Bang Bang – და იქმნა ნათელი

ჩემი  აზრით (და არა მარტო ჩემი) ადამიანი გონიერი არსება მაშინ გახდა როდესაც მასში ცნობისმოყვარეობა დაიბადა. პირველი ნაბიჯებიდანვე ადამიანი ალბათ ცდილობდა გაეცა პასუხი კითხვებს, ვინ ვარ, რა არის ჩემს გარშემო და საიდან გაჩნდა ეს ყველაფერი. ადამიანის უნიკალურმა ფანტაზიამ მრავალი მითი და ლეგენდა შვა, ზოგიერთ კულტურას მიაჩნდა რომ  დედამიწა რომელიმე ღმერთის სხეულისგან ჩამოყალიბდა, ზოგს კი ეგონა რომ ცის თაღი სვეტებს უჭირავს ანდაც ხმელეთი უზარმაზარ სპილოებს უკავიათ ეშვებით, გიგანტური კუს ბაქანზეა მთელი ქვეყანა და ა.შ..

თუმცა, მეცნიერებამ ნელ ნელა ბევრი რამ გამოარკვია, სამყარო იმაზე დიდი და რთული აღმოჩნდა ვიდრე რომელიმე  მითი აღუწერდა ადამიანებს. მიუხედავად იმისა რომ მეცნიერებამ დიდი გზა გამოიარა და ბევრ კითვაზე პასუხი გასცა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად ვინ ვართ, საიდან მოვედით, საიდან დაიბადა სიცოცხლე და რა იქნება სამყაროს მომავალი. 19-ე საუკუნეში მეცნიერებს მიაჩნდათ რომ სამყარო და შესაბამისად მასში არსებული მატერია იყო უცვლელი და სტატიკური. ანუ სამყარო არასდროს დაბადებულა: – ის იყო არის და იქნება მუდამ. მაგრამ მეოცე საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში ამერიკელმა ასტრონომმა ედუინ ჰაბლმა გააკეთა რევოლუციური აღმოჩენები, მან აღმოაჩინა რომ ზოგიერთი ნისლეული, სავარაუდოდ ძალიან შორს იყო და წარმოადგენდა ცალკე ვარსკვლავურ სისტემას, ჰაბლმა აღმოაჩინა რომ არსებობს გალაქტიკები, რომ ჩვენც გალაქტიკაში ვცხოვრობთ.

Continue reading

Advertisements