სათნოების სტანდარტი და ნიშნების ბატონობა

t23smSoთუ გსურს ამ ქვეყანაში წარმატებული და ინტეგრირებული იყო სოციუმში, რათქმაუნდა უნდა აკმაყოფილებდე გარკვეულ სტანდარტებს. პირველი და აუცილებელი სტანდარტი ეს არის “იყავი ექსატრავერტი”. აქ იმდენად საქმის ცოდნა არ ფასდება რამდენადაც კომუნიკაციის უნარი, ეს ალბათ მეტნაკლებად ყველგან ასეა, მაგრამ ჩვენთან რაღაც არაოფიციალური ძმა-ბიჭურ თბილისური (ქალაქური) ელფერით ხასიათდება. (მდედრების შემთხვევაში ცოტა სხვაგვარადაა) ეს ქვეყანა ინტროვერტებს არ წყალობს. მთავარია ვის იცნობ და არა რას აკეთებ.

ასევე მნიშვნელოვანი სტანდარტია გარეგნულად იზიარებდე საყოვლთაო ჭეშმარიტებებს, აღიარებდე სათნოების უნივერსალურ სტანდარტს, ეს უკანასკნელი ყველაზე ფართო გაგებით ნიშნავს “რაღაცის რწმენას”

Continue reading

შეუცნობელ არს გზანი უფლისა

The Greatest bullshit story ever told

კარდინალმა რობერტო ფრანჩესკო ბლარმინომ ვერაფერი გააწყო ურჩ ფილოსოფოსთან. ის მაინც თავის აზრზე იდგა და ცდილობდა პაპ კლემენტ მერვესთან თავისი პოზიციის დაცვას. რა გაეწყობა… ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ვერაფერმა გატეხა. რა ჯიუტია, სულელი ადამიანი – დანანებით გაიფიქრა კარდინალმა და საბრალდებო დასკვნაში ჩაწერა: Egli sostiene che si trovano più mondi, che tutte le stelle sono mondi, ed il credere che sia solo questo mondo è grandissima ignoranza. (მიაჩნია რომ არსებობს ბევრი სამყარო, რომ ყოველი ვარსკვლავი ერთ-ერთი მათგანია და ერთადერთი სამყაროს რწმენა კი უდიდესი უმეცრება) უმეცრება სწორედ ისაა როცა სხვა სამყაროებს დაუშვებ სადაც თურმე სხვა არსებები სახლობენ. როცა გადაუხვევ წმინდა ეკლესიის მიერ დადგენილ დოგმატს და ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს დააკნინებ თითქოს იგი მისი შემოქმედების ცენტრალური ნაწილი არ იყოს. განა უსასრულო სამყაროს კონცეფცია უსასრულოდ  არ ამცირებს ადამიანის როლს?

Giordano_Bruno1

Continue reading

დიდი აფეთქება ღვთიური ნაპერწკალის გარეშე?

ჩვენმა სამყარომ დაიწყო არსებობა 13,75 მილიარდი წლის წინ ღმერთის დახმარების გარეშე – ამბობენ მკვლევარები.

შეიძლება ეს ყველაფერი ჩვენ ინსქტიქტურ წარმოდგენებს შორდება, რომელიც მოგვიწოდებს ვიფიქროთ რაღაცის არაფრისგან შექმნის შეუძლებლობაზე. მაგრამ აუცილებელი არაა ინსქტიქტებს ვენდოთ. თუმცა ისინი ჩამოყალიბდნენ ჩვენ გადასარჩენად აფრიკულ სავანებში 150 000 წლის წინ,  მაგრამ სამყაროს ფუნდამენტურ სტრუქტურაში ვერ ერკვევიან. ამბობენ ფიზიკოსები: ნაცლვად ინსქტიქტებისა უნდა ვენდოთ ფიზიკის კანონებს.

“დიდი აფეთქება უნდა იყოს შედეგი ფიზიკის კანონების არსებობისა” ამბობს ასტროფიზიკოსი ალექს ფილიპენკო (კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლი) “ფიზიკის კანონებით შეგიძლია სამყაროს შექმნა”

ფილიპენკომ ისაუბრა კონფერენციაზე SETICon დისკუსიის ფარგლებში: “ჭირდება დიდ აფეთქებას ღვთიური ნაპერწკალი?” მან თავი შეიკავა განცხადებისგან რომ ღმერთი არ არსებობს, უბრალოდ ყურადღება გაამახვილა იმაზე რომ სამყაროს შექმნას არ ჭირდება ყოვლისშემძლე შუამავალი და რომ ფიზიკის კანონებმა მისცეს დასაბამი ყველაფერს. “არ მგონია შესაძლებელი იყოს მეცნიერების გამოყენებით ღმერთის არსებობის დამტკიცება ან უარყოფა” ამბობს ფილიპენკო.

Continue reading

საზოგადოება და ღმერთი

ამას წინათ ვთქვი რომ რელიგიურ თემებზე საუბარს გავურბივარ, თუმცა დამავიწყდა დამემატებინა რომ მხოლოდ სუფრასთან და ისეთ “სასტავში” სადაც ვიცი რომ ნორმალური დებატები ვერ გაიმართება ანდაც იქ სადაც ტიპებს უბრალოდ არ ყოფნით იმის შეგნება რომ განსხვავებული აზრი საერთოდ მიიღონ. ზოგს მიაჩნია რომ უწყინარი ათეისტი ვარ, რომელსაც ალბათ სიამოვნებს სხვების მორწმუნეობა, ზოგს მიაჩნია რომ უბრალოდ ვეძებ (რომელიმე ღმერთს) თორე აბა ისე უბრალოდ ათეისტი ვის გაუგია? ცოტა ცუდი ტონია, ან ვერ წარმოუდგენიათ ამ მდგომარეობაში ყოფნა. ამით მამართლებენ ხოლმე და როცა მეღიმება, გონიათ რომ ვეთანხმები.  ზოგი იმედოვნებს რომ 100% არ ვარ დარწმუნებული ე.ი იმედი არსებობს, ჭეშმარიტების გზაზე დაბრუნებისა. 😀

ერთადერთი ათეისტი მეგობარი (ახლო მეგობარი, თორე ისე არიან რამოდენიმე) მყავს და ისიც, პასიური ათეისტია, მისი დამოკიდებულებაა: ” ძალიან კარგია თუ გწამს  – მე არ მწამს, არ ვაკეთებ ამის აფიშირებას, შენ შენთვის მე ჩემთვის” – ამ მეგობარმა მითხრა ერთხელ, ნიცშე “ცვეტში” მორწმუნე იყო თორე ამდენს რატომ იფიქრებდა და დაწერდა ღმერთზეო. როცა ღმერთზე მიდის კამათი მორწმუნეთა უმრავლესობაც ანალოგიური რამით აპელირებს. “აი ათეისტო, თუ არ გწამს ღმერთის, მაშ ამდენს რატომ ლაპარაკობ მასზე? “ზნაჩით” გწამს სინამდვილეში”. ამოცანა ამოხსნილია – რა გონებამახვილური მიგნებაა არა? 😀

Continue reading

დიზაინი vs შემთხვევითობა, რაციონალური თუ ფანტასტიკური სამყარო

ადამიანებს არ უყვართ სიტყვა – შემთხვევით. უფროსწორად სიტყვა კი არა თავად მოვლენა – შემთხვევითობა არ უყვართ. უფრო მიმზიდველია ყველაფერში დაინახონ ბედი. რაღაც უხილავი ძალა რომელიც მიმართულებას აძლევს ცხოვრებას. თუ კარგი ხდება ფორტუნამ ასე მოისურვა- მიმზიდველია, როცა სასიამოვნო ამბებს რაღაც ზებუნებრივი (ზებუნებრივობა უკვე რომანტიულია) ძალა განაპირობებს. წარმოიდგინეთ მთელ თქვენ ცხოვრებას რაღაც შენდამი კეთილგანწყობილი ძალა განაგებს უაღერსად სასიამოვნოა. თუ ცუდი ხდება აქაც ზებუნებრივობის ბრალია. ერთნი ბედს აბრალებენ. მეორენი ღმერთის გამოცდას ხედავენ. შემთხვევითობა არავის მოსწონს, იმიტომ რომ სამყაროსთან მარტო რჩები. პასუხისმგებლობა მხოლოდ შენსა და სამყაროს ქაოტურ მოვლენებს შორის ნაწილდება.

Continue reading

რატომ არ მწამს ღმერთი?

ამბობენ რომ რწმენით ცხოვრება უფრო ადვილია. გწამს რომ რაღაც იქნება სიკვდილის შემდეგ. ყოველშემთხვევაში არ გაქრები. მაგრამ რაგინდ მომხიბვლელი არ უნდა იყოს ეს იდეა არ მჯერა. ზოგიერთი ათეისტივით სულაც არ ვოცნებობ ვიყო მორწმუნე. სულაც არ მინდა მჯეროდეს რაღაცის უსაფუძვლოდ. არ მინდა ვიღაც მიყურებდეს ყოველ წამს, კითხულობდეს ჩემ აზრებს, მისი სახელით მეუბნებოდნენ ვიღაც გაბურძგნული ტიპები რომ მე მან მიწყალობა სიცოცხლე, და თავისუფალი ნება, რომელიც ყველფრის წინასწარ ცოდნის პირობებში გამოდის ფარსი და ტყუილი.

Continue reading

The Pale blue dot (fairy tale)

იყო და არა იყო რა იყო ერთი პატარა მკრთალი ლურჯი წერტილი, ამ წერტილის ზედაპირზე იყო კიდევ ერთი ნამცეცა წერტილი, რომელთანაც შედარებით ლურჯი წერტილი უზარმაზარი იყო, ამ წერტილს მიუხედავად მისი სიმცირისა ბევრი კუთხე ქონდა, დიახ, ეს იყო (იყო რა არის) პატარა ქვეყანა, – იბერია, რომელიც გაბრწყინების მოლოდინში გაშეშებულიყო. მისი მცხოვრებნი ცის გახსნის ელოდნენ და სულ ზევით იყურებოდნენ, სულ ზევით – წარსულში. ყველაფერი იყო ამ ქვეყანაში – მაგალითად ნიჭი, ამას ისიც მოწმობს რომ ყველას უმაღლესი ქონდა დამთავრებული – იყო ეროვნული ფასეულობები: –  სადღეგრძელოების დაზეპირებული თანმიმდევრობა, კულტურული სტერეოტიპები, გლობალიზაციის შიში და სარწმუნოება, რომელიც რატომღაც ეროვნული ფასეულობებისა და ტრადიციათა ნუსხაში ეწერა დიდის ამბით და არა, რწმენის კატეგორიაში. “მართლმადიდებლობამ ქვეყანა გადაარჩინა” – გაიძახოდნენ გულზე მჯიღის ცემით გასაბრწყინებელი იბერიის შვილები “100 000 მოწამემ თავი შესწირა სარწმუნეობას” ადიდებდნენ წარსულს იმიტომ რომ თანამედროვეობაში განსადიდებელი აღარაფერი დარჩენილიყო.

Continue reading