კარლ სეიგანი – კოსმოსი – პერსონალური მოგზაურობა

დიდი ხანია მინდოდა დამეწერა ამ კაცზე რამე, ერთი პოსტი დავწერე კიდეც ადრე – A pale blue dot fairy tale  მაგრამ ეს პოსტი მხოლოდ ნაწილობრივ ეხებოდა მას და ინფორმაცაც ძალიან მწირი იყო. სამწუხაროა რომ ინტერნეტ სივრცეში ქართულად თითქმის არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება მასზე. სანამ პოსტის წერას დავიწყებდი კიდევ ერთხელ დავძებნე გუგლში, გვარის ყველა ვარიანტი ვცადე “საგანი” “სეიგანი” “სეგანი” დარწმუნებული არ ვარ ქართულად რომელი ვარიანტი უნდა იყოს სწორი. მე სეიგანი ავირჩიე რადგან ინგლისურადაც ანალოგიურად გამოითქმის. ძებნის შედეგებმა მხოლოდ სოც ქსელებში და ფორუმებზე კერძო საუბრებში შემთხვევით ნახსენები სეიგანი მანახა. აქედან კი ლამის 50% -ის ავტორი მე ვარ.

მინდოდა დამეწერა იმიტომაც რომ ინფორმაცია მის შესახებ ძალიან მცირეა და იმიტომაც რომ სეიგანის ფილოსოფია ჩემთვის ახლობელი და მთავარი შთამაგონებელი ძალა გახდა.

რატომ მაინცდამაინც დღეს? დღეს მოვრჩი მის ცნობილ წიგნს, რომელსაც კოსმოსი ქვია. რომელიც ნიუ იორკ თაიმსის მიხედვით არის “ერთ-ერთი პირველი ბესტსელერი სამეცნიერო წიგნი რომელიც კი ოდესმე გამოქვეყნებულა ინგლისურ ენაზე.” ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა ჩემი მიმოხილვა წიგნის შესახებ. თუმცა სადაც ამ წიგნს ახსენებ იქ იგივე სახელწოდების სატელევიზიო სერიების გამოტოვება არ შეიძლება. რადგან სატელევიზიო სამეცნიერო სერიალმა კიდევ უფრო დიდი გავლენა იქონია პუბლიკაზე და საერთოდ მსოფლიოზე, ვიდრე წიგნმა. როგორც წიგნის ყდა იტყობინება კოსმოსი 5 მილიონზე მეტი ასლი დაბეჭდილა, სატელევიზიო სერიალი კი 200 მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა მსოფლიოში რაც 80-იანი წლების მსოფლიო მოსახლეობის 5%-ზე მეტია – როგორც თავად სეიგანი გვეუბნება წინასიტყვაობაში.

Continue reading

Advertisements

დიდი აფეთქება ღვთიური ნაპერწკალის გარეშე?

ჩვენმა სამყარომ დაიწყო არსებობა 13,75 მილიარდი წლის წინ ღმერთის დახმარების გარეშე – ამბობენ მკვლევარები.

შეიძლება ეს ყველაფერი ჩვენ ინსქტიქტურ წარმოდგენებს შორდება, რომელიც მოგვიწოდებს ვიფიქროთ რაღაცის არაფრისგან შექმნის შეუძლებლობაზე. მაგრამ აუცილებელი არაა ინსქტიქტებს ვენდოთ. თუმცა ისინი ჩამოყალიბდნენ ჩვენ გადასარჩენად აფრიკულ სავანებში 150 000 წლის წინ,  მაგრამ სამყაროს ფუნდამენტურ სტრუქტურაში ვერ ერკვევიან. ამბობენ ფიზიკოსები: ნაცლვად ინსქტიქტებისა უნდა ვენდოთ ფიზიკის კანონებს.

“დიდი აფეთქება უნდა იყოს შედეგი ფიზიკის კანონების არსებობისა” ამბობს ასტროფიზიკოსი ალექს ფილიპენკო (კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლი) “ფიზიკის კანონებით შეგიძლია სამყაროს შექმნა”

ფილიპენკომ ისაუბრა კონფერენციაზე SETICon დისკუსიის ფარგლებში: “ჭირდება დიდ აფეთქებას ღვთიური ნაპერწკალი?” მან თავი შეიკავა განცხადებისგან რომ ღმერთი არ არსებობს, უბრალოდ ყურადღება გაამახვილა იმაზე რომ სამყაროს შექმნას არ ჭირდება ყოვლისშემძლე შუამავალი და რომ ფიზიკის კანონებმა მისცეს დასაბამი ყველაფერს. “არ მგონია შესაძლებელი იყოს მეცნიერების გამოყენებით ღმერთის არსებობის დამტკიცება ან უარყოფა” ამბობს ფილიპენკო.

Continue reading

ღმერთის კამათლები და ჰოკინგის პარადოქსი

“ღმერთი კამათელს არ თამაშობს!” – ეს აინშტაინის ცნობილი სიტყვებია, რითაც მან გამოხატა თავისი კრიტიკული დამოკიდებულება მაშინ ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფი კვანტური თეორიის მიმართ. აინშტაინს სწამდა რომ სამყაროში ყველაფერი თანმიმდევრულ ლოგიკურ კანონზომიერებებს ემყარებოდა რომელთა ამოხსნა და წინასწარმეტყველება შეიძლება. კვნატური თეორია კი შემთხვევითობებს ეყრდნობოდა, ფერმკრთალდებოდა სიზუსტე და მხოლოდ ალბათობის ენით შეიძლებოდა საუბარი. დრომ და ექსპერიმენტებმა ანახა რომ კვანტური თეორია თავისი ალბათურობით მუშაობს. ეს უცნაური სამყაროა, სადაც ნაწილაკები ორ მდგომარეობაში ერთდროულად იმყოფებიან. სადაც ქრებიან და მატერიალიზდებიან სხვაგან, სადაც რეალობა დაკვირვების მიხედვით იცვლება, ანუ ეს ის სამყაროა სადაც მისი სრული ამოხსნისთვის ადამიანური ლოგიკა და წარმდგენები უძლური ხდება. თუმცა ადამიანი მათემატიკის მეშვეობით იგებს კვანტური სამყაროს მოქმედების გარკვეულ ასპექტებს.

კვანტურმა თეორიამ დიდი არეულობა გამოიწვია ფიზიკოსთა ტვინში. კვანტურ მექანიკაში ღვაწლმოსილმა ცნობილმა ფიზიკოსმა რიჩარდ ფეინმამნმა კვანტურ მექანიკაზე თქვა: “თუ თქვენ ფიქრობთ რომ გესმით კვანტური მექანიკა, ე.ი თქვენ არ გესმით კვანტური მექანიკა”

Continue reading

შონ ქეროლი: შორეული დრო და სიტყვა მულტი სამყაროზე

მოკლედ ბმული რომელიც მოცემულია პოსტში ოდნავ ქვემოთ წარმოადგენს კოსმოლოგ შონ ქეროლის 15 წუთიან საუბარს TED-ის კონფერენციაზე კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსიტიტუტში. საუბრის თემა ეხება დროს, ენტროპიას და მულტი სამყაროს. ამ ვიდეო საუბრის ქართული სუბტიტრებისთვის გავისარჯე, რათა TED-ის საიტზე გამოქვეყნდეს. ვიდეოს სანახავად ქართული სუბტირებით. გადადით ბმულზე და სანამ PLAY ღოლაკს დააწვებით მის გვერდით ენებში აირჩიეთ  — “Georgian” აქ კი ბმულის ქვევით ნახავთ ქეროლის საუბრის სუბტიტრებისგან შედგენილ ტექსტს. შეიძლება ტექსტი სუბტიტრებისთვის ნორმალური იყოს და არა ასე მოთხრობასავით დალაგებული რომელსაც უფრო აკურატული თარგმნა და დაწყობა უნდა თუმცა იმედი მაქვს მისი წაკითხვა ძნელი არ იქნება დაინტერესებულთათვის. enjoy

Sean Carroll: Distant time and the hint of a multiverse – 33 Translation(s) | dotSUB.

P.S: ესეც იგივე საუბრის იუთუბის ვიდეო,

სამყარო მართლაც დიდია ჩვენ ვცხოვრობთ გალქატიკაში “რძიანი გზა” ჩვენ გალაქტიკაში ასი მილიარდი ვარსკვლავია. თუ მოიმარჯვებთ კამერას და დაუმიზნებთ ცის რომელიმე შემთხვევით შერჩეულ ნაწილს და საკეტს ღიად დატოვებთ სანამ თქვენი კამერა მიბმულია ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპს, ის დაინახავს ასეთ რამეს ყოველი ეს პატარა ლაქა გალაქტიკაა,

Continue reading

ბობი, ელისი და შავი ხვრელი

მაინც რა არის ეს შავი ხვრელები? რატომ არიან ისინი ეგზოტიკური და მისტიური ობიექტები? იმიტომ რომ  ყველაფერს თავდაყირა აყენებენ, მათ სრულად შესაცნობად თანამედროვე ფიზიკა ჯერ კიდევ უძლურია. ისინი ერთდროულად არიან ძალიან რთული და ძალიან მარტივი ობიექტები. ისინი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ სამყაროს არქიტექტურას და სიცოცხლის არსებობასაც კი, დედამიწაზე.

შავი ხვრელების არსებობა პირველად ფრანგმა მეცნიერმა პიერ ლაპლასმა იწინასწარმეტყველა 1796 წელს, მისი თქმით ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონის მიხედვით საკმაოდ მძიმე ობიექტი არ მისცემდა საშუალებას სინათლესაც კი რომ მას გასხლტომოდა. რათქმაუნდა იმ დროისთვის ეს სენსაციური და ძალიან არარეალური ვარაუდი იყო. შემდეგ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში მეცნიერებმა იგივე ივარაუდეს აინშტაინის ფარდობითობის თეორიის მიხედვითაც, თუმცა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრამდე შავი ხვრელი მაინც ფანტასტიკური ვარაუდი იყო, მეცნიერთა უმეტესობა სერიოზულად არ განიხილავდა რადგან მისი არსებობის დამადასტურებელი არც ერთი ირიბი ფაქტი არ მიანიშნებდა. მითუმეტეს ისინი არღვევდნენ ფიზიკის კანონებს და ამიტომაც ასეთი ობიექტი არავის ეპიტნავებოდა.

Continue reading

Bang Bang – და იქმნა ნათელი

ჩემი  აზრით (და არა მარტო ჩემი) ადამიანი გონიერი არსება მაშინ გახდა როდესაც მასში ცნობისმოყვარეობა დაიბადა. პირველი ნაბიჯებიდანვე ადამიანი ალბათ ცდილობდა გაეცა პასუხი კითხვებს, ვინ ვარ, რა არის ჩემს გარშემო და საიდან გაჩნდა ეს ყველაფერი. ადამიანის უნიკალურმა ფანტაზიამ მრავალი მითი და ლეგენდა შვა, ზოგიერთ კულტურას მიაჩნდა რომ  დედამიწა რომელიმე ღმერთის სხეულისგან ჩამოყალიბდა, ზოგს კი ეგონა რომ ცის თაღი სვეტებს უჭირავს ანდაც ხმელეთი უზარმაზარ სპილოებს უკავიათ ეშვებით, გიგანტური კუს ბაქანზეა მთელი ქვეყანა და ა.შ..

თუმცა, მეცნიერებამ ნელ ნელა ბევრი რამ გამოარკვია, სამყარო იმაზე დიდი და რთული აღმოჩნდა ვიდრე რომელიმე  მითი აღუწერდა ადამიანებს. მიუხედავად იმისა რომ მეცნიერებამ დიდი გზა გამოიარა და ბევრ კითვაზე პასუხი გასცა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად ვინ ვართ, საიდან მოვედით, საიდან დაიბადა სიცოცხლე და რა იქნება სამყაროს მომავალი. 19-ე საუკუნეში მეცნიერებს მიაჩნდათ რომ სამყარო და შესაბამისად მასში არსებული მატერია იყო უცვლელი და სტატიკური. ანუ სამყარო არასდროს დაბადებულა: – ის იყო არის და იქნება მუდამ. მაგრამ მეოცე საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში ამერიკელმა ასტრონომმა ედუინ ჰაბლმა გააკეთა რევოლუციური აღმოჩენები, მან აღმოაჩინა რომ ზოგიერთი ნისლეული, სავარაუდოდ ძალიან შორს იყო და წარმოადგენდა ცალკე ვარსკვლავურ სისტემას, ჰაბლმა აღმოაჩინა რომ არსებობს გალაქტიკები, რომ ჩვენც გალაქტიკაში ვცხოვრობთ.

Continue reading

TED – იდეები ღირს გავრცელებად – ბრაიან გრინი და სიმების თეორია

მოკლედ ვინც არ იცით არის ასეთი სამეცნიერო საიტი: TED.COM მისი ლოზუნგია: იდეები ღირს გავრცელებად, Ideas worth spreading. ისინი იწვევენ ცნობილ, სხვადასხვა პროფილის მეცნიერებს, რომლებიც ატარებენ მოკლე ვიდეო ლექციებს  თავისი აღმოჩენების შესახებ, ამ ვიდეოებს ქვიათ – საუბრები Talks.  საიტის მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა ენაზე გადათარგმნოს ტექსტი და სუბტიტრების სახით დაამატოს სასურველი ენა. საიტზე ჯერ ჯერობით 13 Talk-ია რომელიც გადათარგმნილია ქართულად. მეც ავდექი და გადავწყვიტე მივეხმარო ეროვნულ საქმეს და ჩემი გაჭირვებული ინგისური დავძაბე. ავდექი, დავრეგისტრირდი და request-ი გავუგზავნე TED-ს ჩემს არჩეულ ვიდეოზე, ეს გახლავთ – ბრაიან გრინი სიმების თეორიაზე, მეილი მომივიდა სადაც ტექსტის გამოგზავნას დამპირდნენ ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ ტყუილად რომ არ მოვცდენილიყავი, ვიდეოს გვერდით Open interactive transcript ჩამოვშალე ბრაიან გრინის გამოსვლის ტექსტი ვორდში გადმოვაკოპირე და თარგმნას შევუდექი.

Continue reading