რატომ არ არსებობს მარადიული ცხოვრება და სული

პირველად 13 წლის ასაკში გამიჩნდა სიღრმისეული კითხვები, მართალი იყო თუ არა ადამის და ევას ისტორია? კაენმა საიდან მოიყვანა ცოლი? როცა ვკვდებით მართლა მივდივართ თუ არა სამოთხეში და ჯოჯოხეთში და ა.შ. მომდევნო ათწლეულში თანდათან ჩამომიყალიბდა აზრი რომ იდეა სულზე და მარადიულ ცხოვრებაზე ადამიანური სისუსტის და ფანტაზიის შედეგია. მახსოვს ბავშვობაში ვიტირე როცა გავაცნობიერე რომ ერთ დღეს მოვკვდებოდი, მოკვდებოდა ყველა ვინც მიყვარდა. მარადიული სულის იდეაც ალბათ კაცობრიობის ბავშვური ახირებაა, რომელსაც პანიკურად ეშინია სიკვდილის და ამ შიშის გასადევნად იდეალისტურ ზღაპრებს იგონებს.

adventure-in-the-afterlife

ადამიანების ფსიქოლოგიას, შიშებს, იმედებს, რომ ვუკვირდები, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ეს აზრი მართებული უნდა იყოს, წარმოიდგინეთ უძველესი ჰომო საპიენსის აზრები რომელმაც გააცნობიერა რომ ის მოკვდებოდა. მას რამე უნდა მოეფიქრებინა. 21-ე საუკუნეშიც კი ადამიანთა უმეტესობის გონება ისევ არქაულ ეპოქაშია ჩარჩენილი, ათასი ცრურწმენებით, ანიმისტური მსოფმხედველობით სადაც ვიღაცის უჩინარი ნება და ხელია საჭირო სამყაროს სამართავად, სადაც ღმერთებს მსხვერპლი ისევ უნდათ და სადაც მილიონი წმინდანის ხატი მანქანაში და ოთახში პოლითეიზმის სახეშეცვლილი ფორმაა. ასეთ საზოგადოებაში რათქმაუნდა ხალხს სჭირდება სჯეროდეს რომ იქ სადღაც “ნათელში” გააგრძელებს სამუდამო ცხოვრებას.

ბევრი რომ არ გავაგრძელო (სხვა საკითხს მეტი ყურადღება მინდა დავუთმო) უამრავი ფაქტორია თუ რატომ შეიძლებოდა ეს გამოეგონებინათ ადამიანებს და ამავე დროს ბევრი მიზეზიც არის იმის თუ რატომ იქნებოდა ეს ინფორმაცია გავრცელებადი და ზოგიერთ შემთხვევაში სასარგებლოც კი.

Continue reading