2012-ის ბოლო პოსტი

New-Year-2012-Wallpapers[1]

რაღაც შემაჯამებელი პოსტი მინდოდა დამეწერა, მაგრამ მეზარება. რა უნდა შევაჯამო? ძალიან მოკლედ რომ ვთქვა საქართველოში უამრავი რამ მოხდა, კარგი და საინტერესო ძნელად თუ მახსენდება. მხოლოდ არჩევნები, დაძაბულობები, პატიმრები. დაჭერები, აქციები, ქართული ოცნების მაისურები და ბიძინას ანეგდოტები. ამ თემებზე წერა ჩემი სტილი არაა. ჰო კარგი ის გამახსენდა რომ გია დვალს აქვს იმედის მომეცემი გეგმები მეცნიერებასა და განათლების სფეროში. მსოფლიო მასშტაბით მეცნიერებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა: ცერნში დიდ ადრონულ კოლაიდერზე მოხდა ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა, სტანდარტული მოდელის მოზაიკა შეივსო. ეს არის ფუნდამენტური მეცნიერების უმნიშვნელოვანესი ტრიუმფი. 2012-ში მარსზე დაჯდა ახალი მარსმავალი რობოტი. Curiosity. რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მარსის გამოკვლევაში და წითელ პლანეტაზე წარსული ან ახლანდელი სიცოცხლის არსებობის შანსის განსაზღვრაში. მეცნიერებმა ჩილეს ლა სილას ობსერვატორის მეშვეობით აღმოაჩინეს ჩვენი მეზობელ მზის სისტემაში ალფა კენტავრში დედამიწის ზომის პლანეტა. ეს პლანეტა ფაქტიურად ჩვენი კარის მეზობელია. მისი აღმოჩენა კი ახალი კარიბჭე პლანეტურ მეცნიერებაში.  მეოთხე ფაქტი უფრო რეკორდია. მაგრამ მაინც ყურადსაღები: – ფელიქს ბომგარტნერმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი და გადმოხტა მიწიდან 39 კილომეტრის სიმაღლიდან. მან თავისუფალი ვარდნისას გადალახა ბგერის სიჩქარის ბარიერი.

ბლოგი:

ჰო კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი: აპოკალიფსმა დაგვადო. წინა წელს ვწერე ამ თემაზე. მაგრამ ამ წელს და მითუმეტეს დეკემბერში კრინტი არ დამიძრავს. სამაგიეროდ სოციალურ ქსელებში ველოდი რამდენიმე ადამიანს ვინც წინა წლებში გაშმაგებით ამტკიცებდნენ კატასტროფის მოახლოებას. მაგრამ სამწუხაროდ სადღაც გადაიკარგნენ და ვერ შევახსენე “აბა სადაა თქვენი აპოკალიფსი?” ალბათ მართლაც გახიზნულები იყვნენ სადმე 😀

ბლოგს არც თუ ისე აქტიური წელიწადი ქონდა, დაიწერა სულ 23 პოსტი (ამის ჩათვლით) მათ შორის რამდენიმე საინტერესო. ღმერთის კამათლები და ჰოკინგის პარადოქსიCorona Australis სამსახურეობრივ ტანჯვათა ისტორია უცნაური ფრინველი და ა.შ.  მქონდა ძირითადად ასტრონომიული წელიწადი: –  ახალი პლანეტა – ჩვენი კარის მეზობელი; 7 პლანეტა რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე იყოს, პოტენციურად სიცოცხლისთვის ვარგისი პლანეტების კატალოგი.; ჯეიმს ვების ტელესკოპი დედამიწის მსგავს პლანეტებს დაინახავს; შონ ქეროლი- შორეული დრო და სიტყვა მულტისამყაროზე; კარლ სეიგანი – კოსმოსი პერსონალური მოგზაურობა ; მარსის სახე – ილუზია თუ მონუმენტი წლის ყველაზე პოპულარული პოსტი ვიზიტორების, ნახვების და მოწონებების (like) მიხედვით გახდა ანა ფრანკი – ბრძოლა დისკრიმინაციისა და ცრურწმენების წინააღმდეგ.

anne-frank2-2dsuhup ყველაზე უსამართლოდ დაჩაგრული კარგი პოსტი კი კარლ სეიგანი – მკრთალი ლურჯი წერტილი – პერსონალური მოგზაურობის გაგრძელება. 

carl_sagan-e1296495678616

ამ პოსტში სეიგანის pale blue dot-ის მთელი ერთი თავი შევიტანე ჩემივე გადათარგმნილი და მოკლედ დიდი აღტაცებით დავწერე. არადა პირველ ნაწილს  კარლ სეიგანი – კოსმოსი პერსონალური მოგზაურობა-ს საკმაოდ მნიშვნელოვანი ყურადღება ხვდა წილად. მეორე ნაწილი კი ბლოგის ისტორიაში ყველაზე უკანასკნელი პოსტია ნახვებით და საერთოდ ყველა მხრივ.

სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

Advertisements

ორი მზე ცაზე.. ანუ აპოკალიფსის ახალი, ცხელი სცენარი

შაბათს 22-ში ბევრმა თქვენგანმა ნახა ალბათ კურიერ P.S-ის რეპორტაჟი მკვლელ კომეტაზე, რომელიც 2036 წელს შეიძლება შეგვეჯახოს, მართალია რეპორტაჟი ე.წ მასოვკაზე იყო გათვლილი და ბევრი დეტალი არ დააზუსტეს, თუმცა 2036-ში შეჯახების შანსი ნამდვილად არის ოღონდ მცირე დაახლოებით ასეთი შეფარდებით 1:45000. უფრო ზუსტად კი წელს და 2013-ში გამოითვლიან მეცნიერები. თუმცა სანამ ასე შორს წავალთ, მოვიცადოთ, მართალია 2012-ს ნელ ნელა ვივიწყებთ და ბევრი მისი ზღაპარი გავაბათილეთ, წაიკითხავდით ალბათ ჩემ გამაბათილებელ პოსტს Still this Fucking 2012 Apocalypse or Why the World Won’t end (ჩემი რა ნასას სტატიაა) მოკლედ სისულელეა ყოველგვარი ნიბირუ და X პლანეტა, პოლუსების შეცვლა და მისთანანი რისი წინასწარმეტყველებაც მაიას კალენდრის გამო იყო ინტერპრეტირებული. 2012 თანდათან მოდიდან გადადის და კურიერმაც იგრძნო ალბათ რომ აპოფისი უფრო კარგი,  რეალური მასალაა აპოკალიფსისთვის და ახალ თარიღზე მითქმა მოთქმისთვის.

Continue reading

Still this Fucking 2012 Apocalypse or Why the World won’t end

ვინ იცის უკვე რამდენი დაიწერა ამ თემაზე, ბლოგებზე, ჟურნალებში, ფორუმებზე. ძალიან ბევრი რამის წაკითხვა შეიძლება, სულელურის, თუ ჭკვიანურის. მოკლედ ეს თემა მეტნაკლებად ჩაცხრა, შეიძლება ბევრ თქვენგანს უკვე ღიმილსაც კი გვრის ამ თემაზე საუბარი, მაგრამ როგორც ჩანს მთლად ასეც არ ყოფილა (აღმოვაჩინე იმ დღეს) ჰოდა ჩვენც ერთხელ კიდევ გავიხსენოთ და იქნებ უკვე საბოლოოდ ნათელი გახდეს ყველაფერი.

ამიტომ გადავწყვიტე წარმოგიდგინოთ ერთი საინტერესო ინტერვიუ ნასას მეცნიერებთან, მგონი ყველაზე ნაკლები რაც დაწერილა ამ თემაზე მეცნიერების ოფიციალური პოზიცია იყო, ჰოდა მგონი ამ თემას ყველაზე მეტად ეს აკლდა, ახლა იქნებ არც ისე აქტუალურია მაგრამ იყოს ეს როგორც საბოლოო მესიჯი “რა გაატრაკეთ საქმე ამ აპოკალიფსით” ფილმი (2012) რომ გამოვიდა და ამ აჟიოტაჟმა პიკს მიაღწია პირველად მაშინ წავაწყდი ამ ინტერვიუს. ჰოდა დღეს კიდევ წავაწყდი და აგერ:

Continue reading

ცივილიზაციის კოლაფსი?!

21-ე საუკუნის მთავარი მისტერია ისევ და ისევ ცივილიზაციის შესაძლო კოლაფსია. თუ ადრე მხოლოდ რელიგიური აპოკალიფსის მისტერია იყო ახლა ამ მისტერიამ მრავალმხრივი სახე მიიღო. კაცობრიობას უამრავი დაბრკოლაბა ელოდება წინ, ამ დაბრკოლებების ჩამონათვალი მრავალფეროვანია, ზოგი რეალური ზოგი მოგონილი, მაგრამ რამდენად რეალურია ცივილიზაციის კოლაფსი? რამდენად ვდგავართ მინიმუმ  რადიკალური ცვილებების ზღურბლზე? ერთი შეხედვით სისულელეა რეალურად შეხედო აპოკალიფსის მოლოდინს ან 2012-ის მისტერიას, რაღაც პლანეტა ნიბირუს, თუმცა ამ ყველაფერს  აქვს არსებობის საფუძველი. ჩემი აზრით ეს ყველაფერი, უბრალოდ კაცობრიობის თვით შემზადების პირველი ნიშნებია ძირეული ცვილებებისთვის. ახლა ისე როგორც არასდროს ცივილიზაცია იმყოფება მნიშვნელოვან გზაგასაყარზე. ეს თემა პირდაპირ თუ ირიბად ყველგან აქტუალურია უკვე. ტყუილად არაა რომ ეკოლოგიური პრობლემები და აქედან გამომდინარე ცივილიზაციის ბედი ძალიან სერიოზული თემაა დღეს. შემეცნებითი გადაცემების უდიდესი წილი მოდის ისეთ გადაცემებზე რომლებიც ძირითადად  ეხება გლობალური დათბობის შედეგებს, წარმოგვიდგენს იდეალური კატასტროფის და კატაკლიზმების სახეს რომელიც შესაძლებელია რომ მოხდეს.

Continue reading