Empire State Building – ნიუ იორკის სიმბოლო

 

როდესაც 1889 წელს ფრანგებმა გრანდიოზული და იმ დროისათვის ყველაზე მაღალი ნაგებობა – ეიფოლის კოშკი აღმართეს პარიზში, ამერიკელმა არქიტექტორებმა დაიწყეს ფიქრი რა შეიძლებოდა აეშენებინათ უფრო დიდი. მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკაში და კერძოდ ნიუ იორკში დაიწყო ცათამბჯენების ერა.

როცა ჯონ რასკობმა (ჯენერალ მოტორსის მმართველი) გადაწყვიტა ჩართულიყო ცათამბჯენების შენების ისტერიაში, უალტერ კრაისლერი (კომპანია კრაისლერის დამფუძნებელი) უკვე აშენებდა გრანდიოზულ ცათამბჯენს რომლის სიმაღლე მის დასრულებამდე გასაიდუმლოებული იყო. რასკობმა დაიწყო საკუთარი ცათამბჯენის პროექტზე მუშაობა.

1929 წელს რასკობმა და მისმა პარტნიორებმა 16 მილიონ დოლარად შეიძინეს სასტუმრო ვალდორფ ასტორია პალასი რომელიც მდებარეობდა მეხუთე ავენიუზე 34-ე და 35 ქუჩებს შორის.

რასკობმა თავისი ცათამბჯენის დაპროექტება კომპანია Shreve, Lamb & Harmon-ს ანდო

თავდაპირველად 80 სართულს ვარაუდობდნენ მაგრამ კრაისლერთან შეჯიბრების  გამო პროექტი შეიცვალა… კრაისლერის შენობა თითქმის 80 სართულს უახლოვდებოდა, რასკობი შიშობდა რომ მისი შენობა არ იქნებოდა მსოფლიოში ყველაზე მაღალი და კრაისლერი რაიმე ხერხს მოიგონებდა იმისთვის რომ შენობის სიმაღლე კიდევ უფრო მოემატებინა. მაგალითად უზარმაზარი ანტენით რომელსაც საიდუმლოდ შეინახავდა და ბოლო მომენტში დაადგავდა თავს.. ეს რაღაც ბავშვურ რბოლას გავდა, თითოეული ცდილობდა მისი შენობა უფრო მაღალი ყოფილიყო.

ემპაია სტეიტ ბილდინგის მშენებლობის პროცესი

ემპაია სტეიტ ბილდინგის გამორჩეული არტ-დეკო ქიმი თავდაპირველი დიზაინით  დირიჟაბლთა დეპო უნდა ყოფილიყო, თუმცა რამდენიმე მცდელობის შემდეგ იდეა არაპრაქტიკული და საშიში გამოდგა შენობის სიდიდით გამოწვეული მქროლი ქარების გამო.  თუმცა რასკობის მონდომებამ კრაისლერს აჯობა და შენობამ 102 სართულს და 381 მეტრ სიმაღლეს მიაღწია და გადაუსწრო კრაისლერს რომელსაც მხოლოდ 77 სართული და 319 მეტრი (ქიმიანად) შეადგინა…

ემპაია სტეიტ ბილდინგს 1950-იანებში დიდი სატელევიზიო ანძა დაადგეს და შენობის სიმაღლემ 448 მეტრი შეადგინა…

შენობის გახსნიდან ოფისების მნიშვნელოვანი ნაწილი დიდი ხნით გაუქირავებელი დარჩა.

ემპაია სტეიტ ბილდინგი 1931 წლის 1 მაისიდან ნიუ იორკის და მეოცე საუკუნის ადამიანის მიღწევების სიმბოლოა, მის სახურავზე წელიწადის ნებისმიერ დროს არ წყდება მილიონობით ტურისტის ნაკადი რომელიც ნიუ იორკის გრანდიოზული ხედით ტკბება, შენობა ამერიკის და პირველ რიგში ნიუ იორკ სიტის სიმბოლოა რომელსაც ასობით ფილმში უკავია სიმბოლური დატვირთვა როგორც ნიუ იორკის ბრენდს და ამერიკული ოცნების გამომხატველ ნიშანს. ასეთ ფილმებს შორის მთავარი ადგილი კინგ კონგს უკავია, რომელიც რამდენჯერმე ( მოგეხსენებათ კინგ კონგის არაერთი ვერსია არსებობს) აცოცდა შენობის წვერზე და მთელ მსოფლიოს პირველად აჩვენა გრანდიოზული სპეც ეფექტები და ნიუ იორკის ცისკენ სწრაფვა.

კინგ კონგი მიცოცავს ემპაია სტეიტ ბილდინგზე პირველი ფილმი:

დატოვე კომენტარი