სიყვარულის ზაფხული და კულტურული რევოლუცია

მეოცე საუკუნე განსაკუთრებული საუკუნეა მთელს კაცობრიობის ისტორიაში, ამ საუკუნეში იმდენი რამ მოხდა, რასაც ადამიანი მანამდე ვერ წარმოიდგენდა, ამაზე ვრცლად საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, მოხდა არნახული ინდუსტრიულ ტექნოლოგიური რევოლუციები, უდიდესი სოციალური ცვლილებები, ყველაზე მასშტაბური ომები, ამ ყველაფერმა კი თავის მხრივ კულტურული და მენტალური რევოლუციები წარმოშვა, მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიბადა ჯაზი, განვითარდა ბლუზ მუსიკა, რითმ ენ ბლუზი, მუსიკის ამ ჟანრებმა რაღათქმაუნდა რამდენადმე შეცვალა ადამიანთა გემოვნება, სტილი და შეხედულებებიც კი. დიდი დეპრესიის შემდეგ როკენროლი და ტელევიზორი გაჩნდა, გამოჩნდა ჩაკ ბერი, ბადი ჰოლი, ჯეი ჰოუკინსი, ლითლ რიჩარდი და ელვისი, ელვისმა პირველმა შექმნა ვარსკვლავური იმიჯი და ახალგაზრდების გულთამპყრობელი გახდა. მან სცენაზე დგომის მანამდე არსებული უძრაობა, თავისებური თამამი ჟესტიკულაციებით შეცვალა, როკენროლის ეპოქიდან იწყება მასიური მენტალურ კულტურული რევოლუციაც, ლეგენდარული ლივერპულელი ოთხეული  საფუძველს უყრის ახალ სოციალურ რეალობას, ცხოვრების სტილს და მრავალი მუსიკალური ჟანრის ჩანასახს. 60-იანი წლები რენესანსია არამარტო მუსიკალური თვალსაზრისით არამედ მენტალური და სოციალური რევოლუციის მწვერვალითაც.

Continue reading

ერიკი ღმერთია? (ცრემლები ზეცაში)

ძალიან ბევრი მელომანი და ბლუზის მოყვარული გეტყვით, რომ ერიკ კლეპტონი მსოფლიოში საუკეთესო გიტარისტია. თავად ერიკი კი როგორც თავმდაბალი კაცი ამბობს, რომ ის უბრალოდ უკრავს. თუ გინახავთ ფილმები 60-70-იანი წლების მუსიკაზე, ინგლისის ქუჩებში ცნობილი გრაფიტისთვისაც გექნებათ თვალი მოკრული – „ერიკი ღმერთია“

მანამდე იყო მეტსახელი Slowhand (ნელი ხელი) რომელიც მოიპოვა იარდბირდზ-ში Good morning little school girl-ის შემდეგ. ეს სიმღერა 64-ში ჰიტი იყო. მისი დაკვრის მანერა კი საოცრად ნაზი და ამავროულად საოცრად მძიმე.

 ერიკმა ბევრი რამ გამოიარა ცხოვრებაში, მას საკუთარი დედა და ეგონა, ცხრა წლისამ გაიგო რომ მისი დედა სინამდვილეში ბებიაა, და კიდევ – დედა, თავად კი ახალგაზრდული გატაცების შედეგი და უკანონო შვილი. ერიკმა გამოიარა არაერთი იმედგაცრუებაც და წარმატებაც, ნარკოტიკებისადმი სწრაფვაც და გამოჯანმრთელების ხანგრძლივი, რთული პროცესიც.

Continue reading