმელეთი უზარმაზარ სპილოებს უკავიათ ეშვებით, გიგანტური კუს ბაქანზეა მთელი ქვეყანა და ა.შ..

თუმცა, მეცნიერებამ ნელ ნელა ბევრი რამ გამოარკვია, სამყარო იმაზე დიდი და რთული აღმოჩნდა ვიდრე რომელიმე  მითი აღუწერდა ადამიანებს. მიუხედავად იმისა რომ მეცნიერებამ დიდი გზა გამოიარა და ბევრ კითვაზე პასუხი გასცა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად ვინ ვართ, საიდან მოვედით, საიდან დაიბადა სიცოცხლე და რა იქნება სამყაროს მომავალი. 19-ე საუკუნეში მეცნიერებს მიაჩნდათ რომ სამყარო და შესაბამისად მასში არსებული მატერია იყო უცვლელი და სტატიკური. ანუ სამყარო არასდროს დაბადებულა: – ის იყო არის და იქნება მუდამ. მაგრამ მეოცე საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში ამერიკელმა ასტრონომმა ედუინ ჰაბლმა გააკეთა რევოლუციური აღმოჩენები, მან აღმოაჩინა რომ ზოგიერთი ნისლეული, სავარაუდოდ ძალიან შორს იყო და წარმოადგენდა ცალკე ვარსკვლავურ სისტემას, ჰაბლმა აღმოაჩინა რომ არსებობს გალაქტიკები, რომ ჩვენც გალაქტიკაში ვცხოვრობთ.

Continue reading

მოდით ფეხებზე დავიკიდოთ ყველაფერი!

ცოტა ხნის წინ ბრაზი მახრჩობდა, მერე გამეცინა ჩემს თავზე, ხშირად პატარა ნაპერწკალი გვყოფნის რომ ავფეთქდეთ, ხანდახან გვეჩვენება რომ არავის ვჭირდებით. ანდაც არავის ესმის ჩვენი ისე როგორც ჩვენ გვინდა. ხანდახან ერთფეროვნება გვახრჩობს, რომელსაც უმუშევრობა ან არასაკმარისი შემოსავალი უწყობს ხელს. ურთიერთობების დეფიციტი ან არასასურველი განვითარება კი სრულყოფილს ხდის ამ მოწყენილობას. ჩვენი ცხოვრება ყოველდღიური მექანიკური მოქმედებების ერთობლიობა ხდება და მეტი არაფერი, ჩვენ გვაღელვებს რას შევჭამთ დღეს და რას ჩავიცვამთ ანზორის ქორწილში. რას იტყვის სტუმარი თუ ხიზილალა არ დახვდება ჩვენ სუფრაზე. ჩვენ პატარა სამყარო გვაქვს რომელიც დღითიდღე ვიწროვდება, ამ სამყაროში, პროგრესი მხოლოდ რუტინული ზრუნვაა მატერიალურ კეთილდღეობაზე, ამ სამყაროში კონფლიქტი არაფრის გამო ხდება. ამ სამყაროში ადამიანები მხოლოდ პატარა საგნებს ხედავენ და ამ პატარა საგნებით ცხოვრობენ, ამ სამყაროში ოცნება მხოლოდ ბევრი ფულია რომლითაც უამრავ პატარა საგანს შეიძენ.

Continue reading

ყოველ 100 მზეში 23 დედამიწაა

დედამიწა აღარ არის განსაკუთრებული ადგილი – ირწმუნება ჟურნალი “Cosmos” ხუთ წლიანი ასტრონომიული კვლევების შედეგად უხეშად რომ ვთქვათ, ყოველი ოთხი მზის მსგავსი ვარსკვლავის ირგვლივ გარშემოექცევა ერთი დედამიწის მსგავსი პლანეტა.

კვლევები გამოქვეყნდა ჟურნალ “Science”-ში. რომელიც ემყარება ჰავაიზე მდებარე ტყუპი ტელესკოპების მეშვეობით გამოკლვეულ  მონაცემებს. გამოკვლეული იქნა 166 ვარსკვლავი 80 სინათლის წლის რადიუსში (დაახლ. 757 ტრილიონი კილომეტრი)

“დაახლოებით ყოველ 100 ტიპიურ მზის მაგვარ ვარსკვლავს ყავს ერთი ან ორი იუპიტერის ზომის პლანეტა, უხეშად რომ ვთქვათ 6 ნეპტუნის ზომის 12 სუპერ დედამიწის ხოლო 10 დედამიწის ზომის პლანეტა. – ამბობს ასტრონომი  წინამდებარე კვლევების ხელმძღვანელი ენდრიუ ჰოვარდი. 

Continue reading

მე VS მე

ყოველთვის მომწონდა ურბანიზაცია, ურბანული დაგეგმარების მაკეტები, არქიტექტურული დიზაინისა და ურბანული ჰარმონიის შერწყმა, ბავშვობიდან, როცა კალმის ხელში ჭერა ვისწავლე, სულ ცათამბჯენებს და ქალაქებს ვხატავდი – მილიონი ფანჯარა, ხუთასი სართული. ვაშენებდი სხვადასხვა ქალაქებს ჩემს სამყაროში, მომწონდა იმის განსაზღვრა სად იქნებოდა ყველაზე ლამაზი და გრანდიოზული სახლი, ცათამბჯენი, კვარტალი. მიყვარდა ამერიკა, იმიტომ რომ მთელი ამერიკა ცათამბჯენების ქალაქი მეგონა. მეგონა ყველა ამერიკელი ცათამბჯენებში ცხოვრობდა. თუმცა ეს წარმოდგენა ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა რადგან ექვსი წლის ასაკში გეოგრაფია უკვე კარგად ვიცოდი, ახლა საოცნებო ჩარჩოში უფრო მკვეთრად გამოიკვეთა მსოფლიოს დედაქალაქი: დიდი ვაშლი – ნიუ იორკი. ნიუ იორკი დღემდე ჩემი ურბანული (არა მარტო) ოცნებების ქალაქია თავისი არტ დეკო ცათამბჯენებით და გრანდიოზულობით.

Continue reading