რელიგიური გრძნობების და თავისუფლების შესახებ

თუ დაკვირვებიხართ ვისზე ან რაზე ხუმრობაც არ შეიძლება ის არის შენი ბატონი. ის გიწესებს რა უნდა მოგწონდეს და რა არა, რა უნდა მიგაჩნდეს ჭეშმარიტებად და რა არა.

სტალინის იმპერიაში არ შეიძლებოდა სტალინზე ხუმრობა

ჰიტლერის იმპერიაში ჰიტლერზე

კიმ ჩენ ინის სამფლობელოში კიმ ჩენ ინზე

ისლამისტურ სახელმწიფოებში ისლამზე

ქრისტიანულ შუა საუკუნეებში კი ქრისტიანობაზე

შარლი ებდოს ამბებთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აქტუალური გახდა საკითხი, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე. რა არის რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა? სად არის ზღვარი ხუმრობასა და შეურაცხყოფას შორის? უნდა იყოს თუ არა რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა აკრძალული ან დასჯადი?

10920953_911891288844271_4636138531714298200_n

რელიგიური გრძნობა სუბიექტური რამეა, მსოფლიოში უამრავი რელიგიური სექტა და მიმდინარეობაა. ზოგიერთს შეიძლება სპაგეტის გამოსახვა მიაჩნია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად. რა ვქნათ? გავითვალისწინოთ? თუ ეს მაგალითი სისულელედ მიგაჩნიათ, მაშინ რატომ არ ფიქრობთ რომ ბევრი ადამიანი იგივეს ფიქრობს თქვენს რელიგიაზე რასაც თქვენ მფრინავი სპაგეტის მონსტრზე ან ნებისმიერ სხვა ძველ თუ ახალ რელიგიაზე. და თუ ყველა რელიგიურ ახირებულ შეხედულებას არ ვცემთ (ან ვერ ვცემთ) პატივს მაშინ რატომ უნდა გამოვყოთ ექსკლუზიურად თქვენი რელიგია? რადგან უმრავლესობას მიკეუთვნებით?  ერთმა ფიესბუქ მეგობარმა ძალიან კარგად თქვა ის რასაც ვფიქრობდი: “თუ გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ ყველასთვის მისაღებ და კორექტულ გამოხატვაზე ვრცელდება, მაშინ ასეთი თავისუფლება საერთოდ არ არის საჭირო. მას ისედაც არავინ შეზღუდავს.”

Continue reading

Advertisements