Live Life Large – გადართე დისქავერიზე!

თუ გიყვართ მეცნიერება ან გიტაცებთ სამეცნიერო ფანტასტიკა  ანდაც გიზიდავთ ბუნება, ცხოველთა სამყარო, გეოგრაფია, ასტრონომია, მოგზაურობა, ტექნოლოგიები, ექსტრემი… მაშინ აუცილებლად გეყვარებათ, მთელს მსოფლიოში ცნობილი (მათ შორის საქართველოშიც) ამერიკული ტელეარხი Discovery. ტელეარხი ეკუთვნის კომპანია Discovery Comunication-ს რომელიც ჯონ ჰენდრიკსმა დაარსა. იგი ეთერში პირველად  1985 წლის 17 ივნისს გამოჩნდა.

Live life Large – დისქავერის ერთ ერთი სლოგანი, უყურეთ პრომოს, პირადად მე ამ ვიდეოს ემოციების გარეშე ვერ ვუყურებ.

დისქავერი უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს, მთელს მსოფლიოში, მისი პროფილი ძირითადად დოკუმენტური გადაცემები და შოუებია, რომლებიც რეალურ სამეცნიერო პოპულარულ კვლევებზე და ექსპერიმენტებზეა დაფუძნებული, (პოპულარული გადაცემები: “მითების მსხვრეველნი” “გადაუწყვეტელი ისტორია” “უკეთესი სიცხადე” ) დისქავერიზე ნახავთ მამაც ზვიგენებზე მონადირეებს,  ნახავთ მომავლის ტექნოლოგიებს, ინჟინერიის მიღწევებს, და მათი განხორციელების ისტორიას.შეიტყობთ ადამიანის ყველაზე თამამი მიღწევების  და სამყაროს ჯერ კიდევ უცნობი სივრცეების შესახებ.

დისქავერს ძალიან საინტერესო პრომოები აქვს, მას უყვარს დედამიწა,  დისქავერი ყველგანაა: –  კოსმოსში, მიწაზე, ოკიანეში, იქ სადაც იფრქვევა ვუკანი და ა.შ. მოკლედ ძალიან საინტერესო პრომო ვიდეო I love the world

ესეც მეორე ვერსია,

პრომოებს თუ არ უყურეთ ჩათვალეთ რომ პოსტის წაკითხვას აზრი არ აქვს

 

მოკლედ ეს არის არხი, რომელიც ადამიანის თვალსაწიერს აფართოებს.

1985 წლის 17 ივნისს დისქავერი პირველად გავიდა ეთერში, მისი საწყისი კაპიტალი 5 მილიონი დოლარი იყო რომელიც ინვესტიციის სახით მიიღო BBC-ისგან,  და რამდენიმე ამერიკული კომპანიისგან. გაგიკვირდებათ და დისქავერიზე, მისი არსებობის დასაწყისში საბჭოური “ვრემიაც” კი გადიოდა ეთერში, ოღონდ ეს ვერაფრით დავადგინე რატომ ხდებოდა.

 პირველად 1988 წელს გამოჩნდა  ცნობილი გადაცემათა სერია “Shark Week” რომელიც შემდეგ ყოველ წელს განმეორდა. დისქავერიმ პირველი ხუთი წლის მანძილზე 50 მილიონი მაყურებელი შეიძინა. 90-იანების ბოლოს დისქავერი კომუნიკეიშენი კიდევ უფრო გაფართოვდა და შექმნა ახალი ტელეარხი Discovery Science, რომელიც მეტად ფოკუსირებულია მეცნიერულ თემებზე.

 2005 წლიდან დისქავერი გადაცემების მასიურ განახლებას აკეთებს და კიდევ უფრო უახლოვდება ტრადიციულ სამეცნიერო პოპულარულ თემებს, ისტორია, გეოგრაფია, ასტრონომია. 2006 წელს ტელეარხის რეიტინგი კიდევ უფრო გაიზარდა ისეთი პოპულარული გადაცემების შედეგად როგორიცაა    Monster Garage და American Chopper. გადაცემების  სერია The Flight that Fought Back 6-ჯერ იქნა ნომინირებული ემი-ზე. ასევე დიდი წარმატება ხვდა წილად გადაცემებს Dirty Jobs, ემის მფლობელი – Planet Earth, MythBusters, და Deadliest Catch.

დისქავერი იყო პირველი სატელევიზიო არხი რომელმაც სატელევიზიო სივრცეში შემოიტანა პოპულარული სამეცნიერო თემები და ტელევიზიას ფართო შემეცნებითი მახასიათებელი შესძინა. დღეს დისქავერის უკვე რამდენიმე სატელევიზიო არხი, რადიო მაუწყებლობა ონლაინ მაღაზიები და საკუთარი ობსერვატორიაც კი აქვს.  

Discovery Science-ის სავიზიტო პრომოები.

Discovery Channel-ის გარდა მეცნიერების მიღწევებზე დაწვრილებით შეგიძლიათ გაიგოთ Discovery Science-ზე, სადაც თეთრხალათიან მეცნიერების ლაბორატორიებში გაუგებარი ტერმინოლოგიით ლაპარაკის ნაცვლად ნახავთ, რეალურ სახალისო და საინტერესო ექსპერიმენტებს, სათავგადასავლო რეალითი შოუსაც კი რომელსაც კოლონია ჰქვია, რეალითი შოუს სცენარი აგებულია იმიტირებულ შინაარსზე, პოსტ აპოკალპსურ მსოფლიოში გადარჩენილი რამდენიმე ადამიანი თითქმის შიშველი ხელებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე ქმნის კოლონიას და ცდილობს თავის დამკვიდრებას, ეს ერთგვარი ექსპერიმენტია ადამიანის შესაძლებლობების გამოსავლენად.

Discovery Comunication-ის დობილი კომპანიის  Discovery Networks Europe-ის (რომელიც ევროპაში ფუნქციონირებს) არხზე Discovery World, შეგიძლიათ ნახოთ გადაცემები რომლებიც უფრო ისტორიულ და სოციალურ საკითხებს  ეხება.

Animal Planet- ცხოველთა შესახებ ამომწურავ და საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით. თუ სამხედრო საქმეზე ან ომზე გაინტერესებთ რამე ამისთვისაც ცალკე არხი აქვს დისქავერის, Military Channel ან თუნდაც ჯანმრთელობა და საოჯახო თემები TLC და Discovery Health.

დისქავერის სლოგანია  “The world is just awesome” ჰოდა მინდა მოგიწოდოთ – გადართეთ დისქავერიზე, არც გამაღიზიანებელი პოლიტიკური ნიუსები შეგხვდებათ არც ფაღარათის მშველელი წამლების გაუთავებელი რეკლამები.

პირიქით, ვისაც მეცნიერება და მნიშვნელოვანი თემები აინტერესებს ყველა კმაყოფილი დარჩება.

 

10 thoughts on “Live Life Large – გადართე დისქავერიზე!

  1. სადღაც წავიკითხე :ერთმა თქვა ” რომ შემეძლოს დედამიწას ხელისგულზე დავისვამდიო. როცა კითხეს რატომო უპასუხა :დაიღლებოდა ამდენს რომ ბრუნავსო”

  2. ლეგენდარული არხია.. ისე, ჩანაწერები სად შეიძლება გადმოვწერო?
    ეს არხი არ მაქვს სამწუხაროდ, ჩემი საკაბელო არ ანახებს

    • ვიდეოებს გადაცემებიდან შეგიძლია უყურო Discovery.com-ზე იუთუბზეც იქნება ბევრი რამ, გადმოწერით არ ვიცი,ისე ცალკეული ფილმები იქნება მიმოფანტული ქართულ ინტერნეტ სივრცეში და რუსულ ტორენტ საიტებზე.

  3. მიხარია როცა მაგას მეუბნებიან 🙂 მადლობა, შენი ბლოგიც მომწონს და განსაკუთრებით ბოლო პოსტი 🙂

    • დაკოპირებული ნამდვილად არაა. ჩემი ხელით დავწერე ეს პოსტი, ამ ბლოგზე დაკოპირებული არაფერი არაა, ყველაფერს მე თვითონ ვწერ. და როცა ასეთ რამეს წერ მაშინ ლინკი მაინც უნდა მიუთითო კონკრეტულად…
      პ.ს: ალბათ მარტო სათაური წაიკითხე…

დატოვე კომენტარი