ენა – თვითიდენტიფიკაციის პირველი ნიშანი

ყველას გვსმენია, ჩვენი ენის ქება დიდება, პოეზიაში თუ  უბრალო კერძო საუბრისას.  ლადო ასათიანმა ქართულ ენას ღმერთების ენა უწოდა.  აღსანიშნავია ისიც რომ არსებობს აზრი რომლის მიხედვითაც  – განკითხვა ქართულ ენაზე მოხდება,  მაგრამ მოდით ღმერთებს ნუ გავუტოლდებით ამჯერად (თავმდაბლობის გამოვლინების გამო მაინც) ქართულ საზოგადოებაში ისევე როგორც ყველა საკითხში აქაც უკიდურესობისკენ იხრება ტენდენცია. ოღონდ ეს უკიდურესი ტენდენციები თავისთავად ზედაპირულია, რადგან ადამიანი როცა აკრიტიკებ ენაში გამეფებულ დამახინჯებულ ფორმებს თავად არ უნდა საუბრობდე უარესად. საერთოდ ეს თემა ალბათ ძალიან გაიცვითა, მაგრამ ერთი რამის გახსენებამ გადამაწყვეტინა ამ პოსტის დაწერა. არ მიფიქრია, ვიღაცეების ლექსიკაში “მარგალიტების” პოვნა და კრიტიკა. ანდაც იმის განსჯა რამდენად გადაჭარბებულია ჩვენი შეფასება ჩვენივე ენის მიმართ. მე მინდა ისეთი კატეგორიის ხალხზე (ქართველები) გავამახვილო ყურადღება.  ვინც ამბობენ რომ ქართული ენა არ უყვართ, რადგან უხეშია და ბევრ თანხმოვნებს შეიცავს მაგ: “ხ” “ჭ” “ყ”  ამბობენ: – რა ვქნა არ მიყვარს ეს ენა, უხეშია და უცხო ყურისთვის საშინლად ჟღერსო. არც იმას ვაპირებ რომ ფსევდო პატრიოტიზმის პოზიციიდან გავკიცხო ეს “ურჯულოები”.

Continue reading