შეუცნობელ არს გზანი უფლისა

The Greatest bullshit story ever told

კარდინალმა რობერტო ფრანჩესკო ბლარმინომ ვერაფერი გააწყო ურჩ ფილოსოფოსთან. ის მაინც თავის აზრზე იდგა და ცდილობდა პაპ კლემენტ მერვესთან თავისი პოზიციის დაცვას. რა გაეწყობა… ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ვერაფერმა გატეხა. რა ჯიუტია, სულელი ადამიანი – დანანებით გაიფიქრა კარდინალმა და საბრალდებო დასკვნაში ჩაწერა: Egli sostiene che si trovano più mondi, che tutte le stelle sono mondi, ed il credere che sia solo questo mondo è grandissima ignoranza. (მიაჩნია რომ არსებობს ბევრი სამყარო, რომ ყოველი ვარსკვლავი ერთ-ერთი მათგანია და ერთადერთი სამყაროს რწმენა კი უდიდესი უმეცრება) უმეცრება სწორედ ისაა როცა სხვა სამყაროებს დაუშვებ სადაც თურმე სხვა არსებები სახლობენ. როცა გადაუხვევ წმინდა ეკლესიის მიერ დადგენილ დოგმატს და ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს დააკნინებ თითქოს იგი მისი შემოქმედების ცენტრალური ნაწილი არ იყოს. განა უსასრულო სამყაროს კონცეფცია უსასრულოდ  არ ამცირებს ადამიანის როლს?

Giordano_Bruno1

Continue reading

Advertisements

7 პლანეტა რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს – პოტენციურად სიცოცხლისთვის ვარგისი პლანეტების კატალოგი.

potentialy habitable planets

პლანეტების ზედაპირი წარმოადგენს მხატვრის წარმოსახვას და არა ტელესკოპით მიღებულ სურათებს. უცნობია თუ როგორ გამოიყურებიან ისინი. ჩვენ ვიცით მხოლოდ მათი ზომები და მასა

ახლახან პუერტო რიკოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა განიზრახეს შეექმნათ პოტენციურად სიცოცხლისთვის ვარგისი პლანეტების კატალოგი, რომელიც ახალ აღმოჩენებთან ერთად სულ უფრო გამდიდრდება. ჯერ ჯერობით სიაში 7 პლანეტაა, თუმცა ნასას კეპლერის მისიისას გამოვლენილი 54 კანდიდატი ელის საბოლოო დამტკიცებას. წინამდებარე 7 პლანეტა თავიანთი მახასიათებლებით ყველაზე მეტად გვანან დედამიწას. ცნობილ პლანეტებს შორის მათ აქვთ საუკეთესო შანსი სიცოცხლის არსებობისთვის. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით მათი ზედაპირის ქიმიური კომპოზიცია მაგრამ ვიცით რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი 1) პლანეტები იმყოფებიან თავიანთი ვარსკვლავიდან მოშორებით სასიცოცხლო ზონაში, სადაც თხევადი წყლის არსებობა შესაძლებელია. 2) ასევე აქვთ საჭირო ზომა რათა შეინარჩუნონ ატმოსფერო და შექმნან საჭირო სცენა სიცოცხლის განვითარებისთვის.

მოკლედ დავახასიათებ პლანეტებს:

Continue reading

ჯეიმს ვების ტელესკოპი დედამიწის მსგავს პლანეტებს დაინახავს

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, ეს პროექტი – მისი მზარდი ხარჯების გამო, ცოტა ხნის წინ გაუქმების საშიშროების წინაშე დადგა. (გადაიდო 2018 წლისთვის) კოსმოსური ტელესკოპის მეცნიერებათა ინსტიტუდიდან მეთ მაუნთინისა და ჯონ გრანსფილდის აზრით ჯეიმს ვების ტელესკოპი მოგვცემს შეუფასებელ ხედვას დედამიწის ტიპის პლანეტებისა. 

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ახალ ამბებში დიდი ხნის წინ გამოჩნდა. ხშირად წარმოდგენილი იყო როგორც ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის შემცვლელი. ჯეიმს ვები რომელიც კინაღამ დაბლოკა ამერიკის კონგრესმა, გვპირდება კოსმოსური მეცნიერებების რევოლუციას.

JWST – (James Webb Space Telescope) არ არის უბრალოდ ჰაბლის გაუმჯობესებული მოდელი. განსხვავებით ჰაბლისგან რომელიც აღიქვამს ხილვად და ულტრა იისფერ სინათლეს. ჯეიმს ვების ტელესკოპი აღიქვამს ტალღებს 0.6-დან (ნარინჯისფერი სპექტრში) 28 მიკრომეტრამდე (ღრმა ინფრაწითელი რადიაცია დაახლ 100 კელვინი (-173°C ან  −280 °F)

რადგანაც JWST ეძებს სითბოს, მას უნდა შენარჩუნდეს  ძალიან დაბალი ტემპერატურა, დაცული უნდა იყოს გარსით მზის, დედამიწის და მთვარის რადიაციისგან. ტელესკოპის ტემპერატურის 40 კელვინზე (-233 °C) შესანარჩუნებლად.  JWST-ს ექნება დიდი მზის დამცავი ფენა და იმოძრავებს ფართო ორბიტაზე მზის გარშემო. მისი ორბიტა იქნება დედამიწიდან მილიონ ნახევარი კილომეტრის მოშორებით თითქმის 4-ჯერ შორს ვიდრე მანძილი დედამიწასა და მთვარეს შორის. გრავიტაციული ძალების ბალანსი დედამიწასა და  მზეს შორის L2 წერტილში JWST-ს ბევრი ენერგიის გამოუყენებლად შეუნარჩუნებს სტაბილურ ორბიტას. თუმცა ეს დისტანცია, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლებელს გახდის ტელესკოპის შეკეთებას ან შერემონტებას.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი

“JWST-ის კომპლექსურობა, მოსახერხებელი ოპტიკა და სხვა სისტემები, რომლებიც 40 კელვინზე მუშაობენ, დამაბრკოლებელია მათი შეკეთება და შეცვლა, ამ ყველაფერმა ალბათ შექმნა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რთული, კომპლექსური და ძვირი ინტეგრაციის და ტესტ პროგრამები” – დაწერა ჯეიმს ვების პროგრამის წარმომადგენელმა მაიკლ კეპლენმა  The Space Review-ში 

ხუთი წლის წინ პროექტი შეფასებულ იქნა 2,4 მილიარდ დოლარად, მაგრამ უკანასკნელი ანგარიშების მიხედვით, პროექტის მთლიანმა ღირებულებამ 8.7 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ტელესკოპის შესაქმნელად უკვე 3,5 მილიარდი დაიხარჯა, კონსტრუქციის 3/4 უკვე მზად იყო, როცა კონგრესი მისი სიძვირის გამო პროექტის გაუქმებას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ პროექტი გადარჩა, მხოლოდ გადაიდო 2018  წლისთვის. ტელესკოპის გაშვება მოხდება ეცროპული რაკეტით Ariane V.

JWST -ის მიზანია დიდი აფეთქების შემდგომი ყველაზე ადრეული ვარსკვლავებისა და გალაქტიკების მოძებნა. ვარსკვლავების, გალაქტიკების და პლანეტური სისტემების ევოლუციისა და ფორმირების შესწავლა.

მეთ მაუნთანის (კოსმოსური ტელესკოპის სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი) და  ჯონ გრანსფილდის (ყოფილი ნასას ასტრონავტი და მეცნიერი) მიხედვით, JWST  ასევე მოძებნის და შეისწავლის პლანეტებს, რომლებიც გარემოექცევიან შორეულ ვარსკვლავებს. ასეთი დაკვირევების შესაძლებლობა არ ქონია აქამდე არც ერთ ტელესკოპს. Astrobiology Magazine ის რედაქტორი ლესლი მალენი ესაუბრა მაუნთინს და გრანსფილდს იმის შესახებ თუ რა შეიძლება გამოავლინოს JWST-მა ჩვენი გალაქტიკის შესაძლო სასიცოცხლო ადგილების შესახებ:

Continue reading

ჩვენი წინაპარი ვარსკვლავები

ჩანთა მოვიხსენი და მიწაზე დავაგდე, მერე ფეხმორთხმით დავჯექი ასფალტზე, იარაღი გვერდიოთ მოვიდე, ქაღალდის შეკვრიდან ტყვიები გადმოვყარე და მჭიდის დატენვა განვაგრძე. არასდროს მომიკლავს კაცი, მხოლოდ სამიზნესთვის მისვრია. ომიც მარტო ფილმებში მინახავს და აი უცებ, მე, სამხედრო ფორმით, იარაღით და ტყვიებით. თუმცა ჯერ ფრონტზე არ ვარ, მაგრამ ალბათ მალე ვიქნები. აქეთკენ გზაში ყველა ხალისობდა, თითქოს ექსკურსიაზე მიდიანო, მე ვიჯექი ჩაფიქრებული და ვცდილობდი მომავლის წარმოდგენას. მეგობარმა შემჩნია ჩემი სიჩუმე და დამშვიდება დამიწყო ნუ გეშინიაო, არადა სულ არ მეშინოდა, უბრალოდ ვხვდებოდი რამდენად სერიოზულია, როცა იარაღი უნდა დაიკავო ხელში. მჭიდი გავტენე და იარაღს მოვარგე, ირგვლივ მწვანე ფორმიანი ჯეელები მოფენიან ყველაფერს, ბინდი წვება დედამიწაზე. ბრძანებას ველოდებით, მოშორებით, გზიდან სამხედრო ტექნიკის გუგუნი ისმის, შუქებ ჩამქრალი მიდიან განუწყვეტლივ, დრო მიიზლაზნება. ცივ და მაგარ ასფალტზე პირაღმა წამოვწექი, თავთან ჩანთა დავიდე და ცას გავცქერი, საღამოს პირველი “ვარსკვლავი”, ვენერა გამოჩნდა. სიმშვიდეს, რამდენიმე ჯარისკაცის ღრიანცელი არღვევს მხოლოდ, უმეტესობა, ხმადაბლა საუბრობს ან ჩუმად ზის ასფალტზე. ფეხებთან ვიღაც უცნობი მოკალათდა, სიგარეტს ასანთის ღერით მოუკიდა,  ღრმა ნაფაზი მოქაჩა და ცას ახედა, სიგარეტი ვთხოვე, მომაწოდა, მეც გავუკიდე და ცას მივაშტერდი: “დროზე თუ არ გადაგვიყვანეს ამ ბაზის ტერიტორიიდან ბომბები არ აგვცდება” -ამბობს უცნობი მშვიდად “რამდენიმე საათის წინ მტრის მოიერიშე ჩამოაგდეს ახლოს” “ბიჭო რაღაც ციმციმებს ხედავთ?”

Continue reading