შეუცნობელ არს გზანი უფლისა

The Greatest bullshit story ever told

კარდინალმა რობერტო ფრანჩესკო ბლარმინომ ვერაფერი გააწყო ურჩ ფილოსოფოსთან. ის მაინც თავის აზრზე იდგა და ცდილობდა პაპ კლემენტ მერვესთან თავისი პოზიციის დაცვას. რა გაეწყობა… ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ვერაფერმა გატეხა. რა ჯიუტია, სულელი ადამიანი – დანანებით გაიფიქრა კარდინალმა და საბრალდებო დასკვნაში ჩაწერა: Egli sostiene che si trovano più mondi, che tutte le stelle sono mondi, ed il credere che sia solo questo mondo è grandissima ignoranza. (მიაჩნია რომ არსებობს ბევრი სამყარო, რომ ყოველი ვარსკვლავი ერთ-ერთი მათგანია და ერთადერთი სამყაროს რწმენა კი უდიდესი უმეცრება) უმეცრება სწორედ ისაა როცა სხვა სამყაროებს დაუშვებ სადაც თურმე სხვა არსებები სახლობენ. როცა გადაუხვევ წმინდა ეკლესიის მიერ დადგენილ დოგმატს და ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს დააკნინებ თითქოს იგი მისი შემოქმედების ცენტრალური ნაწილი არ იყოს. განა უსასრულო სამყაროს კონცეფცია უსასრულოდ  არ ამცირებს ადამიანის როლს?

Giordano_Bruno1

ქრისტეს აქეთ 1600 წელს 20 იანვარს პაპმა კლემენტ მერვემ ჯორდანო ბრუნო ერეტიკოსად გამოაცხადა და უკვე 17 თებერვალს, რომში, ყვავილების მდელოდ წოდებულ მოედანზე, ბოძზე მიკრულ ბრუნოს სხეულზე ცეცხლის ენები ცეკვავდნენ. მას შემდეგ რაც ბრუნოს ფერფლი მდინარემ წაიღო დედამიწა ისევ დაუბრუნდა სამყაროს ცენტრს და ვარსკვლავებიც ხელახლა გახდნენ ხვრელები ცის თაღზე, მაგრამ ამ ამბავის გაგრძელებას დიდი ხანი არ ეწერა, სულ რაღაც ათ წელიწადში გალილეომ თავისი გაუმჯობესებული ტელესკოპი ზეცას მიაპყრო. მოგეხსენაბთ ცაზე იუპიტერი და ვენერა განსაკუთრებული ბრწყინვალებით გამოირჩევიან, გალილეოს ყურადღებაც ამიტომ დაიმსახურა ამ ციურმა სხეულებმა. გალილეო ფრიად კმაყოფილი იყო თავისი ინსტრუმენტით, რადგან მის ტელესკოპს შეეძლო ოცჯერ გაედიდებინა გამოსახულება, წარმოგიდგენიათ? ოცჯერ!… და გალილეოც მოუთმენლად ელოდა ხოლმე ყოველ დაღამებას, რათა მისი ტელესკოპით ყურადღებით დაკვირვებოდა ციურ სხეულებს. აი იუპიტერიც პატარა  ბუნდოვანი ბურთობი. ისე თუ შეხედავ ტელესკოპის გარეშე ბრწყინვალე ვარსკვლავს გავს, ტელესკოპში კი შეგიძლია გაარჩიო მისი სფერული ფორმა. ძალიან საინტერესოა… და ეს სამი პატარა ვარსკვლავი რაღაა? თავიდან დიდი ყურადღება არ გაუმახვილებია, მაგრამ რამოდენიმე დაკვირვების შემდეგ მოეჩვენა რომ ამ ვარსკვლავებს პოზიცია შეეცვალათ. არადა ვარსკვლავები ხომ ფიქსირებულია ცის თაღზე? ყოველშემთხვევაში ასე ამბობენ. გალილეოს დაკვირვებული თვალი ქონდა, მაგრამ მონაცემები უფრო სანდო რომ ყოფილიყო ქაღალდზე დაიტანა, დახატა იუპიტერი და სამი პატარა ვარსკვლავიც განალაგა ისე როგორც იმ საღამოს ხედავდა. ჰოი საოცრებავ მომდევნო დაკვირვებებმა მართლაც დაამტკიცა რომ ვარსკვლავები მოძრაობდნენ. თანაც არა მხოლოდ სამი არამედ ოთხი. მოძრაობდნენ ოღონდ ისე რომ იუპიტერს ძალიან არ შორდებიან. უფრო გასაოცარი კი ის არის რომ ერთ-ერთი მათგანი დრო და დრო იუპიტერის უკან იმალება. რას უნდა ნიშნავდეს ეს? ამას ერთადერთი ახსნა აქვს. ეს იუპიტერის თანამგზავრებია, რომელებიც მის გარშემო მიმოიქცევიან ორბიტაზე. ზუსტად ისე როგორც მთვარე დედამიწის ირგვლივ. მაშ კოპერნიკი მართალი ყოფილა? ყველა სხეული დედამიწას არ გარემოექცევა, სულ ცოტა იუპიტერს ყავს ოთხი თანამგზავრი რომელიც დედამიწას არ გარემოექცევა. კოპერნიკი მართალი უნდა იყოს. ეს მზეა ცენტრალური სხეული, რომლის ირგვლივ გარემოექცევა, დედამიწაც ვენერაც, იუპიტერიც. გასაოცარია ისიც რომ ვენერას დაკვირებებიც იგივეს ამტკიცებს.

გალილეოს აღმოჩენებს აღფრთოვანებით არ შეხვედრიან, როგორც ჩანს კვლავ ერესი მწიფდება

“ციურ სხეულთა დაკვირვება აძლიერებს კოპერნიკის ჰიპოთეზას და შესაძლოა იგი აბსლიტურ ტრიუმფს მიუახლოვდეს” – წერს გალილეო

“დოქტრინა რომ დედამიწა არც სამყაროს ცენტრია და არც უძრავი, არამედ ასრულებს დღიურ ბრუნს აბსურდია. ფსიქოლოგიურად და თეოლოგიურად მცდარია და  ბოლოსდაბოლოს რწმენის სიმახინჯეა” – ეკლესია

“დედამიწის მოძრაობისა და მზის უძრაობის დოქტრინა დაგმობილ იქნა წმინდა წერილის საფუძველზე სადაც ის მრავალ ადგილას ამბობს რომ მზე მოძრაობს და დედამიწა კი ერთ ადგილას რჩება. ღვთის სადიდებლად ითქვა რომ შეუძლებელია წმინდა წერილი  იტყუებოდეს, მაგრამ არავის შეუძლია უარყოს რომ იგი ხშირად ძნელად შესაცნობია და მისი ნამდვილი მნიშვნელობა კი რთულად აღმოსაჩენი, ის ბევრად მეტია ვიდრე ცარელა სიტყვები. მე ვფქრობ ბუნებრივ მოვლენებზე დისკუსიისას ჩვენ უნდა მივმართოთ არა წმინდა წერილს არამედ ექპსერიმენტებსა და მის ცხად გამოვლინებებს.” პასუხობს გალილეო.

გალილეომ თავისი შეხედულება დაიცვა წერილით, რომელშიც აღნიშნავდა რომ წმინდა წერილი რათქმაუნდა სიმართლეს მოიცავს მაგრამ ხშირად იგი არ უნდა გავიგოთ პირდაპირ. რომ წმინდა წერილის ინტერპრეტაცია მრავალმხრივ ხდება და ზოგჯერ, ძალიან ბუნდოვნადაც, იგი  ნაკარნახევია სულიწმინდას მიერ მაგრამ ყოველი ინტერპრეტაცია არ წარმოადგენს ღმერთის შთაგონებას. რომ წმინდა წერილი შეიცავს ასტრონომიული ცოდნის მხოლოდ მცირე ფრაგმენტებს და ერთმანეთისგან განსხვავებულ დასკვნებს. ამ ყველაფრის ამოხსნა ეს არის ასტრონომიის მისია.

Reconstruction-of-Galileo-001

ოჰჰ ერესმა კვლავ ამოხეთქა, რა გახდა ეს კოპერნიკის თეორია? როგორც სულმშვენიერი ჯიოვანი ტულუზანი ამბობს ციურ სხეულთა მოძრაობა და მათი მათემატიკა სრუყოფილ დემონსტრირებას ახდენს იმისა რომ გეოცენტრიზმი ჭეშმარიტი დოქტრინაა და აბსოლიტურად ეთანხმება წმინდა წერილს.  წმინდა წერილში პირდაპირ და გარკვევით წერია რომ დედამიწა სამყაროს ცენტრია და  ადამიანი კი ღვთის ხატი და მსგავსი. ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა როგორც ის რომ ღმერთმა ზუსტად ექვს დღეში შექმნა სამყარო. ისეთივე თანმიმდევრობით როგორც დაბადებაშია აღწერილი.

წმინდა ინკვიზიციის კარდინალმა  ბლარმინომ გალილეო დაიბარა და კოპერნიკის იდეების გავრცელება აუკრძალა. გალილეო თავჩაღუნული და გაკიცხული ბრუნდება შინ. ქრისტეს შემდგომ 1633 წლის 22 ივნისს გალილეო აღიარებს ერეტიკულ აზრებს და აცხადებს რომ მზე სულაც არაა ცენტრალური სხეული “მე  დავგმე ყველა ის ერესი, შეცდომა და კათოლიკური ეკლესიის საწინააღმდეგო მწვალებლური აზრი” თქვა მოხუცმა გალილეომ და როდესაც შინისკენ მიყავდათ რათა დარჩენილი ცხოვრება შინა პატიმრობაში გაეტარებინა – ჩაიდუდღუნა – “მაგრამ ის მოძრაობს”.

***

“და რა ქნა თანამედროვე მეცნიერებამ? –  მათ მოწამლეს ჰაერი!  მოწამლეს მიწა. შექმნეს ატომური ბომბი!” “კი მაგრამ მედიცინა? თვითმფრინავები? ინდუსტრიული რევოლუცია?” – აწყვეტინებს რადიოწამყვანი “განა თვითმფრინავების გარეშე არ ვიყავით ბედნიერნი? თანამედროვე მეცნიერებამ მოკლა ადამიანური სპეტაკი სული! ის  გვართმევს  ცენტრალურ როლს სამყაროში!”

რა სულელია – ჩაილაპარაკა ჯონიმ და რადიოს აუწია. ესენი მეორე უკიდურესობაში ვარდებიან. ის ახალი ათეისტები ხომ სულელები არიან და ესენიც არ არიან ნაკლები. აი ყველაზე კაცური კაცი, ლენოქსია. იმ დღეს კარგად ილაპარაკა  სემფორდში. მეცნიერია და თან ღმერთისაც სწამს. მეცნიერება და ღმერთი სულაც არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს! უბრალოდ სულელ ხალხს გონია ეგრე. ათეისტებმა შექმნეს ეგ მითი.

ჯონიმ ეკლესიასთან გააჩერა თავისი თაგვისფერი ავტო და ღმერთთან სასაუბროდ გაეშურა.

jesus_is_lord_hat-p148034208010417543bfnq7_400წირვის შემდეგ შემეცნებითი სემინარი და  დებატები გაიმართა სათაურით “მეცნიერების და რელიგიის ჰარმონიაული თანაარსებობა” და რადგანაც იქ მყოფთაგან უმრავლესობა ღვთის მადლით იყო შემოსილი, ერთსულოვან დასვკნამდეც ადვილად მივიდნენ – რელიგია, ღმერთი და მეცნიერება აბსოლიტურ ჰარმონიაში თანაარსებობენ. უფრო მეტიც ისინი ავსებენ ერთმანეთს. ერთიდაიგივე დასკვნები გამოაქვთ განსხვავებული გზებით და ერთმანეთის სიმარლთის დამამტკიცებელ საბუთებს წარმოადგენენ.

ჯონი ფრიად კმაყოფილი დაბრუნდა შინ. ტელევიზორი ჩართო და დივანზე მოკალათდა. “აჰ აქაც იგვივე თემაა?” გაუკვირდა როცა რომელიღაც არხზე რელიგიურ კამათს მოკრა ყური. დღეს მთელი დღეა ასეთ რამეებს უსმენს, ჯერ იყო და რადიოში, შემდეგ ეკლესიაში, ახლა ტელევიზორში. ჯონის უნდოდა ახლა სხვა რამისთვის ეყურებინა. ცოტა მსუბუქი გასართობი პროგრამისთვის. ღმერთზე დღეს უკვე საკმარისი ისმინა და საკუთარი აზრიც გამოთქვა (საკუთარ თავთან), ამიტომ იმედია აღარ უწყენს უფალი თუ ახლა სხვა პროგრამაზე გადართავს, მაგრამ რაღაც საინტერესო დაპირისპირება დაიჭირა ამ კამათში. როგორც ჩანს ვიღაც დოვკინსის მიმდევარი ჭარტალებს. აბა ოპონენტი ვინ ყავს? იქნებ ვინმე ლენოქსის სადარი ღირსეული ოპონენტი ყავდეს რომ მოაკეტინოს ამ ენაჭარტალას. ჯონიმ პოპ კორნი მოიმარჯვა და მოლოდინში ღიპს დაუწყო ფერება.

“რელიგია მუდამ უპირისპირდებოდა თავისუფალ აზრს და თეოკრატიულ მმართველობას ნერგავდა სახელმწიფოებში, ქმნიდა გარემოს სადაც არ იყო თავისუფალი სიტყვა და იკრძალებოდა ყველაფერი ის რაც ეკლესიის მეთაურებს არ აწყობდათ” ჭარტალებდა ვიღაც ათეისტი ფილოსოფსი.

“ბატონო ჩემო – ოპონენტმა ღირსეულად გადახედა აუდიტორიას – “თქვენ ახლა არასწორედ საუბრობთ და მთელ ეკლესიას აბრალებთ იმას რაც ერთეულებმა ჩაიდინეს ისტორიის მანძილზე. თქვენ გავიწყდებათ დიდი ქრისტიანი მეცნიერები და ის რომ ფაქტიურად თანამედროვე მეცნიერება ქრისტიანული რელიგიის წიაღში იშვა”

“და რომ არა ქრისტიანობა მეცნიერება არ იქნებოდა ხომ?” დაიჭირა ათეისტმა ოპონენტი

“მისტერ გადახედეთ ისლამურ სამყაროს, და  კიდევ ტიტველ ველურებს პაპუა ახალ გვინეაში, აფრიკასა და ბრაზილიის ჯუნგლებში, ვისმა მეცნიერებამ შექმნა თანამედროვე ცივილიზაცია, მათმა თუ ჩვენმა? აუდიტორიამ გადიახარხარა, მოსაუბრესაც მეტი თავდაჯერებულობა და ირონია დაეტყო. ჯონიმ გადაიხარხარა და სხვა არხზე გადართო. არაფერი არ არის ისევ იქ დაბრუნდა

“თქვენ მეუბნებით მაგას? როცა გჯერათ ექვს დღეში შექმნილი სამყაროსი და მოლაპარაკე გველების?”

“ეს თქვენ უცოდინარობას უსვამს ხაზს, როცა წმინდა წერილს პირდაპირ სიტყვა სიტყვით იგებთ. ექვსი დღე სულაც არაა ექვსი დღე, ის დროის დიდი პერიოდებია.”

“რის საფუძველზე ამბობთ?”

აბა რა – ჩაილაპარაკა ჯონიმ და ქუთუთუები ასწია. თვალები მოისრისა და ეკრანისკენ გააპარა მზერა

“თქვენ ამბობთ რომ სამყარო მხოლოდ ადამიანისთვის შეიქმნა?”

“დიახ, განა ეს ცხადი არაა? რომელ ცხოველს აქვს ინტელექტი? არც ერთს, რომელი წერს სიმფონიებს და იკვლევს სამყაროს? არც ერთი. მხოლოდ ადამიანს აქვს ამის უნარი რადგან ის ღვთის ხატად და მსგავსადაა შექმნილი.”

“უცხო ცივილიზაციების არსებობაზე რას ფიქრობთ? თუ არსებობენ ინტელექტუალური უცხოპლანეტელები, ისინი ვის ხატად და მსგავსად არიან შექმნილი?” – ჩაერთო წამყვანი.

“კარგით რა! რა სისულელეა, ყოველ კვირას ახალი პლანეტის აღმოჩენის შესახებ ხდება ცნობილი და აქამდე არც ერთ მათგანზე არ ამღმოუჩენიათ სიცოცხლე. თითქმის ყოველი მათგანი არის ე.წ ცხელი იუპიტერი, რომელიც იმდენად ახლოსაა ვარსკვლავთან რომ ყოველი ცოცხალი არსება შეიბრაწებოდა. SETI 70-იანი წლებიდან ეძებს უცხო ცივილიზაციის სიგნალს და ვერ მიუგნია. დედამიწის მდებარეობა და უცხო ცივილიზაციების არსებობის ექსტრემალურად მცირე შანსი დედამიწის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს.”

‘კარგით რა! ეგ მონაცემები ხომ ზღვაში წვეთია” წამოხტა ათეისტი.

ჯონიმ თვალები გაახილა, ათეისტი ისევ არ ისვენებდა:

“თქვენს არგუმენტს დიზაინის შესახებ ამყარებთ იმის მტკიცებით რომ ყველაფერი რაც სამყაროში არსებობს თავისი ზუსტი ადგილი აქვს და საათივით გამართულად მუშაობს, თუ ერთ დეტალს მაინც გამოვაკლებთ, ყველაფერი დაიღუპება, და ამტკიცებთ რომ ეს დიზაინერის უდავო მტკიცებულებაა ხომ? ხომ ასე ამტკიცებთ?” –

“დიახ! სწორედაც” მიუგო თავდაჯერებული გამომეტყველებით ოპონენტმა.

ჰიჰიიი ათეისტი გამანაადგურებელ დარტყმას ამზადებს – ჩაიცინა ჯონიმ

“მაშინ მე გეუბნებით რომ დაკვირვებადი სამყაროს ენერგიის რაოდეობის 70%-ს ისე გამოვაკლებ რომ არაფერი მოუვა”

“ჰოჰო სულ შენ გამოაკლებ”, დაიძახა აუდიტორიიდან ვიღაცამ “მაშ უფალი თავად ყოფილხარ” შენიშნა ირონიულად ოპონენტმა და დარბაზი სიცილით გაიგუდა.

ჯონის ჩიპსი გადასცდა…

“მიპასუხეთ! რაში ვლინდება ბნელი ენერგიის არსებობის აუცილებლობა? როცა ის არაფერშია საჭირო გარდა აჩქარებით გაფართოებისა. ბნელ ენერგიას თუ გამოვაკლებთ დაგვრჩება პრაქტიკულად იგივე სამყარო, რომელშიც არაფერი შეიცვლება. არავის არაფერი მოუვა და ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. რადგან სამყაროს გაფართოება გალაქტიკის მასშტაბზეც კი შეუმჩნეველია და პლანეტის მასშტაბით აბსოლიტურად ნულოვანი ეფექტი აქვს. ნუ აჩქარდება სამყაროს გაფართოება, ამით ადამიანისთვის არაფერი იცვლება. არც ახლა და არც მომავალში. არც წარსულში ქონდა რაიმე მნიშვნელობა. არადა ბნელი ენერგია სამყაროს ენერგეტიკული ბიუჯეტის 70%-ია. გამოდის რომ ყოვლისმცოდნე ღმერთის მიერ ფაქიზად დაგეგმილი და შექმნილი სამყაროს 70% ტყუილად არსებობს. პლუს რა საჭიროა 400 მილიარდი გალაქტიკა, როდესაც ადამიანი ალბათ ერთსაც ვერ დაიპყრობს მთელი თავისი არსებობის მანძილზე? ზოგიერთს რომ კითხო მხოლოდ სილამაზისთვის არსებობს და ტელესკოპით საყურებლად, მაგრამ რა გინდ დიდი ტელესკოპი ააშენეთ უმრავლესობა მათგანი ჩვენთვის მაინც შეუმჩნეველი დარჩება, მითუმეტეს რომ შორეული გალაქტიკები სულ უფრო სწრაფად გვშორედებიან და მომავალში სულ უფრო ნაკლებ ობიექტებს დავინახავთ. ჩვენი ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად. უამრავი ინფორმაცია გაუჩინარდება ჩვენი ჰორიზონტის მიღმა სამუდამოდ. თუ მართლაც მთელი ეს სირთულე, სიმრავლე და კომპლექსურობა ჩვენთვის შეიქმნა. ან ჩვენ ვართ სამყაროს ცენტრალური ფიგურები. რაში სჭირდებოდა ღმერთს ეს ყველაფერი? ან ჩვენ რაში გვჭირდებოდა ამდენი რამე? იმისთვის რომ უბრალოდ თავები გვემტვრია?”

“შეუცნობელ არს გზანი უფლისა, შესაძლოა ჩვენ ვერასდროს გავცეთ მაგ კითხვებს პასუხი. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია ჩავწვდეთ ღვთაებრივ დიზაინს? ჩვენ ხომ არ შეგვიძლია ჩავწდეთ უფლის ნებას და მიზნებს?”

“ეს რა პასუხია? აკი თქვენვე მოგყავდათ სამყაროს სიზუსტე დიზაინის არგუმენტის გასამტკიცებლად? რას მპასუხობთ იმაზე რომ სამყარო ბნელი ენერგიის გამო არ ყოფილა ისე აგებული, რომ ყოველი დეტალი გადამწყვეტად საჭირო იყოს?

“შეუცნობელ არს გზანი უფლისა” ჩაილაპარაკა ჯონიმ და სხვა არხზე გადართო.

Future_Sign_Exit

***

როცა მსოფლიო ოკეანემ ნახევარი მეტრით აიწია ბევრი დიდი ქალაქი დაიტბორა, ეს ერთბაშად არ მომხდარა, ნელ ნელა დაიწყო და მასშტაბური სახე მიიღო. მასიურად დაიწყო  მიგრაცია და ახალი ეკო ქალაქების მნშენებლობა. ბევრი კორპორაცია გაკოტრდა, ბევრმაც ფული იშოვა. ზოგიერთი ქვეყანაც კი გაქრა რუკიდან. კლიმატი შეიცვალა. 2072  წლის ახალი ამბები ძირითადად ამ თემების ირგვლივ ტრიალებდა “მიგრაციის კონტროლი” “კლიმატის კონტროლი” ‘ეკო ქალაქების მშენებლობა” “გარემო-პირობების მსხვერპლთა და დევნილთა დაცვა, მათი მდგომარეობა” მაგრამ იყო რამდენიმე შოკისმომგვრელი „News”-იც რომელზეც არაერთი გადაცემა მომზადდა და არაერთი სტატია დაიწერა.  მერე კი როცა ამ ამბებით გამოწვეული აჟიოტაჟი მედიაში ოდნავ მინავლდა. ერთმა ფრიად არასახარბიელო რეიტინგის მქონე გადაცემის წამყვანმა გადაცემაში მოიწვია უცნაური კაცი რომელსაც იგი კულისებში უკანასკნელ მოჰიკანად მოიხსენიებდა.

ეს იყო თეოლოგიის პროფესორი მერაბ ქრისტესაშვილი.

“ბატონო მერაბ – დაიწყო წამყვანმა – რას ფიქრობთ რამდენად რელავენტურია დღევნადელ ეპოქაში შემორჩენილი რელიგია და რას ფიქრობთ ამას წინათ მომხდარ მოვლენებზე? მე მგონი დაკონკრეტება არ არის საჭირო, მაგრამ მაინც ვიტყვი. უცხო ცივილიზაციის სიგნალზე და პლანეტა HD 172051c- საიდანაც დიდი ალბათობით ეს სიგნალი მოვიდა, მეცნიერები ვარაუდობენ რომ სწორედ ეს პლანეტაა დასახლებული მოაზროვნე არსებებით. და სიგნალიც თითქმის გაშიფრულია.”

“რელიგია რათქმაუნდა რელავენტურია ნებისმიერ ეპოქაში. რადგან სულიერი მხარე ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და იქნება. რათქმაუნდა ტელევიზიაში და პრესაში ეს ნაკლებად ჩანს მაგრამ ქრისტიანობას კვლავაც ბევრი მიმდევარი ყავს. აღმოჩენებს რაც შეეხება. დაინტერესებული ვარ და ველოდები ახალ ცნობებს ჩვენი მოძმეებისგან. იმედია კეთილგანწყობილი იქნებიან ჩვენს მიმართ. არამგონია სხვანაირად უფალმა დაუშვას.”

“მეცნიერები მიიჩნევენ რომ დიალოგი ჯერ ჯერობით შეუძლებელია რადგან მესიჯის ბოლომდე გაშიფვრას თვეები სჭირდება და საპასუხო სიგნალის მიღწევას დანიშნულების ადგილამდე 42 წელი –  ბატონო მერაბ ერთი საინტერესო კითხვა მაქვს, ნუთუ არ ეწინააღმდეგება უცხო გონიერი ცივილიზაციის არსებობა რელიგიურ სწავლებას? თუ ისინი არსებობენ, რაც უკვე ეჭვ გარეშეა, ვის ხატად და მსგავსად არიან შექმნილნი? “

“რათქმაუნდა არ ეწინააღმდეგება! აბსოლიტურად!  პირიქით!

“როგორ პირიქით?”

“სხვა გონიერი არსებები ბიბლიაშიც არის მოხსენიებული ასე რომ წმინდა წერილი (როგორც ჩვენ ბიბლიას ვეძახით) მოიცავს არაერთ ცნობას რომელიც მიუთითებს უცხო ცივილიზაციის არსებობას.”

“თუ ასეა მაშ ისინი ვის ხატად და მსგავსად არიან შექმნილნი?”

“რათქმაუნდა უფლის, გონიერი არსება სხვა ვისი მსგავსი იქნება? ეს ბიბლიაშიც ცალსახად ჩანს, დაბადება თავი 1 თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. – რატომ ამბობს ღმერთი გავაჩინოთ და არა გავაჩინო? რატომ ამბობს ჩვენს და არა ჩემს? ე.ი არსებობენ უკვე სხვა არსებები რომლებიც ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა და მათ გასაგონად ამბობს! “

წამყვანს ტუჩი დაეღრიცა

“ე.ი უცხოპლანეტელები ოდესმე თუ გვესტუმრებიან, და გვეღირსება მათი ნახვა, აღმოვაჩენ რომ ისინი მგვანან? ისე გამოიყურებიან როგორც მე?…

“საქმე მხოლოდ გარეგნობაში არაა, მე ასტრობიოლოგი არ ვარ რომ მათ გარეგნობაზე ზუსტად ვისაუბრო, მაგრამ რადგანაც გონიერი არსებები არიან, მათ უნდა ქონდეთ ისეთივე ბუნება როგორც ადამიანს აქვს. ეს არის ღმერთისგან ბოძებული ბუნება.”

“რატომ არაფერია ნათქვამი თქვენს რელიგიაში სხვა პლანეტებზე? ჩვენთან თუ მოვიდა ქრისტე, საინტერესოა მათთან თუ მივიდა? რას ფიქრობთ ამაზე?”

“არ იყო ალბათ საჭირო, ჩვენ ჩვენ თავზე უნდა გვეზრუნა მთელი ამ დროის განმავლობაში, მათ ალბათ საკუთარ გზას დაანახებდა უფალი! შეუცნობელ არს გზანი უფლისა!”

Keynote: САМ ТАНЦУЕТ, САМ ПОЁТ, САМ БИЛЕТЫ ПРОДАЁТ

12 thoughts on “შეუცნობელ არს გზანი უფლისა

  1. ამ თემაზე თოქ შოუებს საქართველოში მოვესწრებით? რაღაც არა მგონია :დ
    კარგი პოსტია როგორც ყოველთვის🙂

    Like

  2. მომეწონა ეს პოსტი :დ
    კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ რა აშკარა ფაქტიც არ უნდა დაუდო რელიგიას წინ მაინც საიდანღაც რაღაცას გამოჩხრეკენ და ინტერპრეტირებულად ცხელ-ცხელს დაგიდებენ ცხვირწინ

    Like

    • ძალიან მაგარი ფარი აქვთ მოფიქრებული. “შეუცნობელ არს გზანი უფლისა” ძველი ტექსტების ტრიალი ადვილია შენ გემოზე.საერთოდ ტექსტის ტრიალი ადვილია. იქ სადაც არაა სიზუსტე და მეცნიერული მეთოდი. როგორც გინდა ისე განმარტავ.
      მადლობა რომ მოგეწონა

      Like

  3. ეგ ფარი თვითონ მაგათზეც მოქმედებს სხვა რომ არაფერი
    აი რომელიღაც მორწმუნეს თუ აღმოუცენდება ტვინში რაიმე აგნოსტიკური შინაარსის მქონე შეკითხვა რელიგიისადმი – წამსვე უკუაგდებს, დაგმობს, ვიმკრეხელე უფალო შემინდეო, პირჯვარს გადაიწერს და დააყოლებს ”შეუცნობელ არიან გზანი უფლისანი” !
    მოკლედ ისე საინტერესოდაა ეს მოძღვრება შექმნილი რომ დიდ ნებისყოფას და ”პირველ ეტაპზე მოძალებულ სინდისის ქენჯნის” დათრგუნვას მოითხოვს მისი წიაღიდან დაღწევის მცდელობაც კი.

    Like

    • რათქმაუნდა. ეს რაღაც ნაჭუჭში ჩაკეტვაა, როცა შენს გამოგონილ მეგობრებთან კარგად გრძნობ თავს და არ გინდა სხვანაირი ყოფა. ამ ნაჭუჭში დასარჩენად და თავდაცვისთვის უნდა დაარწმუნო საკუთარი თავი რომ ეჭვი ცუდია, კითხვის დასმა ცუდია. ვიღაც ბოროტი სული გაკეთებნებს ამას. თუ ეს დაძლიე მაშინ შენ ზეციურ მეგობრებს არაფერი ემუქრებათ. კარგი მექანიზმი მოიგონეს.😀

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s