იყო და არა იყო რა – მითები სამყაროს შექმნის შესახებ

ამ ბოლო დროს მითოლოგიამ დამაინტერესა ჰოდა გადავწყვიტე სხვადასხვა კულტურათა მითების შესახებ დამეწერა.

თითქმის ყველა კულტურაში უძველეს დროს ჩაისახა წარმოდგენები და მითები სამყაროს შექმნასთან დაკავშირებით, რათქმაუნდა ყველას აინტერესებდა საიდან გაჩნდა მიწა ცა, ცოცხალი არსებები და ადამიანი.  რადგან ასეთი მითები ბევრია გადავწყვიტე ეს თემა რამდენიმე ნაწილად დავყო, ასე რომ თხრობა მითებზე ამ პოსტით არ დამთავრდება.

სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით, სამყაროს შექმნამდე იყო სიცარიელე,  არსებობდა მხოლოდ ჩრდილოეთით მყარი ყინულის მთები სამხრეთით კი ცეცხლის ტბები, მათ შუა  უზარმაზარი უფსკრული იყო – გინუნგაგალი.

გინუნგაგალი

ცაზე არ იყო მნათობები და სინათლე, არც რაიმე ცოცხალი არსებობდა. მრავალი წლის მანძილზე ცეცხლის ძლიერი ენები ნელ ნელა ადნობდნენ ყინულს.  გამდნარი ყინულების ნაპერწკლებიდან წარმოიშვა გიგანტი იმირი, მას შემდეგ ყინულისგან წარმოიშვა გიგანტი ძროხა რომელიც მარილიან ყინულს ლოკავდა, იმირი კი მის რძეს სვამდა და უფრო დიდი იზრდებოდა. ყინულის მთებიდან კიდევ ორი ღმერთი გაჩნდა, ბური და მისი ცოლი, რომელთაც  გაუჩნდათ სამი შვილი, ერთ-ერთი რომელსაც ერქვა ოდინი მოგვიანებით ყველა ღმერთთა მეფე გახდა.

ოდინი

იმირი სასტიკი და უგულო იყო, ამიტომაც დანარჩენმა ღმერთებმა მოკლეს იგი. იმირის უზარმაზარი სხეულისგან ჩამოყალიბდა ხმელეთი, მისი სისხლისგან ზღვა, ხორცისგან მიწა, ძვლებისგან მთები, მისი თმებისგან კი ხეები, ოდინმა და დანარჩენმა ღმერთებმა შექმნეს თაღოვანი ცა რომელიც ოთხ ბოძს ეჭირა. ოდინმა სამხრეთის ცეცხლისგან შექმნა მზე და ჩრდილოეთის ყინულისგან მთვარე, რომლებიც ცაზე დაკიდა, როდესაც ახალ სამყაროში მზე ანათებდა ყინული სრულად დადნა და მცენარეებმა დაიწყეს ზრდა, ხმელეთის ცენტრში აღმოცენდა უზარმაზარი ხე იგდრასილ, მისი ფესვები სამყაროს ფსკერს აღწევდა მისი კენწერო კი ცის უმაღლეს თაღს. ოდინს მოეწონა სამყარო და მას მიდგარდი (შუა მიწა) დაარქვა, თუმცა სამყაროს რაღაც მაინც აკლდა.

იმირი

 ეს იყო ადამიანი. ოდინმა და მისმა ძმებმა მისი დასახლება გადაწყვიტეს. ზღვის პირას იპოვეს ხეები: თხმელა და იფანი. თხმელისგან კაცი, ხოლო იფნისგან ქალი შექმნეს. მერე ოდინმა მათ სული მისცა, ვილიმ გონება, ვემ კი სისხლი და გრძნობა. ასე გაჩნდნენ პირველი ადამიანები. კაცს ერქვა ასკი, ქალს – ემბლა, ისინი ერთად იქნებიან ქვეყნის დასაბამიდან ცხრა სამყაროს შექმნამდე და კაცობრიობას გაამრავლებენ. ადამიანთა და ღმერთთა სამყაროს საზღვარი (ბიფროსტი) ცისარტყელის ფორმით წარმოიდგინება.

მაიას მითოლოგიის მიხედვით:

სამყაროს შექმნამდე იყო ორი ღმერთი ტეპეუ შემოქმედი და გუკუმაც (იგივე კუკულკანი და აცკეტების – კეცალკოატლი) ფრთოსანი სული. სანამ სამყარო იყო უსახური და ბნელი ამ ბრწყინვალე ლურჯმა და მწვანე ღმერთებმა გადაწყვიტეს ერთად შეექმნათ მიწა და ცოცხალი არსებები, მათ ჩაიფიქრეს მთები და ველები, წყალი და ცა,  და ყოველივე მყისვე წარმოიქმნა. მათ გადაწყვიტეს შეექმნათ ცოცხალი არსებები რომლებიც მათსავე  შექმნილ სამყაროს მიხედავდნენ და ქებით მოიხსენიებდნენ ყოველივეს შემქმნელებს, ამიტომ მათ შექმნეს: – ჩიტები, ირმები, პანტერები და თითქმის ყველა ცხოველი და ფრინველი რომელიც არსებობს,

გუკუმაც (კუკულკანი)

და როცა ეს ყოველივე შექმნეს ტეპეუმ და გუკუმაც უთხრეს ცხოველებს: ახლა ადიდეთ ჩვენი სახელი! მაგრამ ცხოველებმა მორთეს ღრიალი, ბღავილი, ყმუილი, ფრინველებმა ჟღურტული და ჩხავილი, მაშინ ტეპეუმ და გუკუმაც გადაწყვიტეს შეექმნათ ისეთი არსება რომელიც შესძლებდა მათ დიდებას. პირველი ადამიანთა რასა ღმერთებმა სველი თიხისგან  გააკეთეს და სიცოცხლე აჩუქეს მათ.  პირველმა ადამიანებმა სცადეს მეტყველება მაგრამ თიხისგან გაკეთებულნი მალევე დაიბზარნენ და დაიფხვნენ. ღმერთებმა გადაწყვიტეს ადამიანი უფრო მტკიცე მასალისგან შეექმნათ, მეორე ადამიანთა რასა ხისგან შექმნეს, ისინი უფრო ძლიერნი გამოდგნენ, მათ შეეძლოთ სიარული, მეტყველება, გამრავლება და ა.შ.  მაგრამ  არ ქონდათ ჭკუა გონება, მეხსიერება, მათი სიტყვები ცარიელი და უაზრო იყო, მათ არ შეეძლოთ ღმერთების დიდება. მაშინ ტეპეუმ და გუკუმაც ადამიანებს გასანადგურებლად დიდი წარღვნა მოუვლინა, წარღვნისგან გადარჩენილთა განადგურება კი ცხოველებს უბრძანეს, თუმცა გარკვეული ნაწილი მაინც გადარჩა, ხეებზე ავიდნენ და მაიმუნებად იქცნენ, ღმერთებმა ისინი ცოცხლებად დატოვეს, როგორც მაგალითი ადამიანთა შემდეგი რასისთვის.

ტეპეუ და გუკუმაც დიდ ხანს ფიქრობდნენ როგორ შეექმნათ მათთვის სასურველი არსება, არ სჩანდა შესაფერისი მასალა კაცთა შესაქმნელად.  ბოლოს ცხოველებმა მიუტანეს ღმერთებს, თეთრი სიმინდი, რომელიც ხმელეთის შორეულ კიდეში იზრდებოდა, ღმერთებმა მარცვლეული დაფქვეს და მისი ცომისგან ოთხი ადამიანი გამოძერწეს. ახალი ადამიანი კარგი გამოვიდა, ისინი საკმარისად ძლიერნი იყვნენ, მათი გონება საზრიანი  და მათი გრძნობები კი მდიდარი იყო. შექმნისთანავე ადამიანებმა ადიდეს შემქმნელი ღმერთები. კმაყოფილმა ღმერთებმა კითხეს ადამიანებს – რას ხედავთ? მათ უპასუხეს – ჩვენ ვხედავთ ყველაფერს, ხეებს კლდეებს მთებს, მთელს თქვენს შექმნილ სამყაროს კიდემდე, ყველა ცოცხალ არსებას, ჩვენ ვხედავთ და გვესმის ყველაფერი. თუმცა ღმერთები კმაყოფილნი იყვნენ, მაგრამ გადაწყვიტეს რომ ადამიანები ისე კარგად არ უნდა ხედავდნენ როგორც ჩვენ შეგვიძლიაო, ამიტომ მათ ადამიანთა ხედვა შეამცირეს და მათი შემეცნების უსაზღვროებაც შესუსტდა, თუმცა ადამიანთა რასა მის წინა რასებთან შედარებით მაინც გონიერი დარჩა და განაგრძო ღმერთების დიდება. ტეპეუმ და გუკუმაც მათ შექმნილ ოთხ კაცს თითო თითო ქალი გაუჩინა მეუღლედ, და სწორედ ამ რვა ადამიანისგან გამრავლდა და წარმოიშვა მთელი კაცობრიობა.

 

10 thoughts on “იყო და არა იყო რა – მითები სამყაროს შექმნის შესახებ

  1. არა რა, სკანდინავიელების ფანტაზიის უნარი რაღაც პრიმიტიულია, ისევე როგორც მუსიკაში :]]

    Like

  2. ნუ ღელავ უვიცი არვარ :] უბრალოდ სხვა მითოლოგიებთან შედარებით მე ასე მიმაჩნია

    Like

    • უვიცობა არ მიგულისხმია. უბრალოდ უცნაურია, როცა არსებობს უფროსი ედა და ნიბელუნგები, სკანდინავიურ ფანტაზიას პრიმიტიული უწოდო🙂
      ან ზედმიწევნით არ იცნობ, ან სამხრეთული ტემპერამენტის გამო უბრალოდ არ გიზიდავს. ისე კი, ეს ჩვენი სამხრეთული ქართული მითოლოგია არაფრით არის უფრო ,ცხელი’ ნიბელუნგების ვნებებზე

      Like

  3. მითები მეც ძალიან მაინტერესებს. სკანდინავიურის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, რაგაც, დიდად არ მიზიდავს მათი კულტურა. ბერძნული მითები თითქმის ზეპირად ვიცი, შუმერული, ეგვიპტის, ინდური.. ბოლო რამდენიმე წელია, სერიოზულად გამიტაცა ამერიკულმა კულტურამ და მითოსმა.
    ძალიან საინტერესო ადამიანები იყვნენ, მე განსაკუთრებით, აცტეკებს ვაფასებ. მათ შესახებ შეგიძლია ნებისმიერი რამ მკითხო.. :))
    ისე, ყველა მითოლოგიაში მოხსენიებულია წარღვნა. ჰხოდა, რა ვიცი, რა ვიცი..
    რაღაცა კავშირის დაჭერა ნამდვილად შეიძლება.
    კარგ საქმეს აკეთებ ისე, დაწერე კიდევ, ველი პოსტის გაგრძელებას..🙂

    Like

  4. სკანდინავიური მითოლოგია მე მომწონს და პრიმიტიულად არ მიმაჩნია. ისე ყველაფერს თავისი მუღამი აქვს თუ დაუკვირდები – ასე მგონია მე.

    Like

  5. მე ინდიელების მითოლოგიამ გამაოგნა როცა პირველად ვნახე… ძალიან საოცარია, დახვეწილი. აზროვნების სხვა სივრცეებზე გადის და გულს გწყვეტს რომ მაგ მითების შემქმნელი ცივილიზაცია ისე განადგურდა, რომ ნორმალურად ვერც დავინახეთ.
    საერთოდ მითოლოგია ყველა ძალიან საინტერესო, მომხიბვლელი და ღირებულია ჩემი ჰაზრით, აფრიკული ტომის პირმიტიული ბინარული წარმოდგენებიც და ინდური პანთეონიც.

    PS. რა კარგი ბლოგი გქონია.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s