ღმერთის კამათლები და ჰოკინგის პარადოქსი

“ღმერთი კამათელს არ თამაშობს!” – ეს აინშტაინის ცნობილი სიტყვებია, რითაც მან გამოხატა თავისი კრიტიკული დამოკიდებულება მაშინ ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფი კვანტური თეორიის მიმართ. აინშტაინს სწამდა რომ სამყაროში ყველაფერი თანმიმდევრულ ლოგიკურ კანონზომიერებებს ემყარებოდა რომელთა ამოხსნა და წინასწარმეტყველება შეიძლება. კვნატური თეორია კი შემთხვევითობებს ეყრდნობოდა, ფერმკრთალდებოდა სიზუსტე და მხოლოდ ალბათობის ენით შეიძლებოდა საუბარი. დრომ და ექსპერიმენტებმა ანახა რომ კვანტური თეორია თავისი ალბათურობით მუშაობს. ეს უცნაური სამყაროა, სადაც ნაწილაკები ორ მდგომარეობაში ერთდროულად იმყოფებიან. სადაც ქრებიან და მატერიალიზდებიან სხვაგან, სადაც რეალობა დაკვირვების მიხედვით იცვლება, ანუ ეს ის სამყაროა სადაც მისი სრული ამოხსნისთვის ადამიანური ლოგიკა და წარმდგენები უძლური ხდება. თუმცა ადამიანი მათემატიკის მეშვეობით იგებს კვანტური სამყაროს მოქმედების გარკვეულ ასპექტებს.

კვანტურმა თეორიამ დიდი არეულობა გამოიწვია ფიზიკოსთა ტვინში. კვანტურ მექანიკაში ღვაწლმოსილმა ცნობილმა ფიზიკოსმა რიჩარდ ფეინმამნმა კვანტურ მექანიკაზე თქვა: “თუ თქვენ ფიქრობთ რომ გესმით კვანტური მექანიკა, ე.ი თქვენ არ გესმით კვანტური მექანიკა”

Continue reading

Advertisements

ბობი, ელისი და შავი ხვრელი

მაინც რა არის ეს შავი ხვრელები? რატომ არიან ისინი ეგზოტიკური და მისტიური ობიექტები? იმიტომ რომ  ყველაფერს თავდაყირა აყენებენ, მათ სრულად შესაცნობად თანამედროვე ფიზიკა ჯერ კიდევ უძლურია. ისინი ერთდროულად არიან ძალიან რთული და ძალიან მარტივი ობიექტები. ისინი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ სამყაროს არქიტექტურას და სიცოცხლის არსებობასაც კი, დედამიწაზე.

შავი ხვრელების არსებობა პირველად ფრანგმა მეცნიერმა პიერ ლაპლასმა იწინასწარმეტყველა 1796 წელს, მისი თქმით ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონის მიხედვით საკმაოდ მძიმე ობიექტი არ მისცემდა საშუალებას სინათლესაც კი რომ მას გასხლტომოდა. რათქმაუნდა იმ დროისთვის ეს სენსაციური და ძალიან არარეალური ვარაუდი იყო. შემდეგ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში მეცნიერებმა იგივე ივარაუდეს აინშტაინის ფარდობითობის თეორიის მიხედვითაც, თუმცა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრამდე შავი ხვრელი მაინც ფანტასტიკური ვარაუდი იყო, მეცნიერთა უმეტესობა სერიოზულად არ განიხილავდა რადგან მისი არსებობის დამადასტურებელი არც ერთი ირიბი ფაქტი არ მიანიშნებდა. მითუმეტეს ისინი არღვევდნენ ფიზიკის კანონებს და ამიტომაც ასეთი ობიექტი არავის ეპიტნავებოდა.

Continue reading