ჩემი კომპიუტერის ძველმანებში

გუშინ გადავწყვიტე კომპიუტერი გამესუფთავებინა, ხავსმოდებული ძველმანები სანაგვეზე გადამეყარა, ძველი ფაილები დამეხარისხებინა, “ფორთოჩკა” გამომეღო და ჰაერი გამეწმინდა, ჩახუთულ მყარ დისკს რომ ამოესუნთქა თავისუფლად. გადავქექე ძველი ფოტოები, მტვრიან თაროებზე შემოდებული ფოტოალბომები და გადავწყვიტე, რამდენიმე საინტერესო და ჩემთვისაც მივიწყებული ფოტო გამომეფინა,

ეს იყო მაშინ როცა ტიტანიკი ჩაიძირა, არ ვიცი იცოდნენ თუ არა ეს ამბავი ტფილისში ჩემმა წინაპრებმა, მაგრამ ის კი იცოდნენ რომ ფოტოს გადაღება არაჩვეულებვრივი მოვლენა იყო.

ტფილისი 1911-1913 წწ (ზუსტი თარიღი უცნობია)

Continue reading

სამყაროს ისტორია ანუ ბმულების სასაფლაო

ზუსტად ხუთი თვის წინ დაიბადა სამყარო. თავისუფალ სივრცეში დაკონსერვებული აზრები სურათების და სიტყვების პეიზაჟებად  მატერიალიზდნენ  ეს იყო ერთი სამყარო მილიონობით სამყაროს შორის, შეიძლება არც ძალიან განსაკუთრებული და საინტერესო, მაგრამ მაინც ახალი, თავიდან იყო სუფთა ფურცელი, (სერვერი) მერე გაჩნდა პირველი ასო, მეორე ასო და ა.შ… ასოები ერთმანეთთან ურთიერთქმედებაში შევიდნენ და შექმნეს სამყაროს სათაური, სამყაროს ევოლუციის შემდეგი საფეხური იყო აზრების დიფერენცირება, სამყაროს გეომეტრიამ აზრების სუპში ჩამოაყალიბა ცალკეული მიზნები…  აზრები ერთმანეთს გამოეყო, დალაგდა, გადანაწილდა, ჩამოყალიბდა და შემდეგ თანმიმდევრულად მატერიალიზდა ასოთა წყობაში, ანუ სიტყვებში, სიტყვებმა თავის მხრივ შექმნეს წინადადებები, წინადადებები ევოლუციურ კანონზომიერებებს დამორჩილდნენ და შექმნეს კომპლექსური სიტყვა კონკრეტული თემის ირგვლივ რომელსაც ამ სამყაროში პოსტი ეწოდება. ამგავარად შეიქმნა პირველი პოსტი,

Continue reading

როგორია ნამდვილი ბიტლომანი?

რათქმაუნდა  ნამდვილი ბიტლომანი არის ის ვისაც სათანადოდ უყვარს ბითლზი, უსმენს და იცის მასზე ბევრი რამ.  თუმცა   ეს ძალიან მშრალი დახასიათებაა, აკი სულ იმას გავიძახი, ბითლზი მარტო მუსიკა არ არის თქო? ბიტლომანი კიდევ არაა (ყოველშემთხვევაში არ უნდა იყოს) მხოლოდ, ადამიანი რომელიც უსმენს და უყვარს ბითლზი. მე ვფიქრობ ბიტლომანობა უნდა მოიცავდეს ბევრ რამეს,  და შესაბამისად უნდა გამორიცხავდეს კიდეც.  მაგალითად მე ვერ წარმომიდგენია სამხედრო ჩინოვნოკი, ბიტლომანი, რომანტიული, All you need is love-ს რომ უსმენს ან ლენონის და საერთოდ 60-იანების პაციფისტურ განწყობას იზიარებს Make love not war.

Continue reading

John Lennon – You’re the Greatest!

ჯონ ლენონი ყველამ იცით, ერთი კაცი იყო მეოცე საუკუნეში, მუზიკანტი, მრგვალ სათვალეებს ატარებდა, დიდ ბაკენბარდებს, გრძელ თმას და იაპონელი ცოლი ყავდა რომელიც უცნაურად კიოდა კონცერტების დროს. ჩამოაყალიბა “ბიტლები” და იმღერა იმეჯინ, ჰოდა მერე ვიღაც გიჟმა მოკლა. არა, კიდევ გვაქვს სათქმელი, მაგალითად, მშვიდობის მოწინავე აქტივისტი იყო, აპროტესტებდა ომებს და ხელისუფლებას, ამბობდა რომ ძალაუფლება ხალხს უნდა ქონოდა. წერდა შესანიშნავ სიმღერებს და ლირიკას, ქონდა კარგი იუმორი, ის და იოკო ყველაზე ექსტრავაგანტური წყვილი იყო და ა.შ…

Continue reading

Nowhere Boy ლეგენდის დაბადება

მას შემდეგ რაც სემ ტეილორ ვუდის ფილმის Nowhere Boy-ის თრეილერი ვნახე, რომელიც ჯონ ლენონის ცხოვრების იმ პერიოდს ასახავს როცა ლივერპულში ბითლზი ჩაისახა, სულ მოუთქმელად ველოდი ფილმის გამოჩენას ინტერნეტში, და აი დადგა ასეთი დღე, ხუთი  დღე იქნება რაც გადმოვიწერე ფილმი და განსაკუთრებულ მომენტს ველოდი იმისთვის რომ მეყურებინა, თავიდან ალაგ ალაგ ნაწყვეტებს ვუყურე და  მაშინვე ჩავწერე ჩემს ფავორიტთა სიაში, ფილმი ორიგინალშია და უკეთ გასაგებად სუბტიტრებიც მოვიშველიე. წუხელ მოვემზადე და ზედიზედ ორჯერ ვუყურე ფილმს. შთაბეჭდილება? – მოლოდინმა ასი პროცენტით  გაამართლა, პერსონაჟები, სცენარი, მსახიობები, ნამდვილად მეგონა რომ ჯონის ცხოვრების ამ კონკრეტული მონაკვეთის თვითმხილველი ვიყავი,  ხედავ როგორ ცხოვრობს ჯერაც უცნობი ლენონი, როგორია 50-იანების ბოლოს ლივერპული,  ლენონის ლიდერულ ხასიათს და ყმაწვილურ სიცელქეს, დედის და ელვისის გავლენას როკენროლისკენ სწრაფვაში, ხედავ როგორ იბადება ლენონში ვარსკვლავი და ელვისის კონკურენტი, ერთ მომენტში ის ღმერთს საყვედურობს რატომ არ გამაჩინა ელვისადო, დედა კი აღფრთოვანებული პასუხობს, რადგან შენ ჯონ ლენონად მოგავლინაო.

Continue reading