ეძღვნება ჩემს მუზას

ერთი  დღეც და  ცხრა დღე შესრულდებოდა რაც ბლოგზე არაფერი დამეწერა, ვერაფრით მოვახერხე რაიმე საინტერესო ან თუნდაც უინტერესო პოსტის დაწერა, ერთი ორი დღე სახლში არ ვიყავი, ერთი ორი დღე ვიავადმყოფე და კომპიუტერის თავი არ მქონდა, დანარჩენი დღეები კი სრული უიდეობა მაწუხებდა. რომ იტყვიან მუზებმა მიმატოვეს. არც ერთი საკითხი თუ თემა საინტერესოდ არ მეჩვენებოდა, ან თუ მივიჩნიე რამე საინტერესოდ, საკმარისად საინტერესოდ და მოტივირებულად ვერ წარმოვიდგინე ჩემს პოსტში და თავი დავანებე, ჰოდა ბოლოს გავიფიქრე: –  ვაჰ მუზებმა მიმატოვეს ჰმმ მუზებზე ხომ არ დავწერო?… რა მუზებზე? მუზა… მუზა…

მოკლედ რა არის ეს მუზა? მართალია ბერძნული მითოლოგიის დიდი ხანია აღარავის სჯერა, მაგრამ რაღაც შთაგონების ნაპერწკალი ხომ წარმოიქმნება სადღაც ტვინის მილიარდობით ნეორონში  რომელიც ხელოვანს თუ გამომგონებელს არც თუ ყველასათვის გასაგებ გზებს ასწავლის საკუთარ საქმეში, შთაგონება ზოგჯერ იმდენად ძლიერია რომ გგონია თავად არ იცი რას აკეთებ, შენი არსება იმდენადაა შეპყრობილი რაღაც მიზნის მიღწევით რომ თითქოს მისკენ სწრაფვაში რაღაც სხვა ძალა გეხმარება. ალბათ ყველა ხელოვანისთვის ნაცნობი გრძნობაა. თუმცა ეს ზოგადად კრეატიულ ადამიანზე ვრცელდება. ყველაზე ცუდი პერიოდებიც გეცოდინებათ კრეატიულო ადამიანებო, როცა მუზები და შთაგონება უმოწყალოდ გტოვებთ და თქვენ ხელები გექავებათ რაიმეს გასაკეთებლად. ცუდია ნამდვილად, რაღაც გინდა რომ გააკეთო და ვერაფერს აკეთებ, შთაგონებას მიზეზი ჭირდება და ამ მიზეზს კიდევ მომწოფება. მე მგონი რომ ამ მიზეზ შედეგობრივი ჯაჭვის გარეშე არც იქმნება არაფერი, პოეტს თუ არ აღელვებს ვერ წერს, მხატვარი თუ ვერ გრძნობს ფერს არ გამოსდის და ა.შ. ანუ თუ გინდა რომ მუზები მუდამ გყავდეს პოზიცია და გულწრფელი სათქმელი უნდა გქონდეს მუდამ, ეს კი რამ უნდა გამოიწვიოს? თუ არა ემოციამ, ემოცია კი უნდა იყოს გრძნობის შედეგი, ანუ შთაგონება და მუზები ისევ და ისევ გრძნობებიდან მოდის, უარყოფითი გრძნობა ვერ იქნება კრეატიულობის საფუძველი, ვერც გაურკვეველი და სანახევრო, არა არა ისევ ბითლზის იმ სიმღერის სახელწოდებამდე მივდივართ?

ამ ყველაფერზე რომ ვფიქრობდი შევეცადე ჩემი შთაგონების წყარო და მუზები ერთ არსებად გამემთლიანებინა და წარმომედგინა,

ის ერთი არსებაა უბრალოდ ძალიან ბევრი სახე აქვს, როგორც ღმერთია ერთი და სამ სახოვანი, მაგრამ ჩემი მუზა მრავალსახოვანია,

თუ პლანეტად წარმოვიდგენთ ის მარსია,

 

 

 თუ სქესს მივცემთ ის ქალია (რათქმაუნდა 🙂 ) თუ ცხოველის სახეს მიიღებს ზებრა იქნება

 თუ ფერწერულ ტილოდ წარმოვიდგენთ  პიკასოს “ჟაკლინი ყვავილებით”  

თუ წლის დრო იქნება აუცილებლად შემოდგომა და თუ ფერად იქცევა ხასხასა მწვანედ.  

 

კიდევ ბევრი სახე აქვს,  მაგრამ ყველაფერს რა ჩამოთვლის… ანდაც ყველაფერში ხომ ვერ ვამხელ მას? ცოდოა მაინც, მუზაა, რამდენადმე პირადი.

დატოვე კომენტარი