კარლ სეიგანი – დრაკონი ჩემს გარაჟში

Dragon

კარლ სეიგანის წიგნიდან – დემონებისგან დამფრთხალი მსოფლიო (Demon Haunted World )

“ცეცხლის მფრქვეველი დრაკონი ცხოვრობს ჩემს გარაჟში”

დავუშვათ (ფსიქოლოგ რიჩარდ ფრანკლინის ჯგუფური თერაპიის მიღწევას ვიყენებ) მე სერიოზულად გიმტკიცებთ ამას. რათქმაუნდა თქვენ გინდათ შეამოწმოთ. ნახოთ თქვენივე თვალით. საუკუნეების განმავლობაში უამრავი ისტორია იყო დრაკონებზე, მაგრამ რეალური საბუთი არა. აი შესაძლებლობაც

“მანახე” მეუბნებით თქვენ. მე ჩემს გარაჟში მიგიძღვებით. თქვენ იხედებით შიგნით, ხედავთ კიბეს, ცარიელ საღებავის ქილებს და ძველ სამთვლიან ველოსიპედს, მაგრამ დრაკონს – არა.

The Demon-Haunted World

The Demon-Haunted World (Photo credit: Wikipedia)

“სად არის დრაკონი” – მეკითხებით

“ოჰ ის აქ არის – გპასუხობთ ოდნავი რხევით – გამომრჩა შეხსენება რომ ის უჩინარი დრაკონია”თქვენ მთავაზობთ რომ შევათვალიეროთ გარაჟის იატაკი, დრაკონის კვალის მისაგნებად.

“კარგი იდეაა, მაგრამ ის ჰაერში ნავარდობს” ვამბობ მე

შემდეგ თქვენ იყენებთ ინფრაწითელ სენსორს დრაკონის უჩინარი ცეცხლის დასაფიქსირებლად.

“კარგი იდეაა, მაგრამ უჩინარ ცეცხლს არ აქვს მხურვალება”

თქვენ აფრქვევთ საღებავს პულვიზატორით, რათა ის ხილვადი გახადოთ. Continue reading

Advertisements

კარლ სეიგანი – მკრთალი ლურჯი წერტილი – პერსონალური მოგზურობის გაგრძელება

carl_sagan-e1296495678616

ძნელი მისახვედრი არაა რომ ეს არის გაგრძელება პოსტისა – კარლ სეიგანი კოსმოსი პერსონალური მოგზაურობა  თუ სეიგანის მოღვაწეობას ოდნავ მაინც გაეცანით, თუნდაც წინა პოსტიდან, თქვენთვის ცნობილი იქნება მისი წიგნის  Pale blue dot “მკრთალი ლურჯი წერტილი” არსებობის შესახებ. ამ პოსტში სწორედ ამ წიგნზე მინდა ვისაუბრო. წიგნის უკანა ყდაზე გვამცნობენ რომ იგი წარმოადგენს კოსმოსის მომხიბვლელ გაგრძელებას სადაც სეიგანი ასრულებს თავის რევოლუციურ მოგზაურობას დროსა და სივრცეში. სიმართლე გითხრათ მე პირადად ეს წიგნი როგორც კოსმოსის პირდაპირი გაგრძელება ვერ აღვიქვი. “მკრთალი ლურჯი წერტილი” შესანიშნავი წიგნია, პლანეტური მეცნიერებით დაინტერესებულთათვის. პლანეტური მეცნიერების აღმოჩენების და ამ აღმოჩენათა ისტორიით დაინტერესებულთათვის. თქვენ იმოგზაურებთ მზის სისტემაში. მარსზე, ვენერაზე, იუპიტერისა და სატურნის მთვარეებზე, გაიგებთ როგორ იცვლებოდა ცოდნა და წარმოდგენა ამ სამყაროებზე უმეტესად მეოცე საუკუნის განმავლობაში. ვოიაჯერების მოგზაურობაზე და ახალ აღმოჩენებზე, (90-იანებისთვის ახალ) რომელიც კოსმოსის ფურცლებზე ვერ მოხვდებოდა რადგან 1980 წელს ჯერ კიდევ არ იყო მიახლოებული შორეულ პლანეტებსა და მთვარეებს. გაიგებთ აპოლოს მთვარის მისიების შედეგებს, მის  გავლენას ტექნოლოგიაზე და მსოფაღქმაზე. ძალიან საინტერესოა ის ნაწილები სადაც პლანეტების მთვარეების და კომეტების ტერაფორმირებაზეა საუბარი. სეიგნი მრავალ გზას განიხილავს ადამიანის კოსმოსში დასასახლებლად.

Continue reading

კარლ სეიგანი – კოსმოსი – პერსონალური მოგზაურობა

დიდი ხანია მინდოდა დამეწერა ამ კაცზე რამე, ერთი პოსტი დავწერე კიდეც ადრე – A pale blue dot fairy tale  მაგრამ ეს პოსტი მხოლოდ ნაწილობრივ ეხებოდა მას და ინფორმაცაც ძალიან მწირი იყო. სამწუხაროა რომ ინტერნეტ სივრცეში ქართულად თითქმის არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება მასზე. სანამ პოსტის წერას დავიწყებდი კიდევ ერთხელ დავძებნე გუგლში, გვარის ყველა ვარიანტი ვცადე “საგანი” “სეიგანი” “სეგანი” დარწმუნებული არ ვარ ქართულად რომელი ვარიანტი უნდა იყოს სწორი. მე სეიგანი ავირჩიე რადგან ინგლისურადაც ანალოგიურად გამოითქმის. ძებნის შედეგებმა მხოლოდ სოც ქსელებში და ფორუმებზე კერძო საუბრებში შემთხვევით ნახსენები სეიგანი მანახა. აქედან კი ლამის 50% -ის ავტორი მე ვარ.

მინდოდა დამეწერა იმიტომაც რომ ინფორმაცია მის შესახებ ძალიან მცირეა და იმიტომაც რომ სეიგანის ფილოსოფია ჩემთვის ახლობელი და მთავარი შთამაგონებელი ძალა გახდა.

რატომ მაინცდამაინც დღეს? დღეს მოვრჩი მის ცნობილ წიგნს, რომელსაც კოსმოსი ქვია. რომელიც ნიუ იორკ თაიმსის მიხედვით არის “ერთ-ერთი პირველი ბესტსელერი სამეცნიერო წიგნი რომელიც კი ოდესმე გამოქვეყნებულა ინგლისურ ენაზე.” ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა ჩემი მიმოხილვა წიგნის შესახებ. თუმცა სადაც ამ წიგნს ახსენებ იქ იგივე სახელწოდების სატელევიზიო სერიების გამოტოვება არ შეიძლება. რადგან სატელევიზიო სამეცნიერო სერიალმა კიდევ უფრო დიდი გავლენა იქონია პუბლიკაზე და საერთოდ მსოფლიოზე, ვიდრე წიგნმა. როგორც წიგნის ყდა იტყობინება კოსმოსი 5 მილიონზე მეტი ასლი დაბეჭდილა, სატელევიზიო სერიალი კი 200 მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა მსოფლიოში რაც 80-იანი წლების მსოფლიო მოსახლეობის 5%-ზე მეტია – როგორც თავად სეიგანი გვეუბნება წინასიტყვაობაში.

Continue reading

BIG BROTHER IS WATCHING YOU

სათაურიდან გამომდინარე ადვილი გამოსაცნობია – ეხლახანს წავიკითხე ორუელის 1984 და გადავწყვიტე პოსტი დამეწერა, როგორც გოლდსტეინის წიგნმა ვერ უთხრა არსებითად ახალი უინსტონ სმითს, ასევე ალბათ მეც ვერაფერს ვიტყვი ახალს, მე ჩემი აზრების სისტემატიზაციას მოვახდენ მხოლოდ.

2 დღის წინ მეგობარმა მკითხა რას კითხულობო, მერე დაინტერესდა რაზეა ეს წიგნიო, – მე ვუთხარი – პესიმიზმზე, ჰო ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ, ეს არის დამთრგუნველი და პესიმისტური წიგნი, უტოპიურ ტოტალიტარიზმზე რომლის უნივერსალური ძალა ტვინის ყოველ უჯრედში აღწევს და იმდენად გიკლავს ყველა იმედს ამ წარმოსახვით სამყაროს ხსნისა რომ ყველა გზა მოკვეთილი, ფანტაზიაც კი კლაუსტროფობიას განიცდის.

ვისაც კარგი წიგნი მხოლოდ სასიამოვნო და ოპტიმისტური ამბის მთხრობელი გგონიათ (როგორც ჩემ მეგობარს) ამ წიგნს ნუ წაიკითხავთ! კარგი წიგნი უპირველესად იმით განისაზღვრება, თუ რა მესიჯია მკითხველისთვის მასში და როგორი ფორმითაა გადმოცემული, შეიძლება ფიქრობთ რომ ტოტალიტარიზმის თემა იმდენად აქტუალური აღარაა რამდენადაც რამდენიმე ათეული წლის წინ იყო, მაგრამ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად მიხვდებით რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის და საზოგადოების სიფხიზლე, რამდენად მნიშვნელოვანია არსებობდეს ბუნებრივი განსხვავებები, ქცევის, აზრის, დამოკიდებულების და ა.შ. ისტორიას აქვს გამეორების თვისება. ძალაუფლების წყურვილს კი შეუძლია ადამიანური ამბიცია წარმოუდგენელ მასშტაბზე აიყვანოს. ეს ის საფეხურია სადაც ძალაუფლება არაა ვიღაც ძლიერი მოკვდავის ხელში, ისეთი როგორიც იყო მაგალითად – სტალინი, ან ჰიტლერი. ისინი ძლევამოსილი დიქტატორები იყვნენ, მაგრამ მათი მეფობა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა იმპერატორისა დროებითია. არა, ცალკეული ადამიანები უძლურდებიან და კვდებიან, ძალაუფლება მათ კი არა, იდეოლოგიას უნდა ქონდეს, ადამიანთა კოლექტიურ გონს, მილიონობით დაზომბირებულ ადამიანს, რომელიც ფანატიკურად მოემსახურება ამ  უტოპიურ იდეალებს რომლებიც თავის თავშივე მოიცავს უამრავ წინააღმდეგობას, მაგრამ ამ წინააღმდეგობებს ყოვლის მომცველი კონტროლი ჰარმონიაში მოიყვანს ერთმანეთთან და ადამიანთა მოდგმა დაემსგავსება მექანიკურ მოწყობილობებს, რომელთა ფუნქიაც მკაცრად განსაზღვრული და დადგენილია.

Continue reading