როგორია ნამდვილი ბიტლომანი?

რათქმაუნდა  ნამდვილი ბიტლომანი არის ის ვისაც სათანადოდ უყვარს ბითლზი, უსმენს და იცის მასზე ბევრი რამ.  თუმცა   ეს ძალიან მშრალი დახასიათებაა, აკი სულ იმას გავიძახი, ბითლზი მარტო მუსიკა არ არის თქო? ბიტლომანი კიდევ არაა (ყოველშემთხვევაში არ უნდა იყოს) მხოლოდ, ადამიანი რომელიც უსმენს და უყვარს ბითლზი. მე ვფიქრობ ბიტლომანობა უნდა მოიცავდეს ბევრ რამეს,  და შესაბამისად უნდა გამორიცხავდეს კიდეც.  მაგალითად მე ვერ წარმომიდგენია სამხედრო ჩინოვნოკი, ბიტლომანი, რომანტიული, All you need is love-ს რომ უსმენს ან ლენონის და საერთოდ 60-იანების პაციფისტურ განწყობას იზიარებს Make love not war.

 წარმოუდგენელია ბიტლომანი იყოს კონსერვატორი და პედანტური. ბითლზი ხომ ახალი ვარცხნილობაა, ახალი მუსიკალური ეპოქის ჩანსახი, ახალი იდეების დასაწყისი და ცხოვრების სტილის ახალი საფეხური. ადამიანი რომელიც ამ ყველაფერს გრძნობს ბითლზის მოსმენისას და იზიარებს როგორ შეიძლება იცავდეს ისეთ სტერეოტიპულ შეხედულებებს მაგალითად როგორიცაა: “მე არაქალიშვილი არ შემიყვარდება” ვერ წარმომიდგენია ბიტლომანი რომანტიკისა და ლიბერალური შეხედულებების გარეშე. ანდაც ბიტლომანი რომელიც ყველაფერს რეალისტურად უდგება. ძალიან უცნაურია ღრმად მორწმუნე ბიტლომანიც. წარმოუდგენელია სამყაროს აღიქვამდე მკაცრად იერარქიულ და ცენტრალიზებულ სისტემად, რომლის თავში ყოვლის შემძლე ღმერთია, მოგწონდეს მისადმი თაყვანისცემა და მუხლებზე ხოხვა, და ამავე დროს გიყვარდეს ლენონი თავისი რევოლუციური ხასიათით, ღმერთთან დაპირისპირებით და ათეიზმით. შეუძლებელია იყო ნამდვილი ბიტლომანი თუ ამბობ რომ მე მარტო მუსიკა მიყვარს და მათ პირად შეხედულებებთან რა მესაქმებაო. უაზრობაა იცხოვრო შენი რელიგიის ვიწრო სუბიექტურ სივრცეში და უსმინო ჰარისონს რომელიც ყველა რელიგიურ შეხედულებაზე მაღლა დგება და ყველა ღმერთს აერთიანებს ერთ ღმერთში.

არც პოლიტიკოსი ბიტლომანების მჯერა. რა ესაქმება პოლიტიკის ყალბ სახეს  ბითლზთან, რეგლმანეტებს და ჩარჩო ხელშეკრულების ოფიციალურ ენას თავისუფლებასთან და მუსიკასთან?

ბიტლომანობა თავისთავად კარგ მუსიკალურ გემოვნებასაც უნდა გულისხმობდეს. წარმოგიდგენიათ ბიტლომანი რომელიც “არ დაიდარდოს” რეპერტუარს უსმენს? თუნდაც სიმთვრალეში? 🙂  ან უსმენს ქართულ/რუსულ “ესტრადას”?  ტვინის გამოსალაყებელ ე.წ “ჰაუსებს”  ლაპლაპა კუნთების და ცელულიტების დემონსტრირებით გამოტენილ პრიმიტიულ კომერციას.

თუ ნამდვილი ბიტლომანი ხარ შეუძლებელია იყო გულცივი, შორს იყოს შენგან ოცნება და სიყვარულისკენ სწრაფვა.

არ ვიცი შეიძლება არც მეთანხმებით ბევრ რამეში, მაგრამ მე ასე მესმის ბიტლომანობა 😀 ბითლზი არაა მხოლოდ მუსიკა, ბითლზი არის სიტყვა, ღირებულებები და იდეოლოგია. თუ ხარ ბიტლომანი ამ ყველაფერს იზიარებ თუ არადა არ ხარ  ნამდვილი 😀 თუ ლენონს არ ეთანხმები ჰარისონს მაინც უნდა დაეთანხმო.

20 thoughts on “როგორია ნამდვილი ბიტლომანი?

  1. სალამი ბატონო მიშა! ბიჯოუ, აქ როგორ უნდა დაგიმეგობრდე, აი მეგობარი ბლოგები და რამე? 🙂 ახალი ვარ და მაგდენი არ ვიცი!

    რაც შეეხება თემას, ცოტა არ იყოს და არ გეთანხმები: მე უფრო კონსერვატორი ვარ ვიდრე გიჟი ანარქისტი, უფრო რეალისტი ვიდრე უკიდეგანო იდეალისტი, და არც ათეისტი ვარ, რბილად რომ ვთქვათ. ჩემთვის ბიტლზი ცხოვრების მუსიკაა (ნუ ამაზე დეტალურად მერე დავწერ ჩემ ბლოგზე). მაგრამ ის ფაქტი რომ მათი მუსიკა ჩემთვის ყველაფერი არ გულისხმობს იმ ფაქტს, რომ მეც აუცილებლად ყველა მათი იდეა და აზრი უნდა შევისისხლხორცო და მათი ცხოვრების წესით ვიცხოვრო. მაგალითად, მეც ვეგეტარიანელი ვერ გავხდები მარტო იმიტომ რომ პოლი ხორცს არ ჭამს. არც იაპონელ ცოლს მოვიყვან და არც ინდოეთში ვაპირებ მედიტაციისთვის წასვლას ბუნგალო ბილების დევნას 🙂 ანუ ხომ გესმის, ჩემთვის ყველაფერი ბიტლზი, იმ საზღვრებში რაც ჩემს პრიოვნებაში ჯდება. ეხლა შენ თუ გინდა რომ მითხრა რომ მე ბიტლზი არ მიყვარს და არაბიტლომანი ვარ? ნუ გამწირავ მასე 😀

    • ვაჰ სალამი ჰელტერ სკელტერ 🙂 როგორ უნდა დაიმეგობრო და ლინკები უნდა ჩასვა, შენს ბლოგზე მეგობარი ბლოგებისა და გინდა მეგობრებს დაარქმევ გინდა ბლოგროლს ან რეკომენდირებულ ბლოგებს 🙂
      რაც შეეხება თემას, მე მასე ზედაპირულად არ ვამბობ როგორც შენ წარმოაჩინე, მიბაძვას არ ვქადაგებ, მითუმეტეს ისეთ სისულეეებში როგორიცაა ვეგეტარიანელობა და იაპონელი ცოლის მოყვანა. უბრალოდ ბითლზი მარტო მუსიკა არაა ესაა მსოფმხედველობა და შესაბამისად გარკვეული ტიპის ადამიანები ვერ ჯდებიან ბიტლომანის კანში. შეუძლებელია გაიძახოდე Peace love და ამავე დროს ომის მხარდამჭერი იყო. ხომ გესმის რასაც ვიძახი,ათეისტი შეიძლება არ იყო, მაგრამ თავგადაკლული მორწმუნეც ვერ იქნები, თორემ შენთვის კატეგორიულად მიუღებელი იქნება ლენონის პერსონა, და უწყინარი ჰარისონის სწრაფვაც კი ინდუიზმისკენ.
      როგორ გეკადრება ახლა? შენ როგორ გეტყვი ბიტლომანი არა ხარ მეთქი? 😀
      ბლოგი ახალია? წარმატებები! ჩაგამატებ მეგობრებში და შემოგივლი ხოლმე, თორემ ყველგან დაკარგული ხარ.

  2. დარწმუნებული ვარ, ბევრი ამ პოსტს ისე გაიგებს, თითქოს ნამდვილ ბითლომანებში მაინცდამაინც დახეულჯინსებიან და კედებიან ვითომ მეამბოხე თინეიჯერობას გულისხმობ,სინამდვილეში თვითონაც რომ არ იციან, რა უნდათ; სიმართლე გითხრა, მე ნაკლებად მინახავს ბითლომანი თინეიჯერები…
    იცი, რომელი თინეიჯერები იყვნენ ბითლომანები?? ჩვენი მამების და ცოტა უფრო ადრინდელი თაობა, ერთი გრამფირფიტის გამო, ზედ სხვა სიმღერებთან ერთად Girl რომ იყო, მთელ თბილისს რომ შემოირბენდნენ, ყველა მაინც ვერ იშოვიდა და მერე ერთად შეკრებილები უსმენდნენ…
    მაგრამ პედანტ და რეალისტ ბითლომანებს რას ერჩი, მაინც არ მესმის 🙂

    • ხო ნუ დახეული ჯინსები და კედები რა შუაშია ვერ ვუკავშირებ. ან ისეთ “თინეიჯერებს” რომლებსაც რა უნდათ არ იციან. მაგრამ ბევრი გურჯს ალბათ თავის სტერეოტიპებს გარეთ, ყველაფერი ეგეთ “უწესო” ფორმებში წარმოუდგენია 😀 😀 თინეიჯერი ბიტლომანები კი არსებობენ და თან არც ისე ცოტა. თუმცა ვიმედოვნებ რომ ისინი არ არიან ფსევდო ღირებულებებით გაჟღენთილნი. ნუ ახლა გარდატეხის ასაკში ალბათ ყველას აქვს ის პერიოდი როცა ხშირად ეცვლება შეხედულება, მაგრამ ეს სხვა ამბავია.
      პედანტს და რეალისტს რაც შეეხება: ნუ პედანტი ძალიან ისეთი ტიპია სწორხაზოვანი, შეიძლება ვცდები, მაგრამ ვერ წარმომიდგენია პედანტ ტიპს უყვარდეს თავისუფლება, სიამოვნებას იღებდეს არაპროგნოზირებადი სილაღისგან და ოცნებობდეს. ამის გარეშე კი ბიტლომანი ძნელად წარმოსადგენია. რეალისტს რაც შეეხება,იგივე ამბავია.შეიძლება მეც რეალისტი ვარ გარკვეულ დროს და ცხოვრების აღქმის გარკვეული პერსპექტივიდან, მაგრამ 100%-ით რეალისტი ისეთივე მოსაწყენ ტიპად მეჩვენება როგორც პედანტი. ბითლზის მუსიკაში მე ძალიან ბევრ ოცნებას ვხედავ და რეალისტისთვის ეს ალბათ სისულელეა. მოკლედ ძალიან სუბიექტური ხედვა მაქვს ამასთან დაკავშირებით 😀

  3. ბითლომანი ის არ არის mp3 ს რო ჩართავს და Let it be… ნამდვილი ბითლომანები იყვნენ არჩევანს რო აკეთებდნენ, რომელი ჯობდა ჯინსი თუ უკეთესი ხარისხით მოსმენა იმ უკვდავი სიმღერების რომლებიც მაშინდელ საქართველოში და მთლიანად საბჭოთა კავშირში “ემბარგოდადებული” იყო 🙂 მაშინ ქონდა მუღამი, თუ ორიგინალი დისკიდან გადაწერდი, რომელიც სავარაუდოდ მოსკოვის ცირკის გასტროლების მერე რომელიღაცა წევრმა შემოიტანა საიდუმლოდ, მაშინ ბედნიერი ბიტლომანი იყავი 😀 ახლა კი… სრული დაგნარია 😀

  4. დასაწყისში არ გეთანხმები :]
    სამხედრო ჩინოვნიკი შეიძლება სულით ხელოვანი იყოს… მეჯავრება ეს ფრაზა, მარა მაინც უნდა ვთქვა, “ცხოვრებამ მოიტანა”. ბიძაჩემი არქიტექტორია და მხატვარი, მარა ე.წ. უშუქობის და კერასინების პერიოდში უშიშროების აკადემიაში მივიდა, მუშაობაც დაიწყო და ესე შერჩა, დღემდე შინაგანის თანამშრომელია, მარა იმაზე უფრო სულით ბიტლომანი ჩემს ნაცნობებში არ მეგულება. ასე რომ ძალიან ჩარჩოებში მოქცევა არ ღირს რავი…

    • ჰო ეგ სხვა ამბავია… ზოგი მოწოდებით ჩინოვნიკია ზოგს კი ცხოვრებამ “აიძულა” მართალი ხარ ძალიან ჩარჩოში მოქცევა არ ვარგა, ეს ჩემი ზოგადი წარმოდგენაა ბიტლომანის კრიტერიუმებზე… 🙂

  5. გულწრფელად მეცოდება ყველა ის მელომანი (ვისაც ამის მცირედი ამბიცია მაინც გააჩნია რომ საკუთარ თავს ასე უწოდოს) რომლებიც დღემდე დიდი დოზით ბიტლზებს, ზეპელინებს, ფარფლებს და პინკ ფლოიდს უსმენენ და სხვა არა იციან რა , რა ხდება თანამედროვე მუსიკალურ სამყაროსა ზედა იქნებ დროა გამოიხედოთ და გაიგოთ რა გენიალური მუსიკა იქმნება თქვენს ეპოქაში დროში დარჩენილებო ბიტლომანებო :]

  6. ასტრონომიის გაკვეთილების ჩატარებას და ღმერთის არსებობა არარსებობის მსჯელობას ჯობია შენი დრო და ეპოქა გააცნობიერო რა დროში ცხოვრობ ვინ არიან დღეს გენიალური მუსიკოსები დაითვალო თუ ვერ გაიგებ და მუსიკას ვერ ჩაწვდები შენ შვილებთან მაინც გექნება სათქმელი აი ჩემ დროს ესეთი მუსიკა იყოო და არ მოგიწევს პაპაშენის საყვარელი მუსიკალური გემოვნების გადამეორება ბიტლზები არა ჭაკაჭუკი 😀

  7. შენ რაღაც ძალიან გაღიზიანდი არა? მოდი რა ჭკუის დარიგებას მოეშვი და შენს თავს მიხედე, რა იცი შენ მე ბითლზის გარდა რას ვუსმენ კიდევ და რას არა? შენ ხარ გემოვნების მეტრი? თუ როგორაა საქმე?

  8. მე კი არ გავღიზიანდი პირიქით გავმხიარულდი მერწმუნე 😉 მე არ ვარ გემოვნების მეტრი მაგრამ თამამად შემიძლია გითხრა რომ შენ შუასაუკუნეების გემოვნება გაქვს :]

  9. თუ გინდა მოგცემ თანამედროვე მუსიკას ბევრად საინტერესოს ვიდრე ბიტლზია და ფარფლები მაგრამ ეჭვი მაქვს შენ ახლის შეცნობისთვის მზად იყო და გულდასმით შეძლო მოსმენა

  10. ეჰ ჩემო ნიკოლოზ, რო იცოდე რა გულწრფელად მეცოდები :დ

    ბითლზი უბრალოდ მუსიკა არ არის, ბითლზი მთელი ეპოქაა რომელსაც შენნაირები ვერასოდეს ჩასწვდებიან. მას ვერასოდეს ვერ აჯობებენ ბიბერები, რიანები, ბიონსეები და ა.შ …

    სწორედ ის არის ნამდვილი მუსიკა მამაჩემის თაობაში რო ჩაისახა და ჩემი შვილის ეპოქაშიც ისეთივე პოპულარული იქნება როგორც დასაწყისში, და არა “ქალიშვილი” ბიბერი რომელზეც მსოფლიოს თინეიჯერი გოგოები ანძრევენ და 5 წელში აღარავის ემახსოვრება ან ბიონსე რომლის ეხლანდელი ფანები მაგის საგულდაგულოდ შენახულ პოსტერს 3-4 წელში ტრაკში გამოისმევენ ტუალეტის ქაღალდს თუ ვერ იპოვნიან სახლში …

    ვერც მათი “ფანები” გვაჯობებენ რეალურად ვერასდროს … არა ყოველთვის ძაან “სვეცკები” და “დონეები” იქნებიან იმიტო რო იმას უსმენენ რაც მოდაშია და ერთ დღესაც რიანა რო დაიბრიდოს არცერთი არ გაათენებს ღამეებს მისი სიმღერების მოსმენაში, უბრალოდ იმის პოსტერს მოიტანს სახლში და კედელზე გააკრავს ვისი რომელიღაც დედამოტყნული სიმღერაც, რომელიღაც დედამოტყნულ ტოპ-10-ეულის პირველ ადგილზე გავა ბოლო კვირაში …

    მე ამაყი ვარ, რადგან თავს შემიძლია ბითლომანი ვუწოდო, დიახ, მე ბითლომანი ვარ და მუდამ ასეთად დავრჩები, იმის მიუხედავად რომ ვიგაც პიდარასტი ბიბერის ფანები კონკრეტულ ეპოქაში რაოდენობით ყოველთვის გვაჯობებენ და შეიძლება აქეთაც დაგვცინონ რას უსმენთო.

    ბითლზის ხიბლიც ხომ სწორედ ეს არის – ის არასოდეს მოკვდება … !!!

  11. გაუმარჯოს ბიტლომან შაკოს 🙂
    გეთანხმები ბითლზი მთელი ეპოქაა და მუსიკაში უმნიშვნელოვანესი კვანძი, ზოგს კი გონია რომ რაღაც განცალკევებული აღმოაჩინა და იპოვა ყველაფრის გასაღები
    თუმცა პრობლემა ის არაა ზოგს თუ არ მოსწონს. ნუ მოსწონს, გემოვნება რამდენადმე ინდივიდუალურია, არავინ აძალებს,
    პრობლემა სნობიზმშია.სტერეოტიპში რომ თითქოს რახან ძველია ე.ი აღარ ვარგა.
    მაშინ გადავაგდოთ ჯოკონდა, დავითი, ბეთჰოვენი, შექსპირი და ა.შ..

  12. გაუმარჯოს 🙂

    “პრობლემა სნობიზმშია.სტერეოტიპში რომ თითქოს რახან ძველია ე.ი აღარ ვარგა.
    მაშინ გადავაგდოთ ჯოკონდა, დავითი, ბეთჰოვენი, შექსპირი და ა.შ..”

    1100%

Leave a reply to michael კომენტარის გაუქმება