Happy Old New Year!

იყო ისეთი დროც როცა ვმუშაობდი, არ დავაკონკრეტებ როდის, იმიტომ რომ ცოტა არ იყოს მეშინია: – უცებ ჩემდაუნებურად არ გამომეთვალოს დრო და იქნებ კიდეც კარგად გავაანალიზო რა დრომ გაიარა მას შემდეგ, ერთგულმა მკითხველმა ალბათ იცის როგორ არ მიყვარს თარიღები და დროის დათვლა, თუმცა სწორედ დროის ათვლაზე უნდა გესაუბროთ. (ზოგადად) ჰოდა რას ვამბობდი, ჰო ვმუშაობდი და ერთი თეთრი სამხრეთ აფრიკელი უფროსი მყავდა – რალფი. მაღალი და მუდამ ყურებამდე გაღიმებული, ისე რომ მისი ოცდათორმეტივე კბილის დათვლა შეიძლებოდა, არა მთლად ასე სულელურად არ გამოიყურებოდა როგორც წარმოიდგინეთ, ხანდახან სერიოზულიც მინახავს, მომენტებში, მაგალითად როცა საქმეში რაიმე პრობლემა წარმოშვებოდა, ზოგჯერ ეს ღიმილი დრო და დრო სერიოზულ და გაურკვეველ გამომეტყველებას ერწყმოდა, ეს კი უფრო ხშირად მაშინ ხდებოდა როცა უცნაურ ქართულ თავისებურებებს აღმოაჩენდა ხოლმე. სწორედ ასეთი გამომეტყველების და ტრადიციული ღიმილის ნაზავი აღებეჭდა სახეზე როცა ერთ-ერთმა ჩვენმა თანამემამულემ სამსახურში მიულოცა Happy old new year-ო. წარმოიდგინეთ რალფის სახე, გაუკრვევლობა, და ყურებამდე ღიმილში შემოპარული ნაწყვეტ ნაწყვეტი სერიოზულობა.

ალბათ თავიდან იფიქრა, ეს მილოცვა გასული წლის გაცილებასაც გულისხმობსო, ეს იქნებოდა ყველაზე ლოგიკური ვარაუდი ერთი უცნაურობა რომ არა, ახლა ხომ იანვრის შუა რიცხვებია, ახალმა წელმა ჩაიარა, ყველამ ყველას უკვე მიულოცა კარგა ხანია, თან ისე როგორც საჭიროა. დაბნეული რალფი გაანათლეს და უთხრეს: – აქ ჯორჯიაში, 2 ახალი წელი გვაქვს, ერთი ახალი და მეორე ძველიო. “კი მაგრამ” -უთქვამს რალფს, ახალი წელი ძველი როგორ იქნებაო, მოკლედ დიდ უცნაურობას შეეჯახა, არ ვიცი ვინმემ კომპეტენტურად თუ აუხსნა ყველაფერი ძველი კალენდარის ისტორიულ ცვლილებასთან  დაკავშირებით, მე მგონი ასეთი არც გამოჩენილა და ალბათ ახლაც საქართველოში გაგონილი უცნაურობები რომ ჩამოათვლევინო ერთ-ერთ პირველ ადგილს მის სიაში ორი ახალი წელი დაიკავებს სადაც მეორე ახალ წელს რაოდენ პარადოქსულად არ უნდა ჩანდეს: ძველი ახალი წელი ქვია.

ახალი არ იქნება ალბათ თუ ვიტყვი რომ ქართველებს საკმაოდ გაგვიმართლა ამდენი ახალი წელი რომ გვაქვს, ჩვენ ხომ ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე რაც შეიძლება მეტი საბაბი გვჭირდება ქეიფისთვის. 31/1 ახალი წელი 2-ში ბედობა, თუ გადააბავ ცოტას არ ინერვიულო, შობა აქვეა, (კარგი საბაბია) შობის მეორე მესამე დღესაც თუ მოილხენ არც ეგაა პრობლემა, ქვეყანა თუ არ იქცევა შეიგიძლია თამამად გააგრძელო  ორიოდე დღეში 13/14-ში ძველი ახალი წელიც მოგისწრებს. თუმცა გართულდა ცხოვრება და რა გულდასაწყვეტია რომ ძველებურად იანვრის შუა რიცხვებამდე ვეღარ ატანს საცივი და გოზინაყი. ორ კვირიანი ქეიფი კი საკმაოდ აცარიელებს ჯიბეს. იქნებ ორი ახალი წელი და გაორებული კალენდარი აინუნშიად ჩასაგდები არც ყოფილიყო მაგრამ მეჩვენება რომ ჩვენთან ეს ყველაფერი გამოხატავს და ხაზს უსვამს ჩვენ გაორებულ ფასეულობებს, უთავბოლობას, სიახლესთან ძნელად შეთავსებადობას, მაგრამ რაღა სიახლე კალენდარი  ჯერ კიდევ 1918 წელს შეიცვალა. თუმცა დღემდე ვერ შეველიეთ ძველ თარიღებს, (განსაკუთრებით ეკლესია). ერთ ზამთარს, 13 იანვრამდე თოვლი არ მოვიდა, 13-ში მოთოვა პირველად, კარგად მახსოვს რამდენიმე ახლობელის აღფრთოვანება: რა ბრძენი წინაპრები გვყავდაო, იმაზე კი არ დაფიქრებულან რომ ჩვენ ბრძენ წინაპრებს ძველი კალენდრით რომ გაეგრძელებინათ დროის დათვლა, ჩვენი შთამომავლები რამდენიმე საუკუნის შემდეგ უფრო დიდ ცდომილებას მიიღებდნენ დროის ათვლაში ვიდრე მხოლოდ 13 დღეა.

მიუხედავად იმისა რომ ტელევიზორს განსაკუთრებით კი ქართულ არხებს იშვიათად ვუყურებ,  ძველ ახალ წელს ყველაზე თვალშისაცემი და გამაღიზიანებელი ჩვენი საახალწლო ხარახაურა გადაცემების და მრავალ წელს გადაღეჭილი ფილმების გამეორებაა. ჯერ ხომ ახალ წელს გვიქმნიან “საზეიმო” განწყობას და მერე ამ ფსევდო ახალი წლის დამყაყებულ დღესასწაულს უკეთებენ პოპულარიზაციას.

პროტესტი ძველ ახალ წელს! 😀 არაა დრო დავივიწყოთ ძველი კალენდარი?

P.S: მომცლია არა? კაი წავედი რამე უკეთეს საქმეს მოვიფიქრებ! ამ პოსტს ალბათ არც დავწერდი გამწარებული ბათქა-ბუთქი რომ არ აეტეხათ 12 საათზე.

 

P.S.S: ეს ისე “საახალწლო” განწყობისთვის, ბოროტი სანტა და The Killers

 

5 thoughts on “Happy Old New Year!

  1. თუ სერიოზულად მივუდგებით, სახელმწიფო და საპატრიარქო უნდა შეთანხმდეს ერთხელ და სამუდამოდ და დაწესონ 1 დღე, თორე ხალხი, უკვე ნაკლებად აღნიშნავს 14–ში…
    ჰოდა, დაგვადგით რა საშველი! ;დდ

    • მარტო ახალ წელზე და შობაზე კი არაა საქმე, საბოლოოდ დადგინდეს რომელი კალენდრის მიხედვით უნდა ვიცხოვროთ 😀 უბრალოდ ეს პრობლემა ყველაზე კარგად ე.წ ძველ ახალ წელს ჩანს.

დატოვე კომენტარი