7 პლანეტა რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს – პოტენციურად სიცოცხლისთვის ვარგისი პლანეტების კატალოგი.

potentialy habitable planets

პლანეტების ზედაპირი წარმოადგენს მხატვრის წარმოსახვას და არა ტელესკოპით მიღებულ სურათებს. უცნობია თუ როგორ გამოიყურებიან ისინი. ჩვენ ვიცით მხოლოდ მათი ზომები და მასა

ახლახან პუერტო რიკოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა განიზრახეს შეექმნათ პოტენციურად სიცოცხლისთვის ვარგისი პლანეტების კატალოგი, რომელიც ახალ აღმოჩენებთან ერთად სულ უფრო გამდიდრდება. ჯერ ჯერობით სიაში 7 პლანეტაა, თუმცა ნასას კეპლერის მისიისას გამოვლენილი 54 კანდიდატი ელის საბოლოო დამტკიცებას. წინამდებარე 7 პლანეტა თავიანთი მახასიათებლებით ყველაზე მეტად გვანან დედამიწას. ცნობილ პლანეტებს შორის მათ აქვთ საუკეთესო შანსი სიცოცხლის არსებობისთვის. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით მათი ზედაპირის ქიმიური კომპოზიცია მაგრამ ვიცით რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი 1) პლანეტები იმყოფებიან თავიანთი ვარსკვლავიდან მოშორებით სასიცოცხლო ზონაში, სადაც თხევადი წყლის არსებობა შესაძლებელია. 2) ასევე აქვთ საჭირო ზომა რათა შეინარჩუნონ ატმოსფერო და შექმნან საჭირო სცენა სიცოცხლის განვითარებისთვის.

მოკლედ დავახასიათებ პლანეტებს:

1) Gliese 581g ეს პლანეტა აღმოჩენილ იქნა 2010-ში და აქამდე ცნობილი ყველაზე მეტად დედამიწის მსგავსის სტატუსი აქვს, თუმცა ეს პლანეტა უკვე დამტკიცებულ აღმოჩენად ითვლება, მაგრამ მისი არსებობა მაინც ეჭვ ქვეშ დგას რადგან აღმოჩენის შემდეგ ასტრონომთა სხვა ჯგუფებმა განსხვავებული მეთოდებით ვერ შეძლეს მისი დადასტურება. გლიზე 581-ის სისტემა ჩვენაგან 20 სინათლის წლის მოშორებით იმყოფება. პლანეტა გარემოექცევა წითელ ჯუჯა ვარსკვლავს. პლანეტა 2-3-ჯერ უფრო მასიურია დედამიწაზე

2) Gliese 667 Cc  მორიგი სუპერ დედამიწის ტიპის პლანეტაა. 4,5-ჯერ მასიური დედამიწაზე, 28 დღეში ასრულებს ორბიტას. მდებარეობს ჩვენგან 22 სინათლის წლის მოშორებით სამ ვარსკვლავიან  სისტემაში. მისი მზე ასევე M ტიპის წითელი ჯუჯაა. როგორც ჩანს ასეთ ვარსკვლავები ტიპიურად გარშემორტყმულია დედამიწის ტიპის კლდოვანი პლანეტებით, ასეთი ვარსკვლავების სასიცოცხლო ზონაც ვარსკვლავთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს. რაც ზრდის  სიცოცხლის არსებობის შანსს, თუმცა ასეთ ვარსკვლავებს ახასიათებს უზარმზარი “მზის ქარიშხლები” რაც სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა. თუმცა ვინ იცის იქნებ თავდაცვის სისტემის გამომუშავება შესაძლებელია?

3) Kepler 22b ეს პლანეტა არაერთხელ ვახსენე ჩემ ბლოგზე. ის გარემოექცევა ჩვენი მზის ტიპის ვარსკვლავის ირგვლივ და მისი უპირატესობაც ესაა. როგორც მეცნიერები ამბოებენ მისი ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 22 გრადუსი ცელსიუსით უნდა იყოს. სასიამოვნო უნდა იყოს მასზე ცხოვრება 😀  Kepler 22b  ჩვენგან 600 სინათლის წლით არის დაშორებული.

4) HD 40307g  ამ პლანეტასაც ფრიად სასიამოვნო მახასიათებლები აქვს. პლანეტა სასიცოცხლო ზონის ცენტრში კომფორტულად გარემოექცევა ვარსკვლავს. ჩვენგან არც ისე შორს 42 სინათლის წლის მანძილზე იმყოფება. სრულიად შესაძლებელია მომავლის ტელესკოპებით პირდაპირ დავაკვირდეთ კიდეც. მაგალითად JWST-ის მეშვეობით (ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი)  HD 40307g დედა ვარსკვლავისგან 90 მილიონი კილომეტრითაა მოშორებული რაც მზის და დედამიწის დაშორების თითქმის ნახევარია.

5) HD 85512b ამ პლანეტაზეც დავწერე ადრე პოსტი ყველაზე მეტად დედამიწის მსგავსი (ახალი პლანეტა) ეს პლანეტა 2011-ში აღმოაჩინეს. დედამიწაზე 3.6-ჯერ უფრო მასიურია და ჩვენგან 35 სინათლის წლის მანძილზე იმყოფება. ყველაზე მეტად დედამიწის მსგავსის რა გითხრათ და ერთ-ერთი მყარი კანდიდატი კი ნამდვილად არის. მკვლევარები იმედოვნებენ რომ ერთ დღესაც გაარკვევენ მის ზედაპირზე წყლის არსებობის საკითხს.

6) Gliese 163c ეს პლანეტა დედამიწაზე 7-ჯერ მასიურია, ის შესაძლოა იყოს დიდი კლდოვანი პლანეტა ან პატარა გაზის “გიგანტი” ჩვენგან 50 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ერთ გარემოქცევას ვარსკვლავის ირგვლივ 26 დღეს ანდომებს.

7) Gliese 581d ეს პლანეტა  Gliese 581g-ის ოჯახის წევრია (და ან ძმა) რადგან იგივე ვარსკვლავს გარემოექცევა. (Gliese 581-აღნიშნავს ვარსკვლავის დასახელებას მცირე ლათინური ასოები კი პლანეტას) მკვლევარები ამბობენ რომ პლანეტას სავარაუდოდ აქვს სქელი ნახშირბადის ატმოსფერო. ასევე 7-ჯერ უფრო მასიურია დედამიწაზე.

დატოვე კომენტარი