რას აკეთებდა ღმერთი სამყაროს შექმნამდე?

რას აკეთებდა ღმერთი სამყაროს შექმნამდე?ეს  კითხვა არასდროს გამჩენია, ან გამჩენია და არ ვიცი, რადგან ეს კონკრეტული კითხვა მიუხედავად იმისა რომ რელიგიურ საკითხებზე ერთი პერიოდი ბევრს ვფიქრობდი , ამ ფორმულირებით არასდროს მომწიფებულა ჩემს გონებაში. მხოლოდ რამდენიმე დღის წინ ანინას ბლოგში წავაწყდი, მისივე დღიურიდან ამოკრეფილ საინტერესო წინადადებებს და გავიფიქრე რომ ეს კითხვა აქამდე მე არ მომსვლია თავში. ღამით არ მეძინებოდა და ისევ რელიგიურ საკითხებზე მეფიქრებოდა.

ჩემი მითოლოგია: თავი პირველი – დაბადებამდე (ღმერთის ვნებანი)

რას აკეთებდა ღმერთი სამყაროს შექმნამდე? ალბათ მოწყენილობისგან ამთქნარებდა. არ იყო  დრო, არც სივრცე, არც მატერია, ღმერთი ეულად ეკიდა სადღაც, ანდაც დაფრინავდა თუმცა ჩამოკიდებაც და ფრენაც ისევე ფიზიკის კანონებს ემორჩილება. ასე რომ თავად ღმერთმაც არ იცის რა მდგომარეობაში იმყოფებოდა მანამდე, არც ის იცის რამდენი ხანი დაჰყო მოწყენილობასა და მთქნარებაში, რადგან აკი ვახსენეთ არც დრო იყო და შესაბამისად ღმერთს ერთი უბადრუკი მაჯის საათი და კედლის კალენდარიც არ ქონდა რომ დრო დაეთვალა. ბევრი იფიქრა თუ ცოტა მოწყენილობისგან თავის დასაღწევად დღიურის წერა გადაწყვიტა,

 წარმოიდგინეთ რა საშინელებაა დღიურის წერა როცა ჩანაწერებს თარიღსაც კი ვერ მიაწერ, ვერც კვირის დღეებს და ბოლოს და ბოლოს ვერ დაწერ ასეთ საერთაშორისო, აღიარებულ დღიურისთვის დამახასიათებელ ფრაზას „ორშაბათი – დღეს მოწყენილი დღეა“ ასე რომ ღმერთის დღიური იმაზე მოსაწყენად გამოიყურებოდა ვიდრე დედამიწაზე ყველაზე მეტად მოსაწყენი ადამიანისა რომელსაც დღიურის წერა უნდა მაგრამ იმის გამო რომ ირგვლივ არაფერი ხდება აღარ იცის რა ჩაწეროს. ღმერთის დღიური უსაშველოდ ერთფეროვნად გამოიყურებოდა პირველი ჩანაწერი – მოწყენილობაა, არაფერი ხდება… მეორე ჩანაწერი: მოწყენილობაა არაფერი ხდება… მესამე ჩანაწერი: ისევ მოწყენილობაა არაფერი ხდება, მეოთხე ჩანაწერი: არა რაღაც უნდა შევცვალო, ბოლოს და ბოლოს ღმერთი ვარ! და აი სწორედ ეს ჩანაწერი წარმოადგენდა მის შინაგან ხმას, ქვეცნობიერის ამოძახილს, ღმერთის ფსიქოლოგიას დეპრესიის წინაპირობამდე მისულს. თუმცა  თავიდან ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა იმაზე თუ რა უნდა შეეცვალა, უფროსწორად მოემოქმედებინა იმისთვის რომ მოწყენილობა გაეფანტა და თავი რითიმე გაერთო, სწორედ ეს საკრალური ჩანაწერი, და მანამდე სასოწარკვეთილებამდე მისული, ერთფეროვნებისგან უსაშველოდ დაღლილი გონების განწირული ნაფიქრი გახდა სწორედ დიადი იდეის დასაბამი სამყაროს შექმნის თაობაზე. თავიდან ღმერთს უნდოდა პირადი ფსიქოლოგის შექმნა, რათა როგორმე მისი დახმარებით დეპრესიის გარდაუვალობას და მოწყენილობას დასძვრომოდა, თუმცა შემდეგ როცა მარტოობის გამო  გულს შემოწოლილი დარდისგან წამსკდარი ცრემლები შეიწმინდა და ემოციებისგან ცოტა დამშვიდდა, ცივ გონებაზე მხოლოდ პირადი ფსიქოლოგის შექმნა მთლად ჭკვიანურად არ ეჩვენა, ერთი ფსიქოლოგის ნაცვლად ბევრს შევქმნიო, გაიფიქრა თუმცა არა… ესეც სისულელედ ჩანდა, რა განსხვავებაა ერთსა და ბევრ ფსიქოლოგს შორის? – არავითარი, სჯობს შექმნას უფრო კომპლექსური რამ, დაახლოებით ისეთი  –  სუვენირების მაღაზიებში რომ იყიდება, შუშის ბურთულაში მოქცეული სამყარო, თავისი მყარი მიწით, პაწაწინა მდელოებით, ჰაერით სივრცით და შიგნით მოფარფატე პატარა მბრწყინავი ფანტელებით.  

იდეა თანდათან უფრო მომწიფდა, ღმერთის ტვინში ნეირონებმა გამალებით დაიწყეს მუშაობა, რაც უფრო მეტს ფიქრობდა იგი ამ საკითხზე მით მეტი ამბიცია უჩნდებოდა რომ მისი შემოქმედება სრულყოფილი და კომპლექსური ყოფილიყო. შეადგინა უამრავი გეგმა, ნახაზი, გაითვალისწინა მოსამზადებელი სამუშაოები, და როგორც ღმერთი ირწმუნება ამ ყველაფერს ძალიან დიდი დრო დასჭირდა, თუმცა როგორც უკვე მოგეხსენებათ მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა დრო, და მისი მტკიცებაც მხოლოდ პირობითობაა საკუთარი ღვაწლისთვის ხაზის გასასმელად. მოკლედ რომ ვთქვათ ღმერთმა წინასწარ კარგად გაწეული სამზადისის გეგმებისა და ნახაზების წყალობით სულ რაღაც ექვს დღეში განახორციელა ჩანაფიქრი პრაქტიკაში  და მეშვიდე დღეს დასვენებაც კი მოასწრო.

დანარჩენი იხ. ძველ აღთქმაში.

44 thoughts on “რას აკეთებდა ღმერთი სამყაროს შექმნამდე?

  1. აქ მაინც ეხლა მხატვრულად გიწერია, მაგრამ ეს დიიდი თემაა, რომელიც დიიდ, გადაუჭრელ პრობლემას ეხება სადაც ათეიზმი და რელიგია დაპირისპირებაში არიან,, 🙂

    • ვიცი რომ დიდი თემაა
      ალბათ მიხვდი რომ ეს პოსტი ამ საკითხის სერიოზული კუთხით გადასაჭრელად არაა, ეს უფრო შარჟის მცდელობაა… ირონია მითოსური შეხედულებების წინააღმდეგ,

    • ვითომ რატომ გგონია ეგრე? რა არის აქ ისეთი რაც 10 წლის ბავშვის გონებას შეეფერება? შეგიძლია განმარტო?

  2. kitxvis shinaarsidan gamomdinare shemidzlia vtkva, rom msgavsi gulubrkvilo azri mxolod bavshvs tu mouvidoda tavshi.

    sheni kitxvidan chans, rom cdilob gmerts adamianuri tvisebebi mianicho da es aris sheni shecdoma. sharjic akedan gamomdinare gaumartlebelia.

    umnishvnelo shekitxvaa, me vitkodi kurit motreulic ki.

    • მე მგონი საერთოდ არ იცი რა არის იუმორი… ისიც ვერ მიხვდი რომ ადამიანური თვისებები ღმერთს სწორედ იმიტომ მივანიჭე რომ ამით მითოსურ შეხედულებებს დავცინი, ყურით მოთრეული არაფერია, გადახედეთ რელიგიას, იგი ხომ სავსეა ასეთი ადამიანური შეხედულებებით??.. უბრალოდ გაცილებით მოხერხებულად აქვს ზებუნებრივობის საბურველი შემოხვეული, მე კი უბრალოდ ეს შეხედულებები ერთი შეხედვით გულუბყვილო დეტალებით გავამძაფრე მეტი არაფერი, და მხოლოდ 10 წლის ბავშვი თუ გაიგებდა ამ ყველაფერს ასე პირდაპირ. :)))

    • მე მიმაჩნია რომ სწორედ უნდა გავაშარჟო, რადგან ჩემთვის არ არსებობს რაიმე ზღვარი რომელიმე თემასთაზე სასაუბროთ თუ დასაწერად,
      მადლობა კომენტარებისთვის (მაინც)

  3. + miuxedavad imisa rom civilizaciam teknikur ganvitarebas miagcia, aramgonia gonebrivi tvalsazrisit didad cavsulikavit cin. ase rom, is rac mitosshi an bibliashia, gmertebistvis/gmertistvis adamianuri tvisebebis minichebis chatvlit, eg kvelaferi sxva miznebs emsaxureboda, ase rom shen agikvi eg kvelaferi pirdapir raxanc gasharjeba gadackvite.

    • უბრალოდ ადამიანმა ვერ მოიფიქრა ისეთი ღმერთი რომელიც ადამიანური წარმოდგენებისგან იქნებოდა ტავისუფალი, ან კი როგორ მოიფიქრებდა, ადამიანი არაადამიანურ რამეს, ესაა მხოლოდ პრობლემა, მაგრამ ზოგიერთი რელიგიური წარმოდგენა იმდენად უსუსურია რომ ღირს მასზე კაიფი…
      პირდაპირ აღვიქვი თუ ირიბად ეს ცალკე თემაა, ყოველშემთხვევაში შარჟს ნამდვილად არ უკავშირდება.

  4. P.S: ტექნიკური განვითარება თავისთავად გონებრივი განვიტარების შედეგია… აბა რა გგონია შუასაუკუნეების გონებრივი განვითარება და დღევანდელი ერთია? ასე რომ გონებრივად საკმარისად წინ წავედით, ამის ნათელი მაგალითი ტექნოლოგიური განვიტარების დონეა.

  5. ici, namdvilad ar damitvlia ori atasi clis cinandeli da ocdameerte saukunis rigiti adamianis tvinis xveulebi rom shemedarebina gonebrivi ganvitarebis doneebs shoris sxvaoba, magram fakti faktad rcheba, adamians igive acuxebs rac adre acuxebda da imaze met pasuxs ver udzebnis, rac adre ar kofila natkvami (klvavac ar vtvli mecnierul migcevebs). kvela tanamedrove filosofosi dzvel berdzen filosofosebs ekrdnoba, xolo gonebrivi ganvitareba mravalmxrivi arsebobs. me shemokmedebiti vigulisxme – literatura, filosofia, xelovneba da a.sh.

  6. xo, radgan ar mickino, raga maincdmainc P.S natkvams upasuxeo, magis zemot rac dacere ar aris sakitxis irgvliv ghrma fikris shedegi. sharjs funkcia akvs da datvirtva, ar aris ubralod “iumoris nakofi”. amitomac didi mnishvneloba akvs rogor gesmis is rasac sharjav, pirdapir tu iribad, rom sheusabamoba ar gamovides.

    • ღრმა ფიქრის შედეგი არის თუ არა ამას ვერ განსაზღვრავ ჩემი პასუხიდან, მე უბრალოდ აღარ განვავრცე იმიტომ რომ საკმარისად ვრცელი თემაა, შარჟის ფუნქცია და დატვირთვა მე მგონი მეტ ნაკლებად განვმარტე… ღრმა ანალიზის თავი კომენტარების რეჟიმში არ მაქვს და თუ გინდა სხვაგან გავარჩიოთ,
      ისე მე მგონია რომ შენი ამდენი კომენტარის ნამდვილი მოტივი რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფაა (ამ პოსტის მხრიდან) და არა ობიექტური შენიშვნები შარჟის ფუნქციასა და იმასთან დაკავშირებით რამდენად კარგად გავართვი ამ ამოცანას თავი.

    • lool :)) მე კი ვიტყოდი რომ ცხოვრება და ზოგადად ადამიანის ცნობიერება იმდენად მრავალფეროვანია რომ ღმერთებზეც და კიდევ ათას გოიმობებზეც კი რჩება დრო საფიქრელად… :))

  7. kukulo მიხარია ათეისტებს რომ ვპოულობ ხოლმე, მაგრამ ვისაც კიდევ ჯერავს ასე არ უნდა მიმართო ჩემი აზრით. ბევრს ჯერ კიდევ არ შეუძლია იცხოვროს იმ მსოფლმხედველობის გარეშე, რაც ახლა გვაქვს რელიგიით და ღმერთზე აგებული.
    და ვერც შეცვლი ამას, სულ რომ მეცნიერულად ამტკიცო უბრალოდ შენთვის უნდა დაიტოვო.

  8. ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი კითხვაა, ეს თემა ჩემი ტკივილი, არსი, მიზანი და მოწოდებაა. ვაღიარებ და ამაზე არ დავფიქრებულვარ, რადგან, მანამდე კიდევ იმდენ პასუხგაუცემელ კითხვებს წავაწყდი…

      • სწორედ იქნებ ვცდების გამო სიკვდილის წინ რო ეშინოდათ ხოლმე ასე აღიარეს ბევრმა ცნობილმა მეცნიერმა ათეისტებმა ღმერთი.. და ეს მაგალითი ამყარებს რწმენას.
        მაგრამ არიან ვინც იმდენად მყარად დგანან ათეისტობის მსოფლმხედველობაზე არასდროს გადაუხვევიათ.
        ადრე თუ გვიან ერთ დროს ჩვენი შთამომავლები ათეისტები იქნებიან ყველანი. გამიხსენეთ თუ ამ დროს მოვესწრებით 🙂

  9. me mgoni aq iumori cota uadgiloa.tqveni martla ar mesmis,tan ar gcamt ufali da tan izaxit gmerti ar gamciravso,tu ar gcams mashin sheckalebas rato itxov uflisgan?..midi da im shens eshmaks txove,romelic tqvenshi aris chasaxlebuli.rao ara gaqvs misi imedi?… tumca eg sheni nebaa,ras icameb da ras ara.magram me mxolod ert rchevas mogcemt: uflis rcmenis gareshe verasodes iqneba bednieri da ver daimkvidrebs sakutar tavs adamiani.”chventan ars gmerti”.

    • ვაი ვაი… რა სერიოზულად ეკიდებით ყველაფერს.. გავიხუმრე თორემ არავის შეწყალებას არ ველი. იმიტომ რომ შეყწალება არც მჭირდება. არაფერს ვაშავებ ვარ ჩემთვის პატიოსანი მოქალაქე, რომელსაც ღმერთი არ ჭირდება რაღაც ზღაპრული ილუზიების შესაქმენად… ჰოომ ეშმაკს რაც შეეხება, მეგობარო ცოტა მეტი ტაქტიანობა და საზრიანობა გმართებს, როცა უცნობ ადამიანს ეუბნები ეშმაკი ჩაგისახლდაო… თორემ ინკვიზიტორს დაემგვანები .
      მე უფლის რწმენის გარეშე უკვე ბედნიერი ვარ და მოდი ყველამ საკუთარ თავს მიხედოს. მისიონერული დიდაქტიკა აღარ ჭრის გონიერ ადამიანებთან!

  10. michael არ ვიცი რა მიზნით ან მიზეზით დაწერეთ ეს პოსტი, მაგრამ რელიგიურ საკითხებზე ხუმრობა და “კაიფი” არ შეიძლება. გასაგებია, რომ ჭეშმარიტების შეცნობა გინდათ და ეს ძალიან კარგია, მაგრამ როცა ამას ვერ ვახერხებთ, არც საკუთარი ჰიპოტეზები უნდა ჩამოვაყალიბოთ, მითუმეტეს ირონიულად.
    ჩვენ მხოლოდ ერთი სამყაროს პატარა ნაწილები ვართ და ისიც ვერ შეგვიცვნია… აბა დააკვირდით, რასაც ვხედავთ იმის შესახებაც კი რამდენი რამე არ ვიცით… მაგ. სულ რამდენიმე წლის წინ ატომის არსებობასაც კი ვერავინ წარმოიდგენდა და რამდენი ამის მსგავსი, “ელემენტარული” და “ლოგიკური” რამ ჯერ კიდე ამოუცნობია. ამ დროს ჩვენ უხილავზე გვინდა “ლოგიკურად” ვიმსჯელოთ?..

    უკვე მივხვდი, რომ აქ ბევრი ურწმუნოა, მაგრამ დაფიქრდით, “ვაიდა” მართლა არსებობს ღმერთი, მერე?… მისი გულმოწყალება კი უსაზღვროა, მაგრამ იქნებადა ყველაფერს არ პატიობს ადამიანებს? ყველაზე კეთილ ადამიანს დააკვირდით აბა, ყველა და ყველაფერი ეცოდება? არ მოუკლავს კოღო, რომელმაც ნერვები მოუშალა? ჭიანჭველა მაინც არ გაუჭყლეტია იმის გამო რომ ვერ დაინახა და არც მისი ესმოდა? ჩვენც ჩვენი ცოდვების სიმძიმე გვაშორებს უფალთან. იქნება და უფალმა გაცილებით სასტიკი გაბრაზება იცის?..

    ამბობთ, რომ არ გჭირდებათ ღმერთი, მას რაღაში დაჭირდებით? დავუშვათ, ახლა ბედნიერები ხართ, მაგრამ განა რამდენი წელი იცოცხლებთ? იქნება, რო მოკვდებით მართლა წარსდგეთ უფლის წინაშე?.. უკან დასახევ გზას მაინც რატომ არ იტოვებთ?..

    მე არავის განგიკითხავთ, შესაძლოა თქვენს შორის ყველაზე ცოდვილი მე ვარ, მაგრამ თუ ჩემი კომენტარი ცოტათი მაინც ჩაგაფიქრებთ, ბედნიერი ვიქნები. მართალია ცოტა ბევრი დავწერე, მაგრამ, ძალიან გთხოვთ, ამასაც ირონიულად ნუ წაიკითხავთ. გულის სიღრმეში ოდნავ მაინც დაფიქრდით, იქნებადა მართლა არსებობს უფალი?!

    • გამარჯობა მარიამ. მადლობა კომენტარისთვის.
      ვერ დაგეთანხმებით რომ არ შეიძლება ხუმრობა, მე მიმაჩნია რომ შეიძლება მითუმეტეს ისეთ საჯარო “პირზე” როგორც ღმერთია, ჩემთვის ტაბუ არ არსებობს. თავს უფლებას ვაძლევ ვიყო თავისუფალი და გამოვხატო ჩემი აზრები, ირონიული იქნება თუ სხვანაირი. ნუთუ ღმერთს ხუმრობა არ ესმის? ან ირონია აღიზიანებს ჩემგან? ღმრთი ისეთი მეწვრილმანეა რომ შეურაცხყოფილი რჩება ამ უწყინარი ხუმრობისგან?
      ჩემი აზრით საერთოდ არასწორად ავითარებთ აზრებს
      ვაიდა არსებობდეს?, თუ ეს ღმერთი ასეთი მეწვრილმანე კომპლექსიანი და პატივმოყვარეა რომ მასთან შედარებით უსასრულოდ პატარა და უმეცარ არსებებს დასჯის ასეთი სულელობისთვის, ასეთი ღმერთის დიახაც არ მეშინია, იმიტომ რომ ის ისეთივე სუსტი ჩანს როგორც 8 წლის ბავში რომელიც ჭიანჭველებს ბუდეს უნგრევს.
      ასეთი სისულელეების დიდი ხანია აღარ მეშინია, იმიტომ რომ ვხვდები ბრაზიანი ღმერთი ადამიანური შიშების უსუსური გამოხატულებაა და სხვა არაფერი.
      ყველაფერი ზღაპარია ადამიანის თავის დასამშვიდებლად ან შესაშნინებლად.
      მე ამ სტერეოტიპულ მიდგომებს ვებრძვი და არა თავად ღმერთს, იმიტომ რომ ღმერთი მხოლოდ სიტყვაა ადამიანის საცოდავ ადუღებულ გონებაში წარმოშობილი, ღმერთი არის დიდების სანტა კლაუსი და გუდიანი კაცი.
      იქნებ მართლა არსებობს? არაა პრობლემა!!! მე უკვე იმასაც შეგუებული ვარ რომ სიკვდილი დასასრულია. და რომელმა ბრაზიანმა ღმერთმა უნდა შემაშინოს ამაზე მეტით? 😀

  11. აი, ახლა ვხვდები რა უსუსური ვარ… 🙂 მე თქვენ ღმერთის არსებობას ვერ დაგიმტკიცებთ. ადამიანს რამდენი დამამტკიცებელი საბუთიც არ უნდა მოუტანო თუ თვითონ არ უნდა, არ (ვერ) დაინახავს…

    იცი, მშვენივრად მესმის თქვენი. “ბრაზიანი ღმერთი”… :)) მეთვითონ ამაზე გაცილებით უარესად “ვღადაობ” ხოლმე კერპებზე და ზუსტად შენნაირი ლოგიკით მეცოდებიან კერპთაყვანისმცემლები და ვინმემ რო მითხრას ნუ იცინიო, თავაზიანობა კი მეყოფოდა წესიერად მეპასუხა, მაგრამ ალბათ ზუსტად შენნაირად გავიფიქრებდი…

    მაგრამ უფალი კერპი არ არის!!!

    აი, (იმედი მაქვს, ბიოლოგიაში ცოტა ერკვევი 😀 ) უჯრედი ავიღოთ. დღეს მეცნიერება ისეა წინ წასული, რომ თითქმის ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ყველანაირი ორგანელა, იონები, დნმ, ფერმენტები რავიცი ყველაფერი რო მოვათავსოთ “თავთავის ადგილას”, კონცენტრაციული გრადიენტიც და აბსოლუტურად ყველანაირი პირობა რომ შევუქმნათ, მაინც ვერ გავაცოცხლებთ.

    იმედია არ გჯერა, რომ დედამიწა რაღაცის თავისთავად აფეთქების შედეგად წარმოიქმნა და რაღაცა ქაოტურად მოძრავი ნაწილაკები დალაგდნენ თავისით, ხმელეთი და წყალი გამოეყო ერთმანეთს და ყველაფერი ხუთიანზე რო დალაგდა, წყალში რაღაცა ნივთიერებები შეჯგუფდნენ და უეცრად გაცოცხლდნენ :D:D:D მერე ეს რაღაცა არსება გამრავლდა კიდევაც და მერე იმდენი გარდაქმნები და მუტაციები განიცადა რო…… მერე გადაიქცა მაიმუნად და მაიმუნიდან ადამიანი ჩამოყალიბდა. :D:D (მაპატიეთ, იმის წარმოდგენაზე, რომ ჩემი წინაპარი ღრუბელა, ჰიდრა და მერე რაღაცა ნაწლავღრუიანი იყო, მეცინება…).
    გინდაც ასე ყოფილიყო, ის რაღაცა თავიდან რო აფეთქდა საიდან წარმოიქმნა? ან რატო აფეთქდა? რატო მოძრაობდა? საერთოდაც ელექტრონი რატო მოძრაობს ატომბირთვის გარშემო და რატომ არ ეჯახება მას? თუნდაც, დედამიწას რატომ გააჩნია მიზიდულობის ძალა?… მოკლეთ ასეთი კითხვები ძალიან ბევრი “მაწუხებს” :)))

    ბევრი რო არ გავაგრძელო, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ვიღაც ან რაღაც მართლა არსებობს, რომელმაც ეს ყველაფერი წარმოქმნა, “დაალაგა” და სიცოცხლე შთაბერა ცოცხალ არსებებს. სწორედ ეს ღმერთი მწამს და მიყვარს მე (ნუ რამდენადაც შემიძლია) და არა კერპები და შესაშინებლად და თავის დასამშვიდებლად მოგონილი ზღაპრები…

    მართლა ვერ გეტყვი უფალი სინამდვილეში როგორია, ბრაზიანი, გულმოწყალე, მეწვრილმანე, კომპლექსიანი თუ პატივმოყვარე, როგორც შენ თქვი, მაგრამ უსუსური რო არაა, ეს აშკარაა…

    მე არ ვიცი მას რა წყინს და რა უხარია, მაგრამ ბიბლიაში, რომელშიც ყველაფერი წერია, რისი ცოდნაც ადამიანს სჭირდება, წერია, რომ ჩვენ მის ხატად და მსგავსად ვართ შექმნილები. ამიტომ ვბედავთ და ვანიჭებთ მას ადამიანურ თვისებებს. როგორც ადამიანს, მე ძალიან მაბრაზებს დაუნახავი ადამიანები, თან რო გადაყვე და ერთ მადლობასაც არ გეტყვიან… “ლოგიკურად” არც უფალს უნდა უხაროდეს, როცა ვინმე დასცინის და “ღადაობს” მასზე, უმადურობაზე და უპატივცემლობაზე ხო აღარ მაქვს ლაპარაკი… როცა ადამიანს ყოველდღიურად უამრავ სიკეთეს უკეთებ, კვებავ, ასმევ, აცმევ, სიცოცხლის ძალას აძლევ, ენერგიას, რომ დილით გაიღვიძოს და ბედნიერი იყოს…. და ეს ადამიანი შენს არსებობასაც კი ივიწყებს, უმადურია და ყველაფერ ამასთან ერთად “ღადაობს” შენზე, საწყენი თუ არა, სასიამოვნო ნამდვილად არ უნდა იყოს…

    რაც შეეხება სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს, მაგაში მასე დარწმუნებულიც ნუ იქნები, რომ სიკვდილით ყველაფერი მთავრდება… (ენერგია არასოდეს იკარგება, უბრალოდ ერთი სახიდან გადადის მეორეში…)

  12. საქმეც მაგაშია რომ დამამტკიცებელი საბუთი უბრალოდ არ არსებობს.
    ღმერთი და კერპი ტყუილად გგონიათ სხვადასხვა. განსხვავება ისაა რომ კერპი მატერიალურია და შეგიძლია შეეხო. ღმერთს კი არამატერიალურობის ოდიოზური საბურველი შემოახვიეს.
    უჯრედის გაცოცხლებას რაც შეეხება. ძალიან ცდებით თუ ის გგონიათ რისიმე დამამტკიცებელი საბუთი რომ უჯრედს ვერ ქმნიან. სიცოცხლე ძალიან რთული მექანიზმია, რომელიც მილიარდობით წლის განმავლობაში ყალიბდებოდა, ჩვენი განვითარებული მეცნიერება კი რამდენიმე ათწლეულს ითვლის, ამაზე არ დაფიქრებულხართ?
    როგორც მივხვდი კოსმოლოგიაში ვერ ერკვევით, თორემ დედამიწის წარმოქმნაზე არ დაწერით აფეთქებით წარმოიქმნაო. ევოლუციაც ერთადერთი მეცნიერული თეორიაა რომელიც ხსნის კავშირს ყველა ცოცხალ არსებასთან. მე ეს თეორიები უფრო დამაჯერებელი მეჩვენება ვიდრე 6 დღეში შექმნილი სამყარო და ტალახისგან გამოძერწილი ადამიანი. მეცნიერება მიზეზ შედეგობრივი კავშირია, განტოლება სადაც ყოველი ნიშნანი რაღაცას წარმოადგენს და კვლევის შედეგად გაჩნდა (და არა ჰაერიდან) რელიგია კი მოთხრობილი მითები.
    ძალიან შემცდარხართ თუ გგონიათ რომ ეგ კითხვები რომლეიც გაგიჩნდათ, ავტომატურად ღმერთამდე მიდის. თქვენ მარტივად ეძებთ მიზეზებს და მიდიხართ ღმერთამდე, მე კი გონების ცარიელ ხვრელებს არ ვავსებ ღმერთით. მიზეზები შეიძლება საერთოდ არ არსებობს. როცა წესრიგით და “დალაგებით” ვაპელირებთ უნდა გვესმოდეს რომ ამ მდგომარეობას ადამიანისთვის აქვს მხოლოდ მნიშვნელობა. მაგალითად არსებობს ასეთი თეორია რომ ჩვენი სამყარო არაა უნიკალური და არის მეგა სამყაროს ნაწილი. შეიძლება უსასრულო რაოდენობის სამყაროებში სულ სხვა ფიზიკური კანონები მოქმედებდეს, მაშინ გამოდის რომ ის რასაც ჩვენ წესრიგს ვეძახით, შეიძლება სხვაგან ქაოსი იყოს და ა.შ… ამით იმის დემონსტრირება მინდა რომ წესრიგი უნივერსალური არაა ეს არის მდგომარეობა რომელმაც განაპირობა ჩვენი სამყაროს სახე და ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ რა იცი რომ ამ მდგომარეობას მაინცდამაინც სჭირდება ვინმე მომწესრიგებელი?
    ჩემი აზრით მთავარი პრობლემა რაც თქვენ წარმოსახვაში არსებობს (ზოგადად მორწმუნეებს ვგულისხმობ) ისაა რომ გგონიათ მთელი სამყარო ისეა მოწყობილი როგორც ადამიანის ყოველდღიურ ყოფაში. ჩვენ ადამიანები შემოქმედები ვართ, ვქმნით საყოფაცხოვრებო ნივთებს, ხელოვნებას, ცნებებს, ამიტომ გვგონია რომ სამყაროც ვიღაცის შემოქმედება უნდა იყოს. არადა ხომ შეიძლება ეს მხოლოდ ვიწრო ადამიანური მიდგომა იყოს და მეტი არაფერი?
    თქვენ გვერდს უვლით შემთხვევითობას, სასტიკად არ მოგწონთ ეს და ამიტომ გირჩევნიათ ვიღაც ყოვლის მომცველის შვილებად წარმოიდგინოთ თავი, ეს უფრო მაღალფარდოვანი და რომანტიულია.ვიდრე დიდი აფეთქება და ევოლუციის თეორია.ესეც ადამიანური სისუსტის ერთი მაგალითია. თვითონ სამყარო კი ისე არ მოქმედებს როგორც ადამიანის ტვინი. სამყაროს კოსმოსს, გრავიტაციას გონება, დაგეგმარება და დიზაინი არ ჭირდება, სამყარო არ აზროვნებს, იმიტომ რომ არაფერში ჭირდება. აზროვნება, დაგეგმარება ბიოლოგიური მექანიზმის შედეგია.
    ენერგიის დაკარგვას რაც შეეხება,
    ნამდვილად არ იკარგება, მატერია რისგანაც შედგები (ანუ იგივე ენერგია, მატერია ენერგიის სახეა) სიკვდილის შემდეგ სხვადასხვა არსებაში და მიწაში გაიფანტება, არ დაიკარგება, უბრალოდ შენი ატომები ზოგი მიწაში იქნება, ზოგი ჭიებში, ზოგი ჰაერში და ა.შ.. მაგრამ ის რაც შენ პიროვნებას ქმნიდა, აღარ იქნება.

  13. მემგონი, ჩვენს კამათს აზრი არ აქვს. ვერც მე დაგიმტკიცებ რომ უფალი არსებობს და ვერც შენ დამიმტკიცებ, რომ არ არსებობს იგი…
    დრო ყველაფერს გვიჩვენებს. “არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს და არცა საიდუმლო, რომელი არა გამოცხადდეს”…

    თვითონ ის მატერია საიდან შეიქმნა, რისგანაც ყველაფერი წარმოიქმნა? რა იყო თავდაპირველად და რაც თავდაპირველად იყო ის საიდან წარმოიქმნა?…….
    6 დღეს რაც შეეხება, ბიბლიაში სულაც არ წერია, რომ ეს დღე “ჩვენებურ” 24 საათს უდრის…

    თუ მე სულელი ვარ იმის გამო, რომ უფლის მწამს, დაე ეგრე იყოს!!!

    • მართალია, ვერ დავუტკიცებთ ერთმანეთს, თუმცა ეს არცაა ჩემი მიზანი, დიდი ხანია მივხვდი რომ მტკიცებას აზრი არ აქვს. მაგრამ მგონია რომ ნებისმიერი აზრთა გაცვლა გამოცვლა მაინც სასარგებლოა., ადამიანები მინიმუმ იმას მაინც სწავლობენ რომ განსხვავებულ შეხედულებას პატივი სცენ, მე ასეთ კამათში ძირითადად სხვისი აზრების გასაგებად და საკუთარის გასამდიდრებლად ვებმევი და არა იმიტომ რომ კონკრეტულ ინდივიდს დავუმტკიცო რომ ღმერთი არ არსებობს. როცა ადამიანს უნდა რომ არსებობდეს, იმას ვერ გადაარწმუნებ, მითუმეტეს როცა არც არსებობის მტკიცებულებებია და შესაბამისად არც არ არსებობის.
      მატერიას რაც შეეხება, მატერია შეიქმნა ენერგიისგან, ეს ენერგია საიდან მოვიდა არავინ იცის, მაგრამ ეს არ ცოდნა არაა საკმარისი იმისთვის რომ ავტომატურად ღმერთს მივაწეროთ. (გონების ცარიელი ხვრელების ამოვსება თავის დასამშვიდებლად) მითუმეტეს ამის რეალური საფუძველი არ არსებობს იქნებ ეს ენერგია თვითონაა ყველაფერი, რომელიც მატერიად ტრანსფორმირდება. იქნებ აქ იკვრება წრე? ენერგია ტრანსფორმირდება მატერიად, შემდეგ მატერია ისევ ენერგიად და ა.შ..
      კითხვებს არ მივყავართ ღმერთთან, არამედ ადამიანის სურვილს. რომ ყავდეს ყოვლისშემძლე მშველელი და მეგობარი.
      ნებისმიერ ღმერთში მე ადამიანის სისუსტეს ვხედავ მხოლოდ, და არა სამყაროს თავსა და ბოლოს. ისე არ გაიგოთ თითქოს ათეისტები ძლიერები ვართ. არა ყველა ადამიანს თავისი შიში და სისუსტე აქვს, უბრალოდ ზოგი უსწორებს თვალს ზოგი ვერა, ზოგი კი საერთოდ ვერ აცნობიერებს რატომ სწამს, იმიტომ რომ თავს მოხვეულია ეს რწმენა.
      6 დღეს რაც შეეხება, კი ნამდვილად არ წერია რომ 24 საათს უდრის, მაგრამ ისიც არ წერია რას უდრის სინამდვილეში. ასე რომ ინტერპრეტაციის უთვალავი რაოდენობა გვაქვს, რომელიც არანაირ საფუძველს არ ეყრდნობა, მე ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე მართებულია გავიგოთ პირდაპირ. ვიღაც იტყვის 100 000 წელიაო, მაგრამ რითი დაამტკიცებს? მე ცოტა ახლოს მაინც ვარ ლოგიკასთან პირდაპირ წერია 1 დღე, სხვა წიგნში რომ წაიკითხო 1 დღე, ხომ 1 დღეს წარმოიდგენ და არა 100. მაგრამ ბიბლიური ისტორიების სიმარტივეს მეტაფორებით მალავთ, თავადაც ძალიან მარტივი რომ არ მოგეჩვენოთ, ეს მეტაფორები არაფერს ეყრდნობა. სად ამოიკითხეთ რომ 1 დღე ერთ დღეს არ ნიშნავს და არის სხვა რამე? ბიბლიაში დაშიფრული ინფორმაციაა? რამენაირად შეიძლება გამყარდეს ეს აზრი გარდა ავტორიტეტების ჰაერიდან მოტანილი სიტყვებისა? ვინმე გამოითვლის?
      სულელი არაფერ შუაშია, განსხვავება სამყაროსთან ურთიერთობასა და აღქმაშია. თუ რაციონალურად მიუდგები სამყაროს ამოხსნას და არა პირადი სუბიექტური გრძნობებით, მაშინ დაინახავ რომ მითიური პერსონაჟები ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გრაფიკია. სამყარო კი გაცილებით ფართო ცნება ვიდრე ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს.
      დრომ შეიძლება გვიჩვენოს ყველაფერი.
      თუ ადამიანი ამოხსნის თავისივე ტვინის მუშაობის ყველა ასპექტს,
      მაგრამ სამყაროში სრულყოფილება არ არსებობს.საერთოდ სამყაროს თვისებაა არასრულყოფილება, მე და თქვენ რომ ვარსებობთ ესეც არასრულყოფილების შედეგია. ამიტომ ყველაფრის ამოხსნა და გარკვევა უტოპიაა.
      წარმატებებს გისურვებთ!

  14. ისე, გაცილებით ადვილია არ გწამდეს უფლის. მაშინ მართლა “თავისუფალი” ადამიანი იქნები, არ მოგიწევს მისი მცნებებისა და კანონების შესრულება. არანაირი ვალდებულებები და არანაირი სინდისი… რასაც გინდა და როცა გინდა იმას გააკეთებ…
    ისე შენი აზრით, რომ არა ღმრთის სიყვარული, რიდი ანდა შიში, რა აიძულებდა ადამიანებს წესიერად ცხოვრებას? სახელმწიფოს კანონები ნამდვილად არა. რატომ დაუშვებდა ადამიანი, რომ სხვა მასზე მდიდარი და ბედნიერი ყოფილიყო? ადგებოდა და მოიპარავდა, მოკლავდა, უღალატებდა, იმრუშებდა…. მოკლეთ, წარმოგიდგენია რა ქაოსი იქნებოდა დედამიწაზე უმეტესობა რომ ისე აზროვნებდეს, როგორც შენ? მე არ ვიცი შენ როგორი ხარ და შეურაცხყოფად ნამდვილად არ მიიღო, მაგრამ ყველას ექნებოდა იმდენი შინაგანი სიწმინდე, რომ პატიოსნად ეცხოვრა?
    რომ არა ღმრთის შიში ადამიანებს რაც მოუნდებათ, იმას გააკეთებენ და დამიჯერე სიკეთის კეთება არავის მოუნდება, გარყვნილება და ქაოსი დაისადგურებს…

    ამიტომ, შენ ეგრე ფიქრობ და ფიქრს ვერ დაგიშლი ნამდვილად, მაგრამ ჩემი რჩევა (თხოვნა) იქნება, სხვების გადაყვანას შენს აზრზე ნუ ეცდები. სხვა თუ არაფერი, იმის გამო მაინც რომ მთლიანად არ წახდეს ქვეყნიერება… ხომ ხვდები რასაც ვგულისხმობ?…

    • საერთოდ ცხოვრება არაა ადვილი.
      შინაგანი კულტურა სინდისი და სწორი ფასეულობები კი ღმერთისა და რელიგიის გარეშეც არსებობს. ჩემს მშობლებს არასდროს არაფერი უთქვამთ ღერთზე, (თუმცა ყოველთვის წამდათ თავისებურად, თუმცა აღზრდის საქმეში არ გამოუყენებიათ) მაგრამ აღმზარდეს სწორად. ადამიანს სიყვარულს თუ მისცემ ისიც სიყვარულს დაგიბრუნებს არა მარტო შენ არამედ მთელ სამყაროს. სიძულვილს მისცემ სიძულვილსცე აირეკლავს. 12-13 წლამდე ღმერთზე საერთოდ არ მიფიქრია, და მისი სიყვარული საერთოდ არ მომსვლია თავში, მაგრამ ჩემ პიროვნება ილუზორული არსების სიყვარულმა და შიშმა კი არ განსაზღვრა არამედ რეალურმა სიყვარულმა და სწორმა აღზრდამ.
      საერთოდ ადამიანის ზნეობას შემაკავებელი და მარეგულირებელი იმიტომ ჭირდება რომ რეალური სიყვარული ძვირია ამ სამყაროში.ყველას არ ხვდება თანაბრად, ზოგს საერთოდ არ ხვდება ამიტომ არსებობს მოგნოლი არსება რომლითაც გაშინებენ, და თუ კარგად იქცევი კანფეტებსაც გაძლევენ (სამოთხის დაპირება) ეს ჩვეულებვრივი ვაჭრობაა, სამოთხე კარგი მოქცევის ფასად. ადამიანი ხომ ხარბია და მშიშარა, ამიტომაც კარგად მუშაობს ეს სისტემა, ერთ ხელში მათრახი (ჯოჯოხეთი, ეშმაკი, ქვაბში მოხარშვა) მერე ხელში ბრჭყვიალა კანფეტები (სამოთხე, ცხონება, ენით აუწერელი ნეტარება და მუდმივი არსებობა)
      არ ვამბობ რომ ყველას ამიტომ წამს, მაგრამ ძირითადად რწმენის მოტივი ესენია, ადამიანის სისუტეებზე თამაშით იქმება რწმენის საფუძველი.
      სწორი ფასეულობების მატარებელი ადამიანი ღმერთის და რელიგის გარეშეც არ ღალატობს თავის პრინციპებს და მორალს.
      პრინციპებით და ფასეულობებით ღარიბი უსიყვარულოდ დარჩენილი კი შეიძლება მხოლოდ კანფეტებით და მათრახით გააკავო.
      ათეიიზმი არ ნიშნავს ანარქიას და იმის კეთებას რაც გინდა.
      ყოველი მოაზროვნე ადამიანი ამხელა სამყაროში საკუთარ თავს უზარმაზარი სისტემის ერთ ნაწილად გრძნობს თავს. ყოველი ადამიანი უზარმაზარი ხის ერთი პატარა ტოტი ან ფოთოლია.თუ ამას აცნობიერებ რომ შენ ცალკე აღებული კაცობრიობის,სოციუმის პლანეტის, მასზე არსებული მთელი ნივთიერებების და ბიოლოგიურ, ქიმიური თუ ფიზიკური ურთიერთქმედებების გარეშე არაფერი ხარ, მაშინ შეუძლებელია არ ემსახურო კაცობრიობის, სიცოცხლის მიზანს. აი რა ქმნის პრინციპებს და მიმართულებას, შავის და თეთრის დეფინიცას. ეს ყველა პრინციპი, მორალი, ზნეობა, ცუდის და კარგის გარჩევა, სიცოცხლის სწრაფვის ახალი ფორმაა რომელიც ადამიანის გონებაში განვითარდა. თუ ცხოველებში სიცოცხლე ინსტიქტებით ხელმძღვანელობს ადამიანში ეს უკვე ცნობიერებაშიც ხდება. აი ეს არის მთელი ჩემი მორალის საფუძველი და მგონია რომ ყველა ათეისტისაც ვინც ღმერთი ფიქრის შედეგად უარყო და არა იმის გამო რომ რაღაცაზე გაუბრაზდა.
      მათრახი და კანფეტები კი იმათთვისაა ვისაც რეალური სიყვარული დააკლდა და არც ამ ყველაფერზე უფიქრია, ან ყოველშემთხვევაში ასეთი დასკვნა არ გაუკეთებია.
      ალბათ კაცობრიობა ჯერ არაა მზად მოიხსნას რელიგიის მარწუხები და თავისი პროგრესი რეალურ საფუძვლებზე დაამყაროს.მაგრამ ეს გარდაუვალია. თუ საერთოდ კაცობრიობა გააგრძელებს არსებობას.
      კაცობრიობას მე ვერ წავახდენ :))) ვერც ნებისმიერი ათეისტი ან ყველა ერთად.
      ღმერთისგან განთავისუფლება მხოლოდ დაეხმარება ადამიანებს განთავისუფლდნენ ჩარჩოებისგან და თავიანთი თავი გააცნობიერონ, იმიტომ რომ რელიგია ბევრ ილუზიას და ფუჭ იმედს ტენის. ტენის საკუთარი არსის არასწორ ინტერპრეტაციას, ადამიანებს უკვდავების იმედი აქვთ და მთელ თავიანთი არსებობის აზრს სიკვდილის მერე ცხოვრებას უკავშირებენ. რეალურ ცხოვრებაში ვეღარ ხედავენ რეალურ აზრს და რეალობას თვალს ვერ უსწორებენ.
      თუმცა როგორც ზემოთ ვთქვი, მე არ ვცდილობ კონკრეტული ინდივიდების გადმობირებას, ამას აზრი არ აქვს. რელიგიის და ღმერთის არსი ისედაც სუსტდება ნელ ნელა, ღმერთი და რელიგია ვეღარ ეწევა თანამედროვე ცხოვრების რიტმს, მისი მორალი და პრინციპები თანდათან მოძველებული და უსარგებლო ხდება, ხლახი ჯერ განსხვავებულ აზრს ეჩვევა, მერე ეჭვები უჩნდება, ამას მე და სხვა ათეისტები კი არ ვაკეთებთ სათითაო ადამიანების გადმობირებით, ეს ბუნებრივად ხდება განვითარების კვალდაკვალ
      , მთელი სამყარო აკეთებს ამას, მეცნიერებით, სოციალური ცვლილებებით. დამოკიდებულებების დახვეწით. და ა.შ…
      უფფფ რამდენი ვწერე…

  15. გაცილებით ადვილია ადამიანს დააჯერო, რომ არ არსებობს ის, რასაც თვალით ვერ ხედავს, ვიდრე დაარწმუნო მის არსებობაში, მაგრამ იმედი მაქვს ამას ცუდათ არ გამოიყენებთ… (იმედია მიხვდებით რისი თქმაც მინდა).

    შენც წარმატებებს გისურვებ. იმედია ოდესმე ორივე მივაგნებთ ჭეშმარიტებას და იმედია ეს “ოდესმე” ძალიან გვიან არ იქნება :))

  16. – რას აკეთებდა ღმერთი სამყაროს შექმნამდე?
    – ფიქრობდა.
    – და რაზე ფიქრობდა?
    – იმაზე, რაზეც დღეს ადამიანი.
    – ნუ, მაინც?
    – იმაზე, თუ ვინ იყო, რატომ იყო, რა უნდა ეკეთებინა?
    – და რაო ღმერთმა?
    – კითხვაზე — თუ ვინ იყო, უპასუხა, რომ უბრალოდ ღმერთი იყო. კითხვაზე — თუ რატომ იყო, ანუ რა იყო მისი არსებობის დანიშნულება, ბევრი იფიქრა და დაასკვნა, რომ რაღაც უნდა შეექმნა და შექმნა კიდეც სამყარო.
    – და რაღა უნდა ეკეთებინა ღმერთს?
    – ბუნებრივია, რომ იმისთვის უნდა მოევლო, რაც შექმნა.
    – უვლის კი?
    – თუ ძმა ხარ …

დატოვე კომენტარი