ახალი პლანეტა – ჩვენი კარის მეზობელი

სულ ახლახან ევროპელმა მეცნიერებმა ჟენევის და ლა სილას (ჩილე) ობერვატორიების მეშვეობით აღმოაჩინეს ახალი პლანეტა რომელიც ჩვენ მეზობელ ვარსკვლავს ალფა კენტავრი B-ს გარემოექცევა, აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმით რომ ალფა კენტავრი არამარტო ჩვენი მეზობელია არამედ ყველაზე ახლოა ჩვენთან სხვა ვარსკვლავებთან შედარებით. მანძილი მხოლოდ 4,3 სინათლის წელია. რაც კილომეტრებში უხეშად რომ ვთქვათ 40.4 ტრილიონი კილომეტრია. ეს რათქმაუნდა დიდი მანძილია, მაგრამ ასტრონომილული მასშტაბებით ძალიან მცირეა. აღმოჩენა იმითაც არის მნიშვნელოვანი რომ ახალი პლანეტა დედამიწაზე ოდნავ მასიურია, პლანეტას გააჩნია დედამიწის 1,13 მასა.

წავიკითხე თუ არა ამ აღმოჩენის შესახებ, აღფრთოვანებამ შემიპყრო, ახალი დედამიწის მაგვარი პლანეტა აგერ ყურის ძირში, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე იყოს. მეცნიერები დიდ ხანს ვარაუდობდნენ რომ ალფა კენტავრს უნდა ყოლოდა პლანეტები. ჯეიმს კამერონის პანდორაც სწორედ ალფა კენტავრის სისტემაში მდებარეობს, ეს ვარკვლავური სისტემა ფიგურირებს Star Trek-შიც და სხვა მრავალ სამეცნიერო ფანტასტიკაში, რადგან ეს ვარკვლავები ჩვენი მეზობლები და მზის მსგავსნი არაინ, ჩვენ ვიმედოვნებდით რომ ოდესმე იქ ვინმეს აღმოვაჩენდით და აი თითქოს დედამიწის ტყუპისცალს ასე ახლოს მივუახლოვდით, პანდორას რომელიც საუცხოო სიურპრიზებს შემოგვთავაზებს. კოსმოსური მოგზაურობის სამომავლო პერსპექტივაზეც შეიძლება ფიქრი ის ხომ ძალიან შორს არაა. თუმცა იმედი ჯერ ნაადრევი აღმოჩნდა. პლანეტა ძალიან ახლოს გარემოექცევა თავის ვარსკვლავს და სავარაუდოდ ძალიან ცხელია. მისი დაშორება ვარკსვლავიდან მხოლოდ 6 მილიონი კილომეტრია, დედამიწის დაშორება კი 150 მილიონი კილომეტრი. ალფა კენტავრ b-ზე სიცოცხლე თითქმის გამორიცხულია. გამორიცხულია წყლის არსებობაც.

Continue reading