სამყაროს ისტორია ანუ ბმულების სასაფლაო

ზუსტად ხუთი თვის წინ დაიბადა სამყარო. თავისუფალ სივრცეში დაკონსერვებული აზრები სურათების და სიტყვების პეიზაჟებად  მატერიალიზდნენ  ეს იყო ერთი სამყარო მილიონობით სამყაროს შორის, შეიძლება არც ძალიან განსაკუთრებული და საინტერესო, მაგრამ მაინც ახალი, თავიდან იყო სუფთა ფურცელი, (სერვერი) მერე გაჩნდა პირველი ასო, მეორე ასო და ა.შ… ასოები ერთმანეთთან ურთიერთქმედებაში შევიდნენ და შექმნეს სამყაროს სათაური, სამყაროს ევოლუციის შემდეგი საფეხური იყო აზრების დიფერენცირება, სამყაროს გეომეტრიამ აზრების სუპში ჩამოაყალიბა ცალკეული მიზნები…  აზრები ერთმანეთს გამოეყო, დალაგდა, გადანაწილდა, ჩამოყალიბდა და შემდეგ თანმიმდევრულად მატერიალიზდა ასოთა წყობაში, ანუ სიტყვებში, სიტყვებმა თავის მხრივ შექმნეს წინადადებები, წინადადებები ევოლუციურ კანონზომიერებებს დამორჩილდნენ და შექმნეს კომპლექსური სიტყვა კონკრეტული თემის ირგვლივ რომელსაც ამ სამყაროში პოსტი ეწოდება. ამგავარად შეიქმნა პირველი პოსტი,

Continue reading

Advertisements

დეივ ბრუბეკი – ჯაზის რენესანსი

რატომღაც მომინდა ჩემს საყვარელ ჯაზ კვარტეტზე დამეწერა და ის ემოცია როგორმე გადმომეცა როდესაც დეივ ბრუბეკს ვუსმენ რამდენიმე კვირიანი ან თვიანი პაუზის შემდეგ. დღეს სწორედ ასეთი დღეა, დეივის კომპოზიციები არ მბეზრდება თუმცა ხანდახან არის ხოლმე პერიოდები როცა არ ვუსმენ, სხვა რამეზე ვარ გადართული, მერე უცებ მახსენდება და ისევ ვიჩემებ ერთიდაიგივე კომპოზიციებს, ერთი ან ორი კვირა ვატრიალებ პლეილისტში ისე რომ ვინმე რომ მიყურებდეს ყურებში მაზოლები ამოუვა ჩემს მაგივრად. რომელიმე ახლობელი ან ახალი ნაცნობი  თუ მეუბნება რომ ჯაზი არ უყვარს მაშინვე დეივ ბრუბეკს ვასმენინებ ან ვუგზავნი (თუ ინტერნეტით ვსაუბრობ) და შემდეგ წინასწარ დარწმუნებული რომ აზრს შეიცვლის ვეკითხები ახლაც არ მოგწონს მეთქი ჯაზი? ესეც თუ არ ამართლებს აი მაშინ კი წასულია საქმე.  

ჯაზ პიანისტი და კომპოზიტორი დეივ ბრუბეკი ცოცხალი ლეგენდაა რომლის მიღწევების და ჯილდოების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. დეივს გამორჩეული ადგილი უჭირავს ჯაზსა და კლასიკური მუსიკის სამყაროში. მისი კარიერა თითქმის ექვს ათეულ წელიწადს ითვლის. ექსპერიმენტების, ინოვაციის და იმპროვიზაციის ექვსი ათეული წელიწადი.

Continue reading

Little Bird

გლობალური და რთული საკითხის მერე მცირედი განტვირთვა კარგი იქნება, ესეც ჩემი მუსიკალური დღიურის პირველი პოსტი. შემდეგში უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი პოსტებით გავამდიდრებ ჩემს ბლოგს, მუსიკის გარდა კიდევ რა კატეგორიის თემებს მივედ მოვედები? ჰმმ ვნახოთ, ბევრი რამ მაინტერესებს…

Continue reading