დიდი აფეთქება ღვთიური ნაპერწკალის გარეშე?

ჩვენმა სამყარომ დაიწყო არსებობა 13,75 მილიარდი წლის წინ ღმერთის დახმარების გარეშე – ამბობენ მკვლევარები.

შეიძლება ეს ყველაფერი ჩვენ ინსქტიქტურ წარმოდგენებს შორდება, რომელიც მოგვიწოდებს ვიფიქროთ რაღაცის არაფრისგან შექმნის შეუძლებლობაზე. მაგრამ აუცილებელი არაა ინსქტიქტებს ვენდოთ. თუმცა ისინი ჩამოყალიბდნენ ჩვენ გადასარჩენად აფრიკულ სავანებში 150 000 წლის წინ,  მაგრამ სამყაროს ფუნდამენტურ სტრუქტურაში ვერ ერკვევიან. ამბობენ ფიზიკოსები: ნაცლვად ინსქტიქტებისა უნდა ვენდოთ ფიზიკის კანონებს.

“დიდი აფეთქება უნდა იყოს შედეგი ფიზიკის კანონების არსებობისა” ამბობს ასტროფიზიკოსი ალექს ფილიპენკო (კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლი) “ფიზიკის კანონებით შეგიძლია სამყაროს შექმნა”

ფილიპენკომ ისაუბრა კონფერენციაზე SETICon დისკუსიის ფარგლებში: “ჭირდება დიდ აფეთქებას ღვთიური ნაპერწკალი?” მან თავი შეიკავა განცხადებისგან რომ ღმერთი არ არსებობს, უბრალოდ ყურადღება გაამახვილა იმაზე რომ სამყაროს შექმნას არ ჭირდება ყოვლისშემძლე შუამავალი და რომ ფიზიკის კანონებმა მისცეს დასაბამი ყველაფერს. “არ მგონია შესაძლებელი იყოს მეცნიერების გამოყენებით ღმერთის არსებობის დამტკიცება ან უარყოფა” ამბობს ფილიპენკო.

შემდეგ ის კლასიკურ “ქათმის და კვერცხის” არგუმენტზე ამახვილებს ყურადღებას “რატომ არსებობს ფიზიკის კანონები?” თქვენ იტყვით: “აი აქ არის საჭირო ღვთაებრივი შემოქმედი, რომელმაც შექმნა ფიზიკის კანონები, –ნაპერწკალი რომელმაც წარმოშვა ფიზიკის კანონები? – მე არ ვიცი რამ წარმოშვა ღვთაებრივი ნაპერწკალი, ამიტომ მოდი შევჩერდეთ ფიზიკის კანონებზე”

სტივენ ჰოკინგი:

2010 წელს ბრიტანელმა ცნობილმა ასტროფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა თავის წიგნში: The Grand Design თქვა: “რადგან არსებობს ისეთი კანონი როგორიცაა გრავიტაცია, სამყარო შესაძლებელია და წამოშობილი იქნება კიდეც თავისთავად, არაფრისგან. სპონტანური წარმოქმნა არის მიზეზი იმისა თუ რატომ არსებობს რაღაც არაფრის ნაცვლად. თუ რატომ არსებობს სამყარო, რატომ ვარსებობთ ჩვენ” გარდიანთან ინტერვიუში ჰოკინგმა ასევე აღნიშნა:

“მე ტვინს როგორც კომპიუტერს ისე ვუყურებ, რომელიც შეწყვეტს  მუშაობას როცა მისი კომპონენტები მოიშლება. არ არსებობს ზეცა ან ცხოვრება სიკვდილის შემდეგ გაფუჭებული კომპიუტერებისთვის, ეს არის ზღაპარი ადამიანებისთვის რომელთაც უკუნეთის ეშინიათ”

კვანტური ფლუქტუაციები:

კვანტური მექანიკის ძალიან უცნაურ სამყაროში, რომელიც აღწერს სუბატომური სამყაროს ქმედებებს, შემთხვევითმა ფლუქტუაციებმა შესაძლებელია წარმოქმნან ენერგია და მატერია არაფრისგან. ამ ყველაფერმა შესაძლებელია განაპირობოს ძალიან დიდი რაღაც – ამბობენ მკვლევარები.

“კვანტურ მექანიკურ ფლუქტუაციებს შეუძლიათ წარმოქმნან კოსმოსი” ამბობს SETI-ის ინსტიტუტის (Search for Extra Terrestrial Intelligence)  სენიორ ასტრონომი სეთ შოსტაკი ” თუ თქვენ ამ ოთახში საკმარისად გაამრუდებთ სივრცეს და დროს, თქვენ შეიძლება სრულიად ახალი სამყარო შექმნათ. თუმცა თქვენ მასთან წვდომა არ გექნებათ, მაგრამ შესაძლებელია შექმნათ.” ასე რომ შეიძლება ჩვენი სამყარო, სხვა სამყაროში რომელიმე სამეცნიერო ექსპერიმენტის შედეგიც იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში “შემქმნელი” ისევ ფიზიკის კანონებით მოქმედებდა, მას ვერასდროს ექნება კავშირი იმ სამყაროსთან რომელიც მის ლაბორატორიაში შეიქმნა. ზუსტად იგივე შეიძლება მოხდეს დიდ ადრონულ კოლაიდერზე, ნაწილაკების ამაჩქარებელში (ჟენევა შვეიცარია) ასეთ დროს მეცნიერები შეიძლება ვერც მიხვდნენ, (ვერ იტყვიან ვერაფერს დანამდვილებით) ვერ დაადასტრურონ, რადგან ახალშობილი სამყარო, ჩვენი მხრიდან გამოჩნდება როგორც მიკრო შავი ხვრელი, რომელიც ძალიან მალე გაქრება. მეორეს მხრივ ახალშობილი სამყარო “გაქრობის” მომენტში მოწყდება ჩვენ სივრცეს და დამოუკიდებლად განვითარდება. სავარაუდოდ მიაღწევს უზარმაზარ ზომებს და განვითარდება აბსოლიტურად დამოუკიდებლად.

კვანტური ფლუქტუაციებით სამყაროს არაფრისგან შექმნის იდეას ყველაზე აქტიურად აჟღერებენ ჰოკინგი და ლოურენს კრაუსი. ასტროფიზიკოსი კრაუსი იკვლევს წარმოშობის საკითხებს ის არის დირექტორი “წარმოშობების პროექტისა” “Origin Project” არიზონას უნივერსიტეტში. მისი ცნობილი ლექცია და წიგნი “სამყარო არაფრისგან” ამტკიცებს რომ სამყარო არაფრისგან წარმოიშვა, კვანტური ფლუქტუაციების შედეგად. არგუმენტები მოკლედ ასე გამოიყურება: 1. კვანტურ სამყაროში შესაძლებელია არაფრისგან რაიმეს მატერიალიზება. 2. პროტონის მასის ძირითადი ნაწილი ცარიელ სივრცეზე მოდის 3. ამტკიცებს რომ სამყარო გეომეტრიულად ბრტყელია, რის შედეგადაც მისი უარყოფითი და დადებითი ენერგიების ჯამი ნულს უდრის. იგივეს ამბობს ჰოკინგიც და დასძენს რომ დიდ აფეთქებამდე არ იყო დრო, შესაბამისად არც ღმერთს ქონდა იმის დრო რომ სამყარო შეექმნა. მეორეს მხრივ აზრს მოკლებულია კითხვა “რა იყო დიდ აფეთქებამდე” რადგან ეს იგივეა რომ სამხრეთ პოლუსზე იკითხო “რა არის სამხრეთ პოლუსის სამხრეთით?”

“სამყარო ბრტყელია,მისი მთლიანი ენერგიის ჯამი ნულს უდრის და ის უნდა დაწყებულიყო არაფრისგან! რათქმაუნდა როცა ეს დავწერე ბევრი სიძულვილის წერილი მივიღე, რომელიც ამბობდა რომ მე ვერ ვპასუხობ იმ შეშლილ კითხვას რომელსაც რელიგიური ხალხი ყოველთვის სვამდა: რატომ არსებობს რაღაც, ნაცვლად იმისა რომ არ არსებობდეს არაფერი? – პასუხი ასეთია: თუ კვანტურ მექანიკაში გაქვს არაფერი, ყოველთვის გექნება რაიმე” ამბობს ლოურენს კრაუსი

ლოურენს კრაუსის ლექცია, “სამყარო არაფრისგან” ვისაც გაინტერესებთ დეტალურად ეს საკითხი აუცილებლად ნახეთ! ძალიან საინტერესოდ და საკმაოდ ამომწურავად ხსნის.

ეს კი Discovery channel-ის ფილმია “ღმერთმა შექმნა სამყარო?” რომელიც ჰოკინგს მიყავს, ძალიან მარტივი ენით ხსნის იმას თუ რატომ უნდა იხელმძღვანელო ფიზიკის კანონებით, რომ ყველაფერი ემორჩილება ფიზიკის კანონებს და არა ზებუნებრივს და შესაბამისად სამყაროს წარმოშობაც უნდა იყოს ფიზიკური კანონების შედეგი და არა ზებუნებრივის. თუ ეს საკითხის სიღრმისეულად გაინტერესებთ, აუცილებლად ნახეთ კრაუსის ლექცია და ჰოკინგის ფილმი.

როგორც ადამიანებს ჩვენ გვაქვს ინსტიქტები და რწმენა რითაც ვაძლევთ მნიშვნელობას სამყაროს რომელშიც ვცხოვრობთ. ამ შესაძლებლობებმა ეჭვ გარეშე გაგვიწია დახმარება განვითარებაში, მაგრამ თანამედროვე დაუჯერებელი სამეცნიერო აღმოჩენების ეპოქაში მეცნიერება და თანდაყოლილი რწმენა უფრო და უფრო შორდება ერთმანეთს.

ფაქტი რომ ჩვენ ვარკვევთ კვანტური სამყაროს ნამდვილ სირთულეს და განუზომლად დიდ მასშტაბებს კოსმოსისა, გვეუბნება რომ მეცნიერება და არა რწმენა ყოვლისშემძლე არსებისა, მოგვცემს პასუხებს, რომელთაც ვიძიებთ.

სამყარო — რამდენადაც შეგვიძლია შევიცნოთ იგი — დაქოქილია ფიზიკური კანონებით და არა მითიური ღმერთებით.

P.S: ბევრი წამიკითხავს ამ თემაზე, განსაკუთრებით ადამიანთა რეაქციები. ერთმა ისიც კი თქვა, მეცნიერები რატომ ლაპარაკობენ ღმერთზე, მათ ხომ თეოლოგია არ იციანო, არადა თეოლოგია და მითოლოგიური ლიტერატურა არაფერ შუაშია. შემოქმედის არსებობა შეიძლება წმინდა ფილოსოფიურ ჭრილში განხილო. მეცნიერული საკითხები კი ხშირად წარმოშობს ფილოსოფიურ კითხვებს. რასაც მეცნიერება ქვია იგი გადაჭრით ვერც უარყოფს და ვერც დაამტკიცებს შემოქმედის არსებობას, მაგრამ ჩემი აზრით სწორია დაეყრდნო ფიზიკის კანონებს და არა მითიურ ფილოსოფიურ დაშვებებს. სწორედ ეს მესიჯი აქვთ ზემოთ ნახსენებ მეცნიერებს.

SPACE.COM – ისა და Discovery News-ის მიხედვით. აგრეთვე ლოურენს კრაუსის ლექცია: “სამყარო არაფრისგან” და დისქოვერის ფილმი “შექმნა ღმერთმა სამყარო?”

72 thoughts on “დიდი აფეთქება ღვთიური ნაპერწკალის გარეშე?

  1. ცოტა გაურკვეველია, კრაუსი ამბობს რომ სამყარო წარმოიშვა არაფრისგან, მეცნიერების მეორე ნაწილი ამტკიცებს რომ სინგულარობის წერტილი არის უსასრულო სიმკვრივის და სიმხურვალისგან თეთრად გავარვარებული რაღაც “წერტილი”

    Like

    • არასწორად გაიგე
      “წერტილი” არის სამყაროს სინგულარული მდგომარეობა, ანუ ის მდგომარეობა სადაც სამყაროს გააჩნია თითქმის ნულოვანი ზომა და მასში თავმოყრილია მთელი ენერგეტიკული ბიუჯეტი.ეს სინგულარული მდგომარეობა ფიზიკისთვის არის პრობლემა. მაგრამ ამ მდგომარეობის არსებობაში ეჭვი აღარაა თითქმის.
      ამას არავინ უარყოფს. არც კრაუსი, კრაუსი მაგ თემას არც ეხება
      ის ამ წერტილს ცდება, აქ საუბარია თავად ამ “წერტილის” გაჩენაზე, სამყაროს მატერიალიზებაზე.

      Like

  2. ანუ ლაპარაკია სინგულარობის წერტილის გაჩენამდე? რომ არაფრისგან წარმოიშვა სინგულარობის წერტილი და მერე მოხდა სამყაროს გაჩენა? სწორად მივხვდი?

    Like

  3. სინგულარობის წერტილის გაჩენა უკვე სამყაროს გაჩენაა, ანუ სინგულარული მდგომარეობაც სამყაროს მდგომარეობაა.
    კრაუსი ამბობს რომ რადგანაც ეს სინგულარული მდგომარეობა იყო კვანტური ზომის, შეიძლებოდა სამყარო გაჩენილიყო არაფრისგან, რადგან კვანტურ სამყაროში როცა გაქვს არაფერი, ყოველთვის შეიძლება გქონდეს რაიმე. კვანტურ ფლუქტუაციებს შეუძლიათ წარმოქმნან რაიმე არაფრისგან.

    Like

  4. ცდებით ))) როცა ხმარობთ სიტყვას “არაფერი” გესმით კი რა იგულისხმება არაფერში? ცარიელი სივრცე (თუნდაც ნებისმიერი განზომილებადობის, არააქვს მნიშვნელობა) თუ ნამდვილი არაფერი? აგისხნით განსხვავებას. კვანტური ფლუქტუაციები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ “სიცარიელეში”. შინამდვილეში ეს სიცარიელე სულაც არაა სიცარიელე. ესაა “ცარიელი” სივრცე, რომელშიც განუწყვეტლივ წარმოიშვებიან და ქრებიან ნაწილაკ-ანტინაწილაკთა წყვილები და სწორედ ასეთ “სიცარიელეში” შეიძლება შეიქმნას მატერია “არაფრისგან” ან თუნდაც მთელი სამყარო. მაგრამ ნამდვილი არაფერი – ეს არაა “ცარიელი”, 11 განზომილებიანი სივრცე-დროითი კონტინიუმი რომელშიც ასეთი შემთხვევითი კვანტური ფლუქტუაციისას იქმნება პლანკის ზომის “ნაწილაკი”. რომლის ენერგიაც შემდგომ კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს და მისი 3 განზომილება გაფართოვდება, რომელიც დაკარგავს კავშირს “დედა სამყაროსთან” და საკუთარ დროს და სივრცეს შექმნის და რომელშიც მერე ჩვენ გავჩნდებით შემხვევით. შეგახსენებთ, რომ როდესაც საუბარია “არაფრისგან შექმნაზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტო ჩვენი სამყარო არსებობს და ის თავისთავად შეიქმნა. როდესაც საუბარია სამყაროს შექმნაზე, ყოველტვის არის საუბარი “დედა სამყაროზეც”. ხოლო როცა ამბობენ, რომ ჩვენ სამყარომდე არაფერი არ იყო ესეც სიამრთლეა. პარადოქსია არა? მარა ასეა. ჩვენი დროის თვალსაზრისით მართლაც ასეა. რადგან დროც რომელშიც ჩვენ ვარსებობთ ჩვენსავე სამყაროსთან ერთად შეიქმნა.
    იცით რა არის არაფერი? არაფერი, ეს არაა სიცარიელე! “ცარიელი” სივრცე, არააა არაფერი. პირიქით, ცარიელი სივრცე ყველაფერია. მატერია და დრო სივრცის თვისებაა სწორედ. არაფერი არის არაფერი! აბსოლიტურად არაფერი. არც სივრცე, არც მატერია არც სიბნელე და ასე შემდეგ. საერთოდ არაფერი! როდესაც ისმის კითხვა, რატომ არსებობს რამე როცა შეიძლებოდა არც ეარსება საერთოდ რამეს, ამაზე მსგავსი პასუხი აბსურდულია. თითქოს არაფრისგან შეიქმნა რამე. კვანტური ფლუქტუაციები თურმე არაფერში აგნვითარებულა. არაფერში ვერაფერი ვერ მოხდება მეგობრებო, იმიტიმ რომ ის არ არის. სინამდვილეში ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. რატომ არსებობს რამე, როცა შეიძლებოდა რომ არაფერს არ ეარსება. ანუ არსებობა არ ყოფილიყო როგორც ასეთი. ამაზე დაფიქრდით. არ ყოფილიყო არც სივრცე, არც დრო და არც მათი თანმხლები რამე ატრიბუტი შესაბამისად. საერთოდ არაფერი. არც სიბნელე და სმგავსი სისულელე, არა! საერთოდ არაფერი. არყოფნა, არარსებობა. მაგრამ სამყარო მაინც არსებობს. ჩვენც ვარსებობთ. და არა მარტო ვარსებობთ, არამედ ვაზროვნებთ, ვგრძნობთ საკუთარ არსებობას, საკუთარ მეს და იმდენად ვართ გართულები ცხოვრებით, იმდენად შეჩვეულები ვართ ყველაფერს, რომ ვეღარ ვაცნობიერებთ რა სასწაულია ყველაფერი. თითოეული წამი და ყველაფერი გარშემო )))

    Like

    • მესმის რა იგულისხმება
      შენიშვნა გასაგებია მეც არაერთხელ მიფიქრია ამ საკითხზე და უფრო დეტალურად მაინტერესებს მეცნიერების აზრი, მაგალითად კრაუსის. რას გულისხმობს “არაფერში” გია დვალმა მაგალითად განმარტა რომ არაფერი უბრალოდ არის იმ მდგომარეობის სახელი სადაც ჩვენი აღწერა და წარმოდგენები ვერ აღწვს.
      მეორეს მხრივ ამ პოსტში მე არ გამიკეთებია “არაფრის” აღწერა და ეს ყველაფერი არც ჩემ პირად თეორიებს და ჰიპოთეზებს წარმოადგენს. ეს იმ მეცნიერების სიტყვებია რომლებიც ნახსენებია პოსტში. ისინი მიიჩნევენ რომ სამყარო არაფრისგან წარმოიშვა, მაგრამ “არაფრის” ახსნას არ გვთავაზობენ – ყოველშემთხვევაში ამ ტექსტში.
      კიდევ ვერ დაგეთანხმებით იმაში რომ როცა სამყაროს არაფრისგან შექმნაზე საუბრობენ ყოველთვის იგულისხმება ე.წ “დედა სამყარო” ბევრი სტატია წამიკითხავს ამ თემაზე და “დედა სამყარო” როგორც პროცესის აუცილებელი კომპონენტი არსად დამიფიქსირებია.
      მადლობა საინტერესო კომენტარისთვის

      Like

  5. ამ ტექსტში შეიძლება არ საუბრობენ, მაგრამ ზოგადად, ყველაზე აღიარებული მეცნიერული შეხედულება ასეთია. “დიდი აფეთქება” 11 განზომილებიან ჰიპერ-სივრცეში მოხდა. იმაზე რომ 3 განზომილებიანი სივრცითი რეალობა ერთადერთი შესაძლო რეალობა არაა ამაზე თითქმის აღარავინ არ დავობს. ე.წ. პარალელური სამყაროები ნამდვილად არსებობს. ცხადია ადამიანისთვის შეუძლებელია 3-ზე მეტი განზომილებადობის სამყაროს ვიზუალიზაცია. 0 განზომილება წერტილია, 1 განზომილება წრფე, 2 განზომილება სიბრტყე და 3 განზომილება სივრცე. რა განსაზღვრავს განზომილებათა რაოდენობას სამყაროში? გეომეტრიულად რამდენი ურთიერთმართობული წრფეც გაივლება სამყაროში რომელიმე ერთ მოცემულ წერტილზე, იმდენი განზომილება აქვს ამ სამყაროს. წრფეზე აღებულ ნებიზმიერ წერტილზე ერთადერთი სხვა წრფე გაივლება, სიბრტყეზე 2 ხოლო სივრცეში 3. ცხადია ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ ისეთ აგდილს სადაც ერთ წერტილზე 4 ან მეტ წრფეს გავავლებთ და სუყველა ერთმანეთის ურთიერთმართობული იქნება. მოკლედ, “არაფერში” სწორედ მატერიისგან თავისუფალი სივრცე იგულისხმება დამიჯერე და არა აბსოლიტური არაფერი. ფიზიკური ვაკუუმი ერთის მხრივ მართლაც არაფერია, რადგან იგი თავისუფალია ყოველგვარი მატერისგან, მაგრამ ის არის ყველაფერიც ამავდროულად. მატერია – ეს სივრცის “აღგზნების” გარკვეული ფორმაა. ნებისმიერი მატერია. ანუ თეორიულად, არაფრისგან ყველაფრის შექმნა შიძლება. თუმცა ცხადია, რომ ეს ვერ ცემს პასუხს კითხვაზე, რატომ არსებობს საერთოდ არსებობა. რატომ არსებობს რამე, როდესაც შეიძლებოდა, რომ არაფერს არ ეარსება. არც სივრცეს და არც მატერიას, არც ენერგიას და არც ნივთიერებას. ამ პროცესის გააზრება “ლოგიკურად” შეუძლებელია. ღრმა ინტუიცია საჭირო მიხვდე, რო ღმერთის, შემოქმედის, საწყისის, როგორც ბერძნები იტყოდნენ “არხე”-ს არსებობა თავისთავად ცხადია.

    Like

    • 11 განზომილებიანი ჰიპერ სივრცე სიმების თეორიის ნაწილია და ტრადიციული დიდი აფეთქების თეორია არ მოიცავს ამ თეორიას.
      სიმების თეორია ძალიან კარგია, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ჩვენი ტექნიკა იქამდე არაა განვითარებული რომ ეს თეორია დაიტესტოს ექსპერიმენტის გზით. ზოგი მეცნიერის აზრით ეს თეორია ჯერ მხოლოდ ფილოსოფიის დონეზეა რადგან ისიც კი გაურკვეველია შესაძლებელია თუ არა რაიმე დაკვირვებითი ან ექსპერიმენტული მონაცემების მიღება ამ თეორიის სასარგებლოდ. სიმების თეორიის მიხედვით დანარჩენი 9 განზომილება ექსტრემალურად მცირეა და სიმები კი იმდენად მცირე რომ მის “დასანახად” გალაქტიკის ზომის კოლაიდერის აგებაა საჭირო. ასე რომ სხვა განზომილებების არსებობა მხოლოდ ჰიპოთეზაა ჯერ. მეცნიერული მიგნება რომელიც მათემატიკამ და ფიზიკის უნიფიკაციის აუცილებლობამ გამოიწვია, ასე რომ დანარჩენი განზომილებების საკითხი ღიაა და არა დამტკიცებული როგორც თქვენ წარმოადგენთ.
      რაც შეეხება “არაფერს” მეც დაახლოებით იგივეს ვფქირობ. სწორედ ამ პოსტის შემდეგ გადავწყვიტე ამ საკითხს ჩავღვმავებოდი და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებზე ამ საკითხზე თემებიც გავხსენი, საიდანაც ამ “არაფრის” განმარტება დაახლოებით ის მივიღე რასაც თქვენ ამბობთ. მაგრამ ჩემთვის გამოცანა რჩება ბოლომდე რას გულისხმობენ ამ სიტყვით ზოგიერთი წამყვანი მეცნიერები. ახლო მომავალში ვაპირებ წავიკითხო კრაუსის Universe from Nothing და იმედი მაქვს “არაფერს” მეტ ნათელს მოჰფენს, ვიდრე მისი ლექცია (შეკვეცილი ვარიანტი)
      რაც შეეხება ღმერთს არ გეთანხმებით
      ჩემი აზრით ინტუიცია კი არა რწმენა უნდა ამ დასკვნას რომ მისი არსებობა თურმე თავისთავად ცხადია
      რწმენა და ინტუიცია კი სულ სხვადასხვა რამეა. თუმცა ინტუიცამაც შეიძლება მოგვატყუოს რადგან ამ შემთხვევაში ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ რას ემყარება ეს ინტუიცია. რა ამოცანას ვხსნით რასაც მერე ინტუიციას ვეძახით?

      Like

  6. მე არ მითქვამს, რომ თეორია 11 განზომილებიან ჰიპერ სივრცესთან დაკავშირებით დამტკიცებულია. დამტკიცებული მასე ძალიან ბევრი რამ არ არის )) უბრალოდ, მე ყველაზე უფრო ლოგიკურად მეჩვენება. არ ვიცი ვინმე თუ არის იმდენად სულელი, რომ უშევბს აზრს, თითქოს არ არსებობდა არაფერი და ამ არაფერში “შეიქმნა” ჩვენი სამყარო პლანკის ზომით და სინგულარული მდგომარეობით. თან 3 განზომილებით… და რომ ეს ჩვენი სამყარო ერთადერთია და თავის თავში მოიცავს ყოველივე არსებულს. ძალიან საინტერესო სანახავი იქნება საზღვარი არაფერსა და ჩვენს სამყაროს შორის. მოკლედ დიდი აბსურდია ეგ. ” კვანტურ სამყაროში როცა გაქვს არაფერი, ყოველთვის შეიძლება გქონდეს რაიმე”-ო ხომ? კვანტური სამყარო და არაფერი ერთად ))

    რაც შეეხება ინტუიციას, არ არის სახუმარო თემა ნამდვილად. მე არ მიგულისხმია მათემატკური ინტუიცია, როდესაც ამოცანის ამონახსნს ხვდები და ვერ ასაბუთებ. უფრო სხვა, უფრო ღრმა რამეზეა საუბარი. სამწუხაროდ, თუ არ გიგრძვნია და არ განგიცდია ვერ მიხვდები. ჩემი რწმენა ამ განცდიდან მოდის სწორედ.

    Like

    • ერთს გეტყვით სულელური შეიძლება მოგვეჩვენოს რაიმე მხოლოდ იმიტომ რომ ის სცდება ადამიანურ წარმოდგენებს.
      ჩემი აზრით ღმერთიც აბსურდია (მისი ტრადიციული ანთროპული არსიდან გამომდინარე), მაგრამ ბოლომდე მისი გამორიცხვა არ შემიძლია.
      ეშაკმა უწყის სამყაროს ნამდვილი ბუნება როგორია😀
      რაც შეეხება უფრო ღრმა რაღაცას არ ვიცი რას გულისხმობთ და ინტუიციაც რამდენადაც ტვინში მიმდინარე პროცესია მათემატიკური ამოცანაა. გინდა ღრმა იყოს და გინდა ზედაპირული.

      Like

  7. ღმერთის წარმოდგენა წვერებიან მოხუცად, კვერთხით ხელში რომ აბსურდია, მაგაში მეც დარწმუნებული ვარ. ღმერთის წარმოდგენა რაიმე სულიერ არსებად, რომელიც სადმე, რაიმე კონკრეტულ სივრცე-დროშია მოქცეული, ანუ “სადმე” იმყოფება ასევე მცდარი მგონია. ჩემი აზრით, ღმერთი არის ყველაფერი, მთელი ის 11 განზომილებიანი მარადისობა, რომელსაც არააქვს დასაწყისი და დასასრული. რომელშიც იქმნება ჩვენი მსგავსი სამყაროები და რომელის შეცნობა მართლაც ცდება ადამიანურ წარმოდგენებს. ღმერთი მარადისობაა, “ზესამყარო” რომელიც თავის შეცნობას ცდილობს და განუწყვეტლივ ვითარდება. თითოეულ ადამიანს და მთელ კაცობრიობას აქვს თავისი კონკრეტული მისია. ასე მგონია მე. შეიძლება რამეში ვცდები, მარა “კოსმიური გონი” ნამდვილად არსებობს. სამყაროს ნამდვილად ყავს დიდი არქიტექტორი.

    Like

    • მე ვფიქრობ უნდა გავმიჯნოთ, ვსაუბრობთ ღმერთზე როგორც მატერიალურ სამყაროზე თუ ზებუნებრივ ღმერთზე და იდეალიზმზე.
      თუ ჩვენი მატერიალური სამყარო იგივე ღმერთია მაშინ თქვენი მსოფმხედველობა პანთეიზმს უახლოვდება რომელსაც ნაწილობრივ ვიზიარებ, რადგან ჩემი აზრით სამყარო თუ მულტისამყარო არის უნივერსუმი და ყველაფრის მომცველი ალფა და ომეგა და ყველა იმ საოცრების “არქიტექორი” რაც ამ სამყარომ თუ სამყაროებმა შეიძლება წარმოქმნან ან წარმოქმნეს. თუნდაც სიცოცხლე.
      ჩემი აზრით ყველაზე სწორი იქნებოდა სიტყვა “ღმერთი” გამოვიყენოთ როგორც რაიმე ფიზიკური მოვლენის ან თავად სამყაროს აღმატებულობის აღსაწერად. მაგრამ სადაც ეს სიტყვა არ აღწერს ჩვენ მატერიალურ სამყაროს და ზებუნებრივს ებღაუჭება იქ უკვე ჩემი დამოკიდებულება საკმაოდ შორდება. რადგან აქ უკვე სიტყვა “ღმერთი” კი არ აღწერს ჩვენ სამყაროს არამედ იდეალიზმში იჭრება და ზებუნებრივ პერსონაჟებს ან სამყაროებს აღნიშნავს. ეს ყველაფერი კი ეყრდნობა არა რაციონალური გზით მიღებულ ცოდნას არამედ მითოლოგიურ წარმოდგენებს.
      კოსმოსური გონი შეიძლება როგორც მეტაფორა ისე გამოვიყენოთ, სხვა მხრივ კი სამყარო და (მულტი სამყაროც ასევე თუ არსებობს) მოქმედებს ფიზიკური კანონზომიერებებით და არა დიზაინით და გონებით. თავად დიზაინი და გონება არის ფიზიკური კანონზომიერებების შედეგი.
      მაგალითად კანონზომიერება – გრავიტაცია- რომელიც აყალიბებს გალაქტიკებს, მზის სისტემებს, პლანეტებს, მთვარეებს. შეიძლება მხატვრულად სკულპტორიც ვუწოდოთ მას, მაგრამ რეალურად გვესმის რომ ეს კანონზომიერება არაა დიზაინერი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით რადგან გრავიტაცია არ ფიქრობს, არ გეგმავს, ნახაზს არ აკეთებს მას გონება არ აქვს, ის უბრალოდ სივრცის გეომეტრიაა, რომელიც მატერიას საშუალებას აძლევს დაჯგუფდეს და შექმნას სტრუქტურები.
      მე ღმერთის იდეალისტურ განმარტებებს არ ვიზიარებ. უფროსწორად არ მწამს იდეალიზმის და ზებუნებრივობის. სხვა მხრივ სიტყვა ღმერთთან არანაირი პრობლემა არ მაქვს იყოს ლექსიკონში😀

      Like

  8. ზებუნებრივი, თუ ის მართლაც არსებობს, სულაც აღარ გამოდის ზებუნებრივი. რაღაც კანონები ყველგან ასებობს. როგორც მატერიალურ ასევე სულიერ სამყაროში. ამ კანონების შეუცნობლობა, ან ის რომ ისინი ჯერ არ არიან აღმოჩენილნი არ ნიშნავს იმას, რო ისინი არ არსებობენ და არ განსაზღვრავენ რაღაც პროცესებს. მასე მაგალითად გრავიტაციაც “ზებუნებრივია”. რა არა? არ მითხრა ეხლა ვიცი როგორც მოქმედებს გრავიტაციაო. ნიძლავს დავდებ ევრ ამიხსნი. როგორ “აიძულებს” 2 სხვადასხვა სხეულიდან გამოსროლილი გრავიტონების ტალღა ამ სხეულებს რომ მიუახლოვდნენ ერთმანეთს. გრავიტონები, ფოტონები, ბოზონები და გლუონები – ურთიერთქმედებათა გადამტანი ყველა ეს ნაწილაკი მითია ჩვენთვის. არცერთ ადამიანს ისინი ნანახი არააქვს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ცხადია მათი დანახვა თვალით შეუძლებელია. რატომ მოქმედებენ ისენი ისე როგორ მოქმედებენ? ამ კითხვას კლასიკური ფიზიკით პასუხს ვერ გასცემ. აქ კვანტური ფიზიკა “ერთვება საქმეში”. კვანტურ დონეზე მიმდინარე პროცესები უკვე თავისთავად “მითია”, რადგან ისინი ჩვენი უშუალო გამოცდილებისთვის უცხოა. ადამიანს თავისი გრძნობის 5 ორგანოს საშუალებით, რომლითაც ის შეიმეცნებს გარესამყაროს არ აქვს უნარი აღიქვას ეს პროცესები და ისევე როგორც 4 განზომილებიან სივრცეს ვერ წარმოიდგენს, ასევე ევრ წარმოიდგენს როგორ მოძრაობს ელექტრონი ატომბირთვის გარშემო, ან როგორ უკავშირდებიან ერთმანეთს კვარკები. ასე რომ, გარკვეულწილად ეს პროცესებიც შეგვიძლია მივიჩნიოთ ზებუნებრივად. მაგრამ შენ ხომ გჯერა რომ ეს ყველაფერი არ არის ზებუნებრივი? მეც ასე მჯერა და იცი რატომ? იმიტომ რომ იცი, რადგან არსებობს, ესეიგი ბუნებრივია. როდესაც საუბრობ ღმერთის იდეალურ არსზე და ამბობ რომ არ გჯერა, იმიტომ რომ ზებუნებრივია ძალიან მარტივ შეცდომას უშვებ – მიზეზს და შედეგს ანაცვლებ ერთმანეთით. სინამდვილეში, ჯერ არ უნდა გჯეროდეს და მერე უნდა მიიჩნიო ზებუნებრივად. სხვაგვარად ტერმინი “ზებუნებრივი” თავისთავად აზრს მოკლებულია. თუ დაუშვებ, რომ ის არსებობს, მაშინ ზებუნებრივიც აღარ გამოდის, რადგან არსებულა, ესეიგი გარკვეულ კანონზომიერებებს ემორჩილება,ესეიგი ბუნებრივია.

    Like

    • ზებუნებრივს არასწორად განმარტავ
      სიტუაცია უფრო ნათელია
      ელემენტარული ნაწილაკები არაა მითი. ნუ ვიღაცისთვის შეიძლება მითია, მაგრამ, არსებობს დამამტკიცებელი საბუთები. არ გჯერა? შეგიძლია ისწავლო ფიზიკა, ჩაატარო ექსპერიმენტი და დაკვირვება და საკუთარი თვალით გადაამოწმო. მართალია ამ ელემენტარულ ნაწილაკებს პირდაპირი მნიშვნელობით ვერ დაინახავ, მაგრამ მაგრამ მიიღებ მათი არსებობის დამადასტურებელ ფაქტებს. არ გჯერა? კი ბატონო გადაამოწმე და იპოვე შეცდომა ან თეორიაში, ან ინსტრუმენტის მუშაობაში ან მონაცემებში. დაამტკიცე მეცნიერულად რომ ეს ნაწილაკი მითია და სხვა რამე არსებობს და კი ბატონო.
      მითია მისთვის ვისთვისაც ეს ყველაფერი მხოლოდ წიგნებში და საუბრებში არსებობს.
      ასე რომ გრავიტაცია რომ მითია ამაში ვერ დაგეთანხმები. მიუხედავად იმისა კონკრეტულად მე შემიძლია თუ არა აღვწერო ამ მომენტიში. სამაგიეროდ მე შემიძლია გადავამოწმო.
      აი ზებუნებრივ საკითხებს კი ვერაფრით ვერ გადაამოწმებ, ვერც სამოთხეს ვერც ღმერთს და ვერც სულს. ვერ დააკვირდები და ექსპერიმენტი ცალსახად ვერაფერს გეტყვის. ეს უკვე ზებუნებრივი საკითხებია.
      საკითხს ის არ ხდის ზებუნებრივს თუ რამდენად უცხოა ჩვენი ყოველდღიური გამოცდილებისთვის – კვანტური სამყარო ძალიან უჩვეულოა ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ექპსერიმენტის შედეგად გავიგოთ მისი მახასიათებლები. მერე რა რომ არ შეგვიძლია სრულყოფილად წარმოვიდგინოთ ელექტრონების მოძრაობა ატომის ბირთვში. ჩვენ შეგვიძლია კვანტური სამყარო აღვწეროთ რაღაც დონეზე მათემატიკის მეშვეობით. ზებუნებრივობა იმით არ განისაზღვრება თუ ადამიანის წარმოდგენას რა შეუძლია და რა არა. ეს არის მთავარი შეცდომა თქვენ მსჯელობაში. ზებუნებრივი საერთოდ გადამოწმებადი არაა, ასე რომ ზღვარი ნათელია. კვარკი და ლეპტონი ვერ იქნება ზებუნებრივი, ვერც გრავიტაცია. მართალია გრავიტონი ჯერ არავის უპოვია, მაგრამ სამაგიეროდ გვაქვს კლასიკური აინშტაინის ფარდობითობის თეორია და დიდ მასშტაბებზე ვხვდებით როგორ მუშაობს. და თუ ამ ყველაფერში ვინმე ეჭვს შეიტანს დაე გადაამოწმოს და უკეთესი ახსნა შემოგვთავაზოს.
      რამდენადაც არაა ბუნდოვანი ზღვარი ზებუნებრივსა და ბუნებრივს შორის, მე არ მჯერა ზებუნებრივის იმიტომ რომ არ აქვს რეალური საფუძველი რომელიც მეცნიერულ ცოდნას ემყარება.

      Like

  9. http://charliuss.wordpress.com/2011/10/17/bbc-horizon-what-happened-before-the-big-bang/
    ღმერთი-რჯული, ეხლა წავიკითხე მიჩიო კაკუს მოსაზრებები 2ნაირად გაგებულ “არაფერზე” პირველად😀 უნდა გავიცნო ეს კაცი, ერთნაირად ვფიქრობთ თურმე😀

    Like

  10. მე არ მითქვამს, რომ ეგ ყველაფერი ზებუნებრივია რაც ჩამოვთვალე. მე ვთქვი, რომ თუ მასე მიუდგები ზებუნებრივიათქო. და ისიც აღვნიშნე, რომ მასე მიდგომა არ მიმაჩნია სწორედ. ბევრი რამ არსებობს მხოლოდ თეორიების სახით, მაგრამ მათ სრულიად ლეგიტიმურად აქვთ არსებობის უფლება.ბევრი მათგანის შემოწმება ცდის დონეზე შეუძლებელია. თეორია მრავალგანზომილებიანი სამყაროების შესახებ მაგალითად შეუძლებელია შემოწმდეს, მაგრამ ის მაინც არსებობს და საკმაოდ გავლენიანია. მას სხვადასხვა ფორმით მრავალი ფიზიკოსი იზიარებს. არსებობს თუ არა ღმერთი – ეს უფრო ფილოსოფიის საგანია ვიდრე ფიზიკის. დღესდღეობით კაცობრიობას არ შეუძლია არც ამის დადასტურება და არც უარყოფა. რაც შეეხება სამოთხეს და ჯოჯოხეთს, ეს უკვე ვიწრო რელიგიური საკითხია. მე არ მიხსენებია რელიგია არსად. საკითხი მარტივად დგას. ან გწამს სამყაროს გონიერი საწყისის არსებობის ან არა. სამოთხე და ჯოჯოხეთი, იესო და ბუდა, თუ უბრალოდ კოსმიური გონი – ეს ყველაფერი უკვე კონკრეტული რწმენის ფორმებია. მე პირადად ერთადერთი რაც “ვიცი” და რისიც მწამს მთელი არსებით, არის ის რომ საწყისი არსებობს. ეს ჩემთვის ცხადია. და ისიც ვიცი რომ ეს “სიცხადე” არაა ის რის გადმოცემასაც შენთვის ამ კომენტარით შევძლებ. მეტი მე არ ვიცი არაფერი. არ ვიცი ზუსტად როგორ მუშაობს სამყარო, ნამდვილად არ ვიცი. არც ღმერთის “ჩანაფიქრი” ვიცი ზუსტად. ყოველ შემთხვევაში, ღმერთის არსებობა და გონიერი საწყისი უფრო რეალისტურად მეჩვენება, ვიდრე “აბსოლიტური არაფრისგან” შემთხვევით შექმნილი უმცირესი “ნაწილაკი”, რომელიც ასევე შემთხვევით გაფართოვდა (ან აფეთქდა), რომელშიც შემთხვევით ჩამოყალიბდა ჩვენთვის ცნობილი ნაწილაკები, შემთხვევით შეიქმნა ვარსკვლავები, გალაქტიკები, პლანეტები. შემთხვევით აეწყო მთელი ეს სისტემა ასე ჰარმონიულად და შემთხვევით გაჩნდა სიცოცხლეც. შემდეგ ასევე შემთხვევით განვითარდა ის უმარტოვესი ფორმებიდან (თუმცა ბიოლოგიურად უმარტივესიც კი ქიმიურად ურთულესია ცხადია) ურთულესამდე, მოაზროვნე არსებამდეც კი. და ასე შემთხვევით გავჩნდით ჩვენც და შემთხვევით ვუცვლით ერთმანეთს აზრებს.

    შეიცან თავი შენი და შეიცნობ მთელ სამყაროს – ამაშია ჭეშმარიტება.

    Like

    • ვიცი რომ არ გითქვამს,
      “მასე მიდგომა” -ეს თქვენი მიდგომაა და არა ჩემი. რომელიც ზებუნებრივსა და ბუნებრივის ერთ სიბრტყეში მოთავსებას ცდილობდით.
      მართალია ღმერთის არსებობას ფაქტებით ვერც უარვყოფთ და ვერც დავამტკიცებთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. იგივე პრინციპით ვერც ელფების არსებობას დავამტკიცებთ და უარვყოფთ,
      სამყაროს გონიერი დასაწყისი – პირდაპირი მნიშვნელობით ვერ გავიზიარებ, რადგან გონება- მატერიალური საგანია რომელიც ფიზიკური კანონზომიერების შედეგია. ანუ გონების დაკავშირება სამყაოს საწყისთან ჩემი აზრით ანთროპული წარმოდგენაა, რომელსაც მეცნიერული საფუძველი არ აქვს და მოდის მხოლოდ ადამიანური სურვილიდან, რომელსაც უნდა სამყაროს შექმნა დაუკავშიროს მის ყოველდღიურ წარმოდგენებს. არადა ჩვენივე არსებობის ფუნდამენტში კვანტური სამყარო ადამიანურ წარმოდგენებს საკმაოდ შორდება და მთელი უნივერსუმის შექმნა რატომღა უნდა იყოს ჩვენი ეგოცენტრული სურვილების სასიამოვნოდ?
      მე მასე არ ვსვამ საკითხს, უფროსწორად მე არ მაქვს დილემა, ორი ვარიანტი ან სრულიად არაფრიდან წარმოქმნა, შემთხვევითობა ანდაც დიზაინერი და საწყისი. მე არ ვფიქრობ რომ რომელიმე უნდა ვირწმუნო მანამ სანამ რომელიმეს სასარგებლოდ არ დაიდება რაიმე მყარი არგუმენტი და ფაქტი. მე მვმოქმედებ ფორმულით “არ მინდა მწამდეს – მინდა ვიცოდე” ამიტომ რაც არ ვიცი იმაზე ვამბობ რომ არ ვიცი და რწმენისგან თავს ვიკავებ.ასე რომ მე არ მაქვს ჩამოყალიბებული რწმენა რომ სამყარო გინდა თუ არა შემთხვევით შეიქმნა და მაინცდამაინც აბსოლიტურად არაფრისგან – არც მგონია. ერთადერთი ის მგონია რომ შექმოქმედი არის ადამიანური სურვილი და სამყარო თავისი არსით იმდენად დიდია რომ ამ წარმოდგენებს მნიშვნელოვნად აღემატება.ჩვენ ჯერ სამყარო უნდა შევიცნოთ რომ დიზაინერზე დაფიქრების რეალური საშუალება გვქონდეს.ელემენტარულად იმ კითხვას მაინც უნდა გავცეთ პასუხი: საერთოდ შექმნადია თუ არა სამყარო… იქნებ თვითმყოფადია? თეოლოგები აპელირებენ ხშირად რომ თურმე ფიზიკური რეალობა თავისივე არსებობის შესახებ არ გვაძლევს სრულყოფილ ამოხსნას და ამიტომ გარედან გვჭირდება დახმარება – ანუ ყოვლისშემძლე ღმერთი. მაგრამ რეალური სურათი ასეთია, ჩვენ მატერილური სამყარო არ ამოგვიხსნია სრულად ან იმ დონეზე როცა შიგნით ყველა გზა ამოიწურება და რაღაც ზღვარს მივადგებით, რის შემდეგაც აუცილებლად გარედან დაგვჭირდება დახმარება – მოკლედ ეს არის უცოდინარობის არგუმენტი (Argument from ignorance)
      რაც შეეხება შემთხვევითობას – რატომ არის ამ სიტყვის შინაარსი დისკომფორტის წყარო? იმიტომ ხომ არა რომ მოწესრიგბულ სამყაროში, შემთხვვითობა ქაოსურ მოვლენას აღნიშნავს და წინასწარ განჭვრეტას მოკლებულია? ჩემი აზრით შემთხვევითობა კანონზომიერების სრულფასოვანი ნაწილია. უბრალოდ ჩვენ არ ვიცით როგორ მოქმედებს და ამიტომ გვეჩვენება ქაოსური, ამიტომ არ მოგვწონს და ვფიქრობთ – “აბა ეს რთული სამყარო შემთხვვითობით როგორ იმოქმედებს, შანსი არაა. ჩენ არსებობას უნდა განაპირობებდეს ვიღაცის გეგმა და სურვილი” არადა აგერ კვანტურ სამყაროში მთელი რიგი მოვლენები ემყარება შემთხვევითობას, მაგრამ უკვე არავინ ფიქრობს რომ კვანტური სამყაროს არსებობა შეუძლებელია.

      Like

  11. 1)ზებუნებრივს და ბუნებრივს არ ვაქცევ ერთ სიბრტყეში. წარმოდგენა ზებუნებრივზე საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა. ის რაც ადრე ზებუნებრივად ითვლებოდა ახლა ბუნებრივად ითვლება. იყო დრო, როდესაც ისეთი ბუნებრივი პროცესები, როგორებიცაა ჭექა-ქუხილი, სეტყვა ან მიწისძვრა აუხსნელი იყო და მას ზებუნებრივს მიაწერდნენ. შემდეგ დადგინდა, რომ ეს ასე არ არის, რადგან ადამაინმა მოახერხა ამ ყველაფრის ახსნა. იმ მიზეზ-შედეგობრივი კავშრების აღმოჩენა, რომელიც განსაზღვრავდა ამ პროცესებს. უფრო მეტიც, მეცნიერება როგორც ასეთი საერთოდ უარყობს ზებუნებრივის არსებობის შესაძლებლობას და მე სრულიად ვიზიარებ ამ პოზიციას. როდესაც საუბარია ზებუნებრივის არსებობის შესაძლებლობაზე, საქმე გვაქვს ამ სიტყვის არასწორ გაგებასთან. სიტყვა “ზებუნებრივი” პრინციპულად შეუძლებელია არსებობდეს. იგი მხოლოდ ზღაპრის თემაა. ამას მარტივი მიზეზი აქვს: თუ ნებისმიერი რამ, რაიმე ფორმით რაიმე დროსა და სივრცეში არსებობს, ესეიგი ის ბუნებრივია. ბუნებრიობა ნიშნავს გარკვეულ კანონზომიერებებით მოქმედებას. ზებუნებრივი, იგივეა არც “ცხელი ყინული” ან “ცივი ცეცხლი”. “ზებუნებრივი რაღაც” – ესაა Contradictio in adjecto, მსაზღვრელსა და საზღვრულის წინააღმდეგობა, შეუთავსებლობა. რადგან არსებობა თავისთავად ნიშნავს ბუნებრიობას, კანონზომიერებას და ნებისმიერი არსებულის ზებუნებრიობაც ძირშივე ცხადია რო აბსურდულია. შესაბამისად როდესაც მე ვფიქრობ, რომ არსებობს სულიერი სამყარო ან ღმერთი, არ მიმაჩნია რომ ეს ზებუნებრივია. საერთოდ “სულის” არსებობაზე არავინ არ დავობს, მაგრამ მატერიალისტები სულს განიხილავენ, როგორც ადამიანის უნიკალურ “მე”-ს, როგორც ფსიქიკურ ფენომენს რომელიც ისეთ რთულ ორგანიზმს ახასიათებს როგორიც ადამიანია. მე არ მიმაჩნია მსგავსი ახსნა საკმარისად და ვერ ვხსნი საკუთარ “მეს”, როგორც მხოლოდ ფიზიკურ სამყაროში მიმდინარე პროცესების შედეგს და კვარკების და ლეპტონების “ფაფას”. არ ამქვს უფლება მჯეროდეს რომ რაიმე სხვა კანონზომიერებაც არსებობს რომელიც უფრო “მაღალია” ვიდრე ის რაც ჩვენთვის ამ ეტაპზეა ცნობილი?
    2)”გონება- მატერიალური საგანია რომელიც ფიზიკური კანონზომიერების შედეგია.” – როდესაც ღმერთის გონიერებაზე ვსაუბრობ, ცხადია რომ ადამიანნური გაგებით გონს არ ვგულისხმობ. “კოსმიური გონი” და ადამიანის გონება სხვადასხვა რამეა. მასე რომ არ იყოს, მაშინ გამოვიდოდა, რომ ღმერთი ღმერთი კიარაა, არამედ “ტიპია” რომელიც უბრალოდ ყოვლისმცოდნეა, ყოვლად კეთილი და ყოვლისშემძლე… მარა მაინც ტიპი… არაა მასე და კოსმიურ გონზე საუბისას მის გონიერებაში არ იგულისხმება მაინცდამაინც ადამიანური წესით აზროვნება. ეს ცხადია. ისეც ცხადია, რომ ღმერთის აზროვნებას, თუ დავუშვებთ რომ ის არსებობობს, ადამიანი თავისი აზროვნებით ვერ მიწვდება.
    3)ნამდვილად არ მწამს ღმერთის არსებობა იმიტომ, რომ საკუთარი “უბადრუკი, უაზრო და ხანმოკლე” ცხოვრება ავხსნა და მას ხელოვნურად მივანიჭო მნიშვნელობა. ვიცი ეგ რა ფენომენიც არის და ისეთ ხალხსაც ვიცნობ ვისაც ბევრი, ასე ვთქვათ არაგულწრფელი მიზეზების გამო წამს ღმერთის. ეს იქნება სიკვდილის, გაქრობის შიში, ბოროტების შიში (მცდელობა დაიჯერო რომ სიკეთე უმაღლესი ჭეშმარიტებაა), საკუთარი თავისთვის მნიშვნელოვნების მინიჭების მცდელობა თუ სხვა. იყო დრო, როდესაც ათეისტურად ვიყავი განწყობილი და ამის გამო არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემა არ მქონია ნამდვილად. შემდეგ სხვა კუთხიდან შევხედე ყველაფერს და თანდათანობით შემეცვალა წარმოდგენა და ინდივიდუალური ფილოსოფიაც. სხვა ახსნები მოვუძებნე ყველაფერს. ეს იყო და ეს.
    4)სამყარო ნამდვილად თვითმყოფადი და თვითკმარია ფართო გაგებით, მისი “ხილული” და “უხილავი” ფორმების ჩათვლით. ამაში არ გედავები. თუმცა მისი არსებობა “უაზროდ” უაზრობა მგონია )) “ელემენტარულად იმ კითხვას მაინც უნდა გავცეთ პასუხი: საერთოდ შექმნადია თუ არა სამყარო…” – სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ ფაქტია რო შექმნილია. როგორ შეიქმნა ამაზეც მგონი ერთი აზრი გვაქვს. სხვა საკითხია ის “დიდი სამყარო” რომელიც არის ყველა სხვა სამყაროს “მშობელი”. დარწმუნებული ვარ რომ ის ღმერთს არ შეუქმნია, იმ მიზეზის გამო რომ ის თავად არის ღმერთი რომელიც ყოველთვის იყო და იქნება.
    5)თეოლოგების აზრი ნაკლებად მაინტერესებს, როდესაც სამყაროს ფიზიკური სურათის აღწერას ვეხებით. და “გარედან” არ ვეძებ დახმარებას. არანაირი “გარეთ” არ არსებობს. არსებობს ერთადერთი ყოვლისმომცველი რეალობა რომლის ნაწილია ყველაფერი რასაც ვხედავთ და ვერ ვხედავთ. რაც დაკვირვებადია და დაუკვირვებადი.
    6)”რაც შეეხება შემთხვევითობას – რატომ არის ამ სიტყვის შინაარსი დისკომფორტის წყარო?”
    დისკომფორტის არა, უაზრობის წყაროა. სამყაროს “უაზროდ” მიღება ჩემს წარმოდგენებს პრინციპულად ეწინააღმდეგება.
    7)ჩვენი სამყარო შემთხვევით არაა ასე მოწყობილი ნამდვილად. ღმერთი მართლაც არ თამაშობს კამათელს. კვანტური სამყარო ნამდვილად არსებობს, მაგრამ, ხომ იცი, “თუ გგონია რომ გაიგე კვანტური მექანიკა, ესეიგი ევრ გაიგე ის”. უმცირეს მანძილებზე მიმდინარე პროცესები ჯერ კიდევ უამრავ საიდუმლოს მალავს. მე სულაც არ მგონია, რო სამყაროში ყველაფერი დეტერმინირებულია, მაგრამ ის რაც არ არის დეტერმინირებული ეს ადამიანის სულის თავისუფლებაა და არა კვანტური პროცესები, რომლებიც ნაკლებად მნიშვნელოვანია. ყოველ შემთხვევაში იმას ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ კვანტური განუსაღვრელობა ხდის ადამიანს თავისუფალს. ანუ მის ქმედებებს და ცხოვრებას “შემთხვევითობის” ფაქტორად ევლინება. თავისუფალი და “განუსაზღვრელი” სულია ჩემი აზრით.

    Like

    • 1) ზებუნებრივის არსებობა რომ პრინციპულად შეუძლებელი და პარადოქსულია ამაში გეთანხმები, მაგრამ არსებობს როგორც ცნება, რელიგიურ ფილოსოფიურ ჭრილში (ან მარტო ფილოსოფიური იყოს თუნდაც) და მეც სწორედ ეგ აღვნიშნე რომ არ მწამს ამ ზებუნებრივობის. იმიტომ რომ თუნდაც მოიცავს ბევრ ურთიერთსაწინააღმდეგო და პარადოქსულ მოვლენას.. თუ შენი ღმერთი რაიმე კანონზომიერებაა რომელიც უბრალოდ ჯერ არ აღმოგვიჩენია და შენი რწმენით ოდესმე აღმოჩნდება, თუნდაც დიდი აფეთქების მიზეზის აღწერის სახით. მაშინ მე ამ თემაზე საკამათო არაფერი მაქვს. მხოლოდ ის აღვნიშნე რომ ზებუნებრივის არ მწამს.
      იგივე სულზე, თუ ამ სიტყვაში გულისხმობთ “მე”-ს და შესაბამისად ტვინის მუშაობის სრულყოფილ აღწერას რომელიც გამოავლენს ცნობიერების ყველა საიდმულოებას მაშინ მესმის რას გულისხმობთ.
      2) ჩვენ ჯერ მხოლოდ ადამიანური ტიპის აზროვნებას ვცნობთ- სხვანაირი, კოსმოსური აზროვნება და გონი რა არის არ ვიცი, ჩემ წარმოდგენებში ეს ფენომენი ანთროპულია, და რაც არ უნდა საოცარი თვისებები მიაწერონ მაინც მართლაც ვიღაც ტიპად რჩება
      3) გასაგებია
      4) მგონი მულტისამყაროს უწოდებ ღმერთს, თუ მულტი სამყარო არსებობს და ისაა ამ ჩვენი სამყაროს მშობელი მაშინ შეგვიძლია ვუწოდოთ ღმერთი, ან დედა ან მამა.
      მაგრამ სამყარო თუ თვითკმარია მაშინ დიზაინერი და შემოქმედი აუცილებელი არაა, თუნდაც ბუნებრივი და კანონზომიერი მულტისამყაროს სახით. ის შეიძლებოდა თვითონ დაბადებულიყო ან მუდამ ეარსება სხვადასხვა ფაზების მონაცვლეობით.
      მე ვერ ვიტყოდი რომ ჩვენი სამყარო ფაქტია რომ შექმნილია.რადგან რეალურად ჩვენ არ ვიცით ეს სამყარო სხვა სამყაროში შეიქმნა? ტრანსოფრმირდა? მატერიალიზდა საიდანმე? არაფრისგან შეიქმნა თუ რა ქნა? იქნებ სინგულარულ მდგომარეობაში არსებობდა სულ სანამ არ გაფართოვდა? იქნებ სამყარო ოსცელერებადია? და ეს ციკლი უსასრულოდ მეორდება? ჩვენ არ გვაქვს უტყუარი ფაქტი რომ მულტი სამყარო არსებობს და რეალურად არ ვიცით მართლაც დაიწყო თუ არა ჩვენი სამყარო. ჩვენ არ ვიცით შეიქმნა თუ სულ არსებობდა. მულტი სამყარო ერთ-ერთი შემოთავაზებული ახნაა, მაგრამ არა გადაწყვეტილი და დადგენილი.ასე რომ ეს საკითხი ღიაა.ჩვენ არ ვიცით შეიქმნა თუ არა. ჩვენ არ ვიცით დიდი აფეთქება საწყისია თუ მორიგი საფეხური.
      5) კი ბატონო
      6/7) შემთხვევითობა პრობლემაა მხოლოდ იმიტომ რომ ადამიანის გონება ვერ წვდება რაღაც პროცესებს და არქმევს შემთხვევითს. მე შემთხვევითს ვუწოდებ იმ მოვლენებს რომლებიც ვინმეს მიერ არაა განსაზღვრული არამედ ხდება თავისთავად ბუნებრივად, კანონზომიერებების შედეგად, უფროსწორად განსაზღვრულია მაგრამ არა გონებით არამედ კანონზომიერებით. კანონზომიერება კი არ შეიძლება უაზრო იყოს. იმიტომ რომ აქვს სტრუქტურა, მიმართულება და ა.შ. რამდენად მისაწვდომია ადამინის გონებისთვის ეს სხვა თემაა. ამ ყველაფერზე რომ დავფიქრდი ერთხელ მივხვდი გამოვიდა რომ სამყაროში ყველაფერი დეტერმინირებულია, მაგრამ კვანტური განუსაზღვრელობა ცოტა პრობლემას ქმნის. შეიძლება ესეც არასრულყოფილი სურათის ბრალი იყოს, ჩემი აზრითვე გამოვიდა რომ შემთხვევითობა უბრალოდ არ არსებობს რადგან მე ის კანონზომიერებაში ჩავსვი, რატომ ვიყენებ ამ სიტყვას? სანამ ჩვენთვის სრულიად უცნობია პროცესების მთელი კომპლექსურობა რომელიც ქმნიან რაღაც მოვლენებს რომელთა წინასწარმეტყველება და გამოთვლა არ შეგვიძლია მანამდე ამ მოვლენებს ვუწოდებ შემთხვევითს და კიდევ ამ სიტყვით ხაზს ვუსვამ რომ დიზაინი (პირდაპირი გაგებით) აბსურდულია.
      უაზრო სამყარო არ არსებობს, უბრალოდ შეიძლება ჩვენ ახლა ვერ ვხსნით ან იქნებ საერთოდაც ვერ ამოვხსნათ რაღაცეები. თუნდაც რაიმე ყოველთვის იყოს ჩვენი აღწერის მიღმა ეს სამყაროს უაზროს ვერ გახდის თავისთავად. რადგან აზრი ადამიანური პროდუქტია.ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ რომ უაზროა რადგან არ გვესმის, მაგრამ ეს ობიექტური არ იქნება. აზრი სადმე ჩვენგან დამოუკიდებლად არაა ჩამოკიდული, რომელიც ჩვენ აღმოჩენას ელოდება.სამყარო ვალდებული არაა გაითვალისწინოს ჩვენი ტვინის მუშაობის მექანიზმი და მხოლოდ ჩვენთვის ხელმისაწვდომი მექანიზმით მოქმედებდეს.
      თუ ყველაფერი კანონზომიერებებს ემორჩილება მაშინ თავისუფლებაც და სულიც უნდა ემორჩილებოდეს რაიმე კანონზომიერებას და თავისუფლება სულაც აღარაა თავისუფლება.
      მაინც ბოლომდე ვერ გავიგე რას გულისხმობ სულში და თუნდაც ღმერთში.

      Like

  12. მოკლედ გასაგებია შენი პოზიცია. ამ ფორმით დისკუსიას და კამათს აზრი არააქვს. ორივენი ჩვენ-ჩვენ აზრზე დავრჩებით მაინც. უბრალოდ მინდა ერთ რამეზე გავამახვილო შენი ყრადღება. მესმის რომ ფილოსოფიას არ წყალობ, როგორც სამყაროს “ახსნის” საშუალებას. ისევე როგორც სტეფან ჰავკინგი და მეცნიერება მიგაჩნია მთავარ “იარაღად” ნებისმიერი სახის კანონზომიერების გამოვლენაში, მარა მაინც… უამრავი ფილოსოფოსი და დიდი მოაზროვნე, დაწყებული ანტიკური ხანიდან დამთავრებული დღმდე, როგორც აღმოსავლური ისე დასავლური ცივილიზაციებიდან ფიქრობდა და ამბობდა, რომ არის რაღაცეები, რისი სიტყვებით გადმოცემაც და ჩამოყალიბებაც მწყობრი სისტემის სახით მეტად რთულია. არის ხედვები, რომლებსაც თუ არ გამოცდი და თავად არ დაინახავ ვერ გაიგებ. არსებობს უამრავი სულიერი სწავლება, რომელიც ასეთ თემებს ეხება, მაგრამ ვერცერთი ვერ გვაძლევს ისეთ პასუხს, რომ წაიკითხო და გაიგო. პირიქით, ხშირად უფრო მეტი კითხვები ჩნდება. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ინდივიდუალური გამოცდილებაა. ხოდა მინდა ერთი პატარა იგავი დავწერო აქ, რომელიც ადრე მომიყვა ერთმა ადამიანმა. ზუსტად არ მახსოვს მაგრამ აზრი ნამდვილად იგივე იქნება:
    ერთ კუნძულზე მარტო ბრმები ცხოვრობდნენ. არცერთ მადგანს სინათლე არ ენახა და არც იცოდნენ მისი არსებობა. ისინი გარესამყაროსგან იზოლირებულები იყვნენ. სამაგიეროდ სხვა შეგრძნებები ქონდათ განვითარებული და ახერებდნენ თვითგადარჩენას და არსებობას. ერთ საღამოს, ერთ-ერთი მაცხოვრებელი ზღვის პირას იყო გასული. როდესაც უკვე უკან დაბრუნებას აპირებდა, უცებ თვალები აეხილა. სრულიად მოულოდნელად მან დაინახა მთელი გარესამყარო თავისი სილამაზით. უყურებდა როგორ ჩადიოდა მზე ზღვაში, შემდეგ უკან გაიხედა და დაინახა მწვანე ტყე, დაინახა ფრინველები. გაოგნებული ადამიანი ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა, რა შეგრძნება იყო ეს. რამოდენიმე წუთში, ამ ადამიანმა კვლავ დაკარგა თვალის ჩინი და ისევ დაბრმავებული გაემართა სოფელში რათა ხალხისთვის ეს საოცრება მოეყოლა. მართლაც მივიდა, შეკრიბა ხალხი და დაიწყო მოყოლა. თქვა რომ რაღაც საოცრება მოხდა მის თავს. ის ცდილობდა მისთვის ნაცნობი სიტყვებით აეხსნა ის რაც ნახა, მაგრამ არ გამოსდიოდა. მან ხომ არ იცოდა რომ იმ შეგრძნებას ხედვა ერქვა და რომც ცოდნოდა მას ვერავინ გაიგებდა, ყველასთვის ცარიელ სიტყვებად დარჩებოდა. ცხადია, რომ მან ვერ მოახერხა იმის გადაცემა სხვებისთვის რაც განიცადა. ყველამ იფიქრა რო კაცი გაგიჟდა და დაცინვა დაუწყეს. ხალხი დაიშალა, ეს კაციც დაბრუნდა სახლში და ძველებურად გააგრძელა ცხოვრება, იმ რწმენით, რომ იმ დღეს მის თავს მართლა საოცრება მოხდა და ის გიჟი არ იყო…

    Like

    • ფილოსოფია კარგია, ოღონდ ისეთი რომელიც მეცნიერებას ეფუძნება და მისი ინტერპრეტაციები არ შორდება რაციონალურ დასკვნებსა და ფაქტებს. ანუ ფილოსოფია როგორც ასეთი დამოუკიდებელ დასკვნებს არ უნდა აკეთებდეს და მეცნიერული ფაქტების ინტერპრეტაცია არ უნდა იყოს ძალიან თამამი რადგან არ მოხდეს ფაქტის დამახინჯებული წარმოდგენა., არისტოტელეს მიაჩნდა რომ სამყარო შეგიძლია შეიცნო მხოლოდ ფიქრით. რაც არასწორია. მხოლოდ ფიქრი და ფილოსოფია ვერ დაგაყენებს სწორ გზაზე თუ არ დააკვირდი და შეისწავლე მოვლენები. მთელი ფილოსოფიური მტკიცებები რომელიც მხოლოდ აზროვნებიდან მოდის და არ ემყარება რეალურ მეცნიერულ მონაცემებს არის მცდარი.”სულიერი სწავლებაც” რელიგიურ ფილოსოფიურ წიაღსვლებს უკავშირდება რომლებსაც არ აქვთ რეალური ფუნდამენტი.
      მსგავსი იგავები წამიკითხავს და მესიჯიც ნათელია.
      მე მატერიალისტი ვარ და მჯერა იმის რაც გადამოწმებადია.რა ვქნა, ჩემმა მეზობელმა ჟორამ რამდენიც უნდა ამტკიცოს სივრცის მეოთხე განზომილებაში გავდივარო,მხოლოდ სიტყვაზე ვერ დავიჯერებ. პერსონალური გამოცდილებები არაფერს ნიშნავს. მე მაგალითად ძილ ბურანში არაერთხელ მქონია აბსოლიტურად რეალური ვარდნის შეგრძნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მართლაც სადმე ვვარდებოდი, სინამდვილეში ერთ ადგილას ვიწექი. რაც შეეხება იგავს ბრმებზე, მასეთ საზოგადოებას მართლაც ვერ გაამტყუნებ – რატომ არ დაუჯერეს იმ კაცს.- იმიტომ რომ არ ქონდათ საკმარისი მიზეზი და არც იმ კაცს შეეძლო აეხსნა ყველაფერი სათანადოდ. მნიშვნელობა არ აქვს გარეშე დამკვირვებლისთვის რამდენად რეალურია ხედვა და რამდენიმე წუთით თვალ ახელილი კაცის სიმართლე.
      საინტერესო იყო შენთან საუბარი.

      Like

  13. თქვენს დისკუსიას გადავხედე და გადავწყვიტე კომენტარებს გამოვხმაურებოდი. მოკლედ, გამოთქმა, რომ ”კვანტურ სამყაროში როცა გაქვს არაფერი, ყოველთვის შეიძლება გქონდეს რაიმე” ნიშნავს იმას, რომ კვანტურ სამყაროს ძალიან სპეციფიკური და სიურეალისტური კანონები აქვს. ჩვენი შთაბეჭდილებების, განცდების და ემოციების განვრცობა კვანტურ სამყაროში მიმდინარე პროცესებზე აბსურდამდე მიგვიყვანს. ეს არც კი უნდა ვცადოთ. უბრალოდ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ის, რაც შეუძლებელია ჩვეულებრივ, ანუ, მოლეკულებით და ატომებით დასახლებულ სამყაროში, სრულიად შესაძლებელია უმცირესი ნაწილაკებით, კვანტებით დასახლებულ სამყაროში და ამ სამყაროში მართლა შეიძლება არაფრისგან წარმოიშვას კვანტი (ხაზს ვუსვამ, კვანტი და არა სამყარო).

    ახლა მათთვის, ვისაც აინტერესებს კვანტურისგან ჩვეულებრივი სამყაროს წარმოშობის საკითხი, დაიბნა და ვერ გარკვეულა: წარმოიდგინეთ, რომ იპოვეთ 1 $, მაგრამ ცხოვრობთ საქართველოში, სადაც მიმოქცევაში არის ლარი და არა დოლარი. თქვენ მართალია გაქვთ ფული, რომელსაც აქვს რაღაც კონკრეტული ძალა, მაგრამ მისი გამოყენება არ შეგიძლიათ. ეს არის სამყარო კვანტურ მოცემულობაში. ახლა თქვენ შეხვედით “ვალუტნი ბუტკაში” (რას გადავეკიდე ამ “ბუტკებს,” არა? :დ), გადაახურდავეთ დოლარი და მოგცეს 1.65 ლარი. აი, ეს უკვე არის ჩვეულებრივი სამყარო ჩვეულებრივი (არაკვანტური) კანონებით. ანუ კვანტური სამყარო არის ერთგვარი ყოფიერების გამტარი არაფერს და ყველაფერს შორის.

    Like

    • მხოლოდ 10 წუთი ვუყურე
      როგორც ამ ათი წუთიდან ჩანს თეოდორეს უნდა, დაანახოს პუბლიკას რომ მეცნიერები და მითუმეტეს ნობელიანტები მორწმუნეები არიან.
      თუ ამაზე მეკითხებით და არა სხვა საკითხზე, რომელსაც შესაძლოა მოგვიანებით წამოაყენებს ბატონი თეოდორე, მაშინ გიპასუხებთ
      საერთოდ ჯერ ის არის გასაკვირი, რატომ არის თეოდორე ამ საკითხში კომპეტენტური, რატომ უსმენთ მას და არ კითხულობთ უფრო სანდო წყაროებს?
      თეოდორე არის ფსევდოინტელექტუალური პროპაგანდისტი, რომელმაც მეცნიერება ყურმოკრულ დონეზე იცის. არც სოციოლოგია და არც რაიმე მსგავსი.
      რათქმაუნდა არსებობენ მორწმუნე მეცნიერები, მაგრამ როგორც მორწმუნეები და თეოდორე ერთ-ერთ ლექციაში ირწმუნება, უმრავლესობა მათგანი ნამდვილად არაა მორწმუნე.
      მეცნიერულ წრეებში გაცილებით ნაკლები მორწმუნეა, ვიდრე მთლიან პოპულაციაში.
      ეს ძალიან კარგად ჩანს ამერიკის მაგალითზე სადაც მეცნიერების მხოლოდ 33% წამს ღმერთის, მაშინ როცა მთლიანი მოსახლეობის მორწმუნეების წილი 83%-ია

      http://www.pewforum.org/2009/11/05/scientists-and-belief/

      Like

  14. რაში მდგომარეობს “დიდი აფეთქების თეორია” და რას უნდა ნიშნავდეს სამყაროს მუდმივად გაფართოება? დღეს უკვე დამტკიცებული ჰიპოტეზა სამყაროს გაფართოებაზე მდგომარეობს შემდგომში: დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, მაშინ ცხადი გახდებოდა სამყაროს წარმოშობა ერთი წერტილისგან. გამოთვლებმა გვიჩვენეს, რომ ეს “ერთადერთი წერტილი”, რომელიც შეიცავდა მთელ მატერიას, ე.წ. “ნულოვანი მოცულობის” და “უსასრულო სიმჭიდროვის“ უნდა ყოფილიყო. სამყაროც სწორედ ამ ერთადერთი წერტილის აფეთქების შედეგად შეიქმნა. ამ უძლიერეს აფეთქებას, რომელმაც განაპირობა სამყაროს დასაწყისი ეწოდა “დიდი აფეთქება”. შესაბამისად თეორიასაც ეწოდა “დიდი აფეთქების თეორია”.

    უნდა აღინიშნოს, რომ “ნულოვანი მოცულობა” თეორიული მცნებაა და მხოლოდ აღწერისთვის გამოიყენება. მეცნიერებას არ ძალუძს დამაჯერებლად და მკაფიოდ განსაზღვროს მცნება “არაფერი”. ის აღემატება ადამიანური წარმოსახვის უნარს და მეცნიერების მიერ განსაზღვრულია უბრალოდ, როგორც “წერტილი ნულოვანი მოცულობით”. სინამდვილეში, კი “წერტილი მოცულობის გარეშე” არის “არაფერი”. ამგვარად, გამოდის, რომ სამყარო წარმოიშვა არაფრისგან. სხვა სიტყვებით – შეიქმნა. მეცნიერებისთვის ეს გამაოგნებელი ფაქტი, რომელიც გენიალურმა ფიზიკოსებმა დაადასტურეს მხოლოდ XXს.-ში, ძველ აღთქმაშია მოცემული, სადაც ღმერთი სამყაროს ქმნის თავისუფალი ნებით აბსოლუტურად არაფრისგან, ანუ Ex nihilo (ლათ. არაფრისგან). “დიდი აფეთქების თეორიამ” გვიჩვენა, რომ თავდაპირველად ყველაფერი სამყაროში იყო ერთიანი; შემდეგ კი დაიყო შემოქმედი ღმერთის ნებით. “იქმნენით ნათელი” (შეს. 1). ბიბლია ნათლად მიგვანიშნებს, რომ მთელი მატერია შეიქმნა დიდი აფეთქების შედეგად, შემდგომ კი სტიქიებად დაიყო და წარმოქმნა ჩვენთვის ცნობილი სამყარო. დიდი აფეთქება – უტყუარი დამადასტურებელია სამყაროს “არაფრისგან” წარმოშობისა, ანუ ღმერთის შემოქმედებითი აქტისა!

    Like

    • დიდი აფეთქება, სამყაროს წარმოშობა არაფრისგან, რა კავშირშია ბიბლიასთან?
      არაფრისგან შექმნა არის ერთ-ერთი მეცნიერული კონცეპტი, ასევე ქრისტიანულ თეოლოგიაში არის ასეთი ცნება, იმ განსხვავებით რომ ღმერთი არსებობს.
      მერე რა? ორი სიტყვა დაემთხვა? მეცნიერებაში მხოლოდ ეგ ვარიანტი არ გვაქვს, ასევე არის, ოსცილირებადი სამყარო, ასევე არის მულტისამყარო, ჰიპერგანზომილებიანი სამყარო და ა.შ.
      არც ერთი არ არის დამტკიცებული, არც ex nihilo, არც ის რომ ამ არაფრისგან შექმნას მაინცდამაინც ვიღაც შემოქმედი ჭირდება,. პირიქით მეცნიერული ex nihilo წარმოშობა თვითმყოფადია, თვითკმარია.

      მეორეც ძალიან რომ გიხარიათ ქრისტიანებს ეს ex nihilo, იმედი უნდა გაგიცრუოთ, ბიგ ბენგის მოდელს ჩინური მითოლოგია უფრო გავს, სადაც საწყისი დრაკონის კვერცხი სკდება და მისგან გამოჩეკილი დრაკონი დასაბამს აძლევს ყველაფერს, არა მარტო ბიგ ბენგს, სამყაროს ევოლუციას და დროის დიდ პერიოდებშიც ბევრი სიმბოლური მსგავსება შეიძლება დაინახოთ.

      Like

  15. მაინც როგორ წარმოგიდგენიათ არაფრისგან რაიმეს შექმნა? იმ მომენტში როდესაც არ არსებობს არანაირი ფიზიკის კანონი, არ არსებობს არც ერთი ნეიტრონი, როგორ უნდა შეიქმნას რამე? სანამ შეიქმნებოდა ის წერტილი, რომელიც მოგვიანებით აფეთქდა თუ მეტამორფოზა განიცადა რა ხდებოდა მანამდე? თუნდაც ის სინგულარობა რატომ შეიქმნა არაფრისგან? რატომ მოხდა დიდი აფეთქება დაახლოებით 13.75 მილიარდი წლის წინ და არა მანამდე ან უფრო მერე? რაღაცა ძალა ჩაერია აშკარად, თორემ რაღა მაინც და მაინც იმ მომენტში მოხდა დიდი აფეთქება? რითი იყო ის მომენტი გამორჩეული სხვა მომენტებისგან?

    Like

    • თეორიული ფიზიკის ცნობილმა პროფესორმა პოლ დევისმა სამყაროს გაფართოების სიჩქარის გამოთვლის შემდეგ განაცხადა: ”ეს სიჩქარე გათვლილია ადამიანისთვის წარმოუდგენელი სიზუსტის კრიტერიუმებით; გამოთვლებმა გვიჩვენეს, რომ გაფართოების სიჩქარე ახლოსაა კრიტიკულ სიჩქარესთან. მცირედი გადამეტება, და სამყარო გრავიტაციისგან განთავისუფლდება და მუდმივად გაფართოვდება; უმნიშვნელო შემცირება, და გრავიტაციის ძალა შეკუმშავს და გაანადგურებს მას. უმცირეს ცვლილებასაც კი შეუძლია წონასწორობის დარღვევა… როგორც ჩანს, დიდი აფეთქება საგულდაგულოდ დაგეგმილია და სისტემატიზირებულია მასში მიმდინარე ყოველი მომენტი”. პოლ დევისმა განმარტა ასევე ის დასკვნა, რომელიც სამყაროს ამ წარმოუდგენლად ზუსტი ბალანსისა და გათვლების შესახებ გააკეთა თანამედროვე მეცნიერებამ: “ძნელია წინაღუდგე შთაბეჭდილებას, რომ თანამედროვე კოსმოსის სტრუქტურა, რომელიც აშკარად ზემგრძნობიარეა თვით უმნიშვნელო რიცხობრივ ცვილებებთან მიმართებაშიც კი – დეტალურად იყო დაგეგმილი უმაღლესი გონის მიერ. ადამიანური წარმოსახვისთვის გამაოგნებელი რიცხვითი მნიშვნელობების დამთხვევები, რომლებიც ბუნებამ მიაკუთვნა თავის ყველაზე ფუნდამენტალურ კონსტანტებს წარმოადგენს ყველაზე მეტად დამაჯერებელ საბუთს იმისა, რომ არსებობდა დიადი ჩანაფიქრი კოსმოსური სივრცისა…”.

      ცნობილი ფიზიკოსი, პროფესორი სტივენ ჰოუკინგი თავის წიგნში “დროის მოკლე ისტორია” აღნიშნავს, რომ მთელი სამყარო დაფუძნებულია ისეთ დეტალურ გათვლებზე, რომ მეცნიერებას ამის წარმოსახვაც კი უჭირს. ჰოუკინგი სამყაროს გაფართოების შესახებ წერს შემდეგს: “სამყაროს გაფართოების სიჩქარე აფეთქებიდან ერთი წამის შემდეგ წამის ერთი მეასიათასბილიონედითაც ნაკლები რომ ყოფილიყო, სამყარო უთუოდ დაინგრეოდა და ცხადია, ვერც მიაღწევდა დღევანდელ მდგომარეობას”; “ჩვენი ცოდნიდან გამომდინარე აბსოლუტურად თანმიმდევრული ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ფიზიკის კანონებზე პასუხისმგებელია გონიერი არსება!”. იგივე მოვლენის შესახებ კიდევ ერთი ცნობილი ამერიკელი ფიზიკოსი, ჯორჯ გრინშტაინი თავის წიგნში “სიმბოლური სამყარო” წერს შემდეგს: “მეცნიერული ფაქტების კვლევისას მუდმივად ვაწყდებით იმ გარემოებას, რომ სამყაროს ფორმირებაში მონაწილეობდა ზებუნებრივი გონი”. ამავე აზრის იყვნენ XX ს. დიდი მეცნიერები, რომლებიც ათეულობით წლის წინ მივიდნენ შემოქმედის აღიარებამდე. აინშტაინის აზრით “მეცნიერება რელიგიის გარეშე არადამაჯერებელია; რელიგია მეცნიერების გარეშე – ბრმაა”. “ბუნებათმცოდნეობის ჭურჭლიდან შესმულ პირველ ყლუპს ათეიზმამდე მივყავართ, ფსკერზე კი ღმერთი გველოდება” ამბობდა ბირთვული ფიზიკის ფუძემდებელი ვ. ჰაიზენბერგი.

      Like

      • მეცნიერები რომლებიც უმაღლეს გონზე საუბრობენ- ვერ ვუყურებ სერიოზულად და ძალიან ეჭვი მეპარება მსგავსი ციტირებების ავთენტურობაში.
        იმიტომ რომ მეცნიერები რომლებსაც წამთ, როგორც წესი მიჯნავენ ამას მეცნიერებისას საუბარში.
        ლაბორატორიაში და ობსერვატორიაში მორწმუნე ვერ იქნები. მეცნიერების ფილოსოფიასაც ფრთხილად უნდა მოეკიდო.
        ჰოკინგს რომ არ წამს და მსგავსს არაფერს იტყოდა ეს ნამდვილად მჯერა.
        მითუმეტეს წამიკითხავს მისი თითქმის ყველა წიგნი. და ვიცი მისი აზრი.
        fine tuning-ის პრობლემა ძალიან ვრცელია მოკლე კომენტარისთვის.
        ასევე აინშტაინის ციტატაა არასწორ კონტექსტში, თუ თქვენ ტრადიციულ რელიგიას მიუსადაგებთ,

        Like

    • როგორც უკვე ვთქვი ეს ერთ-ერთი მეცნიერული ჰიპოთეზაა. არა ერთადერთი
      რომელიც შეუძლებელია წარმოიდგინო (ალბათ) გონებით, იმ გაგებით რომ მოახდინო ე.წ საღ აზრთან, წარმოსახვასთან ჰარმონიზება, მაგრამ ამ მასშტაბზე, სამყარო ისეთი უცნაურია, იმდენად ფუნდამენტური საკითხებს ვეხებით რომ მოსალოდნელია სამყარო იქცეოდეს იმგვარად რომელიც მკვეთრად ეწინააღმდეგება ჩვენ ინტუიციურ სამყაროს აღქმას,
      თუ ეს თემა გაინტერესებს მე გირჩევ ლოურენს კრაუსის ლექციას – სამყარო არაფრისგან

      ასევე სტივენ ჰოკინგს აქვს ჰიპოთეზა no boundary proposal, რომელიც შეგიძლია მონახო მის წიგნში The Grand Design, რომლის მიხედვით ბიგ ბენგი თვითმყოფადი პროცესია.

      ასევე არის მოდელები სადაც ამ ჩვენ დიდ აფეთქებას გააჩნია პირველმიზეზი, მაგრამ ერთია რაღაც ძალა, ან კანონზომიერება და მეორეა, თეოლოგიური ამოხსნა და პერსონალური ღმერთის შემოტანა.

      საინტერესოა რომ მასეთ კითხვებზე ამომწურავ პასუხებს ითხოვენ ხოლმე.
      როგორ ფიქრობთ თუ უბრალოდ არ ვიცით, რა იყო დიდ აფეთქებამდე, ან ზუსტად როგორ მოხდა, ეს ნიშნავს რომ აუცილებლად პიროვნული ღმერთით უნდა ამოვავსოთ ეს უცოდინარობა?

      Like

  16. არ ვაპირებდი დაკომენტარებას, მაგრამ
    თავიდანვე იდენად შემიტყუა პოსტის
    სათაურმა, რომ ვეღარ შევიკავე თავი. (დიდი
    აფეთქება ღვთიური ნაპერწკალის გარეშე?)
    „ჩვენმა სამყარომ დაიწყო არსებობა 13,75
    მილიარდი წლის წინ ღმერთის დახმარების
    გარეშე – ამბობენ მკვლევარები.“ საიდან
    გამოთვალეს რომ 13.75 მილიარდი წლის
    წინ დაიწყო არსებობა? საიდან იციან ასე
    ზუსტად ამ მეცნიერებმა? ერთადერთი ამის
    გამოთვლა (ისიც მიახლოებით) შეუძლიათ,
    სინათლის სხივზე დაყრდნობით. რომლის
    სიჩქარეც რატომღაც ითვლება, რომ
    მუდმივია (300 000კმ/წმ). სინამდვილეში ასე
    არ არის. კარგად ცნობილი ფაქტია,რომ
    სინათლის სიჩქარის მიღწევა ჩვენს
    სამყაროში თითქმის შეუძლებელია,თუმცა ამ
    მოსაზრების სისუსტე პრინსტონის
    უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაამტკიცეს.
    მათ ლაზერის სხივი სპეციალურად
    მომზადებულ,გაზით სავსე ოთახში გაუშვეს
    და მან სინათლის სიჩქარეზე 300-ჯერ
    სწრაფად იმოძრავა. აბა,ახლა გაყავი მათ
    მიერ ვითომ გამოთვლილი სამყაროს ასაკი
    300-ზე.ან რა გარანტიაა,რომ ოდესღაც
    ფოტონები 300- ჯერ კი არა,1000-ჯერ უფრო
    სწრაფად არ მოძრაობდნენ? არადა ფიზიკის
    მეცნიერება დაფუძნებულია სხვადასხვა
    „კონსტანტებზე“ ანუ მუდმივებზე,რომლებიც
    მეცნიერთა დაშვებით ყოველთვის ერთი და
    იგივე და უცვლელია,არის უნივერსალური
    ბუნებაში და მუდმივი დროში. ყველამ
    კარგად ვიცით,რა კატაკლიზმებში
    მიმდინარეობდა სამყაროს წარმოშობა და
    რა გარანტიაა,რომ იმ
    გარემოში,ექსტრემალური
    ტემპერატურების,წნევების,უდიდესი
    ენერგიების გამომყოფ ატომური
    რეაქციების პირობებში ეს მუდმივები იგივე
    იყო და არ შეიცვალა? ვის შეუძლია ამის
    გარანტია დადოს? აი მაინც წყაროც ყოველი
    შემთხვევისთვის (ალბათ ინგლისური
    გეცოდინებათ. მე პირადად ცუდად ვიცი.
    წაკითხულს ვგებულობ და ისიც ლექსიკონის
    მოშველიებით):
    abcnews.go.com/Technology/story ?
    id=99113&page 1
    სათაურით „უფრო სწრაფი ვიდრე სინათლის
    სიჩქარე?“ (Faster Than the Speed of Light?)
    ციტატა სტატიიდან:
    „For generations, physicists believed there is
    nothing faster than light moving through a
    vacuum—a speed of 186,000 miles per second.
    But in an experiment in Princeton, N.J., physicists
    sent a pulse of laser light through cesium vapor
    so quickly that it left the chamber before it had
    even finished entering. The pulse traveled 310
    times the distance it would have covered if the
    chamber had contained a vacuum… “This effect
    cannot be used to send information back in time,”
    said Lijun Wang (მეცნიერის სახელი და გვარი
    – ავტ.), a researcher with the private NEC
    Institute. “However, our experiment does show
    that the generally held misconception that
    ‘nothing can travel faster than the speed of light’
    is wrong.”
    ბოლო წინადადებას გადმოვთარგმნი მაინც:
    მეცნიერი ვანგი ამბობს-„ეს ეფექტი ვერ
    იქნება გამოყენებული იმისათვის,რომ
    გავაგზავნოთ ინფორმაცია უკან
    დროში,თუმცა ჩვენი ექსპერიმენტი
    აჩვენებს,რომ ზოგადად მიღებული
    არასწორი წარმოდგენა,რომ ‘არაფერს არ
    შეუძლია სინათლის სიჩქარეზე სწრაფად
    მოძრაობა’ არის არასწორი.“
    კიდევ ერთი: physicsworld.com/cws/article/
    news/2000/ju l/19/ laser-smashes-light-speed-­
    record
    სათაურით „ლაზერმა მოხსნა (ან
    „დაანგრია“) სინათლის სიჩქარის
    რეკორდი“ (Laser smashes light-speed record)
    ციტატა სტატიიდან:
    „Wang (მეცნიერის გვარია -ავტ.) and
    colleagues begin by using a third continuous-
    wave laser to confirm that there are two peaks in
    the gain spectrum and that the refractive index
    does indeed change rapidly with wavelength in
    between. Next they send a 3.7-microsecond long
    laser pulse into the caesium cell, which is 6
    centimetres long, and show that, at the correct
    wavelength, it emerges from the cell 62
    nanoseconds sooner than would be expected if it
    had travelled at the speed of light. 62
    nanoseconds might not sound like much, but
    since it should only take 0.2 nanoseconds for the
    pulse to pass through the cell, this means that
    the pulse has been travelling at 310 times the
    speed of light. Moreover, unlike previous
    superluminal experiments, the input and output
    pulse shapes are essentially the same.“
    – სადაც ნათლად წერია,რომ ექსპერიმენტის
    დროს გაშვებულმა იმპულსმა სინათლის
    სიჩქარე 310-ჯერ დაფარა ანუ 310-ჯერ მეტი
    იყო.
    ასეთი საიტები,კიდევ ბევრია და შეგიძლიათ
    თქვენც მოიძიოთ. კი,არიან
    მეცნიერებიც,რომლებიც ეწინააღმდეგებიან
    ამ ექსპერიმენტის შედეგებს,მაგრამ მაგას
    დრო გაარკვევს. მთავარია,რომ თურმე
    მეცნიერებისთვის დასაშვები ყოფილა,რომ
    ასეთი სიჩქარეები არსებობდეს. ადრეც
    მიმდინარეობდა ასეთი ექსპერიმენტები და
    ესეც შეგიძლიათ მოიძიოთ. ახლა იგივე
    მოსაზრება,ანუ სინათლის სიჩქარის
    გადაჭარბების შესაძლებლობა ჰაბლის
    კანონის მიხედვით: „შორეულ გალაქტიკებზე
    და კვაზარებზე დაკვირვებები გვიჩვენებს,
    რომ ისინი ჩვენ გვშორდებიან და, ამასთან,
    რაც უფრო შორსაა ჩვენგან ობიექტი მით
    მაღალია ჩვენი ურთიერთ დაშორების
    სიჩქარე. ჰაბლის კანონი იყო ერთერთი
    პირველი ფაქტი, რომელმაც მეცნიერები
    დაარწმუნა, რომ სამყარო სტატიკური არ
    არის და მისი მდგომარეობა დროში
    იცვლება. მათემატიკურად ჰაბლის კანონი
    შემდეგნაირად შეიძლება ჩავწეროთ: v=H0D
    სადაც
    • v ობიექტების ურთიერთ დაშორების
    სიჩქარეა,
    • D მათ შორის მანძილი, ხოლო • H0
    პროპორციულობის მუდმივა, ე.წ. ჰაბლის
    მუდმივა
    გაზომვები გვიჩვენებს, რომ ჰაბლის
    მუდმივის მნიშვნელობაა 70 +/- 3 კმ/ს/
    მგპარსეკი. მართალია ჰაბლის მუდმივას
    ერთნაირი რიცხვითი მნიშვნელობა აქვს
    ობიექტთა ნებისმიერი წყვილისათვის
    სამყაროში, ის დროში მუდმივი არაა.
    ადრეულ ეპოქებში მისი მნიშვნელობა
    გაცილებით მაღალი იყო და თუ სამყაროს
    დღევანდელი აჩქარებული გაფართოება
    გაგრძელდა შეიძლება მომავალში
    გაიზარდოს კიდევაც.
    რადგან ზემოთ მოყვანილ ფორმულაში
    სიჩქარე ჰაბლის მუდმივის და მანძილის
    პროპორციულია, ხოლო ჰაბლის მუდმივა
    დროის ნებისმიერ მოცემულ მომენტში
    სასრული რიცხვია, არსებობს მანძილი,
    რომელზე შორს მყოფი ობიექტები ს ი ნ ა თ
    ლ ი ს ს ი ჩ ქ ა რ ე ზ ე დ ი დ ი ს ი ჩ ქ ა რ ი
    თ გ ვ შ ო რ დ ე ბ ა.
    „დიდი აფეთქება ღვთიური ნაპერწკალის
    გარეშე“
    იმ მეცნიერებს, რომლებიც ღმერთს
    ებრძვიან, ძალიან უნდათ, რომ ასე იყოს,
    მაგრამ ძალიან მწარედ ცდებიან. კარგავენ
    ღმერთს-კარგავენ მორალს. ისე კი
    ევოლუციის მთავარ პრინციპებს თუ
    დავუჯერებთ,ადამიანისთვის ყოველგვარი
    მორალი,ზრდილობა და რაღაცეებში
    თავშეკავება “ზედმეტი ბარგია”,მით უმეტეს
    სინდისის ქენჯნა,რადგან ეს “უძლიერესის
    გადარჩევაში” ხელის შემშლელი
    ფაქტორებია. მე თუ,მაგალითად, მორალის
    გამო ვიღაცას თავზე არ გადავუარე და თავი
    შევიკავე,ძლიერმა როგორღა უნდა
    გაიმარჯვოს? აბა,როგორღა უნდა
    გადაარჩიოს ბუნებამ უფრო ძლიერები და
    მოხერხებულები? რაღაც არ ჯდება
    ლოგიკაში. ევოლუციის მთავარი პრინციპი
    მშვენივრად გამოხატეს უღმერთო
    ადამიანებმა: “მიზანი ამართლებს
    საშუალებას”. აქ რა თქმა უნდა ეს
    “ბიძიკოები” გულისხმობენ ნებისმიერ
    უღირს საშუალებებსაც და არ გინდათ ეხლა
    ამის უარყოფა. თანამედროვე მსოფლიო
    დღესდღეობით სწორედ ასეთი მეთოდებით
    იმართება.
    ჰო, სინათლის სიჩქარესთან დაკავშირებით
    სხვა წყაროებსაც დავამატებ თუ გინდათ,
    მაგრამ მე მგონი ესეც საკმარისი უნდა
    იყოს.

    Like

  17. სოსო შენს მიერ შემოთავაზებულ ბმულებზე ვერ შევდივარ უფროსწორედ მიშვებს physicsworld-ის და abcnews-ის საიტზე მაგრამ, სტატიას არ მიჩვენებს
    თუ მოახერხებ კიდევ დალინკე, მაინტერესებს.
    რაც შეეხება სინათლეს. “რატომღაც ითვლება” არა. ეს საბუთდება აქამდე არსებული დაკვირვებებით, ასტრონომიაში საინტერესო ისაა რომ ჩვენ ვხედავთ არა ახლანდელ პროცესებს რომელიც სამყაროში მიმდინარეობს არამედ წარსულს. რადგან სინათლის სიჩქარე ზღვრულია, ამიტომ უძველესი სინათლეც იგივე თვისებებს ამჟღავნებს რაც ამჟამად. ამიტომ ითვლება რომ სინათლის სიჩქარე მუდმივია და პლუს აინშტაინის ფარდობითობის გამოც რომლის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია სინათლის სიჩქარის მუდმივობა, აინშტაინის ფარდობითობა კი დადასტურებულია არაერთი ექსპერიმენტით და დაკვირვებით. ასე რომ მეცნიერებს საკმარისი საბუთი აქვთ რომ სინათლის სიჩქარის მუდმივობა სჯეროდეთ. ჰაერზე არაფერს იჯერებენ.
    თუმცა არსებობს ჰიპოთეზები სადაც სინათლის სიჩქარე იცვლება, ასევე ჰიპოთტური ნაწილაკები ტაქიონები რომლებიც სინათლეზე სწრაფად მოძრაობენ, მაგრამ მათი არსებობა ჯერ დადასტურებული არაა, აქამდე ყველა ექპსერიმენტი ადასტურებს რომ სინათლის სიჩქარე მუდმივია. შენ რა ინფო დადე მაგაზე სამწუხაროდ არ გამიგია. რომ გავეცნობი მერე შემიძლია კომენტარი გავაკეთო. ამ 2 წლის წინ იყო აჟიოტაჟი იტალიაში ჩატარებულ ექსპერიმენტზე ნეიტრინოებზე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა შეცდომა ყოფილა.
    რაც შეეხება ჰაბლის კანონს და სამყაროს გაფართოებას სინათლეზე სწრაფად. აქ ეს არგუმენტად ვერ გამოდგება. სივრცის გაფართოების სიჩქარეს არანაირი კავშირი არ აქვს სინათლის გავრცელების სიჩქარესთან. სინათლე ვრცელდება სივრცეში, მატერიას შეუძლია გადაადგილდეს სივრცეში არაუმეტეს სინათლის სიჩქარისა. თავად სივრცეს შეუძლია გაფართოვდეს რაგინდ სწრაფად.
    საიდან გაიგეს რომ სამყარო 13,75 მილიარდი წლისაა და კოსმოსური ფონური გამოსხივების გაციების კოეფიციენტით, სამყაროს გაფართოების კოეფიციენტით.პლუს მინუს 100-150 მილიონი წელი.
    რაც შეეხება ევოლუციას. ძალიან არასწორი წარმოდგენა გაქვს. მორალი ევოლუციის პროდუქტია. სრულიად არ არის საჭირო ვიღაც ზებუნებრივი ყოვლად კეთილი ძიას ნაჩუქარი იყოს. როცა შენს მიერ ნახსენებ პრობლემას ასახელებ, მხედველობიდან გრჩება რომ Survival of the fittest ანუ გადარჩევის პროცესი, არ არის მხოლოდ ინდივიდის სასარგებლოდ, არამედ გვთავაზობს უფრო ფართო და მოხერხებულ გადარჩენის სტრატეგიას. მორალის არსებობა წახალისებულია ბუნებრივი გადარჩევის მიერ. იმიტომ რომ თუ მე მაქვს ემპათია, ვიცავ ბაზისურ წესებს, მაქვს გარკვეული ღირებულებები, (მაგ: თანასწორობა) მაშინ მე უფრო მეტად გადავრჩები, იმიტომ რომ ძალა ერთობაშია. აღსანიშნავია რომ მორალის ელემენტები არის სხვა განვითარებულ სახეობებშიც, როგორიცაა ადამიანის მსგავსი მაიმუნები, სპილო და ა.შ.
    “რაჩაცეებში თავშეკავება” ზედმეტი ბარგი არაა, იმიტომ რომ ჩვენი გადარჩენის და გადარჩევის სტრატეგია არ არის ისეთი მარტივი როგორიცაა მაგალითად იმ ცხოველების რომლებიც აფრიკულ სავანაში იბრძვიან ყოველდღიურად. ჩვენ კვების ჯაჭვის თავში ვართ და არ გვჭირდება ძალიან უხეში ჯუნგლის კანონი. ისიც კი არ გვჭირდება რომ უმეტესობა ჩვენგანმა ვინადიროთ სხვა სახეობებზე. ამიტომ ჩვენი სტრატეგიები უფრო ლაკონურია, სადაც დათმობა და ზრდილობაც გამოიყენება.

    Like

  18. P.S: “მეცნიერები ღმერთს ებრძვიან” ხანდახან მეცინება ხოლმე ამ ფრაზაზე. მეცნიერების დიდ ნაწილს არ აინტერესებს რელიგიურ მეტაფიზიკური საგნები.იმიტომ რომ მეცნიერება ნატურალისტური პრაქტიკაა და არ ცნობს აპრიორულ პრინციპულად გადაუმოწმებად მტკიცებებს. ღმერთს და პერსონალურ ღვთაებებსაც არიდებენ თავს იმიტომ რომ მეცნიერეის საქმეა სწორედ ის რომ მან ახსნას მოვლენა ნატურალისტური პრინციპით ყოველგვარი გარეშე ზებუნებრივი “ჯადოსნობის” ჩარევის გარეშე. თვითონ მეცნიერების პრინციპი ეწინააღმდეგება ღმერთის დაშვებას. და არა ის რომ ისინი ვიღაც დაბოღმილი ათეისტები არიან რომლებიც სპეციალურად ებრძვიან თქვენ წარმოსახვით მეგობარს. კი ზოგ მეცნიერს სწამს კიდეც, მაგრამ სწამთ როგორც ადამიანებს და არა მეცნიერებს. ანუ იმის თქმა მინდა რომ რა წამს მეცნიერი, სპეციალისტი ზებუნებრივს დაუშვებს საკუთარ საქმეში, ლაბორატიორიაში თუ ობსერვატორიაში იქ დამთავრდა იმის მეცნიერობა. თუ რატომაა ეს პრინციპი, ნატურალისტური მეთოდი ერთადერთი, ამის პასუხი ცალსახააა. ამ მეთოდს მოაქვს წარმატება, შედეგი, ეს მეთოდი მუშაობს და ქმნის იმ ტექნოლოგიას და ცოდნას რომელიც ასე თვალნათელია!

    Like

    • “ჩვენ კვების ჯაჭვის თავში ვართ და არ გვჭირდება ძალიან უხეში ჯუნგლის კანონი. ისიც კი არ გვჭირდება რომ უმეტესობა ჩვენგანმა ვინადიროთ სხვა სახეობებზე. ამიტომ ჩვენი სტრატეგიები უფრო ლაკონურია, სადაც დათმობა და ზრდილობაც გამოიყენება.”
      – – იქ,სადაც გორილები სახლობენ,არც მათ ყავთ მტერი,ისინიც კვების ჯაჭვის თავში არიან და არც მათ ჭირდებათ სხვა სახეობებზე ნადირობა. თუმცა მათთან მაინც ჯუნგლის კანონი მოქმედებს. რაღაც არ გამიგონია გორილებისაგან ზრდილობა და დათმობა. არადა ჩვენი ირიბი ბიძაშვილ-მამიდაშვილები ყოფილან ევოლუციონისტებს რომ კითხო…🙂
      ისინი ოპტიმალურად არიან ადაპტირებულნი გარემოსთან და არანაირად არ ჭირდებათ არც ფილოსოფოსის ტვინი,არც ეთიკა,არც კულტურა და ხელოვნება,არც ზრდილობა და მით უმეტეს,არც დათმობა… ეს უკანასკნელი ხომ პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევოლუციის პრინციპებთან…

      Like

      • გორილებს არ აქვთ სათანადო აზროვნების უნარი და კომპლექსური სოციალური სტრუქტურა. არ ჭირდებათ ფილოსოფია იმიტომ რომ ცხოვრების წესი და აზროვნება აქვთ მარტივი. ეთიკის კულტურის და მსგავსის მოთხოვნილება ჩნდება იქ სადაც სუბიექტები აზროვნებენ და თან რესურსებთან აქვთ მეტ ნაკლებად წვდომა. რომ აიღო მაგალითად მაღალ ეთიკური ადამიანების დიდი ჯგუფი და დასვა ტრიალ მინდორზე სადაც ყოველდღიურად უნდა იბრძოლონ თითო ლუკმაზე, ისინიც დაკარგავენ ამ ეთიკას და კულტურას. ამით იმის თქმა მინდა რომ რესურსების წვდომადობა მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ ასევე კულტურას და ფილოსოფიას ჭირდება საკმარისად კომპლექსური ტვინი.
        და კიდევ ძალიან ცდები თუ გგონია რომ მაიმუნებში სრულიად არაა დათმობა ემპათია და ა.შ. ოჯახის შიგნით ხშირად მოიძებნება პატივისცემის და სიყვარულის მაგალითები. უბრალოდ ეს ურთიერთ დამოკიდებულებები ვერ არის ისეთი რთული როგორც ადამიანში.
        შეგიძლია ინტერნეტში მოიძიო ბევრი ისტორია ექსპერიმენტების შესახებ სადაც ერთი ან რამდენიმე მაიმუნი გამოხატავს თანაგრძნობას მისთვის სრულიად უცნობი მაიმუნის მიმართ., მაგალითად ორ ცალ-ცალკე კამერაში ზის ორი მაიმუნი, რომლებიც აქამდე არ იცნობდნენ ერთმანეთს. ისინი ერთმანეთს შუშის მეშვეობით ხედავენ, ერთი მაიმუნი გააცნობიერებს, რომ რაღაც ღილაკზე თითის დაჭერით მის საკანში ჩნდება ბანანი, მაგრამ ამავე დროს მეორე მაიმუნს ძლიერი ჭავლით წყალს ასხავენ.რამდენიმე ცდის შემდეგ პირველი აცნობიერებს რომ მეორეს მისი საქციელის გამო ტკივილი ადგება, მიუხედავად იმისა რომ ის მშიერია და უყვარს ბანანი, წყვეტს ღილაკზე თითის დაჭერას და ბანანის მიღებას.
        მსგავსი ექსპერიმენტები ბევრია და ნათლად ანახებს რომ თანაგრძნობა სხვა ცხოველებსაც გააჩნიათ.

        Like

  19. აბა ეხლა სცადე. http://physicsworld.com/cws/
    article/news/2000/jul/19/laser-smashes-light-s­­
    peed-record
    თუ მაინც არ შევიდა, მაშინ საძიებო გრაფაში
    ჩაწერე „light-speed record“
    და პირველივეში შედი.
    ეს კი მეორე ლინკი http://abcnews.go.com/
    Technology/story?id=99113&page=1
    წესით ეხლა უნდა შევიდეს, თუ არ შევა
    გუგლში ჩაწერე „Faster Than the Speed of Light
    abcnews.go.com “ და პირველივე გახსენი.
    უკვე იმდენ სერიოზულ საიტზეა ეს
    ინფორმაცია,რომ საშუალო დონის საიტებიც
    რომ ყოფილიყო მხოლოდ,ყველა ერთად არ
    გაგიჟდებოდა და ყველას ერთად არ
    მოელანდებოდა,რომ პრინსტონის
    მეცნიერებმა ცეზიუმის კამერაში ლაზერის
    სხივი გაატარეს და მან სინათლის სიჩქარეს
    გადააჭარბა.
    კიდევ ვაგრძელებ წყაროების დამატებას.
    მაშ ასე ჯერ დავიწყოთ ანდერსონის
    უნივერსიტეტით. კარგი სტატიაა სხვათა
    შორის,თავისი სქემატური ახსნებით
    პრინსტონის ექსპერიმენტისა:
    andersoninstitute.com/gain-assisted-superlumin
    al-light-propogation.html
    (The Official Site of the World Encyclopedia of
    Time, the Time Shop, and the Time Research
    Association)
    სტატიის სათაურია: Gain Assisted Superluminal
    Light Propagation
    ციტატა სტატიიდან:
    Scientists have apparently broken the universe’s
    speed limit. For generations, physicists believed
    there is nothing faster than light moving through
    a vacuum – a speed of 186,000 miles per second.
    But in an experiment in Princeton, N.J., physicists
    sent a pulse of laser light through cesium vapor
    so quickly that it left the chamber before it had
    even finished entering. The pulse traveled 310
    times the distance it would have covered if the
    chamber had contained a vacuum.
    თარმანი:
    „როგორც ჩანს მეცნიერებმა „გაარღვიეს“
    სამყაროს სიჩქარის ლიმიტი. ფიზიკოსთა
    ბევრ თაობებს სჯეროდათ,რომ არაფერია
    უფრო ჩქარი,ვიდრე ვაკუუმში მოძრავი
    სინათლე – 186000 მილი წამში (დაახლ.
    300000 კმ/წ-ავტ.) მაგრამ პრინსტონში
    მეცნიერებმა გაუშვეს ლაზერული სხივის
    პულსი ცეზიუმის ორთქლში ისე
    სწრაფად,რომ მან დატოვა კამერა
    მანამ,სანამ სხივი დაასრულებდა
    მოძრაობის დაწყებას. სხივის პულსმა 310-
    ჯერ სწრაფად დაფარა ის
    დისტანცია,რომელსაც დაფარავდა,კამერაში
    ვაკუუმი რომ ყოფილიყო.“ “However,” Wang
    said, “our experiment does
    show that the generally held misconception that
    ’nothing can move faster than the speed of light’
    is wrong.” Nothing with mass can exceed the
    light-speed limit. But physicists now believe that
    a pulse of light–which is a group of massless
    individual waves–can.
    თარგმანი:
    „ჩვენმა ექსპერიმენტმა აჩვენა,რომ
    ზოგადად მიღებული არასწორი
    წარმოდგენა,რომ ‘არაფერს არ შეუძლია
    იყოს უფრო სწრაფი,ვიდრე სინათლის
    სიჩქარე’ არის არასწორი,თუმცა ამასთან,
    არაფერს,მასის მქონეს, არ შეუძლია
    გადააჭარბოს სინთლის სიჩქარის
    ლიმიტს,მაგრამ ფიზიკოსებს ახლა
    სჯერათ,რომ სინათლის პულსს,რომელიც
    არის უმასო ინდივიდუალური ტალღების
    ჯგუფიდან – შეუძლია.“
    ასე რომ,ახლა ყველაფერი გასაგებია…
    სინათლე ხასიათდება,როგორც
    სტრუქტურული შემადგენელით,ისე
    ტალღური ბუნებით. აი,ამ ტალღურ
    შემადგენელს კიდევ,როგორც ჩანს, შეუძლია
    განავითაროს სინათლის სიჩქარეზე უფრო
    სწრაფი მოძრაობა.
    ეს აშშ-ს ინსტიტუტის ოფიციალური
    საიტებია. ერთ სტატიას მოვიყვან კიდევ
    BBCnews-იდან. ცოტა სხვა კუთხითაც რომ
    შევხედოთ სინათლის სიჩქარის საკითხს. ამ
    სტატიაში უკვე სინათლეზე სწრაფ
    ნაწილაკებზეა ლაპარაკი და არა ტალღაზე.
    მართალია,ჯერ ვერ შეძლეს ასეთი
    ნაწილაკის პოვნა (თუმცა მათემატიკურად და
    თეორიულად განიხილავენ ასეთ ნაწილაკს –
    tachyon-ს),მაგრამ აგრძელებენ
    ექსპერიმენტებს. ამით იმისი თქმა
    მინდა,რომ ესე იგი მაინც შესაძლებელი
    yოფილა ს.ჩ.-ს გადაჭარბება და მეცნიერები
    ამას კატეგორიულად არ გამოირცხავენ.
    უბრალოდ ძალიან დიდი ენერგიებია ამის
    განსახორციელებლად საჭირო. აი კიდევ.
    bbc.com/future/story/20121003-ca n-we-travel-
    faster-than-light
    სტატიის სათაურია:
    Will we ever… travel faster than the speed of
    light?
    ციტატა სტატიიდან:
    Last summer, a small neutrino experiment in
    Europe called OPERA (Oscillation Project with
    Emulsion tRacking Apparatus) stunned the world
    with a preliminary announcement that it had
    clocked neutrinos travelling just a few fractions of
    a second faster than the speed of light. The news
    even briefly overshadowed the far more
    recognizable Large Hadron Collider’s ongoing
    hunt for the Higgs boson.
    თარგმანი:
    „გასულ ზაფხულს (სტატია გამოქვეყნდა
    2012 წლის 3 ოქტომბერს) პატარა
    ნეიტრინოს ექსპერიმენტმა ევროპაში,
    რომელსაც ქვია OPERA შეძძრა მსოფლიო
    წინასწარი ცნობით, რომ მათ დააფიქსირეს
    ნეიტრინოს მოძრაობა წამის მცირეოდენი
    ნაწილით უფრო სწრაფად, ვიდრე სინათლის
    სიჩქარე. ამ ხალხმა ამბავმა მცირე ხნით
    გადაფარა გაცილებით უფრო ცნობილი დიდი
    აადრონული კოლაიდერის კვლევა ჰიგსის
    ბოზონზე.”
    …თუმცა შემდგომში აღმოჩნდა,რომ ამ
    ექსპერიმენტის დროს დაშვებულ იქნა
    შეცდომა და შესაბამისად,შედეგიც იყო
    არასწორი.
    მემგონი ყველამ ვიცით,რა პრაგმატული
    ხალხია ევროპელები და როგორ
    გგონია,მართლაც წარმოუდგენელი რომ
    იყოს,ზედმეტ კაპიკს მაინც დახარჯავდნენ
    ექსპერიმენტებზე? ამავე სტატიაში,აქ აღარ
    გადმოვწერ,შეგიძლიათ თავად
    წაიკითხოთ,სხვა თეორიებიც,სადაც
    განხილულია შესაძლებლობები ს. ს-ის
    გადაჭარბებისა.
    აბზაცი:
    As any object with mass accelerates – like a
    proton in the LHC – it gains energy, always
    needing just a little bit more energy to accelerate
    even further. The LHC, the largest and highest-
    energy particle accelerator we have, boosts
    protons as close to the speed of light as we can
    get, but they never quite hit the mark. If a proton
    did achieve that speed, it would need infinite
    energy to go any faster, and we don’t have an
    infinite supply of energy.
    თარგმანი:
    „ვინაიდან რაიმე მასის მქონე
    ობიექტი,როგორც მაგალითად დიდი
    ადრონული კოლაიდერის პროტონებია –
    იყენებს ენერგიას,ყოველთვის საჭიროა,
    შემდგომი უფრო მეტი „ულუფა“ ენერგიისა
    შემდგომი აჩქარებისათვის კიდევ და კიდევ.
    LHC (Large Hadron Collider),ყველაზე ძლიერი
    და მაღალი ენერგიის მქონე ნაწილაკების
    ამაჩქარებელია,რაც ჩვენ
    ხელთაა,გატყორცნის პროტონებს სინათლის
    სიჩქარესთან იმდენად
    მიახლოებულად,რამდენადაც შეგვიძლია
    ჩვენი შესაძლებლობებით,მაგრამ ისინი
    ვერასდროს ვერ აღწევენ ზღვარს. თუ
    პროტონი მიაღწევს ამ
    სიჩქარეს,დაგვჭირდება უკიდეგანო
    ენერგია,რომ იგი კიდევ უფრო სწრაფად
    წავიდეს (ანუ გადააჭარბოს ზღვარს –
    ავტ.),მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ენერგიის
    უკიდეგანო წყარო.“ საინტერესოა,უზარმაზა­
    რი ენერგიის წყაროს უქონლობის გამო
    პროტონებს სინათლის სიჩქარემდეც კი ვერ
    ვაჩქარებთო,მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს,რომ
    სინათლის სიჩქარის ცნობილი სიდიდე არ
    არსებობს? ჩვენ თუ არ
    გვაქვს,ადამიანებს,სამყაროში მოიძებნება
    ასეთი ენერგიის წყაროები,რომლებიც
    დღემდე ცნობილ სიჩქარის ლიმიტს
    გადააჭარბებს…
    Laser smashes light-speed record –
    physicsworld.com

    ახლა კი სტატია ავტორიტეტული
    სამეცნიერო ჟურნალიდან: nature.com/nature/­
    journal/v406/n679 3/
    full/406243a0.html
    ( nature.com – International weekly journal of
    science)
    სტატიის სათაურია – Faster than a speeding
    photon
    ციტატა სტატიიდან:
    The textbooks say nothing can travel faster than
    light, not even light itself. New experiments show
    that this is no longer true, raising questions about
    the maximum speed at which we can send
    information.
    თარგმანი: „სახელმძღვანელოები
    გვეუბნებიან,- არაფერს არ შეუძლია
    იმოძრაოს სინათლის სიჩქარეზე
    სწრაფად,თავად სინათლესაც კი. ახალმა
    ექსპერიმენტებმა აჩვენა,რომ ეს მოსაზრება
    აღარაა სწორი,წამოჭრა რა კითხვები იმ
    მაქსიმალურ სიჩქარეზე,რომლითაც
    შეგვიძლია ინფორმაციის გადაცემა.“ თუმცა
    ამ სტატიაშიც ხაზგასმულია,რომ ლაპარაკია
    სინათლის ტალღურ შემადგენელზე და არა
    სტრუქტურულზე,მაგრამ
    მაინც,მთავარია,რომ სინათლის სიჩქარეზე
    მეტი სიჩქარის მიღწევა შესაძლებელი
    ყოფილა (თანაც 310-ჯერ მეტად) თუნდაც
    ტალღური ბუნების გამო.

    Like

  20. აბა ეხლა სცადე. http://physicsworld.com/cws/¬
    article/news/2000/jul/19/laser-smashes-light-s¬
    peed-record
    თუ მაინც არ შევიდა, მაშინ საძიებო გრაფაში
    ჩაწერე „light-speed record“
    და პირველივეში შედი.
    ეს კი მეორე ლინკი http://abcnews.go.com/¬
    Technology/story?id=99113&page=1
    წესით ეხლა უნდა შევიდეს, თუ არ შევა
    გუგლში ჩაწერე „Faster Than the Speed of Light
    abcnews.go.com “ და პირველივე გახსენი.
    უკვე იმდენ სერიოზულ საიტზეა ეს
    ინფორმაცია,რომ საშუალო დონის საიტებიც
    რომ ყოფილიყო მხოლოდ,ყველა ერთად არ
    გაგიჟდებოდა და ყველას ერთად არ
    მოელანდებოდა,რომ პრინსტონის
    მეცნიერებმა ცეზიუმის კამერაში ლაზერის
    სხივი გაატარეს და მან სინათლის სიჩქარეს
    გადააჭარბა.
    კიდევ ვაგრძელებ წყაროების დამატებას.
    მაშ ასე ჯერ დავიწყოთ ანდერსონის
    უნივერსიტეტით. კარგი სტატიაა სხვათა
    შორის,თავისი სქემატური ახსნებით
    პრინსტონის ექსპერიმენტისა:
    andersoninstitute.com/gain-assisted-superlumin
    al-light-propogation.html
    (The Official Site of the World Encyclopedia of
    Time, the Time Shop, and the Time Research
    Association)
    სტატიის სათაურია: Gain Assisted Superluminal
    Light Propagation
    ციტატა სტატიიდან:
    Scientists have apparently broken the universe’s
    speed limit. For generations, physicists believed
    there is nothing faster than light moving through
    a vacuum – a speed of 186,000 miles per second.
    But in an experiment in Princeton, N.J., physicists
    sent a pulse of laser light through cesium vapor
    so quickly that it left the chamber before it had
    even finished entering. The pulse traveled 310
    times the distance it would have covered if the
    chamber had contained a vacuum.
    თარმანი:
    „როგორც ჩანს მეცნიერებმა „გაარღვიეს“
    სამყაროს სიჩქარის ლიმიტი. ფიზიკოსთა
    ბევრ თაობებს სჯეროდათ,რომ არაფერია
    უფრო ჩქარი,ვიდრე ვაკუუმში მოძრავი
    სინათლე – 186000 მილი წამში (დაახლ.
    300000 კმ/წ-ავტ.) მაგრამ პრინსტონში
    მეცნიერებმა გაუშვეს ლაზერული სხივის
    პულსი ცეზიუმის ორთქლში ისე
    სწრაფად,რომ მან დატოვა კამერა
    მანამ,სანამ სხივი დაასრულებდა
    მოძრაობის დაწყებას. სხივის პულსმა 310-
    ჯერ სწრაფად დაფარა ის
    დისტანცია,რომელსაც დაფარავდა,კამერაში
    ვაკუუმი რომ ყოფილიყო.“
    “However,” Wang said, “our experiment does
    show that the generally held misconception that
    ’nothing can move faster than the speed of light’
    is wrong.” Nothing with mass can exceed the
    light-speed limit. But physicists now believe that
    a pulse of light–which is a group of massless
    individual waves–can.
    თარგმანი:
    „ჩვენმა ექსპერიმენტმა აჩვენა,რომ
    ზოგადად მიღებული არასწორი
    წარმოდგენა,რომ ‘არაფერს არ შეუძლია
    იყოს უფრო სწრაფი,ვიდრე სინათლის
    სიჩქარე’ არის არასწორი,თუმცა ამასთან,
    არაფერს,მასის მქონეს, არ შეუძლია
    გადააჭარბოს სინთლის სიჩქარის
    ლიმიტს,მაგრამ ფიზიკოსებს ახლა
    სჯერათ,რომ სინათლის პულსს,რომელიც
    არის უმასო ინდივიდუალური ტალღების
    ჯგუფიდან – შეუძლია.“
    ასე რომ,ახლა ყველაფერი გასაგებია…
    სინათლე ხასიათდება,როგორც
    სტრუქტურული შემადგენელით,ისე
    ტალღური ბუნებით. აი,ამ ტალღურ
    შემადგენელს კიდევ,როგორც ჩანს, შეუძლია
    განავითაროს სინათლის სიჩქარეზე უფრო
    სწრაფი მოძრაობა.
    ეს აშშ-ს ინსტიტუტის ოფიციალური
    საიტებია. ერთ სტატიას მოვიყვან კიდევ
    BBCnews-იდან. ცოტა სხვა კუთხითაც რომ
    შევხედოთ სინათლის სიჩქარის საკითხს. ამ
    სტატიაში უკვე სინათლეზე სწრაფ
    ნაწილაკებზეა ლაპარაკი და არა ტალღაზე.
    მართალია,ჯერ ვერ შეძლეს ასეთი
    ნაწილაკის პოვნა (თუმცა მათემატიკურად და
    თეორიულად განიხილავენ ასეთ ნაწილაკს –
    tachyon-ს),მაგრამ აგრძელებენ
    ექსპერიმენტებს. ამით იმისი თქმა
    მინდა,რომ ესე იგი მაინც შესაძლებელი
    yოფილა ს.ჩ.-ს გადაჭარბება და მეცნიერები
    ამას კატეგორიულად არ გამოირცხავენ.
    უბრალოდ ძალიან დიდი ენერგიებია ამის
    განსახორციელებლად საჭირო.
    აი კიდევ.
    bbc.com/future/story/20121003-ca n-we-travel-
    faster-than-light
    სტატიის სათაურია:
    Will we ever… travel faster than the speed of
    light?
    ციტატა სტატიიდან:
    Last summer, a small neutrino experiment in
    Europe called OPERA (Oscillation Project with
    Emulsion tRacking Apparatus) stunned the world
    with a preliminary announcement that it had
    clocked neutrinos travelling just a few fractions of
    a second faster than the speed of light. The news
    even briefly overshadowed the far more
    recognizable Large Hadron Collider’s ongoing
    hunt for the Higgs boson.
    თარგმანი:
    „გასულ ზაფხულს (სტატია გამოქვეყნდა
    2012 წლის 3 ოქტომბერს) პატარა
    ნეიტრინოს ექსპერიმენტმა ევროპაში,
    რომელსაც ქვია OPERA შეძძრა მსოფლიო
    წინასწარი ცნობით, რომ მათ დააფიქსირეს
    ნეიტრინოს მოძრაობა წამის მცირეოდენი
    ნაწილით უფრო სწრაფად, ვიდრე სინათლის
    სიჩქარე. ამ ხალხმა ამბავმა მცირე ხნით
    გადაფარა გაცილებით უფრო ცნობილი დიდი
    აადრონული კოლაიდერის კვლევა ჰიგსის
    ბოზონზე.”
    …თუმცა შემდგომში აღმოჩნდა,რომ ამ
    ექსპერიმენტის დროს დაშვებულ იქნა
    შეცდომა და შესაბამისად,შედეგიც იყო
    არასწორი.
    მემგონი ყველამ ვიცით,რა პრაგმატული
    ხალხია ევროპელები და როგორ
    გგონია,მართლაც წარმოუდგენელი რომ
    იყოს,ზედმეტ კაპიკს მაინც დახარჯავდნენ
    ექსპერიმენტებზე? ამავე სტატიაში,აქ აღარ
    გადმოვწერ,შეგიძლიათ თავად
    წაიკითხოთ,სხვა თეორიებიც,სადაც
    განხილულია შესაძლებლობები ს. ს-ის
    გადაჭარბებისა.
    აბზაცი:
    As any object with mass accelerates – like a
    proton in the LHC – it gains energy, always
    needing just a little bit more energy to accelerate
    even further. The LHC, the largest and highest-
    energy particle accelerator we have, boosts
    protons as close to the speed of light as we can
    get, but they never quite hit the mark. If a proton
    did achieve that speed, it would need infinite
    energy to go any faster, and we don’t have an
    infinite supply of energy.
    თარგმანი:
    „ვინაიდან რაიმე მასის მქონე
    ობიექტი,როგორც მაგალითად დიდი
    ადრონული კოლაიდერის პროტონებია –
    იყენებს ენერგიას,ყოველთვის საჭიროა,
    შემდგომი უფრო მეტი „ულუფა“ ენერგიისა
    შემდგომი აჩქარებისათვის კიდევ და კიდევ.
    LHC (Large Hadron Collider),ყველაზე ძლიერი
    და მაღალი ენერგიის მქონე ნაწილაკების
    ამაჩქარებელია,რაც ჩვენ
    ხელთაა,გატყორცნის პროტონებს სინათლის
    სიჩქარესთან იმდენად
    მიახლოებულად,რამდენადაც შეგვიძლია
    ჩვენი შესაძლებლობებით,მაგრამ ისინი
    ვერასდროს ვერ აღწევენ ზღვარს. თუ
    პროტონი მიაღწევს ამ
    სიჩქარეს,დაგვჭირდება უკიდეგანო
    ენერგია,რომ იგი კიდევ უფრო სწრაფად
    წავიდეს (ანუ გადააჭარბოს ზღვარს –
    ავტ.),მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ენერგიის
    უკიდეგანო წყარო.“
    საინტერესოა,უზარმაზარი ენერგიის წყაროს
    უქონლობის გამო პროტონებს სინათლის
    სიჩქარემდეც კი ვერ ვაჩქარებთო,მაგრამ ეს
    ხომ არ ნიშნავს,რომ სინათლის სიჩქარის
    ცნობილი სიდიდე არ არსებობს? ჩვენ თუ არ
    გვაქვს,ადამიანებს,სამყაროში მოიძებნება
    ასეთი ენერგიის წყაროები,რომლებიც
    დღემდე ცნობილ სიჩქარის ლიმიტს
    გადააჭარბებს…
    Laser smashes light-speed record –
    physicsworld.com

    ახლა კი სტატია
    ავტორიტეტული სამეცნიერო ჟურნალიდან:
    nature.com/nature/journal/v406/n679 3/
    full/406243a0.html
    ( nature.com – International weekly journal of
    science)
    სტატიის სათაურია – Faster than a speeding
    photon
    ციტატა სტატიიდან:
    The textbooks say nothing can travel faster than
    light, not even light itself. New experiments show
    that this is no longer true, raising questions about
    the maximum speed at which we can send
    information.
    თარგმანი:
    „სახელმძღვანელოები გვეუბნებიან,-
    არაფერს არ შეუძლია იმოძრაოს სინათლის
    სიჩქარეზე სწრაფად,თავად სინათლესაც კი.
    ახალმა ექსპერიმენტებმა აჩვენა,რომ ეს
    მოსაზრება აღარაა სწორი,წამოჭრა რა
    კითხვები იმ მაქსიმალურ
    სიჩქარეზე,რომლითაც შეგვიძლია
    ინფორმაციის გადაცემა.“
    თუმცა ამ სტატიაშიც ხაზგასმულია,რომ
    ლაპარაკია სინათლის ტალღურ
    შემადგენელზე და არა
    სტრუქტურულზე,მაგრამ
    მაინც,მთავარია,რომ სინათლის სიჩქარეზე
    მეტი სიჩქარის მიღწევა შესაძლებელი
    ყოფილა (თანაც 310-ჯერ მეტად) თუნდაც
    ტალღური ბუნების გამო.

    „საიდან გაიგეს რომ სამყარო 13,75 მილიარდი წლისაა და კოსმოსური ფონური გამოსხივების გაციების კოეფიციენტით, სამყაროს გაფართოების კოეფიციენტით.პლუს მინუს 100-150 მილიონი წელი.“

    – – ამაზე უცებ გიპასუხებ:

    ამ კოეფიციენტების გამოთვლებში ხომ არ ფიგურირებს შემთხვევით ისევ სინათლის სიჩქარის ზღვრული მონაცემი,რომელიც ზღვრული შესაძლებელია არ აღმოჩნდეს,როგორც ეგონათ?

    ეგეც რომ არ იყოს,ერთ-ერთ სამეცნიერო საიტის სტატიაში (ეხლა გადავამოწმე და ბევრ საიტზე იგივე წერია) ძალიან საინტერესო რამ ამოვიკითხე ე.წ. ჰაბლის მუდმივაზე:

    „გაზომვები გვიჩვენებს, რომ ჰაბლის მუდმივის მნიშვნელობაა 70 +/- 3 კმ/ს/მგპარსეკი. მართალია ჰაბლის მუდმივას ერთნაირი რიცხვითი მნიშვნელობა აქვს ობიექტთა ნებისმიერი წყვილისათვის სამყაროში, ის დროში მუდმივი არაა. ადრეულ ეპოქებში მისი მნიშვნელობა გაცილებით მაღალი იყო და თუ სამყაროს დღევანდელი აჩქარებული გაფართოება გაგრძელდა შეიძლება მომავალში გაიზარდოს კიდევაც.“

    ნახე,თურმე მუდმივებიც იცვლებიან. ადრეულ ეპოქაში გაცილებით მუდმივი იყოო და შემდგომშიც შეიძლება გაიზარდოsო. შენ ალბათ იცი ჰაბლის განტოლება v=HoD. თუკი ადრეულ ეპოქებში მუდმივა გაცილებით მეტი იყო,გამოდის,რომ ობიექტებს შორის დაშორების სიჩქარეც გაცილებით მეტი იქნებოდა დღევანდელზე და ეს კი ნიშნავს,რომ თუკი დღეს ვიცით,რომ შორეული ვარსკვლავები სინათლის სიჩქარეზე მეტი სიჩქარით გვშორდებიან,რაღა იქნებოდა ადრეულ ეპოქებში? ჩვენ კიდევ ყველაფრის საზომად სინათლის ზღვრულ სიჩქარეს ვიღებთ და გამოდის,რომ ხელოვნურად „ვჭიმავთ“ და ვახანგრძლივებთ სამყაროს წარმოშობის დროს.

    ამასთან,თუკი ვიცით,რომ ჰაბლის მუდმივა იცვლებოდა,რატომ არ შეიძლება განსხვავებული ყოფილიყო ადრე ნებისმიერი დღეისთვის ცნობილი მუდმივა თუ კოეფიციენტი? რა გარანტიაა? მით უმეტეს,სამყაროს წარმოშობის საწყის ეტაპებზე,მართლაც უექსტრემალურეს პირობებში?
    განა ასეთ პირობებში ყველაფერი ისევე იქნებოდა როგორც დღეს? განა ჰაბლის მუდმივასი არ იყოს,სხვა მუდმივებიც სხვა მონაცემებისა არ იქნებოდნენ? ან რა,ნაწილაკები რომლებიც მყისიერად გრეიფრუტის ზომიდან მზის სისტემის ზომამდე გაიტყორცნენ,სინათლის სიჩქარეზე მეტი სისწრაფით არ იმოძრავებდნენ? არც ისეთი მარტივადაა მოწყობილი ეს სამყარო,როგორც ათეისტებს წარმოუდგენიათ…

    შენ ამბობ:
    „მხედველობიდან გრჩება რომ Survival of the fittest ანუ გადარჩევის პროცესი, არ არის მხოლოდ ინდივიდის სასარგებლოდ, არამედ გვთავაზობს უფრო ფართო და მოხერხებულ გადარჩენის სტრატეგიას. მორალის არსებობა წახალისებულია ბუნებრივი გადარჩევის მიერ. იმიტომ რომ თუ მე მაქვს ემპათია, ვიცავ ბაზისურ წესებს, მაქვს გარკვეული ღირებულებები, (მაგ: თანასწორობა) მაშინ მე უფრო მეტად გადავრჩები, იმიტომ რომ ძალა ერთობაშია.“

    მაგრამ ევოლუციონისტები იძახით,რომ გადარჩევის პროცესი შემთხვევითობათა ჯაჭვზეა დაფუძნებული და შემთხვევითობა კიდევ წესებს ვერ დააფუძნებს. შემთხვევითობა შემთხვევითობაა და ვერანაირ ბაზისურ წესებს ვერ შექმნის,ხოლო „გარკვეული ღირებულებები“ კიდევ უკვე მატერიალური სამყაროს ფარგლებს სცდება,მეგობარო. მკვდარი მატერია და შემთხვევითობა ვერანაირ ღირებულებას ვერ შექმნის,ვინაიდან არ შეიძლება რაიმე „ღირებულება“,როგორც ასეთი,ევოლუციის თანმდევი მოვლენა იყოს,რადგან ინდივიდის,ისევე როგორც ამ ინდივიდთა კოლექტივის მთავარი მიზანი უფრო ძლიერი კოლექტივის შექმნაა,სუსტების „გვერდზე გაწევის“ ხარჯზე. იმ წამსვე,როგორცვე რაიმე ღირებულება გააჩერებს სუსტების „გვერდზე გაწევის“ პროცესს,ჩერდება თავად ევოლუციის პროცესიც. ევოლუცია კიდევ თავის თავს ვერ შეეწინააღმდეგება და ვერც გაჩერდება,ალბათ დამეთანხმები…

    აქ დაირღვევა ბუნების ფუნდამენტური პრინციპიც მიზეზ-შედეგობრიობისა: მიზეზი – შემთხვევითი მუტაცია,შედეგი-უფრო ძლიერი და გამძლე ინდივიდის გაჩენა და სუსტების გაქრობა. ღირებულება არ შეიძლება შემთხვევით გაჩნდეს,არც რაიმე მიზეზი არსებობს ევოლუციის შემთხვევაში მისი გაჩენისა,იგი უკვე ვიღაც ინტელექტის მქონეს მიზანდასახულად შექმნილი „პროდუქტია“,რომელიც ნებისმიერ ინდივიდს შეუძლია მიიღოს ან არ მიიღოს (ანუ აქ შემთხვევითობა აზრს კარგავს და მიზანმიმართულ პროცესად გადაიქცევა) და რომლიც შედეგიც ევოლუციის პროცესის დამუხრუჭება იქნებოდა. არც მიზეზი არსებობს ღირებულების გაჩენისა და არც მისი შედეგი იქნებოდა ევოლუციისთვის ლოგიკური. ან რა „თანასწორობაზე“ გაქვს ლაპარაკი,როცა ნებისმიერ ცხოველთა ჯგუფებში და ადამიანებშიც მკაცრი იერარქიაა? თანასწორობის იდეაც ეწინააღმდეგება ევოლუციის პრინციპებს. ჯერ ერთი,თუ ყველა თანასწორი იქნება,რაღა საჭიროა ევოლუცია? ყველა ერთ დონეზე დარჩება. მეორეც,არ შეიძლება შემთხვევითმა პროცესებმა ყველა ერთნაირ მდგომარეობაში ჩააყენოს.

    „ძალა ერთობაშია“-ო,-იძახი და მაშინ ლოგიკურად ზუსტად ეს პირდაპირი გაგებით ძლიერები უნდა გაერთიანდნენ და ერთობლივად გააჩანაგონ სუსტები. ეს ასეც უნდა ყოფილიყო ევოლუციის პრინციპების მიხედვით,რადგან თუ ასე მოხდებოდა,დამიჯერე,რომ ბუნებრივი ძლიერების გადარჩევით,დღევანდელ მსოფლიოში აღარ გვეყოლებოდა ამდენი დაბადებიდან ინვალიდი,ავადმყოფი,ბრმა,მემკვიდრული დაავადებების მქონე სანათესაოები. ევოლუციის მიხედვით მათ არსებობას აზრი არ აქვს. ევოლუციის თეორია სულჩამკვდარი და არაადამიანური სწავლებაა. მისი იდეებით იყო ნაკვები ნიცშე,როცა ამბობდა-ავადმყოფები და მოხუცები პარაზიტები არიან და წიხლი უნდა ვკრათო. ისიც ცნობილია,რომ ჰიტლერიც იკვებებოდა ევოლუციისა და ნიცშეს იდეებით,როცა ძლიერი და გამორჩეული რასის გამოყვანაზე დაიწყო ფიქრი. ეს ლოგიკურიცაა: როცა ადამიანს ეუბნები,რომ მაიმუნი და პირუტყვი ხარო,მაშინ ისიც გეტყვის,-აბა,მორალი და კარგი ზნე რაღა ჯანდაბად მინდაო? როგორც დოსტოევსკი წერს: „თუ ღმერთი არ არსებობს,მაშინ ყველაფერი დასაშვებია“. ევოლუციის იდეებით არის ნაკვები მართლაც სატანისტური გამოთქმა: „მიზანი ამართლებს საშუალებას“. დღესდღეობით ადამიანებისთვის ხელოვნურად ტვინში ჩაბეჭდილი ევოლუციის თეორია მთელი ძალებით მოქმედებს. ნებისმიერ სფეროში პატიოსანი და მორალური ადამიანის წინსვლის შანსი თითქმის ნულია. ან დღევანდელ „მდიდარ ბიძიკოებს“,მსოფლიოს ფაქტობრივ მმართველებს,იმ ყბადაღებული „ოქროს მილიარდის“ დატოვება რომ უნდათ და ყველანაირი ბინძური ხერხებით ცდილობენ მოსახლეობის შემცირებასა და მათ ერთიან,უსახო,უეროვნო,უტრადიციო,მომხმარებელთა ბრბოდ ჩამოყალიბებას,განა არ არის ევოლუციის ხელოვნურად განხორციელება? იმ მილიარდში დარჩება სწორედ ყველაზე მოხერხებული,ძლიერი,ეშმაკი,ფულის მოყვარული და შესაბამისად,იმ „ბიძიკოების“ დამჯერი მასა. მსოფლიო პოლიტიკოსების მიერ დაანონსებული ე.წ. New World Order-ი სწორედ ამ გეგმის განხორციელების მცდელობაა.

    Like

  21. გუშინ დავაკომენტარე და არ დაიდო რატომღაც. დღეს კიდევ დავამატე და მთლიანად გამოგიგზავნე. იმიტომ გამოვიდა ორი.

    Like

  22. ჰაბლის მუდმივა არ არის ნამდვილი მუდმივა თავიდან მუდმივად ითვლებოდა, ეხლა ყველაზე კორექტულად ქვია ჰაბლის კოეფიციენტი. როცა ჰაბლმა აღმოაჩინა რომ სამყარო ფართოვდება მას მერე შემოიღეს ჰაბლის მუდმივა, ეგონათ ეს გაფართოების პარამეტრი იყო სტატიკური, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა რომ გაფართოება იცვლებოდა. ამიტომ ჰაბლის მუდმივა გახდა ჰაბლის პარამეტრი, თუმცა მას რატომღაც ძველი ინერციით ჰაბლის მუდმივასაც უწოდებენ.
    ასე რომ ამას დავანებოთ თავი. იმიტომ რომ ჰაბლის “მუდმივა” ეხება სივრცის გაფართოების სიჩქარეს და არა სივრცეში მოძრაობის სიჩქარეს.
    “ამ კოეფიციენტების გამოთვლებში ხომ არ ფიგურირებს შემთხვევით ისევ სინათლის სიჩქარის ზღვრული მონაცემი,რომელიც ზღვრული შესაძლებელია არ აღმოჩნდეს,როგორც ეგონათ?”
    მე რამდენადაც ვიცი, აქ საბარია გამოსხივების “გაციების” ტალღების გაჭიმვის კოეფიცინეტზე.
    “რომ თუკი დღეს ვიცით,რომ შორეული ვარსკვლავები სინათლის სიჩქარეზე მეტი სიჩქარით გვშორდებიან,რაღა იქნებოდა ადრეულ ეპოქებში? ჩვენ კიდევ ყველაფრის საზომად სინათლის ზღვრულ სიჩქარეს ვიღებთ და გამოდის,რომ ხელოვნურად „ვჭიმავთ“ და ვახანგრძლივებთ სამყაროს წარმოშობის დროს.”
    კიდევ ერთხელ ვიმეორებ. სივრცის გაფართოება სხვა მოვლენაა. შორეული გალაქტიკები გვშორდებიან სინათლის სიჩქარეზე სწრაფად, არა იმიტომ რომ თავად მოძრაობენ ასეთ სიჩქარეზე, არამედ იმიტომ რომ სივრცე იჭიმება სინათლის სიჩქარეზე სწრაფად.
    “მაგრამ ევოლუციონისტები იძახით,რომ გადარჩევის პროცესი შემთხვევითობათა ჯაჭვზეა დაფუძნებული და შემთხვევითობა კიდევ წესებს ვერ დააფუძნებს.”
    ცდები!
    ევოლუცია მარტო შემთხვევითი არაა. მნიშვნელოვანი ფილტრია სწორედ გადარჩენა. შემთხვევითი არაა ის რომ ის თვისებები და სახეობები გადარჩება რომლებიც გარემოს ერგება. ანუ “რაც მუშაობს ის გადარჩება” სრულიად არ არის შემთხვევითი რეზულტატში, ანუ ნებისმიერი თვისება ვერ ექნება ორგანიზმს, რადგან ზოგი საზიანოა.
    „გარკვეული ღირებულებები“ კიდევ უკვე მატერიალური სამყაროს ფარგლებს სცდება,მეგობარო”
    სრულებით არ ცდება!
    ჩვენ ვართ მატერიალური არსებები, რომლებიც ვაზროვნებთ, და რთული სოციალური კონსტრუქციისთვის გვჭირდება ეს ღირებულებები. არაფერი ჯადოსნური და არამატერიალური ამაში არაა
    “მკვდარი მატერია და შემთხვევითობა ვერანაირ ღირებულებას ვერ შექმნის,ვინაიდან არ შეიძლება რაიმე „ღირებულება“,როგორც ასეთი,ევოლუციის თანმდევი მოვლენა იყოს”
    ეს მხოლოდ შენი ძალიან მცდარი აზრია!
    მკვდარი მატერია არ არსებობს, მატერია არც მკვდარია და არც ცოცხალი. “ცოცხალი” მხოლოდ ჩვენს მიერი მოფიქრებული ბუნდოვანი სახელწოდებაა ორგანული ქიმიის გარკვეული ტიპის პროცესებისთვის.

    “რადგან ინდივიდის,ისევე როგორც ამ ინდივიდთა კოლექტივის მთავარი მიზანი უფრო ძლიერი კოლექტივის შექმნაა,სუსტების „გვერდზე გაწევის“ ხარჯზე. იმ წამსვე,როგორცვე რაიმე ღირებულება გააჩერებს სუსტების „გვერდზე გაწევის“ პროცესს,ჩერდება თავად ევოლუციის პროცესიც. ევოლუცია კიდევ თავის თავს ვერ შეეწინააღმდეგება და ვერც გაჩერდება,ალბათ დამეთანხმები…”

    მხოლოდ ერთ სტრატეგიულ ჭრილში უყურებ ევოლუციას. იმ აზრზე რას იტყვი რომ მოაზროვნე არსებამ იგივე ბენეფიტების მისაღებად რასაც ფიზიკურად ძლიერები იღებენ ფიზიკური ძალით, “მოიფიქრეს” სოციალური სტრუქტურა, სადაც საერთო ძალით თანასწორობით და ემპათიით მიაღწიეს იგივე მიზანს? დაფიქრდი, ის ძლიერიც ოდესღაც ბერდება, ან ავადმყოფდება, ან ფეხს იტეხს. მას სჭირდება სტრატეგია “ემპათია” ღირებულებები და ა.შ.
    არანაირად არ ეწინააღმდეგება ამ ყველაფრის არსებობა ევოლუციას. უბრალდ შენ ძალიან პრიმიტიულად უყურებ. იმ ცხოველების დონეზე რომლებიც დამოკიდებული არიან მხოლოდ კუნთებზე და მოხერხებულობაზე. ჩვენ იარაღად გონებაც გვაქვს, რომელიც ყველაზე დიდი იარაღია დედამიწაზე. ამიტომ ჩვენი სტრატეგიები უფრო მრავალფეროვანი და ფართოა.

    “აქ დაირღვევა ბუნების ფუნდამენტური პრინციპიც მიზეზ-შედეგობრიობისა: მიზეზი – შემთხვევითი მუტაცია,შედეგი-უფრო ძლიერი და გამძლე ინდივიდის გაჩენა და სუსტების გაქრობა. ღირებულება არ შეიძლება შემთხვევით გაჩნდეს”
    მუტაცია შემთხვევითია, მაგრამ გადარჩევა არ არის შემთხვევითი. იმიტომ რომ ისეთი თვისება ვერ გადარჩება რომელიც გარემოს ვერ ერგება. ვერ ადაპტირდება.
    ღირებულებაც შემთხვევით არ ჩნდება, არამედ იმიტომ რომ გამოსადეგი მიმია, მისი მეშვეობით უფრო მოწესრგებული სოციალური სტრუქტურა მიიღება. წარმოიდგინე საზოგადოება სადაც ღირებულებები არაა, ასეთ საზოგადოებაში ატყდება ომები და პროგრესი ვერ მოხდება, განიცდის სტაგნაციას და საბოლოოდ გადაშენდება. ევოლუციის თვალსაზრისით, უფრო სიცოცხლის უნარიანი უნდა იყოს ის საზოგადოება სადაც ღირებულებები არსებობს. ასე რომ ის ჯგუფი უფრო გადარჩება რომლელშიც არსებობს სასრგებლო იდეები თანაცხოვრების წესები და ა.შ./
    მიმების თეორიაც გენეტიკური გადარჩევის მსგავსია, მიმები უბრალოდ იდეებია
    “„ძალა ერთობაშია“-ო,-იძახი და მაშინ ლოგიკურად ზუსტად ეს პირდაპირი გაგებით ძლიერები უნდა გაერთიანდნენ და ერთობლივად გააჩანაგონ სუსტები. ეს ასეც უნდა ყოფილიყო ევოლუციის პრინციპების მიხედვით,რადგან თუ ასე მოხდებოდა,დამიჯერე,რომ ბუნებრივი ძლიერების გადარჩევით,დღევანდელ მსოფლიოში აღარ გვეყოლებოდა ამდენი დაბადებიდან ინვალიდი,ავადმყოფი,ბრმა,მემკვიდრული დაავადებების მქონე სანათესაოები. ევოლუციის მიხედვით მათ არსებობას აზრი არ აქვს”
    კიდევ ერთხელ, სტრატებიების სპექტრს და ალტერნატივებს არ განიხილავ.
    მაიმუნებსაც აქვთ ემპათია, სრულიად უცნობი ინდივიდს შეიძლება დაეხმარონ. ცხოველებშიც არის უძლურის დახმარება.
    იმ აზრზე რას იტყვი რომ იქნებ ძლიერები, რადგან მოაზროვნეები არიან და ფიქრობენ არა მხოლოდ დრევანდელზე, არამედ მომავალზეც. შეიძლება აცნობიერებენ რომ სიძლიერე წარმავალია, მათ სჭირდებათ სტრატეგია რომელშიც არა მხოლოდ დღეს არამედ ხვალაც ექნებათ რაღაც გარანტიები. ან იმ აზრზე რომ “სუსტები” ერთიანდებიან ღირებულებებით რომ იყვნენ ძლიერნი. ევოლუციას უყურებ ძალიან ვიწრო ჭრილში. დაახლოებით იმ დონეზე სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებელისგან რომ გაიგებ “ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისგან” და მორჩა გგონია რომ გაიგე პრინციპი.

    “როცა ადამიანს ეუბნები,რომ მაიმუნი და პირუტყვი ხარო,მაშინ ისიც გეტყვის,-აბა,მორალი და კარგი ზნე რაღა ჯანდაბად მინდაო? როგორც დოსტოევსკი წერს: „თუ ღმერთი არ არსებობს,მაშინ ყველაფერი დასაშვებია“”
    დოსტოევსკის არ ვეთანხმები
    ვინც მაგას იტყვის ეს მისი მოკლე მსოფმხედვის ბრალია. მე ვფიქრობ ის ადამიანი ამორალურია ვისი მორალიც დამოკიდებულია ზებუნებრივ აგენტზე. ე.ი თუ ზედამხედველი არ გადგას თავზე შენი ღირებულებები არაფერს წარმოადგენს?
    მაიმუნიბაში და ცხოველობაში არაფერია დამაკნინებელი. ჩვენც მათ წიაღში ჩამოვყალიბდით, ჩვენც ძუძუმწოვრები ვართ და ბევრი საერთო თვისება თუ ინსტიქტი გაგვაჩნია, გენეტიკური მსგავსებაც თვალსაჩინოა. მორალი კი იმიტომ გვნდა რომ უფრო რთული სოციალური სტრუქტურა და მაღალი ინტელექტი გაგვაჩნია. ვინც ასე მარტივად და ბანალურად წარმოაჩენს საკითხს, როგორც შენ გაახმოვანე, იმას სერიოზული აზროვნების და ღირებულებების პრობლემა აქვს, მისი მორალი ჩამოკიდებულია დაუსაბუთებელ, საკრალურ, ზებუნებრივ, ირაციონალურ დაშვებებზე, და თუ ეჭვი შეეპარა ამ მტკიცებებში ან აღმოჩნდა რომ არ არსებობს ეს ზებუნებრივი არსებები? მისი სამყარო მთლიანად ინგრევა,
    “ევოლუციის თეორია სულჩამკვდარი და არაადამიანური სწავლებაა”
    ძალიან სასაცილოა
    ჭეშმარიტება რომ გაინტერესებდეს არ ექნება იმას მნიშვნელობა, რა მორალურ დასკვნას გამოიტან მისგან. რაღაცა მართალია ან ტყუილი იმის მიუხედავად რა მორალურ გაკვეთილს იძლევა.

    ” ნებისმიერ სფეროში პატიოსანი და მორალური ადამიანის წინსვლის შანსი თითქმის ნულია. ან დღევანდელ „მდიდარ ბიძიკოებს“,მსოფლიოს ფაქტობრივ მმართველებს,იმ ყბადაღებული „ოქროს მილიარდის“ დატოვება რომ უნდათ და ყველანაირი ბინძური ხერხებით ცდილობენ მოსახლეობის შემცირებასა და მათ ერთიან,უსახო,უეროვნო,უტრადიციო,მომხმარებელთა ბრბოდ ჩამოყალიბებას,განა არ არის ევოლუციის ხელოვნურად განხორციელება? იმ მილიარდში დარჩება სწორედ ყველაზე მოხერხებული,ძლიერი,ეშმაკი,ფულის მოყვარული და შესაბამისად,იმ „ბიძიკოების“ დამჯერი მასა.”
    არ მიწყინო და ძალიან ვხალისობ ასეთ კომენტარებზე, უბრალოდ სერიოზულად არ შემიძლია ამგვარი აზრების მიღება.
    მიუხედავად იმისა რომ ანტიპატია ნამდვილად მაქვს უსამართლო კაპიტალისტური სისტემის მიმართ.

    რაც შეეხება სინათლის თემას. გამოვნახავ დროს მაგისთვის. ამ კომენტარისთვის ძლივს მოვიცალე.

    Like

  23. “ჰაბლის მუდმივა არ არის ნამდვილი მუდმივა თავიდან მუდმივად ითვლებოდა, ეხლა ყველაზე კორექტულად ქვია ჰაბლის კოეფიციენტი. როცა ჰაბლმა აღმოაჩინა რომ სამყარო ფართოვდება მას მერე შემოიღეს ჰაბლის მუდმივა, ეგონათ ეს გაფართოების პარამეტრი იყო სტატიკური, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა რომ გაფართოება იცვლებოდა.”
    – – მოგვიანებით რომ აღმოჩნდეს,რომ სხვა ზოგიერთი მუდმივაც არაა სტატიკური და ადრე სხვა იყო,დღესდღეობით-სხვა და მომავალში სხვა იქნება?! არის ამის გარანტია,როცა პრეცენდენტი უკვე არსებობს? ისევ იმ ექსტრემალურ პირობებს შეგახსენებ სამყაროს წარმოშობის საწყისი ეტაპებისა.
    მე ვფიქრობ რომ არ შეიძლება,რაიმე მატერიალური იყოს მარადიული,უსასრულო და დროში უცვლელი. ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია.
    “კიდევ ერთხელ ვიმეორებ. სივრცის გაფართოება სხვა მოვლენაა. შორეული გალაქტიკები გვშორდებიან სინათლის სიჩქარეზე სწრაფად, არა იმიტომ რომ თავად მოძრაობენ ასეთ სიჩქარეზე, არამედ იმიტომ რომ სივრცე იჭიმება სინათლის სიჩქარეზე სწრაფად.”
    – – გავიგე,მეგობარო, და ადრეც მესმოდა კარგად,რომ ამ კანონის მიხედვით რაიმე ობიექტი კი არ მოძრაობს სინათლის სიჩქარეზე სწრაფად,არამედ 2 ობიექტის ურთიერთდაშორების სიჩქარეა ს. ს-ზე მეტი (უხეშად რომ ვთქვათ,2 ობიექტის ჯამური სიჩქარე),მაგრამ ეს ჩემი შეკითხვისთვის არსობრივად არაფერს არ ცვლის. თუკი დღემდე ჩვენ და ჩვენგან შორეული ვარსკვლავები ს.ს-ზე მეტად გვშორდებიან,სამყაროს წარმოშობის ეტაპზე კი უფრო მეტი სისწრაფით გვშორდებოდნენ და მომავალშიც კიდევ უფრო მეტი სიჩქარე გამოვა ჰაბლის ფორმულის მიხედვით,აბა,რატომაა,რომ დღემდე სამყაროს წარმოშობა აითვლება სინათლის ზღვრული სიჩქარის საფუძველზე? შენ გგონია,ეს არ ესმით თანამედროვე ევოლუციონისტ მეცნიერებს? მაგრამ ევოლუციონისტურ დათარიღების შკალას როგორ შეეხებიან? ჯობია,ნაცადი მეთოდი ისევ,რაც არ ჯდება ევოლუციური თეორიის ჩარჩოებში,იმისი უბრალოდ უგულებელყოფა.
    ევოლუცია მარტო შემთხვევითი არაა. მნიშვნელოვანი ფილტრია სწორედ გადარჩენა. შემთხვევითი არაა ის რომ ის თვისებები და სახეობები გადარჩება რომლებიც გარემოს ერგება. ანუ “რაც მუშაობს ის გადარჩება” სრულიად არ არის შემთხვევითი რეზულტატში, ანუ ნებისმიერი თვისება ვერ ექნება ორგანიზმს, რადგან ზოგი საზიანოა.”

    – – “რაც მუშაობს ის გადარჩება” კიდევ ევოლუციის მიხედვით აბსოლუტურად ავტომატიზირებული პროცესია,რომელიც მოყვება შემთხვევითობათა ჯაჭვს. თუ იტყვი,რომ არაა მექანიკურად ავტომატიზირებული,მაშინ გამოვა,რომ ვიღაც “გარეშე პირი”,რომელიც “უყურებს” ამ პროცესებს,არეგულირებს და მიზანმიმართულად წარმართავს მათ. თანაც ამ პირმა წინასწარ უნდა იცოდეს უკვე,რომ გონიერება უპირატესობაა.

    შემთხვევითობათა გადათამაშებით მიმდინარე ავტომატიზირებული “კონვეიერი” ვერ წარმოშობს მომავალზე მაფიქრალ გონებას!

    იგი სუფთა ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით აკეთებს ავტომატურ გადარჩევას და გონებისთვის სად „ცალია“? თუ არადა მაშინ ვიღაცამ ან რაღაცამ წინასწარ უნდა იცოდეს,რომ გონიერება უპირატესობაა. (უპირატესად გონებაზე ვლაპარაკობ და ამით ღირებულებებსაც ვგულისხმობ,რადგან ის ღირებულებები,რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით,გონების ნაყოფია და ეს არც არის სადაო ალბათ)

    რასაც შენ ამბობ,რომ მომავალზე დაფიქრდნენ ძლიერები და მორალურები გახდნენო,ეს უკვე დამდგარი შედეგია,მეგობარო,და შენ ამ ყველაფერს ხსნი დღევანდელი გადმოსახედიდან,იცი რა,რომ გონიერება უპირატესობაა; ვერ ხსნი დინამიკაში როგორ განვითარდა გონიერება მუტაციებითა და ავტომატური გადარჩევით. და მართლაც, რა „იცოდა“ უსულო და მკვდარმა მატერიამ მომავლის დაგეგმარების შესახებ? შემთხვევითობებისთვისა და ავტომატიზირებული პროცესებისთვის სამუშაო „მასალა“ მხოლოდ მიმდინარე პროცესები შეიძლება იყოს.
    „გარემოს ერგება“-ო იძახი და აბსოლუტურად ყველა ცოცხალი არსება დღესდღეობით და უკვე ათასწლეულებია მშვენივრად არის მორგებული თავის გარემოს,შეიძლება ითქვას ადამიანზე მეტადაც,ვინაიდან დამხმარე ხელოვნურ საშუალებებს არ საჭიროებს არსებობისათვის. ევოლუცია ხომ არ ჩერდება? რატომ არ ეძლევათ მათ გონიერება,თუ ეს ბუნებამ „იცის“, რომ პროგრესი და უპირატესობაა? რატომ არ ხდებიან ნელ-ნელა გორილები და გიბონები ადამიანები? მით უმეტეს,იძახი,-„გენეტიკური მსგავსებაც თვალსაჩინოა“-ო. მსგავსმა გენებმა რატომ არ უნდა წარმოქმნას მსგავსი მუტაციები? თუკი გონიერება მუტაციური შემთხვევითობებისა და ავტომატური პროცესების შედეგია?
    ადამიანი,ევოლუციის მიხედვით,ნახევრადმაიმუნი ანუ ცხოველი იყო,უფრო დაბალი რანგის საერთო წინაპრისაგან გამოსული. შენ იძახი:
    „დაფიქრდი, ის ძლიერიც ოდესღაც ბერდება, ან ავადმყოფდება, ან ფეხს იტეხს. მას სჭირდება სტრატეგია “ემპათია” ღირებულებები და ა.შ… არანაირად არ ეწინააღმდეგება ამ ყველაფრის არსებობა ევოლუციას.“
    არ ეწინააღმდეგება ხომ? მაშინ გეკითხები,რაში ჭირდება ევოლუციას ბებრები,ავადმყოფები და ფეხმოტეხილები და მათი სიცოცხლის გახანგრძლივება? მათ ხომ კოლექტივისთვის სარგებელი ვეღარ მოაქვთ? თუ ვეღარ მოაქვთ,მაშინ ის ავტომატიზირებული „კონვეიერი“ „დაბრაკავს“ და ამოაგდებს ევოლუციური პროგრესის ჯაჭვიდან. კვლავ გაგიმეორებ,რომ შენ უკვე დამდგარი შედეგების მიხედვით მსჯელობ და დღევანდელი გადმოსახედიდან,თანაც გონიერი და ცოცხალი ინტელექტით… მკვდარმა მატერიამ ეს ყველაფერი წინასწარ არ „იცოდა“ და ვერც ეცოდინებოდა. ცხოველი თავის მომავალ სიბერეზე და გაჭირვებაზე არ ფიქრობს,მეგობარო…

    შენ გინდა თქვა,რომ ნახევრადმაიმუნმა დაიწყო მომავალზე ფიქრი?
    ცოტა იუმორიც რომ ჩავრთოთ – „ნახევრად მაიმუნის ფიქრები,მე ადამიანი ვიქნები“-ო?

    რაღაც ჩაკეტილი წრე გამოდის:
    ნახევრად მაიმუნს მომავალზე და ღირებულებებზე ფიქრი რომ დაეწყო,გონება უნდა ჰქონოდა უკვე. თავის მხრივ კიდევ,გონება ვერ გაგივითარდება,თუ მომავალზე,ღირებულებებზე არ დაიწყე განსჯა.

    ერთ ცნობილ გამოთქმაზე ალუზია რომ გამოვიყენოთ,დაისმის კითხვა:
    ჯერ გონება გაჩნდა და მერე მომავალზე ფიქრები,თუ ჯერ ფიქრები და მერე გონება?..

    ესეც შენი სიტყვებია: „იმ აზრზე რას იტყვი რომ მოაზროვნე არსებამ იგივე ბენეფიტების მისაღებად რასაც ფიზიკურად ძლიერები იღებენ ფიზიკური ძალით, “მოიფიქრეს” სოციალური სტრუქტურა, სადაც საერთო ძალით თანასწორობით და ემპათიით მიაღწიეს იგივე მიზანს?“
    – – მოიცა,თუ ცხოველი იყო ჯერ ადამიანი,ამ „მოაზროვნეობამდე“ როგორ მივიდა? უცებ მოხდა მუტაცია და დაიწყო ადამიანმა აზროვნება? „სოციალური სტრუქტურის“ (მომავლის დაგეგმარებით) მოფიქრებას უკვე კარგად განვითარებული ადამიანის ტვინი სჭირდება და აბა,ცხოველი იყო ადამიანიო?

    ისევ დღევანდელი გადმოსახედიდან ლაპარაკობ,ისევ დამდგარ შედეგზე,ისევ მზა,ცოცხალი ინტელექტის ქონის გამო…

    ჯერ იფიქრეს და გონება იმიტომ გაუჩნდათ,თუ ჯერ გონება ჰქონდათ და მერე მოიფიქრეს?

    მართლაც საიდან და როდის „გამოხტა“ უცებ ეს მამაdzაgლი გონება და აზროვნება?

    “მკვდარი მატერია არ არსებობს, მატერია არც მკვდარია და არც ცოცხალი. “ცოცხალი” მხოლოდ ჩვენს მიერი მოფიქრებული ბუნდოვანი სახელწოდებაა ორგანული ქიმიის გარკვეული ტიპის პროცესებისთვის.”
    – – ძალიან მებრალება ადამიანი,რომელიც თავის თავში სიცოცხლეს ვერ გრძნობს და ფიქრობს,რომ იგი მხოლოდ მოსიარულე ძვლებისა და ხორცის გროვაა,ქიმიური ქარხანა ან „კბილებიანი ხორცი“,როგორც მემგონი დოსტოევსკის უწერია. ასეთი ადამიანები ფაქტიურად ცოცხალი მიცვალებულები არიან,ქრისტიანული თვალსაზრისით. სულს იკლავენ თავისში და ზომბებივით მაშინალურად მიყვებიან დრეიფით ცხოვრებას,როგორც მიზეზ-შედეგობრიობის მექანიზმის ჭანჭიკები. ესე იგი,ადამიანებს ძალიან,ძალიან რომ არ უნდათ ხოლმე სიკვდილი,მხოლოდ „ორგანული ქიმიის გარკვეული ტიპის პროცესები“ ენანებათ? ასეთმა გულცივმა და ცივსისხლიანმა აზრმა შემაძრწუნა და შემაჟრჟოლა. ასეთი ცივსისხლიანია თქვენი იდეოლოგიაც. ყველანაირი ადამიანურის,ამ სიტყვის ფართო გაგებით,დამაკნინებელი და გამაუფერულებელი. „ორგანული ქიმიის გარკვეული ტიპის პროცესები“ ვერანაირად ვერ ახსნიან თითოეულ ადამიანში არსებულ სინდისის ხმას. შენი აზრით ვინ გელაპარაკება და ვინ გამხელს ხოლმე შენივე თავში? ეს ვიღაცა სხვა არის თუ შენი მეორე მეა? ქიმიური პროცესებით როგორ აიხსნება შენ თავში არსებული ეს თითქოს მეორე პიროვნება და მასთან „დისკუსია“ და „ჭიდილი“? განვითარების გზაზე შემდგარ მაიმუნს რაში ჭირდებოდა ეს ზედმეტი დაბაბრკოლებელი „ბარგი“? ეს ხმაც მუტაციის შედეგია?
    თუ გონების ნაყოფია და ადამიანმა თავის თავში თვითონვე „ჩაიპროგრამა“?
    როგორ დავიჯერო,რომ ცხოვრებაში ერთხელაც არ გქონია შემთხვევა,როცა რაღაც ქმედების განხორციელების წინ,შენში სადღაც „შიგნიდან“ წამოსულა მამხილებელი აზრი? საიდან არის იგი? თუ იტყვი,ესეც გონების ნაყოფიაო,გამოდის,რომ გონებამ შექმნა თავისივე მამხილებელი მეორე გონება? და ამ დროს რომ გულით შეიძლება სულ სხვა რამ გინდოდეს? რამდენი გონიერი პიროვნებაღაა ადამიანში? რაღაც სამპიროვანისა და ერთარსის აsოციაციას ხომ არ იწვევს ეს ყველაფერი,თავის ხატად რომ შექმნა?..

    Like

    • “არის ამის გარანტია,როცა პრეცენდენტი უკვე არსებობს? ისევ იმ ექსტრემალურ პირობებს შეგახსენებ სამყაროს წარმოშობის საწყისი ეტაპებისა.
      მე ვფიქრობ რომ არ შეიძლება,რაიმე მატერიალური იყოს მარადიული,უსასრულო და დროში უცვლელი. ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია.”
      100% არასდროს არ არის არაფრის გარანტია. არც იმის რომ ახლა მატრიცაში არ ვცხოვრობთ
      მეცნიერებაშიც იცვლება რაღაცეები და ხდება რევოლუციები
      რაც წარმოუდგენლად მიგაჩნია არ იძლევა არანაირ გარანტიას რომ არ შეიძლება მოხდეს.

      “აბა,რატომაა,რომ დღემდე სამყაროს წარმოშობა აითვლება სინათლის ზღვრული სიჩქარის საფუძველზე? შენ გგონია,ეს არ ესმით თანამედროვე ევოლუციონისტ მეცნიერებს? მაგრამ ევოლუციონისტურ დათარიღების შკალას როგორ შეეხებიან? ჯობია,ნაცადი მეთოდი ისევ,რაც არ ჯდება ევოლუციური თეორიის ჩარჩოებში,იმისი უბრალოდ უგულებელყოფა.”

      წინა კომენტარში გასაგებად ვახსენე რომ სამყაროს ასაკი კონკრეტულად 13,75 მილიარდი წელი გამოთვლილია არა სინათლის სიჩქარით არამედ რელიქტური გამოსხივების გაციების კოეფიციენტით. ანუ მარტო სინათლის სიჩქარე არ გვაქვს სამყაროს ასაკის გასაზომად. თვითონ სინათლის სიჩქარე კი რომ მუდმივია ამაზე საკმარისი დამაჯერებელი საბუთი არსებობს. თუ რამდენად შეიცვლება ეს არ ვიცი ვნახოთ, წავიკითხე ის სტატია რომელიც მიმითითე. თუმცა იქ დეტალურად არაფერი წერია. კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მჭირდება. თუმცა მართლა საინტერესო ფაქტია, დასკვნების გამოტანაში არ ავჩქარდები, მითუმეტეს მეცნიერი არ ვარ და დაველოდები რა დასკვნებს გამოიტანენ ამ ფაქტიდან. როგორც გითხარი ორი წლის წინაც გადააჭარბეს ნეიტრინოებმა სინათლის სიჩქარეს, მაგრამ მერე შეცდომა აღმოჩნდა ექსპერიმენტებში.
      “ევოლუციონისტ მეცნიერებს” რატომ ყოფ ცალკე? მეცნიერების 99% სჯერა ევოლუციის ძირითადი პრინციპების სიმართლის. ტყუილად იქმნით იმის ილუზიას რომ ვიღაც ცალკეული “სატანიკოსი” ევოლუციონისტი მეცნიერები არსებობენ რომლებიც განგებ ამახინჯებენ რაიმეს.
      და კიდევ აღსანიშნავია რომ სამყაროს ასაკს არანაირი კავშირი არ აქვს ბიოლოგიურ ევოლუციასთან, გარდა იმისა რომ სამყაროს ასაკი იმდენი უნდა იყოს მინიმუმ რომ ევოლუციას ქონდეს საკმარისი დრო. დედამიწაზე ევოლუცია მიმდინარეობდა 3,5-3,8 მილიარდი წელი. სამყარო კი 13,75 მილიარდი წლისაა. კოსმოლოგები უბრალოდ ჰაერზე მხოლოდ ევოლუციის თეორიის ხელშესაწყობად რომ იღებდნენ თარიღს არ აიღებდნენ მთელი 10 მილიარდით მეტ წელს😀

      “რაც მუშაობს ის გადარჩება” კიდევ ევოლუციის მიხედვით აბსოლუტურად ავტომატიზირებული პროცესია,რომელიც მოყვება შემთხვევითობათა ჯაჭვს. თუ იტყვი,რომ არაა მექანიკურად ავტომატიზირებული,მაშინ გამოვა,რომ ვიღაც “გარეშე პირი”,რომელიც “უყურებს” ამ პროცესებს,არეგულირებს და მიზანმიმართულად წარმართავს მათ. თანაც ამ პირმა წინასწარ უნდა იცოდეს უკვე,რომ გონიერება უპირატესობაა.”

      ავტომატიზირებული პროცესია, იმ გაგებით რომ არავინ ერევა, არ “აწსერიგებს” იმიტომ რომ ამ პროცესს თავად შეუძლია მოწესრიგება. გადარჩენის უნარიანი ნიშნავს მოწესრიგებულსაც, იმ გაგებით რომ შეუძლია ადაპტაცია გარემოსთან, ვისაც არ შეუძლია ის იფილტრება, ანუ კვდება.

      შემთხვევითობათა გადათამაშებით მიმდინარე ავტომატიზირებული “კონვეიერი” ვერ წარმოშობს მომავალზე მაფიქრალ გონებას!
      რატომ ვერ წარმოშობს? ამაზე არგუმენტი გაქვს? მომავალზე ფიქრიც ერთ-ერთი წარმატებული თვისება და სტრატეგიაა როგორც ცხოველისთვის მარდი ფეხი ან ბასრი ბრჭყალი. ფაქტიურად ერთ-ერთი კიარა ძალიან მნიშვნელოვანი და უძლიერესი სტრატეგია. იმიტომ რომ მომავალზე თუ ფიქრობ და ნანადირევს ინახავ, ან აშინაურებ მცენარეს და ცხოველს. უკეთ გადარჩები ვიდრე მეზობელი ტომი რომელიც მარტო დღევანდელზე ფიქრობს.

      გენეტიკური ალგორითმი თუ გსმენია? ეს არის კომპიუტერული პროგრამირება, სადაც რისიმე პროგრამის კოდს, წერს არა ადამიანი არამედ თავად პროგრამა, კოდების გადარჩევა მიმდინარეობს სწორედ ბუნებრივი გადარჩევის პრინციპის მიხედვით, ის კოდები რომლებიც უკეთ შეასრულებენ დაკისრებულ ფუნქციას გადარჩებიან, სხვა კოდები კი წაიშლება, მათი გენერირება ხდება შემთხვევითობის პრინციპით.ამგვარი ტექნიკით მიიღწევა უფრო ეფექტური პროგრამირება ვიდრე ტრადიციულით, როცა მთლიან კოდს წერს პროგრამისტი. ეს პრინციპიც კარგად ანახებს თუ რამდენად ეფექტური სისტემაა ევოლუცია. ევოლუციას შეუძლია შექმნას ფუნქციონირებადი წარმატებული სისტემა.

      “იგი სუფთა ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით აკეთებს ავტომატურ გადარჩევას და გონებისთვის სად „ცალია“? თუ არადა მაშინ ვიღაცამ ან რაღაცამ წინასწარ უნდა იცოდეს,რომ გონიერება უპირატესობაა”

      ძალიან ვიწრო ხედვის პრობლემაა ისევ.
      სუფთა ფიზიკური მახასიათებელია დიდი ტვინიც, ან ტვინის სხვადასხვა უბნების ახლებური და მეტი კავშირი ერთმანეთთან, რაც გამოიწვევდა მეტ გონიერებას, მეტი გონიერება კი მეტად სასარგებლო იქნებოდა გადარჩენისთვის ვიდრე ნაკლები გონიერება, ხომ გაგიგია ხერხი ჯობია ღონესო. ინტელექტი ყველაზე დიდი იარაღია სამყაროში. არავის არ ჭირდება წინასწარ იცოდეს რომ გონიერება უპირატესობაა, რა წამს “შემთხვევით” ერთი ორგანიზმი აღმოჩნდება მეორეზე ჭკვიანი, მას აქვს უპირატესობა და გამოიყენებს მას. რაში გვჭირდება რომ ეს წინასწარ ვინმემ იცოდეს?😀 ისევე როგორც იაგუარის სისწრაფე არ ჭირდება იცოდეს ვინემ წინასწარ.

      არ ეწინააღმდეგება ხომ? მაშინ გეკითხები,რაში ჭირდება ევოლუციას ბებრები,ავადმყოფები და ფეხმოტეხილები და მათი სიცოცხლის გახანგრძლივება? მათ ხომ კოლექტივისთვის სარგებელი ვეღარ მოაქვთ? თუ ვეღარ მოაქვთ,მაშინ ის ავტომატიზირებული „კონვეიერი“ „დაბრაკავს“ და ამოაგდებს ევოლუციური პროგრესის ჯაჭვიდან.”
      ევოლუციას არაფერში ჭირდება, იმიტომ რომ მას ცნობიერება არ აქვს და არ საზღვრავს არაფერს. არც ინსპექტორია და არც მსაჯული.
      მოხუცები და ავადმყოფები იმიტომ არსებობენ რომ ჩვენ სოციალურ სტრუქტურაში თანაგრძნობას დიდი ადგილი უკავია, თუ რაში გვჭირდება ეს თანაგრძნობა ამაზე ვისაუბრე უკვე. ის გაცილებით დიდ ბენეფიტებს გვაძლევს ვიდრე ეს მოხუცები და ავადმყოფები გვაწევენ ტვირთად. თან ის ფაქტიც გაიხსენე რომ ჩვენ გვაქვს ცივილიზაცია, საკვების და რესურსების სიუხვე. სადაც ეს არ არის იქ ისეთებიც ხდება რომ მოხუცებს უბრალოდ ქოხებში და კარვებში ტოვებენ მარტო გრძელ ზამთარში გასაყინად განწირულს. ჯეკ ლონდონის მოთხრობიდან თუ გახსოვს.(რამდენადაც ვიცი მონაგონი არაა ეს ტრადიცია ინდიელების ზოგიერთ ტომში)

      “შენ გინდა თქვა,რომ ნახევრადმაიმუნმა დაიწყო მომავალზე ფიქრი?
      ცოტა იუმორიც რომ ჩავრთოთ – „ნახევრად მაიმუნის ფიქრები,მე ადამიანი ვიქნები“-ო?
      თუ საკმარისი გონებრივი რესურსი ექნებოდა რატომ ვერ დაიწყებდა?
      ან იქნებ მერე დაიწყო რაც ჰომო საპიენსი ან ნეანდერტალელი გახდა?

      “ნახევრად მაიმუნს მომავალზე და ღირებულებებზე ფიქრი რომ დაეწყო,გონება უნდა ჰქონოდა უკვე. თავის მხრივ კიდევ,გონება ვერ გაგივითარდება,თუ მომავალზე,ღირებულებებზე არ დაიწყე განსჯა”
      გონების სირთულის სხვადასხვა ეტაპები ვერ წარმოგიდგენია?
      სპილო და მაიმუნი მაგალითად საკმაოდ გონიერი ცხოველებია, საკუთარ თავს ცნობენ სარკეში, იგებენ იმდენს რამდენიც მცირეწლოვან ბავშვს ესმის. მაგალითად ექსპერიმენტში ზრდასრულმა შიმპანზემ აჯობა 6 წლის ბავშვს მოხერხებულობაში, დავალება იყო ვიწრო სინჯარიდან ხილის ამოღება. გვერდით იდგა ჟურჭლით სავსე წყალი. არც მაიმუნის და არც ბავშვის ხელი არ ეტეოდა სინჯარაში. ბავშვმა ვერ მოიფიქრა რომ წყალი ჩაესხა, მაიმუნმა კი მოიფიქრა შიგნით მოშარდვა😀
      შიმპანზესაც და 6 წლის ბავშვსაც აქვთ გონება და გარკვეულ დონეზე აზროვნებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ხვალინდელ დღეზე ფიქრობენ. ასე რომ შესაძლოა გონებაც ეტაპობრივად საფეხურებით ვითარდებოდა და არაა მოსალოდნელი რომ ადამიანმა ერთ დღეს გაიღვიძა და უკვე ჰაბლის ტელესკოპის აგებაზე ფიქრობდა.

      “მართლაც საიდან და როდის „გამოხტა“ უცებ ეს მამაdzაgლი გონება და აზროვნება?”
      დიდად სავარაუდოდ ეს გამოიწვია თავის ტვინის ზრდამ, რაღაც საფეხურის შემდეგ გაუმჯობესებულმა კვებამ კიდევ უფრო ააჩქარა გონების განვითარება. და შემდეგ სოციალურმა სტრუქტურამ ხელი შეუწყო იდეების და პროდუქტის გაცვლა გამოცვლას.

      მოიცა,თუ ცხოველი იყო ჯერ ადამიანი,ამ „მოაზროვნეობამდე“ როგორ მივიდა? უცებ მოხდა მუტაცია და დაიწყო ადამიანმა აზროვნება? „სოციალური სტრუქტურის“ (მომავლის დაგეგმარებით) მოფიქრებას უკვე კარგად განვითარებული ადამიანის ტვინი სჭირდება და აბა,ცხოველი იყო ადამიანიო?

      როგორ მივიდა და თანდათან.
      თავის ტვინის ზრდამ და ნეირონული კავშირების ახლებურმა გადაწყობამ. უცებ არ ხდება ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება. ეს მიმდინარეობდა ჰომოს ჯგუფის სახეობებში სავარაუდოდ რამდენიმე მილიონი წელი. უამრავი მუტაციის და გადარჩევის შედეგად.
      და როგორც ვახსენე უკვე სრულებით არაა საჭირო რომ სრული უინტელექტობიდან ბრახ და თანამედროვე მოაზროვნე ადამიანი გაჩნდეს. დააკვირდი ყველა ასაკის ადამიანს, 2 წლის ბავშვიც აზროვნებს რაღაც დონეზე

      “ძალიან მებრალება ადამიანი,რომელიც თავის თავში სიცოცხლეს ვერ გრძნობს და ფიქრობს,რომ იგი მხოლოდ მოსიარულე ძვლებისა და ხორცის გროვაა,ქიმიური ქარხანა ან „კბილებიანი ხორცი“,როგორც მემგონი დოსტოევსკის უწერია. ასეთი ადამიანები ფაქტიურად ცოცხალი მიცვალებულები არიან”,

      სიცოცხლეს მშვენივრად ვგრძნობ და ვტკბები მისით, სულაც არ ვკნინდები იმით რომ ორგანიზმი სხვა არაფერია თუ არა ძვლები და რბილი ქსოვილები. მე ჩემ პრივატულ სამყაროს და პრინციპებს თავად ვქმნი და სულაც არ ვფიქრობ რომ ამიტომ ნაკლები მნიშვნელობა მაქვს, ვიდრე ის ვისაც სიცოცხლე საკრალური და ვიტალური ძალა ჰგონია. და ვიღაც “ყოვლადკეთილი” ძიას ნაწყალობევი.

      “ქრისტიანული თვალსაზრისით. სულს იკლავენ თავისში და ზომბებივით მაშინალურად მიყვებიან დრეიფით ცხოვრებას,როგორც მიზეზ-შედეგობრიობის მექანიზმის ჭანჭიკები. ესე იგი,ადამიანებს ძალიან,ძალიან რომ არ უნდათ ხოლმე სიკვდილი,მხოლოდ „ორგანული ქიმიის გარკვეული ტიპის პროცესები“ ენანებათ?”
      მომიტევე და უკვე ვხარხარებ ამის წაკითხვისას😀
      მატერიალისტური მსოფმხედვა (მეტაფიზიკურს ვგულისხმობ) არანაირად არ ნიშნავს იმას რომ ადამიანს არ აქვს არაფერი ძვირფასი. არ აქვს ღრმა ღირებულებები ან ვერ ტკბება სიცოცხლით. ან არ უყვარს არავინ.
      ადამიანებს არ უნდათ სიკვდილი რადგან არსებობის სურვილი ჩაწერილია მათში. რადგან მიუხედავად ყველაფრისა ისინი ინდივიდები არიან. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეს ინდივიდი ზებუნებრივ სულს ატარებს თუ არა სინამდვილეში. მოლეკულურ დონეზე ის ორგანული ქიმიაა მხოლოდ, მაგრამ ეს მოლეკულები ქმნიან ძალზედ კომპლექსურ არსებას რომელსაც მთლიანობის განცდა აქვს, აქვს ეგო, მის გენეტიკურ კოდში დევს სიცოცხლის წყურვილი (ანუ იმის სურვილი რომ ეს ქიმიური პროცესები არ შეწყდეს)

      შენი აზრით ვინ გელაპარაკება და ვინ გამხელს ხოლმე შენივე თავში? ეს ვიღაცა სხვა არის თუ შენი მეორე მეა? ქიმიური პროცესებით როგორ აიხსნება შენ თავში არსებული ეს თითქოს მეორე პიროვნება და მასთან „დისკუსია“ და „ჭიდილი“? განვითარების გზაზე შემდგარ მაიმუნს რაში ჭირდებოდა ეს ზედმეტი დაბაბრკოლებელი „ბარგი“? ეს ხმაც მუტაციის შედეგია?
      ვინ მელაპარაკება და მამხელს და ჩემივე გონების ემოციური ან ლოგიკური ნაწილი.
      გონება ძირითადად ერთიანი და განუყოფელი გვგონია, სინამდვილეში კი ის შედგება სხვადასხვა მოდულებისგან, ზოგიერთ მოდულს ხანდახან სხვა რამ სურს და იქმნება კონფლიქტი. ისინი ნახევრად დამოუკიდებლები არიან და ზოგჯერ საკუთარი აზრიც კი გააჩნიათ.
      ეს არის თანამედროვე ნეირომეცნიერების აღმოჩენა, ჩემი აზრი და გამოგონება არაა.
      შეგიძლია ინტერნეტში მოიძიო ინფორმაციები. მაგალითად შემიძლია მოგიყვანო შემთხვევა რომელსაც ერთ-ერთი წამყვანი ნეირომეცნიერი რამაჩანდრანი ყვება პაციენტებზე რომლებსაც კორძიანი სხეულის (corpus callosum) დაზიანებით გათიშული აქვთ ტვინის ორ ნახევარსფეროს შორის კავშირი. მარჯვენა ტვინი ხედავს მარცხენა თვალით, მარცხენა მარჯვენა თვალით. სათითაოდ თვალით მხედველობის დაბლოკვით შესაძლებელია ასეთ პაციენტის ორივე ტვინს ცალ-ცალკე ჩაუტარო გამოკითხვა. ნახევარსფეროები ვერ ურთიერთქმედებენ, იმიტომ რომ მათი დამაკავშირებელი კორძიანი სხეული დაზიანებულია. ერთ-ერთი პაციენტის ნახევარსფეროებმა გამოავლინეს მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა.მაგალითად მარცხენას არ წამდა ღმერთი, მარჯვენას წამდა. ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს რომ გონება არის კონსტრუქციული ერთობა და არა ერთი მთლიანი განუყოფელი არსება. სხვათაშორის ეს სულის არსებობასაც უქმნის პრობლემას. თუ სული განუყოფელია (იდეაში ასეც უნდა იყოს) მაშინ ის გონების სხვადასხვა მოდულებში როგორ ნაწილდება? ან თუ სული მისტერიულდ უკავშირდება ტვინს, რომელ მოდულს ანიჭებს უპირატესობას?

      რომ გონებამ შექმნა თავისივე მამხილებელი მეორე გონება? და ამ დროს რომ გულით შეიძლება სულ სხვა რამ გინდოდეს? რამდენი გონიერი პიროვნებაღაა ადამიანში? რაღაც სამპიროვანისა და ერთარსის აsოციაციას ხომ არ იწვევს ეს ყველაფერი,თავის ხატად რომ შექმნა?..

      ევოლუციამ შექმნა ასეთი გონება!
      არანაირი სამპიროვანი ერთარსება😀
      მე ძირითადად ორ “მეს” გამოვარჩევ ხოლმე. თუმცა ნეირომეცნიერებამ აჩვენა რომ არსებობს რადენიმე მოდული. ორი მთავარია მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროები.

      Like

  24. „სიცოცხლეს მშვენივრად ვგრძნობ და
    ვტკბები მისით“
    – – ანუ თქვენი გაგებით ქიმიური
    რეაქციებით ტკბები?
    ქიმიური რეაქციებით ტკბობა ეს „კაიფის“
    ახალი სახეობაა?
    დაახლოებით ტოქსიკომანიის მსგავსი?
    რომელი სიცოცხლით ტკბები,დიდის ამბით
    რომ ამიხსენი ზემოთ,რომ არ
    არსებობსო,იმით? რატომღა იყენებთ რაღაც
    მეტაფიზიკურ ტერმინებს ლექსიკაში? უნდა
    გეთქვა,რომ მე ჩემ გენ. კოდში ჩაბეჭდილი
    და მერე ტვინის მოდულებში დაწერილ-
    გადამუშავებული მიმდინარე ქიმიური
    ფორმულებით ვხარობ და ვტკბებიო.
    მართლა მებრალებით
    ხოლმე,გულწრფელად,არა დამცინავად
    ოღონდ,თქვენგან განსხვავებით…
    დაახლოებით ვიცი შენი პასუხი. დაიწყებ
    ეხლა ეს გენეტიკურ კოდებშია
    ჩაწერილი,რომ უნდა მიხაროდესო.
    აი, ეს კი ჩემთვის არის „ხარხარამდე“
    სასაცილო…
    „მატერიალისტური მსოფმხედვა
    (მეტაფიზიკურს ვგულისხმობ) არანაირად არ
    ნიშნავს იმას რომ ადამიანს არ აქვს
    არაფერი ძვირფასი. არ აქვს ღრმა
    ღირებულებები ან ვერ ტკბება სიცოცხლით.“
    – – ვაუ,ეს პირველად გავიგე-
    „მატერიალისტურ-მეტაფიზიკური
    მსოფლმხედველობა“-ც გქონიათ…
    მეტი რა გზა გაქვთ? ისევ იმ „ჩიხთან“ ხომ
    არ გვაქვს საქმე,როცა მარტო ცარიელა
    მკვდარი მატერიითა და ფიზიკით
    ყველაფერს ვერ ხსნით ბოლომდე? ესე იგი
    „ფიზიკის იქითა“ რაღაცაც გჭირდებათ თქვენ
    იდეოლოგიაზე ფაქტების მორგებისთვის?
    ერთი ეს მითხარი – „ადამიანისთვის
    ძვირფასი
    რამ“,“ღირებულებები“,“სიცოცხლით
    ტკბობა“,“სიყვარული“,რომელი ქიმიური
    ფორმულებით გამოისახება? რა სახის
    რეაქციაა? მჟავა ტუტოვანია თუ ჟანგვითი
    პროცესია? ან იქნებ მათემატიკური
    განტოლებით წარმოგვიდგინო?
    „ვინ მელაპარაკება და მამხელს და ჩემივე
    გონების ემოციური ან ლოგიკური ნაწილი.
    გონება ძირითადად ერთიანი და
    განუყოფელი გვგონია, სინამდვილეში კი ის
    შედგება სხვადასხვა მოდულებისგან,
    ზოგიერთ მოდულს ხანდახან სხვა რამ სურს
    და იქმნება კონფლიქტი. ისინი ნახევრად
    დამოუკიდებლები არიან და ზოგჯერ
    საკუთარი აზრიც კი გააჩნიათ.“
    – – კვლავ გამეცინა… კვლავ გადასცდი
    მატერიალური სამყაროს საზღვრებს… ანუ
    „საკუთარი აზრი გააჩნია“ რაღაც „მოდულს“?
    აზრი შეიძლება გააჩნდეს მხოლოდ ცოცხალ
    პიროვნებას. ანუ ეს მოდულები ცალკე
    პიროვნებებია ადამიანში? (რა ვქნა და ისევ
    ის „სამპიროვნება ერთარსის“ ხატება
    მახსენდება და…). ანუ არის ერთი „მთლა
    უფროსი“ პიროვნება და ამავე დროს მას
    თავისსავე ტვინში „ჩასაფრებულები“ ჰყავს
    ქვეშევრდომი პიროვნებები და „ნერვებს
    უშლიან“? ნეტავ რა მუტაციამ გამოიწვია ეს
    „დამატებითი პიროვნებები“? ან უფრო
    საინტერესო:“საკუთარი აზრი“ რომელი
    ქიმიური ფორმულით გამოისახება? თუ
    კარგი აზრია,ალბათ ელემენტი ოქრო
    ურევია და თუ ცუდი აზრი-დარიშხანი?
    მაპატიე,მაგრამ კაი ხუმრობის ხასიათზე
    დამაყენე. ავტომატურად მოქმედი
    კომპიუტერული სისტემის მოდულებს
    შეიძლება საკუთარი აზრი გააჩნდეთ? თუ
    „საკუთარი აზრის“ ასახსნელად ტერმინად
    ისევ ეს „მამაძაღლი“ გაუგებარი და
    არამატერიალური „სიცოცხლე“ უნდა
    გამოვიყენოთ?
    უფრო უარესი-იძახი: „გონება ძირითადად
    ერთიანი და განუყოფელი გვგონია,
    სინამდვილეში კი ის შედგება სხვადასხვა
    მოდულებისგან, ზოგიერთ მოდულს
    ხანდახან სხვა რამ სურს“
    – – კომპიუტერულ ავტომატიზირებულ
    მოდულს თუ საკუთარი სურვილიც
    შეიძლებოდა ჰქონოდა,თანაც
    ერთმანეთისაგან განსხვავებული და
    საპირისპირო. ეს არ ვიცოდი… ეს უკვე
    ათეისტური „შედევრია“,“ჩიხური“ შედევრი…
    ძალიან იტანჯავთ თავს,არაფრით არ
    გინდათ,რომ თქვენ ძარღვებში ცოცხალი
    „სიცოცხლე“ შეიგრძნოთ…
    თქვენი სულჩამკვდარი იდეოლოგიიდან
    მაიმუნის თვალებიანი სიცივე,სიცარიელე
    და მარადიული სიკვდილი „იმზირება“!!!
    სამაგიეროდ ქიმიური რეაქციებია ბლომად…
    ისე,შემთხვევით ეგ მოდულები ადამიანის
    სულის,სამშვინველისა და სხეულის
    პროექციები ხომ არაა ტვინის გარკვეულ
    უბნებზე? აი,სულს,სამშვინველსა და
    სხეულს კიდევ (უფრო გასაგები
    გახდება,ვინც რუსული იცის: дух, душа, тело)
    ნამდვილად შეიძლება ჰქონდეთ
    ურთიერთსაპირისპირო სურვილები.
    ადამიანი ერთი ჰიპოსტასური ერთიანობაა
    (წმ. სამების ხატად). მასში სულიერი და
    მატერიალურია გაერთიანებული.
    პიროვნება,სულიცა და სამშვინველიც
    (სხეული თავისთავად) ალბათ უკავშირდება
    შენი ტვინის „მოდულებს“,ვინაიდან ამ
    მატერიალურ სამყაროში მხოლოდ
    მატერიის საშუალებითაა (ამ შემთხვევაში
    ტვინი და სხეულის მოტორიკა)
    ინფორმაციის გადაცემა შესაძლებელი.
    საიქიოში უკვე ადამიანები უშუალოდ
    განჭვრეტენ ერთმანეთის სულებს. პავლე
    მოციქულიც ხომ წერდა,რომ
    სიკვდილამდე,ჩვენ ადამიანები,ამ
    სამყაროში, როგორც „დაბურულ
    სარკეში“,ისე აღვიქვამთ რეალობასო.
    თქვენ გარკვეულ დონემდე სწორედ
    მსჯელობთ,მაგრამ იმის იქით ვეღარ
    მიდიხართ. კი,ნამდვილად ცოცხალი
    არსებების ამ მატერიალურ სამყაროში
    გარემოსთან ურთიერთობა ფიზიკისა და
    ქიმიის სფეროა,მაგრამ ეს მხოლოდ
    მატერიალურ გარემოსთან ურთიერთობა.
    ხოლო ამ ურთიერთობების ზნეობრივი
    შეფასება,ღირებულებებ­
    ი,ესთეტიკა,კულტურა,ხელოვნება სცდება
    უკვე ქიმიურ ფორმულებს და ევოლუციასაც
    არაფერში არ ჭირდება. ფიზიკა-
    ქიმიაა,კი,გეთანხმები გარემოსთან
    ურთიერთქმედება,მაგრამ ამ „ფიზიკა-
    ქიმიის“ კოორდინირებას,მიზანმიმართულად
    წარმართვას საყოველთაო ინტელექტი და
    საყოველთაო ცოცხალი გონება
    ჭირდება,რომელმაც იცის წინასწარ რა
    უნდა,როგორ უნდა და რისთვის უნდა! თანაც
    ეს ფიზიკა-ქიმიის კანონებიც მისი
    შექმნილია,მისი „ინტელექტის“ ნაყოფია…
    ისე,შემიძლია მადლობაც კი გითხრა
    ,რადგან მანამდეც კი ვიცოდი,რომ
    უახლესი მეცნიერული აღმოჩენები უფრო
    და უფრო აახლოებდა მეცნიერებას
    ბიბლიისეულ განმარტებებთან,მაგრამ ახალ
    შენგან კიდევ ახალი ასეთი რაღაცეები
    შევიტყე. ეს ტვინის
    ნახევრადდამოუკიდებელი მოდულებიც
    რაღაც კარგად მიესადაგება ქრისტიანული
    ანთროპოლოგიის პრინციპებს. ამაზე
    ქვემოთაც ვისაუბრებ,რამაჩანდრანზე რომ
    დავწერ.
    ქაოტური პროცესი მიზანს ვერ
    დასახავს,ქაოტური პროცესი ერთი
    კონკრეტული მიმართულებით ვერ წაიყვანს
    მილიარდობით ქიმიურ რეაქციას,ერთი
    კონკრეტული მიზნით; ერთი კონკრეტული
    მიმართულების კალაპოტში ვერ ჩააყენებს.
    მკვდარი მკვდარს ვერ დაუსახავს მიზანს და
    ვერ მისცემს მიმართულებას. აი,აქ
    არის,მეგობარო,ის ზღვარი,რომელსაც
    რწმენა სჭირდება. ან ასე უნდა იწამო ან
    ისე,2 ვარიანტია… ტყუილა გგონიათ,რომ
    ათეიზმი რწმენა არ არისო. რწმენაა
    მეგობარო,რწმენა იმისა,რომ ღმერთი არ
    არსებობს,რაიმეს არ არსებობა არ
    მტკიცდებაო, ამბობთ ხოლმე და ესე იგი
    უბრალოდ გწამს,რომ არ არსებობს,100 %-
    იანი მტკიცებულების გარეშე. საბოლოო
    ჯამში კიდევ,მე-100-ჯერ ვიმეორებ უკვე
    მგონი ამ მოსაზრებას,რომ რწმენა
    თითოეული ადამიანისთვის ქვეცნობიერად
    დადის შემდეგ ფორმულირებამდე (მისი
    შინაგანი განწყობებისა და გულისთქმები
    მიხედვით): „მაწყობს თუ არ მაწყობს,რომ
    ღმერთი არსებობდეს“. შენი
    არამატერიალური პიროვნება,იგივე „ეგო“
    ანუ „მე“ იღებს საბოლოო
    გადაწყვეტილებას,რომელი ვარიანტი უფრო
    აწყობს და შესაბამისადაც წარმართავს
    თავის განკარგულებაში მყოფ სულისმიერ
    გონებას,ჭკუას,თუნდაც სხეულს…
    შენ გწამს,რომ ქაოსსა და მკვდარ მატერიას
    შეუძლია შექმნას სამყაროსხელა ზუსტი და
    მიზანმიმართული „საათის
    მექანიზმი“,სიკვდილს შეუძლია შექმნას
    სიცოცხლე…
    ხოლო მე მწამს,რომ კანონზომიერება და
    მოწესრიგებულობა მხოლოდ
    კანონზომიერმა და მოწესრიგებულმა
    შეიძლება შექმნას,რომ სიცოცხლეც
    მხოლოდ ცოცხალმა შეიძლება
    შექმნას,გონება გონიერმა…
    სიცარიელე ვერ შექმნის სისავსეს!
    სიცივე ვერ შექმნის სითბოს!
    სიბნელე ვერ შექმნის სინათლეს!
    ბოროტება ვერ შექმნის სიკეთეს!
    რწმენა რწმენაა… რაციონალური გონებით
    ვერასდროს ვერ ჩაწვდები ღმერთსა და
    სიკეთეს,იგი გულმა უნდა დაგიდასტუროს…
    მატერია სულში ვერასდროს ვერ
    „ჩაიხედავს“,მისი არსებობა რომ
    დაგიმტკიცოს… ეს ორი განსხვავებული
    განზომილებაა… თუ არადა მიპასუხე მაშინ
    „ცნობილ“ კითხვაზე: მატარებელი უფრო
    ჩქარია თუ მთა უფრო მაღალია?

    “გენეტიკური ალგორითმი თუ გსმენია? ეს
    არის კომპიუტერული პროგრამირება, სადაც
    რისიმე პროგრამის კოდს, წერს არა
    ადამიანი არამედ თავად პროგრამა, კოდების
    გადარჩევა მიმდინარეობს სწორედ
    ბუნებრივი გადარჩევის პრინციპის
    მიხედვით, ის კოდები რომლებიც უკეთ
    შეასრულებენ დაკისრებულ ფუნქციას
    გადარჩებიან, სხვა კოდები კი წაიშლება,
    მათი გენერირება ხდება შემთხვევითობის
    პრინციპით.ამგვარი ტექნიკით მიიღწევა
    უფრო ეფექტური პროგრამირება ვიდრე
    ტრადიციულით, როცა მთლიან კოდს წერს
    პროგრამისტი. ეს პრინციპიც კარგად
    ანახებს თუ რამდენად ეფექტური სისტემაა
    ევოლუცია. ევოლუციას შეუძლია შექმნას
    ფუნქციონირებადი წარმატებული სისტემა.”
    – – თქვენ,ევოლუციონისტები ყოველთვის
    შუა პროცესიდან იწყებთ ახსნას და საწყისს
    კი ვერ ეძიებით. კი მაგრამ ის მთავარი
    საწყისი პროგრამა,რომელიც მერე თავად
    ქმნის სხვა პროგრამების კოდს,ხომ
    ცოცხალი ინტელექტის
    შექმნილია,კომპიუტერების შემთხვევაში
    ადამიანის… და ცოცხალი ორგანიზმების
    შემთხვევაში?.. თვითონ ამბობ-„როცა
    მთლიან კოდს წერს პროგრამისტი“-ო,ანუ
    იგულისხმება საბაზისო პროგრამაც და
    შემდეგ უკვე ამ საწყისი პროგრამით სხვა
    პროგრამული კოდების შექმნა. სამყაროს
    შემთხვევაში ვინ შექმნა საწყისი-საბაზისო
    პროგრამა,რომელმაც შემდეგ
    ავტომატიზირებული პროცესები
    დაარეგულირა ანუ სხვა პროგრამული
    კოდები დააგენერირა? გულისხმობთ,რომ
    მკვდარმა და უინტელექტო
    მატერიამ,შექმნა რაღაც კომპიუტერული
    საბაზისო პროგრამა?
    ეს ჩემთვის მართლა სასაცილოა. როგორ
    უნდა დაიბრმავო იდეოლოგიის გამო
    თვალები და გონება,რომ ეს დაიჯერო. მერე
    იტყვი ათეიზმი რწმენა არ არისო. თქვენ
    ცდილობთ,რომ სხვადასხვა მეცნიერის მიერ
    გამოთქმული ჰიპოთეზები (რომლებიც
    გაწყობთ,რა თქმა უნდა) უკვე დადგენილ
    ჭეშმარიტებად წარმოაჩინოთ და მერე
    სადღაც შუიდან იწყებთ უკვე ლოგიკურ
    ჯაჭვს. არადა ყველაფერში ყველაზე
    საინტერესო და მნიშვნელოვანი მომენტი
    დასაწყისია. როგორ შეიქმნა და ვინ შექმნა
    პირველადი-საბაზისო „გენეტიკური
    ალგორითმის„ პროგრამა? თავისით გამოხტა
    უცებ,არსაიდან?
    ისე თუ გამოგიძიებია,რამდენია
    ალბათობა,რომ ინტელექტის გარეშე
    დაიწეროს რაიმე კომპიუტერული
    პროგრამა? მე კიდევ მგონია,რომ ეს
    ალბათობა გამოისახება ერთი დიდზე დიდი
    0-იანით. თუ არ მეთანხმები,ეს უკვე
    რწმენის საკითხია,მეგობარო,რასაც
    ზემოთაც გეუბნებოდი არაერთხელ…
    როგორცვე ცოტა ბევრი თავისუფალი დრო
    გამომიჩნდება,დაგიწერ რამაჩანდრანის
    ცდებზე.

    Like

    • “ანუ თქვენი გაგებით ქიმიური
      რეაქციებით ტკბები?
      ქიმიური რეაქციებით ტკბობა ეს „კაიფის“
      ახალი სახეობაა?”
      სიცოცხლეა თავად კაიფი
      შენც რომ გგონია ზებუნებრივი გგვრის მაგ სიამოვნებას, შენი სიცოცხლის სიყვარულიც ქიმიური რეაქციაა და სხვა არაფერი. უბრალოდ შენ გაქვს ილუზია რომ რაღაც მაღალ მატერიებთან გაქვს საქმე, მე კი ჩვეულებვრივი მატერიით ვკმაყოფილდები და სათანადო მნიშვნელობას თავად ვანიჭებ,
      “რატომღა იყენებთ რაღაც
      მეტაფიზიკურ ტერმინებს ლექსიკაში?”
      “სიცოცხლე” მეტაფიზიკური ტერმინი კი არა გამოყენებადი, მოსახერხებელი ტერმინია ყოველდღიურ ლექსიკაში.

      “მართლა მებრალებით
      ხოლმე,გულწრფელად,არა დამცინავად
      ოღონდ,თქვენგან განსხვავებით…”
      არაუშავს გადავიტან, მთავარი ისაა რომ მე არ მებრალება ჩემი თავი, პირიქით გამოგიტყდებით და მებრალება ზრდასრული ადამიანები ვინც ამ რელიგიური ილუზიების ტყვეობაში ცხოვრობს და დიდის ამბით ელოდება საუკუნო სასუფეველს, ცხოვრება კი სასტიკია, მათი გონება არსად არ მიდის საუკუნო ნეტარებაში უბრალოდ ქრება.,
      გულწრფელად ვამბობ.

      “ვაუ,ეს პირველად გავიგე-
      „მატერიალისტურ-მეტაფიზიკური
      მსოფლმხედველობა“-ც გქონიათ…
      მეტი რა გზა გაქვთ? ისევ იმ „ჩიხთან“ ხომ
      არ გვაქვს საქმე,როცა მარტო ცარიელა
      მკვდარი მატერიითა და ფიზიკით
      ყველაფერს ვერ ხსნით ბოლომდე?”

      ვერ გამიგე ეტყობა. პრინციპში ჩემი ბრალია, მეტაფიზიკური ვახსენე იმიტომ რომ ტერმინ მეტაფიზიკური ნატურალიზმიდან ვისესხე. ამით იმის თქმა მინდოდა რომ არსებობს ორი სახის “მატერიალიზმი” ერთი ეხება ეგზისტენციალურ და მეტაფიზიკურ საკითხებს – აქ მეტაფიზიკა არ ნიშნავს რომ ფიზიკის და მატერიის მიღმა რამეს ვგულისხმობ. საკითხები როგორიცაა სამყაროს, სიცოცხლის, ადამიანის ბუნება, არსი, წარმოშობა, და ა.შ. მატერიალიზმით მოიხსენიებენ ასევე ფილოსოფიას რომელიც ეხება არა ეგზისტენციალურს არამედ ყოფაცხოვრებას და ყოველდღიურობას, როგორიცაა ბედნიერების და ჰარმონიის ძიება მატერიალურ კეთილდღეობაში, ფიზიკურ სიამოვნებაში და ძალაუფლებაში.
      ყველაფერს ვერ ვხსნით მართლაი ხარ, მაგრამ ამ დარჩენილ ამოუხსნელ მოვლენების გარკვევისთვის ღმერთები და ზებუნებრივი არსებები სულაც არ გვჭირდება.

      “ერთი ეს მითხარი – „ადამიანისთვის
      ძვირფასი
      რამ“,“ღირებულებები“,“სიცოცხლით
      ტკბობა“,“სიყვარული“,რომელი ქიმიური
      ფორმულებით გამოისახება? რა სახის
      რეაქციაა? მჟავა ტუტოვანია თუ ჟანგვითი
      პროცესია? ან იქნებ მათემატიკური
      განტოლებით წარმოგვიდგინო?”

      აქ რთული ფორმულები და კვლევა ძიება დაგვჭირდება.
      თუ არ გაგიგია შემიძლია გითხრა, შეგახსენო რამდენიმე ჰორმონი და ნივთიერება რომლებიც იწვევენ აღფრთოვანებას, სიამოვნებას, სიყვარულის განცდას.: ოქსიტოსინი, დოპამინი, ადრენალინი, და ა.შ.

      “კვლავ გადასცდი
      მატერიალური სამყაროს საზღვრებს… ანუ
      „საკუთარი აზრი გააჩნია“ რაღაც „მოდულს“?
      აზრი შეიძლება გააჩნდეს მხოლოდ ცოცხალ
      პიროვნებას. ანუ ეს მოდულები ცალკე
      პიროვნებებია ადამიანში? (რა ვქნა და ისევ
      ის „სამპიროვნება ერთარსის“ ხატება
      მახსენდება და…). ანუ არის ერთი „მთლა
      უფროსი“ პიროვნება და ამავე დროს მას
      თავისსავე ტვინში „ჩასაფრებულები“ ჰყავს
      ქვეშევრდომი პიროვნებები და „ნერვებს
      უშლიან“? ნეტავ რა მუტაციამ გამოიწვია ეს
      „დამატებითი პიროვნებები“?”

      არაფერსაც არ გადავცდი. ეს შენ ხარ დეტერმინირებული რომ ვისაც ან რასაც “აზრი” გააჩნია ე.ი ის თავისი არსით ზებუნებრივი უნდა იყოს. ეს შენ გაქვს აპრიორული დოგმატები რომ აზროვნებას ინტელექტს აუცილებლად ჭირდება ზებუნებრივი პირველმიზეზი.შენი არგუმენტი უბრალოდ ემყარება უცოდინარობის არგუმენტს. “რადგან მე არ ვიცი რომ ეს შესაძლებელია, რადგან მე ვერ წარმომიდგენია რომ ეს შეიძლება რეალური იყოს ამიტომ გვჭირდება ზებუნებრივი ღმერთი და დანარჩენი რელიგიური ბაგაჟი”.
      აქ ერთი მუტაცია არ ყოფილა. ტვინის სხვადასხვა ნაწილები ჩამოყალიბდა სხვადასხვა დროს ევოლუციურ ისტორიაში, მათ აქვთ განსხვავებული ფუნქციები და “მიზნები” ამიტომ შეიძლება კონფლიქტშიც მოვიდნენ ერთმანეთთან.

      “(რა ვქნა და ისევ
      ის „სამპიროვნება ერთარსის“ ხატება
      მახსენდება და”
      ალბათ იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ გინდა წარმოიდგინო. და ძალიან გინდა რომ ყველაფერი ისე იყოს როგორც დოგმატურმა რელიგიამ გასწავლა.
      …ავტომატურად მოქმედი
      კომპიუტერული სისტემის მოდულებს
      შეიძლება საკუთარი აზრი გააჩნდეთ? თუ
      „საკუთარი აზრის“ ასახსნელად ტერმინად
      ისევ ეს „მამაძაღლი“ გაუგებარი და
      არამატერიალური „სიცოცხლე“ უნდა
      გამოვიყენოთ?

      შეიძლება გააჩნდეთ, ხელოვნური ინტელექტის შექმნისგან შორს არ ვდგავართ. მალე იქნება მასეთი დროც როცა ეს პროგრამები შექმნიან მოზაოვნე არსებას,

      თქვენ,ევოლუციონისტები ყოველთვის
      შუა პროცესიდან იწყებთ ახსნას და საწყისს
      კი ვერ ეძიებით. კი მაგრამ ის მთავარი
      საწყისი პროგრამა,რომელიც მერე თავად
      ქმნის სხვა პროგრამების კოდს,ხომ
      ცოცხალი ინტელექტის
      შექმნილია,კომპიუტერების შემთხვევაში
      ადამიანის… და ცოცხალი ორგანიზმების
      შემთხვევაში?.

      ევოლუცია არ დაწყებულა სრულ სიცარიელეში. თუ პროგრამის შემთხვევაში დასაწყისში გვჭირდება პროგრამისტი, ევოლუციის შემთხვევაში საკმარისია ბუნებრის კანონები და გარემო პირობები.
      ძალიან ცდები როცა მაბრალებ თითქოს მე ქაოსის მწამდეს.სამყაროს რომ არ ქონდეს სტრუქტურა გეომეტრია და კნონები ვერაფერს შექმნიდა. ასე რომ სტრუქტურა და წესები არსებობს, რაც იწვევს ფუნქციონირებადი სისტემების წარმოშობას. ანუ პირველმიზეზად არ გვჭირდება ანთროპომორფული შემოქმედის დაშვება, სტრუქტურები იქმნება იმის გამო რომ სამყაროს აქვს კანონები და არ არის ქაოტური.
      “სამყაროს
      შემთხვევაში ვინ შექმნა საწყისი-საბაზისო
      პროგრამა”
      საერთოდ არ ვიცით ამ პროგრამას ჭირდება თუ არა შემქნელი. მითუმეტეს ანთროპომორფული “ვინმე” თქვენი რწმენა მთლიანად დაშენებულია ანთროპომორფიზმზე. საკუთარი ეგოს პროექციაზე სამყაროზე. უსაფუძვლო პრინციპულად გადაუმოწმებად მეთოდის გარეშე გაკეთებულ დასკვნებზე.

      “გულისხმობთ,რომ
      მკვდარმა და უინტელექტო
      მატერიამ,შექმნა რაღაც კომპიუტერული
      საბაზისო პროგრამა?”

      მკვდარი მატერია უსაფუძვლო და სასაცილო ტერმინია,.
      გრავიტაციას არ აქვს ინტელექტი, მაგრამ ქმნის პლანეტარულ სისტემებს, ვარსკვლავებს, პლანეტებს,გალაქტიკებს. იმპულსის მომენტს, რომელიც აწესრიგებს ორბიტებს, სასაიცოცხლო ზონებს. ფიფქები არაჩვეულებვრივად რთული სიმეტრიული და ლამაზია, მაგრამ მას არავინ ქმნის ღრუბლებში ინტელექტის მეშვეობით, ისინი იქმნება იმიტომ რომ წყლის მოლეკულებს აქვთ გარკვეული თვისებები, გარკვეულ ტემპერატურაზე და პირობებში. პულსარები, ანუ მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავები ბრუნავენ არაჩვეულებვრივი სისწრაფით და ზუსტი ინტერვალებით. ისე რომ მათი სიზუსტე უტოლდება დედამიწის ყველაზე ზუსტ საათებს, მაგრამ მათ არავინ აწესრიგებს. ამ ყველაფერს გრავიტაცია შვრება. უამრავი ფაქტი შემიძლია მოგიყვანო, ფაქტიურად ყველა მათგანი რაც მეცნიერულად ახსნილია, რომ არც ერთ მათგანის ამოხსნაში არ გვჭირდება გარეშე მომწესრიგებელი ძალა. ეს პროცესები ქმნიან მთელ “სამყაროებს” წარმოუდგენელ კომპლექსურობას. და არსად არ გვჭირდება ზებუნებრივი ძალა.

      “საიქიოში უკვე ადამიანები უშუალოდ
      განჭვრეტენ ერთმანეთის სულებს. პავლე
      მოციქულიც ხომ წერდა,რომ
      სიკვდილამდე,ჩვენ ადამიანები,ამ
      სამყაროში, როგორც „დაბურულ
      სარკეში“,ისე აღვიქვამთ რეალობასო.
      თქვენ გარკვეულ დონემდე სწორედ
      მსჯელობთ,მაგრამ იმის იქით ვეღარ
      მიდიხართ. კი,ნამდვილად ცოცხალი
      არსებების ამ მატერიალურ სამყაროში
      გარემოსთან ურთიერთობა ფიზიკისა და
      ქიმიის სფეროა,მაგრამ ეს მხოლოდ
      მატერიალურ გარემოსთან ურთიერთობა.”

      საიქიოში რა ხდება ეგ საიდან იცით? -აი ამ კითხვაშია მთელი უზარმაზარი პრობლემა რწმენასთან,
      მიპასუხებ მაგალითად პავლე მოციქულმა თქვაო, ან იესომ ან ვინმე წმინდანმა. გარეშე პირმა რატომ უნდა აღიაროს აპრიორი რომელიმე მათგანის ავტორიტეტი? ეს ცირკულარული არგუმენტია. “რატომ არის ბიბლია მართალი? – იმიტომ რომ ჭეშმარიტებას გვასწავლის – რა იცი რომ ჭეშმარიტებას გვასწავლის? – ბიბლიაში წერია ასე! – რატომ არის ბიბლია მართალი? იმიტომ რომ ჭეშმარიტებას გვასწავლის – და ა.შ. უსასრულოდ.

      “მიზანმიმართულად
      წარმართვას საყოველთაო ინტელექტი და
      საყოველთაო ცოცხალი გონება
      ჭირდება,რომელმაც იცის წინასწარ რა
      უნდა,როგორ უნდა და რისთვის უნდა! ”

      რას ეფუძნება ეს აზრი?
      ვგონებ მხოლოდ რწმენას, რომ ინტელექტი რაღაც ზებუნებრივი და საკრალურია, რომ წესრიგს ჭირდება აუცილებლად ვინმე ანთროპომორფული არსება.
      მეცნიერება კი ანახებს რომ სისტემები იქმნება ნატურალისტური სისტემით, იქიდან გამომდინარე რომ სამყაროს გააჩნია სტრუქტურა და გეომეტრია. თუ საიდან მოვიდა ეს ბაზისური კანონები ეს ჯერ ჯერობით უცნობია, მაგრამ უცოდინარობა არ არის საკმარისი რომ ყველაფერი პიროვნულ ზებუნებრივ შემოქმედს დავაბრალოთ. როგორც მორწმუნეები წარმოაჩენთ ერთმნიშვნელოვნად მასე ნამდვილად არაა. თუ გაინტერესებს გირჩევ სტატიებს და წიგნებს, იმის შესახებ თუ რას ფიქრობენ მეცნიერთა უმრავლესობა ამ საკითებზე.

      “რაციონალური გონებით
      ვერასდროს ვერ ჩაწვდები ღმერთსა და
      სიკეთეს,იგი გულმა უნდა დაგიდასტუროს…
      მატერია სულში ვერასდროს ვერ
      „ჩაიხედავს“
      და სწორედ ამიტომ არაფერში მჭირდება ეგ ყველაფერი!
      იმიტომ რომ “გულს” არაფერი დაეჯერება. მე რომ დავბადებულიყავი მაიას იმპერიის ხანაში, “გული” მეტყოდა რომ კუკულკანია მართალი ღმერთი. რომ დავბადებულიყავი ძველ ჩინეთში “გული” ალბათ დრაკონი “პან-გუს” მითისკენ გამიწევდა ან ძველ საბერძნეთში ოლიმპოს ღმერთებისკენ. შენ მთავაზობ რომ უბრალოდ დავყვე ნებისმიერ ემოციურ დამოკიდებულებას, რომელსაც განსაზღვრავს კულტურა, ეპოქა და ტრადიცია. რაც ჩემთვის ჩარჩოები და ბორკილია.

      კომპიუტერულ ავტომატიზირებულ
      მოდულს თუ საკუთარი სურვილიც
      შეიძლებოდა ჰქონოდა,თანაც
      ერთმანეთისაგან განსხვავებული და
      საპირისპირო. ეს არ ვიცოდი… ეს უკვე
      ათეისტური „შედევრია“,“ჩიხური“ შედევრი…
      ძალიან იტანჯავთ თავს,არაფრით არ
      გინდათ,რომ თქვენ ძარღვებში ცოცხალი
      „სიცოცხლე“ შეიგრძნოთ…

      რაღაც აპრიორული დასკვნები გაქვს გაკეთებული და ვერ წარმოგიდგენია რომ ალტერნატივა არსებობს. ხელმძღვანელობ “უცოდინარობის არგუმენტით”
      რატომ ვიტანჯავთ თავს? სრულიად არაფერი მტანჯავს ჩემს მსოფმხედველობაში.
      ტანჯვა უფრო თქვენსკენ მგონია. რადგან გამუდმებით ცდილობთ ჩარჩოებში დარჩენას, სულ ფიქრობთ რომ ვიღაც გიყურებთ და გაკონტროლებთ. ცოდვების ჩადენის შემდეგ გაწუხებთ დანაშაულის გრძნობა, ხშირად ჯოჯოხეთის და ეშმაკის შიში. დამოკიდებული ხართ წარმოსახვითი მეგობრის კაპრიზებზე რომელიც თქვენი სუპერეგოს პროექციაა და მეტი არაფერი.თქვენგან განსხვავებით მე არ მაწუხებს არც ერთი მათგანი, რათქმაუნდა სინანული და ეთიკური ნორმები მეც მაქვს, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩემივე პრინციპების წინაშე მაქვს და არა ზებუნებრივის მიმართ რომელიც ცხელ ქვაბში მომხარშავს თუ არ დავუჯერე ან რაიმე მსგავსი. შესაბამისად არ ვღელავ ვიღაც ზებუნებრივი “მამიკოს” ხასიათზე, მარადიულ ცეცხლზე და სხვა უსარგებლო რამეებზე.

      “არაფრით არ გინდათ რომ თქვენ ძარღვებში ცოცხალი სიცოცხლე შეიგრძნოთ”
      ძალიან მართობს ასეთი ზედაპირული შეფასებები. ათეისტს ალბათ ეკრანის მიღმა არც შეხვედრიხარ.
      გამუდმებით აპელირებთ ემოციური დამოკიდებულებებით, თითქოს, იმით რომ ჩემი თავი უკვდავი და სუპერმენი მეგონება რაიმე შეიცვლება ამ ცხოვრებით ტკბობაში.
      სინამდვილეში ათეისტი და მორწმუნე ამით არ განირჩევა. ორივეს შეიძლება ერთნაირად უყვარდეს სიცოცხლე, უბრალოდ მორწმუნემ შეიძლება თავისი ილუზიების გამო ბევრი რამე მოიკლოს, სამუდამო საიქიო ნეტარების ჯილდოს მოლოდინში.
      ტყუილა გგონიათ,რომ

      “ათეიზმი რწმენა არ არისო. რწმენაა
      მეგობარო,რწმენა იმისა,რომ ღმერთი არ
      არსებობს,რაიმეს არ არსებობა არ
      მტკიცდებაო, ამბობთ ხოლმე და ესე იგი
      უბრალოდ გწამს,რომ არ არსებობს,100 %-
      იანი მტკიცებულების გარეშე. საბოლოო
      ჯამში კიდევ,მე-100-ჯერ ვიმეორებ უკვე
      მგონი ამ მოსაზრებას,რომ რწმენა
      თითოეული ადამიანისთვის ქვეცნობიერად
      დადის შემდეგ ფორმულირებამდე (მისი
      შინაგანი განწყობებისა და გულისთქმები
      მიხედვით): „მაწყობს თუ არ მაწყობს,რომ
      ღმერთი არსებობდეს“. შენი
      არამატერიალური პიროვნება,იგივე „ეგო“
      ანუ „მე“ იღებს საბოლოო
      გადაწყვეტილებას,რომელი ვარიანტი უფრო
      აწყობს და შესაბამისადაც წარმართავს
      თავის განკარგულებაში მყოფ სულისმიერ
      გონებას,ჭკუას,თუნდაც სხეულს”

      ათეიზმი არის რწმენის არ არსებობა!
      თუმცა არის კატეგორია ვისაც სჯერა რომ ღმერთი არ არსებობს და მორჩა!
      არის ასევე სკეპტიკური ათეიზმი. რომელიც მოკლედ რომ ვთქვათ ამბობს “არ არსებობს საკმარისი საბუთი რომ ვიწამო” მე ამ უკანასკნელს ვიზიარებ. 100%-ით მე ვერაფერს გამოვრიცხავ, ვერც ღმერთს, მაგრამ ალბათობა აშკარად მისი არსებობის საწინააღმდეგოდაა.

      მაწყობს არ მაწყობს ფორმულირებას რაც შეეხება, განსაკუთრებით ნიშანდობლივია, მორწმუნეების უმრავლესობის მიზეზი თუ რატომ წამთ. “აწყობთ” ძალიან კარგი სიტყვა იხმარე. გაწყობთ და გწამთ.
      ათეისტის შემთხვევაში ბევრი მინახავს ვისაც შინაგანად უნდა “კეთილი ძია” არსებობდეს, მაგრამ იმ ფაქტს ვერსად წაუვლენ რომ გაიზარდნენ და რეალობა სხვა რამეს აჩვენებს.
      პირადად მე არც მწაყობს, მაგრამ ჩემი პოზიცია და “არ რწმენა” არ ემყარება ამ პირად სურვილს, გინდ დაიჯერე გინდ არა. ჩემთვის მთავარია მტკიცებულება, ის რომ არსებობდეს ცოდნის მიღების მეთოდი, ის რომ მეთოდი მუშაობდეს. და არა ის რომ: – “აი ამ წიგნში წერია, და რახან წერია ე.ი მართალია. ან, “აი გონებაში მეორე მე რომ გელაპარაკება ხომ ვერ ხსნი ე.ი ღმერთია”
      შენთვის რაღაცეები აშკარაა, მხოლოდ იმიტომ რომ სხვა ალტერნატივებს არ გაცნობიხარ. “როგორ პირველმიზეზი ხომ უნდა იყოს პიროვნული ღმერთი?” – მაგრამ ასე მარტივად არაა.

      Like

  25. მე ვიცოდი, რომ იგივეები გამოგივიდოდა. რაც უფრო მეტ პასუხებს მიწერ,მით უფრო ვრწმუნდები,რომ არ გყოფნით ათეისტებსა და მატერიალისტებს არგუმენტები. მარტო მატერია,როგორც ასეთი, აშკარად არ გყოფნით სამყაროს ასახსნელად. როგორც გეუბნებოდი ზემოთაც,თქვენ ისევ შუა პროცესიდან იწყებთ ახსნას,უკვე დამდგარი შედეგებიდან და აქედან აგრძელებთ თქვენი ლოგიკური ჯაჭვის გაბმას. ამ დროს ყველაზე მთავარი-საწყისი და პირველმიზეზი იგნორირებულია. ქვემოთ მოგიყვან ამის საილუსტრაციოდ მაგალითებს შენი კომენტარებიდან:

    „აქ რთული ფორმულები და კვლევა ძიება დაგვჭირდება.
    თუ არ გაგიგია შემიძლია გითხრა, შეგახსენო რამდენიმე ჰორმონი და ნივთიერება რომლებიც იწვევენ აღფრთოვანებას, სიამოვნებას, სიყვარულის განცდას.: ოქსიტოსინი, დოპამინი, ადრენალინი, და ა.შ.“

    (შენ წარმოიდგინე,რომ გამიგია… ) მეგობარო,ეს ჰორმონები უკვე დამდგარი შედეგია,რომელიც რაღაც პირველმიზეზზე რეაგირებაა მატერიალურ სამყაროში ინფორმაციის გადასაცემად და ემოციის გამოსახატავად. რამ აღძრა თავად სიყვარული,რომელმაც ორგანიზმში სიგნალი გაუშვა და ამას ჰორმონის გამოყოფა მოჰყვა? საიდან მოვიდა პირველად აზრი,რომ მე ვიღაც ან რაღაც მიყვარს? რეალურად ჯერ გონებრივად შემიყვარდა რაღაც ან ვიღაც და მერე ამ ფონზე ორანიზმმა ჰორმონების საშუალებით „ხორცი შეასხა“ ამ აბსტრაქტულ გრძნობას,მატერიალური სამყაროს ენაზე „გადმოთარგმნა“,დეკოდირება გაუკეთა. თქვენ კი უკუღმა ხსნით და ამბობთ: რომ ეს ჰორმონები და ქიმიური რეაქციებია სიყვარულიო. (მოდი,და არ შემებრალოთ ეხლა…) ან სიამოვნებაზე რომ ვთქვათ: ჯერ რაღაცა მეამა და მერე გამოიყო ვთქვათ,იგივე დოფამინი,თუ ყოველგვარი მიზეზის გარეშე,თავისთავად ჯერ დოფამინი გამოიყო და მერე ამით მივხვდი,რომ მესიამოვნა? შენც ადამიანი ხარ და მეც და მემგონი კარგად ვიცით,რომ ჯერ გონება იაზრებს,რომ რაღაცა უყვარს და ამას მოყვება აღმაფრენა,ჯერ გონება ხვდება,რომ რაღაც სასიამოვნოა და ამას მოყვება ჰორმონების „აღლუმი“. ანუ იმის თქმა მინდა,რომ აზრი აღძრავს გამოხატულებას. ხომ უგუნურებაა პირიქით რომ ვთქვათ,რომ გამოხატულება წინ უსწრებდეს აღძვრას? ანუ შედეგი წინ უსწრებდეს მიზეზს?
    …ეს ყველაფერი რომ ასეა და წმინდად ადამიანური შეგრძნებები გონებიდან რომ მოდის,იქიდანაც ჩანს,თუ ცხოველებსა და ადამიანებს შევადარებთ: ვთქვათ,ცხოველი შეჭამს დაკმაყოფილდება და ჩერდება. ადამიანი შეჭამს და კიდევ და კიდევ ეძიებს რომ ჭამოს, ისიამოვნოს,თუნდაც ეს მისი ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს უკვე. იგი უმეტასად ჭამს უკვე იმიტომ,რომ ისიამოვნოს. ამ დროს ხდება მისი ჯანმრთელობის დაზიანება და ზედმეტი ბუნებრივი რესურსების შთანთქმა. ახლა გეკითხები: თუკი ადამიანი ევოლუციურ პროცესებს დაქვემდებარებული ავტომატიზირებული არსება იყო,როგორ დაუშვა ევოლუციამ ასეთი მიდგომა? საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება და ზედმეტი ბუნებრ. რესურსების განიავება-ეს ხომ რადიკალურად ეწინააღმდეგება ევოლუციურ პრინციპებს?! ეხლა თუ გვიანია და ევოლუციას რაღაცნაირად „გაექცა“ ეს „ცელქი“ ადამიანი,სანამ იგი ნახევრადმაიმუნი იყო,რატომ ძირშივე არ აღმოფხვრა შენმა ნაქებმა „გენეტიკური კოდის“ პროგრამამ ეს მახინჯი ტენდენციები? მაგრამ როგორ უნდა აღმოეფხვრა,როცა ეს „აღმატებული ადამიანური შეგრძნებები“ არამატერიალურია და შესაბამისად,არამატერიალური სამყაროს გამოძახილია?

    ასე რომ,ძალაში რჩება ჩემი კითხვა:
    „”ერთი ეს მითხარი – „ადამიანისთვის ძვირფაsი რამ“,“ღირებულებები“,“სიცოცხლით ტკბობა“,“სიყვარული“,რომელი ქიმიური ფორმულებით გამოისახება? რა სახის რეაქციაა? მჟავა ტუტოვანია თუ ჟანგვითი პროცესია? ან იქნებ მათემატიკური განტოლებით წარმოგვიდგინო?”“,
    რომელსაც ფაქტიურად თავი აარიდე…

    კიდევ ერთი მაგალითი საკითხის შუიდან დაწყებისა:

    ჩემ კითხვაზე: „კომპიუტერული სისტემის მოდულებს შეიძლება საკუთარი აზრი გააჩნდეთ? თუ საკუთარი აზრის“ ასახსნელად ტერმინად ისევ ეს „მამაძაღლი“ გაუგებარი და არამატერიალური „სიცოცხლე“ უნდა
    გამოვიყენოთ?

    შენ პასუხობ: „შეიძლება გააჩნდეთ, ხელოვნური ინტელექტის შექმნისგან შორს არ ვდგავართ. მალე იქნება მასეთი დროც როცა ეს პროგრამები შექმნიან მოზაოვნე არსებას.“

    – – შენ ისევ შუალედურ პროდუქტზე გაქვს,მეგობარო,ლაპარაკი. „ხელოვნური ინტელექტი“ ისევ ადამიანის ნახელავი იქნება,თვითონ სიტყვა „ხელოვნური“-ც კი ამაზე ღაღადებს. „როცა ეს პროგრამები შექმნიან მოზაოვნე არსებას“-ო და „ეს პროგრამები“ ხომ ისევ ადამიანის შექმნილია? აქაც,შენ აზრშიც,ხომ თავი და თავი და საწყისი ისევ ცოცხალი ინტელექტია?.. ვინ შექმნა სულ,სულ,სულ პირველი ბაზისური პროგრამა?
    კვალვ გაგიმეორებ ჩემ კითხვას: „ისე თუ გამოგიძიებია,რამდენია ალბათობა,რომ ინტელექტის გარეშე დაიწეროს რაიმე კომპიუტერული პროგრამა?“
    კიდევ ერთი… და ბევრჯერ „ერთი“…
    „ევოლუცია არ დაწყებულა სრულ სიცარიელეში. თუ პროგრამის შემთხვევაში დასაწყისში გვჭირდება პროგრამისტი, ევოლუციის შემთხვევაში საკმარისია ბუნებრის კანონები და გარემო პირობები.“

    – – ამას ახსნას ეძახი? ეგ „ბუნების კანონები და გარემო პირობები“ ვიღამ შექმნა? ციდან ჩამოფრინდა?.. ვხუმრობ,მაგრამ იქნებ მართლაც „ციდან“?..
    იძახი: „პროგრამის შემთხვევაში დასაწყისში გვჭირდება პროგრამისტი“-ო
    და მართალია,შენ არ გინდა დაინახო,მაგრამ შენივე სიტყვების ლოგიკას თუ მივყვებით,გამოდის,რომ „ბუნების კანონები“ ის პროგრამაა,რომელიც ვიღაც „პროგრამისტმა“ შექმნა!..

    კვლავ იძახი: „ძალიან ცდები როცა მაბრალებ თითქოს მე ქაოსის მწამდეს.სამყაროს რომ არ ქონდეს სტრუქტურა გეომეტრია და კნონები ვერაფერს შექმნიდა. ასე რომ სტრუქტურა და წესები არსებობს, რაც იწვევს ფუნქციონირებადი სისტემების წარმოშობას.“

    – – ამიხსენი რაღა… კვლავ იგივე პრობლემას ვაწყდებით-სტრუქტურა და კანონები ვინ შექმნა? წესები ვინ დაადგინა? წესების წინამორბედი უწესრიგობაა,სტრუქტურისა-ამორფულობა. უწესრიგობა და ამორფულობა არის თუ არა ქაოსი? რატომღა იძახი-„„ძალიან ცდები როცა მაბრალებ თითქოს მე ქაოსის მწამდეს“-ო? თუ იტყვი,რომ წესებიცა და სტრუქტურაც პირდაპირ ასეთი სახით იყო ყოველთვისო,კვლავ გამიჩნდება კითხვა – „ციდან ჩამოფრინდნენ“? თუ „ჩამოაფრინეს“?

    ეს ათეისტური „ჩიხი“ კი არა,უკვე ათეისტური ჩიხური „ლაბირინთებია“,რომლიდანაც ვერ გამოაღწევთ,თუ ისევ „ვინმე მოწყალემ“ არ გაგიბათ უკან გამოსასვლელად ძაფი,რომ მინოტავრი არ მოვიდეს და არ „შეგყლაპოთ“…

    „“სამყაროს შემთხვევაში ვინ შექმნა საწყისი-საბაზისო პროგრამა”
    -საერთოდ არ ვიცით ამ პროგრამას ჭირდება თუ არა შემქნელი.“

    – – არ იცით,გასაგებია,მაგრამ შენი აზრით? ლოგიკურად? შენ შეგიძლია დაუშვა,რომ პროგრამა შეიძლება ინტელექტის გარეშე დაიწეროს? მით უმეტეს ამხელა სამყაროს „პროგრამა“? აქაც ისევ,იმ რწმენის საზღვარზე მოექეცი,მეგობარო,რაც უკვე ბევრჯერ ვახსენეთ. აქაც რწმენით უნდა გადაწყვიტოს ყველამ,რომელი აზრი უფრო აწყობს…

    ასე რომ,ათეიზმი არ არის უფრო ლოგიკური,ვიდრე თეიზმი,მეგობარო. ორივე რაღაც მომენტში რწმენით იღებს გადაწყვეტილებას. ნებისმიერ სფეროში მიადგები იმ გზაგასაყარს,რის იქითაც სიცარიელეს ხედავ და იმ სიცარიელეს შენებური ინტერპრეტაციებითა და ზნეობა-განწყობებით,იდეოლოგიით განმარტავ. მე ათეისტურ ოჯახში ვარ დაბადებულ გაზრდილი,ევოლუციური თეორია მაქვს სკოლაში გავლილი. ასე თუ ისე ვიცნობ,როგორც ათეისტურ,ისე რელიგიურ განმარტებებს და ჩემი გულიცა და ჩემებური ლოგიკაც ამ უკანასკნელისკენ იხრება. გაცილებით მეტ არგუმენტებს ვხედავ საამისოდ…

    შენ მხოლოდ ცალმხრივად იღებ ინფორმაციებს. ბიბლია და სახარებაც კი არ გექნება წაკითხული მით უმეტეს,წმინდა მამათა უბრძნესი წიგნები. მე კიდევ ამასაც მკითხულობ და შენ რაც დაგიწერია აქამდე კომენტარებში,თითქმის ყველაფერი ისედაც ვიცოდი. ორივე მხრის არგუმენტების შეჯერებით მე „ღმერთისკენ“ ვარ. ბიბლიას რომ იცნობდე,ქრისტიანულ წინასწარმეტყველებებს რომ იცნობდე,შენც დაინახავდი,თუ როგორ უახლოვდება უახლესი მეცნიერული აღმოჩენები (მით უმეტეს,არაფართოდ ტირაჟირებული და გაპიარებული აღმოჩენები) სამყაროს ბიბლიურ სურათს.

    შენ ჭეშმარიტებას არ ეძიებ,მეგობარო,არამედ მოუსვენრად „ნადირობ“ იმ „ალბათობების“ ძიებაზე,თუნდაც მოძველებულების,რომლებიც ერთი შეხედვით,ბიბლიას ეწინააღმდეგებიან. მეორე მხარის სერიოზულ ლიტერატურას არც კითხულობ ალბათ (სოც. ქსელებს არ ვგულისხმობ),ამისთვის მგონია,რომ ათეისტური ნებისყოფა არ გეყოფა…

    კვლავ ათეისტური „ლაბირინთები“,კვლავ „შუიდან“ დაწყება:

    „გრავიტაციას არ აქვს ინტელექტი, მაგრამ ქმნის პლანეტარულ სისტემებს, ვარსკვლავებს, პლანეტებს,გალაქტიკებს. იმპულსის მომენტს, რომელიც აწესრიგებს ორბიტებს, სასაიცოცხლო ზონებს.“

    – – თავად გრავიტაცია როგორ შეიქმნა და ვინ შექმნა? თანაც იგი კი არ ქმნის პლანეტარულ სისტემებსა და ვარკვლავებს და ა. შ.,როგორც იძახი, არამედ უკვე არსებული მასალიდან აწესრიგებს,“აკოწიწებს“,“კრავს“. ეს შექმნა არ არის,უფრო მოწესრიგებაა. მატერია რომ არ იყოს შექმნილი და არ არსებობდეს,გრავიტაციაც არ იარსებებდა და ვერაფერზე ვერ იმოქმედებდა შესაბამისად. გრავიტაცია ის ერთერთი შექმნილი „პროგრამაა“ სამყაროს მოსაწესრიგებლად.

    „ფიფქები არაჩვეულებვრივად რთული სიმეტრიული და ლამაზია, მაგრამ მას არავინ ქმნის ღრუბლებში ინტელექტის მეშვეობით, ისინი იქმნება იმიტომ რომ წყლის მოლეკულებს აქვთ გარკვეული თვისებები, გარკვეულ ტემპერატურაზე და პირობებში.“

    – – „ფიფქები“ ეს უკვე დაწერილი შუალედური პროგრამაა,მეგობარო. წყლის მოლეკულებს ეს „გარკველული თვისებები“ ვინ მიანიჭა,რომ მათგან გარკვეულ პირობებში ფიფქები ყალიბდება? მათი მოლეკულების შემადგენელ მასალებს ვინ დაუწერა „პროგრამა“,რომ ისინი გარკვეულ პირობებში განსაზღვრულ ფორმებს იღებენ? ვინ იყო პირველადი საბაზისო პროგრამის ავტორი,რომელმაც არაფრისგან ყველაფერი შექმნა და დააპროგრამა? საწყისებზე ვილაპარაკოთ,მეგობარო,პირველმიზეზებზე. არ გინდა,რადგან იცი,რომ ეს ისევ და ისევ რწმენის ცნებამდე მიგვიყვანს.

    „ვერ გამიგე ეტყობა. პრინციპში ჩემი ბრალია, მეტაფიზიკური ვახსენე იმიტომ რომ ტერმინ მეტაფიზიკური ნატურალიზმიდან ვისესხე. ამით იმის თქმა მინდოდა რომ არსებობს ორი სახის “მატერიალიზმი” ერთი ეხება ეგზისტენციალურ და მეტაფიზიკურ საკითხებს – აქ მეტაფიზიკა არ ნიშნავს რომ ფიზიკის და მატერიის მიღმა რამეს ვგულისხმობ. საკითხები როგორიცაა სამყაროს, სიცოცხლის, ადამიანის ბუნება, არსი, წარმოშობა, და ა.შ. მატერიალიზმით მოიხსენიებენ ასევე ფილოსოფიას რომელიც ეხება არა ეგზისტენციალურს არამედ ყოფაცხოვრებას და ყოველდღიურობას, როგორიცაა ბედნიერების და ჰარმონიის ძიება მატერიალურ კეთილდღეობაში, ფიზიკურ სიამოვნებაში და ძალაუფლებაში.“

    – – მატ. კეთილდღეობა,ფიზიკური სიამოვნებანი და ძალაუფლება რომ უნდა ადამიანს,გასაგებია,არ ეწინააღმდეგება ევოლუციის პრინციპებს,მაგრამ რომ იძახი ამ ყველაფერში ბედნიერებასა და ჰარმონიას ეძიებსო,მატერიალური სამყაროსთვის,ფიზიკა-ქიმიისთვის და თვითგადარჩენისთვის ეს „ბედნიერება და ჰარმონია“ რა ჯანდაბა და დოზანაა? შენი აზრით ამიხსენი ახლა,რომ მეტაფიზიკაში სხვა რამეს გულისხმობდი? ხომ ხედავთ,მაინც ვერ გამოდიხართ ათეისტური „ჩიხიდან“,მაინც გჭირდებათ რაღაც აბსტრაქტული,არაამქვეყნიური…

    კაცო,თუ მეუბნები,რომ განვითარებული მაიმუნები ვართო,მაშინ თუკი ვთქვათ,მიღწეული მაქვს კეთილდღეობა,უხვად მაქვს ფიზ. სიამოვნებანი და თან ძალაუფლება,რომ სხვებს თავზე გადავუარო,მე წინ წავიდე და ჩემი ძლიერი და ყველაფრით „დაკმაყოფილებული“ გენი სხვებზე წარმატებით გავავრცელო,მაშინ რაღაში მჭირდება და რაღა თავში ვიხლი რაღაც გაუგებარ,აბსტრაქტულ „ბედნიერებასა და ჰარმონიას“? ეხლა მაგაზე ფიქრში და განსჯაში დავკარგო კიდევ რესურსები? არა,მეგობარო,თქვენი ევოლუცია ასეთი არაპრაგმატული,უყაირათო და მით უმეტეს,ასეთი სენტიმენტალური ნამდვილად არაა!..

    „თქვენგან განსხვავებით მე არ მაწუხებს არც ერთი მათგანი, რათქმაუნდა სინანული და ეთიკური ნორმები მეც მაქვს, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩემივე პრინციპების წინაშე მაქვს და არა ზებუნებრივის მიმართ“
    – – რა მნიშვნელობა აქვს ვის მიმართ გაქვს? სინანული თუ გაქვს,ხომ გაწუხებს მაინც? სინანული ევოლუციის შედეგია? რა ქიმიური ფორმულაა? ევოლუციის ლოგიკაში რამენაირად ჯდება?

    „100%-ით მე ვერაფერს გამოვრიცხავ, ვერც ღმერთს”…“ყველაფერს ვერ ვხსნით მართლაი ხარ“
    – მადლობა გულწრფელობისათვის!
    კარგი ადამიანი ხარ,ამ თვისებაზე დაყრნდობით თუ ვიმსჯელებთ…
    მეც იმისათვის, რომ შენთვის უფრო დამაჯერებელი არგუმენტები მომეყვანა,უფრო მეტი გამოვიძიე და ამასობაში ბევრი ახალი რამ აღმოვაჩინე და წავიკითხე და ამან რწმენაში კიდევ უფრო განმამტკიცა და დამარწმუნა. ღმერთმა დაგლოცოს,მეგობარო! უფალი შეგეწიოს ჭეშმარიტების ძიების გზაზე!

    Like

  26. “მე ვიცოდი, რომ იგივეები გამოგივიდოდა. რაც უფრო მეტ პასუხებს მიწერ,მით უფრო ვრწმუნდები,რომ არ გყოფნით ათეისტებსა და მატერიალისტებს არგუმენტები. მარტო მატერია,როგორც ასეთი, აშკარად არ გყოფნით სამყაროს ასახსნელად. როგორც გეუბნებოდი ზემოთაც,თქვენ ისევ შუა პროცესიდან იწყებთ ახსნას,უკვე დამდგარი შედეგებიდან და აქედან აგრძელებთ თქვენი ლოგიკური ჯაჭვის გაბმას. ამ დროს ყველაზე მთავარი-საწყისი და პირველმიზეზი იგნორირებულია. ქვემოთ მოგიყვან ამის საილუსტრაციოდ მაგალითებს შენი კომენტარებიდან:”

    როგორც ვატყობ არ აკვირდები არგუმენტებს, მარტო ერთი კუთხიდან ხედავ ყველაფერს.
    პირველმიზეზს ვაიგნორებთ იმიტომ რომ ის უცნობია. ამაზე შევთანხმდეთ. უცნობია თეისტისთვისაც და ათეისტისთვისაც. იმიტომ რომ არ გვაქვს ცოდნის მიღების მეთოდი. თავადვე ამბობ რომ ამ პირველმიზეზს მხოლოდ რწმენა მიესადაგება. ანუ პირველმიზეზე რომ ვისაუბროთ უნდა გამოვიყენოთ რწმენა, სრულ სიბნელეში რომ არ ვიყოთ მე პირადად ვეყრდნობი ლოგიკას და სამყაროს ამოხსნის წარმატებულ მეთოდს კერძოდ ნატურალიზმს რომელზეც დაშენებულია თანამედროვე მეცნიერება.
    ის მაგალითები ვახსენე შუიდან დაწყება კი არა იყო ლოგიკური ანალოგიები, რათა მეჩვენებინა რომ ანთროპომორფიზმი არც ერთ დონეზე არ გვჭირდება, და რატომ უნდა დაგვჭირდეს მაინცდამაინც პირველმიზეზთან? რელიგიის განვითარების ისტორიას თუ გაცნობიხარ გეცოდინება რომ ძალიან გავრცელებული იყო ანიმიზმი, რომლის ელემენტები დღემდეა შემორჩენილი. ადამიანები ყოველ აუხსნელ მოვლენაში ხედავდნენ ვიღაცის ხელს, მაგალითად ელვას ზევსი ისროდა პირდაპირი მნიშვნელობით, ან თორი აბრახუნებდა თავის უროს. ხეს რომ ფოთოლი გამოსდიოდა ეს ნიშნავდა რომ მას სული ან რაიმე ვიტალური ძალა მართავდა. მეცნიერების აღმოჩენებთან ერთად ამ ანტროპომორფულმა არსებებმა დაიწყეს გაქრობა, უკან დაწევა, ვიცით რომ თორი აღარ აბრახუნებს ჩაქუჩს ან ხეში მიმდინარე პროცესებს სული არ ჭირდება. ადრე ღმერთი ყველგან და ყველაფერში იყო. მისი კომპეტენცია თანდათან ვიწროვდება და ახლა მორწმუნეების დიდ ნაწილს დარჩა მხოლოდ პირველმიზეზი. თუ დაუკვირდები მიხვდები რომ მთელი ეს ისტორია არის უცოდინარობის არგუმენტის ისტორია, სადაც არ ვიცით რაიმე ღმერთსაც იქ ვსვავთ ადამიანები. სწორედ ამას აკეთებ შენც. მსაყვედურობ რომ თითქოს შუიდან ვიწყებ, მაშინ როცა მე გაჩვენებ რომ არც ერთ-საფეხურზე არ გვჭირდება ინტელექტი. ამავე დროს სწორედ უცოდინარობის არგუმენტით გგონია რომ პირველმიზეზი თუ არ ვიცით, ეს საკმარისია იმისთვის რომ გწამდეს ზებუნებრივი ანთროპომორფული შემოქმედი.
    მე ვამბობ გრავიტაციას არ ჭირდება გონება რომ შექმნას პლანეტა
    შენ მეუბნები გრავიტაცია ვიღამ შექმნა?
    და რა აუცილებელია რომ გრავიტაცია ვინმემ შექმნას? მე პრობლემა სწორედ იქ მაქვს სადაც შენ ყოველგვარი ცოდნის და მიზეზის გარეშე უბრალოდ რწმენიდან გამომდინარე ამბობ რომ რადგან არ ვიცი მე ან მსოფლიომ ე.ი პიროვნული ღმერთია პასუხი. მე პრობლემა სოწრედ ანთროპომორფიზმთან მაქვს, რომელიც ძალიან ინფანტილური ვიწრო ხედვაა. რადგან სამყარო ყველა დონეზე მოქმედებს არა გონებით და გეგმარებით როგორც ეს ადამიანს ჩვევია არამედ გეომეტრიით და წესებით.
    ანთროპომორფიზმის პრობლემას და კულტურულ ტრადიციულ ჩარჩოებს, ეთნოცენტრიზმს და გეოცენტრიზმს კარგად გამოხატავს ქსენოფანეს ნათქვამი “ეთიოპელები გამოსახავენ თავიანთ ღმერთებს შავს და ცხვირმიჭყლეტილს, თრაქიელები ამბობენ რომ მათ ღმერთებს აქვთ ცისფერი თვალები და წითური თმა. ხარებს ცხენებს ან ლომებს რომ ხელები ქონდეთ და ხატვა შეეძლოთ ხარები დახატავენ ხარ ღმერთებს და ცხენები ცხენ ღმერთებს.” რომ განვავრცო დავამატებ, გონების და გეგმარების სამყაროს მუშაობაზე მორგებაც სწორედ იგივე სახის “გეოცენტრიზმია” სადაც მთელი სამყარო შექმნა და იმართება მილიარდობით გალაქტიკიდან ერთ-ერთში მცხოვრები, ტრილონობით პლანეტიდან ერთ-ერთში მცხოვრები მილიონობით სახეობიდან მხოლოდ ერთი სახეობის გონების მოდელის მიხედვით. რომელიც წარმოიშვა და სავარაუდოდ იარსებებს სამყაროს მხოლოდ ერთ უმცირეს დროის ინტერვალში. სასწაულად ვიწრო ხედვაა.

    რაც შეეხება ამას:

    ) მეგობარო,ეს ჰორმონები უკვე დამდგარი შედეგია,რომელიც რაღაც პირველმიზეზზე რეაგირებაა მატერიალურ სამყაროში ინფორმაციის გადასაცემად და ემოციის გამოსახატავად. რამ აღძრა თავად სიყვარული,რომელმაც ორგანიზმში სიგნალი გაუშვა და ამას ჰორმონის გამოყოფა მოჰყვა? საიდან მოვიდა პირველად აზრი,რომ მე ვიღაც ან რაღაც მიყვარს? რეალურად ჯერ გონებრივად შემიყვარდა რაღაც ან ვიღაც და მერე ამ ფონზე ორანიზმმა ჰორმონების საშუალებით „ხორცი შეასხა“
    გონებაში ჩნდება სიყვარული, მაგრამ გონება არ არის ზეციური საგანი, ის მატერიალური ტვინის მუშაობის შედეგია, ფიქრიც ქიმია და ფიზიკაა, ვიღაც ან რაღაც გვიყვარდება იმიტომ რომ ის ჩვენ რაღაც სიამოვნებას გვაძლევს ან რაღაც კრიტერიუმებს გვიკმაყოფილებს რომლებიც გარემოსთან ურთიერთობაში ჩამოგვიყალიბდა. პირველი აზრი მოვიდა სტიმულიდან, რომელიც არის ვიზუალური ან აუდიტორული ან შეხების ან გემოს და ყნოსვის კომბინაცია, ან წარსულში შენახული აზრების და ფიქრების კომბინაცია. ყველაფერს აქვს ფიზიკური სტიმული. ის აბსტრაქტული ფიქრიც და იდეაც წარმოიშვა ფიზიკური სტიმულისგან. ისევე როგორც ახლა ეკრანზე რასაც ხედავ წარმოადგენს კონკრეტული ტრანზისტორების, ანუ ფიზიკური საგნის მუშაობის შედეგს და არ არის სრულიად ეთერიული ანუ რაღაც იმქვეყნიური მოლანდება.

    “ადამიანი შეჭამს და კიდევ და კიდევ ეძიებს რომ ჭამოს, ისიამოვნოს,თუნდაც ეს მისი ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს უკვე. იგი უმეტასად ჭამს უკვე იმიტომ,რომ ისიამოვნოს. ამ დროს ხდება მისი ჯანმრთელობის დაზიანება და ზედმეტი ბუნებრივი რესურსების შთანთქმა. ახლა გეკითხები: თუკი ადამიანი ევოლუციურ პროცესებს დაქვემდებარებული ავტომატიზირებული არსება იყო,როგორ დაუშვა ევოლუციამ ასეთი მიდგომა?”

    ევოლუცია არ ქმნის იდეალურ ორგანიზმებს, ევოლუცია ქმნის იმდენად კარგ ორგანიზმებს, რომ ისინი გადარჩნენ, მაგრამ არა იდეალურს.შესაბამისად თუ რაღაც ფუნქციამ გაამართლა და განუვითარდა სახეობას, შეიძლება ის ერთ რამეში გამოსადეგი იყოს მაგრამ ქონდეს გვერდითი ეფექტი და სხვა საქმეში ხელის შემშლელი გამოდგეს.
    მაგალითად სამოთხის ჩიტს აქვს არაჩვეულებვრივად ფერადი გრძელი და ლამაზი კუდი, რომელიც ხელს უშლის ფრენაში. არა ისე ძალიან რომ ტოტალურად იღუპებოდნენ ეს ჩიტები მტაცებლების მიერ, მაგრამ მაინც საკმარისად რომ ხშირად გახდნენ მათზე ძლიერის მსხვერპლი. ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ რომ რატომ დაუშვა ევოლუციამ ეს მოვლენა? მაგრამ აქ გასათვალისწინებელია სექსუალური სელექცია. ევოლუცია ქმნის ისეთ ორგანიზმებს რომლებიც იდეალურები კი არ არიან არამედ არიან საკმარისად კარგი რომ გამრავლდნენ, გადარჩნენ იქამდე რომ გამრავლდნენ. სამოთხის ჩიტს ეს “უსარგებლო” კუდი მდედრისთვის თავის მოსაწონებლად და სექსუალურ ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად ჭირდება. ასე რომ კუდი გამოუსადეგარია მხოლოდ ერთი მხრივ. მეორე მხრივ კი სასარგებლოა.

    ასე რომ,ძალაში რჩება ჩემი კითხვა:
    „”ერთი ეს მითხარი – „ადამიანისთვის ძვირფაsი რამ“,“ღირებულებები“,“სიცოცხლით ტკბობა“,“სიყვარული“,რომელი ქიმიური ფორმულებით გამოისახება? რა სახის რეაქციაა? მჟავა ტუტოვანია თუ ჟანგვითი პროცესია? ან იქნებ მათემატიკური განტოლებით წარმოგვიდგინო?”“,
    რომელსაც ფაქტიურად თავი აარიდე…
    ამისთვის მთელი ტვინის მუშაობის ახსნა მომიწევს.
    კრიშნაგოპალ დარანის აქვს კარგი წიგნი “ფიქრის ბიოლოგია” თუ წაიკითხავ, ძალიან ბევრ რამეს გაიგებ ტვინზე. ტვინში შემომავალი ელექტრონული სახის სტიმული ნაწილდება სხვადასხვა უბანში სადაც გამოცდილების შესაბამისად იერარქიულად მოწყობილ სისტემებში ნეირონის დენდრიტებში, წარმოიქმნება “პირველადი ფიქრები” უმცირესი ან ტრივილაური ფიქრის ერთეულები. ისევე როგორც კომპიუტერის ტრანზისტორებში არის ბინარული კოდის სისტემა, ტვინში არის დენდრიტის “კოდები” მოლეკულური ბადე, რომელიც აკოდირებს ინფორმაციას. უბრალოდ კომპიუტერისგან განსხვავებით ნეირონული სისტემა ანალოგის მსგავსად მოქმედებს და არა ციფრულად. ტვინში შემომავალი სტიმული გააქტიურებს რამდენიმე უბანს, “პირველადი ფიქრები” შექმნიან კომპლექსურ ფიქრებს, სხვადასხვა სპეციალიზებული მოდულები გამოძერწავენ აზრს და შექმნიან რეაქციას, ნეიროტრანსმისიებით და სინაფსური კავშირებით. მთელი ეს პროცესები ხდება ელექტრონული სიგნალებით, “დენდრიტის ნაკეცების” მოლეკულური ბადით, ნეიტროტრანსმისიებით. როგორიცაა ამინო მჟავები GABA, გლიცინი, γ-aminobutyric acid, მონოამინები, გლუტამატი და ა.შ
    რაც აღვწერე და ცნობილია არის ტვინის მუშაობის, ფიქრის და აზრის წარმოშობის (გონების) ბაზისური მოქმედების პრინციპები. რათქმაუნდა კომპლექსური ღირებულებების სისტემაზე კონკრეტულ ფორმულას ვერ მოთხოვ ვერავის, მაგრამ პრინციპები რომლითაც მოქმედებს ტვინი ცნობილია.

    ჩემ კითხვაზე: „კომპიუტერული სისტემის მოდულებს შეიძლება საკუთარი აზრი გააჩნდეთ? თუ საკუთარი აზრის“ ასახსნელად ტერმინად ისევ ეს „მამაძაღლი“ გაუგებარი და არამატერიალური „სიცოცხლე“ უნდა
    გამოვიყენოთ?

    სიცოცხლე ფარდობითი ტერმინია, თუ გინდა დაარქვი ხელოვნურ ინტელექტს, თუ ეს შენ გინდა, მაგრამ იმ სახით რა სახითაც დღეს ვიცით სრულებით არ არის აუცილებელი რომ აზროვნება მხოლოდ მისგან გამომდინარეობდეს.

    “შენ ისევ შუალედურ პროდუქტზე გაქვს,მეგობარო,ლაპარაკი. „ხელოვნური ინტელექტი“ ისევ ადამიანის ნახელავი იქნება,თვითონ სიტყვა „ხელოვნური“-ც კი ამაზე ღაღადებს. „როცა ეს პროგრამები შექმნიან მოზაოვნე არსებას“-ო და „ეს პროგრამები“ ხომ ისევ ადამიანის შექმნილია? აქაც,შენ აზრშიც,ხომ თავი და თავი და საწყისი ისევ ცოცხალი ინტელექტია?.. ვინ შექმნა სულ,სულ,სულ პირველი ბაზისური პროგრამა?”

    კი ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ნახელავი იქნება, მაგრამ ამ ფაქტიდან ავტომატურად არ გამომდინარეობს რომ ადამიანურ ინტელექტს აუცილებლად ინტელექტუალური შემოქმედი ჭირდება. მითუმეტეს ცნობილია ალტერნატიული მექანიზმი ევოლუცია, რომელსაც არც გონება აქვს და არც ინტელექტი. შენ ეხლა უილიამ პალეის დიზაინის არგუმენტს აწვები, რომელიც დიდი ხანია მოძველდა.

    “კვალვ გაგიმეორებ ჩემ კითხვას: „ისე თუ გამოგიძიებია,რამდენია ალბათობა,რომ ინტელექტის გარეშე დაიწეროს რაიმე კომპიუტერული პროგრამა?“
    კომპიუტერულ პროგრამას ჭირდება კომპიუტერული უზრუნველყოფა, რომელიც შექმნა ადამიანმა.განსხვავებით ბუნებრივად წარმოშობილი ორგანიზმებისგან
    უკვე “ვხედავ” შენ გახარებულ სახეს როცა ფიქრობ “აჰაა. ე.ი სამყაროსაც უნდა “კომპიუტერული უზრუნველყოფა” თუმცა აქ იმედი უნდა გაგიცრუო. სამყარო გაცილებით რთული კომპლექსური და ყოვლისმომცველია და მისი წარმოშობის და პირველმიზეზის პრობლემაც რამდენადმე განსხვავებულია. თქვენ მორწმუნეები ამ დიზაინის და პირველმიზეზის პრობლემას, რომელიც ნიუტონის საშუალო “ყოველდღიურ” სამყაროში გხვდებათ დაუფიქრებლად ანზოგადებთ მთელ უნივერსუმზე და რახან კომპიუტერული პროგრამა ნულიდან ვერ წარმოიქმნება თავისით. ეს იმას ნიშნავს რომ სამყაროსაც ჭირდება “პროგრამისტი” სადაც ძალიან ცდებით. იმიტომ რომ მასშტაბის პრობლემას ან აიგნორებთ ან არ იცით რომ ასეთი პრობლემა საერთოდ დგას. მასშტაბის პრობლემა მდგომარეობს შემდეგში. სამყაროს ჩვეული სურათი კვანტურ და ექსტრემალურად დიდ მასშტაბებზე არ ეთანხმება ადამიანის “საღი” აზრიდან წარმოშობილ მიზეზშედეგობრივ სურათს. მაგალითად “საღი აზრი” გვეუბნება რომ ერთი ობიექტი ვერ იქნება ორ ადგილას ერთდროულად. არადა კვანტური სამყარო უმცირეს მასშტაბებზე გვეუბნება რომ ეს შესაძლებელია. რომ შეიძლება ერთი ნაწილაკი ორ საპირისპირო მდგომარეობაში ერთდროულად იყოს. ასე რომ სამ,ყაროს წარმოშობის პრობლემაში პირველმიზეზის არსებობა არ არის უალტერნატივო და კიდევ უფრო გაუგებარია რატომ უნდა იყოს ეს პირველმიზეზი მაინცდამაინც პიროვნული არსება რომელიც კონკრეტული ეპოქის და კულტურული ჩარჩოებში იქნება?

    “ამას ახსნას ეძახი? ეგ „ბუნების კანონები და გარემო პირობები“ ვიღამ შექმნა?”
    “გრავიტაცია ვიღამ შექმნა?”
    “წყლის მოლეკულებს ეს „გარკველული თვისებები“ ვინ მიანიჭა”
    ე.ი სვამ კითხვას “ვიღამ შექმნა?” და რადგან პასუხი არ გეგულება ავტომატურად წყვიტავ რომ ე.ი ღმერთმა შექმნა
    გრავიტაცია შექმნა სუპერ ძალის დაშლამ. როგორც კოსმოლოგიიდან ცნობილია სამყაროს პირველ მომენტებში არ არსებობდა ოთხი ფუნდამენტური ძალა, მათ შორის გრავიტაცია., ოთხივე ძალა გაერთიანებული იყო ერთ სუპერ ძალაში, რომელიც “სპონტანური სიმეტრიის რღვევის შედეგად დაიშალა.
    ეხლა მეტყვი ეგ ვიღამ შექმნაო😀 ამაზე გეტყვი რომ “ვიღამ” გამოხატავს ანთროპომორფიზმის პრობლემას, სამყაროს წარმოშობა ჯერ გაუკრვეველია, მაგრამ რატომ “ვინ” და არა “რამ”? ან “როგორ?” რატომ მაინცდამაინც პიროვნება რომელიც გამოხატავს ადამიანისთვის დამახასიათებელ თვისებებს როგორიცაა: – შემოქმედება, გეგმარება?
    შენ გგონია რომ ჩიხი უნდა გააგრძელო გამოგონილი პერსონაჟებით. იქ სადაც ცოდნის უფსკრულია უნდა ამოავსო ზებუნებრივი ანთროპომორფული არსებებით. ზუსტად იგივეს აკეთებდნენ ისინი ვისაც წამდათ ზევსის ან თორის. უბრალოდ მათ უფრო ნაკლები იცოდნენ სამყაროზე და ჭექა-ქუხილს აბრალებდნენ ღმერთებს, თანამედროვე მორწმუნეები კი ცოტა შორს მიდიან, დიდ აფეთქებამდე, ჰო სწორედაც. “აი ელვა ვიცით კაი პონტია არ გვჭირდება ვიღაც პიროვნება რომ ეს მოვლენები ავხსნათ, მაგრამ აი სამყარო როგორ გაჩნდა?” და რადგან არ ვიცით ე.ი ისევ გვჭირდება ზევსი და თორი, უკაცრავად იაჰვე და მისი ძე.
    იგივე ათროპომორფიზმს და უცოდინარობის არგუმენტს იყენებთ როგორც ისინი ვინც ზევს და თორს ეთაყვანებოდნენ.

    “წყლის მოლეკულებს ეს „გარკველული თვისებები“ ვინ მიანიჭა”
    ვინ მიანიჭა არა. რამ მიანიჭა
    რამ მიანიჭა და პროტონებმა, ნეიტრონებმა და ელექტრონებმა, მათ თავის მხრივ თვისებები მიანიჭა სიმეტრიის სპონტანურმა რღვევამ, თუ რატომ დაიწყო სამყარო კონკრეტულად ამ მახასიათებლებით ეგ უკვე არავინ იცის. კითხვა “ვინ” უბრალოდ გულუბრყვილობაა, იმიტომ რომ თუ გაეცნობი მეცნიერებას ნახავ რომ სამყაროს წარმოშობასთან დაკავშირებით დგას ისეთი პრობლემები რომელიც ჩვენ ყოველდღიურ “საღ აზრში” არ ჯდება, იმის გამო რომ გვაქვს მასშტაბის, ანთროპომორფიზმის პრობლემები.
    შენ კიდევ სწორედ ამ ყოველდღიურ ნიუტონისეულ სამყაროს მიზეზ შედეგობრივობას იყენებ და ამატებ აბსოლიტურად უსაფუძვლო ანთროპომორფიზმს.

    “მატერიალური სამყაროსთვის,ფიზიკა-ქიმიისთვის და თვითგადარჩენისთვის ეს „ბედნიერება და ჰარმონია“ რა ჯანდაბა და დოზანაა? შენი აზრით ამიხსენი ახლა,რომ მეტაფიზიკაში სხვა რამეს გულისხმობდი? ხომ ხედავთ,მაინც ვერ გამოდიხართ ათეისტური „ჩიხიდან“,მაინც გჭირდებათ რაღაც აბსტრაქტული,არაამქვეყნიური…”

    არ მჯერა რომ ათეისტი ადამიანი თვალით გინახავს,
    ბედნიერება და ჰარმონია არის წარმატების და გამრავლების გარანტი, რა უნდა ამას ორჯერ ორი ოთხია, წარმატება და გამრავლება გადარჩენის სტრატეგიაა. ადამიანს რომელსაც არ უნდა ბედნიერება და ჰარმონია, ან თავის მოკვლით დაასრულებს ან საგიჟეთში აღმოჩნება. შესაბამისად ევოლუცია წაახალისებს იმ მდგომარეობებს რომლებიც გადარჩენის და გამრავლების გარანტიას იძლევა.

    მეტაფიზიკურში არაფერს სხვა რამეს არ ვგულისხმოდი.
    მეტაფიზიკური მატერიალიზმი ვიხმარე ამ გაგებით – მატერიალიზმი რომელიც ეხება ეგზისტენციალურ და მეტაფიზიკურ საკითხებს. თავისთავად მატერიალიზმი ვერ იქნება მეტაფიზიკური, იმიტომ რომ თავის არსში არ აღიარებს ზებუნებრივს.

    კაცო,თუ მეუბნები,რომ განვითარებული მაიმუნები ვართო,მაშინ თუკი ვთქვათ,მიღწეული მაქვს კეთილდღეობა,უხვად მაქვს ფიზ. სიამოვნებანი და თან ძალაუფლება,რომ სხვებს თავზე გადავუარო,მე წინ წავიდე და ჩემი ძლიერი და ყველაფრით „დაკმაყოფილებული“ გენი სხვებზე წარმატებით გავავრცელო,მაშინ რაღაში მჭირდება და რაღა თავში ვიხლი რაღაც გაუგებარ,აბსტრაქტულ „ბედნიერებასა და ჰარმონიას“? ეხლა მაგაზე ფიქრში და განსჯაში დავკარგო კიდევ რესურსები? არა,მეგობარო,თქვენი ევოლუცია ასეთი არაპრაგმატული,უყაირათო და მით უმეტეს,ასეთი სენტიმენტალური ნამდვილად არაა!.

    იმ თავში ვიხლით რომ მაინც არ ვართ უკვდავები და ყოვლისშემძლეები, ხვალ შეიძლება გარეთ გახვიდე აგური დაგეცეს და მოკვდე ან 20 წელი კომაში იყო. ან უკურნებელი სენი შეგეყაროს ან მილიონი სხვა რამ. ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენ სისუსტეებს და კოლექტიურად ვქმნით მეტ-ნაკლებად დაბალანსებულ ღირებულებათა სისტემას სადაც ელემენტარული კეთილდღეობა და გარანტიები უნდა იყოს დაკმაყოფილებული.
    ცხოველებს თუ დააკვირდები ნახავ რომ ის ალფაც კი რომელიც ყველაზე ძლიერია, ყოველთვის არ იყენებს ფიზიკურ ძალას, იმიტომ რომ ყოველთვის ძალა რომ დახარჯოს ძვირი დაუჯდება. ის იყენებს სხვადასხვა ჟესტებს და ქცევებს, ჯგუფში არსებობს ქცევის გარკვეული წესები, რომლებიც რთულ სოციალურ არსებებში შეიძლება გადავთარგმნოთ როგორც ღირებულებები.

    Like

  27. “არ იცით,გასაგებია,მაგრამ შენი აზრით? ლოგიკურად? შენ შეგიძლია დაუშვა,რომ პროგრამა შეიძლება ინტელექტის გარეშე დაიწეროს? მით უმეტეს ამხელა სამყაროს „პროგრამა“? აქაც ისევ,იმ რწმენის საზღვარზე მოექეცი,მეგობარო,რაც უკვე ბევრჯერ ვახსენეთ. აქაც რწმენით უნდა გადაწყვიტოს ყველამ,რომელი აზრი უფრო აწყობს…”
    ჩემი აზრით “ვინმე” პიროვნული ღმერთის არსებობსი შანსი ძალიან მცირეა
    კიდევ ერთხელ – კომპიუტერული პროგრამა და სამყაროს წარმოშობა სხვადასხვა მასშტაბის პრობლემებია. თუ კომპიუტერულ პროგრამის წარმოშობის პრობლემას აკმაყოფილებს common sense-ის არსებობა. სამყაროს შემთხვევაში ასე არაა,
    “აქაც ისევ,იმ რწმენის საზღვარზე მოექეცი,მეგობარო,რაც უკვე ბევრჯერ ვახსენეთ. აქაც რწმენით უნდა გადაწყვიტოს ყველამ,რომელი აზრი უფრო აწყობს…”
    რწმენით შენ იღებ გადაწყვეტილებას. მე ვუყურებ ალბათობას, იმას თუ რამდენად ლოგიკურია და აუცილებელი ასეთი ანტროპომორფული არსება რეალური იყოს.
    “ისე რელიგიურ განმარტებებს და ჩემი გულიცა და ჩემებური ლოგიკაც ამ უკანასკნელისკენ იხრება. გაცილებით მეტ არგუმენტებს ვხედავ საამისოდ…”
    მე საპირისპიროს ვხედავ.
    ყველაფერი იმისკენ მიანიშნებს რომ პიროვნული ღმერთის არსებობა არის ინფანტილური, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი რწმენა. თავადვე ამბობ რომ რაციონალური აზრით ღმერთს ვერ შეიცნობო, ანუ მხოლოდ ბრმა რწმენის საგანია, თუ მხოლოდ “გულით” უნდა გავიგოთ რა არის ჭეშმარიტება.
    “ასე რომ,ათეიზმი არ არის უფრო ლოგიკური,ვიდრე თეიზმი,მეგობარო. ორივე რაღაც მომენტში რწმენით იღებს გადაწყვეტილებას. ნებისმიერ სფეროში მიადგები იმ გზაგასაყარს,რის იქითაც სიცარიელეს ხედავ და იმ სიცარიელეს შენებური ინტერპრეტაციებითა და ზნეობა-განწყობებით,იდეოლოგიით განმარტავ.”
    რწმენა იქნებოდა მე რომ პოზიტიურ მტკიცებას მივყვე ამა თუ იმ მოვლენის რეალურობაზე როცა არ არსებობს ცოდნა და ცოდნის მიღების მეთოდი. სკეპტიკური ათეიზმი კი გამოხატავს ასეთი მტკიცების მიმართ სკეპტიციზმს, ის თავის არსში ვერ იქნება რწმენა. მე არ ვამბობ რომ ღმერთი არ არის და მორჩა კინო. მე ვამბობ – აი ამის და ამის გამო ძალიან ნაკლებად სავარაუდოა რომ ღმერთი არსებობს, მე ვამბობ რომ თავად ღმერთის პიროვნულობის იდეა არის პრობლემატური.
    რწმენა გაქვს შენ, მე მაქვს სკეპტიციზმი.
    მე ვხედავ სიცარიელეს და ვამბობ აი სიცარიელე. შენ ხედავ და ამბობ: – ეს სიცარიელე ასე ხომ არ დარჩება, ამოვავსოთ ღმერთით. არადა ღმერთის არსებობას არანაირი მეცნიერული და ლოგიკური მტკიცებულება არ აქვს.
    “შენ მხოლოდ ცალმხრივად იღებ ინფორმაციებს. ბიბლია და სახარებაც კი არ გექნება წაკითხული მით უმეტეს,წმინდა მამათა უბრძნესი წიგნები”
    ბიბლია წაკითხული მაქვს. ძველი მითების კრებულია რომელსაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო.
    ” ბიბლიას რომ იცნობდე,ქრისტიანულ წინასწარმეტყველებებს რომ იცნობდე,შენც დაინახავდი,თუ როგორ უახლოვდება უახლესი მეცნიერული აღმოჩენები (მით უმეტეს,არაფართოდ ტირაჟირებული და გაპიარებული აღმოჩენები) სამყაროს ბიბლიურ სურათს”
    ბიბლიას არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან.
    ვიცი ის არგუმენტები “ბიბლიაში წერია რომ დედამიწა მრგვალია” მსგავსი არაფერია რამდენადაც ვიცი. წრე და სფერო ერთიდაიგივე არაა. ბიბლიაში მეტაფორულადაც არ არის გადმოცემული ევოლუცია, დიდი აფეთქება, სამყაროს ასაკი. რაში გამოიხატება ის რომ მეცნიერება უახლოვდება ბიბლიას? ბიბლიას გონია რომ მთვარე მნათობია, რომ ჯერ მცენარეები შეიქმნა და მერე ვარკსვლავები, ქრისტეს არსებობაც კი არაა მეცნიერული ფაქტი, არც ებრაელების გამოსვლა ეგვიპტიდან, არც მოსეს არსებობა. არც ის რომ ადამიანს სამი დღე თევზის მუცელში ცხოვრება შეუძლია (წითელქუდაა რა) არც ის რომ მზეს ცაზე გაჩერება შეუძლია და ა.შ. მილიონი წინაღმდეგობაა.

    “შენ ჭეშმარიტებას არ ეძიებ,მეგობარო,არამედ მოუსვენრად „ნადირობ“ იმ „ალბათობების“ ძიებაზე,თუნდაც მოძველებულების,რომლებიც ერთი შეხედვით,ბიბლიას ეწინააღმდეგებიან. მეორე მხარის სერიოზულ ლიტერატურას არც კითხულობ ალბათ (სოც. ქსელებს არ ვგულისხმობ),ამისთვის მგონია,რომ ათეისტური ნებისყოფა არ გეყოფა…

    შენ რასაც სერიოზულ ლიტერატურას ეძახი, ჩემი აზრით ის არის მხოლოდ რელიგიურ მითოსურ ტრადიციაზე დაფუძნებული უსაფუძვლო მტკიცებებით სავსე ლიტერატურა.
    თეოლოგია არის ცრუ ფილოსოფია, რადგან წინასწარ აქვს აპრიორული დასკვენბი გაკეთებული იმის შესახებ თუ ძიების რა მიმართულება არის დასაშვები და რა არა.

    ჭეშმარიტების ძიებას რაც შეეხება, ძალიან ირონიულია ამას ამბობდეს ადამიანი რომელიც ჯერ ირწმუნებს რაღაცის ჭეშმარიტებას და მერე ეძებს დამამტკიცებელ საბუთებს. ან საერთოდ როგორც შენ თქვი ღმერთს რაციონალიზმით ვერ გაიგებო. ე.ი შენ ლოგიკის და განსჯის გარეშე ხტები “ჭეშმარიტებამდე” მხოლოდ “გულით” ხელმძღვანელობ და ამას ეძახი ჭეშმარიტების ძიებას? შენ ეძებ “ჭეშმარიტებას” რომელიც თავდაპირველად უსაფუძვლოდ ირწმუნე, თუმცა მიზეზი კი გექნებოდა, მაგრამ პირადული და არა ლოგიკური და რაციონალური.
    მთელი თქვენი ჭეშმარიტება დაფუძნებულია სწორედ პირად სურვილებზე და ემოციურ მოთხოვნილებებზე. არდა სამყარო ისეთია როგორიც არის, იმის მიუხედავად შენ რა გინდა, გინდა თუ არა იყო შემოქმედების გვირგვინი, უკვდავი, საყვარელი ყოვლადკეთილი ზეციური მამიკოს რჩეული შვილი.

    სერიოზული ლიტერატურა თუ გინდა წაიკითხე მეცნიერული და ფილოსოფიური წიგნები, რადგან მეცნიერებაა ერთადერთი მექანიზმი რომლითაც რეალური ცოდნა მიიღება, თეოლოგიისგან თავისუფალი ფილოსოფია კი ამ მეცნიერების ინტერპრეტაციის სწორი გზა.

    Like

  28. „ის მაგალითები ვახსენე შუიდან დაწყება კი არა იყო ლოგიკური ანალოგიები, რათა მეჩვენებინა რომ ანთროპომორფიზმი არც ერთ დონეზე არ გვჭირდება, და რატომ უნდა დაგვჭირდეს მაინცდამაინც პირველმიზეზთან?“

    – – მე ცოცხალ ინტელექტზე მქონდა ლაპარაკი და შენ თუ ტერმინ „ანთროპომორფიზმში“ ამ შემთხვევაში ინტელექტს გულისხმობ,დიახაც რომ გვჭირდება და მაგას გიხსნი ამდენი ხანია.
    თუ არადა უკვე მესამედ გეკითხები:
    „თუ გამოგიძიებია,რამდენია ალბათობა,რომ ინტელექტის გარეშე დაიწეროს რაიმე კომპიუტერული პროგრამა?“

    თავს არიდებ,რადგან იცი,რომ ამაზე პასუხი ისევ რწმენის მცნებამდე მიგვიყვანს და თან ჩემი უპირატესობით,რადგან ამის ნულოვანი ალბათობა გაცილებით უფრო ლოგიკურია,ვიდრე საიდანღაც,უცბად, საოცრად რთული და კომპლექსური პროგრამის „ციდან ჩამოვარდნა“,ინტელექტის გარეშე.

    „რატომ უნდა დაგვჭირდეს მაინცდამაინც პირველმიზეზთან? “

    ოო,შენისთანა ჭკვიანი და ნაკითხი კაცისგან ასეთ გულუბრყვილო და უსუსურ დასკვნასა თუ შეკითხვას აღარ ველოდი. რას იზამ,მესმის,ძნელია ათეისტური „ჩიხიდან“ გამოსასვლელის პოვნა…
    ეს უკვე „ხავსზე მოჭიდებაა“ და ცარიელა ვარაუდი… ყველაფერში და ყველგან თავი და თავი არის საწყისი,მეგობარო. არავინ არ დაიწყებს შენობის არა თუ აშენებას სახურავიდან,არამედ მისი ნახაზებისა და პროექტების შედგენასაც კი … ეს ბევრ შეცდომამდე მიგვიყვანს. ამიტომაა,ასე დაბეჯითებით რომ იძახიან მეცნიერები,რომ მატერიის ბუნებას ადექვატურად და ბოლომდე ვერასდროს ვერ ჩავწვდებითო. თუ ვერ ჩაწვდი საწყისს,მართლა როგორ გაიგებ მის არსს ბოლომდე?

    ისეთ ელემენტალურ რაღაცეებს მახსნევინებ,რომ არ ვიცი… თანაც ვის? ჩემზე გაცილებით ჭკვიან და ნაკითხ ადამიანს (მე ასეთად მიმაჩნიხარ!) ამიტომაა,რომ მეცნიერების ისტორიაში ერთი და იგივე მეორდება: ვინმე დიდი მეცნიერი აღმოაჩენს რაღაცას,მერე ეს თეორია გაბატონდება კაი ხნით,მაგრამ წლების მერე აღმოჩნდება,რომ იგი ძირშივე არასწორი ყოფილა და იწყება ყველაფერი ახლიდან. როცა არ იცი საწყისი,უკვე დაძრულ,მიმდინარე პროცესებს შეიძლება რამოდენიმე ლოგიკური ახსნა მიუყენო და ყველა თავისებურად სწორი იყოს და პროგნოზებსაც კი ემთხვეოდეს (თუკი ექსპერიმენტებს მიზანმიმართულად ჩაატარებ სასურველი შედეგის მისაღებად),მაგრამ საბოლოო ჯამში მათგან არცერთი სწორი არ აღმოჩნდეს,ან ათიდან შეიძლება ერთი სწორიც აღმოჩნდეს,მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ უკვე ყველაფერს ჩაწვდი. უბრალოდ ჩაწვდი უკვე დაძრული პროცესის რაღაცა მცირე ნაწილს. საინტერესო გამოთქმა აქვს ამ მხრივ ფიზიკოს-მათემატიკოს ფილიპ ფრანკს:
    „„მეცნიერება წააგავს დეტექტიურ მოთხრობას. ყველა ფაქტი თითქოსდა მეტkველებს გარკვეული ჰიპოთეზის სასარგებლოდ,მაგრამ ბოლოს და ბოლოს მართლდება სულ სხვა ჰიპოთეზა“.

    ისევ წრეზე მივდივართ. იცი ახლა რას გავს შენი ეს დასკვნა,ალეგორიულად რომ გითხრა:

    აი,შენ რომ შეხვიდე სრულიად ავტომატიზირებულ ავტომანქანების ქარხანაში და ნახო,რომ იქ რობოტები აკეთებენ ყველაფერს,არცერთი ადამიანი იქ არ გინახავს. ნახე იქვე რობოტების მექანიზმების ნახაზები,მათ საფუძველზე გაიგე,რომელ დონეზე რა როგორ მოქმედებს და როგორ იმოქმედებს პროგნოზებით.
    ჰოდა,ბოლოს იმ ქარხნის მიხედვით რომ დაასკვნა – მე იქ არცერთი ადამიანი არ მინახია,ყველაფერი ყველა დონეზე და სტადიაზე რაღაც „ზებუნებრივი“ ინტელექტის გარეშე მოქმედებდა და ესე იგი ეს ქარხანაც და ეს რობოტებიც ინტელექტის გარეშე თავისით აშენდაო.

    უკვე დაძრული და შუალედური პროცესების მიხედვით ასეთი დასკვნა ხო უგუნურობა იქნება?

    აბა ათეისტურ მიდგომებსა და შენი მხრიდან საწყისისა და მისიდან გამომდინარე შუალედურის ერთ დონეზე დაყვანას,შუალედურის მიხედვით საწყისის ანალოგიურად განმარტებას რა დავარქვათ?

    არ თქვა ეხლა არასწორი შედარებააო. კაი ხანია ჩვენ ამ ყბადაღებულ ავტომატიზირებულ პროცესებზე გვაქვს ლაპარაკი.

    „ანუ პირველმიზეზე რომ ვისაუბროთ უნდა გამოვიყენოთ რწმენა, სრულ სიბნელეში რომ არ ვიყოთ მე პირადად ვეყრდნობი ლოგიკას და სამყაროს ამოხსნის წარმატებულ მეთოდს კერძოდ ნატურალიზმს რომელზეც დაშენებულია თანამედროვე მეცნიერება.“

    – – ჩემი რწმენაც ამ შემთხვევაში უფრო ლოგიკურია. მე მწამს,რომ რაიმე კომპიუტერული და მით უმეტეს,ამხელა სამყაროს „პროგრამა“,რაიმე წესი,კანონი,კანონზომიერება,სილამაზე,ჰარმონია ვერ შეიქმნება ცოცხალი ინტელექტის გარეშე და მემგონი დამეთანხმები,რომ ამაში ნამდვილად არის ლოგიკა და ეს „სრული სიბნელის“ განათების მცდელობაა..,ხოლო თქვენებური ქაოსიდან და უსულო სიცარიელიდან ამ ყველა ზემოთჩამოთვლილის შექმნა უკვე „სრული სიბნელიდან“ გაქცევის მცდელობა.

    “რელიგიის განვითარების ისტორიას თუ გაცნობიხარ გეცოდინება რომ ძალიან გავრცელებული იყო ანიმიზმი, რომლის ელემენტები დღემდეა შემორჩენილი. ადამიანები ყოველ აუხსნელ მოვლენაში ხედავდნენ ვიღაცის ხელს, მაგალითად ელვას ზევსი ისროდა პირდაპირი მნიშვნელობით, ან თორი აბრახუნებდა თავის უროს. ხეს რომ ფოთოლი გამოსდიოდა ეს ნიშნავდა რომ მას სული ან რაიმე ვიტალური ძალა მართავდა. მეცნიერების აღმოჩენებთან ერთად ამ ანტროპომორფულმა არსებებმა დაიწყეს გაქრობა, უკან დაწევა, ვიცით რომ თორი აღარ აბრახუნებს ჩაქუჩს ან ხეში მიმდინარე პროცესებს სული არ ჭირდება. ადრე ღმერთი ყველგან და ყველაფერში იყო.”

    – – მეგობარო,ნუ აურევ მითოლოგიებსა და მსოფლიო რელიგიების საფუძველ ბიბლიას ერთმანეთში. ამით მხოლოდ შენ ძალიან ზერელე ცოდნას ამჟღავნებ რელიგიებში და მეტი არაფერი. თუ საიდუმლო არ არის, რამდენი წლის ხარ? ახლა უფრო მეტად მიჩნდება ეჭვი,რომ საბჭოთა დროიდან დაწყებული ლექტორი ბრძანდებით. საბჭოთა ტერმინოლოგიითა და სულისკვეთებით გამოგდით ლაპარაკი,ერთ ქვაბში რომ „ხარშავდნენ“ ყველა რელიგიასა თუ მითს.

    ზევსის ელვაზე,თორის ჩაქუჩზე და ა.შ. მე,დღევანდელ ქრისტიანს,2000 წლის წინანდელ ქრისტიანს; უფრო იქით,3600 წლის წინანდელ იუდეველს (როცა ბიბლიის პირველი თავები იწერებოდა) ისევე გაეცინებოდა,როგორც ახლა შენ (თუ თქვენ… აღარ ვიცი,როგორ მოგმართოთ. თუ უკვე ღვაწლმოსილი ლექტორი ბრძანდებით,მაშინ თავს უფლებას ვეღარ მივცემ,რომ შენობით მოგმართოთ. ასე რომ,მითხარით გულწრფელად). მითოლოგიები ზღაპრებია,ინდუიზმი ზღაპარია; ბუდიზმი ფაქტიურად ათეისტური რელიგიური იდეოლოგიაა,რომელშიც საერთოდ არაა ცოცხალი და პიროვნული ღმერთის მცნება. ხოლო მსოფლიოს 3 ძირითადი რელიგია-ქრისტიანობა,ისლამი და იუდაიზმი,ეყრდნობა ბიბლიას,რომლის მიმართ ინტერესიც დღემდე არ განელებულა,მათ შორის სხვადასხვა დარგის მეცნიერების მხრიდანაც. თუ ქრისტიანულ სახარებასაც დავამატებთ აპოკალიფსით,მით უმეტეს… არცერთ სხვა რელიგიაში არაა ამდენი ცნობილი ისტორიული პიროვნება ნახსენები,თანაც დროის სიზუსტით. ხოლო ქრისტიანობა კიდევ იმითაა უნიკალური და სარწმუნო,რომ მხოლოდ ჩვენ გვყვავს ღმერთად ისტორიული პიროვნება (ის მაინც თუ იცი,რომ ისლამშიც არის ქრისტე (ისა) აღიარებული,ოღონდ როგორც მუჰამედის შემდეგ პირველი წინასწარმეტყველი და არა ღმერთი? მათი სწავლებითაც სწორედ ისამ და არა მუჰამედმა უნდა განიკითხოს ადამიანები მეორედ მოსვლის ჟამს?). შენ ქვემოთ გიწერია-„ქრისტეს არსებობაც კი არაა მეცნიერული ფაქტი“. ესეც კიდევ ერთხელ მეტყველებს შენ უცოდინრობაზე ქრისტიანობაში. ამაზე ქვემოთ დაგიწერ,თუ არ დამავიწყდა იმ 4 არაქრისტიანულ წყაროდან არსებულ ისტორიულ დოკუმენტს,რომელიც ცნობილია მეცნიერულ წრეებში. აღარ ვლაპარაკობ უკვე უამრავ ქრისტიანული გარემოდან შემორჩენილ დოკუმენტზე. დაივიწყე რა,საბჭოთა წიგნები,იქ ასეთ ისტორიულ დოკუმენტებს არ დაგიწერდნენ,მათი იდეოლოგიური მიზნების გამო-ცენზურა კარგად მუშაობდა.

    ბიბლია (ძვ. და ახალი აღთქმა) თავად ღმერთის მიერ გაცხადებული სწავლებაა ,მისივე ხელშეწყობით ასე ფართოდ გავრცელებული და ამაზე იმდენი ფაქტები და ისტორიული მოვლენები მეტყველებს,რომ მე ეჭვის ნატამალიც აღარ გამაჩნია.

    მოვიყვან ფრიდრიხ ენგელსის ერთ მოსაზრებას,რომლითაც იგი ზემოთ განხილულ ჩვენ თემას (ქრისტიანობის ღვთაებრივ წარმოშობაზე) თავისდაუნებურად ისე ამყარებს,რომ მალევე რომ მიმხვდარიყო,ალბათ ცხოვრებაში ასეთ რამეს არ გამოაქვეყნებდა,თუმცა ობიექტურად კი გამოუვიდა (მასაც ხომ ვერ დავწამებთ ტენდენციურობასა და ქრისტიანობის პროპაგანდას,ვინაიდან იგი ქრისტიანობის ერთერთი ყველაზე გამოჩენილი მტერი იყო) : „ქრისტიანობა,წარმოიქმნა რა,მკვეთრ წინააღმდეგობაში მოვიდა მანამდე და იმ მომენტისთვის მის გარშემო არსებულ ყველა რელიგიასთან“-ო. ეს იცი რას ნიშნავს?-იმას,რომ იგი არ არის ადამიანის გონების ნაყოფი,ვინაიდან ყველა რელიგია,მე ვგულისხმობ მსოფლიოს ძირითად რელიგიებს, (გარდა ძველი აღთქმისა,ვინაიდან იგი ღმერთის გამოცხადებითაა დაწერილი ასევე) ერთმანეთისგან იღებს რაღაცეებს და აქვს ერთმანეთზე ზეგავლენა. ასე უცებ არსაიდან არ ჩნდება რელიგია და მერე მალევე მსოფლიო დონის არ ხდება,მეგობარო. მაგალითად ისლამზე ამბობენ,რომ იგი სინკრეტიკული რელიგიააო,იმდენად აშკარა ზეგავლენა იგრძნობა მასზე როგორც ძველი აღთქმისა ისე ქრისტიანობისა. იგი აშკარად ძველი იუდაიზმისა და ქრისტიანობის ნაზავია.

    მითები ყველა ბუნებრივი მოვლენისა თუ სეზონური მოვლენების,ჩვეულებრივი ადამიანური ვნებების პროექციაა ე.წ. ღმერთებში. ათეისტებივით აქაც ძირითადად შუალედურ პროცესებზეა ლაპარაკი, ხოლო ბიბლია იწყებს პირველმიზეზით,საწყისით-ცოცხალი პიროვნული ერთადერთი სამყაროს შემქმნელი ღმერთით და დანარჩენი ბუნებრივი მოვლენები უკვე მის მიერ შექმნილ კანონებს ექვემდებარება,რაზეც მე და შენც ვდაობთ აგერ უკვე 21-ე საუკუნეში და ასეც გაგრძელდება მეორედ მოსვლამდე.

    „თუ დაუკვირდები მიხვდები რომ მთელი ეს ისტორია არის უცოდინარობის არგუმენტის ისტორია, სადაც არ ვიცით რაიმე ღმერთსაც იქ ვსვავთ ადამიანები. სწორედ ამას აკეთებ შენც.“

    – – რომ დავუკვირდი,იმიტომ გვაქვს ახლა მე და შენ დისკუსია.

    დავუკვირდი და ვხედავ სასწაულებს:
    36 საუკუნის წინ დაწყებული და 20 საუკუნის წინ დამთავრებული ბიბლიური წიგნების შინაარსები საოცრად ემთხვევა უახლეს მეცნიერულ აღმოჩენებს. შენ რომ არ გაქვს ძველი აღთქმა შესწავლილი (წაკითხული მაქვსო,-იძახი და დაახლოებით წარმომიდგენია, როგორ გექნება წაკითხული,ისიც მხოლოდ პირველი რამოდენიმე თავი),ახალი აღთქმის წიგნები რომ საერთოდ არ გაქვს წაკითხული,ასევე მთელი ბიბლიის წმინდა მამების მიერ საოცარი სიბრძნით მათი მართლა სულიწმინდით შთაგონებული განმარტებები,ჩემი ბრალი არაა. შენ არ გაქვს მასალა შესადარებლად და შესაჯერებლად,მე-კი… საუკუნეების წინანდელ წმინდანებს ისეთი აზრები აქვთ გამოთქმული,რომ თანამედროვე ფიზიკოსების ფრაზებს რამის ერთი ერთზე ემთხვევა. მოდი და ნუ იწამებ!..
    ამ ყველაფერთან ერთად,ძველი აღთქმის ქრისტემდე 10,7 და 4 საუკუნით ადრე დაწერილი წინასწარმეტყველებანი საოცარი სიზუსტით აცხადდა მაცხოვარზე,თვით ისტორიული თარიღის სიზუსტითაც კი… 2000 წლის წინ აპოკალიფსში დაწერილი წინასწარმეტყველებანი საოცრად ემთხვევა დღესდღეობით მიმდინარე მოვლენებს. მოდი და ნუ იწამებ!..
    და რაღა მოსატანია ამ ყველაფრის მერე,მაგრამ პირადად ჩემთვის ჩემ ცხოვრებაში მოვლენილი ისეთი სასწაულები,რომლებიც ჩემია და მთელი ჩემი არსებით მაქვს შეგრძნობილი. ცოცხალი ღმერთისა თუ გარდაცვლილი მეგობრის სულის ასევე მთელი არსებით,ყველანაირი ცნობილი ადამიანური გრძნობების მიღმა შეგრძნება და ა.შ.
    არ გინდა ეხლა იმის თქმა,რომ ეს ჰალუცინაციებია და სპონტანურად ტვინში წარმოქმნილი იმპულსებია და ა.შ. აზრი არ აქვს. როცა გამოცდი ამას,ძალიან კარგად გრძობ,ეს მოვლენები შიგნიდან მოდის,როგორც ტვინის იმპულსები თუ საიდანღაც,უცებ „გარედან“ გევლინება. შენ რომ გამოგაცდევინოს ღმერთმა,ასე ადვილად და ხელაღებით ვეღარ „იჭიკჭიკებდი“… ამ პირად გამოცდილებას საერთოდ ალბათ დავივიწყებდი მაინც თავის დროზე,ზემოთ დაწერილი ის მთავარი 2 არგუმენტი რომ არ იყოს ჩემთვის დღემდე ძალაში.

    Like

    • მე ცოცხალ ინტელექტზე მქონდა ლაპარაკი და შენ თუ ტერმინ „ანთროპომორფიზმში“ ამ შემთხვევაში ინტელექტს გულისხმობ,დიახაც რომ გვჭირდება და მაგას გიხსნი ამდენი ხანია.
      თუ არადა უკვე მესამედ გეკითხები:
      „თუ გამოგიძიებია,რამდენია ალბათობა,რომ ინტელექტის გარეშე დაიწეროს რაიმე კომპიუტერული პროგრამა?“

      თავს არიდებ,რადგან იცი,რომ ამაზე პასუხი ისევ რწმენის მცნებამდე მიგვიყვანს და თან ჩემი უპირატესობით,რადგან ამის ნულოვანი ალბათობა გაცილებით უფრო ლოგიკურია,ვიდრე საიდანღაც,უცბად, საოცრად რთული და კომპლექსური პროგრამის „ციდან ჩამოვარდნა“,ინტელექტის გარეშე.

      მაგაზე გაგექცი პასუხი, კომპიუტერული პროგრამა კომპიუტერის და სოფტის გარეშე სრულ სიცარიელეში ვერ გაჩნდება თავისით. ანუ ჭირდება ადამიანის მიერ შექმნილი ბაზისი.
      მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ იგივე აუცილებლად ეხება სამყაროს, იმიტომ რომ სამყაროს წარმოშობის წინაშე სხვანაირი პრობლემა დგას. ეს არის მასშტაბის პრობლემა. “საღი აზრის” პრობლემა.

      “ოო,შენისთანა ჭკვიანი და ნაკითხი კაცისგან ასეთ გულუბრყვილო და უსუსურ დასკვნასა თუ შეკითხვას აღარ ველოდი. რას იზამ,მესმის,ძნელია ათეისტური „ჩიხიდან“ გამოსასვლელის პოვნა…
      ეს უკვე „ხავსზე მოჭიდებაა“ და ცარიელა ვარაუდი… ყველაფერში და ყველგან თავი და თავი არის საწყისი,მეგობარო. არავინ არ დაიწყებს შენობის არა თუ აშენებას სახურავიდან,არამედ მისი ნახაზებისა და პროექტების შედგენასაც კი … ეს ბევრ შეცდომამდე მიგვიყვანს. ამიტომაა,ასე დაბეჯითებით რომ იძახიან მეცნიერები,რომ მატერიის ბუნებას ადექვატურად და ბოლომდე ვერასდროს ვერ ჩავწვდებითო. თუ ვერ ჩაწვდი საწყისს,მართლა როგორ გაიგებ მის არსს ბოლომდე?”
      როგორც ჩანს იმხელა კომენტარებს ტყუილად ვწერ. ამდენი ავხსნი, დრო დავხარჯე და ასეთ კითხვას არ ველოდი.
      მოდი “ათეისტური ჩიხის” უსასრულოდ გამეორებას კიდევ ერთხელ ყურადღებით წაიკითხე:
      “ყველაფერში თავიდათავი არის საწყისი” ანუ მიზეზშედეგობრივი “საღი” აზრი წარმოიშვა ადამიანის გონებაში კონკრეტულ გარემოში. რომელიც წარმატებით გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში გარკვევისას, გადარჩენის პროცესში. სავსებით წარმატებულია ეს მოდელი იმის გარკვევაში თუ რა ხდება დედამიწაზე და კოსმოსში, მაგრამ სამყაროს პირველმიზეზი განსხვავებული პრობლემაა, თუ რატომ ამას გამოხატავს კვანტური სამყაროს წესები სადაც ისეთი რამეები ხდება რაც წინააღმდეგობაში მოდის ამ ლოგიკასთან რითაც შენ ხელმძღვანელობ როცა შენობის აშენებას და სამყაროს წარმოშობას შორის ანალოგიებს აკეთებ. პლუს მეცნიერებამ აჩვენა რომ დიდი აფეთქება დაიწყო კვანტური ზომებიდან, ლოურენს კრაუსი ამტკიცებს რომ სივრცე დრო და მთელი სამყარო შესაძლებელია წარმოშობილიყო არაფრისგან. აქ კიდევ საკამათოა რა არის ეს “არაფერი” სრულიად არაფერი თუ რაღაც უფრო მარტივი ვიდრე ჩვენთვის ცნობილი სინგულარობა. ასევე ჰოკინგის უსაზღვრო მოდელის მიხედვით სამყაროს არ ჭირდება პირველმიზეზი, რათქმაუნდა ეს თეორიები არაა არაფრის ცალსახად დამტკიცება მაგრამ აქ გაკვეთილი ისაა რომ პიროვნული შემოქმედის დაშვება არათუ აუცილებელი არაა არამედ მინიმუმ გააჩნია ალტერნატივები და მაქსიმუმ პიროვნულ ღმერთს აქვს სხვა პრობლემები როგორიცაა პიროვნულობა,და სირთულე.
      “ვინმე დიდი მეცნიერი აღმოაჩენს რაღაცას,მერე ეს თეორია გაბატონდება კაი ხნით,მაგრამ წლების მერე აღმოჩნდება,რომ იგი ძირშივე არასწორი ყოფილა და იწყება ყველაფერი ახლიდან”
      მაგრამ არის ისეთებიც რომლებიც სამუდამოდ რჩება. მათი მოდიფიცირება და გაღრმავება ხდება სხვა თეორიებით, მაგრამ ეს იმას ნიშნავს მხოლოდ რომ კონკრეტული თეორია ანახებს სამყაროს მუშაობას მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში. სხვა თეორიას შეუძლია გააღრმავოს იგი.

      “ისევ წრეზე მივდივართ. იცი ახლა რას გავს შენი ეს დასკვნა,ალეგორიულად რომ გითხრა:

      აი,შენ რომ შეხვიდე სრულიად ავტომატიზირებულ ავტომანქანების ქარხანაში და ნახო,რომ იქ რობოტები აკეთებენ ყველაფერს,არცერთი ადამიანი იქ არ გინახავს. ნახე იქვე რობოტების მექანიზმების ნახაზები,მათ საფუძველზე გაიგე,რომელ დონეზე რა როგორ მოქმედებს და როგორ იმოქმედებს პროგნოზებით.
      ჰოდა,ბოლოს იმ ქარხნის მიხედვით რომ დაასკვნა – მე იქ არცერთი ადამიანი არ მინახია,ყველაფერი ყველა დონეზე და სტადიაზე რაღაც „ზებუნებრივი“ ინტელექტის გარეშე მოქმედებდა და ესე იგი ეს ქარხანაც და ეს რობოტებიც ინტელექტის გარეშე თავისით აშენდაო.”

      შენ ყურადღებას არ აქვცევ იმ მომენტს სადაც მე მკვეთრად ვმიჯნავ ყოველდღიურ პრობლემებს სამყაროს წარმოშობის პრობლემასთან.
      ყურადღებას არ აქცევ რომ კონკრეტულად სიცოცხლის და ადამიანური ინტელექტის წარმოშობის ასახსნელად არსებობს ალტერნატიული, მუშა, დატესტილი მექანიზმი – ევოლუცია.
      და აწვები ისევ უილიამ პალეის მეცხრამეტე საუკუნის დიზაინის არგუმენტს. პალეის არგუმენტი იყო სწორედ ეგ : თუ იპოვი საათს ბუნებრივად დაასკვნი რომ ის საათი ვიღაცის ინტელექტმა შექმნა, ადამიანის სხეულიც შედგება სინქრონული ფუნქციონირებადი მექანიზმებისგან, აქედან გამომდინარეობს რომ ისიც ინტელექტმა შექმნა. თუმცა მოვიდა მერე დარვინი და დაგვანახა რომ არსებობს ალტერნატიული მექანიზმი, რომელსაც შეუძლია უინტელექწტობიდან, ინტელექტის გარეშე შექმნას ინტელექტი.
      “უკვე დაძრული და შუალედური პროცესების მიხედვით ასეთი დასკვნა ხო უგუნურობა იქნება?”
      თუ რელიგიური აზროვნების განვითარების და ისტორიის ჭრილიდან შევხედავთ არ იქნება უგუნურება
      რადგან სულები და ღმერთებით იხსნებოდა ყველაფერი და ამ არსებებმა უკან დახევა დაიწყეს, გამოეცალათ კონკრეტული ფუნქციები ხელიდან. შესაბამისად თუ აღარ გვჭირდება ღმერთი ჭექა-ქუხილის ასახსნელად, რატომ გვჭირდება მაინცდამაინც პირველმიზეზის დროს? შენ ალბათ ისევ იმ ლოგიკურ ჯაჭვს დაუბრუნდები რომელსაც იყენებ ‘შენობას ხომ უნდა დამპროექტებელი?” ან “კომპიუტერულ პროგრამას ხომ უნდა პროგრამისტი?” რაზეც კიდევ ერთხელ შეგახსენებ რომ ეგ ლოგიკა არ არის უალტერნატივო სამყაროს წარმოშობის პრობლემასთან მიმართებით.

      “ჩემი რწმენაც ამ შემთხვევაში უფრო ლოგიკურია. მე მწამს,რომ რაიმე კომპიუტერული და მით უმეტეს,ამხელა სამყაროს „პროგრამა“,რაიმე წესი,კანონი,კანონზომიერება,სილამაზე,ჰარმონია ვერ შეიქმნება ცოცხალი ინტელექტის გარეშე და მემგონი დამეთანხმები,რომ ამაში ნამდვილად არის ლოგიკა და ეს „სრული სიბნელის“ განათების მცდელობაა..,ხოლო თქვენებური ქაოსიდან და უსულო სიცარიელიდან ამ ყველა ზემოთჩამოთვლილის შექმნა უკვე „სრული სიბნელიდან“ გაქცევის მცდელობა.”

      შენ მსჯელობაში არის ლოგიკა, თუ ვისაუბრებთ მხოლოდ პირველმიზეზის აუცილებლობაზე, უკვე არაერთხელ ავხსენი, მაგრამ კიდევ გავიმეორებ. კერძოდ რა ლოგიკაა ეს. ეს არის Common sense-დან “საღი” აზრიდან ჩამოყალიბებული საყრდენი წერტილი, რომლის მიხედვით ყველა მოვლენას აქვს მიზეზი, რომ ობიექტი ვერ იქნება ორ განსხვავებულ მდგომარეობაში და ადგილზე ერთდროულად. და ა.შ. სწორედ ეს ლოგიკა გეუბნება რომ ყველაფერს ჭირდება პირველმიზეზი, რაც ძალიან ბუნებრივია (რომ ასე ფიქრობს ადამიანი) ჩვენი გამოცდილებიდან ცნობილია რომ არც ერთი საგანი არ მატერიალიზდება უცებ არსაიდან.ყველა მოვლენას და საგანს აქვს გამომწვევი მიზეზი. მაგრამ ეს ლოგიკა აზრს კარგავს კვანტურ სამყაროში, სადაც ადამიანისთვის წარმოუდგენელი რამეები ხდება, და რადგან არსებობს ამ ლოგიკის საზღვრები და სამყარო დიდი აფეთქების პირველ მომენტებში იმყოფებოდა კვანტურ მდგომარეობაში. ეს ლოგიკა გამოუსადეგარია, მინიმუმ აღარ არის უალტერნატივო.
      თუმცა შენი რწმენა ეხება არა მხოლოდ პირველმიზეზის აუცილებლობას არამედ იმას რომ ამ პირველმიზეზს ადამიანის მსგავსად გააჩნია გონება და ინტელექტი, რაც ტოტალურად უსაფუძვლოა.
      რამდენჯერ უნდა გაიმეორო ეს “ქაოსი”
      არ მჯერა მე ბატონო ქაოსის😀 მე ვამბობ იმას რომ სამყაროში წესების სტრუქტურის და გეომეტრიის არსებობის გამო იქმნება მარტივიდან რთული.

      “მეგობარო,ნუ აურევ მითოლოგიებსა და მსოფლიო რელიგიების საფუძველ ბიბლიას ერთმანეთში. ამით მხოლოდ შენ ძალიან ზერელე ცოდნას ამჟღავნებ რელიგიებში და მეტი არაფერი. თუ საიდუმლო არ არის, რამდენი წლის ხარ? ახლა უფრო მეტად მიჩნდება ეჭვი,რომ საბჭოთა დროიდან დაწყებული ლექტორი ბრძანდებით. საბჭოთა ტერმინოლოგიითა და სულისკვეთებით გამოგდით ლაპარაკი,ერთ ქვაბში რომ „ხარშავდნენ“ ყველა რელიგიასა თუ მითს.”

      შენ ხარ ერთ-ერთის მიმდევარი და რათქმაუნდა როგორც ყველა სხვას თავისი რელიგია გონია ყველაზე კარგი და ჭეშმარიტი, რაც ჩემთვის ღიმილისმომგვრელია. თუ გინდა გაესაუბრე სხვა რელიგიის მიმდევრებს და ზუსტად იგივეს მტკიცებას დაგიწყებენ, რომ მათი წიგნი და ღმერთები არიან უპირატესნი.
      რათქმაუნდა აბრაამისეული რელიგიები უფრო ჩამოყალიბებულია ვიდრე სიტყვაზე მონადირე-შემგროვებლური საზოგადოებების რელიგიური წარმოდგენები, ოლიმპოს ღმერთები და სკანდინავიური ღმერთები უფრო მიწიერნი არიან, მაგრამ საერთო ჯამში ყველა მითოლოგიაა, ყველა გამონაგონია, ამისთვის ისიც საკმარისია რომ ბიბლიის ისტორიების წარმოშობის და ანალოგიების ისტორიებს გაეცნო. არც ნოეს ამბავია ორიგინალური, გილგამეშის ეპოსი გავიხსენოთ. არც ქრისტეს აღდგომა – ოსირისი, მესიანიზმი და აპოკალიფსი – ზოროასტრიზმი, ქალწულებრივი ჩასახვა – ამენჰოტეპ მესამე და ა.შ. იაჰვე თავიდან ღმერთების პანთეონში რიგითი ბრძოლის ღმერთი იყო, რომელსაც ცოლიც კი ყავდა.
      ყველა მათგანი მითია, ვინც რომელიმე მათგანთან არ არის ემოციურად დაკავშირებული ეს ნათელია მისთვის და არაფერი არ აქვს საერთო საბჭოთა ეპოქის ადამიანთან.
      6-7 წლის ვიყავი რომ დაიშალა საბჭოთა კავშირი😀

      “ზევსის ელვაზე,თორის ჩაქუჩზე და ა.შ. მე,დღევანდელ ქრისტიანს,2000 წლის წინანდელ ქრისტიანს; უფრო იქით,3600 წლის წინანდელ იუდეველს (როცა ბიბლიის პირველი თავები იწერებოდა) ისევე გაეცინებოდა,როგორც ახლა შენ (თუ თქვენ… აღარ ვიცი,როგორ მოგმართოთ. თუ უკვე ღვაწლმოსილი ლექტორი ბრძანდებით,მაშინ თავს უფლებას ვეღარ მივცემ,რომ შენობით მოგმართოთ. ასე რომ,მითხარით გულწრფელად). მითოლოგიები ზღაპრებია,ინდუიზმი ზღაპარია; ბუდიზმი ფაქტიურად ათეისტური რელიგიური იდეოლოგიაა,რომელშიც საერთოდ არაა ცოცხალი და პიროვნული ღმერთის მცნება. ხოლო მსოფლიოს 3 ძირითადი რელიგია-ქრისტიანობა,ისლამი და იუდაიზმი,ეყრდნობა ბიბლიას,რომლის მიმართ ინტერესიც დღემდე არ განელებულა,მათ შორის სხვადასხვა დარგის მეცნიერების მხრიდანაც.”

      გაეცინებოდა იმიტომ რომ ყველას თავისი ილუზია გონია სინამდვილე და სხვისი სასაცილო. ჩვეულებვრივი ეგოცენტრიზმია. თუმცა რათქმაუნდა აბრაამისეული ღმერთი რამდენადმე უფრო ტრანსცენდენტურია ვიდრე თორი და ზევსი. რელიგიური წარმოდგენებიც განიცდის ევოლუციას, ადრე ყველა მოვლენაში ჭრდებოდათ ღმერთი მერე წარმოდგენები ცოტა შეიცვალა.
      შენობით მომმართე, ღვაწლმოსილი ლექტორი არ ვარ😀😀

      “არცერთ სხვა რელიგიაში არაა ამდენი ცნობილი ისტორიული პიროვნება ნახსენები,თანაც დროის სიზუსტით. ხოლო ქრისტიანობა კიდევ იმითაა უნიკალური და სარწმუნო,რომ მხოლოდ ჩვენ გვყვავს ღმერთად ისტორიული პიროვნება (ის მაინც თუ იცი,რომ ისლამშიც არის ქრისტე (ისა) აღიარებული,ოღონდ როგორც მუჰამედის შემდეგ პირველი წინასწარმეტყველი და არა ღმერთი? მათი სწავლებითაც სწორედ ისამ და არა მუჰამედმა უნდა განიკითხოს ადამიანები მეორედ მოსვლის ჟამს?).”
      რამდენი ცნობილი ისტორიული პიროვნება?
      მომიყვანე ციტატები და რომელ ისტორიულ პიროვნებებზეა საუბარი?
      ვიცი რომ მუსლიმანები ქრისტეს წინასწარმეტყველად მოიაზრებენ So what?

      “ქრისტეს არსებობაც კი არაა მეცნიერული ფაქტი“. ესეც კიდევ ერთხელ მეტყველებს შენ უცოდინრობაზე ქრისტიანობაში. ამაზე ქვემოთ დაგიწერ,თუ არ დამავიწყდა იმ 4 არაქრისტიანულ წყაროდან არსებულ ისტორიულ დოკუმენტს,რომელიც ცნობილია მეცნიერულ წრეებში. აღარ ვლაპარაკობ უკვე უამრავ ქრისტიანული გარემოდან შემორჩენილ დოკუმენტზე. დაივიწყე რა,საბჭოთა წიგნები,იქ ასეთ ისტორიულ დოკუმენტებს არ დაგიწერდნენ,მათი იდეოლოგიური მიზნების გამო-ცენზურა კარგად მუშაობდა.”

      ველოდები დოკუმენტს!
      მე რამდენადაც ვიცი არც-ერთ ისტორიულ ავთენტურ დოკუმენტში არ არის მოხსენიებული ქრისტე. სახარება არ ითვლება ისტორიულ წყაროდ!
      საბჭოტა წიგნებს არ ვკითხულობ, მითუმეტეს პროპაგანდისტულს, თუ რაიმე რელიგიის კრიტიკა წამიკითხავს მხოლოდ დასავლეთის ავტორების.

      “ბიბლია (ძვ. და ახალი აღთქმა) თავად ღმერთის მიერ გაცხადებული სწავლებაა ,მისივე ხელშეწყობით ასე ფართოდ გავრცელებული და ამაზე იმდენი ფაქტები და ისტორიული მოვლენები მეტყველებს,რომ მე ეჭვის ნატამალიც აღარ გამაჩნია.”
      ეს თქვენ გჯერათ რომ თავად ღმერთის გამოცხადებით დაიწერა
      მე რატომ უნდა დავიჯერო?
      ეგ “ფაქტები” საინტერესოა, ვერც ერთხელ ვერ ვნახე ვერაფერი დამაჯერებელი. ბიბლია წავიკითხე და არაფერი აღმომიჩენია.

      “„ქრისტიანობა,წარმოიქმნა რა,მკვეთრ წინააღმდეგობაში მოვიდა მანამდე და იმ მომენტისთვის მის გარშემო არსებულ ყველა რელიგიასთან“-ო. ეს იცი რას ნიშნავს?-იმას,რომ იგი არ არის ადამიანის გონების ნაყოფი,ვინაიდან ყველა რელიგია,მე ვგულისხმობ მსოფლიოს ძირითად რელიგიებს, (გარდა ძველი აღთქმისა,ვინაიდან იგი ღმერთის გამოცხადებითაა დაწერილი ასევე”

      რახან ენგელსმა თქვა ეგრეა😀
      ეს უკვე სასაცილოა
      მეც შემიძლია მოვიფიქრო რელიგია რომელიც ყველასგან განსხვავებული და საპირისპირო იქნება. ეს საკმარისი იქნება იმისთვის რომ ჩემი რელიგია ღმერთისგან ნაკარნახევად მიიჩნიო?

      “ერთმანეთისგან იღებს რაღაცეებს და აქვს ერთმანეთზე ზეგავლენა. ასე უცებ არსაიდან არ ჩნდება რელიგია და მერე მალევე მსოფლიო დონის არ ხდება,მეგობარო. მაგალითად ისლამზე ამბობენ,რომ იგი სინკრეტიკული რელიგიააო,იმდენად აშკარა ზეგავლენა იგრძნობა მასზე როგორც ძველი აღთქმისა ისე ქრისტიანობისა. იგი აშკარად ძველი იუდაიზმისა და ქრისტიანობის ნაზავია.”
      ქრისტიანული ილუზიაა თუ გგონიათ რომ თქვენს რელიგიას არავიტარი გავლენა არ აქვს.
      გირჩევ წაიკითხო რობერტ რაითის “ღმერთის ევოლუცია” და და გაეცნო როგორ ვითარდებოდა იუდაიზმი და ქრისტიანობა, როგორ სესხულობდნენ ბაალისგან, მესოპოტამიური რელიგიებიდან, როგორი იყო თქვენი ერთადერთი და ყოვლისშემძლე ღმერთი იაჰვე ერთ დროს ღმერთების პანთეონის ერთ-ერთი ღმერთი. როგორ არის ის რომ ქრისტიანული დღესასწაულები ძალიან ხშირად ემთხვევა წარმართულს, როგორ აღდგა მკვდრეთით ქრისტემდე უამრავი სხვა ღმერთი.

      36 საუკუნის წინ დაწყებული და 20 საუკუნის წინ დამთავრებული ბიბლიური წიგნების შინაარსები საოცრად ემთხვევა უახლეს მეცნიერულ აღმოჩენებს. შენ რომ არ გაქვს ძველი აღთქმა შესწავლილი (წაკითხული მაქვსო,-იძახი და დაახლოებით წარმომიდგენია, როგორ გექნება წაკითხული,ისიც მხოლოდ პირველი რამოდენიმე თავი),ახალი აღთქმის წიგნები რომ საერთოდ არ გაქვს წაკითხული,ასევე მთელი ბიბლიის წმინდა მამების მიერ საოცარი სიბრძნით მათი მართლა სულიწმინდით შთაგონებული განმარტებები,ჩემი ბრალი არაა. შენ არ გაქვს მასალა შესადარებლად და შესაჯერებლად,მე-კი… საუკუნეების წინანდელ წმინდანებს ისეთი აზრები აქვთ გამოთქმული,რომ თანამედროვე ფიზიკოსების ფრაზებს რამის ერთი ერთზე ემთხვევა. მოდი და ნუ იწამებ!.”
      ვაახ. აბა დამისახელე ეს ფაქტები!
      რა წერია ბიბლიაში? თერმოდინამიკის კანონები? ნიუტონის მოძრაობის კანონები? თუ კეპლერის? აა თანამედროვე? კვანტური მექანიკა?
      ბიბლია წაკითხული მაქვს – ნიშნავს ახალ აღთქმასაც.
      რომლებია “ისეთი აზრები”?
      და რაღა მოსატანია ამ ყველაფრის მერე,მაგრამ პირადად ჩემთვის ჩემ ცხოვრებაში მოვლენილი

      ისეთი სასწაულები,რომლებიც ჩემია და მთელი ჩემი არსებით მაქვს შეგრძნობილი. ცოცხალი ღმერთისა თუ გარდაცვლილი მეგობრის სულის ასევე მთელი არსებით,ყველანაირი ცნობილი ადამიანური გრძნობების მიღმა შეგრძნება და ა.შ.
      არ გინდა ეხლა იმის თქმა,რომ ეს ჰალუცინაციებია და სპონტანურად ტვინში წარმოქმნილი იმპულსებია და ა.შ. აზრი არ აქვს. როცა გამოცდი ამას,ძალიან კარგად გრძობ,ეს მოვლენები შიგნიდან მოდის,როგორც ტვინის იმპულსები თუ საიდანღაც,უცებ „გარედან“ გევლინება. შენ რომ გამოგაცდევინოს ღმერთმა,ასე ადვილად და ხელაღებით ვეღარ „იჭიკჭიკებდი“… ამ პირად გამოცდილებას საერთოდ ალბათ დავივიწყებდი მაინც თავის დროზე,ზემოთ დაწერილი ის მთავარი 2 არგუმენტი რომ არ იყოს ჩემთვის დღემდე ძალაში.

      ეგ სასწაულები პირადია და სუბიექტური. რომელსაც შესაძლოა არაფერი საერთო არ აქვს სამყაროს ობიექტურ მუშაობასთან
      გარედან მოდის თუ შიგნიდან ამის გარკვევის ობიექტური საშუალება შენ არ გაქვს, ყველა ადამიანის ეგო ცდილობს ნებისმიერი საგნიდან რაღაც გამოძერწოს რაც მას დაუდასტურებს მის კოსმიურ მნიშვნელობას.
      ადამიანი ზოგადად ყველაფერში ეძებს კოსმიურ მნიშვნელობას და მფარველს, იმიტომ რომ სიმარტოვის ეშინია და ეგზისტენციალურ კითხვებს გაურბის, ამიტომ ის მოწოდებულია ნებისმიერი დამთხვევა უდიდეს სიმბოლიზმად გაასაღოს და გადაყლაპოს მზამზარეული, დამაშვიდებელი, გამაყუჩებელი რელიგიური დოქტრინები ან სჯეროდეს ასტროლოგიის და ნუმეროლოგიის და სხვა მსგავსი ფსევდომეცნიერებების.

      Like

  29. მე მთელი ჩემი არსება მიდასტურებს პარალელური სამყაროს არსებობას და ამ მატერიალურ სამყაროში ვერ „ვეტევი“… ტყუილა ამბობთ ხოლმე ადამიანი თავიდან ათეისტი იბადებაო. როგორც გითხარი ათეისტურ ოჯახში და ათეისტურ გარემოში დაბადებულს,ათეისტურ იდეოლოგიაზე გაზრდილს,მაინც,რაც თავი მახსოვს,ღრმა ბავშვობიდანაც კი მქონდა შეგრძნება,რომ მე ყოველთვის ვიქნებოდი პიროვნულად,რომ ჩემი ფიქრები და აზრები სამუდამოდ არასდროს არ გაჩერდებოდა,რომ მე ჩემი თავი ყოველთვის მემახსოვრებოდა და ჩემი ფიქრები. ეს მაშინ იმ დონის რწმენა იყო, „რაღაც არსებობს“ რომ ქვია,მაგრამ საიდან? როცა ან საერთოდ არ მესმოდა ღმერთზე,ან იშვიათად მხოლოდ რელიგიის დაცინვა და კონტრარგუმენტები? ასეთი მარტო მე არ ვიყავი. ჩემ თანატოლებისგანაც საუბრებში ყოველთვის მესმოდა-„მწამსო“… ყველანაირი წინაპირობებისა და საფუძვლების გარეშე,ყოველნაირი ბუნებრივი მოვლენების შიშისა ან სიღატაკეში ცხოვრების გარეშე,პირიქით…
    40 წლისა ვარ და ნამდვილი მორწმუნეობრივი ცხოვრება მხოლოდ 34-35 წლის ასაკში დავიწყე. ისეთი სასწაულებრივად,ისე თავისთავადად,მოვლენათა საოცარი მიყოლებული ჯაჭვით გაჩნდა ღმერთისკენ ლტოლვა და მისკენ სიარულის სურვილი,რომ არ ვიცი… უმეტესობა ქრისტიან ნამდვილ მორწმუნეს (და არა მოდას აყოლილს) რომ კითხო,როგორ გაუჩნდა ძლიერი რწმენა,მით უმეტეს შეგნებულ ასაკში,ან საერთოდ ვერ აგიხსნის ზედმიწევნით,ან გეტყვის ასევე მოვლენათა საოცარი თანმიმდევრულობათა გამოო.

    ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან მოყოლებული ეძებდნენ გამალებით და ვერაფრით ვერ იპოვეს ვერცერთი ტომი,ვერცერთი ეთნოსი,რომელსაც ზებუნებრივის რწმენა და რელიგია არ ექნებოდა. ადამიანის უკვდავ სულში ღმერთმა ჩადო თავიდანვე მისდამი ლტოლვა. ვინც ხელოვნურად და ნაძალადევად ჩაიკლავს თავისში ამ ლტოლვის სურვილს,ასეთ ადამიანს შემიძლია მხოლოდ ვუთანაგრძნო და შევიბრალო…

    რა ვქნა ეხლა-ამ ყველაფრის მერე,ევოლუციონისტ-ათეისტებს დაგიჯეროთ,რომ მეუბნებით სიცარიელის იქით ვეღარ მივდივართ,თანაც მატერიის ბუნებას ვერასდროს ბოლომდე ვერ ჩავწვდებით და აქ „დაამუხრუჭეთო“? მე რომ იმ სიცარიელის გაღმიდან რაღაც უკიდეგანო,უსასრულო სილამაზე,სიკეთე,სიმშვიდე და მოსიყვარულე არსება „მეფერება“ ჩემი უვარგისობის მიუხედავად,რა ვუყო?..

    „ზებუნებრივი ანთროპომორფული შემოქმედი“-ო,რომ წერ,პირდაპირი გაგებით ამბობ? ანუ გგონია,რომ ღმერთი თავისი ბუნებითა და ფორმით ადამიანის მსგავს არსებად წარმოგვიდგენია? ისევ მითებში გერევა? თუ ასეა,ეს კიდევ ერთი მაგალითი იმისა,რომ ბიბლიისა და ქრისტიანობის გაგებაში არ ხარ და მაინც აძლევ თავს უფლებას,რომ მასზე იმსჯელო და მით უმეტეს,მითებთან გააიგივო…

    ნუ იგდებ თავს სასაცილო მდგომარეობაში,არ გინდა…

    ჭკვიანი კაცი ხარ და არ გინდა ხატოვნად რომ ვთქვათ, მაგალითად, დოსტოევსკის ნაწარმოებების კრიტიკა,იმ ფონზე,რომ წაკითხული არ გქონდეს.

    ჭკვიან და ნაკითხ კაცს საკითხისადმი ასეთი მიდგომა არ შეშვენის… მით უმეტეს მილიარდობით ადამიანისთვის ძვირფას საკითხებზე.

    ყურადღებიდან გამომრჩა შენი ოდნავ მოძველებული კომენტარი მაიმუნებზე ექსპერიმენტებთან დაკავშირებით.
    „ექსპერიმენტების შესახებ სადაც ერთი ან რამდენიმე მაიმუნი გამოხატავს თანაგრძნობას მისთვის სრულიად უცნობი მაიმუნის მიმართ., მაგალითად ორ ცალ-ცალკე კამერაში ზის ორი მაიმუნი, რომლებიც აქამდე არ იცნობდნენ ერთმანეთს. ისინი ერთმანეთს შუშის მეშვეობით ხედავენ, ერთი მაიმუნი გააცნობიერებს, რომ რაღაც ღილაკზე თითის დაჭერით მის საკანში ჩნდება ბანანი, მაგრამ ამავე დროს მეორე მაიმუნს ძლიერი ჭავლით წყალს ასხავენ.რამდენიმე ცდის შემდეგ პირველი აცნობიერებს რომ მეორეს მისი საქციელის გამო ტკივილი ადგება, მიუხედავად იმისა რომ ის მშიერია და უყვარს ბანანი, წყვეტს ღილაკზე თითის დაჭერას და ბანანის მიღებას.
    მსგავსი ექსპერიმენტები ბევრია და ნათლად ანახებს რომ თანაგრძნობა სხვა ცხოველებსაც გააჩნიათ.“

    – – გამეღიმა… მაიმუნების თანაგრძნობა…

    როგორ ცდილობთ ხოლმე რომ მაიმუნები „გააადამიანუროთ“ და ადამიანები კიდევ გაამაიმუნოთ“

    ეს კონკრეტული ექსპერიმენტი იმის კიდევ ერთი დადასტურებაა,რაც ადრეც გითხარი,რომ ათეისტურ-ევოლუციონისტური იდეოლოგიით შეპყრობილი ვაი-მეცნიერები ექსპერიმენტებს წარმართავენ მიზანმიმართულად,მხოლოდ მათთვის სასურველი შედეგების მისაღებად,ან შესაძლო რამოდენიმე ვარიანტიდან მხოლოდ ერთს წარმოაჩენენ,ან აკეთებენ შედეგების მხოლოდ მათი იდეოლოგიის შესაბამისად ინტერპრეტაციას.

    ეს ცდები შემთხვევით შიშის ფაქტორზე დაფუძნებული მუდმივი სტრესის თავიდან არიდება ხომ არ არის? მაიმუნი ხედავს,რომ ღილაკზე თითის დაჭერისას მის გვერდით,სულ ახლოს, იწყება აურზაური,ფაქტიურად თავდასხმა მეორე მაიმუნზე,მით უმეტეს,მისი განგაშის მანიშნებელი ყვირილიც თუ ესმის. როცა მტაცებელი (ამ შემთხვევაში ის წყლის ჭავლი მტაცებლის როლს თამაშობს) რაიმე ჯოგიდან ერთ რომელიმე ინდივიდს ესხმის თავს,იქ უკვე ყველა პანიკაშია,ყველა გრძნობს საშიშროებას,რომ მომდევნო შეიძლება თავად იყოს და ამიტომ ყველა უკანმოუხედავად გარბის. ჭამისთვის ამ დროს არავის არ სცხელა. ეს შემთხვევა შემდგომში ყველა გადარჩენილისთვისაც კი დიდი სტრესია,“მწარე“ მოგონებაა,რომელიც მასში კიდევ რამოდენიმე ანალოგიური შემთხვევის შედეგად პირობით რეფლექსად ჩამოყალიბდება. თვითგადარჩენის ინსტინქტი ამ დროს უპირველესია!

    ახსნა ბანალურია: პირველ მაიმუნს არ უნდა მუდმივი სტრესი და შიშის განცდა. ჭამას ისევ უსაფრთხოდ ყოფნა ურჩევნია ინსტინქტურად. ის ხომ ვერ ხვდება,რომ მასზე ცდას ატარებენ,ეშინია,რომ შემდეგზე შეიძლება მასაც მიადგეს ტკივილი.
    თანაგრძნობა მაშინ იქნებოდა,გაწუწვის შემდეგ პირველ მაიმუნს რომ აეღო თავისი ბანანი,შესულიყო და მთლიანი თუ არა,ნახევარი მაინც ეწილადებინა „დაჩაგრული“ თანამოძმისთვის. ეწილადებინა კი არა,აბა ერთი,ეს გაწუწული რამოდენიმე წამში შეუშვი მასთან ბანანის ასაღებად. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს,რომ პირველი ამ ისედაც „დაჩაგრულ“,გაწუწულ მაიმუნს თავპირს დაამტვრევს. შენ სხვანაირად ფიქრობ?-იქნებ ფიქრობ,რომ იგი გაუწვდის გაწუწულს თავის ბანანს და ეტყვის,-აჰა,ჩემი ბანანი,შე საწყალოო… ძალიან,ძალიან მეეჭვება… ეხლა როგორ ფიქრობ,მე ჩემი ვიწრო ჭკუით თუ მოვიფიქრე უცებ ექსპერიმენტის შედეგის ალტერნატიული ახსნა,იმ ცდის ჩამტარებელ მეცნიერს არ მოაფიქრდებოდა? ძალიან კარგადაც მოაფიქრდებოდა,მაგრამ რომ არ აწყობდა ამ მეორე ხელის შემშლელი ვარიანტის წარმოჩენა?.. ეს ალბათ ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი მომიყვანე. წარმომიდგენია,რა „მაიმუნობები“ შეიძლება იყოს სხვა ანალოგიურ ექსპერიმენტებში.
    აი,ასეა უმრავლესი ევოლუციონისტი მეცნიერი,რადგან უკვე იმდენად ბევრი აფიორა,ფაქტების ფაბრიკაცია და მიჩქმალვა დაგროვდა მეცნიერების ისტორიაში,რომ რა ვიცი… ამიტომ აღარ ვენდობი ბოლომდე უკვე ყველაზე პოპულარულ და თვალში საცემ სამეცნიერო ჟურნალებს,რომლებშიც დიდი ფული ტრიალებს. იქ მხოლოდ ევოლუციისთვის „გაფილტრული“ ინფორმაცია იდება ხშირად ან ძირითადად მხოლოდ ევოლუციონიზმით „დაბრმავებულ“ მეცნიერებს აქვთ „საშვი“. ისევ პატარ-პატარა სამეცნიერო საიტებზე ჯობია ნახო. ერთდროულად 5 და 10 ასეთ საიტზე რომ ნახავ რაიმეს,ის დიდი ალბათობით უკვე სანდო ინფორმაციაა.

    „მე პრობლემა სწორედ ანთროპომორფიზმთან მაქვს, რომელიც ძალიან ინფანტილური ვიწრო ხედვაა. რადგან სამყარო ყველა დონეზე მოქმედებს არა გონებით და გეგმარებით როგორც ეს ადამიანს ჩვევია არამედ გეომეტრიით და წესებით.“

    ისევ ერთ წრეზე ტრიალებ,მეგობარო. იძახი,-სამყარო გონებით კი არა,წესებით იმართებაო. რამდენჯერაც გინდა,იმდენჯერ ახსენი,ტყუილა წვალობ. ჩემთვის “წესები“ უკვე შექმნილი პროდუქტია-მეთქი,არ მომწყინდება, მეასეჯერ გაგიმეორებ. არაფერი ვიწრო ხედვა არ არის ამაში. პირიქით,ვისაც გინდა კითხე,რომელი უფრო ლოგიკურად ჟღერს: ის რომ მოქმედი წესები და კანონები ინტელექტმა შექმნა,თუ ის,რომ ისინი ქაოსიდან და სიცარიელიდან წარმოიშვნენ სპონტანურად? ეს როგორც წარმოგიდგენია?-სადღაც და ოდესღაც,ოღონდ არავინ არ იცის როდის და როგორ,უცებ არსაიდან და არაფრისგან სამყაროს „მიეცა“ დავალება-დღეის ამას იქით „ირთვება“ ვთქვათ გრავიტაცია და ყველა მას დაემორჩილეთ,ხვალიდან ირთვება გენეტიკური ალგორითმი და ყველა მას დაემორჩილება. ეს ჭკვიანურია და დამაჯერებელია უფრო? ჩემთვის კატეგორიულად – არა!!!

    “ეთიოპელები გამოსახავენ თავიანთ ღმერთებს შავს და ცხვირმიჭyლეტილს, თრაქიელები ამბობენ რომ მათ ღმერთებს აქვთ ცისფერი თვალები და წითური თმა. ხარებს ცხენებს ან ლომებს რომ ხელები ქონდეთ და ხატვა შეეძლოთ ხარები დახატავენ ხარ ღმერთებს და ცხენები ცხენ ღმერთებს.” რომ განვავრცო დავამატებ, გონების და გეგმარების სამყაროს მუშაობაზე მორგებაც სწორედ იგივე სახის “გეოცენტრიზმია” სადაც მთელი სამყარო შექმნა და იმართება მილიარდობით გალაქტიკიდან ერთ-ერთში მცხოვრები, ტრილონობით პლანეტიდან ერთ-ერთში მცხოვრები მილიონობით სახეობიდან მხოლოდ ერთი სახეობის გონების მოდელის მიხედვით. რომელიც წარმოიშვა და სავარაუდოდ იარსებებს სამყაროს მხოლოდ ერთ უმცირეს დროის ინტერვალში. სასწაულად ვიწრო ხედვაა.“

    – – არასწორი შედარებაა,მეგობარო… ის რასაც გამოსახავენ,მხოლოდ მათ წარმოსახვაში არსებობს,ხოლო სამყაროს ადამიანი რეალურად ხედავს,რასაც ვერ ხედავს კიდევ (მაგალითად გრავიტაციას),მას შეიგრძნობს მის ხილულ გამოვლინებებში (ისევე როგორც ჭეშმარიტი ღმერთის შემთხვევაში. იგი არ არის წარმოსახვის ნაყოფი, მან თავად გამოგვიცხადა თავი სწავლებით და ბევრჯერ გამოავლინა და დღემდე ავლენს თავს ხილულად,თავის ქმედებებში,იგივე ჩემ თავს გადახდენილი და მოვლენილი სასწაულებით,შორს აღარ წავალ.). წარმოსახვა და რეალური მატერიალური სამყაროს შეცნობა კიდევ სხვადასხვა რამეა,თუმცა ორივე მათგანი მხოლოდ მოაზროვნე არსებას ახასიათებს.

    გონება და ინტელექტი ყველგან ერთი და იგივე იქნება,ერთ მიყრუებულ პლანეტაზე იარსებებს მარტო თუ ერთბაშად უამრავზე. ერთი რუსული გამოთქმისა არ იყოს: „ტუზი აფრიკაშიც ტუზია“.
    მხოლოდ გონებაა სამყაროს აღქმისა და მასში წვდომის მექანიზმი. იმ „მილიონობით სახეობიდან“ მხოლოდ ადამიანს გააჩნია აზროვნების უნარი და სწორედაც მისი ლოგიკა და აღქმის უნარია უნივერსალური ყველა მიმართულებით. სულ სხვა მოდელით რომ იყოს მოწყობილი სამყარო თავიდან ბოლომდე,მაშინ ჩვენი გონებით საერთოდ ვერაფერს ვერ ჩავწვდებოდით და მართლაც,ის რაც სხვა მოდელითაა მართლა შექმნილი,მას ვერც ვწვდებით ამ მიწიერი ინტელექტით. მხედველობაში მაქვს სამყაროს საწყისი და მატერიაშიც კი ბოლომდე და ადექვატურად ვერ წვდომა… ვინაიდან რას ნიშნავს „არაფერი“ და საყოველთაო ინტელექტი და სული ჩვენ რაციონალურ ჭკუას ვერ „გადაუღეჭია“.

    „გონებაში ჩნდება სიყვარული, მაგრამ გონება არ არის ზეციური საგანი, ის მატერიალური ტვინის მუშაობის შედეგია, ფიქრიც ქიმია და ფიზიკაა, ვიღაც ან რაღაც გვიყვარდება იმიტომ რომ ის ჩვენ რაღაც სიამოვნებას გვაძლევს ან რაღაც კრიტერიუმებს გვიკმაყოფილებს რომლებიც გარემოსთან ურთიერთობაში ჩამოგვიყალიბდა. პირველი აზრი მოვიდა სტიმულიდან, რომელიც არის ვიზუალური ან აუდიტორული ან შეხების ან გემოს და ყნოსვის კომბინაცია, ან წარსულში შენახული აზრების და ფიქრების კომბინაცია. ყველაფერს აქვს ფიზიკური სტიმული. ის აბსტრაქტული ფიქრიც და იდეაც წარმოიშვა ფიზიკური სტიმულისგან.”

    – – „მატერიალური ტვინის მუშაობის შედეგი“ ის ინტელექტია,რომელიც კონკრეტულად ამქვეყნიური პრობლემების გადაჭრაში მეხმარება. იგი ნამდვილად მიმდინარეობს ფიზიკა-ქიმიური პროცესების დახმარებით.

    ყველაფერი,რაც ჩამოთვალე,აქვთ ცხოველებსაც: ფიზიკური სტიმულები-„ვიზუალური ან აუდიტორული ან შეხების ან გემოს და ყნოსვის კომბინაცია, ან წარსულში შენახული აზრების და ფიქრების კომბინაცია“,ზოგიერთი სტიმულატორები კიდევ ჩვენზე მეტადაც; სიამოვნებანი,დამაკმაყოფილებელი კრიტერიუმები… რატომ არ შეუძლიათ ჩვენსავით სიყვარული,განსჯა,ოცნება,წარმოსახვა და ა.შ.? თუ ტვინის ზომას დააბრალებ,გეტყვი,რომ ქიმიურ და ფიზიკურ პროცესებს დიდი სივრცე და ადგილი არ ჭირდებათ. ადამიანის დიდი ზომის ტვინი უფრო იმ რამოდენიმე ნახევრადდამოუკიდებელ მოდულს ჭირდება ალბათ,რომელნიც შუალედური რგოლია ადამიანის შინაგანი ბუნების სხვადახვა „ნაწილების“ (სული,სამშვინველი,სხეული,სულისმიერი გონება,სინდისის ხმა) კოორდინირებული და შეთანხმებული მოქმედებისთვის ან მიღმიერი სამყაროდან მიღებული „სიგნალების“ მიღებისა და მატერიალურ ენაზე „გადმოთარგმნისთვის“. ამ მოდულებზე შენგან გავიგე პირველად და მაშინვე მენიშნა… ლოგიკურია,რომ რამოდენიმე ნახევრადდამოუკიდებელი მოდული,დამატებით ერთმანეთს შორის დამაკავშირებელი „ხიდებით“ უფრო მეტ ადგილს დაიკავებს,ვიდრე ერთი მთლიანი მონო-მოდული.

    „თუ რაღაც ფუნქციამ გაამართლა და განუვითარდა სახეობას, შეიძლება ის ერთ რამეში გამოსადეგი იყოს მაგრამ ქონდეს გვერდითი ეფექტი და სხვა საქმეში ხელის შემშლელი გამოდგეს.
    მაგალითად სამოთხის ჩიტს აქვს არაჩვეულებვრივად ფერადი გრძელი და ლამაზი კუდი, რომელიც ხელს უშლის ფრენაში. არა ისე ძალიან რომ ტოტალურად იღუპებოდნენ ეს ჩიტები მტაცებლების მიერ, მაგრამ მაინც საკმარისად რომ ხშირად გახდნენ მათზე ძლიერის მსხვერპლი. ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ რომ რატომ დაუშვა ევოლუციამ ეს მოვლენა? მაგრამ აქ გასათვალისწინებელია სექსუალური სელექცია. ევოლუცია ქმნის ისეთ ორგანიზმებს რომლებიც იდეალურები კი არ არიან არამედ არიან საკმარისად კარგი რომ გამრავლდნენ, გადარჩნენ იქამდე რომ გამრავლდნენ. სამოთხის ჩიტს ეს “უსარგებლო” კუდი მდედრისთვის თავის მოსაწონებლად და სექსუალურ ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად ჭირდება. ასე რომ კუდი გამოუსადეგარია მხოლოდ ერთი მხრივ. მეორე მხრივ კი სასარგებლოა.“

    – – ადამიანის გაუმაძღრობა არაა „გვერდითი ეფექტი“,მაინც რაღაცაში „გამოსაყენებელი“ თვისება. იგი ცალსახად საკუთარი ფიზიოლოგიისა და ევოლუციის,ბუნების წინააღმდეგ წასვლაა. თვითზიანი და გაუმართლებელი ზედმეტი ბუნებრივი რესურსების ფლანგვა. ეს ევოლუციის „შეცდომაა“,მაგრამ იგი ხომ ცოცხალი არაა,შეცდომა რომ გაეპაროს საბოლოოდ და გამოუსწორებლად? იგი დაუნდობელი და ავტომატური „ფილტრია“,წესით ცოტა ხნით გაპარული შეცდომა დიდხანს არ უნდა გაეჩერებინა და საწყის ეტაპებზევე უნდა ამოეგდო.

    „კრიშნაგოპალ დარანის აქვს კარგი წიგნი “ფიქრის ბიოლოგია” თუ წაიკითხავ, ძალიან ბევრ რამეს გაიგებ ტვინზე. ტვინში შემომავალი ელექტრონული სახის სტიმული ნაწილდება სხვადასხვა უბანში სადაც გამოცდილების შესაბამისად იერარქიულად მოწყობილ სისტემებში ნეირონის დენდრიტებში, წარმოიქმნება “პირველადი ფიქრები” უმცირესი ან ტრივილაური ფიქრის ერთეულები. ისევე როგორც კომპიუტერის ტრანზისტორებში არის ბინარული კოდის სისტემა, ტვინში არის დენდრიტის “კოდები” მოლეკულური ბადე, რომელიც აკოდირებს ინფორმაციას. უბრალოდ კომპიუტერისგან განსხვავებით ნეირონული სისტემა ანალოგის მსგავსად მოქმედებს და არა ციფრულად. ტვინში შემომავალი სტიმული გააქტიურებს რამდენიმე უბანს, “პირველადი ფიქრები” შექმნიან კომპლექსურ ფიქრებს…“

    – – ხან კრიშნაგოპალიო,ხან რამაჩანდრანიო… რავა სულ ინდოელები მუშაობენ ამ საკითხებზე?!.
    რაში ენაღვლებათ,მათი რელიგიური იდეოლოგიით სამყარო საერთოდ არ არსებობს,ილუზიაა და მხოლოდ ბრაჰმას სიზმრებია. ეს ხუმრობით…
    ძალიან საინტერესოდაა აღწერილი ტვინში მიმდინარე პროცესები. ეს ძალიან კარგად გამართული კომპიუტერი ყოფილა მშვენიერი პროგრამული ინტერფეისებით,მაგრამ „ციფრულამდე“ მაინც ვერ ქაჩავს,ხო? ეს ურთულესი სისტემა, მე კიდევ უფრო მიძლიერებს რწმენას,რომ ეს ყველაფერი ცოცხალი ინტელექტის მიერ დაწერილი უნატიფესი პროგრამაა. უკვე მზა პროდუქტია და მისი შემთხვევითობათა ჯაჭვებით,თუნდაც მილიონობით წლების განმავლობაში,თუნდაც თავისი ქვემდებარე პროგრამების დახმარებით შექმნა ჩემთვის ნულოვანი კი არა,მინუს მილიონოვანი ალბათობაა…

    არ შეიძლება,რომ 14 მილიარდ მარტო ტვინის ქერქში არსებულ ნეირონს,თავისით,შემთხვევითობებითა და მუტაციებით „ესწავლა“ თავისი კონკრეტული ადგილი ტვინში და კონკრეტულ მეზობელ თუ შორეულ სხვა ნეირონებთან კავშირების გაბმა. ჩემთვის ეს უგუნურება და ძალით გონების თვალის დაბრმავებაა…
    ჩემთვის დღემდე ყველა სასიცოცხლო პროცესს ის ყველგან მყოფი და ყველაფრის განმსჭვალავი ღვთაებრივი ენერგიები წარმართავს მატერიალურ სამყაროში მატერიალური მასალების მეშვეობით,ფიზიკა-ქიმიით,რომელიც ასევე მისი ქმნილებაა. აი,ამ მზა პროცესებში წვდომის უნარი უკვე ადამიანს მიანიჭა ღმერთმა,რომ მისი სიდიადე და სიბრძნე განვჭვრიტოთ. ისევ გავყვეთ საწყისამდე და ისევ მივადგებით საწყის ცოცხალი ინტელექტის მიერ შექმნილ ბაზისურ პროგრამას,რომელიც შენ უკვე ძალიან გაგაღიზიანებს ალბათ…

    ამ დიად პროცესებში და სამყაროს ძალიან ბრძნულად მოწყობის მექანიზმში წვდომა ადამიანის მიერ,ეს ღმერთის საჩუქარია. მან მოგვცა კურთხევა,რომ შეგვეცნო და გამოგვეკვლია სამყარო და ამავე დროს გაგვაფრთხილა და გვიწინასწარმეტყველა:
    „რადგანაც ღვთის რისხვა ზეცით ცხადდება, რათა თავს დაატყდეს კაცთა უსამართლობას და უღმერთოებას, თავიანთი უსამართლობით რომ ახშობენ ჭეშმარიტებას. ვინაიდან რაც შეიძლება იცოდე ღმერთზე, ცხადია მათთვის, რადგანაც ღმერთმა განუცხადა მათ. და მართლაც, მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება: ასე რომ, არა აქვთ პატიება. რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თვიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული; ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ;” (პავლე მოციქული,რომაელთა მიმართ 1-ლი თავი)
    აქვე მოვიყვან მე-13-14 საუკუნის უჭკვიანესი და ძალიან განათლებული მართლმადიდებელი წმინდანის,გრიგოლ პალამას 2 ციტატას ღვთაებრივ ენერგიებზე:

    „ღმერთი არის და იწოდება ყოველივეს ბუნებად, ვინაიდან ყველაფერი მასთან თანაზიარია და არსებობს ამ თანაზიარობის ძალით,მაგრამ თანაზიარია არა ღმერთის ბუნებაsთან, არამედ მის ენერგიებთან.“

    „ღმერთი ჩვენთვის მიუწვდომლად განფენს თავის ძალას ყოველივე არსებულზე. სხვაგვარად ის,რაც არარასაგანაა წარმოშობილი,ყოფიერებას ვერ შეინარჩუნებდა და მეყსეულად დაბრუნდებოდა თავის პირველად მდგომარეობაში – არარაში.“

    „მე ვხედავ სიცარიელეს და ვამბობ აი სიცარიელე. შენ ხედავ და ამბობ: – ეს სიცარიელე ასე ხომ არ დარჩება, ამოვავსოთ ღმერთით. არადა ღმერთის არსებობას არანაირი მეცნიერული და ლოგიკური მტკიცებულება არ აქვს“… „ყველაფერი იმისკენ მიანიშნებს რომ პიროვნული ღმერთის არსებობა არის ინფანტილური, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი რწმენა. თავადვე ამბობ რომ რაციონალური აზრით ღმერთს ვერ შეიცნობო, ანუ მხოლოდ ბრმა რწმენის საგანია, თუ მხოლოდ “გულით” უნდა გავიგოთ რა არის ჭეშმარიტება“

    – – მე კი არა,უკვე უდიდესი მეცნიერები ამბობენ და ამტკიცებენ,რომ ჩვენი შეზღუდული გონებით მატერიის ბუნებასაც კი ვერ შეიცნობ ადექვატურად და ბოლომდეო და რა,მატერიაც „ბრმა რწმენის საგანია“? ღმერთს გულით მაინც შეიცნობ,როგორც თავად გვასწავლა და აი,მატერიას გულითაც ვერ შეიცნობ ბოლომდე.
    მატერიას ჩვენ აღვიქვამთ და ვიკვლევთ უკვე არსებულს,შექმნილს,ხილულად თუ უხილავად გამოვლენილს. ასევე ღმერთიც-„მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება“.

    მე კიდევ გიმეორებ,რომ პიროვნული,“მოაზროვნე“,“პროგრამისტი“ ღმერთის არსებობა და მის მიერ მიზანმიმართულად სამყაროს შექმნა უფრო ლოგიკურად მიმაჩნია,ვიდრე ქაოსისგან და სიცარიელისგან სპონტანურად მოწესრიგებულობის,სისავსის,მიზეზ-შედეგობრიობის მექანიზმის შექმნა და დაწყება.

    ან რატომ უგულებელყოფთ თერმოდინამიკის ფუნდამენტურ კანონს? საიდან გაჩნდა და „გამოხტა“ უცებ პირველადი ენერგია? არაფრისგან გაჩნდა უცებ? კანონს რა ვუყოთ,რომელიც ამბობს: „ენერგია არსაიდან არ ჩნდება და არსად არ ქრება. იგი მხოლოდ ერთი სახის ენერგიიდან მეორე სახის ენერგიად გარდაიქმნება“. ზუსტი ციტირება არ არის,მაგრამ არსი არ დამირღვევია,მემგონი.

    „რწმენა გაქვს შენ, მე მაქვს სკეპტიციზმი”

    – – გვეყო რწმენაზე. რწმენას დაარქმევ თუ სკეპტიციზმს,რა მნიშვნელობა აქვს?

    Like

    • მე მთელი ჩემი არსება მიდასტურებს პარალელური სამყაროს არსებობას და ამ მატერიალურ სამყაროში ვერ „ვეტევი“… ტყუილა ამბობთ ხოლმე ადამიანი თავიდან ათეისტი იბადებაო. როგორც გითხარი ათეისტურ ოჯახში და ათეისტურ გარემოში დაბადებულს,ათეისტურ იდეოლოგიაზე გაზრდილს,მაინც,რაც თავი მახსოვს,ღრმა ბავშვობიდანაც კი მქონდა შეგრძნება,რომ მე ყოველთვის ვიქნებოდი პიროვნულად,რომ ჩემი ფიქრები და აზრები სამუდამოდ არასდროს არ გაჩერდებოდა,რომ მე ჩემი თავი ყოველთვის მემახსოვრებოდა და ჩემი ფიქრები. ეს მაშინ იმ დონის რწმენა იყო, „რაღაც არსებობს“ რომ ქვია,მაგრამ საიდან? როცა ან საერთოდ არ მესმოდა ღმერთზე,ან იშვიათად მხოლოდ რელიგიის დაცინვა და კონტრარგუმენტები? ასეთი მარტო მე არ ვიყავი. ჩემ თანატოლებისგანაც საუბრებში ყოველთვის მესმოდა-„მწამსო“… ყველანაირი წინაპირობებისა და საფუძვლების გარეშე,ყოველნაირი ბუნებრივი მოვლენების შიშისა ან სიღატაკეში ცხოვრების გარეშე,პირიქით…
      40 წლისა ვარ და ნამდვილი მორწმუნეობრივი ცხოვრება მხოლოდ 34-35 წლის ასაკში დავიწყე. ისეთი სასწაულებრივად,ისე თავისთავადად,მოვლენათა საოცარი მიყოლებული ჯაჭვით გაჩნდა ღმერთისკენ ლტოლვა და მისკენ სიარულის სურვილი,რომ არ ვიცი… უმეტესობა ქრისტიან ნამდვილ მორწმუნეს (და არა მოდას აყოლილს) რომ კითხო,როგორ გაუჩნდა ძლიერი რწმენა,მით უმეტეს შეგნებულ ასაკში,ან საერთოდ ვერ აგიხსნის ზედმიწევნით,ან გეტყვის ასევე მოვლენათა საოცარი თანმიმდევრულობათა გამოო.”

      ამაში საოცარი და ზეციური არაფერია.
      განცდა რომ სულ იქნები, რომ სამყაროს ცენტრი ხარ და შენი ძვირფასი “მე” შეუძლებელია გაქრეს, ბუნებრივი მოვლენაა,
      წარმოიდგინე ქვის ხანის ადამიანი, რომელმაც ეს ესაა დაიწყო რაღაცეების გაცნობიერება. მისი თანამოძმეები აქამდეც კვდებოდნენ, მაგრამ მხოლოდ ახლა აცნობიერებს რომ თვითონაც იმ საზოგადოების წევრია, მათნაირია, შესაბამისად თავადაც მოკვდება. თუ იგი დაიჯერებდა რომ სიკვდილით ყველაფერი მთავრდება და მორჩა, ალბათ დეპრესია მოუღებდა ბოლოს. ევოლუციური კუთხით რომ შევხედოთ, უკეთ გადარჩებოდნენ ის ჯგუფები რომლებიც მარტო ემპირიულ მონაცემებს არ ჯერდებოდნენ, ანუ მხოლოდ იმას რასაც ხედავდნენ. და რომლებიც ამ საშინელ დასასრულს ალტერნატიულ გაგრძელებებს უგონებდნენ. შესაბამისად მივიღეთ რელიგიური აზროვნების ჩანასახი რომელიც ამ საზოგადოებაში იძლევა გარკვეულ ბენეფიტებს. ინდივიდები ხედავენ ცხოვრების გაგრძელების აზრს.
      მეც მიფიქრია ბავშვობაში, მიცდია წარმომედგინა რომ აღარ ვარსებობდი, მაგრამ ეს თითქმის შეუძებელია, ადამიანს უნდა რომ სულ იარსებოს, ადამიანს არ უნდა ან არ შეუძლია გააცნობიეროს რომ ის გაქრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ფაქრს რაიმე საერთო აქვს რეალობასთან.

      “ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან მოყოლებული ეძებდნენ გამალებით და ვერაფრით ვერ იპოვეს ვერცერთი ტომი,ვერცერთი ეთნოსი,რომელსაც ზებუნებრივის რწმენა და რელიგია არ ექნებოდა. ადამიანის უკვდავ სულში ღმერთმა ჩადო თავიდანვე მისდამი ლტოლვა. ვინც ხელოვნურად და ნაძალადევად ჩაიკლავს თავისში ამ ლტოლვის სურვილს,ასეთ ადამიანს შემიძლია მხოლოდ ვუთანაგრძნო და შევიბრალო…”
      მე აშკარად წამიკითხავს რომ აფრიკაში არის მინიმუმ ერთი ტომი მაინც რომელსაც არანაირი ზებუნებრივის კონცეფცია არ აქვს.
      ლტოლვა არის რაღაც მიღმიერის მიმართ, ლტოლვა არის იმის რომ შენ მნიშვნელოვანი ხარ სამყაროს მასშტაბით და ამ ყველაფერს აქვს თავისი ევოლუციური მიზეზი. ასე რომ არ ყოფილიყო ცხოვრება გაცილებით რთული იქნებოდა. თუ დღევანდელ მრავალფეროვან სამყაროში არის ბევრი ალტერნატივა, მაგალითად ცხოვრების მშვენიერება შეიძლება დაინახო მეცნიერებაში, ხელოვნებაში და ა.შ. უძველეს ხანაში ამის საშუალება არ იყო, ადამიანს რაიმე უნდა გამოეგონა, ამ გამონაგონის მოთხოვნილება კი მყარად გაჯდა ფსიქიკაში, იმიტომ რომ საჭირო იყო

      რა ვქნა ეხლა-ამ ყველაფრის მერე,ევოლუციონისტ-ათეისტებს დაგიჯეროთ,რომ მეუბნებით სიცარიელის იქით ვეღარ მივდივართ,თანაც მატერიის ბუნებას ვერასდროს ბოლომდე ვერ ჩავწვდებით და აქ „დაამუხრუჭეთო“? მე რომ იმ სიცარიელის გაღმიდან რაღაც უკიდეგანო,უსასრულო სილამაზე,სიკეთე,სიმშვიდე და მოსიყვარულე არსება „მეფერება“ ჩემი უვარგისობის მიუხედავად,რა ვუყო?..

      მე ხშირად მქონდა ხოლმე ადრე ვარდნის შეგრძნება სანამ გამოვფხიზლდებოდი ძილიდან. ძალიან რეალური შეგრძნება, მაგრამ სინამდვილეში არსად არ ვვარდებოდი. ეს იყო მხოლოდ შეგრძნება.
      ასე რომ რაღაცას ვგრძნობ, ვიღაც მეფერება – ეს არგუმენტი და დასაბუთება არაა ჩემთვის.

      “ეს ცდები შემთხვევით შიშის ფაქტორზე დაფუძნებული მუდმივი სტრესის თავიდან არიდება ხომ არ არის? მაიმუნი ხედავს,რომ ღილაკზე თითის დაჭერისას მის გვერდით,სულ ახლოს, იწყება აურზაური,ფაქტიურად თავდასხმა მეორე მაიმუნზე,მით უმეტეს,მისი განგაშის მანიშნებელი ყვირილიც თუ ესმის. როცა მტაცებელი (ამ შემთხვევაში ის წყლის ჭავლი მტაცებლის როლს თამაშობს) რაიმე ჯოგიდან ერთ რომელიმე ინდივიდს ესხმის თავს,იქ უკვე ყველა პანიკაშია,ყველა გრძნობს საშიშროებას,რომ მომდევნო შეიძლება თავად იყოს და ამიტომ ყველა უკანმოუხედავად გარბის. ჭამისთვის ამ დროს არავის არ სცხელა. ეს შემთხვევა შემდგომში ყველა გადარჩენილისთვისაც კი დიდი სტრესია,“მწარე“ მოგონებაა,რომელიც მასში კიდევ რამოდენიმე ანალოგიური შემთხვევის შედეგად პირობით რეფლექსად ჩამოყალიბდება. თვითგადარჩენის ინსტინქტი ამ დროს უპირველესია!”
      შიში რომ იყოს ღილაკზე დაჭერის შეშვების მიზეზი ამას დაინახავდნენ მაიმუნის რეაქციაში.
      ასეთი ექსპერიმენტები დაგეგმილია ფრთხილად და გათვალისწინებულია ყველა ფაქტორი.
      თან ისიც გაითვალისწინე, რომ შიშის ფაქტორი რომ იყოს მაიმუნი პირველივე ჭავლის დროს დაანებებდა ბანანს თავს და დაიწყებდა საკანში მოუსვენრად სირბილს, ღილაკს თავს ანებებს მხოლოდ რამდენიმე შემთხვევის მერე, როცა აცნობიერებს რომ მეორე მაიმუნი მის გამო იტანჯება.

      ადამიანის გაუმაძღრობა არაა „გვერდითი ეფექტი“,მაინც რაღაცაში „გამოსაყენებელი“ თვისება. იგი ცალსახად საკუთარი ფიზიოლოგიისა და ევოლუციის,ბუნების წინააღმდეგ წასვლაა. თვითზიანი და გაუმართლებელი ზედმეტი ბუნებრივი რესურსების ფლანგვა. ეს ევოლუციის „შეცდომაა“,მაგრამ იგი ხომ ცოცხალი არაა,შეცდომა რომ გაეპაროს საბოლოოდ და გამოუსწორებლად? იგი დაუნდობელი და ავტომატური „ფილტრია“,წესით ცოტა ხნით გაპარული შეცდომა დიდხანს არ უნდა გაეჩერებინა და საწყის ეტაპებზევე უნდა ამოეგდო.”

      გვერდითი ეფექტია
      გაუმაძღრობას საფუძვლად უდევს ჭამის სიამოვნება. ჭამის სიამოვნება კი იმიტომ ჩამოყალიბდა რომ საკმარისი ენერგიის მიღების წამახალისებელია. მაგრამ ადამიანი რობოტი არაა და ნებისმიერმა ფუნქციამ შეიძლება უმტყუნოს ან დაერღვეს.
      გაუმაძღრობა ფლანგვა კი არაა დაგროვებაა. ფლანგვა იქნებოდა უზომო ფიზიკური აქტივობა.

      ხან კრიშნაგოპალიო,ხან რამაჩანდრანიო… რავა სულ ინდოელები მუშაობენ ამ საკითხებზე?!.
      რაში ენაღვლებათ,მათი რელიგიური იდეოლოგიით სამყარო საერთოდ არ არსებობს,ილუზიაა და მხოლოდ ბრაჰმას სიზმრებია. ეს ხუმრობით…
      დაემთხვა რომ ორივე ინდოელია😀
      სხვებიც წერენ ამ თემაზე
      ეს ძალიან კარგად გამართული კომპიუტერი ყოფილა მშვენიერი პროგრამული ინტერფეისებით,მაგრამ „ციფრულამდე“ მაინც ვერ ქაჩავს,ხო? ეს ურთულესი სისტემა, მე კიდევ უფრო მიძლიერებს რწმენას,რომ ეს ყველაფერი ცოცხალი ინტელექტის მიერ დაწერილი უნატიფესი პროგრამაა. უკვე მზა პროდუქტია და მისი შემთხვევითობათა ჯაჭვებით,თუნდაც მილიონობით წლების განმავლობაში,თუნდაც თავისი ქვემდებარე პროგრამების დახმარებით შექმნა ჩემთვის ნულოვანი კი არა,მინუს მილიონოვანი ალბათობაა…

      იმიტომ ფიქრობ ასე რომ ან ვერ გააცნობიერე და წარმოიდგინე ევოლუციის მუშაობა როგორ ხდება, ან უბრალოდ არ გინდა ამის გაგება და კომფორტული ილუზიების ცოტა ხნით დატოვება.
      რელიგიური რწმენა არის ემოციური დამოკიდებულება როცა ადამიანი იმდენად არის დამოკიდებული ამ თავის ემოციურ მოთხოვნილებებზე რომ სხვა არაფრის დანახვა არ შეუძლია ან არ უნდა.
      ტვინი ასეთად არ გაჩნდა უცებ. ის ჩამოყალიბდა მილიონობით წლის განმავლობაში. ტვინის ქერქი ყველაზე ახალი სტრუქტურაა, არის უძველესი სტრუქტურებიც რომლებიც ევოლუციურ ისტორიაში გააჩნდათ ძუძუმწოვრებამდელ სახეობებს, რეპტილიებს და ამფიბიებს.

      “არ შეიძლება,რომ 14 მილიარდ მარტო ტვინის ქერქში არსებულ ნეირონს,თავისით,შემთხვევითობებითა და მუტაციებით „ესწავლა“ თავისი კონკრეტული ადგილი ტვინში და კონკრეტულ მეზობელ თუ შორეულ სხვა ნეირონებთან კავშირების გაბმა. ჩემთვის ეს უგუნურება და ძალით გონების თვალის დაბრმავებაა…”
      შენთვის გაუგებარია – არ ნიშნავს რომ არ შეიძლება.
      დედამიწაზე რომ იყოს მარტო ადამიანი და სხვა სახეობებს რომ არასდროს ეარსებათ, სამყარო რომ იყოს მხოლოდ 6000 წლის. მაშინ მართლა შეუძლებელი იქნებოდა.

      შენ სავარაუდოდ პრობლემას აწყდები იმიტომ რომ წარმოიდგენ ტვინის წარმოუდგენელ კომპლექსურობას დროის ერთ მომენტში, თითქოს გუშინ შეიქმნა ყველაფერი, ამგვარად რათქმაუნდა შეუძლებელია რაიმეს გაგება,.მრავალუჯრედიანი ორგანიზმები გაჩდნენ 600 მილიონი წლის წინ, ეს უზარმაზარი დროა, ტვინიც სავარაუდოდ ამდენი ხნის განმავლობაში ვითარდებოდა, ემატებოდა კომპლექსურობა, ფუნქციები.
      შენ ისევ მიწებებული ხარ უცოდინარობის არგუმენტზე “მე ვერ წარმომიდგენია ე.ი ზებუნებრივი ღმერთი”

      მე კი არა,უკვე უდიდესი მეცნიერები ამბობენ და ამტკიცებენ,რომ ჩვენი შეზღუდული გონებით მატერიის ბუნებასაც კი ვერ შეიცნობ ადექვატურად და ბოლომდეო და რა,მატერიაც „ბრმა რწმენის საგანია“? ღმერთს გულით მაინც შეიცნობ,როგორც თავად გვასწავლა და აი,მატერიას გულითაც ვერ შეიცნობ ბოლომდე.
      მატერიას ჩვენ აღვიქვამთ და ვიკვლევთ უკვე არსებულს,შექმნილს,ხილულად თუ უხილავად გამოვლენილს. ასევე ღმერთიც-„მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება“.

      მატერია ნაწილობრივ მაინც შეიცნობა, ღმერთი მხოლოდ ბრმა რწმენის საგანია.
      “გულით შეცნობა რას ნიშნავს საერთოდ? შესაცნობად გვაქს გონება, “გულით” შეცნობა კი გამოხატავს იმას რომ საკუტარი ილუზიების მსხვერპლი ხარ.
      იმიტომ რომ გულით შეიცნობ ყველაფერს რაც გაგიხარდება. კუკულკანსაც და კრიშნასაც.მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს.

      “მე კიდევ გიმეორებ,რომ პიროვნული,“მოაზროვნე“,“პროგრამისტი“ ღმერთის არსებობა და მის მიერ მიზანმიმართულად სამყაროს შექმნა უფრო ლოგიკურად მიმაჩნია,ვიდრე ქაოსისგან და სიცარიელისგან სპონტანურად მოწესრიგებულობის,სისავსის,მიზეზ-შედეგობრიობის მექანიზმის შექმნა და დაწყება.”

      მე კიდევ გიმეორებ რომ ეგ არის ანთროპომორფიზმი, რომელიც ინფანტილური დამოკიდებულებაა სამყაროს ეგზისტენციალურ საკითხებთან მიმართებით.

      “აი,ასეა უმრავლესი ევოლუციონისტი მეცნიერი,რადგან უკვე იმდენად ბევრი აფიორა,ფაქტების ფაბრიკაცია და მიჩქმალვა დაგროვდა მეცნიერების ისტორიაში,რომ რა ვიცი… ამიტომ აღარ ვენდობი ბოლომდე უკვე ყველაზე პოპულარულ და თვალში საცემ სამეცნიერო ჟურნალებს,რომლებშიც დიდი ფული ტრიალებს. იქ მხოლოდ ევოლუციისთვის „გაფილტრული“ ინფორმაცია იდება ხშირად ან ძირითადად მხოლოდ ევოლუციონიზმით „დაბრმავებულ“ მეცნიერებს აქვთ „საშვი“. ისევ პატარ-პატარა სამეცნიერო საიტებზე ჯობია ნახო. ერთდროულად 5 და 10 ასეთ საიტზე რომ ნახავ რაიმეს,ის დიდი ალბათობით უკვე სანდო ინფორმაციაა.”

      ვხედავ შეთქმულების თეორიები გიყვარს, ალბათ რუსულ გადაცემებს უყურებ სადაც უამრავ უაზრობას ჩმახავენ. მომიტევე და ასეთი შთაბეჭდილება მაქვს,
      მეცნიერების 99%-ს სჯერა ევოლუციის თეორიის ძირითადი პრინციპების. ასე რომ ვერანაირი შეთქმულება ვერ იარსებებს. იმ ხუთ და ათ საიტზე წერია რელიგიურად მოტივირებული კრეაციონისტული სისულეები.
      კრეაციონიზმია სიბრმავე და არა ევოლუცია. აბსოლიტურად დამახინჯებული აქვთ მთელი ევოლუციის კონცეფცია.

      არასწორი შედარებაა,მეგობარო… ის რასაც გამოსახავენ,მხოლოდ მათ წარმოსახვაში არსებობს
      მათ შორის წარმოსახვაა იაჰვეც თავისი ძით და ანგელოზებ წმინდანებით.
      ნუ იესო შეიძლება მართლაც არსებობდა და ქადაგებდა რაღაც იმის მსგავსს რაც ახალ აღთქმაშია, მაგრამ დანარჩენი რელიგიური ზებუნებრივი მტკიცებები ისეთივე წარმოსახვის ნაყოფია როგორც ძველი ბერძნებისთვის ოლიმპოს ღმერთები და სკანდინავიელებისთვის ოდინი და თორი.

      ისევე როგორც ჭეშმარიტი ღმერთის შემთხვევაში. იგი არ არის წარმოსახვის ნაყოფი, მან თავად გამოგვიცხადა თავი სწავლებით და ბევრჯერ გამოავლინა და დღემდე ავლენს თავს ხილულად,თავის ქმედებებში,იგივე ჩემ თავს გადახდენილი და მოვლენილი სასწაულებით,შორს აღარ წავალ.). წარმოსახვა და რეალური მატერიალური სამყაროს შეცნობა კიდევ სხვადასხვა რამეა,თუმცა ორივე მათგანი მხოლოდ მოაზროვნე არსებას ახასიათებს.

      იგივეს გეტყოდა ძველი ბერძენი ან სკანდინავიელი ან ძველი ქართველი, რომ ბარბალე, ზევსი და თორი არ იყვნენ წარმოსახვითები, რომ ისინი ავლენდნენ საკუთარ არსებობას სხვადასხვა მოვლენაში. იგივეს გეტყვის ინდუისტი სპილოსსახიან ღმერთზე და ა.შ. დაგისახელებს კიდეც მოვლენებს, სასწაულებს. იუთუბის ვიდეოსაც განახებს სადაც კერპი რძეს სვამს. მაგრამ შენ არ დაუჯერებ, იმიტომ რომ საკმარისი მიზეზი არ გაქვს, ყველაფერი შეიძლება იყოს ხრიკები და გაუგებრობები, ილუზიები და წარმოსახვები. აი ახლა წარმოიდგინე სხვისი თვალით შენი რელიგია როგორ გამოიყურება? ზუსტად იგივე პოზიციაში დგას! ყველა რელიგიის და ეპოქის ადამიანი ამტკიცებს რომ კონკრეტულად მისი კულტურის და ეპოქის ღმერთია ჭეშმარიტი.
      შენ გგონია სხვებს არა აქვთ სასწაულები და წინასწარმეტყველებები?

      “გონება და ინტელექტი ყველგან ერთი და იგივე იქნება,ერთ მიყრუებულ პლანეტაზე იარსებებს მარტო თუ ერთბაშად უამრავზე. ერთი რუსული გამოთქმისა არ იყოს: „ტუზი აფრიკაშიც ტუზია“.
      მხოლოდ გონებაა სამყაროს აღქმისა და მასში წვდომის მექანიზმი. იმ „მილიონობით სახეობიდან“ მხოლოდ ადამიანს გააჩნია აზროვნების უნარი და სწორედაც მისი ლოგიკა და აღქმის უნარია უნივერსალური ყველა მიმართულებით. სულ სხვა მოდელით რომ იყოს მოწყობილი სამყარო თავიდან ბოლომდე,მაშინ ჩვენი გონებით საერთოდ ვერაფერს ვერ ჩავწვდებოდით და მართლაც,ის რაც სხვა მოდელითაა მართლა შექმნილი,მას ვერც ვწვდებით ამ მიწიერი ინტელექტით. მხედველობაში მაქვს სამყაროს საწყისი და მატერიაშიც კი ბოლომდე და ადექვატურად ვერ წვდომა… ვინაიდან რას ნიშნავს „არაფერი“ და საყოველთაო ინტელექტი და სული ჩვენ რაციონალურ ჭკუას ვერ „გადაუღეჭია“.

      ჩვეული ეგოცენტრიზმია როცა გგონია რომ გონების მხოლოდ ერთი მოდელი უნდა არსებობდეს ისეთი როგორიც ადამიანს აქვს. ადამიანის გონება მხოლოდ ერთი მოდელია რომელიც გამოხატავს იმ შეზღუდვებსა და შესაძლებლობებს როგორ გარემოშიც ის ჩამოყალიბდა. ადამიანი ლოგიკით აღქმის უნარით იგებს სამყაროზე ბევრ რამეს, მაგრამ ის უნივერსალური სულაც არაა, იმიტომ რომ შეზღუდულია იმ პირობებით რომელშიც ის ოპერირებს, სხვა პლანეტაზე თუ განვითარდა სხვა გონება შეიძლება ის ძალზედ განსხვავებული იყოს, იმიტომ რომ ქონდეს სხვა პირობები.

      მაგალითად ისევ კვანტურ სამყაროს მოვიშველიებ. ჩვენ აღვიქვამთ მაკროსკოპულ ობიექტებს, ვერ ვხედავთ ატომებს და ელექტრონებს და უფრო მცირე ნაწილაკებს. შესაბამისად მათი ქცევის წესები ჩვენი ლოგიკის ჩარჩოებში არ ჯდება. მაკროსკოპული სხეული ვერ იქნება ერთდროულად ორ ადგილას. ნაწილაკს არ აინტერესებს ეს ლოგიკური ჩარჩო.
      ასევე ადამიანის აღქმა არაა უნიკალური, ის საერთოდ ვერ ხედავს ელექტრომაგნიტური სპექტრის უდიდეს ნაწილს, როგორიცაა გამა X, ულტრაიისფერ, ინფრაწითელ და რადიო გამოსხივებას

      “ყველაფერი,რაც ჩამოთვალე,აქვთ ცხოველებსაც: ფიზიკური სტიმულები-„ვიზუალური ან აუდიტორული ან შეხების ან გემოს და ყნოსვის კომბინაცია, ან წარსულში შენახული აზრების და ფიქრების კომბინაცია“,ზოგიერთი სტიმულატორები კიდევ ჩვენზე მეტადაც; სიამოვნებანი,დამაკმაყოფილებელი კრიტერიუმები… რატომ არ შეუძლიათ ჩვენსავით სიყვარული,განსჯა,ოცნება,წარმოსახვა და ა.შ.? თუ ტვინის ზომას დააბრალებ,გეტყვი,რომ ქიმიურ და ფიზიკურ პროცესებს დიდი სივრცე და ადგილი არ ჭირდებათ. ადამიანის დიდი ზომის ტვინი უფრო იმ რამოდენიმე ნახევრადდამოუკიდებელ მოდულს ჭირდება ალბათ,რომელნიც შუალედური რგოლია ადამიანის შინაგანი ბუნების სხვადახვა „ნაწილების“ (სული,სამშვინველი,სხეული,სულისმიერი გონება,სინდისის ხმა) კოორდინირებული და შეთანხმებული მოქმედებისთვის ან მიღმიერი სამყაროდან მიღებული „სიგნალების“ მიღებისა და მატერიალურ ენაზე „გადმოთარგმნისთვის“.

      ზომა მართლაც მნიშვნელოვანია 100 მილიარდ ნეირონსა და 3 მილიარდს შორის დიდი განსხვავებაა არ მეთანხმები? 100 მილიარდი უფრო კარგად და ეფექტურად გადაამუშავებს ინფორმაციას ვიდრე 3. შესაბამისად უფრო გამოსადეგი იქნება ინტელექტისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ტვინის ზომა და ენერგიის მიწოდების რაოდენობა სხეულის შეფარდებასთან. სპილოს უფრო დიდი ტვინი აქვს ვიდრე ადამიანს, მაგრამ ადამიანის ტვინი უფრო დიდია მის სხეულთან შეფარდებით ვიდრე სპილოს ტვინი თავის სხეულთან შედარებით. ადამიანის ტვინი მთელი ენერგიის 20%-ს მოიხმარს, როცა მთელი სხეულის 3% იწონის.
      პლუს ამას მარტო ზომაშიც არ არის საქმე, ადამიანის ტვინში მეტი ნეირონული კავშირებია. ადამიანის გენებს განვითარებული აქვთ ახალი მუტაციები რომლებიც უზრუნველყოფენ კავშირების ახლებურ კომბინაციებს. ასევე ადამიანის ტვინის გარკვეული ნაწილები უფრო დიდია საერთო ტვინის ზომასთან შედარებით, მაგალიტად შუბლის წილი, რომელიც სწორედ ცნობიერების ძირითად გენერატორად ითვლება.

      მიღმიერ სამყაროს რაც შეეხება, ადამიანი რომ იღებდეს მიღმიერი სამყაროდან სიგნალებს და ინსტრუქციებს მაგალითად სულისგან, მაშინ უნდა არსებობდეს კონკრეტული ხიდი, ან ხიდები, სადაც ეს ზებუნებრივი სიგნალები გარდაიქმნება მატერიალურ სიგნალებად, ელექტროსიგნელაბად ანუ იმ ენაზე რა ენაზეც ტვინი ოპერირებს. ტვინის სკანირება დღეს იმ დონეზეა რომ თუ ასეთი რამ მართლაც ხდება უნდა დაინახონ ასეთი რამ – სიგნალები ჩნდება ყოველგვარი სტიმულის გარეშე არსაიდან, სადღაც იყრის თავს ეს ინფორმაცია და შემდეგ ნაწილდება. მაგრამ ასეთი ხიდი არ არსებობს!
      ყოველი სიგნალი მოდის ან მეხსიერებიდან ან გარეშე სტიმულიდან, არსად არ არის ერთი ცენტრი, ყველა ინფორმაცია პრალელურად მუშავდება.

      გვეყო რწმენაზე. რწმენას დაარქმევ თუ სკეპტიციზმს,რა მნიშვნელობა აქვს?
      მე რწმენას არ ვარქმევ სკეპტიციზმს.
      მათ შორის აშკარა განსხვავებაა და სწორედ ეს ჩანს ამ დიალოგშიც.
      შენ გწამს მე მაქვს სკეპტიციზმი!

      Like

  30. „მაგაზე გაგექცი პასუხი, კომპიუტერული
    პროგრამა კომპიუტერის და სოფტის გარეშე
    სრულ სიცარიელეში ვერ გაჩნდება თავისით.
    ანუ ჭირდება ადამიანის მიერ შექმნილი
    ბაზისი.
    მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ იგივე
    აუცილებლად ეხება სამყაროს, იმიტომ რომ
    სამყაროს წარმოშობის წინაშე სხვანაირი
    პრობლემა დგას. ეს არის მასშტაბის
    პრობლემა. “საღი აზრის” პრობლემა.”
    – – ვიცი,რომ გამეცი პასუხი,მაგრამ როგორც
    მაშინ იყო ეს პასუხი
    არადამაკმაყოფილებელი ჩემთვის,ისეა
    ახლაც… მინდოდა კარგად
    დაგეკონკრეტებინა და ახლა კარგი
    რეზიუმირება გაუკეთე თავისი არასწორი და
    გაუმართავი დასკვნით. “საღი აზრის”
    პრობლემა ნამდვილად აქვს ათეისტურ
    იდეოლოგიას. კარგია,რომ კომპიუტერზე
    მაინც აღიარებ,რომ ცოცხალი ინტელექტის
    გარეშე ვერ გაჩნდება პროგრამაო…
    „სამყაროს წარმოშობის წინაშე სხვანაირი
    პრობლემა დგას“-ო და ვინ დაადგინა,რომ
    სხვანაირი პრობლემა დგას? ამ შემთხვევაში
    „სოფტის გარეშე სrულ სიცარიელეში“ ვითომ
    რატომ უნდა გაჩნდეს? „მასშტაბის
    პრობლემა“-აო,-იძახი და ესე იგი,თუ
    წარმოვიდგენთ,რომ ვთქვათ,ადამიანებმა
    უზარმაზარი სამყაროსხელა კომპიუტერი
    ააგეს,მერე შეიძლება მილიონობით წლები
    ელოდონ და იქ თვითონ ჩაიტვირთება
    „სოფთი“? ამას „საღ აზრს“ ეძახით? თუ რაკი
    კარგად რეკლამირებულმა და გაპიარებულმა
    ტელევარსკვლავმა და ფიზიკოს-
    თეორიტიკოსმა-ჰოკინგმა თქვა,ყველამ
    უეჭველ ჭეშმარიტებად უნდა მივიღოთ?
    რა მნიშვნელობა აქვს ზომებს?! მთავარი
    არსი იმაში მდგომარეობს,რომ თქვენი
    აზრით, ქაოტურმა და უინტელექტო რაღაცამ
    (თუმცა ეს რაღაცაც როგორ შეიქმნა,ეგეც
    გასარკვევი გაქვთ),შექმნა მოწესრიგებული
    და „პროგრამირებული“ სამყარო. ესე იგი,
    კომპიუტერის შემთხვევაში თვითონ
    მოწყობილობაც,ცოცხალმა ინტელექტმა
    შექმნა და მაინც ამ ფიზიკურად გამზადებულ
    ნიადაგზეც კი ისევ ცოცხალი ინტელექტი
    ჭირდება,რომ „სოფთიც“ ჩაიტვირთოს,ამაზე
    ვთანხმდებით და ამის ფონზე მეუბნებით
    ახლა,რომ სამყაროს შემთხვევაში,როგორც
    ფიზიკური შემადგენელი,ისე
    პროგრამულიც,ოდესღაც საიდანღაც
    სიცარიელიდან გამოხტაო. ანუ ერთ
    შემთხვევაში ფიზიკურსაც და
    პროგრამულსაც ინტელექტი ჭირდებაო და
    მეორე შემთხვევაში არც ერთს ჭირდება
    ინტელექტი და არც მეორესო. ეს რა
    ლოგიკაა? ასე გაშინებთ იმ „სიცარიელის“
    იქიდან მომზირალი ღმერთის ხატება? ასე
    გძულთ? ოღონდ ღმერთი არ გაგაგონოთ
    კაცმა, და ნებისმიერ აბსურდულ იდეას
    განავითარებთ. ბიბლიიდან რატომ იპარავთ
    იდეებს? ჯერ იყო და ცოტათი ადრე
    მატერიალისტები იძახოდით: სამყაროს
    დასაწყისი არ ჰქონდა,იგი მარადიული და
    უსასრულოაო (ანუ თავად ღმერთის იდეას
    „წაეპოტინენ“,ვინაიდან იმ ათეისტურ
    „ჩიხში“ იყვნენ კაი ხანი მომწყვდეულები).
    მერე კარგად რომ დამტკიცდა,მატერიალურ
    სამყაროს აუცილებლად უნდა ჰქონოდა
    დასაწყისი და ათვლის წერტილი,უცებ
    „გადაასხვაფერეს“-უი,შეგვეშალა,
    მარადიული კი არ არის,უბრალოდ ოდესღაც
    „არაფრისგან“ შეიქმნაო. კვლავ ბიბლიის
    იდეას „წაეპოტინენ“. რაღაც ახალი მაინც
    გვითხარით. მაინცადამაინც ამ თქვენი
    საძულველი ბიბლიის იდეებს რატომ
    ემთხვევა ყველაზე მნიშვნელოვანი და
    ბაზისური სამყაროს წარმოშობის
    საკითხები? მართლა ჩიხში ხართ თუ?..
    „აქ კიდევ საკამათოა რა არის ეს “არაფერი”
    სრულიად არაფერი თუ რაღაც უფრო
    მარტივი ვიდრე ჩვენთვის ცნობილი
    სინგულარობა. ასევე ჰოკინგის უსაზღვრო
    მოდელის მიხედვით სამყაროს არ ჭირდება
    პირველმიზეზი, რათქმაუნდა ეს თეორიები
    არაა არაფრის ცალსახად დამტკიცება
    მაგრამ აქ გაკვეთილი ისაა რომ პიროვნული
    შემოქმედის დაშვება არათუ აუცილებელი
    არაა არამედ მინიმუმ გააჩნია
    ალტერნატივები და მაქsიმუმ პიროვნულ
    ღმერთს აქვს სხვა პრობლემები როგორიცაა
    პიროვნულობა,და სირთულე.“
    – – ამბობ: „„აქ კიდევ საკამათოა რა არის ეს
    “არაფერი” სრულიად არაფერი თუ რაღაც
    უფრო მარტივი ვიდრე ჩვენთვის ცნობილი
    სინგულარობა.“-ო და ამას თუ კიდევ
    შევაგებებთ კითხვას, ეს „რაღაც უფრო
    მარტივი“ საიდანღა ან ვინღა შექმნაო?..
    ისევ პირველმიზეზზე გვიწევს მაინც
    მსჯელობა…
    ამბობ: „ჰოკინგის უსაზღვრო მოდელის
    მიხედვით სამყაროს არ ჭირდება
    პირველმიზეზი“-ო და აბა მაშინ
    გაუგებარია,რატომღა მსჯელობენ და
    ფიქრობენ „ეს “არაფერი” სრულიად
    არაფერი(ა) თუ რაღაც უფრო მარტივი
    ვიდრე ჩვენთვის ცნობილი სინგულარობა“?
    არ ჭირდება მიზეზიო და თან მაინც პირველ
    მიზეზებზე მსჯელობენ. ეს ციყვივით წრეზე
    სირბილს მაგონებს…
    ამბობ: „ლოურენს კრაუსი ამტკიცებს“-ო და
    იქვე „ეს თეორიები არაა არაფრის
    ცალსახად დამტკიცება“-ო (კონტექსტიდან
    გამომდინარეობს,რომ აქ ჰოკინგისა და
    კრაუსის თეორიებსაც გულისხმობ).
    ბოლოს „ამტკიცებს“ თუ „არაა არაფრის
    ცალსახად დამტკიცება“? რომელი მივიღოთ?
    მესმის,ეს გაურკვევლობა შენი ბრალი
    არაა,რადგან „ამტკიცებსო“ ამას
    ტელევიზიებით გაიძახიან დღედაღამე
    უბრალო ხალხისთვის,ხოლო ვინც
    ჩახედულია, იმათ-„არაა არაფრის ცალსახად
    დამტკიცება“-ო. აი,ასე აბრიყვებდნენ და
    აბრიყვებენ დღევანდლამდე არაობიექტური
    იდეოლოგიით შეპყრობილი ათეისტი ვითომ
    მეცნიერები თავიანთი ნაადრევი
    შეფასებებით მასას. მთელი მედიაც მათია
    და…
    ადრეც შემომთავაზა ერთმა
    ათეისტმა,კრაუსს და ჰოკინგს მოუსმინე,რა
    მაგრად ხსნიან სამყაროს წარმოშობასო და
    იცი,მათი ლოგიკა რას ეფუძნება და რას
    გავს? აი,საქმეში ჩაუხედავი და მათემატიკის
    ზედმიწევნით არმცოდნე კაცისთვის რომ
    ამტკიცებენ ხოლმე განტოლებებით,რომ
    2×2=5-სო. ეს განტოლებები და ახსნა მეც
    მაქვს ნანახი. ამოხსნაში ერთი შეხედვით
    პატარა არასწორ ნიუანსს აპარებენ
    (უარყოფითი რიცხვიდან კვადრატული
    ფესვის ამოღებას) და ეს შეგნებული
    შეცდომა არსობრივად ცვლის უკვე შედეგს.
    როგორც იტყვიან,საქმე დეტალებშია.
    ეს,ზემოთ ნახსენები 2 „ტელევარსკვლავი“
    ვარაუდობს,რომ „კვანტური ფლუქტუაციებით
    სამყარო“ არაფრისგან შეიქმნაო. თქვე
    დალოცვილებო,მადებილებთ თუ რას ჰგავს
    ეს?! თუკი კვანტური ფლუქტუაციებია და
    ისინი მოქმედებენ,ეს რანაირი „არაფერია“?
    ეს კვანტები რა კვატებმა „გამოჩეკეს“
    მაშინ?!.

    კრაუსი ამბობს: “სამყარო ბრტყელია,მისი
    მთლიანი ენერგიის ჯამი ნულს უდრის და ის
    უნდა დაწყებულიყო არაფრისგან!“ – –
    ბოლოში ჯობდა,რომ კრაუსს ეს წინადადება
    ამ სიტყვებით დაესრულებინა: „მე ასეთი
    ხოში მაქვს და იმიტომო…“თან 3 ძახილის
    ნიშანიც დაესვა უფრო მეტი
    დამაჯერებლობისთვის. რადგან სამყაროში
    არსებული ენერგიები
    (დადებითი,უარყოფითი) ერთმანეთს
    აბათილებს და მათი ჯამი ნულის ტოლია,ესე
    იგი ეს ენერგიები თავისით გამოხტნენ და
    „ციდან ჩამოვარდნენ“-ო. „რკინისებური“
    ლოგიკაა,ვერაფერს იტყვი… ვაი, ჩვენ
    პატრონს რა… თან ბრტყელიაო,ესეც რომ
    დაუდგენია?..ხო,მართალია,ბრტყელი უფრო
    კარგად დაცურდებოდა და ჩამოხტებოდა
    საიდანღაც „ციდან“,უცებ,არაფრისგან.
    ან დავუშვათ რომ ეს ჯამური ნულოვანი
    ენერგია,მართლაც არაფრისგან გაჩნდა.
    მივყვეთ სურათს: არაფერი არ არის და უცებ
    ჩნდება ურთიერთსაპირისპირო „ნიშნის“
    ენერგიები. ვინ მისცა ამას ბიძგი? რაღაც
    სახის ენერგია ხომ ამ „დაყოფისთვისაც“
    საჭირო იყო? ან „ერთგვაროვანი“
    არაფრისგან ურთიერთსაპირისპირო
    რაღაცეები როგორ უნდა შეიქმნას? ამას
    ხომ ცალკე უზარმაზარი ენერგიები
    დასჭირდებოდა,რომ ენერგიები „გაეიმიჯნა“
    და ურთიერთსაპირისპიროდ „დაემუხტა“?
    ეს ყველაფერი ჩემთვის იმის მაგალითია
    მხოლოდ,თუ როგორ შეიძლება
    „დააბრმავოს“ ადამიანი იდეოლოგიამ.
    მახსენდება ისევ სახარებიდან
    სიტყვები,ასეთ ფანატიკოს მეცნიერებზე
    რომ წერია ალბათ: „ბრძენკაცებად
    მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ“-ო.
    ამბობ: „ეს თეორიები არაა არაფრის
    ცალსახად დამტკიცება მაგრამ აქ
    გაკვეთილი ისაა რომ პიროვნული
    შემოქმედის დაშვება არათუ აუცილებელი
    არაა არამედ მინიმუმ გააჩნია
    ალტერნატივები და მაქსიმუმ პიროვნულ
    ღმერთს აქვს სხვა პრობლემები როგორიცაა
    პიროვნულობა,და სირთულე.“
    – – ესე იგი ღმერთის იდეის დაშვებისთვის
    თურმე sიrთულე ყოფილა მისი
    პიროვნულობა. კატეგორიულად არ
    ვეთანხმები,რადგან ზუსტადაც ამ
    პიროვნულობიდან გამომდინარეობს მისი
    ინტელექტიცა და განუსაზღვრელი ცოცხალი
    და ცხოველსმყოფელი განუსაზღვრელი და
    ულევი ერენგიაც,რომელიც ყველაზე
    კარგად,გასაღებივით მიუდგება სამყაროს
    წარმოშობის საიდუმლოს. არ შეიძლება
    სამყარო და მით უმეტეს, მისი
    „პროგრამა“,მიზანდასახულობა და
    კანონზომიერებანი ინტელექტის გარეშე
    შექმნილიყო.
    ერთი ციტატა უნდა მოვიყვანო: „“კვანტურ
    მექანიკურ ფლუქტუაციებს შეუძლიათ
    წარმოქმნან კოსმოსი” ამბობს SETI-ის
    ინსტიტუტის (Search for Extra Terrestrial
    Intelligence) სენიორ ასტრონომი სეთ
    შოსტაკი ” თუ თქვენ ამ ოთახში საკმარისად
    გაამრუდებთ სივრცეს და დროს, თქვენ
    შეიძლება სრულიად ახალი სამყარო
    შექმნათ. თუმცა თქვენ მასთან წვდომა არ
    გექნებათ, მაგრამ შესაძლებელია შექმნათ.”
    ასე რომ შეიძლება ჩვენი სამყარო, სხვა
    სამყაროში რომელიმე სამეცნიერო
    ექსპერიმენტის შედეგიც იყოს, მაგრამ ამ
    შემთხვევაში “შემქმნელი” ისევ ფიზიკის
    კანონებით მოქმედებდა, მას ვერასდროს
    ექნება კავshირი იმ სამყაროსთან რომელიც
    მის ლაბორატორიაში შეიქმნა.“
    – – როგორც ზემოთ გიხსნიდი,ისევ
    შუიდან,ისევ უკვე შექმნილი
    „პროდუქტებიდან“ მსჯელობენ ათეისტი
    მეცნიერები.
    „თუ თქვენ ამ ოთახში საკმარისად
    გაამრუდებთ სივრცეს და დროს, თქვენ
    შეიძლება სრულიად ახალი სამყარო
    შექმნათ. თუმცა თქვენ მასთან წვდომა არ
    გექნებათ, მაგრამ შესაძლებელია
    შექმნათ.“-ო,მაგრამ ეს „ოთახი,სივრცე და
    დრო“ უკვე არსებული,შექმნილი „მასალაა“
    და მერე რა თუ მისგან სხვა რაიმე ახალ
    სამყაროს შექმნი? ამით რა მერე? თვითონ
    ეს „ოთახი,სივრცე და დრო“ ხომ ისევ
    გასარკვევი გვრჩება? პირველმიზეზი?..
    „ამ შემთხვევაში “შემქმნელი” ისევ ფიზიკის
    კანონებით მოქმედებდა, მას ვერასდროს
    ექნება კავshირი იმ სამყაროსთან რომელიც
    მის ლაბორატორიაში შეიქმნა.“ – – ვერ
    გაურბიხართ მაინც ცოცხალ
    ინტელექტს,მეგობარო. ნახე ეს SETI-ის
    ინსტიტუტის სენიორ ასტრონომიც
    „შემქმნელზე“ და უკვე გამზადებულ და
    არსებულ ფიზიკის კანონებზე დაყრდნობით
    ცდილობს აგვიხსნას,თუ როგორ
    შეიძლებოდა ჩვენი სამყაროს შექმნაც.
    ამ „ცოცხალი ინტელექტის“ ლანდი
    აჩრდილივით მუდამ უკან დაგყვებათ და
    თქვენთვის საბედისწერო და სავალალო
    „ფატუმია“!!!
    ისე თითქოს ბედის ირონიააო და ამ
    ყბადაღებული „კვანტის“ ტერმინიც
    უდიდესმა ფიზიკოსმა მაქს პლანკმა
    შემოიღო,როგორც ვიცი,და იგი თქვენდა
    სავალალოდ უდიდესი მორწმუნეც იყო ამავე
    დროს…
    „მოვიდა მერე დარვინი და დაგვანახა რომ
    არსებობს ალტერნატიული მექანიზმი,
    რომელსაც შეუძლია უინტელექწტობიდან,
    ინტელექტის გარეშე შექმნას ინტელექტი.“
    – – ჯერ ერთი,საკითხავია,ვის რა დაანახა
    დარვინმა და მეორეც, მართალიც რომ
    ყოფილიყო,მანაც შუიდან დაიწყო ახსნა,უკვე
    გამზადებული და შექმნილი „მასალებიდან“
    და „გენეტიკურ კოდებში“ არსებული
    პროგრამებიდან,რომელსაც აუცილებლად
    უნდა ყოლოდა თავისი
    შემქმნელი,ინტელექტის მქონე.
    „რამდენი ცნობილი ისტორიული
    პიროვნება?
    მომიყვანე ციტატები და რომელ ისტორიულ
    პიროვნებებზეა საუბარი?“
    – – სპარსეთის მეფე კიროსი – – (1-ლი ეზრა,
    1:1-4)
    ასევე სპარსეთი მეფე დარიოსი – – (1-ლი
    ეზრა, 5:3-7)
    კვლავ მეფერ,ართაქსერქსე – – (1-ლი ეზრა,
    7:11-16), (ნეემია, 2:1-8)
    ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი
    (დანიელი, 2:1…)
    ესენი ძველი აღთქმიდან,რაც გამახსენდა ამ
    წუთას.
    ეხლა ახალი აღთქმიდან:
    კეისარი ოქტავიანე ავგუსტუსი – (ლუკა, 2:1)
    ასევე რომის იმპერატორი ტიბერიუსი –
    (ლუკა, 3:1). აქვე მოხსენიებულნი – სხვა
    ჰეროდე მეოთხედმთავარი (ჰეროდე დიდის
    შვილი) და მისი ძმა ფილიპე.
    არიან კიდევ სხვებიც,ყველა არ მახსენდება.
    პილატე პონტიელისა და ჰეროდე
    დიდისთვის ალბატ ადგილების მითითებაც
    აღარაა საჭირო სახარებიდან,ისედაც
    გაგებული გექნება. ასევე 12-ვე
    მოციქულზეც არსებობს ისტორიული
    წყაროები.
    ბიბლიას იყენებენ როგორც ისტორიულ
    დოკუმენტს,კარგად გამოიkვლიე და ნახავ.
    „ველოდები დოკუმენტს!
    მე რამდენადაც ვიცი არც-ერთ ისტორიულ
    ავთენტურ დოკუმენტში არ არის
    მოხსენიებული ქრისტე. სახარება არ
    ითვლება ისტორიულ წყაროდ!“
    ცოტა ქვევით კი იძახი-“ნუ იესო შეიძლება
    მართლაც არსებობდა და ქადაგებდა რაღაც
    იმის მსგავსს რაც ახალ აღთქმაშია“
    კარგია კატეგორიული ტონის შერბილება ამ
    შეთხვევაში,უფრო ძველ კომენტარებში
    გადაჭრით იძახოდი,-ქრისტე ისტორიული
    პიროვნებაც კი არააო. ახლა რაც შეეხება
    დოკუმენტებს:
    en.wikipedia.org/wiki/Historicity_ of_Jesus
    http://www.bethinking.org/jesus/ancient-evidence -for-
    jesus-from-non-christian-sources
    ტაციტუსის (რომაელი ისტორიკოsი და
    სენატორი) მოწმობა:
    „Nero fastened the guilt … on a class hated for
    their abominations, called Christians by the
    populace. Christus, from whom the name had its
    origin, suffered the extreme penalty during the
    reign of Tiberius at the hands of … Pontius
    Pilatus, and a most mischievous superstition,
    thus checked for the moment, again broke out not
    only in Judaea, the first source of the evil, but
    even in Rome…“
    პლინიუს უმცროსის მოწმობა:
    „They were in the habit of meeting on a certain
    fixed day before it was light, when they sang in
    alternate verses a hymn to Christ, as to a god,
    and bound themselves by a solemn oath, not to
    any wicked deeds, but never to commit any fraud,
    theft or adultery, never to falsify their word, nor
    deny a trust when they should be called upon to
    deliver it up; after which it was their custom to
    separate, and then reassemble to partake of food
    – but food of an ordinary and innocent kind.“
    იოსებ ფლავიუსის (ძალიან ცნობილი
    იუდეველი ისტორიკოsი) მოწმობა:
    „About this time there lived Jesus, a wise man, if
    indeed one ought to call him a man. For he …
    wrought surprising feats…. He was the Christ.
    When Pilate …condemned him to be crucified,
    those who had . . . come to love him did not give
    up their affection for him. On the third day he
    appeared … restored to life…. And the tribe of
    Christians … has … not disappeared.“
    ბაბილონური თალმუდი:
    „On the eve of the Passover Yeshu was hanged.
    For forty days before the execution took place, a
    herald … cried, “He is going forth to be stoned
    because he has practiced sorcery and enticed
    Israel to apostasy.”“
    ლუციუსი
    „The Christians … worship a man to this day –
    the distinguished personage who introduced their
    novel rites, and was crucified on that account….
    [It] was impressed on them by their original
    lawgiver that they are all brothers, from the
    moment that they are converted, and deny the
    gods of Greece, and worship the crucified sage,
    and live after his laws.“
    ალბატ მეტი საჭიროც აღარაა,მაგრამ მაინც
    აქ დაგიდებ მეცნიერებისა და მათი
    ნაშრომების დასახელებებს (მხოლოდ
    ნაწილს),რომელნიც უშუალოდ ამ
    დოკუმენტებზე აკეთებენ კომენტარებს:
    [10] Pliny, Letters, transl. by William Melmoth,
    rev. by W.M.L. Hutchinson (Cambridge: Harvard
    Univ. Press, 1935), vol. II, X:96, cited in
    Habermas, The Historical Jesus, 199.
    [11] M. Harris, “References to Jesus in Early
    Classical Authors,” in Gospel Perspectives V,
    354-55, cited in E. Yamauchi, “Jesus Outside the
    New Testament: What is the Evidence?”, in Jesus
    Under Fire, ed. by Michael J. Wilkins and J.P.
    Moreland (Grand Rapids, Michigan: Zondervan
    Publishing House, 1995), p. 227, note 66.
    [12] Habermas, The Historical Jesus, 199.
    [13] Bruce, Christian Origins, 28.
    [14] Josephus, Antiquities xx. 200, cited in Bruce,
    Christian Origins, 36.
    [15] Ibid.
    [16] Yamauchi, “Jesus Outside the New
    Testament”, 212.
    [17] Josephus, Antiquities 18.63-64, cited in
    Yamauchi, “Jesus Outside the New Testament”,
    212.
    21] The Babylonian Talmud, transl. by I. Epstein
    (London: Soncino, 1935), vol. III, Sanhedrin 43a,
    281, cited in Habermas, The Historical Jesus, 203.
    [24] Habermas, The Historical Jesus, 204. See
    also John 18:31-32.
    [25] Matthew 12:24. I gleaned this observation
    from Bruce, Christian Origins, 56.
    [26] Luke 23:2, 5.
    [27] Lucian, “The Death of Peregrine”, 11-13, in
    The Works of Lucian of Samosata, transl. by H.W.
    Fowler and F.G. Fowler, 4 vols. (Oxford:
    Clarendon, 1949), vol. 4., cited in Habermas, The
    Historical Jesus, 206.

    Like

  31. ” ვიცი,რომ გამეცი პასუხი,მაგრამ როგორც
    მაშინ იყო ეს პასუხი
    არადამაკმაყოფილებელი ჩემთვის,ისეა
    ახლაც… მინდოდა კარგად
    დაგეკონკრეტებინა და ახლა კარგი
    რეზიუმირება გაუკეთე თავისი არასწორი და
    გაუმართავი დასკვნით”
    არადამაკმაყოფილებელია ალბათ იმიტომ რომ არსად ვახსენე ყოვლისშემძლე მამიკო

    “საღი აზრის”
    პრობლემა ნამდვილად აქვს ათეისტურ
    იდეოლოგიას. კარგია,რომ კომპიუტერზე
    მაინც აღიარებ,რომ ცოცხალი ინტელექტის
    გარეშე ვერ გაჩნდება პროგრამაო…

    ათეისტური იდეოლოგია არაფერ შუაშია, საერთოდ ვერც მიხვდი რა პრობლემაზე მაქვს ლაპარაკი. ათეისტური იდეოლოგია არაა ის რომ კვანტური სამყარო სხვანაირად იქცევა. ათეიზმი არაფერ შუაშია იმასთან რომ ადამიანის ლოგიკა და ე.წ საღი აზრი Common sense შეზღუდულია იმ პირობებით რომელშიც ჩამოყალიბდა,

    “და ვინ დაადგინა,რომ
    სხვანაირი პრობლემა დგას?”

    კვანტურმა მექანიკამ და მასთან დაკავშირებულმა ფილოსოფიურმა პრობლემებმა.

    ადამიანებმა
    უზარმაზარი სამყაროსხელა კომპიუტერი
    ააგეს,მერე შეიძლება მილიონობით წლები
    ელოდონ და იქ თვითონ ჩაიტვირთება
    „სოფთი“? ამას „საღ აზრს“ ეძახით? ”

    უმცირესი ნაწილაკი შეიძლება ერთი ადგილიდან გაქრეს და სხვაგან მატერიალიზდეს. შეიძლება კლასიკურად გადაულახავი ბარიერი გადალახოს, შეიძლება ორ ადგილზე ერთდროულად იყოს. ასე რომ მიკრო სამყარო ჩვენ წარმოდგენებს არღვევს. ეს არის მასშტაბის პრობლემა. და საღი აზრის პრობლემა, რომელიც მარცხდება ასეთ სამყაროსთან ყოველდღიური წარმოდგენების გამოყენებისას.

    “თუ რაკი
    კარგად რეკლამირებულმა და გაპიარებულმა
    ტელევარსკვლავმა და ფიზიკოს-
    თეორიტიკოსმა-ჰოკინგმა თქვა,ყველამ
    უეჭველ ჭეშმარიტებად უნდა მივიღოთ?”

    მერე სადმე ვთქვი რომ უეჭველ ჭეშმარიტებად უნდა მივიღოთ? რეკლამირებული და გაპიარებული არაფერ შუაშია, არც მათი პოპულარობა. მასეთი თეორიები ძალიან ბევრ ფიზიკოსს და მეცნიერს აქვს და ეს არაა არც უბრალოდ ხოში და არც ფანტაზია, განსხვავებით რელიგიური მტკიცებებისგან.
    მე ვთქვი რომ ეს თეორიები არის შესაძლო კანდიდატები.

    “ჩაიტვირთოს,ამაზე
    ვთანხმდებით და ამის ფონზე მეუბნებით
    ახლა,რომ სამყაროს შემთხვევაში,როგორც
    ფიზიკური შემადგენელი,ისე
    პროგრამულიც,ოდესღაც საიდანღაც
    სიცარიელიდან გამოხტაო”

    ჯერ ეს ერთი მე არ ვამტკიცებ რომ ეგ “გამოხტა” არის საბოლოო დასკვნა, მეორეც ხაზს ვუსვამ რომ სამყაროს წარმოშობა განსხვავებული პრობლემაა. იმიტომ რომ სამყაროს წარმოშობა იყო მიკრო მოვლენა, რომელიც ჩვენ ლოგიკურ ჩარჩოს ცდება და თან საქმე გვაქვს ყველაფრის წარმოშობასთან და არა ცალკეულ საგანთან როგორიცაა კომპიუტერული პროგრამა.

    ასე გაშინებთ იმ „სიცარიელის“
    იქიდან მომზირალი ღმერთის ხატება? ასე
    გძულთ? ოღონდ ღმერთი არ გაგაგონოთ
    კაცმა, და ნებისმიერ აბსურდულ იდეას
    განავითარებთ. ბიბლიიდან რატომ იპარავთ
    იდეებს?

    მე არაფერი მაშინებს, მითუმეტეს გამოგონილი პერსონაჟები. მფრინავი სპაგეტის მონსტრის გეშინია? დარწმუნებული ვარ არა, იმიტომ რომ გამონაგონად მიგაჩნია. ასევე მე ვერ შემეშინდება იმ პერსონაჟის რომელიც ჩემი აზრით ფიქციაა. ასევე ვერ მექნება მის მიმართ სიძულვილი. არაფერი არ იმზირება სიცარიელიდან. სიცარიელე სიცარიელეა!
    აბსურდულ იდეებს ეძახი იმიტომ რომ წარმოდგენა არ გაქვს რაზე ვსაუბრობ. და არც ცდილობ რამე გაიგო. მორწმუნე ადამიანი გავს შეყვარებულს რომელსაც უბრალოდ არ შეუძლია ობიექტურად შეაფასოს თავისი მდგომარეობა და სიყვარულის ობიექტი.

    სამყაროს
    დასაწყისი არ ჰქონდა,იგი მარადიული და
    უსასრულოაო (ანუ თავად ღმერთის იდეას
    „წაეპოტინენ“,ვინაიდან იმ ათეისტურ
    „ჩიხში“ იყვნენ კაი ხანი მომწყვდეულები

    წაპოტინება რა შუაშია, მარადიულობის იდეა ღმერთის და ქრისტიანობის იქეთ არ არსებობს?
    სამყაროს წარმოშობის ორი ვარიანტი აბსოლიტურად ლოგიკური ჩანს, ან წარმოიშვა როდესღაც ან სულ იყო. რათ უნდა ამას რელიგია და ღმერთი? წმინდა ფილოსოფიურად ვერ მიხვალ ამ ორ ვარიანტამდე?

    “არაფრისგან“ შეიქმნაო. კვლავ ბიბლიის
    იდეას „წაეპოტინენ“

    მომიტევე და ბიბლია მაგრად კიდიათ მეცნიერებს. თავის საქმეში. “არაფერი” არის უბრალოდ ყველა ნაცნობი სუბსტანციის არ არსებობა, ანუ გაცილებით მარტივი კონდიციის პირობითი სახელი.

    მაინცადამაინც ამ თქვენი
    საძულველი ბიბლიის იდეებს რატომ
    ემთხვევა ყველაზე მნიშვნელოვანი და
    ბაზისური სამყაროს წარმოშობის
    საკითხები”

    არაფერი არ ემთხვევა, ციური სხეულების და დედამიწის შექმნის თანმიმდევრობაც კი არაა სწორი, ბიბლიაში არსად ჩანს ვარსკვლავური ევოლუცია, არსად ჩანს გალაქტიკების ჩამოყალიბება, არსად ჩანს ბიოლოგიური ევოლუცია, სამყაროს ასაკი და ა.შ. რა ემთხვევა? სიტყვა “არაფერი”? ჩინურ მითოლოგიას თუ ნახავ აღმოაჩენ რომ ის უფრო ემთხვევა მეტაფორულად ვიდრე ბიბლია.

    – – ამბობ: „„აქ კიდევ საკამათოა რა არის ეს
    “არაფერი” სრულიად არაფერი თუ რაღაც
    უფრო მარტივი ვიდრე ჩვენთვის ცნობილი
    სინგულარობა.“-ო და ამას თუ კიდევ
    შევაგებებთ კითხვას, ეს „რაღაც უფრო
    მარტივი“ საიდანღა ან ვინღა შექმნაო?..

    ღია კითხვა არ ნიშნავს რომ უცოდინარობის არგუმენტით უნდა შევავსოთ.
    ასევე დასაშვებია ალტერნატივებიც, როგორიცაა ეგ მარტივი შეიძლება სულ არსებობდა. მაგ მარტივს არ ჭირდება შექმნა და ა.შ.

    ამბობ: „ჰოკინგის უსაზღვრო მოდელის
    მიხედვით სამყაროს არ ჭირდება
    პირველმიზეზი“-ო და აბა მაშინ
    გაუგებარია,რატომღა მსჯელობენ და
    ფიქრობენ „ეს “არაფერი” სრულიად
    არაფერი(ა) თუ რაღაც უფრო მარტივი
    ვიდრე ჩვენთვის ცნობილი სინგულარობა“?

    ჰოკინგის მოდელი ჰიპოთეზაა და არა დამტკიცებული ფაქტი, ასე რომ ამ მოდელის მიღმა ხალხი ისევ ფიქრობს სხვა ჰიპოთეზებზე და მოდელებზე, ჰოკინგის ჰიპოთეზა ერთი ვარიანტია, კრაუსის მეორე, პეტრესი მესამე და ა.შ.

    ამბობ: „ლოურენს კრაუსი ამტკიცებს“-ო და
    იქვე „ეს თეორიები არაა არაფრის
    ცალსახად დამტკიცება“-ო (კონტექსტიდან
    გამომდინარეობს,რომ აქ ჰოკინგისა და
    კრაუსის თეორიებსაც გულისხმობ).
    ბოლოს „ამტკიცებს“ თუ „არაა არაფრის
    ცალსახად დამტკიცება“? რომელი მივიღოთ?
    მესმის,ეს გაურკვევლობა შენი ბრალი
    არაა,რადგან „ამტკიცებსო“

    “ამტკიცებს” – ეს სიტყვა ამ შემთხვევაში ვიხმარე იმ კონტექსტით რომ კრაუსს აქვს საკუთარი თეორია თუ ჰიპოთეზა, ეს არ ნიშნავს რომ მის ჰიპოთეზას აქვს ყველა გადამოწმება გავლილი და დამტკიცებულია. “ამტკიცებს” – ანუ აქვს საკუთარი პოზიცია, ჰიპოთეზა, და გამოხატავს მას, მის სასარგებლოდ აკეთებს დაშვებას. – აი ამ გაგებით ვახსენე და არა იმ გაგებით რომ საბუთებით დაამტკიცა ამ ჰიპოთეზის საბოლოო ჭეშმარიტება.

    თქვე
    დალოცვილებო,მადებილებთ თუ რას ჰგავს
    ეს?! თუკი კვანტური ფლუქტუაციებია და
    ისინი მოქმედებენ,ეს რანაირი „არაფერია“?
    ეს კვანტები რა კვატებმა „გამოჩეკეს“
    მაშინ?!.

    იმნაირი არაფერია რომ “არაფერი” ამ შემთხვევაში არის ფარდობითი ტერმინი და არა აბსოლიტური. არაფერი ნიშნავს ჩვენთვის ცნობილი სივრცე დროის და ენერგიის ფორმის არ არსებობას.

    კრაუსი ამბობს: “სამყარო ბრტყელია,მისი
    მთლიანი ენერგიის ჯამი ნულს უდრის და ის
    უნდა დაწყებულიყო არაფრისგან!“ – –
    ბოლოში ჯობდა,რომ კრაუსს ეს წინადადება
    ამ სიტყვებით დაესრულებინა: „მე ასეთი
    ხოში მაქვს და იმიტომო…“თან 3 ძახილის
    ნიშანიც დაესვა უფრო მეტი
    დამაჯერებლობისთვის. რადგან სამყაროში
    არსებული ენერგიები
    (დადებითი,უარყოფითი) ერთმანეთს
    აბათილებს და მათი ჯამი ნულის ტოლია,ესე
    იგი ეს ენერგიები თავისით გამოხტნენ და
    „ციდან ჩამოვარდნენ“-ო. „რკინისებური“
    ლოგიკაა,ვერაფერს იტყვი… ვაი, ჩვენ
    პატრონს რა… თან ბრტყელიაო,ესეც რომ
    დაუდგენია?..ხო,მართალია,ბრტყელი უფრო
    კარგად დაცურდებოდა და ჩამოხტებოდა
    საიდანღაც „ციდან“,უცებ,არაფრისგან.
    ან დავუშვათ რომ ეს ჯამური ნულოვანი
    ენერგია,მართლაც არაფრისგან გაჩნდა.
    მივყვეთ სურათს: არაფერი არ არის და უცებ
    ჩნდება ურთიერთსაპირისპირო „ნიშნის“
    ენერგიები. ვინ მისცა ამას ბიძგი? რაღაც
    სახის ენერგია ხომ ამ „დაყოფისთვისაც“
    საჭირო იყო? ან „ერთგვაროვანი“
    არაფრისგან ურთიერთსაპირისპირო
    რაღაცეები როგორ უნდა შეიქმნას? ამას
    ხომ ცალკე უზარმაზარი ენერგიები
    დასჭირდებოდა,რომ ენერგიები „გაეიმიჯნა“
    და ურთიერთსაპირისპიროდ „დაემუხტა“?
    ეს ყველაფერი ჩემთვის იმის მაგალითია
    მხოლოდ,თუ როგორ შეიძლება
    „დააბრმავოს“ ადამიანი იდეოლოგიამ.

    კრაუსს არ გამოუგონია ეს მეცნიერება და ფიზიკა. ფიზიკას კი არანაირი იდეოლოგია არ ამოძრავებს გარდა ნატურალისტური პრინციპებისა.
    აქ შენ მხედველობიდან გრჩება ის მომენტი რომ “არაფერი” არის პირობითი ტერმინი. ამიტომ ვთქვი რომ საკმათოა ეს ტერმინი. მინიმუმ იგულისხმება რომ საწყისი “არაფერი” არ არის ჩვენთვის ცნობილი მატერიის და სივრცე დროის მსგავსი.
    შენ ყველა არგუმენტის მიუხედავად ჯიუტად იმეორებ, ეს ამან და ამან შექმნა, მარა აი ეს ბოლო ინსტანცია ვიღამ შექმნა? ზნაჩიტ ინტელექტი! ვაშა პასუხი გაცემულია. რაც აბსურდია, უკვე მილიონჯერ ავხსენი რატომაც.
    დაბრმავება სოწრედ ისაა როცა პასუხის არ არსებობა საკმარისია იმისთვის რომ ყოვლისშემძლე ინტელექტის 100%-ით გჯეროდეს.
    შენი კომენტარის ეს ნაწილი ნებისმიერ მეცნიერებაში ჩახედულს მიახვედრებს რომ საერთოდ წარმოდგენა არ გაქვს რაზე ლაპარაკობ.

    “ესე იგი ღმერთის იდეის დაშვებისთვის
    თურმე sიrთულე ყოფილა მისი
    პიროვნულობა. კატეგორიულად არ
    ვეთანხმები,რადგან ზუსტადაც ამ
    პიროვნულობიდან გამომდინარეობს მისი
    ინტელექტიცა და განუსაზღვრელი ცოცხალი
    და ცხოველსმყოფელი განუსაზღვრელი და
    ულევი ერენგიაც,რომელიც ყველაზე
    კარგად,გასაღებივით მიუდგება სამყაროს
    წარმოშობის საიდუმლოს. არ შეიძლება
    სამყარო და მით უმეტეს, მისი
    „პროგრამა“,მიზანდასახულობა და
    კანონზომიერებანი ინტელექტის გარეშე
    შექმნილიყო.”

    “არ შეიძლება” იმეორე რამდენიც გინდა. რატომ არ შეიძლება? პიროვნულობა რატომ არის სირთულე ამას ავხსნი:
    პიროვნება ვერ იქნება მარტივი, იმიტომ რომ კომპლექსური სისტემაა, რომლის ნაწილები ურთიერთშეთანხმებულნი არიან. სირთულე კი თავის მხრივ პრობლემაა იმიტომ რომ რთული ახსნა რომელიც არ ეფუძნება ემპირულ მონაცმებს იწვევს დამატებითი არასაჭირო პრობლემების წარმოშობას.
    პიროვნულობის ერთი პრობლემაა კომპლექსურობა და სირთულე. რომელიც ოკამის სამართებლის პრინციპით ნაკლებ გამოყენებადი კონცეპტი იქნება სმაყაროს ახსნისას ვიდრე მარტივი დასაწყისი. იმიტომ რომ მარტივი საწყისი ახსნის კონკრეტულ პრობლემას და რთული მოითხოვს დამატებით ახსნას, რთული წარმოშობს დამატებით პრობლემებს. ეს არ ნიშნავს რომ რთულს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გავექცეთ, მაგრამ თუ არ გვაქვს არანაირი მოთხოვნილება (ან ემპირიული მონაცემები ან ფიზიკის და მათემატიკის კანონები არ ითხოვს) ამ სირთულის. მაშინ უნდა მივმართოთ მარტივს ან დავუშვათ მაინც.
    მაგალითად შენ ამბობ აი ის სინგულარობა საიდანღა მოვიდა, აი კვანტი საიდანღა მოვიდა? და მისთვის უშვებ რთულ ამოხსნას, ანუ პიროვნულ ღმერთს. თუმცა თუ ღმერთი ხსნის (დავუშვათ) კონკრეტულად იმ “კვანტს’ და ბიძგს, იქმნება სხვა უფრო დიდი პრობლემები: მაგალითად ღმერთი საიდანღა გაჩნდა? ინტელექტი საიდანღა მიიღო? თუ მუდმივია? რა ვიცით რომ მუდმივია? თუ ინტელექტი გააჩნია ის კომპლექსური არსებაა, ე.ი შედგება სხვადასხვა ფუნქციონირებადი სისტემებისგან, ეს სისტემები საიდანღა გაჩნდა? თუ მუდმივობა ახასიათებს როგორ ან რატომ? ჩვენ ვიცით რომ კომპლექსური სისტემები ვითარდება კონკრეტული წესების და პირობების მიხედვით. ე.ი ღმერთიც არსებობს რაღაც პირობებში რომლებიც ევოლუციონირებს? ე.ი ღმერთიც ვითარდება? ჩვენ ვიცით რომ ინტელექტისთვის საჭიროა, დრო და სივრცე, ღმერთის ინტელექტი როგორ არსებობს დრო სივრცის მიღმა? ჩვენ ვიცით რომ ინტელექტს ჭირდება ტემპერატურა, კონკრეტული ნივთიერებები და ელემენტები. ღმერთის ინტელექტს რა ჭირდება? თუ თვითმყოფადია? როგორ? თუ ღმერთი უცვლელი და მუდმივია როგორც მორწმუნეებს გწამთ, მაშინ მას ახალი იდეა არასდროს უჩნდება, იმიტომ რომ თუ ახალი იდეა გაუჩნდა ე.ი ის ცვალებადია და აღარ არის უცვლელი. სამყაროს ამოხსნას ინტელექტით ტრილიონი პრობლემა ახლავს თან. ამიტომ “არაფერი” უფრო მარტივი ახსნაა, რომელიც მხოლოდ გამოხატავს იმას რომ ჩვენთვის ნაცნობი რამეები არ არსებობდა, საბაზისო სამყაროს კანონებით ახსნა უფრო მარტივი და ლოგიკურია ვიდრე რთული პიროვნებით.
    და კიდევ. ანთროპომორფიზმის პრობლემა
    რატომ უნდა იყოს სამყაროს დასაწყისის მიზეზი პიროვნული ღმერთი მილიარდობით გალაქტიკიდან, ტრილიონობით პლანეტიდან, ერთ-ერთში მცხოვრები, მილიონობით სახეობიდან ერთ-ერთი მცხოვრების გონების მოდელის მიხედვით მოწყობილი? როცა შეიძლება ინტელექტი და გონიერება არ არის მხოლოდ ერთი ადამიანური სახის. როცა ვიცით რომ ბევრი რამის შექმნას საერთოდ არ ჭირდება ინტელექტი? როცა ვიცით რომ ინტელექტი არის სამყაროს პროდუქტი და არ გვაქვს არანაირი მინიშნება რომ პირიქითაა. შენ რომ ამბობდი, სამყაროს წესები და კანონები უკვე დამდგარი შედეგიაო, რეალურად პირიქითაა. ინტელექტია უკვე დამდგარი შედეგი და არა სამყაროს ბაზისური კანონები. ინტელექტი იქმნება მას შემდეგ რაც გრავიტაცია შექმნის ვარსკვლავებს, რომლებიც სინთეზის შედეგად წარმოქმნიან საჭირო ელემენტებს, რომლებიც კვლავ გრავიტაციის და იმპულსის მომენტის წყალობით შექმნიან მეორე თაობის ვარსკვლავებს, პლანეტარულ სისტემებს, მას შემდეგ რაც ეს პირველ ვარსკვლავში წარმოქმნილი ელემენტები შევლენ ერთმანეთთან რეაქციაში, შექმნიან სხვადასხვა საჭირო სტრუქტურებს, მერე იმოქმედებს ბუნებრივი გადარჩევა და მუტაციები და ა.შ. აი მხოლოდ ამ უამრავი პროცესის რეზულტატია ინტელექტი. სამყაროს ბაზისური კანონი კი მარტივი ერთეულია უფრო. ის შეიძლება უფრო გამოგვადგეს სამყაროს პირველმიზეზის კანდიდატად.
    თუ ზემოთ აღწერილი ღმერთის ინტელექტს ხელოვნურად ჩამოვაცილებთ პრობლემებს, იმის თქმით რომ ის მუდმივია და მორჩა, ეს უფრო ხელოვნური გამოსავალია ვიდრე ის რომ მუდმივობა დავაბრალოთ უკვე არსებულ სამყაროს. სამყარო რომ ნამდვილად არსებობს ეს მაინც ვიცით განსხვავებით ღმერთისგან. ანუ იმის ასახსნელად თუ რატომ არსებობს სამყარო შემოგვაქვს ხელუვნური გადაწყვეტა. რომელიც რთულია და არასაჭირო.

    ნახე ეს SETI-ის
    ინსტიტუტის სენიორ ასტრონომიც
    „შემქმნელზე“ და უკვე გამზადებულ და
    არსებულ ფიზიკის კანონებზე დაყრდნობით
    ცდილობს აგვიხსნას,თუ როგორ
    შეიძლებოდა ჩვენი სამყაროს შექმნაც.
    ამ „ცოცხალი ინტელექტის“ ლანდი

    იმიტომ ლაპარაკობს რომ რაზეც არსებობს წარმოდგენა იმ სცენარზე ამახვილებს ყუადღებას. რაზეც არ არსებობს იმაზე არ ილაპარაკებს, განსხვავებით რელიგიური მისტიკოსებისგან.,

    ისე თითქოს ბედის ირონიააო და ამ
    ყბადაღებული „კვანტის“ ტერმინიც
    უდიდესმა ფიზიკოსმა მაქს პლანკმა
    შემოიღო,როგორც ვიცი,და იგი თქვენდა
    სავალალოდ უდიდესი მორწმუნეც იყო ამავე
    დროს…

    ნერვიულობისგან მოვკვდები ეხლა პლანკს რატომ წამდა-თქო.😀

    ჯერ ერთი,საკითხავია,ვის რა დაანახა
    დარვინმა და მეორეც, მართალიც რომ
    ყოფილიყო,მანაც შუიდან დაიწყო ახსნა,უკვე
    გამზადებული და შექმნილი „მასალებიდან“

    შენთვის ყველაფერი შუიდან დაწყებაა, ფაქტია რომ ევოლუცია ქმნის უმარტივესიდან რთულს, ფაქტია რომ სამყაროს ამოხსნის არც-ერთ დონეზე არ გვჭირდება ის რომ ვინმე ინტელექტს დავაბრალოთ. ფაქტია რომ პირველმიზეზის პრობლემა სამყაროსთან მიმართებიტ განსხვავებულია.

    კარგია კატეგორიული ტონის შერბილება ამ
    შეთხვევაში,უფრო ძველ კომენტარებში
    გადაჭრით იძახოდი,-ქრისტე ისტორიული
    პიროვნებაც კი არააო. ახლა რაც შეეხება
    დოკუმენტებს

    კატეგორიული ტონი არ შემირბილებია.
    მე ვთქვი რომ ქრისტეს არსებობა არ არის უტყუარი ფაქტი, რაც არ გამორიცხავს რომ ის არსებობდა როგორც ადამიანი.
    Absence of evidence is not the evidence of absence.
    თუმცა ღმერთის შემთხვევაში წინამძღვრად გვაქვს ალბათობები,

    დოკუმენტებს მოგვიანებით გადავხედავ და გავაკეთებ კომენტარს.

    Like

  32. „მეც შემიძლია მოვიფიქრო რელიგია
    რომელიც ყველასგან განსხვავებული და
    საპირისპირო იქნება. ეს საკმარისი იქნება
    იმისთვის რომ ჩემი რელიგია ღმერთისგან
    ნაკარნახევად მიიჩნიო?
    – – კი,საკმარისი იქნება,თუ ეს რელიგია
    ქრისტიანობასავით ელვის სისწრაფით
    მოედება მილიონობით ადამიანს და
    მიუხედავად ისტერიული დევნისა,თავად
    იმპერატორების დონეზე,2-3 საუკუნის
    განმავლობაში მაინც მსოფლიო რელიგია
    გახდება. თანაც არ დაგავიწყდეს-იმ
    ფონზე,რომ ამ რელიგიის ღმერთი
    ადამიანების მიერ მოკლული,ნაცემი და
    ნაფურთხევი ერთი „საწყალი“ დურგლის
    შვილია. შენ რომ აშკარა სასწაულები არ
    გენახა და ღმერთის ხელი რომ არ
    ყოფილიყო „გარეული“ ამ რელიგიის ასეთ
    გავრცელებაში,ირწმუნებდი „დურგლის“
    შვილს ღმერთად? და თან იმასაც ნაცემსა და
    შეურაცხყოფილს?
    ან დღეს,განა სასწაული არ არის,საიდან
    უჩნდებათ ადამიანებს ასეთი ღმერთის
    რწმენა? თუნდაც 70 წლიანი საბჭოთა ასევე
    ისტერიული ანტირელიგიური იდეოლოგიის
    შემდეგ? როგორ ხდებიან ათეისტურ
    ოჯახებში დაბადებული ადამიანები ნაწამები
    ქრისტეს მორწმუნეები? ერთი ასეთი
    თვალსაჩინო წარმომადგენელი წმინდა
    გაბრიელ ბერია,რომელიც გაქანებულ
    ანტირელიგიურ გარემოში დაიბადა
    აბსოლუტურად ათეისტურ ოჯახში.
    შენ მოიგონე ასეთი რელიგია,გახადე იგი
    მსოფლიო რელიგიად მასზე დევნისა და
    შევიწროების მიუხედავად და მე
    დავიჯერებ,რომ იგი შენ ღმერთმა
    შთაგაგონა.
    ისლამიც მსოფლიო რელიგიაა,მაგალითად,მ­
    აგრამ ისტორიკოსებს თუ დავესესხებით,იგი
    „ცეცხლითა და მახვილით“ გაავრცელეს და
    დღემდე აგრძელებენ ამ „ტრადიციას“.
    “გირჩევ წაიკითხო რობერტ რაითის
    “ღმერთის ევოლუცია” და და გაეცნო როგორ
    ვითარდებოდა იუდაიზმი და ქრისტიანობა,
    როგორ სესხულობდნენ ბაალისგან,
    მესოპოტამიური რელიგიებიდან, როგორი
    იყო თქვენი ერთადერთი და
    ყოვლისშემძლე ღმერთი იაჰვე ერთ დროს
    ღმერთების პანთეონის ერთ-ერთი ღმერთი.
    როგორ არის ის რომ ქრისტიანული
    დღესასწაულები ძალიან ხშირად ემთხვევა
    წარმართულს, როგორ აღდგა მკვდრეთით
    ქრისტემდე უამრავი სხვა ღმერთი.”
    – – ვიცი ასეთი წიგნები და
    ფილმები,ფაქტების გაყალბებითა და
    ზერელე მსჯელობებით,ფილმ Zeitgeist-ისა
    არ იყოს. ძალიან ზერელედ უნდა იცოდე
    ქრისტიანობა,ან ძალით უნდა დაიბრმავო
    თვალები,რომ ქრისტეს აღდგომასა და
    მითოლოგიების ე.წ. ღმერთების
    გაცოცხლებაში ზუსტი ანალოგია დაინახო.
    რაო რობერტმა,რომელი პანთეონის
    ღმერთიაო – იაჰვეო? შენ თუ იცი,როგორ
    მიიღება ეს სახელი? ზუსტად არავინ არ
    იცის როგორ გამოითქმებოდა იგი
    სინამდვილეში. იგი ძვ. ებრაულად
    ჩაწერილი 4 თანხმოვნით გამოისახება და
    არავინ არ იცის დღემდე,რომელი ხმოვნები
    უნდა იყოს მათ შორის,წინ თუ უკან.
    გვაჩვენეთ,რომელ სხვა პანთეონშია
    ღმერთის სახელი გამოსახული მხოლოდ 4
    თანხმოვნით? ან რომელ პანთეონში ქვია
    ღმერთს სახელი – „მე ვარ,რომელი ვარ“ ანუ
    „მე ვარ მყოფი“? დღესასწაულების
    დამთხვევა ძალიან ბუნებრივი პროცესია და
    თანაც მიზანმიმართული.
    წარმართებს,რომლებმაც ქრისტიანობა
    მიიღეს,სწრაფად უნდა დაეტოვებინათ
    წარმართული ზნე-ჩვეულებანი,მათ შორის
    დღესასწაულებიც.
    „მე აშკარად წამიკითხავს რომ აფრიკაში
    არის მინიმუმ ერთი ტომი მაინც რომელსაც
    არანაირი ზებუნებრივის კონცეფცია არ
    აქვს.“
    – – ბოლომდე არ წაგიკითხავს ესე იგი. ასე
    ეგონათ იმ საბჭოთა მეცნიერებს ერთი
    ხანობა და სიხარულით ცას ეწივნენ,მაგრამ
    მერე ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში.
    „შიში რომ იყოს ღილაკზე დაჭერის შეშვების
    მიზეზი ამას დაინახავდნენ მაიმუნის
    რეაქციაში“
    – – კარგი რა, თავს ნუ იბავშვებ… რას
    დაინახავდნენ,როცა გამალებით
    ცდილობდნენ,რომ თანაგრძნობა დაენახათ.
    ხო,ასე უნდოდა თავის დროზე ერნსტ
    ჰეკელსაც,რომ ადამიანის ემბრიონზე
    ლაყუჩები დაენახა…
    „ასეთი ექსპერიმენტები დაგეგმილია
    ფრთხილად და გათვალისწინებულია ყველა
    ფაქტორი”
    – – ნამდვილად,ასეთი ექსპერიმენტები
    დაგეგმილია ზედმიწევნით ფრთხილად,რომ
    როგორმე სასურველი შედეგი მიიღონ და
    გათვალისწინებულია მხოლოდ ის „ყველა
    ფაქტორი“,რომელიც ერთი შეხედვით
    როგორმე დაადასტურებს მათ მოლოდინს.
    „თან ისიც გაითვალისწინე, რომ შიშის
    ფაქტორი რომ იყოს მაიმუნი პირველივე
    ჭავლის დროს დაანებებდა ბანანს თავს და
    დაიწყებდა საკანში მოუსვენრად სირბილს,
    ღილაკს თავს ანებებს მხოლოდ რამდენიმე
    შემთხვევის მერე, როცა აცნობიერებს რომ
    მეორე მაიმუნი მის გამო იტანჯება.“
    – – შენ კიდევ ისიც გაითვალისწინე,რომ
    ცხოველებში პირობითი რეფლექსები
    პირველივე შემთხვევაზე არ „იკვრება“ და
    არ ყალიბდება. ჰა,ჰა,ეს კიდევ დასაშვებია
    ალბათ დიდი ტრამვის დროს,რომელსაც
    ცხოველი საკუთარ ტყავზე გამოცდის,მაგრამ
    მიღებული ფსიქოლოგიური სტრესი,თანაც
    სხვაზე გადახდენილი განსაცდელის გამო და
    პირველივე შემთხვევაზე მიღებული
    პირობითი რეფლექსი? ძალიან,ძალიან
    მეეჭვება და ამას შენც ძალიან კარგად
    ხვდები… მე გითხარი ზემოთ,რა
    შემთხვევაში იქნებოდა უეჭველი
    თანაგრძნობის მომენტი. მოცემულ
    ექსპერიმენტში შიშის ფაქტორს ვერ
    გამოვრიცხავთ.
    საინტერესო იქნებოდა ამ ექსპერიმენტის
    გაგრძელება,როგორც გიწერდი: შეეშვათ ეს
    გაწუწული მაიმუნი მეორესთან ბანანის
    ასაღებად. შენი აზრით დაუთმობდა ეს
    მეორე? მე კიდევ მგონია,რომ თავ-პირს
    დაალეწავდა და არ მისცემდა.
    რას იზამ?-ძალიან გინდათ გააადამიანუროთ
    მაიმუნი,მაგრამ იმათ კიდევ ერთი ძალიან
    სახასიათო გრიმასა აქვთ ალბათ
    სპეციალურად თქვენთვის,ფანატიკოსი
    ევოლუციონისტებისთვის…
    ეს გრიმასა არის – „მანჭიაობა“. თქვენ
    ტყუილა წვალობთ,ისინი კიდევ გემანჭებიან
    და „გეღადავებიან“.
    „გაუმაძღრობა ფლანგვა კი არაა
    დაგროვებაა. ფლანგვა იქნებოდა უზომო
    ფიზიკური აქტივობა“
    – – ხო,მაგარი დაგროვებაა,ვერაფერს იტყვი
    – მთელი სხეულის „გაცხიმოვნება“ და ნელი
    სიკვდილი. ეტყობა კიბოს დაავადებაც
    დაგროვებაა – უჯრედები უაზროდ
    მრავლდებიან და „აგროვებს და აგროვებს“
    ადამიანი…
    „დაგროვებაა“ თავად მიმღებისთვის,თანაც
    თავისდავე საზიანოდ,მაგრამ გარემოსთვის
    განა ეს ფლანგვა არაა? ორივე,ადამიანიც და
    გარემოც,წაგებული რჩება ამ შემთხვევაში
    და ევოლუციის „ავტომატიზირებულ
    კონვეიერს“ ეს წესით
    ძირშივე,ინსტინქტების დონეზევე უნდა
    აღმოეფხვრა.
    „კრეაციონიზმია სიბრმავე და არა
    ევოლუცია. აბსოლიტურად დამახინჯებული
    აქვთ მთელი ევოლუციის კონცეფცია.“
    – – მე კიდევ რომ პირიქით მგონია,რა ვქნა?
    ესე იგი,ვისაც განსხვავებული აზრი აქვს და
    თანაც ძალიან გამართული,მაინც სიბრმავეა?
    მაგარი ლოგიკაა,წაუგებელი…
    ესე იგი ნიუტონი,მაქს პლანკი და კიდევ
    ძალიან ბევრი სხვა უდიდესი მორწმუნე
    მეცნიერები,ნობელის პრემიის
    ლაურეატები, „ბრმები“ ყოფილან. რა ვქნა
    ეხლა,დაგიჯერო ეს მოსაზრება?
    „ევოლუციის კონცეფცია კი არ აქვთ
    დამახინჯებული“,არამედ ევოლუციის
    სიმახინჯეებს ააშკარავებენ და
    გადმოსცემენ.
    „იგივეს გეტყოდა ძველი ბერძენი ან
    სკანდინავიელი ან ძველი ქართველი, რომ
    ბარბალე, ზევსი და თორი არ იყვნენ
    წარმოსახვითები, რომ ისინი ავლენდნენ
    საკუთარ არსებობას სხვადასხვა მოვლენაში.
    იგივეს გეტყვის ინდუისტი სპილოსსახიან
    ღმერთზე და ა.შ. დაგისახელებს კიდეც
    მოვლენებს, სასწაულებს. იუთუბის
    ვიდეოსაც განახებს სადაც კერპი რძეს
    სვამს. მაგრამ შენ არ დაუჯერებ, იმიტომ
    რომ საკმარისი მიზეზი არ გაქვს“
    – – მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ
    მაჩვენებს,რომ ისინი ისტორიული
    პიროვნებები იყვნენ ამავე დროს,როგორც
    იესო ქრისტე.
    „ჩვეული ეგოცენტრიზმია როცა გგონია რომ
    გონების მხოლოდ ერთი მოდელი უნდა
    არსებობდეს ისეთი როგორიც ადამიანს
    აქვს. ადამიანის გონება მხოლოდ ერთი
    მოდელია რომელიც გამოხატავს იმ
    შეზღუდვებსა და შესაძლებლობებს როგორ
    გარემოშიც ის ჩამოყალიბდა. ადამიანი
    ლოგიკით აღქმის უნარით იგებს სამყაროზე
    ბევრ რამეს, მაგრამ ის უნივერსალური
    სულაც არაა, იმიტომ რომ შეზღუდულია იმ
    პირობებით რომელშიც ის ოპერირებს, სხვა
    პლანეტაზე თუ განვითარდა სხვა გონება
    შეიძლება ის ძალზედ განსხვავებული იყოს,
    იმიტომ რომ ქონდეს სხვა პირობები.“

    Like

  33. სხვა გონება შეიძლება განსხვავებული
    იყოს,მაგრამ პრინციპი ერთი იქნება.
    ნებისმიერი გონების „იარაღი“ და „ხელები“
    არის აზრი,“სიტყვა“.
    ზემოთაც აღმიწერე ტვინის მოქმედებანი
    მოლეკულების დონეზე და ამით რა? იყო
    ძალიან ცნობილი რუსი აკადემიკოსი
    ქალი,ნაღდი „ტვინის სპეციალისტი“ –
    ნატალია ბეხტერევა (1924-2008),რომელმაც
    არავისზე ნაკლებად არ იცოდა ტვინის
    აგებულება და ფუნქციები,მაგრამ ეს მას
    ხელს სულაც არ უშლიდა,რომ სიცოცხლის
    ბოლომდე ყოფილიყო მორწმუნე ადამიანი.
    ფრაგმენტი მისი ინტერვიუდან:
    И как вы сегодня, с высоты всех полученных
    научных званий и наград, воспринимаете
    фразу “в начале было Слово”?
    В начале всего лежит мысль. Мысль человека.
    Говорю об этом не в отрицание
    материальности мира и эволюционной теории,
    хотя лично мне ближе иной взгляд. Очевидно
    другое. Если есть мозг, то – как хотите – все
    действительно начинается со слова.
    Слова Творца. Так?
    Отвечу так. Общеизвестно, что творчество
    является высшим способом нервной
    деятельности. Создание видимого из
    невидимого – всегда великий акт, будь то
    сочинение музыки или стихов…
    „ზომა მართლაც მნიშვნელოვანია 100
    მილიარდ ნეირონსა და 3 მილიარდს შორის
    დიდი განსხვავებაა არ მეთანხმები? 100
    მილიარდი უფრო კარგად და ეფექტურად
    გადაამუშავებს ინფორმაციას ვიდრე 3.
    შესაბამისად უფრო გამოსადეგი იქნება
    ინტელექტისთვის. ასევე მნიშვნელოვანია
    ტვინის ზომა და ენერგიის მიწოდების
    რაოდენობა სხეულის შეფარდებასთან.
    სპილოს უფრო დიდი ტვინი აქვს ვიდრე
    ადამიანს, მაგრამ ადამიანის ტვინი უფრო
    დიდია მის სხეულთან შეფარდებით ვიდრე
    სპილოს ტვინი თავის სხეულთან
    შედარებით. ადამიანის ტვინი მთელი
    ენერგიის 20%-ს მოიხმარს, როცა მთელი
    სხეულის 3% იწონის.
    პლუს ამას მარტო ზომაშიც არ არის საქმე,
    ადამიანის ტვინში მეტი ნეირონული
    კავშირებია. ადამიანის გენებს
    განვითარებული აქვთ ახალი მუტაციები
    რომლებიც უზრუნველყოფენ კავშირების
    ახლებურ კომბინაციებს. ასევე ადამიანის
    ტვინის გარკვეული ნაწილები უფრო დიდია
    საერთო ტვინის ზომასთან შედარებით,
    მაგალიტად შუბლის წილი, რომელიც
    სწორედ ცნობიერების ძირითად
    გენერატორად ითვლება.“
    – – ეს თითქოს ერთ ჩემ მოსაზრების
    გასაბათილებლად დაწერე და პირიქით კი
    გამოგივიდა,უფრო ამყარებს ჩემ
    მოსაზრებას. შენ ამ სიტყვებზე მე ისევ ჩემ
    იმ ფრაზებს დაგიდებ,რომლის პასუხადაც
    შენი ეს კომენტარი იყო:
    „ადამიანის დიდი ზომის ტვინი უფრო იმ
    რამოდენიმე ნახევრადდამოუკიდებელ
    მოდულს ჭირდება ალბათ,რომელნიც
    შუალედური რგოლია ადამიანის შინაგანი
    ბუნების სხვადახვა
    „ნაწილების“ (სული,სამშვინველი,სხ­
    ეული,სულისმიერი გონება,სინდისის ხმა)
    კოორდინირებული და შეთანხმებული
    მოქმედებისთვის ან მიღმიერი სამყაროდან
    მიღებული „სიგნალების“ მიღებისა და
    მატერიალურ ენაზე „გადმოთარგმნისთვის“.
    თან აგრძელებ: „მიღმიერ სამყაროს რაც
    შეეხება, ადამიანი რომ იღებდეს მიღმიერი
    სამყაროდან სიგნალებს და ინსტრუქციებს
    მაგალითად სულისგან, მაშინ უნდა
    არსებობდეს კონკრეტული ხიდი, ან ხიდები,
    სადაც ეს ზებუნებრივი სიგნალები
    გარდაიქმნება მატერიალურ სიგნალებად,
    ელექტროსიგნელაბად ანუ იმ ენაზე რა
    ენაზეც ტვინი ოპერირებს.“
    ადამიანი მატერიალურ სამყაროს ვერ
    ჩაწვდომია და სულის „სიგნალი“ გინდა
    დაიჭიროთ?
    ამბობ: „ტვინის სკანირება დღეს იმ დონეზეა
    რომ თუ ასეთი რამ მართლაც ხდება უნდა
    დაინახონ ასეთი რამ – სიგნალები ჩნდება
    ყოველგვარი სტიმულის გარეშე არსაიდან,
    სადღაც იყრის თავს ეს ინფორმაცია და
    შემდეგ ნაწილდება. მაგრამ ასეთი ხიდი არ
    არსებობს!“
    ასეთი კატეგორიულიც ნუ იქნები. ჯერ
    ერთი,ტვინის ფუნქციებში ჯერ კიდევ
    აუარება რამ ბოლომდე გამოსაკვლევია და
    მეორეც ბევრ ახსნას აღარ დაგიწყებ,ამის
    მაგივრად ზემოდან დავაკოპირებ ისევ
    აინშტაინის მოსაზრებას: „ჩვენი სამყარო
    ჰგავს საათის მექნიზმს,რომლის ისრების
    მოძრაობასა და წიკწიკს ჩვენ (ადამიანები)
    ვხედავთ და ვისმენთ,მაგრამ რომლის
    მექანიზმიც ჩვენგან დაფარულია
    პრინციპულად და ჩვენ ვერასდროს ვერ
    შევძლებთ გავხსნათ ეს მექანიზმი და
    ვნახოთ. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ
    გამოვთქვათ ვარაუდები,შევქმნათ
    მოდელები,თუ როგორია ეს მექანიზმი.“
    აჰა,ამასაც მე ხომ არ გეუბნები? იქნებ
    ალბერტი ძიას მაინც დაუჯერო? ჩვენ
    მხოლოდ „საათის ისრების“ მოძრაობას
    ვხედავთო და მხოლოდ „წიკწიკი“
    გვესმისო,მაგრამ საათის მექანიზმში
    ჩახედვას ვერასდროს ვერ შევძლებთო. მე
    კიდევ ჩემი მხრიდან დავამატებდი,რომ
    სული,სინდისის ხმა,სამშვინველი ამ „საათის
    მექანიზმის“ შიგნითაც კი მის ძალიან ღრმა
    „შრეებშია“.

    Like

  34. “კი,საკმარისი იქნება,თუ ეს რელიგია
    ქრისტიანობასავით ელვის სისწრაფით
    მოედება მილიონობით ადამიანს და
    მიუხედავად ისტერიული დევნისა,თავად
    იმპერატორების დონეზე,2-3 საუკუნის
    განმავლობაში მაინც მსოფლიო რელიგია
    გახდება”

    რომის იმპერატორს რომ არ მიეღო ქრისტიანობა, დღემდე ან იარსებებდა ან არა. რომი კი მაშინდელი მსოფლიოს ნახევარი უკვე იყო. რომს ჭირდებოდა ახალი იმპერიალისტური რელიგია, რომელიც იმპერიის ხასიათიდან გამომდინარე ინტერნაციონალურიც იქნებოდა, ქრისტიანობა კარგი კანდიდატი აღმოჩნდა,
    ამ ისტორიულმა შემთხვევითობამ განაპირობა ქრისტიანობის პოპულარობა, იმ დროს რომში რომ ყოფილიყო სხვა მონოთეისტური პოპულარული რელიგიური სექტა, თავისუფლად შეიძლებოდა მას გაემრჯვა და მოეგო იმპერატორის გული.

    “შენ რომ აშკარა სასწაულები არ
    გენახა და ღმერთის ხელი რომ არ
    ყოფილიყო „გარეული“ ამ რელიგიის ასეთ
    გავრცელებაში,ირწმუნებდი „დურგლის“
    შვილს ღმერთად?”
    ხალხის უმეტესობას არ ჭირდება აშკარა სასწაულები რომ რამე ირწმუნონ. ხალხს ჭირდება სოციუმში გაბატონებული აზრი, რომ თავადაც დაიჯერონ რამე.
    იგივე კითხვა შემიძლია დაგისვა მაიას ტომის პოზიციიდან. რატომ დაიჯერა უამრავმა ადამიანმა რომ შვიდმა ღვთაებამ შექმნა ადამიანი სიმინდისგან? ე.ი რაღაცა სასწაული იხილეს. რატომ ჯეროდათ ვიკინგებს ვალჰალას არსებობა? დურგლის შვილს კი არა სპილოს სახიანი ღმერთების სჯერათ მილიონობით ადამიანს. რაშია საქმე?

    თუნდაც 70 წლიანი საბჭოთა ასევე
    ისტერიული ანტირელიგიური იდეოლოგიის
    შემდეგ? როგორ ხდებიან ათეისტურ
    ოჯახებში დაბადებული ადამიანები ნაწამები
    ქრისტეს მორწმუნეები?

    ამ 70 წლის განმავლობაში, რელიგია არ იყო გამქრალი. ეკლესიები ისევ ფუნქციონირებდა. არსებობდა ისტორიული მეხსიერება. და შინაგანი მოთხოვნილება გჯეროდეს რაღაცის ან ვიღაცის რომელიც გაჭირვების დროს გმფარველობს, ეს ჩვეულებვრივი ადამიანური სისუსტეა, რომელსაც 70 წელიწადში ვერ გააქრობ. თან ისიც უნდა გაითვალისწინო რომ რელიგიის დევნა გრძელდებოდა 20-30-იან წლებში. მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინმა კვლავ გახსნა ეკლესიები და ავტოკეფალია აღუდგინა საქართველოს.
    ქრისტიანობა რომელიც 17 საუკუნე იყო კულტურის ნაწილი. ერთ თაობაში ვერანაირი რეჟიმი ვერ გააქრობს. შესაბამისად ის ადამიანები რომლებიც სპირიატუალური მოთხოვნილებები აქვთ პირველ რიგში იმ რელიგიას მიადგებიან რომელიც მათი კულტურის ნაწილი იყო.

    ისლამიც მსოფლიო რელიგიაა,მაგალითად,მ­
    აგრამ ისტორიკოსებს თუ დავესესხებით,იგი
    „ცეცხლითა და მახვილით“ გაავრცელეს და
    დღემდე აგრძელებენ ამ „ტრადიციას“.

    შენ რა გგონია, ქრისტიანობა სულ ქადაგებით და ტკბილი სიტყვით გავრცელდა?
    კონკისტადორებმა რა ჩაიდინეს სამხრეთ ამერიკაში ოკეანეაში და სხვა მიწებზე, ეტყობა არ წაგიკითხავს. როგორ ხოცავდნენ ინდიელებს ვინც არ ირწმუნებდა, როგორ ამსხვრევდნენ მათ კერპებს. საქართველოს მთიანეთშიც ხშირად ძალით შექონდათ ქრისტიანობა.
    ვიცი ასეთი წიგნები და
    ფილმები,ფაქტების გაყალბებითა და
    ზერელე მსჯელობებით,ფილმ Zeitgeist-ისა
    არ იყოს. ძალიან ზერელედ უნდა იცოდე
    ქრისტიანობა,ან ძალით უნდა დაიბრმავო
    თვალები,რომ ქრისტეს აღდგომასა და
    მითოლოგიების ე.წ. ღმერთების
    გაცოცხლებაში ზუსტი ანალოგია დაინახო.
    რაო რობერტმა,რომელი პანთეონის
    ღმერთიაო – იაჰვეო? შენ თუ იცი,როგორ
    მიიღება ეს სახელი? ზუსტად არავინ არ
    იცის როგორ გამოითქმებოდა იგი
    სინამდვილეში. იგი ძვ. ებრაულად
    ჩაწერილი 4 თანხმოვნით გამოისახება და
    არავინ არ იცის დღემდე,რომელი ხმოვნები
    უნდა იყოს მათ შორის,წინ თუ უკან.

    რაც არ მოგწონთ გაყალბებულია ხო? როგორც მთელი ბიოლოგია (თქვენი აზრით) იმიტომ რომ მთელი ბიოლოგია ევოლუციის თეორიაზე დგას.
    ფაქტია რომ მკვდრეთით აღმდგარი ღმერთის იდეა არ არის ორიგინალური და დიდი შანსია რომ გადაღებულია სხვისგან. ფაქტია რომ ქალწულებრივი ჩასახვა არ არის ორიგინალური იდეა.ფაქტია რომ წამებული ღმერთი არ არის ორიგინალური იდეა.
    ზუსტი ანალოგია რას ქვია? სახელიც და გვარიც რომ ემთხვევა?
    თვალის დაბრმავება ისაა როცა მსგავსი უფრო ძველი ისტორიები არსებობს და ანალოგიებს ვერ ხედავ.
    იაჰვე არის ძველი ებრაული მრავალღმერთიანი რელიგიის ნაწილი. რომელმაც მოახდინა სხვა ღმერთების უზურპაცია და გახდა ერთადერთი.
    ზუსტად როგორ გამოთვქმდნენ იაჰვეს ეს მართლაც უცნობია, მაგრამ ამით რას იგებ? ეს ენის პრობლემაა და არა მეტაფიზიკის.

    “ბოლომდე არ წაგიკითხავს ესე იგი. ასე
    ეგონათ იმ საბჭოთა მეცნიერებს ერთი
    ხანობა და სიხარულით ცას ეწივნენ,მაგრამ
    მერე ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში.”

    საბჭოთა დროის ამბებზე არ გელაპარაკები. მაქსიმუმ ერთი წლის წინანდელზე, საუბრობდნენ დღეს მომუშავე დასავლელი ანთროპოლოგები.
    თუ ვიპოვე ეს ამბავი დაგილინკავ.

    “კარგი რა, თავს ნუ იბავშვებ… რას
    დაინახავდნენ,როცა გამალებით
    ცდილობდნენ,რომ თანაგრძნობა დაენახათ.
    ხო,ასე უნდოდა თავის დროზე ერნსტ
    ჰეკელსაც,რომ ადამიანის ემბრიონზე
    ლაყუჩები დაენახა…”

    ეს ერთი ექსპერიმენტი არაა. გაეცანი ბიოლოგების აზრს. ცხოველებს გააჩნიათ ემპათია.
    რათქმაუნდა რაც არ გაწყობს ის არაა მართალი.
    მეცნიერულ ექპსერიმენტებში სწორედაც მაქსიმალურად ცდილობენ გამორიცხული იყოს ექსპერიმენტატორის წინასწარი განწყობები ცრურწმენები და მოლოდინები.
    ერნესტ ჰეკელი ცდებოდა იმაში რომ ემბრიონი იმეორებს სრულყოფილი სახეობების ფორმებს, სინამდვილეში ემბრიონის ჩამოყალიბებაში მეორდება სახებებისთვის საერთო ემბრიონული ფორმები. ლაყუჩი კი არ აქვს ადამიანის ემბრიონს, იმ ფორმიდან ვითარდება ლაყუჩიც (თევზში) და ადამიანის სხეულის ნაწილიც. სხვათაშორის ეს ევოლუციის ჭეშმარიტებას ადასტურებს.

    ხო,მაგარი დაგროვებაა,ვერაფერს იტყვი
    – მთელი სხეულის „გაცხიმოვნება“ და ნელი
    სიკვდილი

    მაგარია თუ რბილი. დაგროვებაა. ნებისმიერი თვისება შეიძლება გადაიზარდოს ზედმეტობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ესა თუ ის თვისება ნორმის ფარგლებში უსარგებლოა.

    ორივე,ადამიანიც და
    გარემოც,წაგებული რჩება ამ შემთხვევაში
    და ევოლუციის „ავტომატიზირებულ
    კონვეიერს“ ეს წესით
    ძირშივე,ინსტინქტების დონეზევე უნდა
    აღმოეფხვრა.

    რატომ გგონია რომ ბუნებრივი პროცესები, როგორიცაა სელექცია და სხვა, უნდა იყოს იდეალური სისტემების შემქმნელი? აბსურდია, არანაირი იდეალური სისტემები არ არსებობს. არსებობს მხოლოდ იმდენად ეფექტური რამდენადაც გადასარჩენად არის საჭირო.

    მე კიდევ რომ პირიქით მგონია,რა ვქნა?
    ესე იგი,ვისაც განსხვავებული აზრი აქვს და
    თანაც ძალიან გამართული,მაინც სიბრმავეა?
    მაგარი ლოგიკაა,წაუგებელი…
    ესე იგი ნიუტონი,მაქს პლანკი და კიდევ
    ძალიან ბევრი სხვა უდიდესი მორწმუნე
    მეცნიერები,ნობელის პრემიის
    ლაურეატები, „ბრმები“ ყოფილან.

    იმიტომ გგონია პირიქით რომ ევოლუციის შესახებ გაქვს მცდარი ინფორმაცია და წარმოდგენა. იმიტომ გგონია რომ მოტივირებული ხარ შენი უსაფუძვლო რწმენიდან გამომდინარე -ყველაფერი საკუთარ წარმოდგენას და მეტაფიზიკურ სამყაროს შეუსაბამო.
    არანაირად გამართული არაა კრეაციონისტული ბოდვები. ეს არის აბსოლიტურად დამახინჯებული ფსევდომეცნიერული რიტორიკა.

    ეს კლასიკოსი მეცნიერების მოყვანა მაგარი იცით რა.
    ჯერ ეს ერთი ისინი ცხოვრობდნენ მეჩვიდმეტე მეცხრამეტე მეოცე საუკუნის დასაწყისში.
    მეორეც დიდი მეცნიერობა და გენიოსობაც კი არ გამორიცხავს უსაფუძვლო იდეების ქონას და ხშირად სასაცილოსაც.
    ნიუტონს ალქიმიისაც სჯეროდა, რომელიც დღეს ვიცით რომ აბსოლიტური სისულელეა. არადა ნიუტონი მსოფლიოს უდიდესი მეცნიერია. მისმა მექანიკამ საფუძველი დაუდო თანამედროვე ცივილიზაციას, ინდუსტრიალიზაციას. 23 წლის ასაკში შექმნა კალკულუსი, მაგრამ ალქიმია ვიცით რომ ფსევდომეცნიერებაა, ასევე იწინასწარმეტყველა აპოკალიფსი – რომელსაც სერიოზულად არავინ განიხილავს, ფრედ ჰოილი, უდიდესი მეცნიერი, რომელმაც ელემენტების ბირთვული სინთეზის თეორია შექმნა, სჯეროდა რომ უცხოპლანეტელები ჩვენს შორის დადიან დედამიწაზე და მათი ამოცნობა შეიძლება სუნით.
    ,
    “არამედ ევოლუციის
    სიმახინჯეებს ააშკარავებენ და
    გადმოსცემენ.”
    ვერაფერს ვერ ააშკარავებენ, იმიტომ რომ სიმახინჯეები თავად შექმნეს იმ ფსევდომეცნიერებაში რომელიც თავად აქვთ.
    ბილოგების და ზოგადად მეცნიერების 99% ვერ იქნება შეთქმული, როგორც მათ გამოყავთ. ისინი მოტივირებული არაინ მხოლოდ მეცნიერებით და მეცნიერული მეთოდით, მოტივირებული არიან გაიგონ სიმართლე სამყაროზე. კრეაციონისტები თავის მხირივ მოტივირებული არიან მხოლოდ რელიგიით. იმით რომ რეალობა დაემთხვეს თავიანთ აპრიორულ მტკიცებებს.
    მორწმუნე ადამიანების უდიდესი პრობლემა ესაა, ისინი ჯერ ირწმუნებენ რაღაცის ყოველგვარი პირობის და მეთოდის გარეშე და მერე ეძებენ ისეთ “მეცნიერებას” რომელიც მოერგება ამ რწმენა წარმოდგენებს. ეს პრინციპი ვერ იქნება ვერანაირად ობიექტურობასთან ახლოს.
    გირჩევ წაიკითხო ბიოლოგ კენ მილერის წიგნები ევოლუციაზე და კრეაციონიზმზე. რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ამ თემაში. მილერი არის იმის მაგალითი რომ მიუხედავად რწმენისა (კათოლიკე ქრისტიანია) მეცნიერი მოტივირებულია გაარკვიოს და აღიაროს სიმართლე.
    მილერი დაგანახებს რომ ევოლუცია არ არის ათეისტების იარაღი, სპეციალურად ღმერთის შემოქმედების დასაჩრდილად მოგონილი, როგორც ეს მორწმუნეების უმეტესობას გონია. მართალია მილერს რწმენის და რელიგიის საკითხებში არ ვეთანხმები, მაგრამ მეცნიერებაში და კრეაციონიზმის სიყალბის გამოვლენაში ნამდვილად ბრწყინვალეა. გირჩევ წაიკითხო “დარვინის ღმერთის ძიებაში” Kenneth Miller – Finding Darwin’s God. მთელი კრეაციონიზმი არის დამხობილი ამ წიგნში, ნამდვილი მეცნიერული ფაქტებით და ლოგიკით, მილერი იმის ლუსტრაციაცაა როგორ უნდა იქცეოდეს ნამდვილი მეცნიერი სიმართლის ძიებისას. თუმცა ის ქრისტიანობასაც და მეცნიერებასაც განიხილავს როგორც თავსებადს, და არა ურთიერთწინააღმდეგობრივს. სადაც მე შენიშვნები მაქვს, მაგრამ მთავარი გაკვეთილი აქ ისაა რომ რწმენა ელასტიურია, ის არ არის ცოდნა და მეთოდი. აი რაც შეეხება მეცნიერებას აქ სხვაგვარადაა საქმე. და რომ კრეაციონიზმი ფსევდომეცნიერებაა.

    მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ
    მაჩვენებს,რომ ისინი ისტორიული
    პიროვნებები იყვნენ ამავე დროს,როგორც
    იესო ქრისტე.

    გაჩვენებენ.
    მაგალითად ბუდას, რომელიც მართლა არსებობდა
    მუჰამდს, რომელიც მართლა არსებობდა.
    ტვირთის კულტებიც კი წარმოიშვა რეალური თვითმფრინავების და ჯარისკაცების არსებობაზე, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს სტუმრობდნენ წყნარი ოკეანის კუნძულებს.

    “მაგრამ ეს მას
    ხელს სულაც არ უშლიდა,რომ სიცოცხლის
    ბოლომდე ყოფილიყო მორწმუნე ადამიანი.
    ფრაგმენტი მისი ინტერვიუდან:”
    კი ბევრ მეცნიერს ხელს არ უშლის რელიგიური რწმენა. იმიტომ რომ მიჯნავენ ორივე მხარეს რაღაცნაირად. იმიტომ რომ რწმენა პლასტიურია, მისი ინტერპრეტირება შეიძლება მილიონნაირად. ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ამ მეცნიერმა მეცნიერება არ დაამახინჯოს რელიგიური რწმენის გამო. როგორც ერთმა გეოლოგმა თქვა, “მე ვიცი მეცნიერებიდან რომ დედამიწა მილიარდობით წლისაა, მე ვიცი ყველა იმ ქანის წარმოშობა და საბუთი, რომელიც ამაზე მიანიშნებს, მაგრამ მე მაინც მჯერა ექვს დღეში შექმნილი სამყაროს, იმიტომ რომ ბიბლია ასე მეუბნება.”
    აი ეს არის ადამიანის დეგრადირება. რომელსაც ჯერ კიდევ გააჩნია ლოგიკა, მაგრამ მისი საღი აზრი და ჯანსაღი დამოკიდებულება მთლიანად დაჩლუნგებულია ბიბლიით, რელიგიით და ავტორიტეტით.

    Like

  35. “ეს თითქოს ერთ ჩემ მოსაზრების
    გასაბათილებლად დაწერე და პირიქით კი
    გამოგივიდა,უფრო ამყარებს ჩემ
    მოსაზრებას. შენ ამ სიტყვებზე მე ისევ ჩემ
    იმ ფრაზებს დაგიდებ,რომლის პასუხადაც
    შენი ეს კომენტარი იყო:
    „ადამიანის დიდი ზომის ტვინი უფრო იმ
    რამოდენიმე ნახევრადდამოუკიდებელ
    მოდულს ჭირდება ალბათ,რომელნიც
    შუალედური რგოლია ადამიანის შინაგანი
    ბუნების სხვადახვა
    „ნაწილების“ (სული,სამშვინველი,სხ­
    ეული,სულისმიერი გონება,სინდისის ხმა)
    კოორდინირებული და შეთანხმებული
    მოქმედებისთვის ან მიღმიერი სამყაროდან
    მიღებული „სიგნალების“ მიღებისა და
    მატერიალურ ენაზე „გადმოთარგმნისთვის“

    ეს უკვე მართლა მართობს.
    შენ უბრალოდ იღებ ჩემ არგუმენტებს და ამატებ. ეს სინამდვილეში ჩემ საწინააღმდეგოდ კი არ მეტყველებს არამედ აი სული სამშვენელი სხეული პონტია. ვაშა!
    მალე ალბათ
    ასე წარიმართება ჩვენი დიალოგი:
    “ღმერთი არ არსებობს”
    “ეგ სწორედ ჩემ სასარგებლოდ მეტყველებს, იმიტომ რომ თუ არ არსებობს ე.ი სული სამშვენელი და სხეული თუ რაღაც”

    მე აღვწერე ის უპირატესობები რაც ადამიანის ტვინს გამოარჩევს სხვა ცხოველებისგან. ეს ყველაფერი ჩამოყალიბდა ევოლუციის წყალობით. ადამიანსა და სხვა ცხოვლების ტვინებს შორის არ არის გადაულახავი უზარმაზარი უფსკრული. ეს უფსკრული რომ იყოს, მაშინ კიდე სადღაც შეიძლება სპეკულაცია იმაზე რომ ადამიანის ტვინის წარმოშობა ცალკე მოხდა, მაგრამ ეს ასე არაა. გენების მუტაცია, ტვინის კავშირების რეკომბინაცია და ტვინის ზომა არ არის სასწაულების და ზებუნებრივი მოვლენების პრეროგატივა.
    და საერთოდ რა შუაშია აქ შენი თეორია სულზე და სამშვენელზე?

    ადამიანი მატერიალურ სამყაროს ვერ
    ჩაწვდომია და სულის „სიგნალი“ გინდა
    დაიჭიროთ?

    თუ სული ურთიერთქმედებს სხეულთან, კონკრეტულად ტვინთან, (სხვაგვარად ვერც იქნება) მაშინ მისი სიგნალები, უნდა გადაითარგმნოს ტვინის მატერიალურ ენაზე. ტვინის ელექტრულ სიგანელბს ვხედავთ სხვადასხვა სკანერებზე. ამიტომ უნდა დავინახოთ რომ ეს სიგნალები არსაიდან ჩნდება. სხვაგვარად შანსი არაა. იმიტომ რომ ტვინი ამ ენაზე მეტყველებს, თუ რაღაცა რაც უხილავია აძლევს ინსტრუქციას ტვინს მაშინ საკუთარი სიგნალები უნდა გახადოს მისთვის ხელმისაწვდომი. ეს სიგნალი კი სკანერმა უნდა დააფიქსიროს.
    თუ ასეთი რამ არ ხდება, არანაირი მიზეზი არ გვაქვს ვირწმუნოთ რომ ეს უხილავი სული არსებობს.
    ეს იგივეა ვამტკიცო რომ გარაჟში დრაკონი მყავს, რომელიც უხილავია, რომელსაც ვერც თვალით დაინახავ, ვერც ინფრაწითელ სკანერზე დააფიქსირებ, ვერც შეეხები, ვერც კვალს იპოვი. ვერც ვერანაირ დეტექტორზე ვერ დააფიქსირებ. მაშინ რას ნიშნავს ჩემი მტკიცება რომ ასეთი დრაკონი არსებობს? სრულიად არაფერს არ ნიშნავს. თუ მისი აღმოჩენის მეთოდი არ გვაქვს!!!

    სეთი კატეგორიულიც ნუ იქნები. ჯერ
    ერთი,ტვინის ფუნქციებში ჯერ კიდევ
    აუარება რამ ბოლომდე გამოსაკვლევია და
    მეორეც ბევრ ახსნას აღარ დაგიწყებ,

    ტვინის სიგნალების დაფიქსირება უკვე ხდება. სკანერმა უნდა დაინახოს რომ სიგნალების დიდი რაოდენობა ჩნდება არსაიდან და ქრება არსად. რაც დაგვანახებს რომ ეს სიგნალები სადღაც სხვაგან მიდის და იქიდანაც მოდის რაღაც სიგნალები. ასეთი რამ არ ხდება.
    ერთიდაიგივე ინფორმაცია პრალელურად მუშავდება სხვადასხვა უბნების მიერ და არსად არ ქრება არამედ აღძრავს რეაქციას. ხიდი არ არსებობს!
    მაგალითად მხედველობითი ინფორმაცია შედის მხედველობის ნერვებიდან და 30-მდე სხვადასხვა უბანში ნაწილდება, მუშავდება და მიეწოდება მოტორულ უბნებს, შუბლის წილს და ა.შ. ეს უამრავი ბიტი არსად არ იყრის თავს რომ მთელი ეს ინფორმაცია სადღაც გაგზავნოს რეალურ დროში.

    ალბერტი ძია არაფერს ისეთს არ ამბობს რაზეც მე რადიკალურად სხვანაირად ვფიქრობ.

    Like

  36. „რომის იმპერატორს რომ არ მიეღო ქრისტიანობა, დღემდე ან იარსებებდა ან არა. რომი კი მაშინდელი მსოფლიოს ნახევარი უკვე იყო. რომს ჭირდებოდა ახალი იმპერიალისტური რელიგია, რომელიც იმპერიის ხასიათიდან გამომდინარე ინტერნაციონალურიც იქნებოდა, ქრისტიანობა კარგი კანდიდატი აღმოჩნდა,
    ამ ისტორიულმა შემთხვევითობამ განაპირობა ქრისტიანობის პოპულარობა, იმ დროს რომში რომ ყოფილიყო სხვა მონოთეისტური პოპულარული რელიგიური სექტა, თავისუფლად შეიძლებოდა მას გაემრჯვა და მოეგო იმპერატორის გული.“

    – – აუ,ეს რა თქვი? ყველაფერს ვიფიქრებდი,მაგრამ შენგან,ერთი შეხედვით ასეთი ნაკითხი კაცისაგან,ასეთ უსუსურ და უსაფუძვლო არგუმენტს არ მოველოდი. მსუბუქად გამაოცე…
    ქრისტიანობის ისტორიული შემთხვევითობით ახსნა,მემგონი, თვით კომუნისტებსაც კი არ მოსვლიათ აზრად საბჭოთა კავშირის დროს. საერთოდ არ გცოდნია ქრისტიანობის ისტორია და არც რომის ისტორია მასთან ერთად. მეგობრულად გირჩევ,რომ აქ კიდევ არაუშავს. ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი არ კითხულობს ამას.მაგრამ ცოტა უფრო დიდ და გათვითცნობიერებულ აუდიტორიაში ასეთი რამ აღარ გაიმერო. მინიმუმ ირონიულად ჩაიღიმებენ…
    ჯერ ერთი, დავიწყოთ იმით,რომ რომის იმპერატორმა კონსტანტინემ როცა მიიღო ქრისტიანობა,ეს უკვე მე-4 საუკუნის პირველი ნახევარი იყო,მეგობარო. მანამდე,1-ლი საუკუნიდან დაწყებული კონსტანტინემდე ათეულობით იმპერატორი შეიცვალა (დაახლ. 40-50 კაცი). ისინი ყველა ტყემალზე ისხდნენ? მათ არ ჭირდებოდათ „ახალი იმპერიალისტური რელიგია“?

    პირიქით,საკმაოდ ტოლერანტული რომის იმპერიის ხალხებში გავრცელებული ასობით რელიგიიდან მხოლოდ ქრისტიანობა იყო გამოცხადებული კანონგარეშედ. ამის ერთერთი მთავარი მიზეზი,იცი,რა იყო?-ის,რომ ქრისტიანობა ერთადერთი რელიგია იყო,რომელიც სხვადასხვა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარს იძახოდა,წამებისა და სიკვდილის მუქარის მიუხედავადაც კი და უფრო მეტიც,ისინი არ ეთაყვანებოდნენ იმპერატორს ან მის ქანდაკებას,როგორც ღმერთს. კვდებოდნენ და ამას არ აკეთებდნენ!
    ეხლა გეკითხები,სად არის აქ შენი ლოგიკის ადგილი,რომ თითქოს იმპერატორს აწყობდა ასობით სხვა რელიგიიდან ის ერთადერთი,რომელიც მის თაყვანისცემაზე უარს ამბობდა? ახლა მაინც თუ გრძნობ,შენი არგუმენტის აბსურდულობას?
    ამასაც რომ თავი დავანებოთ,ტყემალზე ისხდნენ კი არა,პირიქით, ისტორიულად ცნობილია 10 დიდი ტალღა ქრისტიანების დევნისა და დახოცვისა თავად იმპერატორების დონეზე,რომ აღარ ჩავთვალოთ სათვალავში სხვადასხვა რეგიონებში ქრისტიანების დევნა ადგილობრივი,რეგიონალური მმართველების მიერ. წიგნებში თუ არ წაგიკითხავს, ამ ფაქტებზე დაყრდნობით გადაღებული ძალიან ცნობილი ფილმები მაინც არ გინახავს?
    ქრისტიანთა რომიდან გაძევების ბრძანება პირველად იმპერატორმა კლავდიუსმა გასცა (ეს ფაქტი სახარებაშიც კია მოხსენიებული), მაგრამ ქრისტიანთა უსასტიკესი დევნა ნერონის (54-68 წწ.) იმპერატორობისას დაიწყო.
    ქრისტიანთა სასტიკი დევნა გააგრძელეს: დომიციანემ (81-90 წწ), tრაიანემ (98-117 წწ), მარკუს ავრელიუსმა (161-180 წწ), სეqტიმე სევერიმ (193-211 წწ), მაქსიმიანემ (235-238 წწ), დეციუს ტრაიანემ (249-251 წწ), ვალერიანიმ (253-260), დიოკლეტიანემ (284-305 წწ) (ცნობისთვის,დიოკლეტიანე ისაა,წმ. გიორგი რომ აწამა.-ავტ), იულიანე განდგომილმა (361-363 წწ). ბოლოს მოხსენიებული იმპერატორი,თუ დააკვირდები,წმ. კონსტანტინეს მიერ ქრისტიანობის მიღების შემდეგაც კი იყო,მით უმეტეს. იგი ქრისტიანი იყო,მაგრამ დაუბრუნდა ძველ წარმართულ ტრადიციებსა და რწმენას და სასტიკი დევნა გამოუცხადა ქრისტიანებს. „განდგომილი“-ს სახელიც ამიტომ შეერქვა ისტორიულად.
    ქრისტედან დაწყებული ხალხი იმდენად მასიურად იღებდა ამ რწმენას,ისე მედგრად იცავდა შემდეგ,სიკვდილის შიშის მიუხედავადაც კი,რომ ვერაფრით ვეღარ ამოძირკვეს.

    თავად კონსტანტინე დიდსაც,გადმოცემის თანახმად,თავის მოწინააღდეგესთან გადამწყვეტი ბრძოლის წინ ისეთი სასწაული შეემთხვა (ცაზე გამოსახული ჯვრის სახით),რომ მოდი და ნუ იწამებდა… ამაზე დაწვრილებით აღარ დავწერ აქ,შენც შეგიძლია მოიძიო.

    ამიტომ,დიახ,კვლავ გადმოვწერ ჩემ სიტყვებს:
    „საკმარისი იქნება,თუ ეს რელიგია
    ქრისტიანობასავით ელვის სისწრაფით
    მოედება მილიონობით ადამიანს და
    მიუხედავად ისტერიული დევნისა,თავად
    იმპერატორების დონეზე,2-3 საუკუნის
    განმავლობაში მაინც მსოფლიო რელიგია
    გახდება”
    მეგობარო,ტყუილა ირჯები-არ არსებობს და ვერ იპოვი უცბად გაჩენილი და ყველა მანამდელისგან განსხვავებული რელიგიის ასე სწრაფად და მასშტაბურად გავრცელების პრეცენდენტს მსოფლიო ისტორიაში. მით უმეტეს,წამოსულს რომის იმპერიის ერთერთი ყველაზე მივარდნილი და პატარა რეგიონიდან,როგორიც იუდეა იყო და კიდევ მით უმეტეს-გავრცელებულს რამოდენიმე წერა-კითხვის უცოდინარი,გაუნათლებელი მეთევზის მიერ; და კიდევ და კიდევ მით უმეტეს,მიმდევრების მიერ აღიარებული მესიის ცემის,ფურთხების,უკანასკნელი მდაბიო მონასავით ჯვარზე გაკვრის მიუხედავად. და კიდევ გავიმეორებ: ეს ყველაფერი სასტიკი დევნისა და შევიწროების ფონზე.
    კიდევ მოგიწოდებ: მოიყვანე ასეთი რელიგიის სხვა მაგალითი,ან როგორც ამბობდი,შენ მოიგონე ასეთი „ეფექტური“ და სიცოცხლისუნარიანი რელიგია და გპირდები,როგორც ადრე,მე დაგიჯერებ პირველ რიგში,რომ ეს მრწამსი შენ უშუალოდ ღმერთმა შთაგაგონა და გამოგიცხადა.

    „იგივე კითხვა შემიძლია დაგისვა მაიას ტომის პოზიციიდან. რატომ დაიჯერა უამრავმა ადამიანმა რომ შვიდმა ღვთაებამ შექმნა ადამიანი სიმინდისგან? ე.ი რაღაცა სასწაული იხილეს. რატომ ჯეროდათ ვიკინგებს ვალჰალას არსებობა? დურგლის შვილს კი არა სპილოს სახიანი ღმერთების სჯერათ მილიონობით ადამიანს. რაშია საქმე?“

    ეს შენ წერ ამ უსუსურ კომენტარებს,თუ სხვა ვინმეც შემოდის ხოლმე შენი სახელით? თუ მართლა ჩიხში ხარ უკვე და „ხავსს ეჭიდები“?
    პოპულისტურ წიგნებს არ ვკითხულობო და აბა,ეს რა იყო?.. განა ასეთი წიგნიდან არ იყო ეხლა ეს მოსაზრება? დარმწუნებული ვარ,ამდაგვარი წიგნების ავტორებს ძალიან კარგად ესმით თავიანთი ასეთი შედარებების უსაფუძვლობა,მაგრამ მასებისთვის მაინც შეგნებულად წერენ… ეს ის,ზემოთ რომ გიწერდი-„უარყოფითი რიცხვიდან კვადრატული ფესვის ამოღებაა“,ის შეგნებულად გაპარებული შეცდომა,რასაც 2×2=5-ის დამტკიცებისას იყენებენ ხოლმე. ანუ ერთი სიტყვით რომ ვთქვათ-მასების გაბრიყვების მცდელობა.
    როგორ დავიჯერო ახლა,რომ შენისთანა ჭკვიანი და ნაკითხი კაცი ამ შედარების ობიექტებს შორის ელემენტალურ და ამავე დროს უზარმაზარ განსხვავებას ვერ ხედავ? თუ შენც შეგნებულად „უარყოფითი რიცხვიდან კვადრატული ფესვის ამოღება“ განგიზრახავს? თუ დემაგოგობ? იმედია,ეს უბრალოდ ცოტათი უყურადღებობის ბრალია შენი მხრიდან ან მაქსიმუმ სასურველი ათეისტური იდეოლოგიის „გაპრავების“ ტკივილამდე მისული სურვილი…
    მეგობარო,ის შენი 7 ღვთაება,ვალჰალა და ინდუიზმის სპილოს თავიანი „ღმერთი“-განეშა,არცერთი არ ყოფილა ისტორიული პიროვნება. ისინი მხოლოდ ხალხის წარმოდგენებში არსებობდნენ დონ-კიხოტის დულსინეასავით… და გაბატონებული წარმოდგენები და წარმოსახვები კიდევ ნამდვილად შეიძლება იწამოს ხალხმა,ოღონდ არა ისე,რომ ერთი რაიმე დოქტრინა გახდეს მთელი მსოფლიოს ერთიანი და საერთო რელიგია. ასეთ წარმოდგენებს მხოლოდ ეთნიკური,ლოკალური და რეგიონალური გავრცელება აქვთ.
    თანაც მე რაღაც არ გამიგია,რომ ათასობით ხალხს 7 ღვთაების,ვალჰალასა და განეშას გამო იმპერატორების დონეზე,კანონგარეშედ გამოცხადების ფონზე,დევნიდნენ და სიკვდილით სჯიდნენ და მით უმეტეს,რომ მაინც არ დაეთმოთ თავიანთი ეს წარმოდგენა. შენ გაგიგია ასეთი ფაქტები?
    ახლა მეღიმება კიდეც, ასეთი ელემენტალური რაღაცეების ახსნა რომ მიწევს,მაგრამ მაინც გავაგრძელებ:

    იესო ქრისტე იყო ისტორიული პიროვნება,ერთი პატარა პროვინციის ერთი პატარა სოფლელი დურგლის შვილი. როცა მან ქადაგება დაიწყო, მას სხვადასხვა რეგიონის (პალესტინა, იუდეა, გალილეა, სამარია, კესარია) ათასობით ხალხი ხედავდა თავისი თვალებით,ეხებოდა,უსმენდა და მათ თვალწინვე მას აფურთხეს,ცემეს,გაამათრახეს და ბოლოს მონასავით ჯვარზე გააკრეს.

    კვლავ გეკითხები: შენ მათ ადგილზე რომ ყოფილიყავი,კაცს,რომელიც შენ თვალწინ გაიზარდა და შენ თვალწინვე გადათქელეს,ღმერთად იწამებდი? თანაც არ დაგავიწყდეს-დევნისა და სიცოცხლის რისკის ქვეშ?..
    როგორ შეიძლება ადამიანის გონების ნაყოფი იყოს ადამიანებისგან ნაცემი, დაკნინებული, ნაფურთხევი, გამათრახებული და მონასავით ჯვარზე გაკრული ღმერთის იდეა?

    მომიყვანე ადამიანებისაგან (ხაზს ვუსვამ-ადამიანებისაგან) შეურაცხყოფილი და მოკლული ღმერთის მაგალითი სხვა რომელიმე სარწმუნოებიდან! ვერ მომიყვან და აბა,მაშინ რატომღა „ხარშავ ერთ ტაფაში“ ქრისტიანობას,სხვა რელიგიებსა და მით უმეტეს, მითოლოგიებს? განა ეს დემაგოგია არ არის?

    „”მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ
    მაჩვენებს,რომ ისინი ისტორიული
    პიროვნებები იყვნენ ამავე დროს,როგორც
    იესო ქრისტე.”

    გაჩვენებენ.
    მაგალითად ბუდას, რომელიც მართლა არსებობდა
    მუჰამდს, რომელიც მართლა არსებობდა.
    ტვირთის კულტებიც კი წარმოიშვა რეალური თვითმფრინავების და ჯარისკაცების არსებობაზე, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს სტუმრობდნენ წყნარი ოკეანის კუნძულებს.“

    – – მეგობარო,კვლავ დემაგოგობ და ძალით ამახინჯებ დისკუსიის შინაარსს. მაგ ადგილზე ჩვენ ლაპარაკი გვქონდა ღმერთებზე. ბუდა და მუჰამედი იყვნენ ისტორიული პიროვნებები,მაგრამ ისინი არ იყვნენ სამყაროს შემქმნელი ღმერთები,არამედ მოციქულები და განმცხადებლები.

    კვლავ გიმეორებ-მომიყვანე ქრისტიანობის გარდა სხვა რელიგია,სადაც ღმერთად ისტორიული პიროვნებაა.

    „ტვინის სიგნალების დაფიქსირება უკვე ხდება. სკანერმა უნდა დაინახოს რომ სიგნალების დიდი რაოდენობა ჩნდება არსაიდან და ქრება არსად. რაც დაგვანახებს რომ ეს სიგნალები სადღაც სხვაგან მიდის და იქიდანაც მოდის რაღაც სიგნალები. ასეთი რამ არ ხდება“

    ამავე კომენტარში იძახი:
    „ალბერტი ძია არაფერს ისეთს არ ამბობს რაზეც მე რადიკალურად სხვანაირად ვფიქრობ.“

    არ გეჩვენება,რომ 2 ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებას იძახი? თუკი „ალბერტი ძია“-ს ეთანხმები,აბა,რატომღა გაქვს პრეტენზია,რომ ყველაფერი უნდა დაინახო?

    აინშტაინი ამბობს,რომ არსებობს ზღვარი,ადამიანის შეზღუდული შესაძლებლობებისთვის,რომლის იქითაც იგი ვერაფერს ვეღარ ჩასწვდება და დაინახავსო. თანაც ამას იძახის მატერიაზე,რომელიც აბსოლუტური რეალობაა და ჩვენ გრძნობათა ორგანოებს ექვემდებარება. რატომ გაქვს პრეტენზია,რომ თუნდაც ამ „ზღვარის“ იქითა კიდე დაინახო?

    მე კიდევ მრწამს,რომ ამ ზღვარის იქით,არის მატერიისაგან აბსოლუტურად განსხვავებული არამატერიალური, სულიერი სამყარო,რომელიც არ შეიგრძნობა ჩვენი გრძნობათა ორგანოებით,რომელნიც მხოლოდ მატერიალურის აღსაქმელადაა მომართული. სულიერს მხოლოდ სული შეიძლება, ეზიაროს და ამავე სულმა შეიძლება შეიცნოს.

    რატომ არის ვითომ უფრო ლოგიკური და ჭკვიანური ჩემი აზრით თქვენი აბსურდული მოსაზრებანი,რომ ამ „ზღვარის“ იქითაც შეიძლება იყოს რაღაც ამოუხსნელი,რაღაც „უფრო მარტივი“ მატერია (სულ „რაღაც… რაღაც…“ გაგიდით),რომელიც არ შეიძლება უსასრულო იყოს და ამავე დროს თან დამტკიცებულია,რომ მას ვერასდროს ვერ ჩავწვდებითო?

    რატომ არ არის ვითომ ჩვენი მოსაზრება უფრო სარწმუნო და ჭკვიანური,რომ იმ გაურკვევლობაში ისევ გაურკვეველი და ამოუხსნელი მატერიის ფორმა კი არაა (რომელსაც ამბობთ,რომ არ შეიძლება იყოს დაუსრულებელიც და თან უნდა ჰქონდეს დასაწყისიც),არამედ მატერიისაგან ბუნებით სრულიად განსხვავებული მარადიული და უსასრულო სული,ინტელექტის მქონე?

    „იაჰვე არის ძველი ებრაული მრავალღმერთიანი რელიგიის ნაწილი. რომელმაც მოახდინა სხვა ღმერთების უზურპაცია და გახდა ერთადერთი.
    ზუსტად როგორ გამოთვქმდნენ იაჰვეს ეს მართლაც უცნობია, მაგრამ ამით რას იგებ? ეს ენის პრობლემაა და არა მეტაფიზიკის.“

    – – მეგობარო,რატომ „იბავშვებ“ ისევ თავს? აქაც ორ ურთიერთგამომრიცხავს მოსაზრებას რომ წერ,არა უშავს? კვლავ „ხავსს ეჭიდები“…

    კაცო,თუკი იძახი,რომ „როგორ გამოთვქმდნენ იაჰვეს ეს მართლაც უცნობია“-ო,მაშ როგორღა ადგენენ,რომ „იაჰვე არის ძველი ებრაული მრავალღმერთიანი რელიგიის ნაწილი. რომელმაც მოახდინა სხვა ღმერთების უზურპაცია და გახდა ერთადერთი“? სახელი როგორ შეადარეს? იქნებ სულ სხვა სახელი იყო ბიბლიაში? ან იქნებ ძველი სულ სხვა რელიგია იყო?

    ჯერ ერთი,თუ მხოლოდ უზურპაცია მოახდინა და არ დაუხოცავს,ერთადერთი ღმერთი როგორღა გახდა? სხვა ღმერთები,თუნდაც დაქვემდებარებულ მდგომარეობაში,ხომ დარჩნენ? იუდაიზმი,ბიბლია ამ „სხვა ღმერთებს“ გამორიცხავს.

    შენი ეს არასწორი არგუმენტი ყოვლად უსაფუძვლო თეოსოფიური იდეოლოგიის იდეა ხომ არაა შემთხვევით?-ათეისტი კაცისგან ასეთი წყაროს გამოყენება,ცოტა მიკვირს,ვინაიდან „თეოსოფია მისტიციზმის ნაირსახეობას წარმოადგენს. იგი განსხვავდება თეოლოგიისაგან. თუკი თეოლოგია მოცემული რელიგიის საფუძვლების, როგორც ავტორიტეტის, რაციონალურ და რეფლექტურ ანალიზს ემყარება, თეოსოფიის წყარო, უპირატესად, ინდივიდუალური ზეშთაგონებანია. შესაბამისად, მისი ველი ვრცელია და ერთი კონკრეტული რელიგიის ფარგლებს სცილდება.“

    „ფაქტია რომ წამებული ღმერთი არ არის ორიგინალური იდეა.“

    რაო,რაო?..
    კვლავ მოგიწოდებ: მომიყვანე ადამიანების მიერ ნაწამები და მოკლული ღმერთის მაგალითი სხვა რომელიმე რელიგიიდან,ან თუნდაც მითოლოგიიდან. ხაზს ვუსვამ-ადამიანების მიერ…

    ამბობ: „ფაქტია რომ მკვდრეთით აღმდგარი ღმერთის იდეა არ არის ორიგინალური და დიდი შანსია რომ გადაღებულია სხვისგან.“

    შენ ქრისტიანულ მკვდრეთით აღდგომასა და მითოლოგიურ გაცოცხლებას შორის განსხვავებას ვერ ხედავ? მითოლოგიებში მომკვდარი ღმერთის გაცოცხლება სეზონური ცვლილებების სიმბოლური გამოხატულება და იდეა იყო.
    მომიყვანე იდეის მაგალითი,სადაც მოკლული ღმერთი “იერთებს” ადამიანურ ბუნებას და აღდგება მასთან ერთად,ამაღლდება ზეცად ამ ადამიანურ ბუნებასთან ერთად, რათა „განაღმრთოს“ იგი. თანაც ეს ადამიანური ბუნება მისი „ნიღაბი“ ან დროებითი სამყოფელი კი არაა,ან მისი ბუნებითად ანთროპომორფული ფორმა,არამედ ღმერთი იერთებს მას „განუყოფელად, განუშორებლად, შეურევნელად, შეუცვლელად“.

    ,ნუ აკრიტიკებ იმას,რაც თითქმის არ წაგიკითხავს და არ შეგისწავლია. არაა ეს ჭკვიანი კაცის პოზიცია. ორივე ოპონენტის არგუმენტებს გაეცანი ჯერ ზოგადი ცოდნის დონეზე მაინც.

    ამ მხრივ მე მაქვს გარკვეული უპირატესობა შენთან შედარებით: თითქმის ყველაფერი,რასაც აქამდე შენ მიწერდი,დეტალებამდე ჩაძიებას თუ არ ჩავთვლით,უკვე ცნობილი იყო ჩემთვის და ნაცნობი. აი,შენ კი ბიბლიაზე,ქრისტიანობის ისტორიაზე ზოგადი ცოდნაც კი არ გაქვს ჯერ,აშკარად გეტყობა. კი უარყოფდი,მაგრამ მხოლოდ პოპულისტურ-ათეისტური გამოცემებიდან…
    თვითონ მეცნიერების სფეროდანაც კი,რომელშიც შენ გაცილებით მეტი იცი ჩემზე,რამოდენიმე სიახლე ამ დისკუსიის მიმდინარეობისას ჩემგან გაიგე პირველად..
    .
    მე მრწამს,რომ ღმერთის შემწეობა მაქვს და იქნებ ამიტომაც,თორემ ჩემნაირი უცოდინარი კაცი,ასეთი მწირი „ბაგაჟით“ ამდენ თემაზე,ხმას ვერ უნდა იღებდეს საერთოდ. შემწეობა მაქვს იმიტომ კი არა,რომ რაიმეთი შენზე უკეთესი ვარ,როგორც ადამიანი-არავითარ შემთხვევაში!!!
    უბრალოდ მე ვთხოვ მას ამ შემწეობას და უფრო კიდევ იმიტომ,რომ ვფიქრობ, არც მინდა შეგედარო,მაგრამ მე ხომ შენზე გაცილებით უღირსი და ცოდვილი ადამიანი ვიქნები (ჩემი ცხოვრების გზა მაინც ხომ ვიცი ზუსტად) და მოსიყვარულე ღმერთის პირველ რიგში საზრუნავი ხომ,როგორც თვითონ გვასწავლის,ცოდვილი და უღირსი ადამიანია. ისევე როგორც დედა,რომელიც თავის ავადმყოფ შვილს უფრო მეტ ყურადღებასა და დროს უთმობს,ვიდრე მეორე ჯანმრთელს… და თითქოს უფრო მეტადაც უყვარს იგი,ვიდრე მეორე ჯანმრთელი…

    „შენ რა გგონია, ქრისტიანობა სულ ქადაგებით და ტკბილი სიტყვით გავრცელდა?
    კონკისტადორებმა რა ჩაიდინეს სამხრეთ ამერიკაში ოკეანეაში და სხვა მიწებზე, ეტყობა არ წაგიკითხავს. როგორ ხოცავდნენ ინდიელებს ვინც არ ირწმუნებდა, როგორ ამსხვრევდნენ მათ კერპებს. საქართველოს მთიანეთშიც ხშირად ძალით შექონდათ ქრისტიანობა.“

    არასწორ აქცენტებს სვამ,მეგობარო. ჩვენ ლაპარაკი გვქონდა რელიგიის დაარსებიდან მალევე,ისტორიული განზომილებებით-„ელვისებურად“ მსოფლიო რელიგიად ქცევამდე. ქრისტიანობა წარმოიშვა პირველი საკუნის 30-40-იან წლებში და მე-4 საუკუნის რამის პირველ მეოთხედში უკვე მსოფლიო რელიგია იყო.
    შენ თვითონ აღნიშნავდი,რომ მაშინდელი რომის იმპერიის ფარგლები ფაქტიურად მსოფლიო იყოო. ამ ფარგლებსაც კი იყო გაცდენილი ინდოეთამდეც კი,აქვე დავამატებ.

    კონკისტადორები რომელი საუკუნე იყო ხომ ვერ მეტყვი? მე-4 საუკუნიდან გაცილებით გვიან ხომ არა? ამ მომენტისთვის ქრისტიანობა უკვე 11 საუკუნეზე მეტი ხნის მსოფლიო რელიგია ხომ არ იყო შემთხვევით?

    თანაც ვინ გითხრა,რომ კათოლიკური ეკლესია არსობრივად ქრისტიანული იყო? 1054 წლის განხეთქილების შემდეგ ისინი ასცდნენ და გადაასხვაფერეს ნამდვილი ქრისტესმიერი და მისი მოციქულებისმიერი სწავლება. და ფაქტიც სახეზეა: სწორედ ამ მე-11 საუკუნის ბოლოდანვე ეწყებათ ის ამაზრზენი და არაქრისტიანული გადაცდომები,როგორებიცაა ჯვაროსნული ომების დაწყება, ინკვიზიცია, ინდულგენციებით ვაჭრობა, თუნდაც შენ მიერ ნახსენები ინდიელების ძალით „გალათინება“,სამარცხვინო „რომის პაპის შეუმცდარობის დოგმატი“ და კიდევ ბევრი სხვა…
    აი,თვალსაჩინო მაგალითი იმისა,თუ რა ემართება მორწმუნეს,როცა იგი უღალატებს ჭეშმარიტებას,დაამახინჯებს მას და გადაასხვაფერებს და ამით სულიწმინდის მადლს განიშორებს.

    ასე რომ, შენ მიერ მოტანილი ინდიელების მაგალითი ჩემთვის ჭეშმარიტ მარლთამადიდებლურ რელიგიაში განმტკიცების კარგი სტიმული და ფაქტია. იგი კათოლიციზმის გავრცელების მაგალითია და არა ქრისტიანობის.

    რაც შეეხება „საქართველოს მთიანეთს“,ჩვენი მიმდინარე თემის კონტექსტში ამ ლოკალური ფაქტის მაგალითად მოყვანა უბრალოდ ღიმილის მომგვრელია,კვლავ „ხავსს მოჭიდებაა“
    ხატოვნად რომ ვთქვათ: ეს იმას გავს, წვიმის შემდეგ ჩემ ეზოში გაჩენილი გუბურის მიხედვით რომ დავასკვნა-მსოფლიო ოკეანეც დღევანდელმა წვიმამ გააჩინა-მეთქი.🙂

    მით უმეტეს,ეს იყო პატარა ქვეყნის კონკრეტული მეფის გადაცდომა და შეცდომა და თავად მართლმადიდებლურ ეკლესიას არც მაშინ და არც ეხლა არ გაუმართლებია.

    „გირჩევ წაიკითხო ბიოლოგ კენ მილერის წიგნები ევოლუციაზე და კრეაციონიზმზე. რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ამ თემაში. მილერი არის იმის მაგალითი რომ მიუხედავად რწმენისა (კათოლიკე ქრისტიანია) მეცნიერი მოტივირებულია გაარკვიოს და აღიაროს სიმართლე.
    მილერი დაგანახებს რომ ევოლუცია არ არის ათეისტების იარაღი, სპეციალურად ღმერთის შემოქმედების დასაჩრდილად მოგონილი, როგორც ეს მორწმუნეების უმეტესობას გონია. მართალია მილერს რწმენის და რელიგიის საკითხებში არ ვეთანხმები, მაგრამ მეცნიერებაში და კრეაციონიზმის სიყალბის გამოვლენაში ნამდვილად ბრწყინვალეა. გირჩევ წაიკითხო “დარვინის ღმერთის ძიებაში” Kenneth Miller – Finding Darwin’s God. მთელი კრეაციონიზმი არის დამხობილი ამ წიგნში, ნამდვილი მეცნიერული ფაქტებით და ლოგიკით, მილერი იმის ლუსტრაციაცაა როგორ უნდა იქცეოდეს ნამდვილი მეცნიერი სიმართლის ძიებისას. თუმცა ის ქრისტიანობასაც და მეცნიერებასაც განიხილავს როგორც თავსებადს, და არა ურთიერთწინააღმდეგობრივს“

    კონკრეტულად რომელ კრეაციონისტ მეცნიერებს აკრიტიკებს და ამხელს არ ვიცი,მაგრამ გწამდეს ღმერთის,რომელმაც ყველაფერი შექმნა არაფრისგან,განა ეს „სულითხორცამდე“ და საფუძველშივე კრეაციონისტული იდეა არ არის?!

    მთავარია,რომ მას საწყისის სწამდა,“შუიდან“ განვითარებული მოვლენები კიდევ ათასნაირი თეორიებითა და მოსაზრებებით შეიძლება ახსნას ადამიანის ფანტაზიამ.

    მაგარი კაცი ყოფილა… აი,მესმის რწმენა…
    მას კარგად აქვს გათავისებული ის ერთერთი ფუნდამენტური იდეა იმისა,რომ რაციონალური გონებით ადამიანი სულიერ სამყაროს ვერ ჩაწვდება,ამისთვის გულის,ზემოთ ნახსენები,“ირაციონალური გულის კარიბჭეა“ საჭირო,სულისმიერი „თვალი“ და გონება. თუ ვიშოვე,სიამოვნებით წავიკითხავ ამ წიგნს. ვინ იცის,იქნებ იქიდან შენდაუნებურად ისე იგებ მის ზოგიერთ მოსაზრებას,როგორც შენ გაწყობს?..

    Like

    • “ჯერ ერთი, დავიწყოთ იმით,რომ რომის იმპერატორმა კონსტანტინემ როცა მიიღო ქრისტიანობა,ეს უკვე მე-4 საუკუნის პირველი ნახევარი იყო,მეგობარო. მანამდე,1-ლი საუკუნიდან დაწყებული კონსტანტინემდე ათეულობით იმპერატორი შეიცვალა”

      მერე რა?

      “ისინი ყველა ტყემალზე ისხდნენ? მათ არ ჭირდებოდათ „ახალი იმპერიალისტური რელიგია“?

      რა არის უცნაური იმაში რომ სხვა იმპერატორი შეიძლება ვერ მიხვდა ახალი რელიგიის საჭიროებას, ან ნაკლებად იდგა მაშინ ამის საჭიროება.
      “ახალი რელიგიის საჭიროება” შეიძლება მხოლოდ ისტორიული მოსაზრებაა და მეტი არაფერი, შეიძლება კონსტანტინემ უბრალოდ იწამა და მორჩა. მაგრამ ერთიანი რელიგიური სისტემა უფრო მოსახერხებელი უნდა ყოფილიყო იმპერიისთვის ვიდრე მილიონი მცირე რელიგია.

      “პირიქით,საკმაოდ ტოლერანტული რომის იმპერიის ხალხებში გავრცელებული ასობით რელიგიიდან მხოლოდ ქრისტიანობა იყო გამოცხადებული კანონგარეშედ. ამის ერთერთი მთავარი მიზეზი,იცი,რა იყო?-ის,რომ ქრისტიანობა ერთადერთი რელიგია იყო,რომელიც სხვადასხვა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარს იძახოდა,წამებისა და სიკვდილის მუქარის მიუხედავადაც კი და უფრო მეტიც,ისინი არ ეთაყვანებოდნენ იმპერატორს ან მის ქანდაკებას,როგორც ღმერთს. კვდებოდნენ და ამას არ აკეთებდნენ!”
      ამიტომ რომის იმპერიას ან უნდა დაემარცხებინა ქრისტიანობა და გაექრო ან უნდა მიეღო ოფიციალურ და ერთადერთ რელიგიად. ოფიციალურად მიღება უფრო ჭკვიანური ნაბიჯი იყო, დევნამ და შევიწროებამ ის გამოიღო რომ უკურეაქციით ის უფრო პოპულარული ხდებოდა მასებში. იმპერიის სტრატეგიის თვალსაზრისით ოფიციალურად მიღება უფრო ჭკვიანური ნაბიჯი გამოდგა. იმიტომ რომ ათასი სისტემის მაგივრად იღებ ერთს და თან ინტერნაციონალური ხასიათისას. პოლითეიზმი და მრავალი რელიგიის მიმართ ტოლერანტობა კარგი სტრატეგია იყო იქამდე სანამ ეს რელიგიები ერწყმოდა იმპერიის ოფიციალურ ღვთაებებს, მაგრამ როგორც კი განსხვავებული რელიგია გაჩნდა რომელსაც არ უნდოდა ეს თანაცხოვრების მოდელი. მაშინ ეს რელიგია უნდა გააქრო ან აღიარო. მიუმეტეს თუ ვერ ამარცხებ უნდა გამოიყენო შენს სასარგებლოდ.
      ამით აიხსნება დევნაც, ან უნდა გააქრო ან უნდა აღიარო.
      შენ აწვები იმ არგუმენტს რომ რახან ეს რელიგია განსხვავებული იყო ამიტომ ჭეშმარიტია? ან იმიტომაა ჭეშმარიტი რომ წინამორბედი იმპერატორები დევნიდნენ და მერე ერთმა მიიღო მათი რწმენა? ან იმიტომაა ჭეშმარიტი რომ იესო ისტორიული ფიგურა იყო? (ერთი ვერ ჩავუჯექი ამ იესოს ისტორიულობის კვლევას, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ ამაზე ნორმალური საბუთი არსებობს.)

      თავად კონსტანტინე დიდსაც,გადმოცემის თანახმად,თავის მოწინააღდეგესთან გადამწყვეტი ბრძოლის წინ ისეთი სასწაული შეემთხვა (ცაზე გამოსახული ჯვრის სახით),რომ მოდი და ნუ იწამებდა… ამაზე დაწვრილებით აღარ დავწერ აქ,შენც შეგიძლია მოიძიო.

      შენ რა გგონია სხვა რელიგიის წარმომადგენლებს არ ესახებათ ცაზე რაღაცეები? არ ხედავენ სასწაულებს?
      ეგეთი მითი და ლეგენდა უამრავია ყველა კულტურაში.

      “მეგობარო,ის შენი 7 ღვთაება,ვალჰალა და ინდუიზმის სპილოს თავიანი „ღმერთი“-განეშა,არცერთი არ ყოფილა ისტორიული პიროვნება. ისინი მხოლოდ ხალხის წარმოდგენებში არსებობდნენ დონ-კიხოტის დულსინეასავით”

      ვაა მართლა? ეხლა გამოდი შენი პოზიციიდან დროებით და საკუთარ რელიგიას შეხედე სხვისი თვალით. აი წარმოიდგინე რომ ხარ ინდუისტი ან ბუდისტი ან რამე, ნებისმიერი. ან ურელიგიო.ათეისტი შენთვის ვინ არის იაჰვე? ისეთივე გამონაგონი, როგორც კუკულკანი და ნებისმიერი ღვთაება,
      და ისტორიული პიროვნება რომ ყოფილიყო თორი, იწამებდი? ეს საკმარისი იქნებოდა რომ ის ღმერთად ჩაგეთვალა?
      აი წარმოიდგინე რომ ხვალ აღმოაჩინონ, ისტორიული ჩანაწერები, პიროვნებაზე რომელმაც სათავე დაუდო თორის რწმენას, ეს ადამიანი არსებობდა და აღმერთებდნენ (უბრალოდ მაგალითისვის) ეს საკმარისი იქნება იმისთვის რომ ირწმუნო?

      “ოღონდ არა ისე,რომ ერთი რაიმე დოქტრინა გახდეს მთელი მსოფლიოს ერთიანი და საერთო რელიგია. ასეთ წარმოდგენებს მხოლოდ ეთნიკური,ლოკალური და რეგიონალური გავრცელება აქვთ.”

      გახდებოდა ნებისმიერი სხვა რელიგია რომელსაც ქრისტიანობის მსგავსად ექნებოდა, რამდენიმე მახასიათებელი, როგორიცაა, უფრო ჩამოყალიბებული დოქტრინა, ერთიანი სისტემა და ინტერნაციონალური ხასიათი.
      მნიშვნელოვანი უპირატესობა ქონდა სწორედ ინტერნაციონალურობა. სხვა რელიგიები, ჩამოყალიბდა კონკრეტულ ეთნოსებში და ტომებში და ისინი დიდ წილად ამ ჩარჩოებში დარჩნენ, ქრისტიანობა კი ჩამოყალიბდა რომის იმპერიაში, რომელიც ინტერნაციონალური იმპერია იყო. მართალია ის ჩამოყალიბდა იუდაიზმის ბაზაზე, მაგრამ ქრისტე დაპირდა ხსნას ყველას და არა მხოლოდ ებრაელებს, ყოველშემთხვევაში ამ რელიგიის მიმდევრებმა ასეთი ინტერპრეტაცია გააკეთეს.
      რომმა მიიღო ქრისტიანობა რომელიც მაშინდელი მსოფლიოს ნახევარი უკვე იყო. voila ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულია ერთი იმპერატორის გამო. ესეც შენი ნატურალისტური ახსნა, თუ რატომ გახდა ქრისტიანობა მსოფლიო რელიგია.
      დასავლეთ რომი დაიშალა მაგრამ ფაქტიურად სათავე დაუდო დღევანდელ ცივილიზაციას, მისი მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა იყო ინტერნაციონალური ქრისტიანობაც.

      “პალესტინა, იუდეა, გალილეა, სამარია, კესარია) ათასობით ხალხი ხედავდა თავისი თვალებით,ეხებოდა,უსმენდა და მათ თვალწინვე მას აფურთხეს,ცემეს,გაამათრახეს და ბოლოს მონასავით ჯვარზე გააკრეს”

      აგრეთვე ათასობით სხვა ხალხი ხედავდა სხვა ღმერთების სასწაულებს.

      თანაც მე რაღაც არ გამიგია,რომ ათასობით ხალხს 7 ღვთაების,ვალჰალასა და განეშას გამო იმპერატორების დონეზე,კანონგარეშედ გამოცხადების ფონზე,დევნიდნენ და სიკვდილით სჯიდნენ და მით უმეტეს,რომ მაინც არ დაეთმოთ თავიანთი ეს წარმოდგენა. შენ გაგიგია ასეთი ფაქტები?

      კი გამიგია, ჩვეულებვრივი ფანატიზმია, რომელშიც ნებისმიერი რელიგია შეიძლება გადაიზარდოს.
      მოიცა ეხლა მუსლიმები თავს რომ იფეთქებენ ამიტომ მათი რელიგია ჭეშმარიტია?

      კვლავ გეკითხები: შენ მათ ადგილზე რომ ყოფილიყავი,კაცს,რომელიც შენ თვალწინ გაიზარდა და შენ თვალწინვე გადათქელეს,ღმერთად იწამებდი? თანაც არ დაგავიწყდეს-დევნისა და სიცოცხლის რისკის ქვეშ?..

      მე რატომ მადარებ 2000 წლის წინანდელ ხალხს რომელიც ალბათ გაცილებით ცრუმორწმუნე იყო ვიდრე მე? ფანატიზმი- ძალიან შესაფერისი ახსნაა, სულ არ არის საჭირო რომ რომელიმე იდეოლოგია რელიგია ან დოქტრინა იყოს ჭეშმარიტი იმისთვის რომ მას ბევრი ფანატიკოსი მიმდევარი ყავდეს. რატომ გგონია რომ 2000 წლის წინანდელი ყველაზე დაბალი ფენის ხალხი (მორწმუნეების უმეტეს ნაწილს ისინი შეადგენდნენ თავიდან) იქნებოდა რაციონალური და კრიტიკული? ისინი იმას იწამებდნენ რასაც ერთი ორი ჭკვიანი და ნიჭიერი ლიდერი ჩაუნერგავდა . თან ქრისტიანობის ესოდენ პოპულარობა განაპირობა მისმა მსუყე დაპირებებმა სამოთხეზე, მისმა ინტერნაციონალურმა ხასიათმა. სამოთხის მაგვარი კონცეფცია სხვა რელიგიებშიც იყო, მაგრამ არ იყო ამდენი დაპირება, ნეტარებაზე და აბსოლიტურ კარგზე. რატომ გგონია რომ ამგვარ რამეებს რაციონალურად შეხედავდა ვინმე 2000 წლის წინ, როცა დღესაც კი ინფორმაციულ ეპოქაში, შესაძლებელია ათასობით მხარდამჭერი მოიპოვო იმით რომ თავი იესო ქრისტედ გაასაღო ან რომელიმე მესიად. თუ გაინტერესებს დაგისახელებ ასეთ მესიებს რომლებიც თავს იესო ქრისტედ ასაღებენ და ყავთ ასობით და ათასობით მიმდევარი ვისაც მათი სჯერა. და ეს 21-ე საუკუნეში ხდება. რა შეეძლო ქარიზმატულ ლიდერს 2000 წლის წინ? როცა დოკუმენტირების ერთადერთი საშუალება იყო წერა ქვაზე და პაპირუსზე და ისიც უმეტესობამ არ იცოდა, როცა არ არსებობდა ობიექტურობის და სუბიექტურობის ცნება, ისტორიის შექმნის ის სტანდარტები რომლებიც მეტ-ნაკლებად ობიექტურ სურათს იძლევა.

      მეგობარო,კვლავ დემაგოგობ და ძალით ამახინჯებ დისკუსიის შინაარსს. მაგ ადგილზე ჩვენ ლაპარაკი გვქონდა ღმერთებზე. ბუდა და მუჰამედი იყვნენ ისტორიული პიროვნებები,მაგრამ ისინი არ იყვნენ სამყაროს შემქმნელი ღმერთები,არამედ მოციქულები და განმცხადებლები.

      რა პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამას ?
      მე მოგიყვან ისეთი პიროვნებების მაგალითს რომლებიც მართლა არსებობენ და იჩემებენ რომ ქრისტეს რეინკარნაციები არიან, თან ფსიქიკურად ჯანმრთელები არაინ და ასობით, ათასობით მიმდევარიც ყავთ.
      ისტორიულობა რამეს ცვლის? გინდა წინასწარმეტყველი იყოს და გინდა ღმერთკაცი რომელიმე რელიგიაში ისტროიული პიროვნება.
      ეს არის საკმარისი საფუძველი რომ ირწმუნო? მერე რა მუჰამედი თუ თავად არ იყო ღმერთი? თუ ისტორიული პიროვნება იყო სიმართლეს ამბობდა- აი რა გამოდის შენი არგუმენტიდან რომელსაც აწვებოდი წინა კომენტარებში. ღმერთს ეძახდა თავისთვავს თუ წინასწარმეტყველს ამას რა გადამწყვეტი მნიშნველობა აქვს?

      არ გეჩვენება,რომ 2 ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებას იძახი? თუკი „ალბერტი ძია“-ს ეთანხმები,აბა,რატომღა გაქვს პრეტენზია,რომ ყველაფერი უნდა დაინახო?

      არ მეჩვენება.
      შენ ამახინჯებ ჩემ აზრს. მე არ ვამბობ რომ ყველაფერი (ვგულისხმობ აბსოლიტურად ყველაფერს.) შეცნობადია და მორჩა დაიხურა საკითხი.. მე იმ მაგალითში მქონდა საუბარი კონკრეტულ შემთხვევაზე, რომელშიც აუცილებლად უნდა გამოჩნდეს ის სიგნალები.

      “თანაც ამას იძახის მატერიაზე,რომელიც აბსოლუტური რეალობაა და ჩვენ გრძნობათა ორგანოებს ექვემდებარება. რატომ გაქვს პრეტენზია,რომ თუნდაც ამ „ზღვარის“ იქითა კიდე დაინახო?”

      არაფრის იქითას დანახვას არ გთავაზობ, მე ვამბობდი რომ იქით რამე თუ არის, და ატყობინებს აქეთა ტვინს, მაშინ უნდა გადაუთარგმნოს აქეთა ენაზე, ხოდა ეს აქეთა რომ გადაითარგმნება სწორედ ის უნდა დავინოხოთ.

      შენ ქრისტიანულ მკვდრეთით აღდგომასა და მითოლოგიურ გაცოცხლებას შორის განსხვავებას ვერ ხედავ? მითოლოგიებში მომკვდარი ღმერთის გაცოცხლება სეზონური ცვლილებების სიმბოლური გამოხატულება და იდეა იყო.

      მარტო სეზონებური ცვლილებების სიმბოლური გამოხატულება არ იყო. უამრავ სხვა რამეს გამოხატავდა, მათ შორის ახალ სიცოცხლეს.
      მე არ ვამბობ რომ განსხვავებები არ არის, მაგრამ ანალოგიებიც საკმაოდაა
      იმიტომ გკითხე ზუსტი ანალოგია რას ქვია თქო? სახელი და გვარიც რომ ემთხვევა?
      ქრისტე მოკვდა იმისთვის რომ კაცობრიობის ცოდვები გამოესყიდა, არც ეს გამოსყიდვები არ არის უცნობი სხვა რელიგიებში. არც მსხვერპლი. ტრადიციულად ადამიანები სწირავდნენ მსხვერპლს ღმერთებს რათა მათგან სამაგიეროდ მიეღოთ რაღაც, ან გამოესყიდათ ცოდვები. ქრისტიანობის შემთხვევაში უკვე ნაცნობი მოკლული და აღმდგარი ღმერთის იდეა უკავშირდება ამ გამოსყიდვის იდეას. რომელიც ასევე არ არის ახალი და ნოვატორული. მსხვერპლად ეწირება ღმერთი, რომ თავის თავისგან გამოისყიდოს კაცობრიობის ცოდვები.😀 (მამა ძე და სულიწმინდა ხომ ერთიდაიგივეა) ეს რაღაც ახალია მართლა, თუმცა ძველის კომბინაციით მიიღება. რობერტ რაიტის და სხვა მკვლევარების აზრითაც, ეს შეიძლება ყოფილიყო იმის შედეგი რომ უბრალოდ მესიის მკვლელობის ინტერპრეტაცია იყო საჭირო.. იუდაიზმი როგორც ცნობილია მესიანისტური რელიგიაა, გაჭირვებაში ხალხი ელოდება მესიას და აი დგება მესიანისტური ხანა. გამოდიან ვიღაცეები და ამბობენ რომ მესიები არიან, იკრებენ მიმდევრებს. ქადაგებენ და ა.შ. ყალიბდება რელიგიური მიმდინარეობა, სექტა. მაგრამ სამწუხაროდ მესიას კლავენ. ორი გამოსავალია სექტისთვის, ან “იხურება” და ყველა სახლში მიდის, ან იქმნება ლეგენდები და მითები, რომ ეს მესია სინამდვილეში ცოცხალია, ერთ დღეს დაბრუნდება და ყველას უშველის. ეს უკანასკნელი უფრო მოსალოდნელი სცენარია, თუ გადავხედავთ აპოკალიფსის მოლოდინს და ზოგადად რელიგიის ისტორიას. იმედი ბოლოს კვდებაო ნათქვამია. და სწორედ აქ იბადება მეორედ მოსვლის მოლოდინი და ინტერპრეტაცია თუ რატომ მოკვდა მესია.
      ჩემი აზრით საკმაოდ დამაჯერებელი სცენარია. ინსაიდერებს არ მოგეწონებათ :d

      “მომიყვანე იდეის მაგალითი,სადაც მოკლული ღმერთი “იერთებს” ადამიანურ ბუნებას და აღდგება მასთან ერთად,ამაღლდება ზეცად ამ ადამიანურ ბუნებასთან ერთად, რათა „განაღმრთოს“ იგი. თანაც ეს ადამიანური ბუნება მისი „ნიღაბი“ ან დროებითი სამყოფელი კი არაა,ან მისი ბუნებითად ანთროპომორფული ფორმა,არამედ ღმერთი იერთებს მას „განუყოფელად, განუშორებლად, შეურევნელად, შეუცვლელად“.

      სრულიად ლოგიკურია რომ როცა ადამიანს ეძახიან ღმერთს (იესოს) იმ რელიგიის წარმომადგენლებმა უნდა გააპრავონ თუ მათი ღმერთი დრო სივრცის მიღმაა და ყველაფრის შემოქმედია რატომ აქვს ადამიანის ფორმა. ამიტომ რელიგია ერთდროულად ამაღლებს ადამიანის როლს და ღმერთს აადამანურებს,

      ნუ აკრიტიკებ იმას,რაც თითქმის არ წაგიკითხავს და არ შეგისწავლია. არაა ეს ჭკვიანი კაცის პოზიცია. ორივე ოპონენტის არგუმენტებს გაეცანი ჯერ ზოგადი ცოდნის დონეზე მაინც.

      ზოგადი აზრი ცნობილია ჩემთვის და იმდენი მაინც გამიგია რომ ჩემი აზრი მქონდეს.
      შენ რაც განსაკუთრებული და ღვთაებრივი გგონია მასში არაფერია ისეთი რასაც ადამიანი ვერ მოიფიქრებდა. აი ამ დონეზე ნამდვილად შემიძლია მქონდეს საკუთარი მყარი აზრი.

      აი შენ კიდე ნამდვილად არ წაგიკითხავს რელიგიური ინდოქტრინაციისგან თავისუფალი ავტორები . აღარ ვლაპარაკობ რელიგიის კრიტიკაზე.

      ამ მხრივ მე მაქვს გარკვეული უპირატესობა შენთან შედარებით: თითქმის ყველაფერი,რასაც აქამდე შენ მიწერდი,დეტალებამდე ჩაძიებას თუ არ ჩავთვლით,უკვე ცნობილი იყო ჩემთვის და ნაცნობი. აი,შენ კი ბიბლიაზე,ქრისტიანობის ისტორიაზე ზოგადი ცოდნაც კი არ გაქვს ჯერ,აშკარად გეტყობა. კი უარყოფდი,მაგრამ მხოლოდ პოპულისტურ-ათეისტური გამოცემებიდან…
      თვითონ მეცნიერების სფეროდანაც კი,რომელშიც შენ გაცილებით მეტი იცი ჩემზე,რამოდენიმე სიახლე ამ დისკუსიის მიმდინარეობისას ჩემგან გაიგე პირველად..

      ევოლუციაზე წარმოდგენა არ გაქვს. ტვინის მოდულებზე ჩემგან გაიგე და მაშინვე შენებურად გადააკეთე სამშვენელზე და სულზე. ქრისტიანობის ცოდნა როგორც ვხვდები შენთვის შემოიფარგლება მხოლოდ მორწმუნეების მიერ დაწერილი მასალით. საუკუნეების წინანდელი თეოლოგებით და ფილოსოფოსებით, რომელიც სხვა არაფერია თუ არა ცრუ ფილოსოფია. რადგან არ ახასიათებს თავისუფალი ძიება. ის მოძრაობს წინასწარ დადგენილ ტერიტორიაზე. .
      და ამის მერე შენიშვნებს მაძლევ.

      “არასწორ აქცენტებს სვამ,მეგობარო. ჩვენ ლაპარაკი გვქონდა რელიგიის დაარსებიდან მალევე,ისტორიული განზომილებებით-„ელვისებურად“ მსოფლიო რელიგიად ქცევამდე. ქრისტიანობა წარმოიშვა პირველი საკუნის 30-40-იან წლებში და მე-4 საუკუნის რამის პირველ მეოთხედში უკვე მსოფლიო რელიგია იყო.”

      დრო არ დაგვიკონკრეტებია რამდენადაც მახსოვს. საუბარი იყო ქრისტიანობის გავრცელებაზე და არა გავრცელებაზე კონკრეტულ დროს. ქრისტიანობის გავრცელება მთელი ოცი საუკუნეა მიდის, მხოლოდ პირველ დღეებში არ მიდიოდა,
      რაც შეეხება გავრცელების ძალადობრივ ხერხს. ეს არც პირველ საუკუნეებში იყო უცხო. ბევრი ხალხი თვითონ იღებდა ქრისტიანობას, პოლიტიკის თუ სხვა მიზეზების გამო. მაგრამ ძალიან ბევრ მათგანსაც ძალით ურტყავდნენ თავში ჯვარს.

      “თანაც ვინ გითხრა,რომ კათოლიკური ეკლესია არსობრივად ქრისტიანული იყო? 1054 წლის განხეთქილების შემდეგ ისინი ასცდნენ და გადაასხვაფერეს ნამდვილი ქრისტესმიერი და მისი მოციქულებისმიერი სწავლება. და ფაქტიც სახეზეა: სწორედ ამ მე-11 საუკუნის ბოლოდანვე ეწყებათ ის ამაზრზენი და არაქრისტიანული გადაცდომები,როგორებიცაა ჯვაროსნული ომების დაწყება, ინკვიზიცია, ინდულგენციებით ვაჭრობა,”

      ხო რათქმაუნდა, ცუდი რამეები მარტო იქ ხდებოდა. რათქმაუნდა ისინი არ არიან ნამდვილი ქრისტიანები.
      დარწმუნებული ვარ გულმხურვალე კათოლიკე იმას ფიქრობს რომ სწორედ ჩვენ ავცდით ჭეშმარიტ გზას და არა ისინი.
      რათქმაუნდა მთელ პლანეტაზე, მთელი ისტორიის მანძილზე. რამდენიმე მილიონი მართლმადიდებელია მხოლოდ ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარი. ყველა დანარჩენი ჯოჯოხეთში მიდის.
      ძალიან ვხალისობ ასეთ აზრებზე.

      რაც შეეხება „საქართველოს მთიანეთს“,ჩვენი მიმდინარე თემის კონტექსტში ამ ლოკალური ფაქტის მაგალითად მოყვანა უბრალოდ ღიმილის მომგვრელია,კვლავ „ხავსს მოჭიდებაა“
      ხატოვნად რომ ვთქვათ: ეს იმას გავს, წვიმის შემდეგ ჩემ ეზოში გაჩენილი გუბურის მიხედვით რომ დავასკვნა-მსოფლიო ოკეანეც დღევანდელმა წვიმამ გააჩინა-მეთქი.

      დარწმუნებული ვარ ეს მაგალითი არ არის მხოლოდ ლოკალური. წარმოუდგენელია მთელ მსოფლიოში მხოლოდ საქართველოს მთლიანეთში მომხდარიყოს ასეთი რამ.
      შენი ლოგიკით ინკვიზიციაც ლოკალურია, მარტო ევროპაში ხდებოდა და თან არა ყველა ქვეყანაში. იტალიაში, ესპანეთში. აქ მასშტაბს არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი ისაა რომ პრეცედენტი არსებობს და სრულიად დარწმუნებული ვარ რომ ეს გამონაკლისი ვერ იქნება. მსოფლიოში უამრავი ტომი და ხალხია, შეუძლებელია ყველას ნდომოდა ქრისტიანობა.

      ისიც მეთერთმეტე საუკუნის შემდეგ იყო, ქრისტიანებმა რომ ალექსანდრიის ბიბლიოთეკა გადაწვეს? უზარმაზარი ცოდნა და სიმდიდრე დაიკარგა. მხოლოდ იმიტომ რომ ბიბლიოთეკაში მომუშავე სწავლულები წარმართები იყვნენ. მათ არაადამიანურად მოკლეს ჰიპათია, ბერძენი მეცნიერი ქალი. იმიტომ რომ ქალთმოძულე ქრისტიანობას არ მოსწონდა ნასწავლი და ავტორიტეტული ქალი რომელსაც ქალაქში გავლენა ქონდა.
      ანტისემიტიზმი ასევე რომელიც ადრეულ ქრისტიანობაში ჩაისახა. და მთელი ორი ათასი წელია სულდგმულობს, თავისი ებრაელების კოცონზე მასიურად დაწვით და უამრავი საშინელებით.
      გნოსტიკოსების და სხვა არაოფიციალური ქრისტიანული მიმდინარეობების დევნით და ა.შ

      ამის გარდა გეცოდინება, კუდიანებზე ნადირობა, ინკვიზიცია, პროტესტანდტებსა და რომს შორის სისხლისმღვრელი ომები, ინკვიზიცია, მეცნიერებასთან კომფლიქტები. რომლთა გასაპრავებლად რაღათქმაუნდა უნდა მოვიტყუოთ რომ სინამდვილეში ისინი არ იყვნენ ქრისტიანები,

      მით უმეტეს,ეს იყო პატარა ქვეყნის კონკრეტული მეფის გადაცდომა და შეცდომა და თავად მართლმადიდებლურ ეკლესიას არც მაშინ და არც ეხლა არ გაუმართლებია.

      ხო უამრავი იყო ასეთი პატარა ქვეყნის მეფეები და მხარეები სადაც ძალით ავრცელებდნენ. ეკლესია კი ყოველთვის მიესალმებოდა ქრისტიანობის გავრცელებას, ფორმას არასდროს ქონია გადამწყვეტი მნიშნვნელობა ბოლო პერიოდამდე.

      კონკრეტულად რომელ კრეაციონისტ მეცნიერებს აკრიტიკებს და ამხელს არ ვიცი,მაგრამ გწამდეს ღმერთის,რომელმაც ყველაფერი შექმნა არაფრისგან,განა ეს „სულითხორცამდე“ და საფუძველშივე კრეაციონისტული იდეა არ არის?!

      აქ საუბარია იმ კრეაციონიზმზე რომელიც ამბობს რომ ღმერთმა ცალ-ცალკე შექმნა თიითოეული სახეობა თავისი ღვთაებრივი ხელით და ევოლუცია, ბუნებრივი ჩამოყალიბების პროცესი არ მომხდარა.
      სხვა მხრივ გეთანხმები კრეაციონიზმი – გამომდინარეობს სიტყვიდან Creation – შექმნა. თუ შემოქმედის გწამს, წმინდა ფილოსოფიური თვალსაზრისით შეგიძლია უწოდო საკუთარ თავს კრეაციონისტი. მაგრამ დღევანდელ სამყაროში ეს ერთგვარ არასწორ აზრს შექმნის შენს შესახებ, იმიტომ რომ დღევანდელ ლექსიკონში კრეაციონიზმში მოიაზრება ღმერთის პირდაპირი შემოქმედება, დაახლოებით ისეთი სცენარით როგორიც ბიბლიის დაბადებაშია. ღმერთი ცალ-ცალკე ქმნის უკვე მზამზარეულ ჩამოყალიბებულ სახეობებს.

      მთავარია,რომ მას საწყისის სწამდა,“შუიდან“ განვითარებული მოვლენები კიდევ ათასნაირი თეორიებითა და მოსაზრებებით შეიძლება ახსნას ადამიანის ფანტაზიამ.

      მაგარი კაცი ყოფილა… აი,მესმის რწმენა…
      მას კარგად აქვს გათავისებული ის ერთერთი ფუნდამენტური იდეა იმისა,რომ რაციონალური გონებით ადამიანი სულიერ სამყაროს ვერ ჩაწვდება,ამისთვის გულის,ზემოთ ნახსენები,“ირაციონალური გულის კარიბჭეა“ საჭირო,სულისმიერი „თვალი“ და გონება. თუ ვიშოვე,სიამოვნებით წავიკითხავ ამ წიგნს. ვინ იცის,იქნებ იქიდან შენდაუნებურად ისე იგებ მის ზოგიერთ მოსაზრებას,როგორც შენ გაწყობს?..

      იმ აზრს მეც ვიზიარებ რომ რაციონალური გონებით ადამიანი მიღმიერს ვერ ჩაწვდება. მაგრამ ამის გამო კი არ უნდა გადახტე იმ მიღმიერში და ირწმუნო ის რისი მიზეზიც და საბუთიც არ გაქვს. არამედ უნდა გაჩერდე და თქვა, მე არ ვიცი რა ხდება იქეთ, ან თუ ხდება იქეთ საერთოდ რამე, ამიტომ მე არ მაქვს არანაირი მიზეზი მჯეროდეს კონკრეტული და სპეფიფიკური მტკიცებების მხოლოდ იმიტომ რომ კარგად ჟღერს ან გულზე კარგად მხვდება.

      Like

  37. “რატომ არ არის ვითომ ჩვენი მოსაზრება უფრო სარწმუნო და ჭკვიანური,რომ იმ გაურკვევლობაში ისევ გაურკვეველი და ამოუხსნელი მატერიის ფორმა კი არაა (რომელსაც ამბობთ,რომ არ შეიძლება იყოს დაუსრულებელიც და თან უნდა ჰქონდეს დასაწყისიც),არამედ მატერიისაგან ბუნებით სრულიად განსხვავებული მარადიული და უსასრულო სული,ინტელექტის მქონე?”

    ამაზე მგონი საკმაოდ ვისაუბრე.
    იმიტომ რომ
    1. ანთროპომორფული დაშვებაა ინტელექტი,
    2. ოკამის სამართებლის პრინციპი. რთული ახსნა (ინტელექტუალური შემოქმედი) რომელსაც არ ითხოვს არანაირი გარემოება, არის არასაჭირო და უსაფუძვლო.

    ყოველგვარი მიზეზ გარეშე დაუშვა ინტელექტი პირველმიზეზად ეს იგივეა რომ, ხარებმა დახატონ ხარი ღმერთები და ცხენებმა ცხენი ღმერთები.
    ისინი გამოხატავენ სწორედ მათი სახეობების დამახასიათებელ ნიშან თვისებებს, ვფიქრობ სხვა მოაზროვნე სახეობა რომ არსებობდეს, ჩვენგან განსხვავებული და ქონდეს შემოქმედების ნიჭი და კონცეფცია, სწორედ თავისნაირ სამყაროს შემოქმედს წარმოიდგენდა.
    ამაზე სავარაუდოდ დამიწყებ კამათს რომ გარეგნობა მხოლოდ ადამიანური წარმოსახვააო და თითქოს ინტელექტი სხვა განზომილება იყოს.
    სინამდვილეში ინტელექტს უნდა შეხედო როგორც ერთ-ერთ ადამიანურ მახასიათებელს.რომელიც უკავშირდება მენტალურ, ფიზიკურ პროცესებს. და არა როგორც რაღაც უნივერსალურ ტრანსცენდენტურ საგანს.
    “ღმერთი თქვენ თეთრწვერა ბერიკაცი ხომ არ გგონიათ”
    უსაყვედურებს ხოლმე ბევრი მორწმუნე ათეისტს, როცა ისინი ხაზს უსვამენ ანთროპომორფიზმის პრობლემას. თუმცა წვერებს და სქესს (მამა ღმერთს ხომ ეძახით) რომ თავი დავანებოთ, შემოქმედება, ინტელექტი, გეგმარება, ლოცვების შესმენა, მოწყალება თუ განრისხება, იმდენადვე ადამიანური საგნებია რამდენადაც წვერი და სქესი. ანუ ინტელექტია თავად ადამიანური საგანი, რომელიც კონკრეტულ დროში, კონკრეტულ პირობებში, კონკრეტული პროცესების შედეგად წარმოიშვა. თუ ვუშვებთ რომ სამყაროს პირველმიზეზიც ასეთი რთული ფენომენია, მაშინ ჩნდება უამრავი კითხვა, საიდან წარმოიშვა ის ღმერთი?
    აა განსხვავებულია? – ეს ხომ ხელოვნური ჩარევაა, უბრალოდ გადაჭერი თოკი, და მორჩა აი აქ უნდა გავჩერდეთო თქვი. და რატომ?

    Like

  38. კაცო,თუკი იძახი,რომ „როგორ გამოთვქმდნენ იაჰვეს ეს მართლაც უცნობია“-ო,მაშ როგორღა ადგენენ,რომ „იაჰვე არის ძველი ებრაული მრავალღმერთიანი რელიგიის ნაწილი. რომელმაც მოახდინა სხვა ღმერთების უზურპაცია და გახდა ერთადერთი“? სახელი როგორ შეადარეს? იქნებ სულ სხვა სახელი იყო ბიბლიაში? ან იქნებ ძველი სულ სხვა რელიგია იყო?

    ჯერ ერთი,თუ მხოლოდ უზურპაცია მოახდინა და არ დაუხოცავს,ერთადერთი ღმერთი როგორღა გახდა? სხვა ღმერთები,თუნდაც დაქვემდებარებულ მდგომარეობაში,ხომ დარჩნენ? იუდაიზმი,ბიბლია ამ „სხვა ღმერთებს“ გამორიცხავს.

    ვააჰ, მართლა ვერ ხვდები თუ უბრალოდ გინდა რომ ყველა დეტალზე გამომეკიდო?

    იაჰვე როგორ იწერება და როგორ გამოითქმება ეს ერთიდაიგივე არაა!

    წერია ძველ წყაროებში იაჰვეს სახელი,ანუ ის რასაც ჩვენებურად ვახმოვანებთ როგორც იაჰვეს. აქედან შეიძლება წაიკითხო მის შესახებ, მოახდინო აღმოჩენა რომ თურმე პანთეონის წევრი ღმერთი იყო, მონოთეიზმამდე, მერე ჩამოიცილა სხვა ღმერთები და გახდა ერთადერთი.
    ამას არანაირი კავშირი არ აქვს იმ პრობლემასთან თუ როგორი იყო ძველი ებრაული სწორი გამოთქმა ამ “იჰვჰ” თანხმოვნებისგან შემდგარი ღმერთის სახელის.

    ნაწერი და სიმბოლო რომლითაც გამოისახება კონკრეტული ღმერთი, რომლის კვალი შეგიძლია იპოვო უფრო ადრეულ რელიგიებში ერთია და მისი სწორი გამოთქმა როგორ უნდა მეორე.

    ჯერ ერთი,თუ მხოლოდ უზურპაცია მოახდინა და არ დაუხოცავს,ერთადერთი ღმერთი როგორღა გახდა? სხვა ღმერთები,თუნდაც დაქვემდებარებულ მდგომარეობაში,ხომ დარჩნენ? იუდაიზმი,ბიბლია ამ „სხვა ღმერთებს“ გამორიცხავს.”

    სხვა ღმერთები ჩაყლაპა, შემოიერთა მათი მითები, მათი რწმენები, რიტუალები. (ხალხის წარმოდგენაში) ამას ვგულისხმობდი. თორემ მითოლოგია კი არ შეიქმნა სადაც იაჰვე პირდაპირი მნიშვნელობით კლავს ან იმორჩილებს სხვა ღმერთებს.. ასეთი მითები მონოთეიზმის იდეას დაუპირისპირდებოდა. ამიტომ ხალხმა სხვა ღმერთები ან დაივიწყა ან იაჰვეს შეუერთა. ამის კვალი ბიბლიაშიც ჩანს, სადაც ღმერთი მოსეს თავად ეუბნება “მე ვარ ელ შადაი” რომელიც მესოპოტამიური ტომის ღმერთის სახელია, ასევე ფლასმუნებში იაჰვე მოხსენიებულია როგორც ურჩხულის დამმარცხებელი და სტიქიის განმგებელი, ანუ ის თვისებები რასაც ბაალს მიაწერდნენ, ასე ძლიერ რომ ვერ იტანენ ბიბლიის ავტორები.

    Like

  39. „რა არის უცნაური იმაში რომ სხვა იმპერატორი შეიძლება ვერ მიხვდა ახალი რელიგიის საჭიროებას, ან ნაკლებად იდგა მაშინ ამის საჭიროება.“
    „იმპერიის სტრატეგიის თვალსაზრისით ოფიციალურად მიღება უფრო ჭკვიანური ნაბიჯი გამოდგა. იმიტომ რომ ათასი სისტემის მაგივრად იღებ ერთს და თან ინტერნაციონალური ხასიათისას.“

    – – არ მინდა გაწყენინო და იმედია,არც გეწყინება,მაგრამ მაიძულებ კვლავ გითხრა,რომ ისევ დემაგოგობ. როგორცვე ატყობ,რომ მყარი საწინააღმდეგო არგუმენტი არ გაქვს,მაშინვე ამ ხერხს მიმართავ ხოლმე.

    შენ რომ „სხვა იმპერატორს“ იძახი,იქ მე 40-50 იმპერატორს გიწერდი და ძალით ნუ ამახინჯებ ჩემ აზრებს. შენ გინდა თქვა,რომ 40-50 იმპერატორიდან ვერც ერთი ვერ მიხვდა და მარტო კონსტანტინე დიდი მიხვდა უცებ? მით უმეტეს, კონსტანტინემდე არაერთი ძალიან ჭკვიანი და ალღოიანი პოლიტიკოსი იყო იმპერატორად.

    რაც შეეხება საჭიროებას,10 დიდი ქრისტიანებზე დევნის პერიოდები თავისი წლებით ტყუილა არ დაგიწერე მე. კონსტანტინე დიდის მმართველობის მომიჯნე წლებშიც დევნიდნენ, მანამდეც და მის მერეც.
    არანაირი საჭიროება არ იყო,მეგობარო,ქრისტიანობის მიღებისა და მაინც ცდილობ,რომ ახსნა,ამიტომ აბსურდულად და ალოგიკურად გამოგდის არგუმენტი:

    „მაგრამ ერთიანი რელიგიური სისტემა უფრო მოსახერხებელი უნდა ყოფილიყო იმპერიისთვის ვიდრე მილიონი მცირე რელიგია.“

    რა ვუყოთ რომაელების მმართველობის ცნობილი პრინციპს – „გათიშე და იბატონე“-ს?

    რა აბსურდს მეუბნები ახლა,რომ რომის იმპერიაში,სადაც გამუდმებით სხვადასხვა პროვინციებში აჯანყებები ხდებოდა,რომის იმპერატორი ამ პროვინციებს ერთ სულად შეკრავდა ერთი რელიგიით? თანაც იმ რელიგიით,რომელიც უარყოფდა ამავე იმპერატორის ღვთაებრიობას და მას ჩვეულებრივ,რიგით ადამიანად აღიარებდა? თანაც იმ რელიგიით,რომელიც აჯანყებებით ყველაზე ცნობილი იუდეის პროვინციიდან გარვცელდა? ეს ხომ იმ „ტოტის მოჭრა“ იქნებოდა,რომელზეც თავად იმპერატორი იჯდა? იმ შენი „მილიონი მცირე რელიგიის“ უმრავლესობას საფუძვლად ისევ რომაული პანთეონის ღმერთები ჰყავდა. და ყველა ეს რელიგია იმპერატორს,როგორც ღვთაებას ეთაყვანებოდა. სწორედ ამიტომ დევნიდნენ გააფთრებით ქრისტიანობას 3 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში და ახლა მეუბნები,რომ 3 საუკუნის განმავლობაში 40-50 იმპერატორი ვერ მიხვდა და მხოლოდ კონსტანტინე დიდი მიხვდაო. კი არ მიხვდა,მეგობარო,არამედ ისეთი სასწაული იხილა,რომ მეტი გზა არც ჰქონდა პრინციპში,რომ არ ერწმუნა,ისევე როგორც ჩვენ მირიან მეფეს,რომელიც თხოთის მთაზე გადახდენილ სასწაულამდე,სასტიკად ეწინააღმდეგებოდა წმ. ნინოს ახალ რელიგიას.

    დიახაც,რომ სწორედ წარმართული მრავალღმერთიანი სიტუაცია იყო ხელსაყრელი რომისთვის,სადაც ერთერთ “მინი“ ღვთაებად თავად იმპერატორიც გვევლინებოდა და ისტორიაც გვიდასტურებს ამას-მანამდე 12 საუკუნე იარსება რომის ერთიანმა იმპერიამ.

    „რომის დაცემას თან ახლდა ქრისტიანობის გავრცელება, ამიტომ ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ახალი რწმენის გაბატონებამ ხელი შეუწყო იმპერიის რღვევას. 313 წელს მილანის ედიქტმა დააკანონა ქრისტიანობა და მოგვიანებით, 380 წელს იგი სახელმწიფო რელიგიად იქცა.“

    ამის შემდეგ არ გასულა 1 საუკუნეც და რომის იმპერია გაიხლიჩა დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად. ასე რომ,შენი არგუმენტი „„მაგრამ ერთიანი რელიგიური სისტემა უფრო მოსახერხებელი უნდა ყოფილიყო იმპერიისთვის ვიდრე მილიონი მცირე რელიგია“-ო თითიდან გამოწოვილი გამოდის.

    არცერთ დიქტატორს სინამდვილეში არ აწყობს,რომ მის გარდა ქვეყანაში სხვა რაიმე ძლიერი ინსტიტუციაც არსებობდეს. ამის მაგალითია,თუ როგორ ბოჭავდა და თავის გავლენის ქვეშ აქცევდა შემდგომში გაძლიერებული რომის პაპის კათოლიკური ეკლესია ევროპელ მონარქებს. თავად ბიზანტიაშიც მისი მეფეებისთვის ერთიანი ქრისტიანული ეკლესია ხშირად ხელ-ფეხშემკვრელი ფაქტორი იყო,რომ თავის ჭუაზე ემართათ ქვეყანა.

    მეგობარო,სირცხვილი არაა,რომ ხანდახან რაღაცაზე დამთანხმდე ხოლმე,მაგრამ შენ ამას თითიდან გამოწოვილი და ჭორაობის დონეზე არგუმენტების მოყვანას არჩევ ხშირად, ალექსანდრიის ბიბლიოთეკისა არ იყოს.

    კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა,რომ თქვენ,ათეისტებს არ გიყვართ რაიმე მოვლენის არსში წვდომა. ყველაფერში საწყისია მთავარი. თუ საწყისს უგულებელყოფ და უკვე დამდგარი შედეგების ახსნას იწყებ,მერე უკვე ადვილია ათასნაირი ვარეუდებისა და თეორიების შეთხზვა. მე გეუბნებოდი,რომ ქრისტიანობის უსრწაფესი გავრცელება დევნის ფონზე არის მეთქი მსოფლიო ისტორიაში უპრეცენდენტო მოვლენა და სასწაული. შენ კიდევ რეებს მპასუხობ?!.

    „ვერ ამარცხებ უნდა გამოიყენო შენს სასარგებლოდ“-ო

    – – ჰოდა,რომ ვერ დაამარცხა,მეც მანდ მაქვს საქმე,მანდ არის სწორედაც ღვთაებრივი ჩარევის ადგილი,თორემ უკვე გავრცელებულისა და ფეხმოკიდებულის მიღება-არ მიღებაზე მსჯელობა ახლა შენი მხრიდან ტყუილი დროის კარგვაა და დამდგარი შედეგების განხილვა მხოლოდ. რატომ ვერ დაამარცხა თავიდანვე,მით უმეტეს 3 საუკუნის განმავლობაში გააფთრებით რომ ებრძოდა? მეტი გზა რომ აღარ დაგრჩება,მერე მიიღებ,აბა,რა იქნება?

    „დევნამ და შევიწროებამ ის გამოიღო რომ უკურეაქციით ის უფრო პოპულარული ხდებოდა მასებში.“

    – – რა ადვილია დღევანდელი გადმოსახედიდან, კომპიუტერთან თბილი სავარძლიდან დასკვნების გაკეთება,ხო?
    რას იძახი ახლა,იცი?-ერთმა ადამიანმა დაინახა,რომ მისი მეზობელი ვიღაცა „დურგლის ბიჭის“ ღმერთად აღიარების გამო ლომებს მიუგდეს საჯიჯგნად,ან ჯვარზე გააკრეს,ან ცეცხლი წაუკიდეს და მაშინვე გაიტაცა სურვილმა,რომ მეც ვაღიარებ იმ ნაფურთხევ და წამებით მოკლულ საცოდავ ადამიანს ღმერთად და იქნებ მეც როგორმე ოჯახიანად ამომწყვიტონო. მაგარი ლოგიკა გაქვს,ვერაფერს იტყვი… შენებური ლოგიკით გამოდის,რომ იმ პერიოდის კაცობრიობას მაზოხიზმისა და სუიციდის მასობრივი ეპიდემია შეეყარა.
    ამბობ: „ამიტომ რომის იმპერიას ან უნდა დაემარცხებინა ქრისტიანობა და გაექრო ან უნდა მიეღო ოფიციალურ და ერთადერთ რელიგიად. ოფიციალურად მიღება უფრო ჭკვიანური ნაბიჯი იყო„

    – – უფრო ჭკვიანური ნაბიჯი რომ არ იყო,ეგ ზემოთაც აგიხსენი და რომ ვერ დაამარცხა კიდევ,მეც სწორედ მანდა მაქვს საქმე (ვინ უნდა დაამარცხოს ღმერთი და მისი განგება?). რატომ ვერ დაამარცხა რომის ერთ მიყრუებულ პროვინციაში წარმოშობილი რელიგია,რომელსაც იმ პროვინციის უმრავლესობაც კი დაუპირისპირდა და ათასი შფოთისა და ამბოხის მიზეზი იყო? რატომ ძირშივე არ მოაშთო? რომაელები შფოთსა და ამბოხზე უსწრაფესად იღებდნენ ყოველთვის ზომებს. მით უმეტეს თავად ებრაელები მიდიოდნენ იუდეის რომაელ მმართველებთან და ასმენდნენ ქრისტიანებს,ბუნტის თავები არიანო. შენ ქრისტიანობის უკვე მასიურად გავრცელების ფონზე მსჯელობ,მე კიდევ მასიურად როგორ და რატომ გავრცელდა,მანდა მაქვს საქმე. ქრისტემდეც არაერთი იყო,მესიაობას რომ იბრალებდნენ,მაგრამ როგორცვე ამ ცრუ-მესიას დაიჭერდნენ და დასჯიდნენ,მისი მიმდევრებიც მეორე დღიდან იფანტებოდნენ. სახარებაში არის ეპიზოდი,როცა მღვდელმთავრები ქრისტეს მოკვდინების საკითხს განიხილავდნენ,წამოდგა ერთი და თქვა: ნუ ვიწვალებთ ზედმეტად,რადგან თუ ის ცრუმარქვიაა,წინამორბედებივით დავიწყებას მიეცემა,ხოლო თუ ღმერთის ხელი ურევია მის მოქმედებაში,ვინ აღუდგება მის განგებასო? ისე აგიხდა ყველაფერი,როგორც ამ გამომსვლელის ლოგიკა ახდა. ასე რომ,მესამედ გავიმეორებ ჩემ სიტყვებს: „კი,საკმარისი იქნება,თუ ეს რელიგია ქრისტიანობასავით ელვის სისწრაფით მოედება მილიონობით ადამიანს და მიუხედავად ისტერიული დევნისა,თავად იმპერატორების დონეზე,2-3 საუკუნის განმავლობაში მაინც მსოფლიო რელიგია გახდება. თანაც არ დაგავიწყდეს-იმ ფონზე,რომ ამ რელიგიის ღმერთი ადამიანების მიერ მოკლული,ნაცემი და ნაფურთხევი ერთი „საწყალი“ დურგლის შვილია.“

    „“არასწორ აქცენტებს სვამ,მეგობარო. ჩვენ ლაპარაკი გვქონდა რელიგიის დაარსებიდან მალევე,ისტორიული განზომილებებით-„ელვისებურად“ მსოფლიო რელიგიად ქცევამდე. ქრისტიანობა წარმოიშვა პირველი საკუნის 30-40-იან წლებში და მე-4 საუკუნის რამის პირველ მეოთხედში უკვე მსოფლიო რელიგია იყო. “

    დრო არ დაგვიკონკრეტებია რამდენადაც მახსოვს. საუბარი იყო ქრისტიანობის გავრცელებაზე და არა გავრცელებაზე კონკრეტულ დროს. ქრისტიანობის გავრცელება მთელი ოცი საუკუნეა მიდის, მხოლოდ პირველ დღეებში არ მიდიოდა,“
    – – აქაც შეგნებულად გადაგაქვს პირველ მიზეზიდან თემა უკვე დამდგარ შედეგებზე. „დრო არ დაგვიკონკრეტებია“-ო იძახი და მე რომ გიწერდი „დაარსებიდან მალევე,ისტორიული განზომილებებით-„ელვისებურად“ მსოფლიო რელიგიად ქცევა“-მეთქი,აქ მემგონი დროით კატეგორიაზეა ლაპარაკი და ძალიანაც კარგად გესმის,რასაც ვამბობ,მაგრამ თემის შინაარსს და არსს შეგნებულად „ბანზე აგდებ“. მე „მთელ 20 საუკუნეზე“ არ მქონია ლაპარაკი. ამიტომაც მეტი კონკრეტიკისთვის დამატებით დროითი შუალედიც კი მოგინიშნე-„პირველი საკუნის 30-40-იან წლებში და მე-4 საუკუნის რამის პირველ მეოთხედში“. მომიყვანე-მეთქი სხვა რელიგიის მაგალითი დევნის ფონზე ასე მცირე დროში რომ გავრცელებულიყოს,მომიყვანე კიდევ სხვა მაგალითი,რომ პატარა პროვინციაში წარმოშობილ „სექტას“ უძლიერესი იმპერია „დაემარცხებინოს“. მართლა ძალით უნდა დაიბრმავო კაცმა თვალები,რომ ქრისტიანობა და რაღაცა ზღაპრული მითოლოგიები ერთ პრიზმაში გაატარო და ერთ ქვაბში მოხარშო.

    „შენ რა გგონია სხვა რელიგიის წარმომადგენლებს არ ესახებათ ცაზე რაღაცეები? არ ხედავენ სასწაულებს? ეგეთი მითი და ლეგენდა უამრავია ყველა კულტურაში.“

    – – მომიყვანე მაშინ სხვა მაგალითი,როცა ასეთი დიდი რანგის ისტორიულ პიროვნებას შეემთხვა ანალოგიური სასწაული სხვა რელიგიაში. მე არ ვიცი და იქნებ მითხრა.

    რაც შეეხება სხვადასხვა ხილვებს და სასწაულებს,კი,ხდება სხვა რელიგიებშიც. სახარებაში წერია,რომ ეშმაკებსაც აქვთ გარკვეული სასწაულების განხორციელების უნარი,თვით ნათლის ანგელოზის ფორმაც კი შეუძლიათ მიიღონო ადამიანების საცდუნებლად და არც მაგალითად, უცხოპლანეტელის ფორმაზე იტყვიან ალბათ უარს…ასე რომ,ეგ ბუნებრივია და ჩემთვის პირადად ჩვენთან მოხდება თუ სხვასთან,ეს დამატებითი მიზეზია საიმისოდ,რომ მატერიალური სამყაროსაგან სრულიად განსხვავევბული სულიერი სამყაროს არსებობისა მჯეროდეს.

    „ვაა მართლა? ეხლა გამოდი შენი პოზიციიდან დროებით და საკუთარ რელიგიას შეხედე სხვისი თვალით. აი წარმოიდგინე რომ ხარ ინდუისტი ან ბუდისტი ან რამე, ნებისმიერი. ან ურელიგიო.ათეისტი შენთვის ვინ არის იაჰვე? ისეთივე გამონაგონი, როგორც kუkულკანი და ნებისმიერი ღვთაება,“

    – – „გამოვედი ჩემი პოზიციიდან“… მერე? იმ „ინდუისტმა ან ბუდისტმა ან ურელიგიო.ათეისტმა“ იცის,რომ კუკულკანისგან განსხვავებით „იაჰვეს“ კარნახით სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხა ავტორების მიერ დაწერილმა წიგნებმა 10,7,5 საუკუნით ადრე იწინასწარმეტყველა ისეთი მოვლენები,რომლებიც ზედმიწევნით ახდნენ მესიაზე? თარიღის სიზუსტით,მეფის წარმოშობის სიზუსტით,წამების იარაღების აღწერის სიზუსტით და ა.შ.

    რაღაც არ გამიგია არც კუკულკანისა და არც თორის ჩანაწერების შესახებ,რომლებსაც მთელი უწინდელი და ეხლანდელი მსოფლიო უბრძენეს წიგნად აღიარებდნენ და ყველაზე დიდ ტირაჟიანი წიგნი იყოს კაცობრიობის არსებობის მანძილზე. არადა როგორი ადვილია,ამ კატასტროფულად დიდი განსხვავებების დანახვა ადამიანისთვის,თუ ძალით თვალებს არ დაიბრმავებს,ხო?

    ბევრი შემთხვევა ყოფილა უკვე და თუ ეგ ზემოთ დასახელებული ადამიანების კატეგორიები თავისი იდეოლოგიის იქითაც დაიწყებენ ჭეშმარიტების ძიებას,თუ გულწრფელად და დიდი ძალისხმევით შეეცდებიან სამყაროს საწყისებში ჩაწვდომას,უპოვიათ კიდეც და კიდევ იპოვიან ჭეშმარიტ უფალს. სწორედ ასეთ ადამიანებზე ამბობს ქრისტე სახარებაში: „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოოთ, ირეკდით და განგეღოს თქუნ.“ (ლუკა. 11-9) ოღონდ ადამიანი უნდა ეძებდეს ჭეშმარიტებას და არა რელიგიას,რომელიც მას თავისი შინაგანი მიდრეკილებების მიხედვით აწყობს ან კომფორტულად იგრძნობს თავს.

    „და ისტორიული პიროვნება რომ ყოფილიყო თორი, იწამებდი? ეს საკმარისი იქნებოდა რომ ის ღმერთად ჩაგეთვალა?
    აი წარმოიდგინე რომ ხვალ აღმოაჩინონ, ისტორიული ჩანაწერები, პიროვნებაზე რომელმაც სათავე დაუდო თორის რწმენას, ეს ადამიანი არსებობდა და აღმერთებდნენ (უბრალოდ მაგალითისვის) ეს საკმარისი იქნება იმისთვის რომ ირწმუნო?“

    – – არასწორ ანალოგიას აკეთებ,მეგობარო. ქრისტეს „იაჰვეს“ რწმენისთვის სათავე არ დაუდია,იგი იმ რწმენიდან გამომდინარეობდა,უფრო სწორად, ის ძველი სწავლება ახლისთვის ნიადაგის შემზადება იყო. მან აღუსრულა და შეუსრულა პირველი აღთქმა კაცობრიობას და დაუდო მეორე-ახალი აღთქმა. ძველი რჯული წინასწარმეტყველებდა,მოწმობდა და წინასახე იყო ამ ისტორიული პიროვნების,ხოლო თავის მხრივ,ამ ისტორიულმა პიროვნებამ დაამოწმა ის ძველი და აღასრულა და განახლებული სწავლება გამოაცხადა,ვინაიდან კაცობრიობაც ვითარდებოდა საუკუნეების მანძილზე და ამ ეპოქისთვის უკვე შეიძლებოდა სულიერების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლა.

    ასე რომ,“ხვალ რომ აღმოაჩინონ“,ისტორიული ჩანაწერები,სადაც 10 საუკუნით ადრე (არ მინდა 10,თუნდაც 1-2 საუკუნე იყოს) იქნება ნათქვამი კონკრეტულ ისტორიულ პიროვნებაზე,კონკრეტული პერიოდის მითითებით,მისი ცხოვრებისეული დეტალების აღწერით და ეს ყველაფერი ზუსტად ახდება ამ ისტორიულ პიროვნებაზე. თავის მხრივ ეს პიროვნებაც დაადასტურებს იმ ძველი ჩანაწერების სისწორეს და თავის თავს აღიარებს იმ ტექსტების ადრესატად. ამასთან,უამრავ სასწაულს მოიმოქმედებს,მისი სწავლება ელვისებურად გავრცელდება,დევნის,წამებისა და სიკვდილით დასჯის მიუხედავად,პირველი მე ვაღიარებ მას. აი,თუ გინდა ზუსტი ანალოგია…
    „გახდებოდა ნებისმიერი სხვა რელიგია რომელსაც ქრისტიანობის მსგავსად ექნებოდა, რამდენიმე მახასიათებელი, როგორიცაა, უფრო ჩამოყალიბებული დოქტრინა, ერთიანი სისტემა და ინტერნაციონალური ხასიათი.“

    – – რა ადვილია უკვე დამდგარ შედეგებზე ლაპარაკი,არა? ზუსტად ეგ ჰიპოტეთური აზროვნება გღუპავთ ათეისტებს… საქმეც მაგაშია,რომ ქრისტიანობის მსგავსი სხვა რელიგია ვერც იქნებოდა და არც ყოფილა. გავუყვეთ მაშინ და ვთქვათ,აი,ქრისტეს მსგავსად სხვაც რომ მოვლენილიყო და მის მსგავსად საოცარი სასწაულები აღესრულებინა,ან სხვა ბიბლიაც რომ ყოფილიყო თავისი წინასწარმეტყველებებით და ა.შ. რა გამოგვივა?-უსაგნო ლაყბობა… ისე,მზის გვერდზე,იქვე სხვა მზეც რომ ყოფილიყო და ჩვენი დედამიწის გვერდზე სხვა,ნამდვილად 2 მზის სისტემას მივიღებდით… მერე ხან ერთზე გადავსკუპდებოდით და ხან მეორეზე… ასე უფრო მხიარული იქნებოდა ჩვენი ცხოვრება… მაგას გიხსნი სწორედაც,რომ ღმერთის ხელი ერია მეთქი. ღმერთზე კარგად ვინ იცოდა,როგორი სწავლება გავრცელდებოდა სწრაფად? აქ სიამოვნებით გავიმეორებ ენგელსის შეფასებას: „ქრისტიანობა,წარმოიქმნა რა,მკვეთრ წინააღმდეგობაში მოვიდა მანამდე და იმ მომენტისთვის მის გარშემო არსებულ ყველა რელიგიასთან“.

    აი,სად ჩანს ზუსტადაც „ღმერთის ხელი“. ნაფურთხევი და შეურაცხყოფილი ღმერთის აბსურდული იდეა შემოვიდა და იგი იტორიული მასშტაბებით უსწრაფესად მსოფლიო რელიგია ხდება. არ მომწყინდება გამეორება: მომიყვანე ასეთი მართლაც სასწაულის სხვა ანალოგი კაცობრიობის ისტორიაში! შენ გგონია,ქრისტიანობის პირველ მქადაგებლებს,მოციქულებს არ ესმოდათ მათი ახალი სწავლების აბსურდულობა? მაშ რა აძლევდათ ძალას,თუ არა მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის ცოცხლად ნახვა და საკუთარი ხელებით აღსრულებული სასწაულები? ეს რომ კარგად ესმოდათ,ამის მაგალითად პავლე მოციქულის სიტყვებს მოგიყვან ქრისტიანობის გავრცელების „გარიჟრაჟზე“: „ჩვენ კი ჯვარცმულ ქრისტეს ვქადაგებთ: იუდეველთათვის – საცდურს, ბერძენთათვის – სიშლეგეს,“ (1კორ. 1,23) ოოო,როგორ გაშინებთ „არარსებული“ ღმერთი,როგორ გინდათ, რომ უარყოთ და თქვენივე ეჭვებში დარწმუნდეთ ბოლომდე,ტკივილამდე გინდათ მართლა ეს… როგორ გინდათ რომ უკვდავი სული ამოიგლიჯოთ,მაგრამ იგი ფუტკრის ნესტარი ხომ არ არის? მაღალი ტექნოლოგიებითაც კი მას ვერ მისწვდებით (რომ მისწვდეთ,წარმომიდგენია,რა დღეში ჩააგდებთ ექსპერიმენტებით ,თორემ მართლა ამოიგლეჯდით ალბათ სულს და ჯიგარსაც მიაყოლებდით თან. აი,მაშინ კი სრულყოფილად შეიგრძნობდით თავს მაიმუნად ან ბიორობოტად ან „კბილებიან ხორცად“ და საბოლოოდ დამშვიდდებოდით კიდეც…

    „“თანაც მე რაღაც არ გამიგია,რომ ათასობით ხალხს 7 ღვთაების,ვალჰალასა და განეშას გამო იმპერატორების დონეზე,კანონგარეშედ გამოცხადების ფონზე,დევნიდნენ და სიკვდილით სჯიდნენ და მით უმეტეს,რომ მაინც არ დაეთმოთ თავიანთი ეს წარმოდგენა. შენ გაგიგია ასეთი ფაქტები?”
    კი გამიგია, ჩვეულებვრივი ფანატიზმია, რომელშიც ნებისმიერი რელიგია შეიძლება გადაიზარდოს.
    მოიცა ეხლა მუსლიმები თავს რომ იფეთქებენ ამიტომ მათი რელიგია ჭეშმარიტია?“

    რა გჭირს,მეგობარო,კვლავ უკვე მიღებულ,დასრულებულ და დამდგარ შედეგებზე მელაპარაკები და არა რელიგიის მასიურად გავრცელებაზე მის წარმოქმნისთანავე,თანაც სახელმწიფო დონეზე დევნის ფონზე. როგორ დავიჯერო,რომ განსხვავებებს მართლა ვერ ხედავ? შენ თვითონვე იძახი-“ნებისმიერი რელიგია შეიძლება გადაიზარდოს“-ო ანუ გულისხმობ,რომ უკვე მიღებული, გავრცელებული, ჩამოყალიბებული რელიგია გადაიზარდოს ფანატიზმში. კი,ბატონო ამაზე დაგეთანხმები,რომ უკვე „დასრულებული“ რელიგია,მათ შორის,ქრისტიანობაც და მით უმეტეს ისლამი, თავისუფლად შეიძლება გადაიზარდოს ფანატიზმში,როცა მისმა მიმდევრებმა არ იციან საკუთარი მოძღვრებაც კი,სხვა რელიგიებზე აღარცაა ლაპარაკი, და მხოლოდ ბრმად სწამთ. ან ფარისევლებივით მხოლოდ ფორმალურად ასრულებენ წესებს და შინაგანად კი არ იცვლებიან.

    ამასთან,თავს რომ იფეთქებენ,ეს საკუთარი ნებით აღსრულებული აქტია უკვე გაბატონებული რელიგიის ნიადაგზე,ხოლო ჯერ კიდევ პატარა სექტის დონეზე,რამოდენიმე წლის წინ დაარსებული რელიგიისთვის თავის შეწირვა იძულებით და დასჯით,სულ სხვა. სულ სხვაა,როცა გარშემო გაბატონებული იდეოლოგიით ხარ შეპყრობილი და ფსიქოლოგიურად უკვე მომზადებული თავგანწირვისთვის და სულ სხვაა,მოულოდნელად რომ დაგადგებიან ოჯახის ამოწყვეტის მუქარით და გეტყვიან-უბრალოდ უარყავი ეს კონკრეტული ღმერთი და გადარჩებიო. ხაზს ვუსვამ,მე ვლაპარაკობ ახლად და უცხოდ წარმოქმნილ რელიგიაზე,რომელიც 3 საუკუნის განმავლობაში გამუდმებულ დევნას განიცდიდა სახელმწიფო მთავრობისა და კანონმდებლობის დონეზე. მოიყვანე ამისი ანალოგი…
    „მე მოგიყვან ისეთი პიროვნებების მაგალითს რომლებიც მართლა არსებობენ და იჩემებენ რომ ქრისტეს რეინკარნაციები არიან, თან ფსიქიკურად ჯანმრთელები არაინ და ასობით, ათასობით მიმდევარიც ყავთ.“

    – – მათზე 10 საუკუნით ადრე იყო რამე დაწერილი? რამე სასწაულებს ახდენენ? მათ სწავლებას აქვს პატარა შანსი მაინც,რომ მსოფლიო რელიგიად გადაიქცნენ? ორ უთანასწორო და შეუდარებელ მოვლენას ნუ ადარებ ერთმანეთს,მეგობარო,შენნაირ ნაკითხ ადამიანს ასეთი დაწვრილმანება არ გეკადრება…

    „თუ ისტორიული პიროვნება იყო სიმართლეს ამბობდა- აი რა გამოდის შენი არგუმენტიდან რომელსაც აწვებოდი წინა კომენტარებში.“

    – – კვლავ დემაგოგიას ეწევი,მეგობარო… მესმის შენი,ხვდები,რომ არგუმენტები გელევა და თან იხტიბარის გატეხვაც რომ არ გინდა? ძალიან შემაწუხებელი რაღაცაა ამპარტავნება,ჩემ თავზე გამომიცდია და დღემდე ვცდი,სამწუხაროდ… ისტორიული პიროვნების ფაქტი, ეს ერთერთი მიზეზია, ამის გარდა მე არაერთი სხვა მიზეზიც დავასახელე. მარტო ისტორიულობის გამო არ მითქვია,რომ მისი სწავლება სიმართლეა მეთქი,ნუ ამახინჯებ ჩემ არგუმენტებს და ნუ „უყრუებ“…

    „რა პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამას ?“

    – – ის მნიშვნელობა აქვს,რომ ქრისტიანობა ისტორიული პიროვნება-ღმერთის ფაქტითაც უნიკალურია და ანალოგი არ გააჩნია მეთქი. გამგები გაიგებდა…

    მოციქულები და გამცხადებლები რამდენიც გინდა,იმდენი შეიძლება იყვნენ. შენი თქმისა არ იყოს,მეც შემიძლია რამე ახალი რელიგია მოვიგონო და რაიმე ღმერთის მოციქული გავხდე,მაგრამ სულ სხვაა,როცა ახალ მოძღვრებას ქადაგებს თავად პიროვნება-ღმერთი,რომლის მოსვლაც კონკრეტულ ისტორიულ პერიოდში საუკუნეებით ადრე იქნებოდა ნაწინასწარმეტყველები და რომელიც უამრავ სასწაულს ჩადიოდა ქადაგებასთან ერთად. მომიყვანე ამისი ანალოგი!

    Like

  40. „არაფრის იქითას დანახვას არ გთავაზობ, მე ვამბობდი რომ იქით რამე თუ არის, და ატყობინებს აქეთა ტვინს, მაშინ უნდა გადაუთარგმნოს აქეთა ენაზე, ხოდა ეს აქეთა რომ გადაითარგმნება სწორედ ის უნდა დავინოხოთ.“

    – – ჰოდა,რა გინდა? აქეთა ხომ შესწავლილი და დანახული გაქვთ უკვე? სიყვარული და სიხარული ქიმიააო,რომ იძახით, ეგ „ქიმიაა“ სწორედ „სადღაც“ წარმოქმნილი სიგნალის „თარგმანი“ და ხომ ხედავთ? თავად „თარგმნის მომენტს“ ან „დეკოდირების“ პროცესს თქვენ დაარქმევთ „სპონტანურად წარმოქმნილ ელექტრო იმპულსს“,დარწმუნებული ვარ.

    როცა ღმერთის უარყოფა გინდათ,სხვა გზა არ დაგრჩებათ უბრალოდ. საწყისი სტიმული იყო მიღმიერ სამყაროში და მატერიალური აღქმისთვის „დეკოდირდა“ მატერიალური საშუალებებით-ქიმიით,ელექტრო იმპულსებით და ა.შ.
    მაგალითად,თუ „ხედავენ“ მეცნიერები კომპოზიტორის მიერ „არაფრისგან“ და „არარსებული და არმოსმენილი“ მუსიკის შექმნის მომენტს? სად „ისმენს“ იგი პირველად ჰანგებსა და ნოტებს,რომლებიც შემდეგ გრაფიკულ ნოტებად გადმოაქვს ფურცელზე?

    აი,ზის მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი,შეიძლება საერთოდ არ ფიქრობდეს იმ მომენტში მუსიკაზე და უცებ „მოსდის მუზა“ (მუზის მოსვლის მომენტს ხედავენ?) და ქმნის მელოდიას. შენ ხომ ამბობ,რომ ადამიანი „ბიო-რობოტია“ ფაქტიურად და ავტომატიზირებული დანადგარივით მოქმედებს. მატერიალური გარემოდან მას ამ მომენტში არანაირი ფიზიკური სტიმული არ მიუღია,რაც მის ტვინში რაიმე ელექტრულ იმპულსს აღძრავდა. თუ იმპულსი ტვინში სპონტანურად და უმიზეზოდ აღიძრა, საიდან მოუვიდა კომპოზიტორს თავში ჯერ არარსებული მელოდია,რომელიც მოწესრიგებული ჰანგებისაგან შედგება და არა ქაოტურისგან? ესე იგი ელ. იმპულსი აღიძრა სპონტანურად და მერე ქიმიურმა მოლეკულებმა წინასწარი მონახაზის გარეშე დაალაგეს და შექმნეს ჰარმონიულად შერწყმული ბგერები? გამოდის,რომ თავად ამ მოლეკულებს ჰქონიათ გარკვეული ინტელექტი და მიზანდასახულობა? ჰარმონიის შეგრძნება? გამოდის,რომ ან ელექტრო იმპულსებს აქვთ კომპოზიტორის ნიჭი ან ქიმიურ მოლეკულებს. ან საინტერესოა,ევოლუციას რაში ჭიდებოდა „მომღერალი“ ქიმიური მოლეკულები ან საერთოდ რაღაც ბგერების შერწყმაზე რესურსების ხარჯვა? ან ზოგადად ოცნებას როგორ ახსნი ყოველგვარი გარედან მიღებული სტიმულის გარეშე? ახლა დამიწყებ -ტვინის პროცესორებიო,ქიმიური რეაგენტებიო,ელექტრო იმპულსებიო და ა.შ.,მაგრამ ეს ზედმეტი იქნება და ნუ გაირჯები-მე სათავე მაინტერესებს და მთლად საწყისი მომენტი.
    შენ რასაც აღწერ, ეგ არის მხოლოდ „სადღაც, როგორღაც“ „ჰაერში“ შექმნილი „მზა“ მელოდიის მატერიალურ სამყაროში გადმოცემისა და დეკოდირების პროცესი და არა თავად „სადღაც ადამიანის შიგნით“ მოსმენილი პირველადი მელოდიის შექმნის მომენტი.
    მელოდიის შექმნის მომენტს ანუ კომპოზიტორის მიერ იმ მომენტისთვის არარსებული აბსტრაქტული ბგერების აღქმისა და გათავისების მომენტს სკანერზე დაინახავთ?-ძალიან მეეჭვება…
    მაგრამ საიდანღაც ხომ მოდის მელოდიის სქემა და მონახაზი? სადღაც ხომ ისმენს ამ მელოდიას, ოღონდ არა ამ მატერიალური ყურებითა და სასმენი აპარატით? მაშ რითიღა ისმენს და რას უსმენს სულ პირველ წამებში?

    „ტრადიციულად ადამიანები სწირავდნენ მსხვერპლს ღმერთებს რათა მათგან სამაგიეროდ მიეღოთ რაღაც, ან გამოესყიდათ ცოდვები. ქრისტიანობის შემთხვევაში უკვე ნაცნობი მოკლული და აღმდგარი ღმერთის იდეა უკავშირდება ამ გამოსყიდვის იდეას. რომელიც ასევე არ არის ახალი და ნოვატორული. მსხვერპლად ეწირება ღმერთი, რომ თავის თავისგან გამოისყიდოს კაცობრიობის ცოდვები.😀 (მამა ძე და სულიწმინდა ხომ ერთიდაიგივეა) ეს რაღაც ახალია მართლა, თუმცა ძველის კომბინაციით მიიღება.“

    – – ეხლა იცი რა ჰქვია შენ მიერ თუ თქვენ მიერ გამოთქმულ ამ აზრს?-ან „ენას ძვალი არა აქვს“ ან „ბლა…ბლა…ბლა…“.

    ესე იგი ერთ ადამიანს ან ადამიანების ჯგუფს 2000 წლის წინ მოუვიდათ იდეა:

    აქამდე ჩვენ მიგვქონდა მსხვერპლი ყოვლისშემძლე ღმერთთან. ამოვიდა ყელში კაცო,უფჰ!.. ადგეს ეხლა და თვითონ მოგვართვასო… მაგრამ ეს საკმარისი არაა,ამდენი საუკუნის მანძილზე ჩვენ რომ გვარბენინა,ეხლა ჯავრს ამოვიყრით და ვაფურთხებთ,წიხლქვეშ გავიგდებთ,დავცინებთ,გავასაცოდავებთ და მერე ჯანდაბას-მოვკლავთ კიდეცო… და ნაფურთხევი და დაბეჩავებულ-გასაცოდავებული ღმერთის იდეას ხალხი მაშინვე აიტაცებს და დაიჯერებსო. დღევანდელი მოდური ტერმინით რომ ვთქვათ,მაგარი „კრეატიული“ ხალხი ყოფილა,ვერაფერს იტყვი…

    ოღონდ ღმერთი არ იწამოთ და რა დონემდე ეცემით,როგორ იბავშვებთ თავს… გულწრფელად მებრალებით…
    ჯერ ერთი, ეს თუ მორწმუნე ადამიანების ჯგუფმა მოიგონა,რომელთაც უდიდესი შიში და მოწიწება ექნებოდათ ღმერთისა,როგორ წარმოგიდგენია ღმერთის ასე დამცირება ეფიქრათ? გიფიქრია ამაზე? შენ ხომ ვერც წარმოიდგენ,რამხელა მოწიწება და რიდია უფლისადმი მორწმუნე ადამიანში… ეს გამორიცხულია!

    მეორეც,თუ ურწმუნოებმა მოიფიქრეს ხალხის დასამორჩილებლად და მოსაზიდად,“პრომოუშენზე“ არ იფიქრეს? ნებისმიერი ეპოქის ნებისმიერ მორწმუნესათვის რომ გეკითხა ადრეც და ეხლაც-ღმერთი როგორიაო,პირველ რიგში (პირველ სამეულში მაინც) მის ყოვლისშემძლეობაზე გაამახვილებს ყურადღებას,მით უმეტეს 2000 წლის წინ. და უცებ ურწმუნო ადამიანები მორწმუნეებისთვის იგონებენ ნაფურთხებ,ნაწამებ და შეურაცხყოფილ ღმერთს. როგორ უნდა დაძრა ასეთი რელიგია? ან როგორ წარმოგიდგენია,რომ ურწმუნო ავტორი ამ ყალბ რელიგიას ნებაყოფლობით შეეწიროს? მაშინ რაღა სარგებელზეა ლაპარაკი და ხალხის დამორჩილებაზე,თუ თვითონ ცოცხალი ვერ გადარჩება? მხოლოდ თავად ღმერთის ხელშეწყობით უნდა ჰქონოდათ მაშინ ამ აბსურდული აზრის გავრცელების იმედი,პარალელურად სასწაულების ფონზე,მაგრამ ჩვენ ხომ დავუშვით,რომ ამ შემთხვევაში ურწმუნ