საზოგადოება და ღმერთი

ამას წინათ ვთქვი რომ რელიგიურ თემებზე საუბარს გავურბივარ, თუმცა დამავიწყდა დამემატებინა რომ მხოლოდ სუფრასთან და ისეთ “სასტავში” სადაც ვიცი რომ ნორმალური დებატები ვერ გაიმართება ანდაც იქ სადაც ტიპებს უბრალოდ არ ყოფნით იმის შეგნება რომ განსხვავებული აზრი საერთოდ მიიღონ. ზოგს მიაჩნია რომ უწყინარი ათეისტი ვარ, რომელსაც ალბათ სიამოვნებს სხვების მორწმუნეობა, ზოგს მიაჩნია რომ უბრალოდ ვეძებ (რომელიმე ღმერთს) თორე აბა ისე უბრალოდ ათეისტი ვის გაუგია? ცოტა ცუდი ტონია, ან ვერ წარმოუდგენიათ ამ მდგომარეობაში ყოფნა. ამით მამართლებენ ხოლმე და როცა მეღიმება, გონიათ რომ ვეთანხმები.  ზოგი იმედოვნებს რომ 100% არ ვარ დარწმუნებული ე.ი იმედი არსებობს, ჭეშმარიტების გზაზე დაბრუნებისა. 😀

ერთადერთი ათეისტი მეგობარი (ახლო მეგობარი, თორე ისე არიან რამოდენიმე) მყავს და ისიც, პასიური ათეისტია, მისი დამოკიდებულებაა: ” ძალიან კარგია თუ გწამს  – მე არ მწამს, არ ვაკეთებ ამის აფიშირებას, შენ შენთვის მე ჩემთვის” – ამ მეგობარმა მითხრა ერთხელ, ნიცშე “ცვეტში” მორწმუნე იყო თორე ამდენს რატომ იფიქრებდა და დაწერდა ღმერთზეო. როცა ღმერთზე მიდის კამათი მორწმუნეთა უმრავლესობაც ანალოგიური რამით აპელირებს. “აი ათეისტო, თუ არ გწამს ღმერთის, მაშ ამდენს რატომ ლაპარაკობ მასზე? “ზნაჩით” გწამს სინამდვილეში”. ამოცანა ამოხსნილია – რა გონებამახვილური მიგნებაა არა? 😀

Continue reading

Advertisements