Nowhere Boy ლეგენდის დაბადება

მას შემდეგ რაც სემ ტეილორ ვუდის ფილმის Nowhere Boy-ის თრეილერი ვნახე, რომელიც ჯონ ლენონის ცხოვრების იმ პერიოდს ასახავს როცა ლივერპულში ბითლზი ჩაისახა, სულ მოუთქმელად ველოდი ფილმის გამოჩენას ინტერნეტში, და აი დადგა ასეთი დღე, ხუთი  დღე იქნება რაც გადმოვიწერე ფილმი და განსაკუთრებულ მომენტს ველოდი იმისთვის რომ მეყურებინა, თავიდან ალაგ ალაგ ნაწყვეტებს ვუყურე და  მაშინვე ჩავწერე ჩემს ფავორიტთა სიაში, ფილმი ორიგინალშია და უკეთ გასაგებად სუბტიტრებიც მოვიშველიე. წუხელ მოვემზადე და ზედიზედ ორჯერ ვუყურე ფილმს. შთაბეჭდილება? – მოლოდინმა ასი პროცენტით  გაამართლა, პერსონაჟები, სცენარი, მსახიობები, ნამდვილად მეგონა რომ ჯონის ცხოვრების ამ კონკრეტული მონაკვეთის თვითმხილველი ვიყავი,  ხედავ როგორ ცხოვრობს ჯერაც უცნობი ლენონი, როგორია 50-იანების ბოლოს ლივერპული,  ლენონის ლიდერულ ხასიათს და ყმაწვილურ სიცელქეს, დედის და ელვისის გავლენას როკენროლისკენ სწრაფვაში, ხედავ როგორ იბადება ლენონში ვარსკვლავი და ელვისის კონკურენტი, ერთ მომენტში ის ღმერთს საყვედურობს რატომ არ გამაჩინა ელვისადო, დედა კი აღფრთოვანებული პასუხობს, რადგან შენ ჯონ ლენონად მოგავლინაო.

ჯონ ლენონის პირველი გამოსვლა თავის ბენდთან ერთად…

1) ორიგინალი ფოტო (შავ თეთრი)  2) კადრი ფილმიდან (ფერადი)

ფილმის მთავარი ხაზი მაინც ლენონის დედის ჯულიას და აღმზრდელ დეიდა მიმის შორის ბრძოლაა და ლენონის მცირე ხნიანი დაკარგული ურთიერთობის აღდგენა დედასთან.   ფილმი ძალიან ემოციურია, შეუძლებელია ამ ფილმის შემდეგ უკეთ არ დაინახო ლენონის პერსონა და მისი ჩამოყალიბებს უმნიშვნელოვანესი პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ აქცენტი ჯონის ოჯახურ ცხოვრების დრამაზეა, წარსულის მტკივნეულ მოგონებებზე თუ როგორ დააყენეს ხუთი წლის ჯონი მშობლემა არჩევანის წინაშე დედა თუ მამა? სხვა მხრივაც შეუძლებელია ბიტლომანმა გულგრილად უყუროს ახალი ეპოქის ათვლის წერტილს როცა პოლი შეხვდა ჯონს, როცა ქუორიმენმა ჩაატარა პირველი კონცერტი. ძალიან ემოციური მომენტია ჯულიას სიკვდილიც და ქუორიმენის პირველი ნაბიჯები კონცერტებზე,  სულ ბოლოს კი ჯონი ჰამბურგში მიემგზავრება და მე პირადად დეიდა მიმი ძალიან მეცოდება, ჯონიც რატომღაც, იმიტომ რომ მთავრდება ჯონის ცხოვრება როგორც უბრალო ლივერპულელი მეოცნებე ცელქი ყმაწვილის და იწყება ცნობილი ჯონ ლენონის ახალი ერა.

ამ ფილმის ნახვის შემდეგ უკეთ დაინახავთ ლენონის ტკივილს სიმღერაში “Mother” „დედა“ რომელიც ფილმის ბოლოს ჟღერს…

Mother, you had me but I never had you,
I wanted you but you didn’t want me,
So I got to tell you,
Goodbye, goodbye.
Farther, you left me but I never left you,
I needed you but you didn’t need me,
So I got to tell you,
Goodbye, goodbye.
Children, don’t do what I have done,
I couldn’t walk and I tried to run,
So I got to tell you,
Goodbye, goodbye.
Mama don’t go,
Daddy come home.
Mama don’t go…

მოკლედ ეს ფილმი ყველა ბიტლომანმა უნდა ნახოს და ყველა იმ ადამიანმაც ვისაც როკენროლი და საერთოდ მუსიკა უყვარს, ყველა იმ ადამიანმაც ვისაც უყვარს კარგი ფილმები და ამაღელვებელი დრამა.

6 thoughts on “Nowhere Boy ლეგენდის დაბადება

  1. მე ჯერ არ მინახავს..
    არ მინდა უგულოდ ვნახო, მომენტი კი ვერ შევარჩიე..

    მიდევს დესკტოპზე და ბედნიერი ვარ იმით, რომ მაქვს.. 🙂

  2. ჰო დჯ… მსახიობები მაქსიმალურად გვანან, ჯონიც მასეთი წარმომედგინა მიმიც და საერთოდ ყველაფერი რაც ამ ფილმშია… მოკლედ ძალიან მომეწონა და კიდევ არაერთხელ ვნახავ…
    ვასას მეც ეგრე ველოდი მომენტს :))

  3. არ ვიცოდი ამ ფილმის შესახებ… აუცილებლად ვნახავ!
    სამი დღის წინ “28–ე თავი” გადმოვწერე (ასე ჰქვია, თუ არ ვცდები) და ვერც ვუყურე. იქ მთავარი გმირი მარკ ჩეპმენია, მაგრამ არ დამაინტერესა…

  4. lex tempus
    მაქვს ეგ ფილმიც, “27-ე თავი” ჰქვია.. მე მომწონს საინტერესოდაა ჩეპმენის ფსიქოლოგია წარმოჩენილი…

    თუ არ იცი საიდან გადმოწერო აი აქაა Nowhere Boy-ის გადმოსაწერი ლინკი
    http://www.offline.ge/2010/04/28/nowhere-boy-2009-eng-dvdrip.html

  5. გამოხმაურება: სამყაროს ისტორია ანუ ბმულების სასაფლაო « M(ichael's)y images

დატოვე კომენტარი