უცნაური ფრინველი

მაჰვა-ნუ იმ დღეს აქოშინებული შევარდა ბელადის ქოხში და სოფლის საჭირბოროტო საკითხებზე დინჯად მოსაუბრე უხუცესებს მყუდროება დაურღვია, გამოცვივდნენ ყველანი გარეთ, მაჰვა-ნუ უჩვეულოდ აღელვებული ირწმუნებოდა ხეების თავზე უცნაური დიდი ფრინველი დაფრინავდა და თან საშინელ ხმას გამოსცემდაო, მაგრამ დანარჩენებს უჩვეულო იმ დროს არაფერი დაუნახავთ. ეს იყო იმდენი მთვარის უკან, რომელიც არავის შეეძლო დაეთვალა. რომც მოესურვებინათ მათ ლექსიკონში ათზე დიდ რიცხვს  – ბევრი ერქვა. თუმცა ახსოვდათ მაჰვა-ნუს შეშფოთებული სახე და ღმერთების რისხვასავით, ძრწოლით წამოძახილი “დიდი ფრინველი” .

ლამის დავიწყებასაც კი მიეცა ეს ამბავი როცა დიდი ფრინველი ისევ გამოჩნდა, ამჯერად მაჰვას მეზობელმა პატარა ანადამ გაიგონა უჩვეულო ზმული მერე სადღაც კენწეროებს ზემოთ შენიშნა. შინ შეირბინა და სანამ სხვებს დაუძახებდა მანამდე მთელი სოფელი გარეთ აღმოჩნდა, კაცები ნადირბიდან ბრუნდებოდნენ, ქალები და ბავშვები პაპაიას კრეფას მორჩენილიყვნენ და სავსე კალათებს შინისაკენ ეზიდებოდნენ, სწორედ ამ დროს მიიპყრო ყველას ყურადღება ზეციდან მომავალმა ხმაურმა. აი ისიც მაჰვა-ნუს მოჩვენება – დიდი ფრინველი. ნამდვილად არსებულა. ფრინველი უცნაურად იქცეოდა, თითქოს შორდებოდა სოფელს, მერე ისევ უახლოვდებოდა. მონადირეებმა სასწაფოდ მოიმარჯვეს მშვილდ ისრები, მაგრამ ყველაზე მარჯვე მსროლელმაც ვერ მიაწვდინა ისარი მოელვარე ფრინველს. უცნაური იყო ეს ფრთოსანი, რადგან როგორც მაჰვამ შენიშნა მზის სხივებზე ელვარებდა მისი ტანი, ერთ ხანს სოფლის თავზე იტრიალა და შემდეგ სხვა მხარეს გაფრინდა, მისი ზმუილა ხმა თანდათან ჰაერში დაიკარგა და სახტად დატოვა სოფელი.

Continue reading

Advertisements