სევდა

მე მიყვარს სევდა! რომელიც ხშირად უსამართლოდ ასოცირდება პესიმიზმთან, დაღვრემილობასა და თვითგვემასთან. სევდა სხვანაირია – სევდა ცხოვრების შეცნობის სიღრმეა, არსებობის ფუნდამენტში შეჭყეტვის გზა. მხოლოდ სევდას და ცხოვრებისეული ტრაგედიის შეფასების გრძნობას ძალუძს შემოიტანოს ისეთი კონტრასტი, რომელიც ჭეშმარიტ ფასეულობებს სათანადოდ წარმოაჩენს. მხოლოდ სევდას შეუძლია შესძინოს ხალისს და სიცოცხლისმოყვარეობას სათანადო ფასი. სევდა არის ის რაც განსაზღვრავს ყველაფრის ფასს, თუ არ გჯერათ – წარმოიდგნეთ რომ არასდროს მოკვდებით, არ დაბერდებით და იგივე სიტუაციაში იქნება ყველა. ასეთ გარანტირებულ მუდმივობაში პირველი ალბათ რაც გაქრებოდა იქნებოდა სევდა, რადგან აღარ იქნებოდა საჭირო სიბრალული, თანაგრძნობა (არსებობა და სიჯანსაღე ხომ გარანტირებულია) სინანული, სოლიდარობა და დახმარება. და თუკი ეს ყველაფერი გაქრებოდა აღარ ექნებოდა ფასი არც სიხარულს არც სიცოცხლის სიყვარულს. იქ სადაც დროს და გარდაუვალ დრამატულ ცვლილებებს აზრი ეკარგება, იკარგება ყველაფერი ის რაც კარგია და მოგვწონს ამ ჩვენ არასრულფასოვან სამყაროში. ყველაფერი იდეალური უტოპიაა, ამიტომაც არ მჯერა იდეალური “კაცის” იდეალური “ბაღჩის” სადაც ლომები და ზებრები ერთად თამაშობენ, მარადიული ფასეულობების რომელთაც ცხოვრებისეული ტრაგედიისა და სევდის გარეშე გააჩნიათ ფასი. მიყვარს სევდა, მაგრამ არა პესიმიზმი და დაღვრემილობა. ეს ის სევდა არაა რომელიც თვითგამოხატვისთვის ჭირდება იმოს. არც ის სევდაა რომელიც განგაიარაღებს და საკუთარი არსებობის ფასს გაგინულებს.

Continue reading