სამყაროს ისტორია ანუ ბმულების სასაფლაო

ზუსტად ხუთი თვის წინ დაიბადა სამყარო. თავისუფალ სივრცეში დაკონსერვებული აზრები სურათების და სიტყვების პეიზაჟებად  მატერიალიზდნენ  ეს იყო ერთი სამყარო მილიონობით სამყაროს შორის, შეიძლება არც ძალიან განსაკუთრებული და საინტერესო, მაგრამ მაინც ახალი, თავიდან იყო სუფთა ფურცელი, (სერვერი) მერე გაჩნდა პირველი ასო, მეორე ასო და ა.შ… ასოები ერთმანეთთან ურთიერთქმედებაში შევიდნენ და შექმნეს სამყაროს სათაური, სამყაროს ევოლუციის შემდეგი საფეხური იყო აზრების დიფერენცირება, სამყაროს გეომეტრიამ აზრების სუპში ჩამოაყალიბა ცალკეული მიზნები…  აზრები ერთმანეთს გამოეყო, დალაგდა, გადანაწილდა, ჩამოყალიბდა და შემდეგ თანმიმდევრულად მატერიალიზდა ასოთა წყობაში, ანუ სიტყვებში, სიტყვებმა თავის მხრივ შექმნეს წინადადებები, წინადადებები ევოლუციურ კანონზომიერებებს დამორჩილდნენ და შექმნეს კომპლექსური სიტყვა კონკრეტული თემის ირგვლივ რომელსაც ამ სამყაროში პოსტი ეწოდება. ამგავარად შეიქმნა პირველი პოსტი,

Continue reading

Advertisements

რატომ ეშინია კაცობრიობას სექსის?

რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ოშოს “ტანტრა ენერგია და ექსტაზი” ამ პოსტის იდეაც იქიდან მომივიდა, თუმცა ამ პოსტში გატარებული აზრი ოშოს გავლენით ერთბაშად კი არ ჩამომიყალიბდა, უბრალოდ მისი დამოკიდებულება საოცრად დაემთხვა ჩემსას და გადავწყვიტეთ  ერთად დაგვეწერა პოსტი.

 

მე:

თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე კაცობრიობას ეშინოდა სექსის, თანამედროვე კაცობრიობის დამოკიდებულებას სექსთან მთლად ასე ვეღარ დავახასიათებ, დასავლეთმა თითქმის დაამარცხა შიში, აღმოსავლეთში ზოგი ებრძვის და ზოგს კიდევ შიშის გარეშე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება. თუმცა მთელი ამ შიშების მიუხედავად ადამიანის გაჩენის დღიდან, მისადმი შიში არასდროს გამხდარა პოპულაციის ზრდის შემაფერხებელი ფაქტორი, არც სექსი მოუკლია კაცობრიობას და არც გადაშენების პრობლემა დამდგარა ოდესმე, თუმცა კაცობრიობამ მაინც ჩამოაყალიბა მორალი სადაც სექსი ცუდ საქმედ ჩაითვალა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი რეპროდუქციული ინსტიქტის ერთადერთი ბუნებრივი სწრაფვაა. იმისთვის რომ დარწმუნდეთ სექსისადმი შიში ნამდვილად არსებობს, ჩაიხედეთ საკუთარ მორალურ პრინციპებში და აუცილებლად ნახავთ რომ გარკვეულ დონეზე სექსი და სიყვარული განცალკევებულ ცნებებად გვევლინება, ეს კი იქიდან გამომდინარეობს რომ გაუცნობიერებლად (მაინც) სექსის გვეშინია და მის იზოლირებას ვახდენთ სიყვარულისგან. მართალია ეს გაყოფა მამაკაცებში უფრო მკაფიოა, მაგრამ განა “ნორმალურ ოჯახში” აღზრდილ გოგონებს არ მიაჩნიათ რომ სექსშიც კი არსებობს კდემამოსილება და ისეთი “ილეთები” რაც მათ არ ეკადრებათ?

Continue reading