რაც ყველაზე ძალიან მიყვარს?!

ე.ი პირველად ისტორიაში ვებმევი “დათაგულ” “მითაგულ” და ა.შ.. (რომელ ბრუნვაშიც გინდათ) ქართულად რომ ვთქვათ მონიშნულ ანუ შეკვეთილ პოსტთა რბოლაში.

ჰოდა არ ვიცი, საიდან დავიწყო, არც ის ვიცი რა კრიტერიუმებში ან საზღვრებში მოვაქციო ის(ისინი) რაც ყველაზე ძალიან მიყვარს.

მოდით რადგან, სათაურში “რა” ფიგურირებს, გამოვრიცხავ ადამიანებს, (მხოლოდ ამ თემის  სიიდან და არა გულიდან 😀 )  რის შედეგადაც დამრჩება ყველა სხვა დანარჩენი, საგნებიდან დაწყებული, მოვლენებითა და აბსტრაქტული ცნებებით დამთავრებული. ჰმმ… ახლა ცოტა ხანს დავფიქრდი და მივხვდი არც ისე იოლია ხანდახან ისაუბრო იმაზე რაც ყველაზე ძალიან გიყვარს, ისე ამ თემამ ბავშვობა და კლასელი გოგონების “მეგობრობის დღიურები” გამახსენა, სადღაც მეხუთე კლასში ალბათ ასე ჩამოვაყალიბებდი ამ საკითხს: მიყვარს – “მაროჟნი”, ველოსიპედით სეირნობა, ხატვა, გეოგრაფია და ასტრონომია.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ჩამოვაყალიბებ ხუთ ყველაზე საყვარელ “რაღაცას”

Continue reading

Advertisements

კლუბი 33ა, პოლ მაკარტნი და შალახო ანუ პოლის დაბადების დღე ქართულად

მოკლედ წინა პოსტში მაკარტნის დაბადების დღის აღსანიშნავი კონცერტის აფიშაც დავდე და ჩემი მტკიცე გადაწყვეტილებაც გავახმოვანე, რომ ქართველ ბიტლომანთა მილოცვას არ დავაკლდებოდი, ასე რომ, 19-ში 6 საათი არ იყო უკვე 33ა-ში რეპეტიციას ვუყურებდი. მონაწილეთა უმეტესობას ამშვენებდა შავ მაისურზე გამოსახული მაკარტნის პორტრეტი წარწერით Long live Paul.

ბლიცი გადიოდა რეპეტიციას როდესაც საიდანღაც სავარაუდოდ პარკში მომუშავე დამლაგებელი მოხუცი ქალი გამოჩნდა და ჩხუბი დაიწყო, რამხელა ხმაზე უკრავთ? ქართველები არა ხართ ქათულად მაინც დაუკარითო, ყველას გაეღიმა, მაგრამ ეს ქალი  რომ არ დაწყნარდა ბლიცის წევრებმა შალახო შეუბერეს. მოხუცს გაუხარდა და პირჯვარი გადაიწერა, ყველას სიცილი წასკდა, შალახო რომ გაჩერდა ბებია კიდევ აყვირდა ქართული დაუკარითო.

Continue reading

მისალოცი ბარათი – პოლ არ დაბერდე!

ვინც მიცნობს ან ამ ბლოგს კითხულობს ალბათ მიხვდებოდით რომ ამ თარიღს არაფრით არ გამოვტოვებდი, ისე რომ ერთი პოსტი არ მიმეძღვნა მისთვის – ადამიან ბითლზს და ბიტლომანების უკანასკნელ იმედს 68 წელი შეუსრულდა.

ამას წინათ, ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში გავიფიქრე, რომ პოლს თავის იუბილეზე რაიმე განსაკუთრებულ სტატიას მივუძღვნიდი, და აი როცა მოახლოვდა 18 ივნისი, დავიწყე ტვინის ჭყლეტა თუ რა შეიძლებოდა დამეწერა პოლზე, პოლის შესახებ როგორც ბიტლომანს ბევრი რამ წამიკითხავს, ბევრი მსმენია, მაგრამ ვერაფრით გადავწყვიტე კონკრეტულად რა კუთხით შევხებოდი სერ პოლის ჩემთვის ამოუწურავ პიროვნებას? მისი 50 წლიანი კარიერა იმდენად მდიდარი და სავსეა რომ ამ თემაზე წერა ზედმეტიც მომეჩვენა, იმდენად გადაღეჭილი მაქვს ბითლზის პერიოდი. შემდეგ სოლო კარიერა და უინგზი გამახსენდა, 70-80-იან წლებზე სხვებს პირველად თუ ლედ ზეპელინი, დი ფარფლი კლასიკური როკი და ჰარდ როკი ახსენდებათ ჩემთვის ამ წლებთან უინგზი ასოცირდება: Wild life, London Town, Give My Regards to broad street.

Continue reading

Nowhere Boy ლეგენდის დაბადება

მას შემდეგ რაც სემ ტეილორ ვუდის ფილმის Nowhere Boy-ის თრეილერი ვნახე, რომელიც ჯონ ლენონის ცხოვრების იმ პერიოდს ასახავს როცა ლივერპულში ბითლზი ჩაისახა, სულ მოუთქმელად ველოდი ფილმის გამოჩენას ინტერნეტში, და აი დადგა ასეთი დღე, ხუთი  დღე იქნება რაც გადმოვიწერე ფილმი და განსაკუთრებულ მომენტს ველოდი იმისთვის რომ მეყურებინა, თავიდან ალაგ ალაგ ნაწყვეტებს ვუყურე და  მაშინვე ჩავწერე ჩემს ფავორიტთა სიაში, ფილმი ორიგინალშია და უკეთ გასაგებად სუბტიტრებიც მოვიშველიე. წუხელ მოვემზადე და ზედიზედ ორჯერ ვუყურე ფილმს. შთაბეჭდილება? – მოლოდინმა ასი პროცენტით  გაამართლა, პერსონაჟები, სცენარი, მსახიობები, ნამდვილად მეგონა რომ ჯონის ცხოვრების ამ კონკრეტული მონაკვეთის თვითმხილველი ვიყავი,  ხედავ როგორ ცხოვრობს ჯერაც უცნობი ლენონი, როგორია 50-იანების ბოლოს ლივერპული,  ლენონის ლიდერულ ხასიათს და ყმაწვილურ სიცელქეს, დედის და ელვისის გავლენას როკენროლისკენ სწრაფვაში, ხედავ როგორ იბადება ლენონში ვარსკვლავი და ელვისის კონკურენტი, ერთ მომენტში ის ღმერთს საყვედურობს რატომ არ გამაჩინა ელვისადო, დედა კი აღფრთოვანებული პასუხობს, რადგან შენ ჯონ ლენონად მოგავლინაო.

Continue reading

ჯორჯ ჰარისონი და აღმოსავლური მისტიციზმი

უკვე რამდენიმე დღეა ჩემი ბლოგი არსებობს და ალბათ დადგა დრო პირველი პოსტი მივუძღვნა ჩემს ნომერ პირველ… არ ვიცი რა დავარქვა… გატაცებას? ჰობს? სიყვარულს?… არ დავიწყებ იმის მოყ-ოლას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბითლზი ჩემთვის, ვიტყვი იმას რომ ბითლზი ჩემთვის უფრო მსოფმხედველობა და ცხოვრების სტილია ვიდრე უბრალოდ ფავოროტი მუსიკალური ჯგუფი. ჯორჯ ჰარისონი კი მისი განუყოფელი ნაწილი და ამავე დროს დამოუკიდებელი ფიგურა, თავისი ეპოქალური მნიშვნელობით თუ უბრალოდ პიროვნებით. მინდა ეს პოსტი ჯორჯს მივუძღვნა, ზუსტად ასეთი სათაურით თემა გავხსენი რამდენიმე თვის წინ  ერთადერთ ქართულ ბითლზ ფორუმზე (იხ: ერთადერთი ქართული ბითლზ პორტალი, ) მაგრამ ეს პოსტი იქიდან არაა დაკოპირებული.

ბიტლომანებს მოგეხსენებათ რა დაძაბული წელი იყო 1965  მათთვის, გაუთავებელი ტურები, და ისიც სულ დასვლეთში, ჯორჯს ცოტა არ იყოს მობეზრდა ერთიდაიგივე. 1965 წელს ამერიკული ტურის დროს ჯორჯს მეგობარმა დევიდ ქროსბმა  ინდური მუსიკა  და რავი შანკარის რამდენიმე სიტრაზე შესრულებული ჩანაწერი გააცნო. ჯორჯი ინსტრუმენტით მოიხიბლა… ჰელფის (Help) გადაღებების დროს რომელიც ბაჰამის კუნძულებზე მიმდინარეობდა, ერთ-ერთმა ინდუსმა რომელიც ბითლზებს გაეცნო, წიგნი გადასცა რეინკარნაციის შესახებ. ჰარისონის ინტერესი ინდური კულტურისადმი ამ წიგნის მეშვეობით უფრო გაიზარდა, 1965 წლის ბოლოდან ჯორჯი უფრო აქტიურად დაინტერესდა ინდური მუსიკით და კულტურით, მან სიტრა შეიძინა ლონდონის ერთ-ერთ ინდურ მაღაზიაში… ეს იყო ჯორჯის პირველი ნაბიჯი, დამოუკიდებლად ზრდისა როგორც შემოქმედის, მისი ინიციატივით Norwegian Wood-ში სიტრათი აღებული აკორდები დაამატეს, მაშინ პირველად გამოჩნდა სიტრა დასავლურ პოპ მუსიკაში.

Continue reading