სევდა
January 28th, 2012 § 2 Comments
მე მიყვარს სევდა! რომელიც ხშირად უსამართლოდ ასოცირდება პესიმიზმთან, დაღვრემილობასა და თვითგვემასთან. სევდა სხვანაირია – სევდა ცხოვრების შეცნობის სიღრმეა, არსებობის ფუნდამენტში შეჭყეტვის გზა. მხოლოდ სევდას და ცხოვრებისეული ტრაგედიის შეფასების გრძნობას ძალუძს შემოიტანოს ისეთი კონტრასტი, რომელიც ჭეშმარიტ ფასეულობებს სათანადოდ წარმოაჩენს. მხოლოდ სევდას შეუძლია შესძინოს ხალისს და სიცოცხლისმოყვარეობას სათანადო ფასი. სევდა არის ის რაც განსაზღვრავს ყველაფრის ფასს, თუ არ გჯერათ – წარმოიდგნეთ რომ არასდროს მოკვდებით, არ დაბერდებით და იგივე სიტუაციაში იქნება ყველა. ასეთ გარანტირებულ მუდმივობაში პირველი ალბათ რაც გაქრებოდა იქნებოდა სევდა, რადგან აღარ იქნებოდა საჭირო სიბრალული, თანაგრძნობა (არსებობა და სიჯანსაღე ხომ გარანტირებულია) სინანული, სოლიდარობა და დახმარება. და თუკი ეს ყველაფერი გაქრებოდა აღარ ექნებოდა ფასი არც სიხარულს არც სიცოცხლის სიყვარულს. იქ სადაც დროს და გარდაუვალ დრამატულ ცვლილებებს აზრი ეკარგება, იკარგება ყველაფერი ის რაც კარგია და მოგვწონს ამ ჩვენ არასრულფასოვან სამყაროში. ყველაფერი იდეალური უტოპიაა, ამიტომაც არ მჯერა იდეალური “კაცის” იდეალური “ბაღჩის” სადაც ლომები და ზებრები ერთად თამაშობენ, მარადიული ფასეულობების რომელთაც ცხოვრებისეული ტრაგედიისა და სევდის გარეშე გააჩნიათ ფასი. მიყვარს სევდა, მაგრამ არა პესიმიზმი და დაღვრემილობა. ეს ის სევდა არაა რომელიც თვითგამოხატვისთვის ჭირდება იმოს. არც ის სევდაა რომელიც განგაიარაღებს და საკუთარი არსებობის ფასს გაგინულებს.
იქნებ გიფიქრიათ რატომ ცოცხლობს დიდხანს სევდიანი ამბები? რატომ ითვლება ტრაგედია სერიოზულად, მხიარულება კი ზედაპირულ, მსუბუქ, თავშესაქცევ, გასართობ საქმიანობად? კომედია რაც არ უნდა კარგი იყოს, მაინც მსუბუქი დარჩება და ზედაპირზე იტივტივებს, შემდეგ აორთქლდება. ტრაგედია და მისგან გამოწვეული სევდა კი დამძიმდება და იმ სიღრმეებისკენ წავა სადაც, ფასეულობათა ფუნდამენტია. იქ სადაც იწყება ან მრთავდება სამყაროს აღქმა.
ისე ნუ გაიგებთ თითქოს მაზოხისტი ვიყო და ვოცნებობდე რაიმე ტრაგედია შემემთხვეს. teen ასაკიდან უკვე კაი ხანია გამოვედი, რომ მსგავსი რამეები რომანტიულ საბურველში შევმოსო. პერსონალური ტრაგედია არასასურველი და საშინელია, მაგრამ ზოგადად ცხოვრება თავისი არსით ისედაც ტრაგიკულია! ბედნიერების მწვერვალზეც კი. ყოველი ახალი დღე რამდენადაც ახალი შესაძებლობების საწინდარია იმდენადვე ყოველი ახალი დღე კიდევ ერთი პატარა ნაბჯია სიკვდილისკენ. სულაც არ მეჩვენება რომ ეს გადაჭარბებული შეფასებაა, არც ის მეჩვენება რომ ეს შეფასება რამენაირად უნდა თრგუნავდეს ადამიანს. ტრაგიზმი ცხოვრების ბუნებრივი მხარეა. რომლის გაცნობიერებაც საჭირო კონტრასტს ქმნის, კეთილგანწყობის, ღიმილის, დახმარების და უანგარო სიკეთის შეცნობასა და დაფასებისთვის. რა ამოძრავებს ამ ყველაფერს? თუ არა, ცხოვრების წუთიერება, თუ არა სინანული უამრავ დაკარგულ სიცოცხლზე, მომენტზე, დროზე, რომელიც აღარ დაბრუნდება.
მე ის სევდა მიყვარს რომელიც კი არ ავიწროებს და თრგუნავს ადამიანს, არამედ ჩააფიქრებს და გახდის მეტად მოტივირებულს რათა შეინარჩუნოს და განამტკიცოს ის ღირებულებები რომლებიც ფასეულია მასში. სევდა რომელიც რაღაცას შეგძენს და არ წაგართმევს.
ახალი არ იქნება თუ ვიტყვი რომ ყოველგვარი ნაკლოვანება იმის საწინდარია რომ არსებობს მისი საპირისპირო მხარე. თუნდაც რომ არა სამყაროს არასრულყოფილება და თავდაპირველი “სუპის” არათანაბარი გადანაწილება, არც ჩვენ ვიქნებოდით. იდეალური სტრუქტურის სამყარო ვერაფერს აწარმოებს. იქ სადაც შუქ ჩრდილი არაა სურათი ვერ იქმნება, იქ სადაც დრო არაა არც კარგი დრო დგება, რამდენადაც კარგია ყველაფერი იმდენადვე სევდიანი და ტრაგიკულია. ეს ყველაფერი კი ერთად, ერთ კონტექსტში უნდა აღიქვა, თუ სევდას ამოგლეჯ, მაშინ ვერასდროს შეძლებ დაფიქრდე თუ რატომ არსებობს საერთოდ სამყარო, მაშინ ვერასდროს ისწეავლი როგორ იყო უკეთესი, ვერც იმას გაიგებ რა მნიშვნელობა აქვს თანადგომას და ცხოვრებისეული ტრაგედიის გაზიარებას.
როცა პირველად წავიკითხე სამყაროს ცხელი სიკვდილის თეორიის შესახებ, ალბათ მაშინ მივხვდი ბევრ რამეს, ვიღაცისთვის შეიძლება უაღრესად დეპრესიულიც ყოფილიყო იმის დაშვება რომ სამყაროს სტრუქტურა თუნდაც ძალიან დიდი ხნის შემდეგ უბრალოდ დეზინტეგრირდება და შეწყდება ყველაფერი რასაც კი ჩვენთვის ოდესმე მნიშვნელობა ქონია. მაგრამ ჩემთვის ეს აღმაფრთოვანებელი და ძალიან მნიშვნელოვანი დაშვება იყო, რადგან რომ არა ცვილებათა ეს დრამატული ჯაჭვი, მაშინ არც ის ბრწყინვალე პერიოდი იქნებოდა სამყაროში, რასაც სამყაროს გაზაფხული შეგვიძლია ვუწოდოთ, ვარსკვლავური ერა.
ალბათ იმაზეც გიფიქრიათ რატომ აფასებენ ადამიანებს სიკვდილის შემდეგ, ესეც არ ყოფნის სევდაა რომელიც ტრაგიკული გზით განახებს პიროვნების რეალურ მნიშვნელობას.
უცნაური ფრინველი
January 19th, 2012 § Leave a Comment
მაჰვა-ნუ იმ დღეს აქოშინებული შევარდა ბელადის ქოხში და სოფლის საჭირბოროტო საკითხებზე დინჯად მოსაუბრე უხუცესებს მყუდროება დაურღვია, გამოცვივდნენ ყველანი გარეთ, მაჰვა-ნუ უჩვეულოდ აღელვებული ირწმუნებოდა ხეების თავზე უცნაური დიდი ფრინველი დაფრინავდა და თან საშინელ ხმას გამოსცემდაო, მაგრამ დანარჩენებს უჩვეულო იმ დროს არაფერი დაუნახავთ. ეს იყო იმდენი მთვარის უკან, რომელიც არავის შეეძლო დაეთვალა. რომც მოესურვებინათ მათ ლექსიკონში ათზე დიდ რიცხვს - ბევრი ერქვა. თუმცა ახსოვდათ მაჰვა-ნუს შეშფოთებული სახე და ღმერთების რისხვასავით, ძრწოლით წამოძახილი “დიდი ფრინველი” .
ლამის დავიწყებასაც კი მიეცა ეს ამბავი როცა დიდი ფრინველი ისევ გამოჩნდა, ამჯერად მაჰვას მეზობელმა პატარა ანადამ გაიგონა უჩვეულო ზმული მერე სადღაც კენწეროებს ზემოთ შენიშნა. შინ შეირბინა და სანამ სხვებს დაუძახებდა მანამდე მთელი სოფელი გარეთ აღმოჩნდა, კაცები ნადირბიდან ბრუნდებოდნენ, ქალები და ბავშვები პაპაიას კრეფას მორჩენილიყვნენ და სავსე კალათებს შინისაკენ ეზიდებოდნენ, სწორედ ამ დროს მიიპყრო ყველას ყურადღება ზეციდან მომავალმა ხმაურმა. აი ისიც მაჰვა-ნუს მოჩვენება – დიდი ფრინველი. ნამდვილად არსებულა. ფრინველი უცნაურად იქცეოდა, თითქოს შორდებოდა სოფელს, მერე ისევ უახლოვდებოდა. მონადირეებმა სასწაფოდ მოიმარჯვეს მშვილდ ისრები, მაგრამ ყველაზე მარჯვე მსროლელმაც ვერ მიაწვდინა ისარი მოელვარე ფრინველს. უცნაური იყო ეს ფრთოსანი, რადგან როგორც მაჰვამ შენიშნა მზის სხივებზე ელვარებდა მისი ტანი, ერთ ხანს სოფლის თავზე იტრიალა და შემდეგ სხვა მხარეს გაფრინდა, მისი ზმუილა ხმა თანდათან ჰაერში დაიკარგა და სახტად დატოვა სოფელი.
პლანეტური აღმოჩენების ბუმი
January 18th, 2012 § 8 Comments
ამ ბოლო დროს, ძალიან ბევრი ახალი, საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩენა გახდა ცნობილი ეგზოპლანეტების შესახებ. მახსოვს კეპლერის ტელესკოპი ახალი გაშვებული იყო კოსმოსში როცა მოუთმენლად ველოდი ხოლმე საინტერესო ცნობებს ნასასგან, მაგრამ აღმოჩენები იგვიანებდა. არადა ცოტა აზრზე თუ მოხვალ, მიხვდები რომ აღმოჩენის დადასტურებას რამდენიმე საგულდაგულო გადამოწმება და საბოლოოდ დარწმუნება სჭირდება. ეს ახალი აღმოჩნებიც არაა გუშინდელი აღმოჩნენები, ყველა მონაცემი მოწმდებოდა 3 წლის მანძილზე, კეპლერის, სპიტზერის და მიწაზე მყოფი გიგანტი ტელესკოპების მიერ. საჭირო იყო ერთხელ დაფიქსირებული დაბნელების მინიმუმ სამჯერ დადასტურება კეპლერის ფოტომეტრით და გადამოწმება სხვა ტელესკოპების მიერ.
საზოგადოება და ღმერთი
January 10th, 2012 § 9 Comments
ამას წინათ ვთქვი რომ რელიგიურ თემებზე საუბარს გავურბივარ, თუმცა დამავიწყდა დამემატებინა რომ მხოლოდ სუფრასთან და ისეთ “სასტავში” სადაც ვიცი რომ ნორმალური დებატები ვერ გაიმართება ანდაც იქ სადაც ტიპებს უბრალოდ არ ყოფნით იმის შეგნება რომ განსხვავებული აზრი საერთოდ მიიღონ. ზოგს მიაჩნია რომ უწყინარი ათეისტი ვარ, რომელსაც ალბათ სიამოვნებს სხვების მორწმუნეობა, ზოგს მიაჩნია რომ უბრალოდ ვეძებ (რომელიმე ღმერთს) თორე აბა ისე უბრალოდ ათეისტი ვის გაუგია? ცოტა ცუდი ტონია, ან ვერ წარმოუდგენიათ ამ მდგომარეობაში ყოფნა. ამით მამართლებენ ხოლმე და როცა მეღიმება, გონიათ რომ ვეთანხმები. ზოგი იმედოვნებს რომ 100% არ ვარ დარწმუნებული ე.ი იმედი არსებობს, ჭეშმარიტების გზაზე დაბრუნებისა.
ერთადერთი ათეისტი მეგობარი (ახლო მეგობარი, თორე ისე არიან რამოდენიმე) მყავს და ისიც, პასიური ათეისტია, მისი დამოკიდებულებაა: ” ძალიან კარგია თუ გწამს - მე არ მწამს, არ ვაკეთებ ამის აფიშირებას, შენ შენთვის მე ჩემთვის” – ამ მეგობარმა მითხრა ერთხელ, ნიცშე “ცვეტში” მორწმუნე იყო თორე ამდენს რატომ იფიქრებდა და დაწერდა ღმერთზეო. როცა ღმერთზე მიდის კამათი მორწმუნეთა უმრავლესობაც ანალოგიური რამით აპელირებს. “აი ათეისტო, თუ არ გწამს ღმერთის, მაშ ამდენს რატომ ლაპარაკობ მასზე? “ზნაჩით” გწამს სინამდვილეში”. ამოცანა ამოხსნილია – რა გონებამახვილური მიგნებაა არა?
BIG BROTHER IS WATCHING YOU
November 20th, 2011 § 3 Comments
სათაურიდან გამომდინარე ადვილი გამოსაცნობია – ეხლახანს წავიკითხე ორუელის 1984 და გადავწყვიტე პოსტი დამეწერა, როგორც გოლდსტეინის წიგნმა ვერ უთხრა არსებითად ახალი უინსტონ სმითს, ასევე ალბათ მეც ვერაფერს ვიტყვი ახალს, მე ჩემი აზრების სისტემატიზაციას მოვახდენ მხოლოდ.
2 დღის წინ მეგობარმა მკითხა რას კითხულობო, მერე დაინტერესდა რაზეა ეს წიგნიო, – მე ვუთხარი – პესიმიზმზე, ჰო ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ, ეს არის დამთრგუნველი და პესიმისტური წიგნი, უტოპიურ ტოტალიტარიზმზე რომლის უნივერსალური ძალა ტვინის ყოველ უჯრედში აღწევს და იმდენად გიკლავს ყველა იმედს ამ წარმოსახვით სამყაროს ხსნისა რომ ყველა გზა მოკვეთილი, ფანტაზიაც კი კლაუსტროფობიას განიცდის.
ვისაც კარგი წიგნი მხოლოდ სასიამოვნო და ოპტიმისტური ამბის მთხრობელი გგონიათ (როგორც ჩემ მეგობარს) ამ წიგნს ნუ წაიკითხავთ! კარგი წიგნი უპირველესად იმით განისაზღვრება, თუ რა მესიჯია მკითხველისთვის მასში და როგორი ფორმითაა გადმოცემული, შეიძლება ფიქრობთ რომ ტოტალიტარიზმის თემა იმდენად აქტუალური აღარაა რამდენადაც რამდენიმე ათეული წლის წინ იყო, მაგრამ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად მიხვდებით რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის და საზოგადოების სიფხიზლე, რამდენად მნიშვნელოვანია არსებობდეს ბუნებრივი განსხვავებები, ქცევის, აზრის, დამოკიდებულების და ა.შ. ისტორიას აქვს გამეორების თვისება. ძალაუფლების წყურვილს კი შეუძლია ადამიანური ამბიცია წარმოუდგენელ მასშტაბზე აიყვანოს. ეს ის საფეხურია სადაც ძალაუფლება არაა ვიღაც ძლიერი მოკვდავის ხელში, ისეთი როგორიც იყო მაგალითად – სტალინი, ან ჰიტლერი. ისინი ძლევამოსილი დიქტატორები იყვნენ, მაგრამ მათი მეფობა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა იმპერატორისა დროებითია. არა, ცალკეული ადამიანები უძლურდებიან და კვდებიან, ძალაუფლება მათ კი არა, იდეოლოგიას უნდა ქონდეს, ადამიანთა კოლექტიურ გონს, მილიონობით დაზომბირებულ ადამიანს, რომელიც ფანატიკურად მოემსახურება ამ უტოპიურ იდეალებს რომლებიც თავის თავშივე მოიცავს უამრავ წინააღმდეგობას, მაგრამ ამ წინააღმდეგობებს ყოვლის მომცველი კონტროლი ჰარმონიაში მოიყვანს ერთმანეთთან და ადამიანთა მოდგმა დაემსგავსება მექანიკურ მოწყობილობებს, რომელთა ფუნქიაც მკაცრად განსაზღვრული და დადგენილია.
ყველაზე მეტად დედამიწის მსგავსი (ახალი პლანეტა)
September 18th, 2011 § 9 Comments
აღმოჩენილია ახალი, ერთ-ერთი ყველაზე მეტად დედამიწის მსგავსი პლანეტა 36 სინათლის წლის მოშორებით. ambobs Ziebis axali Sedegebi.
planetis saxelia HD85512b. igi garemoeqceva narinjisfer juja varskvlavs, ialqnebis TanavarskvlavedSi. astronomebma planeta HARPS –is me SveobiT aRmoaCines, maRali sizustis speqtrografiT la silias observatoriaSi, Cile.
I just believe in me
August 27th, 2011 § 3 Comments
ხანდახან მგონია რომ მექანიკურად ვცხოვრობ, მყისიერად გამიელვებს ხოლმე რაღაც სიტყვებისგან თავისუფალი წეტილი გაცნობიერებისა. ყველაფერს ფიქრი და ანალიზი არ უნდა ზოგჯერ უბრალოდ იცი. წერტილი სადღაც შუბლის ზემო ნაწილში კრთება შუქნიშნის გამაფრთხილებელი ყვითელი სიგნალივით, მერე ვზივარ და ვუღრმავდები გონებაში მიმდინარე პროცესებს, ძვლოვან კედლებს შიგნით ბირთვული რეაქტორია, დაუსრულებელი ჯაჭვური რეაქცია, შენელებული ნაღმის. ახლა ეს ნაღმი კონტროლირებადი და ნელია, გავარვარებულ ფიქრთა ნაკადებს პერიოდულად აგრილებს ცივი უფიქრობა. ადრე არ არსებობის მეშინოდა ახლა კი ვფიქრობ რომ არ არსებობა იგივე უკვდავებაა. არ ყოფნა ადვილია, როცა გძინავს და სიზმარს არ ნახულობ, როცა ზიხარ და არაფერზე ფიქრობ, შეიძლება ითქვას რომ ალბათ არც არსებობ. თუმცა ეს ყოველთვის დროებითია და მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება, სადღაც შუბლის ზემო ნაწილში ისევ გაანათებს სიგნალი და მექანიკური არსებობის დისკომფორტის აღმოსაფხვრელად დაიწყებ ისევ გონებაში ქექვას, სულ სამი გზაა როგორც მისტიურ ზღაპრებში, წარსული აწმყო მომავალი. მომავალს არ ვენდობი, იმედების არ მჯერა. აწმყოში ბლანტი სითხის მსგავსად მივედინები არსებობის კალაპოტში, წარსულში ვიქექები ისევ, იგივე სიტუაციებში ვხვდები, ხან მრცხვენია ხან ვნანობ, ხან ვცვლი. ალტერნატიულ ისტორიებს ვაშენებ, წარსულის სახეებს სულებს ვართმევ და აჩრდილებს აწმყოსკენ მოვათრევ – ეს როცა ჩემი მექანიკური აწმყოს სინდრომი შემაწუხებს, მერე მივმართავ პაწაწინა წერტილებით აწყობილ გამოსახულებებს, ჩაირთვება ყველა ჰორიზონტი ფანტაზიისა, ეს ხან სურვილია ულტრა განვითარების უტოპიისკენ ხან დაბრუნება ბუნებრივ პირვეყოფილებასა და სიმარტივეში, ხან საიდუმლოა ათასწლეულებში ჩაკარგული და უპერსპექტივო მისტერიით შემობურული. ხანაც ფერფლიდან აღმდგარი შთაგონების მატერიალიზება ესთეტიკაში. ეს წამიერი და წუთიერი აფეთქებებია, როგორც გეიზერების ამოფრქვევა, ძირითადად კი, სანამ ის ყვითელი შუქი აციმციმდება, მეც ისეთი უხეში ვარ როგორც თბილისის ქუჩები. მეც ისეთი გულგრილი ვარ როგორც ქვის ძეგლები. ზიზღნარევი გულგრილობით ვუყურებ პარკებში მოსეირნე წყვილებს, ეს ჩემი საქმე არაა, მე მარტოსული ვარ და მომწონს ეს. რომანტიკა იდეებში და აჩრდილებშია, რეალობა კი მეტისმეტად მდაბიო და ხინჯიანია, იმისთვის რომ სრულყოფილება შეინარჩუნოს. დიახ მე მარტოობის წუხილს ვარქმევ ყველაზე დიდ რომანტიკას და მაშინ ვკაიფობ როცა სულ მარტო ვზივარ ღია კაფეში ლუდის დასალევად, არავის ველი არც არავის ვახსოვარ და ვუყურებ გიჟურ თავსხმას. მე ჩემი გზა მაქვს – ტკივილით ნაწრთობი გულგრილობა. არავინ აღარ მომწონს. იოლად ვეღარავის გავუყობ ჩემ აღფრთოვანებას, იდეებს. ალბათ ვერავინ ამაღელვებს საკუთარ იდეებზე მეტად. ვერავინ მომხიბლავს საკუთარ მოჩვენებებზე მეტად.
ნარცისიზმამდე სულაც არ მივდივარ, მე ყველაფერიც ვარ და არაფერიც, ამიტომ აღარ მეშინია არ არსებობის. სიგნალი კი მხოლოდ რეაქციაა, ხან სიცოცხლის მჩქეფარება მიპყრობს ხანაც ვზივარ და უბრალოდ არ ვფიქრობ, ან მძინავს და სიზმარს არ ვნახულობ, ასე ვემალები არსებობას. — არ არსებობაც ხომ ისეთივე ბუნებრივია როგორც არსებობა, ჩვენ არსაიდან მოვედით და არსაით წავალთ.
დიზაინი vs შემთხვევითობა, რაციონალური თუ ფანტასტიკური სამყარო
August 6th, 2011 § 6 Comments
ადამიანებს არ უყვართ სიტყვა – შემთხვევით. უფროსწორად სიტყვა კი არა თავად მოვლენა – შემთხვევითობა არ უყვართ. უფრო მიმზიდველია ყველაფერში დაინახონ ბედი. რაღაც უხილავი ძალა რომელიც მიმართულებას აძლევს ცხოვრებას. თუ კარგი ხდება ფორტუნამ ასე მოისურვა- მიმზიდველია, როცა სასიამოვნო ამბებს რაღაც ზებუნებრივი (ზებუნებრივობა უკვე რომანტიულია) ძალა განაპირობებს. წარმოიდგინეთ მთელ თქვენ ცხოვრებას რაღაც შენდამი კეთილგანწყობილი ძალა განაგებს უაღერსად სასიამოვნოა. თუ ცუდი ხდება აქაც ზებუნებრივობის ბრალია. ერთნი ბედს აბრალებენ. მეორენი ღმერთის გამოცდას ხედავენ. შემთხვევითობა არავის მოსწონს, იმიტომ რომ სამყაროსთან მარტო რჩები. პასუხისმგებლობა მხოლოდ შენსა და სამყაროს ქაოტურ მოვლენებს შორის ნაწილდება.
იბერია გაბრწყინების მოლოდინში
July 30th, 2011 § 13 Comments
იბერია უეჭველი გაბრწყინდება! – მაგრამ საკითხავია რა არის ეს გაბრწყინება. ჩვენი აღტყინებული მოქალაქის სიტყვაზე “გაბრწყინება” თვალწინ წარმომიდგება ხოლმე გაშეშებული ქვეყანა, რომელშიც ხალხი ერთნაირადაც კი აღარ აზროვებს, ანუ საერთოდ არ ჭირდება აზროვნება. გაბრწყინებულ იბერიაში წარმოვიდგენ ხოლმე ზეციურ საქართველოს სადაც ქართველები სულ ქეიფობენ. არ არსებობს სექსი და ყველა ქალი ყველა მამაკაცის “დაიკოა” იქ სადაც “იეღოველები” თვალით არ უნახავთ და არც რამე გაუგონიათ მათზე, ამ ზეციურ საქართველოში არ არსებობს მთავრობა და გადასახადები, საგზაო წესები და პოლიცია. სამაგიეროდ ყველა მართლმადიდებელია. არ არის ზანგების და ჩინელების მომრავლების პრობლემა და ა.შ..
გაბრწყინებულ საქართველოში ბლოგერები არ დაწერენ სექსზე და პირად ამბებზე, მორალისტებს აღარ ექნებათ საქმე და საქეიფოდ წავლენ.
ბენზინის ნაცვლად ავტომანქანები ივლიან მადლზე, ონკანებში წამოვა ნაკურთხი წყალი და წვერებიანთა კასტა კიდევ უფრო აღზევდება. ხელზე ამბორს წმინდა მინეტი ჩაანაცვლებს.
Hey Aliens where are you?
April 17th, 2011 § 4 Comments
იმ დღეს მეგობარს მწუხრის ვარსკვლავი დავანახე საღამოს ცაზე, ვარკსვლავებზე საუბრისას როგორც ხშირად ხდება ხოლმე მეორე, მესამე კითხვა ან აქტუალური თემა არის ხოლმე: “ნეტავ თუ არის სხვაგან სიცოცხლე?” ჰოდა ამ ჩემმა მეგობარმაც არ დააყოვნა და ამ კითხვას შემდგომ მოაყოლა: “აქამდე რატომ ვერ გაარკვიეს?” (მეცნიერებმა)
ჯორდანო ბრუნო ყველას გეცოდინებათ, ისიც რომ რომის ინკვიზიციამ ცოცხლად დაწვა, მისი ბრალდებების ჩამონათვალში ერთ-ერთი ბრალდება იყო – “მიაჩნია რომ არსებობს სხვა სამყაროების უსასრულო რაოდენობა (მათი მუდმივობა)” Claiming the existence of a plurality of worlds and their eternity. ბრუნოს აზრები იმ დროისთვის რევოლუციური იყო, ის კოპერნიკის ჰელიოცენტრულ მოდელს იზიარებდა (ის რომ სინამდვილეში მზეა ცენტრალური სხეული და მის ირგვლივ მოძრაობენ პლანეტები) მაგრამ მისი მიხვედრილობა და პროგრესული აზრები უფრო შორს წავიდა, მისი აზრით მზე უბრალო ვარსკვლავი იყო.







