კარლ სეიგანი – დრაკონი ჩემს გარაჟში

Dragon

კარლ სეიგანის წიგნიდან – დემონებისგან დამფრთხალი მსოფლიო (Demon Haunted World )

“ცეცხლის მფრქვეველი დრაკონი ცხოვრობს ჩემს გარაჟში”

დავუშვათ (ფსიქოლოგ რიჩარდ ფრანკლინის ჯგუფური თერაპიის მიღწევას ვიყენებ) მე სერიოზულად გიმტკიცებთ ამას. რათქმაუნდა თქვენ გინდათ შეამოწმოთ. ნახოთ თქვენივე თვალით. საუკუნეების განმავლობაში უამრავი ისტორია იყო დრაკონებზე, მაგრამ რეალური საბუთი არა. აი შესაძლებლობაც

“მანახე” მეუბნებით თქვენ. მე ჩემს გარაჟში მიგიძღვებით. თქვენ იხედებით შიგნით, ხედავთ კიბეს, ცარიელ საღებავის ქილებს და ძველ სამთვლიან ველოსიპედს, მაგრამ დრაკონს – არა.

The Demon-Haunted World

The Demon-Haunted World (Photo credit: Wikipedia)

“სად არის დრაკონი” – მეკითხებით

“ოჰ ის აქ არის – გპასუხობთ ოდნავი რხევით – გამომრჩა შეხსენება რომ ის უჩინარი დრაკონია”თქვენ მთავაზობთ რომ შევათვალიეროთ გარაჟის იატაკი, დრაკონის კვალის მისაგნებად.

“კარგი იდეაა, მაგრამ ის ჰაერში ნავარდობს” ვამბობ მე

შემდეგ თქვენ იყენებთ ინფრაწითელ სენსორს დრაკონის უჩინარი ცეცხლის დასაფიქსირებლად.

“კარგი იდეაა, მაგრამ უჩინარ ცეცხლს არ აქვს მხურვალება”

თქვენ აფრქვევთ საღებავს პულვიზატორით, რათა ის ხილვადი გახადოთ.

“კარგი იდეაა, მაგრამ ის არამატერიალური დრაკონია და საღებავი არ მიეკარება.” და ა.შ. ყოველ თქვენს წარმოდგენილ ფიზიკურ გამოცდას,  დავუპირისპირე სპეციალური ახსნა, თუ რატომ არ იმუშავებს ექსპერიმენტი.

რა განსხვავებაა უჩინარ, არამატერიალურ, ჰაერში მონავარდე დრაკონსა და დრაკონის საერთოდ არ არსებობას შორის? თუ არ არსებობს რაიმე გზა რითაც ჩემს სიმცდარეს დაამტკიცებთ. თუ არ არსებობს დამაჯერებელი ექსპერიმენტი რომელიც  მტკიცების წინააღმდეგ იმოქმედებს, რას ნიშნავს თქმა რომ დრაკონი არსებობს? თქვენი უუნარობა, ჩემი ჰიპოთეზის წინააღმდეგ სულაც არ ხდის მას მართალს. მტკიცებები რომელებსაც ვერ გამოცდი, მტკიცებებს რომელთაც გააჩნიათ უარყოფის მიმართ იმუნიტეტი, სიმართლისთვის გამოუსადეგარია. რაც არ უნდა ღირებულება გააჩნდეს ჩვენი შთაგონებისთვის და აღფრთოვანებისთვის. რასაც მე ვთხოულობ თქვენგან ეს არის რწმენა. დაჯერება საბუთის გარეშე, მხოლოდ თქმის საფუძველზე. მხოლოდ ერთი რამ გაიგეთ ჩემი დაჟინებისგან დრაკონის შესახებ, რომ ჩემს თავში რაღაც უცნაური რამ ხდება. გიკვირთ თუ არც ერთი ფიზიკური ტესტი მხარს არ უჭერს დრაკონის არსებობას, რამ დამარწმუნა მე? ალბათ აუცილებლად იფიქრებთ ჰალუცინაციის ან სიზმრის შესახებ. მაგრამ რატომ მივიღე ეს ყველაფერი რეალობად? შესაძლოა დახმარება მჭირდება. ალბათ ვერ შევაფასე სათანადოდ შეცდომებისკენ მიდრეკილი ადამიანური გონება.

წარმოიდგინეთ რომ მიუხედავად წარუმატებელი ცდებისა, თქვენ პირნათლად დარჩით გონება გახსნილი ახალი შესაძლებლობებისთვის. თქვენ მთლიანად არ უარყავით ცეცხლის მფრქვეველი დრაკონის არსებობა. უბრალოდ იცდით. დღეს სამხილი აშკარად მის წინააღმდეგაა, მაგრამ თუ ახალი მონაცემები გამოჩნდება თქვენ მზად ხართ მათი განხილვითვის, ნახავთ თუ დაგარწმუნებენ ისინი. რათქმაუნდა უსამართლო იქნებოდა შეურაცხყოფილი დავრჩე იმის გამო რომ თქვენ არ ირწმუნეთ, ან გაგაკრიტიკოთ იმის გამო რომ თქვენ მოსაწყენი და წარმოსახვის უნარს მოკლებული ხართ. – უბრალოდ იმის გამო რომ თქვენ გამოიტანეთ შოტლანდიური ვერდიქტი – არაა დამტკიცებული.

წარმოიდგინეთ რომ ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა – დრაკონი უჩინარია – კარგი, მაგრამ დაკვირვებისას ხედავ როგორ იქმნება ნაკვალევი, ინფრაწითელი დეტექტორი მოქმედებს შკალაზე. საღებავი შხეფები გაჩვენებენ დრაკონის კბილანებიან ზურგს. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად სკეპტიკურად იყავით განწყობილი დრაკონების არსებობის მიმართ – რომ აღარაფერი თქვათ უჩინარების შესახებ – თქვენ ახლა უნდა აღიაროთ რომ აქ რაღაც არის – წინასწარი დასკვნით – ის შეესაბამება, უჩინარ ცეცხლის მფრქვეველ დრაკონს.

Driftwood Dragon

Driftwood Dragon (Photo credit: Nathan Marciniak)

მორიგი სცენარი: დავუშვათ მხოლოდ მე არ ვარ. რამდენიმე ადამიანი თქვენს ნაცნობებში, მათ შორის ისინიც, ვინც დარწმუნებული ხართ რომ ერთმანეთს არ იცნობენ, გეუბნებიან რომ ყოველ მათგანის გარაჟში ცხოვრობს დრაკონი – მაგრამ დამამტკიცებელი საბუთი სამწუხაროდ ყოველთვის მოუხელთებელია. ჩვენ ყველანი ვთანხმდებით რომ შეწუხებული ვართ ამ უცნაური ახირებული და გამოუსადეგარი ფიზიკური საბუთის საჭიროებით. არც ერთი არ ვართ შეშლილი. ჩვენ ვვარაუდობთ რა იქნებოდა მაშინ თუ მთელ მსოფლიოში მართლაც გარაჟში დამალულ დრაკონები ცხოვრობენ? შესაძლოა ეს უძველესი ევროპული და ჩინური მითები დრაკონების შესახებ მითები არ ყოფილა.

კარგი ამბავი: შესაბამისი ზომის დრაკონის კვალი იატაკზე დაფიქსირებულია – ვრცელდება ინფორმაცია. მაგრამ ის არასდროს ჩნდება როცა სკეპტიკოსი აკვირდება. ალტერნატიული ახსნა თავად წარმოგვიდგება. უფრო დეტალური კვლევა ნათელს ჰფენს რომ კვალი გაყალბებული უნდა იყოს. მორიგი დრაკონების ენთუზიასტი გვაჩვენებს დამწვარ თითს და დასძენს რომ ეს არის დრაკონის ცეცხლოვანი სუნთქვის იშვიათი მანიფესტაცია. თუმცა კვლავ – სხვა შესაძლებლობებიც არსებობს. ჩვენ ვიცით რომ დრაკონის გარეშე არსებობს სხვა გზები თითის დასაწვავად. ასეთი “მტკიცებულება” – არ აქვს მნიშვნელობა დრაკონის დამცველები რამდენად მნიშვნელოვანდ ჩათვლიან – სიმყარისგან ძალიან შორსაა. კიდევ ერთხელ – ერთადერთი გონივრული მიდგომა არსებობს – წინდახედულად უარყო დრაკონის ჰიპოთეზა, იყო გახსნილი სამომავლო ფიზიკური მონაცემებისთვის და დაინტერესდე რა მიზეზით არის ეს აშკრად საღი და ფხიზელი ხალხი ჩართული ამ უცნაურ ილუზიაში.

P.S: დრაკონის ადგილას შესაძლებელია ჩასვათ ნებისმიერი მითიური და მისტიკური პერსონაჟი, მაგ: ე.წ შემოქმედი, უცხოპლანეტელები რომლებიც ჩვენს შორის დასეირნობენ. ჭინკები, ელფები თოვლის კაცი და ა.შ. ზოგიერთს მიაჩნია რომ დრაკონი და შემოქმედი უადგილო შედარებაა, მაგრამ ჩასვით და ნახავთ რარიგ მოერგება ამ ტექსტს. განსხვავება მხოლოდ მდებარეობასა და საქმიანობაშია. ეს ხომ უმნიშვნელოა (ჩემი აზრით). თუ არ გჯერათ წარმოიდგინეთ რომ დრაკონი გამოვიყვანეთ გარაჟიდან, დავტოვეთ მატერიალური სამყაროს მიღმა და დავაბრალეთ სამყაროს შექმნა. ზემოთ აღწერილი დრაკონის ენთუზიასტებმა რომ ამტკიცონ ეს განა არ შეუძლიათ თქვენოდენა პრეტენზია ქონდეთ ჭეშმარიტებაზე? (მორწმუნენო) 

Take it easy!

3 thoughts on “კარლ სეიგანი – დრაკონი ჩემს გარაჟში

  1. დრაკონი არის თუ არ არის გარაჟში, ამით არაფერი არ იხსნება, მაგრამ სამყარო რომ როდესღაც საიდანღაც და როგორღაც უნდა შექმნილიყო და ძალიან მოწესრიგებულია, ამას ახსნა სჭირდება და ამის გამოა ღმერთი მოგონილი.
    გვიყვარს ადამიანებს, რომ რაც არ ვიცით, ჩვენებურად ავხნათ – ჩვენი გონებისთვის ადვილად აღსაქმელად, გვიჭირს სამყაროს უსასრულობის, მოუწესრიგებლობიდან მოწესრიგებულობის წარმოქმნის წარმოდგენა, ჩვენს გამოცდილებას განვაზოგადებთ სამყაროს გამოცდილებაზე.

    ასე რომ ღმერთის იდეას გარაჟში დამწყვდეულ დრაკონის იდეაზე უფრო მეტი არსებობის საფუძველი აქვს 😛

    • ჰო ღმერთს აშკარად მეტი დატვირთვა და პასუხისმგებლობა აქვს მინიჭებული. მეც მაგას ვიძახი სწორედ რომ განსხვავება მხოლოდ ესაა. რაც არასაკმარისია… იმიტომ რომ თუ დაუშვებ რომ უჩინარი დრაკონი გარაჟში კი არაა არამედ სამყაროს მიღმა და მანვე შექმნა სამყარო მაშინ დრაკონის იდეაც ისეთივე ფასეული გახდება როგორც სხვა ნებისმიერი ღმერთის… ეს არ ნიშნავს რომ ღმერთის არსებობას მეტი საფუძველი აქვს. უბრალოდ ღმერთს უფრო მეტი დააბრალეს. უფრო ცენტრალური როლი მიანიჭეს. თორემ მეცნიერული და ლოგიკური თვალთახედვით ორივე ერთნაირად აბსურდულია.

დატოვე კომენტარი