Still this Fucking 2012 Apocalypse or Why the World won’t end

ვინ იცის უკვე რამდენი დაიწერა ამ თემაზე, ბლოგებზე, ჟურნალებში, ფორუმებზე. ძალიან ბევრი რამის წაკითხვა შეიძლება, სულელურის, თუ ჭკვიანურის. მოკლედ ეს თემა მეტნაკლებად ჩაცხრა, შეიძლება ბევრ თქვენგანს უკვე ღიმილსაც კი გვრის ამ თემაზე საუბარი, მაგრამ როგორც ჩანს მთლად ასეც არ ყოფილა (აღმოვაჩინე იმ დღეს) ჰოდა ჩვენც ერთხელ კიდევ გავიხსენოთ და იქნებ უკვე საბოლოოდ ნათელი გახდეს ყველაფერი.

ამიტომ გადავწყვიტე წარმოგიდგინოთ ერთი საინტერესო ინტერვიუ ნასას მეცნიერებთან, მგონი ყველაზე ნაკლები რაც დაწერილა ამ თემაზე მეცნიერების ოფიციალური პოზიცია იყო, ჰოდა მგონი ამ თემას ყველაზე მეტად ეს აკლდა, ახლა იქნებ არც ისე აქტუალურია მაგრამ იყოს ეს როგორც საბოლოო მესიჯი “რა გაატრაკეთ საქმე ამ აპოკალიფსით” ფილმი (2012) რომ გამოვიდა და ამ აჟიოტაჟმა პიკს მიაღწია პირველად მაშინ წავაწყდი ამ ინტერვიუს. ჰოდა დღეს კიდევ წავაწყდი და აგერ:

კითხვა: არის თუ არა რაიმე საფრთხე დედამიწაზე 2012-თან დაკავშირებით? ბევრი ინტერნეტ გვერდი იუწყება რომ სამყაროს დასასრული 2012 წლის დეკემბერს მოხდება.

პასუხი: არაფერი ცუდი არ მოხდება დედამიწაზე 2012-ში, ჩვენი პლანეტა 4 მილიარდზე მეტ წელს ითვლის და სანდო მეცნიერები მსოფლიოს გარშემო, მიიჩნევენ რომ არავითარი საფრთხე არაა დაკავშირებული 2012-თან.

კითხვა: რა არის იმის წინასწარმეტყველების საფუძველი რომ 2012-ში მოხდება სამყაროს დასასრული?

პასუხი: ისტორია, იმით დაიწყო რომ ვარაუდების დონეზე, შუმერების მიერ აღმოჩენილმა პლანეტა ნიბირუმ გეზი დედამიწისკენ აიღო. თავიდან კატასტროფა 2003 წლის მაისში იყო ნაწინასწარმეტყველები, მაგრამ რადგანაც არაფერი მოხდა აპოკალიფსმა 2012-ის დეკემბრისთვის გადაინაცვლა. ასე გადაება ეს ორი ზღაპარი უძველესი მაიას კალენდარის ერთ-ერთი ციკლის დასასრულს, ზამთრის ნაბუნიობას 2012-ში. ამ დროიდან არის აპოკალიფსის დღე 2012 წლის 21 დეკემბერი.

კითხვა: მაიას კალენდარი 2012-ის დეკემბერში მთავრდება?

პასუხი: ისევე როგორც კალენდარი თქვენი სამზარეულოს კედელზე არ მთავრდება 31 დეკემბრის შემდეგ, ასევე არ მთავრდება მაიას კალენდარი 2012 -ის 21 დეკემბერს. ეს თარიღი არის მაიას ერთი დიდი პერიოდის დასასრული. ისევე როგორც თქვენი კალენდარი ხელახლა იწყება 1 იანვარს, ასევე ამ თარიღის შემდეგ სხვა დიდი დროის პერიოდი იწყება მაიას კალენდარში.

კითხვა: რა ფენომენს ექნება ადგილი როდესაც პლანეტები ერთ ხაზზე ჩამწკრივდებიან?  რა გავლენას მოახდენს ეს დედამიწაზე?

პასუხი: პლანეტების ჩამწკრივება შემდგომ რამდენიმე ათწლეულში არაა მოსალოდნელი, დედამიწა არ გადაკვეთს გალაქტიკის დისკოს 2012-ში. და თუნდაც ამ გამწკრივებას ქონდეს ადგილი, მას უმნიშვნელო გავლენა ექნებოდა. ყოველ დეკემბერს დედამიწა და მზე ჩვენი გალაქტიკის დაახლოებით ცენტრს უსწორდება, ეს ყოველწლიური მოვლენაა რომელსაც არანაირი შედეგი არ აქვს.

კითხვა: არსებობს პლანეტა ან ყავისფერი ჯუჯა სახელად ნიბირუ? ან პლანეტა X ანდაც ერისი, რომელიმე თუ გვიახლოვდება და ფართომასშტაბიანი ნგრევით გვემუქრება?

პასუხი: ნიბირუ და სხვა ახირებული პლანეტები არის ინტერნეტ ზღაპრები. მათ არ აქვთ ფაქტიური საფუძველი. თუ ნიბირუ ან პლანეტა X იქნებოდნენ რეალური და გამოემართებოდნენ 2012-ში დედამიწასთან შესაჯახებლად, ასტრონომებს შესაძლებლობა ექნებოდათ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში დაკვირვებოდნენ. დღეს კი მათი დანახვა შესაძლებელი იქნებოდა შეუიარაღებელი თვალით. აშკარაა ისინი არ არსებობენ.  ერისს რაც შეეხება ის რეალურია, მაგრამ ის ჯუჯა პლანეტაა პლუტონის მსგავსი, რომელიც მზის სისტემის გარე უბანში რჩება. ყველაზე ახლოს მას შეუძლია  4 მილიარდი მილის მანძილზე მოგვიახლოვდეს.

კითხვა: რას წარმოადგენს პოლუსების გადანაცვლების თეორია? მართალია თუ არა რომ დედამიწის ქერქი 180 გრადუსით გადაადგილდება ბირთვის გარშემო, დღეების განმავლობაში? საათებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

პასუხი: ცვლილება დედამიწის ბრუნვაში შეუძლებელია. აქ მხოლოდ კონტინენტების ძალიან ნელი გადაადგილება ხდება (მაგალითად ანტარქტიდა ეკვატორთან იყო რამდენიმე ასეული მილიონი წლის წინ) მაგრამ უადგილოა დედამიწის პოლუსების გადაადგილებაზე ღელვა, თუმცა ბევრი უბედურების მაუწყებელი ვებ გვერდი ამ სატყუარათი ასულელებს ხალხს. მათ მოყავთ დედამიწის მაგნიტური პოლუსების ურთიერთქმედება ბრუნვასთან, რომელიც არარეგულარულად იცვლება. მაგნიტური პოლუსების ცვლილება საშუალოდ 400 ათას წელიწადში ერთხელ ხდება, რამდენადაც ჩვენ ვიცით ასეთი მაგნიტური ცვლილება არ ვნებს სიცოცხლეს, თუმცა ნაკლებად სარწმუნოა ეს მოხდეს მომდევნო რამდენიმე ათასწლეულში.

კითხვა: არის თუ არა დედამიწა საფრთხეში 2012-ში მეტეორთან შეჯახების გამო?

პასუხი: დედამიწა ყოველთვის იყო მეტოერების და ასტეროიდების დარტყმის ქვეშ, თუმცა დიდი დარტყმები ყოველთვის იშვიათია, უკანასკნელი დიდი დარტყმა 65 მილიონი წლის წინ იყო, რამაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია. დღეს ნასას ასტრონომები ახორციელებენ დაკვირვებას, რომელსაც კოსმოსური თავდაცვის დაკვირვება ქვია, რათა აღმოჩენილი იქნას ვრცელი ასტეროიდები დედამიწის ახლოს, დიდი ხნით ადრე სანამ დედამიწას შეეჯახებიან. ჩვენ უკვე განვსაზღვრეთ რომ ჯერ ჯერობით არ გვემუქრება ისეთი დიდი ასტეროიდები როგორმაც მოკლა დინოზავრები. ყველა ეს მონაცემი ღიაა ყოველდღიურად განახლებადი აღმოჩენებით ნასას ვებ გვერდზე. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რომ არანაირი შეჯახება არაა მოსალოდნელი 2012-ში.

კითხვა: რას ფიქრობენ ნასას მეცნიერები პრეტენზიებზე მოსალოდნელ ქვეყნის აღსასრულთან დაკავშირებით?

პასუხი: ნებისმიერ უბედურებაზე ჩივილში დრამატულ ცვილებებზე 2012-ზე… კი მაგრამ სადაა აქ მეცნიერება? სად არის სიცხადე? არ არსებობს! ეს ყველა ფიქციური მტკიცებებია. რომლებიც არსებობს წიგნებში, ფილმებში, “დოკუმენტურ” გადაცემებში და ინტერნეტში. ჩვენ ვერ შევცვლით მარტივ ფაქტს, არ არსებობს ნდობის ღირსი სიცხადე, რომელიმე მტკიცებაში, გაკეთებულს იმ უჩვეულო მოვლენების გასამყარებლად რომელსაც ექნება (ვითომცდა) ადგილი 2012-ის დეკემბერში.

კითხვა: არის თუ არა უდიდესი მზის მაგნიტური ქარიშხალის საშიშროება 2012-ში?

პასუხი: მზის აქტივობას, რეგულარული ციკლი აქვს. იგი პიკს აღწევს დაახლოებით ყოველ 11 წელიწადში ერთხელ, პიკის მოახლოებისას მზის მაგნიტური ქარიშხალი შეიძლება გახდეს მიზეზი, სატელიტური კომუნიკაციების  შეფერხების მიზეზი, თუმცა ინჟინრები მუშაობენ რომ შექმნან ისეთი ელექტრონიკა რომელიც დაცული იქნება უმეტესი მზის ქარიშხლებისგან. თუმცა 2012-თან არაა დაკავშირებული რაიმე განსაკუთრებული რისკი. მზის აქტივობის მაქსიმუმი 2012- 2014- შორის დროის მონაკვეთში მიაღწევს და ივარაუდება რომ იქნება საშუალო მზის ციკლი. არაფრით განსხვავებული წინა ციკლებისგან რაც ისტორიაში გვქონია.

წყარო www.nasa.gov

8 thoughts on “Still this Fucking 2012 Apocalypse or Why the World won’t end

  1. მკაიკლ აქ იმდენჯერ დავაკომენტარე ამახე, რომ ეს პოსტი მე მეძღვნება ხო? :დდ

    ჰოდა, მე უფრო მინდა, რომ მჯეროდეს, აი ასე :დ :(((

    • ლოოლ, არა ანდან, სხვა ვინმემ განაპირობა. მინდა მჯეროდეს სხვაა და მართლა მჯერა სხვა, ეს უკანასკნელი “მართლა მჯერა” იყო.
      ისე რატომ გინდათ ეს 2012 არ მესმის… სიცოცხლე არ გიყვართ, კაცობრიობა გძულთ თუ რაშია საქმე? :))

      • მე ბუნებას ვეთანხმები ყველაფერში, თუ ის გადაწყვეტს რომ ყველა მოვკვდებით, დაე მოვკვდეთ! :))

      • რათქმაუნდა თუ ბინება გადაწყვეტს ჩვენ ისედაც ვერაფერს გავხდებით მის წინაშე. მაგრამ არ გადაუწყვეტია 2012-ში ჩვენი დაღუპვა და რას ერჩით :))

  2. მძლივს არ წავიკითხე კომპეტენტური ინტერვიუ ამ 2012-თან დაკავშირებითთთთ
    ვაიმე, ჩემს გარშემო რამოდენიმე ადამიანი ჩაიციკლა ამ თარიღზე,და დავიღალე იმის მტკიცებთ, რომ ემ მხოლოდ და მხოლოდ ფილმია და მეტი არფერი. ეს სტატია უნდა წავაკითხო იმათ,ეგებ მოიშორონ ეს უაზრო შიშები!!
    მადლობა მიშა ამ პოსტისთვს.მე სულ ვიზარებდი რაიმეს მოძებნას ინტერნეტით. :)))

  3. გამოხმაურება: აპოკალიფსის ახალი სცენარი- ორი მზე ცაზე |

  4. გამოხმაურება: აპოკალიფსის ახალი სცენარი |

დატოვე კომენტარი