ჩემი კომპიუტერის ძველმანებში

გუშინ გადავწყვიტე კომპიუტერი გამესუფთავებინა, ხავსმოდებული ძველმანები სანაგვეზე გადამეყარა, ძველი ფაილები დამეხარისხებინა, “ფორთოჩკა” გამომეღო და ჰაერი გამეწმინდა, ჩახუთულ მყარ დისკს რომ ამოესუნთქა თავისუფლად. გადავქექე ძველი ფოტოები, მტვრიან თაროებზე შემოდებული ფოტოალბომები და გადავწყვიტე, რამდენიმე საინტერესო და ჩემთვისაც მივიწყებული ფოტო გამომეფინა,

ეს იყო მაშინ როცა ტიტანიკი ჩაიძირა, არ ვიცი იცოდნენ თუ არა ეს ამბავი ტფილისში ჩემმა წინაპრებმა, მაგრამ ის კი იცოდნენ რომ ფოტოს გადაღება არაჩვეულებვრივი მოვლენა იყო.

ტფილისი 1911-1913 წწ (ზუსტი თარიღი უცნობია)

Continue reading

Advertisements

ნასა მსოფლიო ჩემპიონატზე

Nasa Goes to the World Cup – ასეთმა სიახლემ მიიქცია ჩემი ყურადღება ნასას ვებ გვერდზე… ვაა ნასა ფეხბურთთან რა შუაშია?

მაშ ასე – ნასა ამ ფოტო სლაიდის მესიჯით See the participation countries from a new perspective გვთავაზობს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების სატელიტიდან გადაღებულ ძალიან საინტერესო და ლამაზ ფოტოებს.

დატკბით! და გამოიცანით რომელია თქვენი ფავოროტი ნაკრების მშობლიური ქვეყანა.

კლუბი 33ა, პოლ მაკარტნი და შალახო ანუ პოლის დაბადების დღე ქართულად

მოკლედ წინა პოსტში მაკარტნის დაბადების დღის აღსანიშნავი კონცერტის აფიშაც დავდე და ჩემი მტკიცე გადაწყვეტილებაც გავახმოვანე, რომ ქართველ ბიტლომანთა მილოცვას არ დავაკლდებოდი, ასე რომ, 19-ში 6 საათი არ იყო უკვე 33ა-ში რეპეტიციას ვუყურებდი. მონაწილეთა უმეტესობას ამშვენებდა შავ მაისურზე გამოსახული მაკარტნის პორტრეტი წარწერით Long live Paul.

ბლიცი გადიოდა რეპეტიციას როდესაც საიდანღაც სავარაუდოდ პარკში მომუშავე დამლაგებელი მოხუცი ქალი გამოჩნდა და ჩხუბი დაიწყო, რამხელა ხმაზე უკრავთ? ქართველები არა ხართ ქათულად მაინც დაუკარითო, ყველას გაეღიმა, მაგრამ ეს ქალი  რომ არ დაწყნარდა ბლიცის წევრებმა შალახო შეუბერეს. მოხუცს გაუხარდა და პირჯვარი გადაიწერა, ყველას სიცილი წასკდა, შალახო რომ გაჩერდა ბებია კიდევ აყვირდა ქართული დაუკარითო.

Continue reading