ბობი, ელისი და შავი ხვრელი

მაინც რა არის ეს შავი ხვრელები? რატომ არიან ისინი ეგზოტიკური და მისტიური ობიექტები? იმიტომ რომ  ყველაფერს თავდაყირა აყენებენ, მათ სრულად შესაცნობად თანამედროვე ფიზიკა ჯერ კიდევ უძლურია. ისინი ერთდროულად არიან ძალიან რთული და ძალიან მარტივი ობიექტები. ისინი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ სამყაროს არქიტექტურას და სიცოცხლის არსებობასაც კი, დედამიწაზე.

შავი ხვრელების არსებობა პირველად ფრანგმა მეცნიერმა პიერ ლაპლასმა იწინასწარმეტყველა 1796 წელს, მისი თქმით ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონის მიხედვით საკმაოდ მძიმე ობიექტი არ მისცემდა საშუალებას სინათლესაც კი რომ მას გასხლტომოდა. რათქმაუნდა იმ დროისთვის ეს სენსაციური და ძალიან არარეალური ვარაუდი იყო. შემდეგ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში მეცნიერებმა იგივე ივარაუდეს აინშტაინის ფარდობითობის თეორიის მიხედვითაც, თუმცა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრამდე შავი ხვრელი მაინც ფანტასტიკური ვარაუდი იყო, მეცნიერთა უმეტესობა სერიოზულად არ განიხილავდა რადგან მისი არსებობის დამადასტურებელი არც ერთი ირიბი ფაქტი არ მიანიშნებდა. მითუმეტეს ისინი არღვევდნენ ფიზიკის კანონებს და ამიტომაც ასეთი ობიექტი არავის ეპიტნავებოდა.

სანამ შავი ხვრელების აღმოჩენის ისტორიას დავუბრუნდებით, (ან იქნებ არც დავუბრუნდეთ) გავიგოთ რა არის შავი ხვრელი, შავი ხვრელი არის ობიექტი რომლის ხილვადი ზომა მის მასასთან შედარებით ძალიან პატარაა, შავი ხვრელი ზემძიმე ობიექტია. მისი გრავიტაცია იმდენად ძლიერია რომ ის ყველაფერს ისრუტავს, სინათლესაც კი არ შეუძლია მისგან თავის დაღწევა, ამიტომაც ეს ობიექტი შავია. (არაფერს არ ირეკლავს) ჩვეულებვრივ შავი ხვრელები ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებისას იბადება. ვარსკვლავის ბირთვში თერმობირთვული სინთეზის შედეგად ყალიბდება მძიმე ელემენტები, როცა მსუბუქი აირები, ანუ საწვავი თავდება, მძიმე ბირთვი უზარმაზარი  გრავიტაციის გამო სულ უფრო იკუმშება და იკუმშება. ბოლოს ისეთ მასას და სიმკვირვეს აღწევს რომ შავი ხვრელი ხდება. მეცნიერებაში გაუთვითცნობიერებელს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, მაგალითად, რატომ არ ქვიათ ამ ობიექტებს უბრალოდ შავი ობიექტები ან ზე მძიმე ობიექტები? რა შუაშია ხვრელი? შავი ხვრელის კომპლექსურობა და სირთულეც ამაში მდგომარეობს. აინშტაინის სამგანზომილებიანი სივრცის მარტივ დონეზე წარმოსადგენად, იგი შეგვიძლია შევადაროთ ქსოვილს, სივრცეში სადაც არაა მატერია იქ სივრცული ქსოვილი სწორი და ბრტყელია, მატერია კი რომელსაც გააჩნია მასა, იწვევს სივრცის ქსოვილის გამრუდებას,

პატარა მასის ობიექტი (მაგალითად დედამიწა) მცირედ ამრუდებს სივრცეს უფრო მძიმე ობიექტი (მაგალითად მზე)  შესაბამისად უფრო მეტად და ა.შ. შავი ხვრელი კი იმდენად მძიმეა რომ ის პირდაპირ სივრცულ  ხვრელს წარმოქმნის. ამ ობიექტში პირდაპირი მნიშვნელობით არ არსებობს არც სივრცე არც დრო, არც მატერია, შავ ხვრელში ხდება ის რაც ხდებოდა დიდ აფეთქებამდე სამყაროს სინგულარულ უსასრულოდ შეკუმშულ მდგომარეობაში. თუ მთელ სამყაროს წარმოვიდგენთ როგორც უზამაზარ აბაზანას, მატერიას კი წყალს რომლითაც გავსებულია აბაზანა, მაშინ შავი ხვრელი იქნება დგუშ მოხსნილი ტრაპი საიდანაც მატერია კანალიზაციის მილში კი არ იჟონება არამედ სადღაც უჩინარდება.

საინტერესოა და ნებისმიერი ობიექტი შეიძლება გახდეს შავი ხვრელი, თუ ობიექტს საკმარის ზომამდე შევკუმშავთ, დედამიწა შავი ხვრელი რომ გახდეს, გოლფის ბურთის ზომამდე უნდა შეკუმშოთ. გოლფის ბურთის რადიუსი დედამიწის შვარცშილდის რადიუსს უდრის, ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს ობიექტის იმ რადიუსს და მიახლოებულ ზომას რომლის შემდეგაც ეს ობიექტი შავი ხვრელი ხდება.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე უამრავი აზრი იბადება ამ ობიექტების გარშემო, ჩნდება თეზისები რომ შავი ხვრელები ერთგვარი პორტალებია სხვა სამყაროში გამავალი, ანდაც გვირაბი სივრცეში (Wormhole, ე.წ ჭიახვრელი) ან სულაც მათში იბადება ახალი სამყაროები, რომლებიც სინგულარობიდან თავის დამოუკიდებელ სივრცეში ფართოვდება, როგორც დიდი აფეთქება და ჩვენი სამყაროდან მიტაცებული მატერია იფრქვევა. აქ უკვე უსაზღვროდ იშლება იდეები, აქედან გამომდინარე შეიძლება ჩვენი სამყაროც კი ერთ დიდ შავ ხვრელში  მდებარეობს.

შავი ხვრელები წარმოადგენენ ერთგვარ დროის მანქანებსაც რადგან ისინი ამრუდებენ სივრცეს, სივრცის მთავარი პარამეტრი კი დროა. აინშტაინის თეორიის მიხედვით სივრცე და დრო განუყოფელია. იქ სადაც სივრცე განიცდის ცვილებას იცვლება დროც. შავ ხვრელთან მიახლოებისას დრო სულ უფრო და უფრო ნელდება, მოვლენათა ჰორიზონტზე კიდევ საერთოდ იყინება. ესაა  ზღვარი ჩვენთვის ნაცნობსა და უცნობ სამყაროს შორის.  მის სიახლოვეს აღარაფერს ძალუძს შავი ხვრელის მომაკვდინებელ მიზიდულობას დააღწიოს თავი.

საინტერესოა აგრეთვე ჰიპოტეტური დამკვირვებლების ელისის და ბობის მაგალითიც რომელთა სცენარებსაც ათასგვარად ატრიალებენ ფიზიკოსები. ძირითადი სცენარის მიხედვით შავი ხვრელის მოვლენაღთა ჰორიზონტს მიახლოებული ელისი და მისგან მოშორებით მყოფი ბობი, სულ სხვადასხვა რამეს დაინახავენ, ბობი დაინახავს  ჰორიზონტს მიახლოებული ელისის მოძრაობა როგორ შენელდება ნელ ნელა და ბოლოს  სამუდამოდ გაიყინება მოვლენათა ჰორიზონტზე. ელისი კი თავის მხრივ დაინახავს როგორ დაემართება სპაგეტიფიკაცია, ანუ დაგრძელება, ამის შემდგომ კი  ისეთ დრამატულ მოვლენას ექნება ადგილი რომ აღსაწერად არც ღირს, მოკლედ ორი სიტყვით რომ ვთქვათ მას ატომებიც არ შერჩება მრთელი. აი ასეთია ამ ჰიპოტეტური დამკვირვებლის შავი ხვრელების ამოხსნისთვის გაღებული დრამატული მსხვერპლი,  თუმცა როგორც ზემოთ ვთქვი ეს მხოლოდ ერთ ერთი ვერსიაა. ზოგის აზრით ელისი რადიაციისგან თავდაცვის შემთხვევაში შავ ხვრელში უვნებლად გაივლის და სხვა სამყაროში აღმოჩნდება. კიდევ არის სხვა ვარიანტებიც მაგრამ მაღთალი გითხრათ თავადაც ვერ ჩავწვდი ყველაფერს.

შავი ხვრელების თემა დიდია, მაგალითად როგორ ურთიერთქმედებენ სამყაროზე და რა გავლენას ახდენენ მასზე. რა მტკიცებულებები არსებობს მათი არსებობისა, სუპერმასიური შავი ხვრელები გალაქტიკის ცენტრებში, კვაზარები და ა.შ… დავინახავთ თუ არა შავი ხვრელი რომ მოგვიახლოვდეს, რამდენად შორს არიან და ბოლოს და ბოლოს ვართ თუ არა საფრთხეში. მათი არსებობის გამო.

მაგრამ ამაზე სხვა დროს! თუ დაგაინტრესებთ

 

20 thoughts on “ბობი, ელისი და შავი ხვრელი

  1. ძალიან საინტერესო სტატიაა.
    საოცარია ჩვენი სამყარო.
    შავი ხვრელის თემა მართლაც ძალიან დიდია,და იმედია მომდევნო თაობის ასტრონომები მაინც ამოხსნიან მის იქით რაც ხდება.ისე ჩვენს გალაქტიკას კიდე ’გაუმართლა’,მხოლოდ ერთი შავი ხვრელი აქვს,თორემ უფრო დიდ გაკლაქტიკებს ორი შავი ხვრელიც კი აქვთ.
    როდესღაც ალბათ მართლა ’გადაგვსანსლავს’ ჩვენი შავი ხვრელიც,მაგრამ ეს იმდენად შორეული მომავალია….მილიარდობით წლის მერე.
    მანამდე კი მზე ჩაქვრება და დედამიწა ისედაც დაიღუპება,მაგრამ ეს 5 მილიარდი წლის მერე მოხდება.
    ასე რომ მანამდე არაფერიც არ გვემუქრება.🙂

    Like

    • ჩვენ გალაქტიკაში 1 დიდი სუპერმასიური შავი ხვრელია, მაგრამ ეს არ ნიშავს რომ 1 შავი ხვრელია მარტო. ძალიან ბევრი შავი ხვრელია მართალია ცენტრალურ შავ ხვრელზე პატარები მაგრამ არც ეგენი არიან კეთილგანწყობილნი უპრობლემოდ სანსლავენ ვარსკვავებს პლანეტებს და ა,შ… ხვრელები იმდენია რამდენი დიდი ვარსკვლავიც აფეთქებულა (ბევრი გამოდის) ხო სამყაროს ძალიან შორეული მომავალია ისეთია დარჩება მარტო შავი ხვრელები.

      Like

  2. დედამიწა როლ ცაისრუტოს და სამოთხეში გამოგვაგდოს, რა კარგი იქნებოდაა ;დდდ

    Like

  3. ჩემს ფიზიკოს დეიდაშვილს ავახსნევინე ერთხელ მაგრამ ამაოდ, ახლა მცირედი ნათელი მოეფინა :დ

    Like

  4. ძალიან საინტერესო იყო,ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.
    მე როგორც გაურკვეველ ადამიანს მაინტერესებს, ჩვენს გალაქტიკაში ერთი სუპერმასიური შავი ხვრელის გარდა პატარებიც იქნებიან, და რა მოხდება როცა ორი შავი ხვრელი ერთმანეთს ეჯახება? ალბათ ერთიანდებიან?

    Like

    • მადლობა🙂

      კი პატარებიც არიან, გალაქტიკა ძალიან დიდია, პატარებიც არიან საშუალოებიც და ერთი ზე გიგანტი ხვრელიც ცენტრში გვაქვს.

      კი ერთიანდებიან და ორის ნაცვლად ჩნდება ერთი უფრო დიდი შავი ხვრელი. ეს საკმაოდ საინტერესო მოვლენაა. ჯერ ერთმანეთს უვლიან ორბიტებზე და “ცეკვავენ” როგორც მეცნიერები უწოდებენ. ისე ცეკვას კი მართლა გაქვს მათი მოძრაობა

      Like

  5. ჰო მეც ასე ვივარაუდე. მაგარი იქნება მაგათი “ცეკვა”
    ისე ხო შეიძლება ზე-შავმა ხვრელმა დანარჩენებიც ჩაყლაპოს და მერე მთელი ჩვენი გალაქტიკაც მიაყოლოს?

    Like

    • კი ზუსტად მაგას შვრებიან, ყლაპავენ ყველაფერს! თუმცა გალაქტიკა იმდენად დიდია იმდენად ბევრ მატერიას აერთიანებს რომ ნებისმიერი ზომის შავი ხვრელი ტრილიონობით წელს მოანდომებს მაგ საქმეს. ასე რომ ჩვენ სანერვიოულო არაფერი გვაქვს. მეცნიერები ამბობენ რომ ძალიან დიდი ხნის შემდეგ სამყაროში დარჩებიან მხოლოდ შავი ხვრელები.

      Like

  6. სანერვიულო რა, ისე მინდა მაგის ნახვა, აი რო შეიძლებოდეს შორიდან ვუყურო როგორ ყლაპავს შავი ხვრელი გალაქტიკას : )))
    ჰო ეს ისე, მარა მართლა ძალიან მაინტერესებს ეს მოვლენები და მართლა მინდა ნახვა : (

    Like

    • კოსმოსზე მეტის გაგება თუ გინდა სამოყვარულო დონეზე მე გირჩევდი დოკუმენტურ ფილმებს, ძალიან კარგი ფილმები აქვს BBC-ს განსაკუთრებით BBC Horizon-ს ასევე დისქავერს. ინგლისური თუ კარგად იცი, სამეცნიერო პოპულარულ ლიტერატურაც შემიძლია გირჩიო.
      თუ პროფესიონალურ დონეზე გინდა მაშინ სადმე უნდა ჩააბარო და ისწავლო.
      კარგია რომ გიყვარს ეს თემა.

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s