ჩემი ინტერნეტ სამყარო

რამდენიმე თვის წინ ძმაკაცს ავაკითხე სახლში, შინ მხოლოდ ის და მამამისი იმყოფებოდნენ, შევედი სალხში მივესალმე ჩემ მეგობარს, მის მამას და რათქმაუნდა მე და ჩემი მეგობარი ოთახში შევედით სალაპარაკოდ. იქვე კომპიუტერი უდგას და რადგანაც ამ ჩემმა მეგობარმა სკაიპით სარგებლობა ძლივს იცის, შემომჩივლა კომპიუტერი ურევს და იქნებ გამისწოროო. მეც მივუჯექი კომპიუტერს და დავიწყე პრობლემის იდენტიფიცირება.

მამამისი სასმელის მოყვარული მძღოლია, როგორც ჭეშმარიტი გურჯი (მძღოლზე არა სასმელზე ვამბობ) იმ დღეს დასვენება ქონდა და აშკარად გაუხარდა სტუმრის გამოჩენა რადგან დალევის საბაბი გაიჩითა, შეეძლო თავის შვილთანაც დაელია ან სადმე წასულიყო, მაგრამ როგორც ჩანს პირველი ძალიან არასაინტერესო და მშრალი ეჩვენებოდა და მეორეს ვარიანტი არ ქონდა იმ წუთს. ცოტა ხანი გვადროვა და ანთებული თვალებით შემოიხედა,  რომელშიც ღვინის ბოცები ისახებოდა. “ადე ბიჭო სუფრა გააწყე!” -შეუძახა  შვილს, “მოიცა რა კომპიუტერს რაღაცა ჭირს და ვაკეთებთ!” ვიტალა ძიამ უკმაყოფილო სახე მიიღო და გავიდა. ათ წუთში ისევ შემოვიდა, ოპერატიული სისტემა ისეთი დაინვალიდებული იყო რომ გადავწყვიტე ვინდოუსი თავიდან ჩამეწერა. “ადე ბიჭო, გაშალე სუფრა!” -მოთმინებას კარგავდა ვიტალი, ეს ჩემი მეგობარი კი არაფერს მიკეთებდა მამენტ, უბრალოდ მაგრად ეზარებოდა სუფრის გაშლა და კომპიუტერის მიზეზით იმდენი ითრია ფეხი რომ ვიტალამ რომელსაც ცხოვრებაში არ გაეშალა სუფრა, ბოლოს და ბოლოს იკისრა ეს საქმე. თან ბრაზობდა იმ ელემენტარული საქმის გაკეთება რომ უწევდა რაც ცოლის და ოჯახის დიასახლისის საქმეა. მოკლედ გააწყო სუფრა, მაგრამ მისი სუფრის მომზადება და კომპიუტერის ჭკუაზე მოყვანა არ დაემთხვა ერთმანეთს, რამაც ვიტალის მოთმინების ფიალა გადაუვსო: “ადექით ახლა გაცივდა კერძები!  რა ჭირს ბიჯო ამ კომპიუტერს ასეთი უსაშველო? – მერე კი მე შემომჩივლა -გამაგიჟეს ამათმა (ჩემი მეგობარი და მისი და იგულისხმა) მთელი დღე კომპიუტერთან ზიან და რაღაც კუკლიებით თამაშობენ, რა ჯანდაბაა ეს კომპიუტერი? რა საჭიროა საერთოდ? ვინ მოიგონა?” ახსნა განმარტებებს აზრი არ ქონდა, ღიმილი შევიკავე და ვიტალის დასანახად სინანულით გადავიქნიე თავი. კომპიუტერი მივატოვეთ და სუფრას მივუჯექით.

გუშინ შემთხვევით გამახსენდა ეს სცენა და გამეღიმა, ვიტალი იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის ვინც კომპიუტერის შესახებ ისიც კი არ იცის რისთვისაა საჭირო. მახსოვს როცა პირველად დავინახე რაღაც თეთრი ყუთი- რომელსაც სათამაშო სუბორისა და დენდის მსგავსად კომპიუტერი ერქვა, ნათლად არ მქონდა წარმოდგენილი თუმცა კი ვიცოდი რომ ამ კომპიუტერს თამაშის გარდა სხვა ფუნქციებიც ქონდა, თუმცა ძნელი იყო წარმოდგენა იმისა თუ კონკრეტულად რა. მერე იმაზე დავფიქრდი პირველი კონტაქტის მერე  რამდენად დამოკიდებულები გავხდით (ჩვენი თაობა განსაკუთრებით) ამ მანქანაზე. თუმცა რა იქნებოდა  ეს მანქანა გლობალური ქსელის გარეშე? მისი ფუნქცია ხომ ინფორმაციის მიღება გადამუშავებაა და თუ ინფორმაციის წყაროსთან უწყვეტი კავშირი არ გაქვს კომპიუტერი უსარგებლო ყუთი ხდება.

პირველად გლობალურ ქსელთან შეხება 90-იანების ბოლოს მქონდა. თუმცა ჩემი პირველი თეთრი ყუთი 2003 წელს შევიძინე. და ინტერნეტის ჯადოსნური კარიც გაიღო. ინტერნეტთან ურთიერთობის პირველი ნაბიჯების შესახებ ბარაბნიანი ტელეფონიდან Skype-მდე -ამ პოსტშიც მოგიყევით, ქ კი მინდა გაგაცნოთ ჩემი ინტერნეტ სამყარო. ინტერნეტთან ურთიერთობას საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ. იმიტომ რომ ინტერნეტი ჩემთვის ტელევიზორიცაა, პრესაც, ურთიერთობის ყველაზე იოლი და ფართო საშუალებაც, მუსიკის მოსასმენი მოწყობილობაც, DVD ფლეერიც, შემეცნების წყაროც, სამსახურის საძიებელიც, დღიურიც და უამრავი სხვა თავშესაქცევი საშუალებაც. ჩემი ყველაზე ხშირად მონახულებადი საიტების ხუთეული ასე გამოიყურება:

მეხუთე  ადგილი უკავია Google-ს,  გუგლის გარეშე წარმოუდგენელია, რადგან დღეს ის თითქმის უალტერნატივო საძიებო სისტემაა, რომელსაც ყველგან აქვს საცეცები გადგმული. გუგლის საძიებო სისტემის გარდა ასევე აქტიურად ვიყენებ გუგლის სხვადასხვა პროდუქტს, როგორიცაა Google translate, Google maps, Google Earth, Google Books, Gmail და ა.შ.

მეოთხე ადგილზეა thebeatles.ge ერთადერთი ქართული ბითლზ პორტალი თავისი ფორუმით სადაც ქართველი ბიტლომანები ვურთიერთობთ და დიდ გეგმებს ვსახავთ (მოლეოდეთ ჩვენგან დიდ ამბებს!)

მესამე ადგილზეა Forum.ge ყველაზე პირველი და ინფორმაციული ფორუმი საქართველოში.

ერთი საინტერესო თემა გაიხსნა ძველად და შემთხვევით ამოვქექე, რომელიღაც ჟურნალმა გამოაქვეყნა გეი ალბომების ტოპ რამდენიღაცეული :))

თბილისის ფორუმზე ძირითადად შემხვდებით მელომანიაში ბითლზის მეთოთხმეტე თემაში ანდაც ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განყოფილებაში, როგორც ბლოგერი ხშირად ქართველი ბლოგერების თემაშიც მნახავთ. ხანდახან რელიგიის ქვეგანყოფილებასაც ვწყალობ და როცა მიჭირს პროგრამების განყოფილებასაც ვეწვევი ხოლმე. როდესაც დიზაინერად ვმუშაობდი კომპიუტერული გრაფიკის იუზერებიც არაერთხელ დამხამრებიან და პროგრამებშიც ხშირად მიმიღია ძალიან სასარგებლო რჩევა ან ბმული. მეორე ადგილზეა

ფეისბუქს რა კომენტარი უნდა პრინციპში, მაგრამ მაინც ვიტყვი რომ მის გარეშე რა მეშველებოდა? ყველაზე გავრცელებული სოციალური ქსელია და შესაბამისად ჩემი ბლოგის პოტენციური თუ რეალური მკითხველის დიდი ნაწილი სწორედ ამ ქსელის მეშვეობით აღწევს ბლოგამდე. ფეისბუქზე მეგობრებთან კონტაქტის გარდა დაკავებული ვარ, ბლოგის პოპულარიზაციის მცდელობით, ამიტომ თუ არ გიცნობთ და friend request მოგივიდათ ჩემგან ნუ მკრავთ ხელს😀 პირველ ადგილზე რაღათქმაუნდა გავიდა ჩემი ბლოგი.

ვცდილობ ტვიტერზე დამკივდრებასაც, მარა ძნელად მედევნება ჯერ ხალხი (ისარგებლეთ და გახდით ჩემი Follower-ი @My_images_Blog ) ხშირი სტუმარი ვარ ასევე Youtube-ის, აქ ყველაფერია რაც გინდა, მსოფლიოს მასშტაბით იუთუბზე ინტერნეტ მომხმარებლები დღეში ორ მილიარდ ვიდეოს უყურებენ. ესეც ჩემი იუთუბის არხი, მართალია სულ რამდენიმე ცუდი ხარისხის ვიდეო მიგდია. მაგრამ შეგიძლიათ ჩემ პლელისტს მოუსმინოთ (დააკლიკეთ იუთუბის ლოგოს)

ჩემ ყოველდღიურ რაციონში შედის ასევე Wikipedia, ფილმებს ძირითადად ქართულ საიტებზე ვეძებ. ხანდახან ტორენტ საიტებსაც ვიყენებ. იშვიათად  Myvideo.ge-საც ვსტუმრობ რომელიმე განვლილი გადაცემის ან ფილმის სანახავად. ჩემს კოსმოსურ ცნობისმოყვარეობას ნასას ოფიციალური საიტი www.nasa.gov აკმაყოფილებს, ხშირად ვსტუმრობ ასევე ჟურნალი science-ის საიტსაც  www.sciencemag.org. ყოველდღიური რაციონი ბლოგების თვალსაზრისით ასეთია: (ყოველდღე ვამოწმებ ახალი პოსტი არის თუ არა) Le blog de style seeker, რომ ვთქვა სტილის შესახებ დიდი ინტერესი მაქვს მეთქი არ ვიქნები მართალი მაგრამ ეს ბლოგი და მისი პოსტები გაცილებით მეტია ვიდრე რომელიმე მოდური ტანსაცმლის კოლექციის უბრალო მიმოხილვა. არ მეგულება არავინ ვინც ასე საინტერესოდ და კარგად წერს სტილზე. მოკლედ ესაა დახვეწილი, საინტერესო და გემოვნებიანი ბლოგი. vasassi.com (გიყვარდეთ ჩემნაირები) ამ ბლოგმა შეჩვევა იცის და ყველაზე ადვილად დასამახსოვრებელია მისი ავტორი. აქ ნახავთ სხარტ რეაქციას ჩვენს საზოგადოებაში მომხდარ ბევრ საინტერესო მოვლენაზე. ვასასის გამანადგურებელ კრიტიკას და ირონიას. პინგვინთა კუნძული – ამ ბლოგში განსაკუთრებით მომწონს ჩანახატები და წერის სტილი. სამწუხაროდ ავტორი ბოლო დროს პოსტებს იშვიათად წერს, მაგრამ ლოდინი ღირს. სულ ახალი და საინტერესო ბლოგია Helterskelter’s blog, საინტერესო თემებით და ლაღი წერის სტილით. ხშირად ვნახულობ ასევე სხვადასხვა საინტერესო ბლოგებს, gabo.ge, ხელოვნების მახე,  და ა.შ… ბევრი კარგი ბლოგია, რომელთა სისტემატიური მკითხველი ვერ ვარ სამწუხაროდ.

(არ გეგონოთ  ეს დადებითი კომენტარები თითქოს იმიტომ დავწერე რომ გესიამოვნოთ)

სანამ ბლოგერობაში ჩავებმეოდი, ჩემი ასპარეზი ძირითადად ფორუმები იყო, განსაკუთრებით კი Forum.gol.ge

სადაც ხშირად ვწერდი დღიურის ტიპის პოსტებს და ვაბრეხვებდი რაღაც სიბრძნეებს აი მცირე მათგანის ციტირება:

აჰჰჰ ჩაიშალა… რატოა ყოველთვის ასეთი ჩალიჩი საჭირო? რატომ გვაკლია გულახდილობა? რა საჭიროა ამდენი ხელოვნური თავშეკავება? რატომ არ ვამბობთ ყველაფერს პირდაპირ რასაც კი ვფიქრობთ? რატომ ვნიღბავთ ურთიერთობებს? მოკლედ 1 ჩვეულებვრივი ამბისთვის, ჩვეულებვრივი კეთილგანწყობისთვის, ჩვეულებვრივი ურთიერთობისთვის, ჩვეულებვრივი ღიმილისთვის, ისეთი კარგი სტრატეგი უნდა იყო რომ ნაპოლეონს შეშურეს

 

დავლიეთ,

ვსვამდით… ახლაც მეტყობა სახეზე გუშინდელი ღამის კვალი… მერე სიყვარულზე და მათემატიკაზე ვსაუბრობდით, ფორმულებს ვადგენდით სინუსებით კოსინუსებით, მერე გალაქტიონის ტერენტის, ტიციანის ლექსებს ვკითხულობდით. როცა სიმთვრალემ პიკს მიაღწია გარეთ გამოვედი, სუფთა ჰაერზე ცოტა გონს მოსასვლელად, გეოგრაფიული სიახლოვე ალბათ თავიდანვე დავაფიქსირე, თუმცა რა იმედს მაძლევდა არ ვიცი, გარეთ გამოსულს იქეთ გავლა მომინდა, მაგრამ მივხვდი რომ უაზრობა იყო, უკან დავბრუნდი. მერე ისევ ჭიქა, ლექსები ცოტა, კოსინუსები კჩორტუ. მერე დივანზე მიგდებული, მიძინებული თანამეინახენი, ბითლზი და მუხამბაზი, უცნაური საახალწლო განწყობა და სურვილების ჩაფიქრება, I’m so tired…

ესეც ერეტიკული (ეროტიკული არა😀 )  აზრები:

ჩემი ხელმოწერა:

ბევრისთვის შეურაცხმყოფელია ისიც რომ მისი ფიქრები თურმე ქიმიური პროცესების ნაყოფი ყოფილა და თავგამოდებით ცდილობს უარყოს, უფრო სასიამოვნოა წარმოიდგინოს საკუთარი უნიკალური, ზეარსება, სული, ზებუნებრივი და აუხსნელი, რომელსაც ებადება სწორედ ეს იდეები ფიქრები რასაც იგი ფიქრობს, განიცდის და შეიმეცნებს..

 

რამდენჯერმე მქონია მორწმუნეებთან ამ თემაზე დიალოგი, ბევრი მორწმუნე არ საუბრობს ამაზე, არ გცემს პასუხს, ან რაღაცეებს მიედ მოედება, ანდაც შემოიფარგლება მარტივი განმარტებით: რომ ღმერთი არის ყველგან და ყველა ადამიანში, ის ყველაფერს ხედავს და თავად სიყვარულია ღმერთი, კარგი შევთანმხდეთ რომ ეს ასეა, მაგრამ ისეთ განმარტებას ვერავინ იძლევა რომელიც რეალურად დაგვანახებს ღმერთის არსს და ბუნებას, ერთ მორწმუნეს ვთხოვე ღმერთის არსის განმარტება და ასე ამიხსნა: ღმერთი არის ის რაც იყო არის და იქნებაო, ეს განმარტება კი მეუბნება მხოლოდ ღმერთის დამოკიდებულებას დროსთან, სხვა არაფერს.. მაგალითად ადამიანის არსის ახსნა რომ სთხოვო და ასე აგიხსნან: არ არსებობდა, ახლა არსებობს და ყოველთვის არ იარსებებსო.. ამ განმარტებიდან მართლა ვერაფერს გაიგებთ რა არის ადამიანი, რას წარმოადგენს და ა.შ..

 

მორწმუნეები ისე როგორც რელიგიური დამოკიდებულება ითხოვს, სამყაროს აღიქვამენ ცენტრალიზებული, იერარქიული სისტემით, ამის მიზეზიც ადამიანის ფსიქოლოგიაშია, ადამიანი მიჩვეულია რომ ყველაფერს, ყველას ყავს პატრონი,მფლობელი,უფროსი, ავტორი, საზოგადოების სტრუქტურა იერარქიულია და ამიტომ მისი სამყაროც იერარქიულადაა მოწყობილი, ვიღაც მოსამსახურეა, მუშაა, გლეხია, მას ყავს უფროსი, ბატონი, ამ უფროსს სხვა უფროსი, პრეზიდენტი, მეფე, ამ უმაღლეს საფეხურს თავის მხრივ ღმერთი ყავს უფროსად, პატრონად.. საზოგადოებაში სადაც მისი სტრუქტურა ცენტრალიზებულია და იერარქიული, იქ ბუნებრივად ცენტრალიზებულია სამყაროც

 

ჭეშმარიტების აღქმა ვერასდროს ვერ მოხდება ადამიანის გარეშე, მას ყოელთვის ექნება სუბიექტური საფუძველი.. რადგან აღქმა ხდება სუბიექტის მიერ..
ამგვარად ჭეშმარიტება არის აღქმის პროდუქტი, ხოლო გლობალურ ჭეშმარიტებას განსაზღვრავს საერთო შეხედულებებით გაერთიანებული ადამიანები, მათი ჯგუფები,

ერთი პერიოდი ხშირად ვიკრიბებოდით gol.ge-ის ფორუმელები. დიდი ხანია შეკრებაზე აღარ ვყოფილვარ. მიმართვა gol.ge-ის ფორუმელებს –  მომენატრეთ!

მოკლედ დავიღალე. ჩემი ინტერნეტ ისტორია ძალიან დიდია საიმისოდ რომ ყველაფერი მოვყვე. პოსტიც უზარმაზარი გამოვიდა, ამიტომ ამით დავამთავრებ.

 

19 thoughts on “ჩემი ინტერნეტ სამყარო

  1. ”ერთი პერიოდი ხშირად ვიკრიბებოდით gol.ge-ის ფორუმელები. დიდი ხანია შეკრებაზე აღარ ვყოფილვარ. მიმართვა gol.ge-ის ფორუმელებს – მომენატრეთ!”

    ჩამიელვა შეკრებებმა ახლა თვალწინ, 4-მა იანვრება და არტგენებმა და გული ამიოჩჲყდა ლამის :)))

    Like

    • აი 4 იანვარი მალე მოვა და შევიკრიბოთ, ან მამადე… მაქცია სადაა დამიძახეთ!😀

      Like

  2. მართალია ტვიტერზე იშვიათად შევდივარ მაგრამ აგედევნები🙂
    ვასასის ბლოგი ძალიან მიყვარს🙂 Helterskelter’s blog ახლახანს აღმოვაჩინე და ძალიან მომეწონა🙂

    Like

  3. ვაი

    მოულოდნელი იყო და ძალიან მაგარი. იცი როგორ ძალიან გამიხარდა, დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის🙂

    ხო იცი მეც იგივე დამოკიდებულება მაქვს შენს მიმართ🙂

    ეს დღურები მომეწონა. ტვიტერზე დაგიმატე, მაგრამ მანდ თითქმის არ შევდივარ, ვერ დამაინტერესა ამ საიტის გარემომ )

    Like

  4. ინერნეტი საოცრებაა _ სამართლიანობის, უკვდავობის, ღვთაებრიობისა და კაცობრიობის მსგავსი ოცნებების განხორციელებაა რასაც ქვია.
    მე ბედნიერი ვარ რომ ცემმა ცხოვრებამ ამ განზომილების აღმოჩენამდე არ ჩაიარა

    PS. როგორ გინდა არ გესიამოვნოს მასეთი შეფასება თორე კი :პ

    Like

  5. es posti rom 2 clis cin yofiliyo dacerili, pirvel adgilas forum.gol.ge iqneboda. : )

    momcons shexvedris idea… shvexvdet ra…
    chveni cisana sadaa? cisana ragaiyo da maqcia😀
    momenatret. 4 ianvramde kide tveze metia, manamde shevxvdet romelime civ dges da gavtbet xinklit da misi shesaferi sasmelebit sadme.

    a.g.

    Like

  6. კაცობრიობის ყველაზე დიდი მონაპოვარია ინტერნეტი, გოგლ.ცომ და ყველა კითხვაზე პასუხს იგებ. think about it😀

    არადა ჯერ დიდი ხანი არ გასულა რაც ინტერნეტი არსებობს და უკვე ინფორმაციის პირველი წყაროა, წარმომიდგებია წლების მერე რა მნიშვნელობა ექნება სულ უფრო და უფრო რო გაიჟღინთება ინფორმაციით ))

    Like

  7. ესეიგიიიიიიი ინტუიციამ არ მიღალატა,ეს შენ ხარ!!!
    წეღან ბლოგ ”პინგვინთა კუნძული”–ზე ვნახე შენი კომენტარი და რაღაც მეცნო ’ხელწერა’,თან აქაც michael-ხარ.
    ფორუმ.გე–ზე მეც კაი ხნი ვაქტიურობდი, მაგრამ რამდენიმე წელია აღარ შევსულვარ,და ჩვენ ხშირად გვიკამათია კიდეც.
    მაგარი ხარ
    მომწონს შენი ბლოგი

    :))

    Like

    • დიახ ეს მე ვარ…
      მადლობ შეფასებისთვის
      ჰოდა მე ვერ გიცანი. შენს ბლოგზეც შემოვედი მაგრამ ვერ გიცანი… იქნებ გამახსენო სად გვიკამათია???

      Like

      • სად გვიკამათია და რელიგიის თემებში ძირითადად და კიდე რაღაც თემებში მგონი,უკვე აღარ მახსოვს,დიდი ხნის წინ იყო. ჩემი ID იყო spring .

        Like

  8. Thz
    შენი ბლოგი ჩემთან დავამატე, შემოგივლი ხოლმე
    მე ახალი გაკეთებული მაქვს, და დიდად ვერ ვიცლი რომ რაც მინდა ის შევმატო.

    Like

    • ძალიან კარგი, მეც ჩაგიმატებ მეგობარ ბლოგებში, წარმატებები ბლოგინგსა და ყველაფერ დანარჩენში!

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s