რატომ არ არსებობს მარადიული ცხოვრება და სული

პირველად 13 წლის ასაკში გამიჩნდა სიღრმისეული კითხვები, მართალი იყო თუ არა ადამის და ევას ისტორია? კაენმა საიდან მოიყვანა ცოლი? როცა ვკვდებით მართლა მივდივართ თუ არა სამოთხეში და ჯოჯოხეთში და ა.შ. მომდევნო ათწლეულში თანდათან ჩამომიყალიბდა აზრი რომ იდეა სულზე და მარადიულ ცხოვრებაზე ადამიანური სისუსტის და ფანტაზიის შედეგია. მახსოვს ბავშვობაში ვიტირე როცა გავაცნობიერე რომ ერთ დღეს მოვკვდებოდი, მოკვდებოდა ყველა ვინც მიყვარდა. მარადიული სულის იდეაც ალბათ კაცობრიობის ბავშვური ახირებაა, რომელსაც პანიკურად ეშინია სიკვდილის და ამ შიშის გასადევნად იდეალისტურ ზღაპრებს იგონებს.

adventure-in-the-afterlife

ადამიანების ფსიქოლოგიას, შიშებს, იმედებს, რომ ვუკვირდები, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ეს აზრი მართებული უნდა იყოს, წარმოიდგინეთ უძველესი ჰომო საპიენსის აზრები რომელმაც გააცნობიერა რომ ის მოკვდებოდა. მას რამე უნდა მოეფიქრებინა. 21-ე საუკუნეშიც კი ადამიანთა უმეტესობის გონება ისევ არქაულ ეპოქაშია ჩარჩენილი, ათასი ცრურწმენებით, ანიმისტური მსოფმხედველობით სადაც ვიღაცის უჩინარი ნება და ხელია საჭირო სამყაროს სამართავად, სადაც ღმერთებს მსხვერპლი ისევ უნდათ და სადაც მილიონი წმინდანის ხატი მანქანაში და ოთახში პოლითეიზმის სახეშეცვლილი ფორმაა. ასეთ საზოგადოებაში რათქმაუნდა ხალხს სჭირდება სჯეროდეს რომ იქ სადღაც “ნათელში” გააგრძელებს სამუდამო ცხოვრებას.

ბევრი რომ არ გავაგრძელო (სხვა საკითხს მეტი ყურადღება მინდა დავუთმო) უამრავი ფაქტორია თუ რატომ შეიძლებოდა ეს გამოეგონებინათ ადამიანებს და ამავე დროს ბევრი მიზეზიც არის იმის თუ რატომ იქნებოდა ეს ინფორმაცია გავრცელებადი და ზოგიერთ შემთხვევაში სასარგებლოც კი.

Continue reading

ღმერთის მუზარადი

ღმერთის მუზარადი – ესაა მოწყობილობის პოპულარული სახელი,  რომელიც ლორენშენის უნივერსიტეტში შეიქმნა, უფრო კორექტულად მას ქვია კორენის მუზარადი. (სტენლი კორენმა შექმნა იგი პროფესორ მაიკლ პერსინგერის ხელმძღვანელობით) ამ მოწყობილობის, ფუნქცია რომელიც მუზარადს ან ჩაფხუტს გავს, მდგომარეობს ნერვოთეოლოგიურ ექსპერიმენტში რომლისთვისაც შეიქმნა ეს ხელსაწყო. ე.წ ღმერთის მუზარადი  ქმნის რთულ მაგნიტურ ველს და სტიმულირებს იმ ადამიანის ტვინის გარკვეულ უბანზე რომელსაც ეს მუზარადი ახურავს. ხელსაწყო შეერთებულია კომპიუტერთან და ექსპერიმენტის ხელმძღვანელობა აკვირდება ტვინის სხვადასხვა უბნის აქტივობას. ექსპერიმენტში მონაწილეთა დიდი ნაწილი იტყობინება რელიგიურ  სულიერ განცდებს, ზოგიერთ მათგანს ქონდა უცნაური ჰალუცინაციები.

ექსპერიმენტი შემდეგნაირად ტარდება,  ცდის ობიექტი იხურავს მუზარადს და რჩება  ბნელ ოთახში, სრულ სიჩუმეში. პერსინგერის თქმით ტვინის გარკვეული უბნები არის რელიგიური და მისტიკური შეგრძნებების წყარო, სიჩუმე და სიბნელე  კი ეხმარება ექსპერიმენტის ეფექტს.

Continue reading