Bang Bang – და იქმნა ნათელი

ჩემი  აზრით (და არა მარტო ჩემი) ადამიანი გონიერი არსება მაშინ გახდა როდესაც მასში ცნობისმოყვარეობა დაიბადა. პირველი ნაბიჯებიდანვე ადამიანი ალბათ ცდილობდა გაეცა პასუხი კითხვებს, ვინ ვარ, რა არის ჩემს გარშემო და საიდან გაჩნდა ეს ყველაფერი. ადამიანის უნიკალურმა ფანტაზიამ მრავალი მითი და ლეგენდა შვა, ზოგიერთ კულტურას მიაჩნდა რომ  დედამიწა რომელიმე ღმერთის სხეულისგან ჩამოყალიბდა, ზოგს კი ეგონა რომ ცის თაღი სვეტებს უჭირავს ანდაც ხმელეთი უზარმაზარ სპილოებს უკავიათ ეშვებით, გიგანტური კუს ბაქანზეა მთელი ქვეყანა და ა.შ..

თუმცა, მეცნიერებამ ნელ ნელა ბევრი რამ გამოარკვია, სამყარო იმაზე დიდი და რთული აღმოჩნდა ვიდრე რომელიმე  მითი აღუწერდა ადამიანებს. მიუხედავად იმისა რომ მეცნიერებამ დიდი გზა გამოიარა და ბევრ კითვაზე პასუხი გასცა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად ვინ ვართ, საიდან მოვედით, საიდან დაიბადა სიცოცხლე და რა იქნება სამყაროს მომავალი. 19-ე საუკუნეში მეცნიერებს მიაჩნდათ რომ სამყარო და შესაბამისად მასში არსებული მატერია იყო უცვლელი და სტატიკური. ანუ სამყარო არასდროს დაბადებულა: – ის იყო არის და იქნება მუდამ. მაგრამ მეოცე საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში ამერიკელმა ასტრონომმა ედუინ ჰაბლმა გააკეთა რევოლუციური აღმოჩენები, მან აღმოაჩინა რომ ზოგიერთი ნისლეული, სავარაუდოდ ძალიან შორს იყო და წარმოადგენდა ცალკე ვარსკვლავურ სისტემას, ჰაბლმა აღმოაჩინა რომ არსებობს გალაქტიკები, რომ ჩვენც გალაქტიკაში ვცხოვრობთ.

Continue reading

Advertisements

გაიზიარებს თუ არა დედამიწა მარსის ბედს? (კიდევ ერთი საფრთხე)

მეცნიერების აზრით მარსზე მილიარდი წლის წინ იყო სიცოცხლე, მარსი დაფარული იყო ოკეანეებით და ზღვებით, ჰქონდა ატმოსფერო, (ატმოსფერო აქხლაც აქვს, მაგრამ ძალიან სუსტი და გაიშვიათებული) რა სახის იყო სიცოცხლე არავინ იცის. ან კი იყო? სინამდვილეში უცნობია, თუმცა დიდი შანსია რომ იქნებოდა, რადგან სიცოცხლისთვის საჭირო პირობები კი იყო. მარსს ქონდა წყალი, ატმოსფერო, ტენიანი გარემო, ნორმალური ტემპერატურა, სეზონური ცვლა. თუმცა შემდეგ უცნობი მიზეზის გამო ყველაფერი გაქრა, წყალი (ახლა ალბათ პლანეტის სიღრმეში შემორჩებოდა) ატმოსფერო,  ყველაფრის მიზეზი არც ისეთი ძნელი მისაგნებია, მარსმა თითქმის დაკარგა თავისი მაგნიტური ველი. მაგნიტური ველი კი კოსმოსში მთავარი დამცავი ფარია მზის რადიაციისგან. სწორედ მზის დამღუპველმა ძალამ აქცია მარსი უდაბურ პლანეტად. არავინ იცის რატომ დაკარგა მარსმა მაგნიტური ველი.

Continue reading